ანალიზი

30 სექტემბერი 2014 image

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სსიპ -ებსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში - 2013-2014 წლების ანგარიში

2014 წლის მაისის თვეში IDFI-იმ წარმოადგინა 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის მარტამდე პერიოდში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის ანალიზი-შეფასება საქართველოს ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში

19 სექტემბერი 2014 image

2013 წლის მონაცემები ქვემო ქართლის რეგიონიდან

www.opendata.ge -ზე (საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა) უკვე ხელმისაწვდომია ქვემო ქართლის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან IDFI-ისთვის მოწოდებული სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია.

9 სექტემბერი 2014 image

საჯარო ინფორმაცია საქართველოს მთავარი პროკურატურიდან

მიუხედავად საჩივრის დაკმაყოფილებისა, #IDFI-ს არასრულყოფილად მიეწოდა საჯარო ინფორმაცია საქართველოს მთავარი პროკურატურიდან.
მიღებული ინფორმაცია ეხება შემდეგ საკითხებს: პრემიები და დანამატები, სახელმწიფო შესყიდვები, ჩანაცვლებული და ბალანსზე არსებული ავტომობილები, წარმომადგენლობითი ხარჯები, სამივლინებო ხარჯები.

8 სექტემბერი 2014 image

ხელშეკრულება თბილისის მერიასა და შპს „სი-ტი პარკს“ შორის: აქამდე საიდუმლო დეტალები

2007 წელს დედაქალაქში ავტომობილების პარკირების ორგანიზებისთვის თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში შპს „ამაგონის“ და შპს „შოჰარ პარკინგ სერვისის“ კონსორციუმმა გაიმარჯვა. აღნიშნულმა კომპანიებმა შპს „სი-ტი პარკი“ დააფუძნეს, რომელიც 2007 წლიდან გახდა მონოპოლისტი ქ. თბილისის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების საკითხში. მიუხედავად დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა, თბილისის მერიასა და შპს "სი-ტი პარკს" შორის დადებული ხელშეკრულების ყველა დეტალი მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი.

 

1 სექტემბერი 2014 image

2005-2013 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ლტოლვილის სტატუსის, მოქალაქეობისა და ბინადრობის ნებართვების გაცემის სტატისტიკა

უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტეიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

14 აგვისტო 2014 image

მთავრობის კანცელარიის (ადმინისტრაციის) 2013 -2014 წლების სხვადასხვა ხარჯები

საქართველოს პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებების საფუძველზე განისაზღვრა მთავრობის კანცელარიის უფროსის და კანცელარიის სხვა საჯარო მოსამსახურეთათვის სახელფასო დანამატის გაცემის წესი.

25 ივლისი 2014 image

2013 წლის მონაცემები სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონიდან

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი  (IDFI) ანხორციელებს  საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან მიღებული სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციის განთავსებას  www.opendata.ge -ზე.

18 ივლისი 2014 image

საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების შესახებ კანონმდებლობის ანალიზი

საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესი მნიშვნელოვნად დაიხვეწა ა.წ. 20 ივლისს საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების ძალაში შესვლით. მიუხედავად ამისა საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო პრაქტიკასთან (დიდი ბრიტანეთი და ესტონეთი) შედარების პროცესში გამოიკვეთა სამართლებრივ რეგულაციებში არსებული რიგი ხარვეზები.

4 ივლისი 2014 image

2013 წელს სამინისტროების მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები

2014 წლის იანვრის თვეში IDFI - იმ ყველა სამინისტროს მიმართა 2013 წელს  სამინისტროს მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ დეტალური (კონკრეტული ღონისძიების ჩამონათვალი, თოთოეულზე დახარჯული თანხა, ღონისძიების ჩატარების დრო, ადგილი და მოწვეულ სტუმართა ოდენობა) ინფორმაციის მოთხოვნით.

2 ივლისი 2014 image

2013 წელს სამინისტროების მიერ გაწეული სამივლინებო და როუმინგის ხარჯები

2014 წლის იანვრის თვეში IDFI - იმ ყველა სამინისტროს მიმართა 2013 წელს თანამდებობის პირების მიერ ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე   გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ დეტალური (სასტუმროს ხარჯი, მგზავრობის ხარჯი, მივლინების მიზანი, ქვეყანა  და თარიღი) ინფორმაციის მოთხოვნით.