თბილისის საკრებულოში გაცემული პრემიები (2013 ნოემბერი-2014 ნოემბერი)

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 1 დეკემბერი 2014

2013 წლის დეკემბრის თვეში ჩვენს მიერ წარმოდგენილი იყო 2013 წლის საწყისი 10 თვის (იანვარი-ოქტომბერი) განმავლობაში თბილისის საკრებულოს მიერ გაწეული ხარჯების, მათ შორის საკრებულოს წევრებზე და აპარატის თანამშრომლებზე გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულ ანგარიშში ინსტიტუტი აქტიურად მოუწოდებდა თბილისის საკრებულოს შეწყვეტილიყო დაუსაბუთებელი სოლიდური ყოველთვიური პრემიების გაცემის პრაქტიკა. მიუხედავად აღნიშნულისა, როგორც თბილისის საკრებულოდან მიღებული უახლესი მონაცემებიდან ირკვევა, 2013 წლის ნოემბრის თვის შემდგომ არამცთუ შემცირდა, არამედ თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან და მაშინდელი მოქმედი საკრებულოს წევრების უფლებამოსილების მოახლოებულ შეწყვეტასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა საკრებულოში ყოველთვიურად გაცემული პრემიების ოდენობა.

კერძოდ, 2013 წლის 1 ნოემბერიდან - 2014 წლის ივნისის ჩათვლით (სულ 8 თვე) თბილისის საკრებულოს წევრებზე გაიცა 1 247 206 ლარის პრემია, რაც თითქმის სამჯერ მეტია 2013 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში საკრებულოს წევრებზე გაცემული პრემიების ოდენობაზე (439 276 ლარი). მსგავსი მდგომარეობაა საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე გაცემული პრემიების თვალსაზრისითაც.

 

როგორც მოგეხსენებათ 2014 წლის ივნისის თვეში მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარის ბატონი ირაკლი შიხიაშვილის მიერ წინასწარ გამოცხადებული იქნა, რომ მათი მოწვევის ბოლო თვეში საკრებულოს წევრებზე პრემია გაიცემოდა თანამდებობრივი სარგოს 300%-ის ოდენობით, ხოლო საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე 200%-ის ოდენობით. 2013 წლის ივნისის თვის დაგეგმილ პრემიებზე საზოგადოების მწვავე რეაქციის გადასაფარად, ბიუროს სხდომაზე მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით და მრავალპარტიული ბიუროს ერთობლივი გადაწყვეტილებით, 300%-იანი პრემიიდან 100% უნდა მოხმარდებოდა ქველმოქმედებას. თუმცა, როგორც თბილისის საკრებულოდან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა თბილისის საკრებულოს წევრებზე თანამდებობრივი სარგოს 300% ოდენობით პრემიის გაცემას ერთჯერადი სახე არ ჰქონია და ბატონი ირაკლი შიხიაშვილის მიერ აღნიშნული ოდენობის პრემიების გაცემის გამოცხადების პერიოდისათვის მას უკვე სისტემატური სახე ჰქონდა მიღებული განვლილ თვეებში. ივნისის თვის გარდა საკრებულოს წევრებზე თანამდებობრივი სარგოს 300%-ის ოდენობის პრემია გაიცა 2014 წლის მარტის და აპრილის თვეში.

2013 წლის ნოემბრიდან - 2014 წლის ივნისის თვის ჩათვლით (8 თვე) საკრებულოს მაშინდელ თავმჯდომარეს ირაკლი შიხიაშვილს პრემიის სახით მიღებული აქვს 54 516 ლარი, გიორგი მუსხელიშვილს - 45 430 ლარი, გიორგი ტყემალაძეს და ჯაბა სამუშიას - თითოეულს 43 890 ლარი. სხვა საკრებულოს წევრების მიერ მიღებული პრემიების ოდენობა უმრავლეს შემთხვევაში არ ჩამოუვარდება 40 000 ლარს.

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, თბილისის საკრებულოს შრომის ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული იყო 6 959 000 ლარი, საიდანაც 2014 წლის საწყისი ექვსი თვის განმავლობაში მხოლოდ პრემიებზე ათვისებულია 3 487 270 ლარი. თუ შევადარებთ განვლილი წლების მონაცემებს ვნახავთ, რომ მაგალითად 2012 წელს მთლიანად თბილისის საკრებულოს შრომის ანაზღაურებაზე დახარჯულია დაახლოებით იგივე ოდენობის თანხა (3 664 000 ლარი) , რაც 2014 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში მხოლოდ პრემიებზე (3 487 270 ლარი).

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ 2014 წლის ივნისის თვის შემდგომ ახალი საკრებულოს მოწვევის პირობებში საკრებულოს წევრებზე პრემიები აღარ გაიცემა, ხოლო აპარატის თანამშრომელთა წახალისების პრაქტიკაც მნიშვნელოვნად შემცირებულია (2014 წლის ივლისი-ნოემბრის პერიოდში აპარატის თანამშრომლებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 271 390 ლარი) 2014 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში არაგეგმიურად გაცემული მაღალი ოდენობის პრემიებმა, გამოიწვია თბილისის ბიუჯეტის პროექტით შრომის ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხების მნიშვნელოვანი გაზრდა - 2014 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით თბილისის საკრებულოს შრომის ანაზღაურების გეგმამ უკვე შეადგინა 8 338 000 ლარი. მსგავსი მდგომარეობა თბილისის საკრებულოში შეიქმნა აგრეთვე 2013 წელს. 2013 წლის ბიუჯეტის გეგმით აპრილის თვის მდგომარეობით შრომის ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული იყო 4 585 500 ლარი, თუმცა 2013 წელს შრომის ანაზღაურების ფაქტიურმა ხარჯმა შეადგინა 6 377 400 ლარი, რაც უმეტესწილად განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 2013 წლის ნოემბრის და დეკემბრის თვეში როგორც ზემოთ აღვნიშნეთ გაიცა ძალიან მაღალი პრემიები.

როგორც მოგეხსენებათ თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ბატონი ირაკლი შიხიაშვილი ამჯერად ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზეა. ინსტიტუტი დაინტერესდა აღნიშნულ დეპარტამენტში მისი მოღვაწეობის დროს გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაციითაც. როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა ბატონ ირაკლი შიხიაშვილს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის  ხელმძღვანელის თანამდებობაზე არც პრემია და არც დანამატი არ მიუღია.

თუმცა, ზემოთ ჩვენს მიერ მოყვანილი მონაცემები, რომელიც უკავშირდება 2013-2014 წლებში თბილისის საკრებულოში პრემიების გაცემის პრაქტიკას, კიდევ ერთხელ ცხადყოფს თუ რამდენად მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეებზე პრემიების გაცემის სისტემის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება.

ამასთან იმედს გამოვთქვამთ, რომ ქალაქ თბილისის საკრებულოს ახალი შემადგენლობა უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ქალაქისა და მისი მოსახლეობის წინაშე მდგარი რეალური პრობლემების მოგვარებაზე ვიდრე საკუთარი ფინანსური კეთილდღეობის საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე გაუმჯობესებაზე.

 

იხილეთ თბილისის საკრებულოდან მიღებული დოკუმენტაცია გაცემული პრემიების შესახებ: 

/public/upload/IDFI/sakrebulos wevrebi premiebi.pdf

/public/upload/IDFI/aparatis tanamshromlebis premiebi.pdf

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024