OVESSG v. Austria - ადმინისტრაციულ ორგანოთა ვალდებულება საჯარო ინფორმაციის დამუშავების შესახებ
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე - „Österreichische Vereinigung zur Erhaltung, Stärkung und Schaffung eines wirtschaftlich gesunden land- und forstwirtschaftlichen Grundbesitzes v. Austria“ სასამართლომ, 6 ხმით ერთის წინააღმდეგ, დააკმაყოფილა წარდგენილი სარჩელი, რამდენადაც დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–10 მუხლის დარღვევა. ასევე მან სახელმწიფოს დააკისრა 7500 (შვიდი ათას ხუთასი) ევროს ღირებულების ჯარიმისa და სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულება.