ანალიზი

15 მაისი 2015 image

ფინანსთა სამინისტროს გაუმჭვირვალობის მიზეზები

2014 წლის 27 იანვარს IDFI-იმ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გაუგზავნა განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ. აღნიშნული განცხადებით ინსტიტუტი სამინისტროდან ითხოვდა 2013 წელს გაწეული სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ დეტალურ ინფორმაციას.

7 მაისი 2015 image

შშმ პირთა სტატისტიკა საქართველოში (2015)

ინსტიტუტისთვის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2015 წლის 1 მარტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია სახელმწიფო სოციალური დახმარების მიმღები 118 651 შშმ პირი, რაც საქართველოს საერთო მოსახლეობის (3 729.5) დაახლოებით 3% -ია. 

29 აპრილი 2015 image

დევნილთა ჩასახლებები და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი ოჯახების რაოდენობა (2009-2015)

90-იან წლებში განვითარებული მოვლენებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ იმატა და შესაბამისად მათი პრობლემების დაკმაყოფილებისათვის საჭირო ძალისხმევაც გაიზარდა. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამების შედეგების ზოგადი სტატისტიკა.

28 აპრილი 2015 image

სტატისტიკური მონაცემები C ჰეპატიტით და აივ ვირუსით ინფიცირებულთა შესახებ 2006-2014

2015 წლის 26 მარტს IDFI-მ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია 2013-2014 წლებში C - ჰეპატიტის HCV ვირუსით და აივ (შიდსი) ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ

27 მარტი 2015 image

ნეპოტიზმის ნიშნები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ვაკანტურ ადგილებზე კონკურსს არ აცხადებს და კადრები ძირითადად როგორც არასაშტატო სპეციალისტები, ისე ინიშნებიან.

27 მარტი 2015 image

ღია მმართველობის ინდექსი 2015 - საქართველოს მიღწევები და გამოწვევები

26 მარტს გამოქვეყნდა „მსოფლიო სამართლის პროექტის“ (World Justice Project) 2015 წლის ღია მმართველობის საერთაშორისო (Open Government Index) ინდექსი, რომლის მიხედვითაც საქართველომ 0.61-იანი შეფასება მიიღო (უმაღლესი 1 ქულიდან).

3 მარტი 2015 image

ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაცია ოჯახური დანაშაულის (კერძოდ მკვლელობების) შესახებ საქართველოში

იხილეთ შსს–ს მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაცია, საქართველოში ოჯახში ძალადობის შედეგად ჩადენილი მკვლელობების შემთხვევების შესახებ.

20 თებერვალი 2015 image

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში, ანგარიში № 6 – მოკლე შეჯამება

იხილეთ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ ჩვენი № 6 ანგარიშის მოკლე შეჯამება.

9 თებერვალი 2015 image

ციფრულ საეთერო მულტიპექს პლატფორმასთან სამაუწყებლო პროგრამების განთავსების პროცედურები- რეკომენდაციები სახელმწიფო რეგულირებისთვის

ციფრულ საეთერო სამაუწყებლო ქსელთან დაშვებისა და სამაუწყებლო კონტენტის ტრანსლირების საკითხები რამდენიმე ნაწილად უნდა გაიყოს, რადგან არსებული და მოქმედი სამაუწყებლო ლიცენზიანტების ქსელში განთავსების საკითხები გათვალისწინებულია როგორც ე.წ. "საზოგადოებრივი" მაუწყებლის მულტიპლექს პლატფორმაში, ასევე კერძო საეთერო მაუწყებლობის მულტიპლექს პლატფორმებში.

29 იანვარი 2015 image

თბილისის მერიის 2013-2014 წლების ხარჯები

2014 წლის 5 ნოემბერს IDFI-იმ ქალაქ თბილისის მერიას მიმართა სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ თბილისის მერიას ინსტიტუტის არცერთი მოთხოვნა უპასუხოდ არ დაუტოვებია.