მშენებლობის გამო თბილისში მოჭრილი ხეების სტატისტიკა
2016 წელს თბილისის მერიის ნებართვებით მოჭრილ ხეებს შორის, წინა წლებთან შედარებით, მინიმუმ 5-ჯერ მეტ ხეს მიენიჭა დაზიანებულის სტატუსი. ამასთან, ნებართვების საფუძველზე მოჭრილი ხეების მთლიანი რაოდენობა არ გაზრდილა. ეს გარემოება აჩენს კითხვას, თუ რამდენად კეთილსინდისიერად ხდება დედაქალაქში ხეებისთვის დაზიანებული სტატუსის მინიჭება. IDFI-ის მიერ მომზადებული სტატისტიკური ანალიზი მოიცავს ინფორმაციას საცხოვრებელი კორპუსებისა და კომერციული ობიექტების მშენებლობაზე, ხეების მოსაჭრელად გაცემულ ნებართვებზე, ნებართვების გაცემიდან ქალაქის ბიუჯეტში არსებულ შემოსავლის რაოდენობაზე და უნებართვოდ მოჭრილი ხეების რაოდენობაზე.