ანალიზი

24 აპრილი 2020 image

Covid 19-თან დაკავშირებული გამარტივებული შესყიდვები

2020 წლის 26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მას შემდეგ თითქმის 2 თვე გავიდა, 21 მარტიდან მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, დაწესდა რიგი შეზღუდვები საქალაქთაშორისო და ქალაქში გადაადგილებაზე.

24 აპრილი 2020 image

პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სამართლებრივი რეაბილიტაციის მექანიზმები საქართველოში და მათი შეფასება

თანამედროვე საზოგადოება სრულად აღიარებს ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების პრაქტიკის არსებობას ყოფილ საბჭოთა კავშირში. სსრკ-ს დაშლის შემედგ, სახელმწიფოებმა საკუთარ თავზე აიღეს მოქალაქეთა დარღვეული უფლებების აღდგენისა და მათი სამართლებრივი რეაბილიტაციის ვალდებულება. აღნიშნულ ქვეყნებს შორის არის საქართველოც.

22 აპრილი 2020 image

კოვიდ-19 კრიზისის დროს საჯარო დაწესებულებების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა

კორონავირუსის პანდემის გავრცელების პრევენციისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობის ინფორმირებას ხელისუფლების საქმიანობის, გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების, მათი ხარჯების, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და კანონების, ასევე, იმ სოციალური და სხვა ტიპის სერვისების შესახებ, რომლებსაც საჯარო დაწესებულებები სთავაზობენ ცალკეულ მოწყვლად ჯგუფებს. ამგვარი მონაცემების დროული გამოქვეყნებით იზრდება ნდობა ხელისუფლების და მის მიერ გატარებული ქმედებების მიმართ, რაც ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი ქვაკუთხედია.

 

8 აპრილი 2020 image

ღია მონაცემების მნიშვნელობა პანდემიასთან ბრძოლაში: საერთაშორისო მაგალითები და საქართველო

ვირუსი, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო COVID-19-ის სახელით იცნობს ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში აღმოცენდა, და სწრაფად მოედო აზიას, ევროპას და ჩრდილოეთ ამერიკას. დღეის მდგომარეობით 1 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული და ეს ციფრი ზრდას განაგრძობს, თუმცა ზრდის ტემპი ქვეყნების მიხედვით ვარირებს საგანგებო სიტუაციისადმი არსებული განსხვავებული მიდგომების და  სხვა ზოგადი გარემოებების მიხედვით. 

26 მარტი 2020 image

საქართველო კანონის უზენაესობის 2020 წლის ინდექსში

„მსოფლიო სამართლის პროექტის“ კანონის უზენაესობის გლობალური ინდექსი წარმოადგენს მონაცემთა ბაზას, რომელიც მთელს მსოფლიოში ძირითადი წყაროა სხვადასხვა ქვეყნებში კანონის უზენაესობის მდგომარეობის გასაცნობად. ინდექსი ეფუძნება სამართლებრივ ექსპერტებთან, საზოგადოებასთან, პრაქტიკოს იურისტებთან განხორციელებულ კვლევებს და სანდო წყაროა მრავალი ორგანიზაციისა და დაინტერესებული პირისთვის.

25 მარტი 2020 image

ინფექციური დაავადებების სტატისტიკა საქართველოში

2020 წლის 11 მარტს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ახალი კორონავირუსი (СOVID-19) პანდემიად გამოაცხადა. დღეის მდგომარეობით მსოფლიოს 190 ქვეყანაში  აღნიშნული ვირუსის  400 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, რომლის შედეგად 20 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

12 თებერვალი 2020 image

2019 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

2019 წელს სულ დარეგისტრირდა 64 123 დანაშაული, რაც დაახლოებით 10%-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს. შესაბამისად, თანაბარი მეთოდოლოგიის და აღრიცხვიანობის პირობებშიც დანაშაულის რიცხვი კვლავ ზრდას განაგრძობს.

10 ოქტომბერი 2019 image

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები-საქართველო მსოფლიო ბანკის 2019 წლის შეფასებით

მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით საქართველომ მმართველობის ინდიკატორებში ყველაზე მაღალი შეფასება 2014 წელს მიიღო. ამ დრომდე საქართველოს მაჩვენებლები სტაბილურად და სწრაფი ტემპით იზრდებოდა. სახელმწიფოებრივი განვითარების ზრდის ტემპი შენარჩუნებული იყო 2010-2014 წლებშიც, რის შემდეგაც ის მნიშვნელოვნად შენელდა. მრავალი მიმართულებით საქართველომ დღემდე ვერ შეძლო დაებრუნებინა 2014 წელს ნაჩვენები შეფასების მაღალი სტანდარტი.

20 სექტემბერი 2019 image

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ინტეგრაცია საქართველოს ეროვნულ საჯარო პოლიტიკის სისტემაში

საქართველოს მთავრობის დეკლარილებულ მიზანს წარმოადგენს მდგრადი განვითარების 17 მიზნისა და მათი ამოცანების იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზე. მოცემული ანალიზის მიზანს წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რამდენად მოიცავენ არსებული ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტები მდგრადი განვითარების მიზნების ამოცანათა შესაბამის ინდიკატორებს. არსებული სურათის სწორი შეფასება დაეხმარება საქართველოს მთავრობას მოახდინოს პრობლემური მიმართულებების იდენტიფიცირება და გადადგას ეფექტური ნაბიჯები შესაბამისი მიზნების ნაციონალიზაციის მიმართულებით.

11 სექტემბერი 2019 image

2019 წელს (იანვარი-ივლისი) დანაშაულის რიცხვი 17,23%-ით გაიზარდა

ერთი წლის წინ IDFI-მ გამოაქვეყნა სტატია, „ მკვეთრად გაუარესებული კრიმინოგენური მდგომარეობა თუ წინა წლებში დამალული სტატისტიკის შედეგი?“, სადაც მიმოხილული იყო 2018 წლის საწყისი 7 თვის სტატისტიკური მონაცემები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, მინისტრ გიორგი გახარიას პირობებში, გასაჯაროებული სტატისტიკური მონაცემები აჩვენებდა რომ, რეგისტრირებული დანაშაული წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55,8%-ით იყო გაზრდილი, ხოლო გახსნის პროცენტული მაჩვენებელი 17,2%-ით - შემცირებული.