სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ანალიზი 31 ივლისი 2020

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის საფუძველზე, 2017 წლის 29 მაისს, დაახლოებით ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2017-2021 წლების სასამართლო სისტემის სტრატეგია და მისი იმპლემენტაციის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.


ორივე საანგარიშო პერიოდში მონიტორინგის პროცესის შედეგად გამოვლინდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო სათანადო ყურადღებას არ უთმობს სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის სრულყოფილად იმპლემენტაციას და ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ტექნიკურად თუ სრულდება კონკრეტული აქტივობები, ხოლო მათი შინაარსობრივი შედეგი, მართლმსაჯულების ხარისხობრივი გაუმჯობესება, სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებების ინტერესს მიღმა რჩება, რითიც ამ ფორმატის არსებობას და ქმედითობას, მნიშვნელოვანი ჩრდილი ადგება.


სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და მისი აღსრულების 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესზე დაკვირვებამ შემდეგი გამოწვევები გამოავლინა:


- 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა და მეორე პროგრესის ანგარიში დღემდე არ არის დამტკიცებული/გამოქვეყნებული;

 

-  ორივე საანგარიშო პერიოდში, ჯამში განხილული 92 აქტივობიდან, შესრულებულია - 35, ნაწილობრივ შესრულებულია - 31, შეუსრულებელია - 26;

 

-  მეორე პროგრესის ანგარიშის პროექტი, ისევე როგორც წინა საანგარიშო პერიოდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საზოგადოებისთვის წარდგენილი ერთწლიანი პროგრესის ანგარიში, მეტწილად ტექნიკური ხასიათისაა და სრულყოფილ ინფორმაციას, აქტივობების შესრულების მდგომარეობის შესახებ, არ შეიცავს;

 

- უკანასკნელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში სამუშაო ჯგუფების ღია შეხვედრები საკმარისი ინტენსივობით არ იმართებოდა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში მხოლოდ 3 ღია სამუშაო შეხვედრა ჩატარდა; 

 

- სამუშაო ჯგუფების შიდა საორგანიზაციო შეხვედრები დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.

 

/public/upload/Rule_of_Law/8294 Action Plan GEO.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024