პროკურატურის რეაგირება 2012 წლის შემდეგ უწყებაში შესულ განცხადებებზე
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების ცვლილების შემდგომ მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრის საკითხი ძალზედ აქტიურად დადგა საზოგადოებაში. მიუხედავად ამისა სამწუხაროდ, საქართველოს პროკურატურასთან ჩვენი კორესპონდენცია მოწმობს, რომ უწყება არ ფლობს ან არ ასაჯაროებს ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა შედეგებით დასრულდა რა რეაგირება მოყვა უწყებაში შესულ იმ 10 379 განცხადებას, რომლებიც მოიცავდა ინფორმაციას საჯარო მოხელეთა მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე.