ანალიზი

19 დეკემბერი 2018 image

ვენეციის კომისიამ საპროკურორო საბჭოს შესახებ ახალ დებულებებთან დაკავშირებით მოსაზრება გამოაქვეყნა

ევროპულმა კომისიამ კანონისმიერი დემოკრატიისთვის (ვენეციის კომისია) პროკურატურის შესახებ კანონის პროექტში ასახულ საპროკურორო საბჭოს დებულებებთან დაკავშირებით მოსაზრება გამოაქვეყნა. მოსაზრებაში მოკლედაა მიმოხილული ის ძირითადი ცვლილებები, რომელიც პროკურატურის შესახებ კანონში აისახა, მისი კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან ჰარმონიზების მიზნით და ასევე განხილულია კანონის ახლი რედაქციის ნაკლოვანებები.

4 დეკემბერი 2018 image

საქართველოში დემოკრატიის ხარისხის შეფასება 1990-2017 წლებში

დემოკრატიის, როგორც სახელმწიფო მმართველობის ფორმის შეფასება, მუდამ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს სამართლის მეცნიერების თეორეტიკოსებსა თუ პრაქტიკოსებს შორის. სახელმწიფოსთვის დემოკრატიული სტატუსის მინიჭების ერთი სისტემა არ არსებობს, მაგრამ არსებობს სხვადასხვა მეთოდი, რომლის მიხედვითაც იზომება დემოკრატიის ხარისხი და მისი მეშვეობით დგინდება მსოფლიოში დემოკრატიული ქვეყნების რეიტინგები, მათ შორისაა V-Dem.

16 ნოემბერი 2018 image

თბილისის საქალაქო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკა რისკის ქვეშ აყენებს დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის ეფექტიანობას

IDFI-ის ანალიზი შეეხება დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებულ სასამართლო დავებს და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.  დამკვიდრებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებს თანამდებობის პირების სასარგებლოდ იღებს.

6 ნოემბერი 2018 image

Freedom House: საქართველოს ქულა ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში გაუარესდა

1 ნოემბერს მსოფლიოში ინტერნეტ თავისუფლების შესახებ Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა. 2018 წელს საქართველომ 100-დან 25 ქულა აიღო და ინტერნეტ თავისუფლების მხრივ შეფასდა, როგორც „თავისუფალი“ ქვეყანა. 2017 წელთან შედარებით, ქვეყნის ქულა ერთით გაუარესდა.

12 ოქტომბერი 2018 image

საქართველოში ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა კვლავ გამოწვევად რჩება

უკანასკნელი თვეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ისეთი შემთხვევების შესახებ, რომლებშიც მონაწილეობენ მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები და რომლებიც მიანიშნებენ შესაძლო კორუფციის შემთხვევებზე.

5 ოქტომბერი 2018 image

თბილისის მერიამ 2018-2020 წლების ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

2018 წლის 2 ოქტომბერს, თბილისის მერიამ დაამტკიცა OGP-ის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა. ეს არის მეორე სამოქმედო გეგმა, რომელიც OGP-ის ქვე-ეროვნული საპილოტე პროგრამის ფარგლებში მომზადდა, სადაც თბილისის მუნიციპალიტეტი მსოფლიოს მასშტაბით 14 სხვა ქალაქთან ერთად მონაწილეობს.

28 სექტემბერი 2018 image

თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების სისტემის ანალიზი (2017-2018 წლები)

წლების განმავლობაში, საქართველოს საჯარო დაწესებულებების შრომის ანაზღაურების მოუწესრიგებელმა სისტემამ განაპირობა არასამართლიანი და გაუმჭვირვალე სახელფასო პოლიტიკა, რასაც მნიშვნელოვნად ხელს უწყობდა პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემაზე არსებული არასრულფასოვანი საკანონმდებლო რეგულაციები.

 

4 სექტემბერი 2018 image

საგარეო საქმეთა სამინისტროს საეჭვო შესყიდვა

2017 წელს, საქართველოს მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოუყო 737,000 ლარი (განკარგულება N1616, 03.08.17) სამინისტროსათვის სარგებლობის უფლებით არსებობის ვადით ქ. თბილისში, ლეონიძის ქ. N3-ში მდებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, საექსპერტიზო სამუშაოებთან და მდგრადობის კვლევასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებისთვის.

29 აგვისტო 2018 image

მკვეთრად გაუარესებული კრიმინოგენური მდგომაროება თუ წინა წლებში დამალული სტატისტიკის შედეგი?

ბოლო წლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანაშაულის სტატისტიკის თანმიმდევრული და სრულყოფილი გამოქვეყნება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა. სამინისტროს მიერ დანაშაულის სტატისტიკის გასაჯაროების ქრონოლოგია, აჩენდა ეჭვებს, რომ უწყება ხელოვნურად აფერხებდა ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. 

26 ივლისი 2018 image

საქართველო გაეროს ელექტრონული მმართველობის ინდექსში - 2018 წლის შედეგების მიმოხილვა

საქართველომ გაეროს 2018წლის ელექტრონული მმართველობის კვლევაში ელექტრონული მმართველობისა (ელ-მმართველობის) და ელექტრონული ჩართულობის (ელ-ჩართულობის) განვითარების კუთხით ქულები მცირედით გაიუმჯობესა. თუმცა, ქვეყნის პოზიცია ელ-მმართველობის ინდექსში მხოლოდ ერთი პოზიციით გაუმჯობესდა, ელ-ჩართულობის მხრივ კი პირიქით, თერთმეტი ადგილით დაქვეითდა.