ანალიზი

11 მაისი 2020 image

საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხი 2020 წლის BTI-ის მიხედვით

ბერთელსმანის ტრანსფორმაციის ინდექსი (BTI) განვითარებადი ქვეყნების დემოკრატიულობის ხარისხის გასაზომად შეიქმნა. ამ პროექტის ავტორი გერმანიაში დაფუძნებული მსხვილი, არაკომერციული ორგანიზაცია ბერთელსმანის ფონდია, რომელიც 1977 წელს შეიქმნა საზოგადოების პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვის გასაძლიერებლად. ფონდი სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს მსოფლიოში მოქალაქეების ჩართულობის, მდგრადი განვითარების, კარგი მმართველობისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად. 

11 მაისი 2020 image

Covid-19-ის წინააღმდეგ მიღებული ზომები - საერთაშორისო პრაქტიკა

ახალი კორონავირუსის გავრცელების საპასუხოდ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები ფართო სპექტრის ზომებს მიმართავენ. ოქსფორდის უნივერსიტეტის ბლავატნიკის მართვის სკოლის კვლევითმა ჯგუფმა მიღებული ზომების შეფასების სპეციალური მექანიზმი The Oxford COVID-19 Government Response Tracker (OxCGRT) შექმნა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მიერ კორონავირუსის შესაჩერებლად მიღებული ზომების შეფასებას და შედარებას ახდენს, საბოლოოდ კი სიმკაცრის ინდექსი გამოჰყავს. 

7 მაისი 2020 image

კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები COVID-19 კრიზისის დროს

არსებითად მნიშვნელოვანია საგანგებო მდგომარეობის დროს შენარჩუნებული იყოს ფუნდამენტური უფლებები და უზრუნველყოფილი იყოს ხელისუფლების ანგარიშვალდებულება, რადგან კრიზისის დროს აღმასრულებელი შტოსთვის გადაჭარბებული უფლებამოსილებების მინიჭებას შესაძლოა ხანგრძლივი არაპროპორციული გავლენა ჰქონდეს ადამიანების ცხოვრებასა და თავისუფლებაზე.

 

4 მაისი 2020 image

COVID-19-ის კონტროლი და პრევენცია საქართველოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს რეკომენდაციით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების პოპულაციის შემცირება COVID-19-ის გავრცელების პრევენციის გზაზე ერთ-ერთი აუცილებელი და უფრო მეტიც, გარდაუვალი ნაბიჯია.

28 აპრილი 2020 image

პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური დახმარების სტატისტიკა

2020 წლის 24 აპრილს, IDFI-მ გამოაქვეყნა სტატია - „პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სამართლებრივი რეაბილიტაციის მექანიზმები საქართველოში და მათი შეფასება“. სტატიაში ხაზგასმულია, რომ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათ მემკვიდრეთა სოციალური დაცვისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობები არ არის საკმარისი მინიმალური ყოველდღიური ფინანსური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

27 აპრილი 2020 image

ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების საერთაშორისო პრაქტიკა

IDFI წლებია სწავლობს ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების საერთაშორისო პრაქტიკას და ამის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებას  სთავაზობს რეკომენდაციებს. მაგალითად, 2014 წელს, IDFI-მ შეისწავლა  სამი  ქვეყნის (კანადის, ავსტრალიის და იტალიის) საჯარო დაწესებულებების ვებგვერდებზე  ინფორმაციის გამოქვეყნების პრაქტიკა.

24 აპრილი 2020 image

Covid 19-თან დაკავშირებული გამარტივებული შესყიდვები

2020 წლის 26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მას შემდეგ თითქმის 2 თვე გავიდა, 21 მარტიდან მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, დაწესდა რიგი შეზღუდვები საქალაქთაშორისო და ქალაქში გადაადგილებაზე.

24 აპრილი 2020 image

პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სამართლებრივი რეაბილიტაციის მექანიზმები საქართველოში და მათი შეფასება

თანამედროვე საზოგადოება სრულად აღიარებს ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების პრაქტიკის არსებობას ყოფილ საბჭოთა კავშირში. სსრკ-ს დაშლის შემედგ, სახელმწიფოებმა საკუთარ თავზე აიღეს მოქალაქეთა დარღვეული უფლებების აღდგენისა და მათი სამართლებრივი რეაბილიტაციის ვალდებულება. აღნიშნულ ქვეყნებს შორის არის საქართველოც.

22 აპრილი 2020 image

კოვიდ-19 კრიზისის დროს საჯარო დაწესებულებების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა

კორონავირუსის პანდემის გავრცელების პრევენციისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობის ინფორმირებას ხელისუფლების საქმიანობის, გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების, მათი ხარჯების, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და კანონების, ასევე, იმ სოციალური და სხვა ტიპის სერვისების შესახებ, რომლებსაც საჯარო დაწესებულებები სთავაზობენ ცალკეულ მოწყვლად ჯგუფებს. ამგვარი მონაცემების დროული გამოქვეყნებით იზრდება ნდობა ხელისუფლების და მის მიერ გატარებული ქმედებების მიმართ, რაც ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი ქვაკუთხედია.

 

8 აპრილი 2020 image

ღია მონაცემების მნიშვნელობა პანდემიასთან ბრძოლაში: საერთაშორისო მაგალითები და საქართველო

ვირუსი, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო COVID-19-ის სახელით იცნობს ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში აღმოცენდა, და სწრაფად მოედო აზიას, ევროპას და ჩრდილოეთ ამერიკას. დღეის მდგომარეობით 1 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული და ეს ციფრი ზრდას განაგრძობს, თუმცა ზრდის ტემპი ქვეყნების მიხედვით ვარირებს საგანგებო სიტუაციისადმი არსებული განსხვავებული მიდგომების და  სხვა ზოგადი გარემოებების მიხედვით.