საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხი 2020 წლის BTI-ის მიხედვით

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | აქტუალური თემები | ანალიზი 11 მაისი 2020

ბერთელსმანის ტრანსფორმაციის ინდექსი (BTI) განვითარებადი ქვეყნების დემოკრატიულობის ხარისხის გასაზომად შეიქმნა. ამ პროექტის ავტორი გერმანიაში დაფუძნებული მსხვილი, არაკომერციული ორგანიზაცია ბერთელსმანის ფონდია, რომელიც 1977 წელს შეიქმნა საზოგადოების პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვის გასაძლიერებლად. ფონდი სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს მსოფლიოში მოქალაქეების ჩართულობის, მდგრადი განვითარების, კარგი მმართველობისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად. 

 

ტრანსფორმაციის ინდექსით ქვეყნები 2004 წლიდან რეგულარულად ფასდება. ინდექსი დემოკრატიულობისა და საბაზრო ეკონომიკის საერთაშორისო შედარების გზით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკური ტრანსფორმირების, ეკონომიკური ტრანსფორმირებისა და მმართველობის ხარისხს აანალიზებს. BTI წარმოადგენს ერთადერთ შედარებით-საერთაშორისო ინდექსს, რომელიც ზომავს მმართველობის ხარისხს და გვთავაზობს ტრანსფორმაციის პერიოდში მყოფ ქვეყნებში არსებული პოლიტიკური მმართველობის ანალიზს. 2020 წელს ამ ინდექსით 137 ქვეყანა შეფასდა.


შეფასებულ ქვეყნებს შორის იყო საქართველოც, რამდენადაც ის განვითარებადი ქვეყნების კატეგორიას მიეკუთვნება. ამდენად, საინტერესოა, 2020 წლის ინდექსით როგორ მიმდინარეობს ტრანსფორმაციის პროცესი ქვეყანაში. ანგარიშში საქართველო სამივე მიმართულებით შეფასდა, თუმცა ამ ნაშრომის მიზანი მხოლოდ დემოკრატიულობის ხარისხის გაანალიზებაა.

 

ძირითადი მიგნებები


-  საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხის მაჩვენებელი 2020 წელს 2018 წელთან შედარებით 0.2 ქულით გაუარესდა.


-  2020 წელს საქართველომ ყველაზე დაბალი ქულა პოლიტიკური და სოციალური ინტეგრაციის კომპონენტში მიიღო (5 ქულა), ხოლო ყველაზე მაღალი - პოლიტიკური ჩართულობის კომპონენტში (8.3 ქულა).


- დემოკრატიულობის ხარისხის 5 კომპონენტიდან 3-ში 2018 წელთან შედარებით მდგომარეობა გაუარესებულია, ხოლო 2 მათგანში შეფასება არ შეცვლილა.


- სახელმწიფოებრიობის კომპონენტის შეფასება 2020 წელს 2018 წელთან შედარებით არ შეცვლილა.


- პოლიტიკური ჩართულობის კომპონენტის შეფასება 2020 წელს 2018 წელთან შედარებით 0.2 ქულით გაუარესდა.


- კანონის უზენაესობის კომპონენტის შეფასება 2020 წელს 2018 წელთან შედარებით 0.2 ქულით გაუარესდა.


- დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობის კომპონენტის შეფასება 2020 წელს 2018 წელთან შედარებით 0.5 ქულით გაუარესდა.


- პოლიტიკური და სოციალური ინტეგრაციის კომპონენტის შეფასება 2020 წელს 2018 წელთან შედარებით არ შეცვლილა.


დემოკრატიულობის ხარისხი იზომება ხუთი ინდიკატორის საშუალებით: სახელმწიფოებრიობის დონე, პოლიტიკური ჩართულობა, კანონის უზენაესობა, სოციალური და პოლიტიკური ინტეგრაცია და დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობა. დემოკრატიულობის ხარისხის ინდიკატორების 2020 წლის შეფასებისა და მისი წინა წლებთან შედარების საფუძველზე, შევეცდებით, ვაჩვენოთ რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობდა საქართველოში დემოკრატიულობისკენ ტრანსფორმაცია.

 

მეთოდოლოგია


ბერთელსმანის ტრანსფორმაციის ინდექსი აფასებს და აანალიზებს განვითარებადმა ქვეყნებმა თუ მოახერხეს ან/და როგორ მოახერხეს სოციალური ცვლილებებისა და საბაზრო ეკონომიკის დემოკრატიულობისკენ წარმართვა. თითოეულ ქვეყანაში ექსპერტები ქულებით აფასებენ რამდენად აკმაყოფილებს ქვეყანა BTI-ის მიერ შემუშავებულ 17 კრიტერიუმს. შემდგომ ხდება მიღებული ქულების გაანალიზება და მათი დაჯგუფება, რის საფუძველზეც დგება ორი ინდექსი: სტატუსისა და მმართველობის ინდექსები. სტატუსის ინდექსი აფასებს დემოკრატიულობისა და ეკონომიკური ტრანსფორმირების პროცესს, ხოლო მმართველობის ინდექსი - პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხარისხს. BTI ქვეყნდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. საქართველოს შესახებ 2020 წლის ანგარიში მიმოიხილავს 2017 წლის 1 თებერვლიდან 2019 წლის 31 იანვრამდე არსებულ მდგომარეობას.


როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ნაშრომი აფასებს მხოლოდ პოლიტიკური ტრანსფორმირების პროცესს, რომელიც 5 მიმართულებას მოიცავს. მათთვის ქულების მინიჭება ხდება 18 ინდიკატორის საფუძველზე. თითოეული მიმართულება და ინდიკატორი 0-დან 10 ქულამდე ფასდება. სახელმწიფოებრიობის ხარისხი დგინდება იმის შეფასებით, თუ რამდენად მონოპოლიურია სახელმწიფო ძალის გამოყენებასა და ძირითად ადმინისტრაციულ სტრუქტურებში. ინდექსი ადგენს კანონის უზენაესობის დონეს, რაც მოიცავს ხელისუფლების დანაწილებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის სასამართლო საქმის აღძვრის შეფასებას. ინდექსით ფასდება პოლიტიკური წარმომადგენლობის ხარისხი, ასევე დემოკრატიული ნორმებისა და პროცედურების გამოყენება.

 

საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხი 2020 წლის BTI-ის მიხედვით


საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხის მაჩვენებელი 2020 წელს 2018 წელთან შედარებით 0.2 ქულით გაუარესდა. ტრანსფორმაციის ინდექსის მიხედვით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ამ კუთხით საქართველოს 2012 წელს ჰქონდა.

 

 

2020 წელს საქართველომ ყველაზე დაბალი ქულა პოლიტიკური და სოციალური ინტეგრაციის კომპონენტში მიიღო (5 ქულა), ხოლო ყველაზე მაღალი - პოლიტიკური ჩართულობის კომპონენტში (8.3 ქულა).

 

 

სახელმწიფოებრიობის კომპონენტის შეფასება 2020 წელს 2018 წელთან შედარებით არ შეცვლილა (6.5 ქულა). ყველაზე მაღალი ქულა ამ კუთხით საქართველომ 2016 წელს მიიღო (6.7 ქულა).

 

 

პოლიტიკური ჩართულობის კომპონენტის შეფასება 2020 წელს 2018 წელთან შედარებით 0.2 ქულით გაუარესებულია (8.3 ქულა). ამ კუთხით ყველაზე მაღალი შეფასება საქართველოს 2016 და 2018 წლებში ჰქონდა (8.5 ქულა).

 

პოლიტიკური ჩართულობის მიმართულებით ანგარიში ყურადღებას ამახვილებს 2017-2018 წლებში გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საპრეზიდენტო არჩევნებზე. ანგარიშის თანახმად, მმართველმა პარტიამ არ მიიღო სერიოზული ზომები უფრო პლურალისტული პოლიტიკური გარემოს მისაღწევად. ამ ნაწილში ასევე ყურადღება გამახვილებულია მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობის მიღწევის აუცილებლობაზე.

 

 

კანონის უზენაესობის კომპონენტის შეფასება 2020 წელს 2018 წელთან შედარებით 0.2 ქულით გაუარესდა (6.3 ქულა). ამ კუთხით ყველაზე მაღალი შეფასება საქართველოს 2016 და 2018 წლებში ჰქონდა (6.5 ქულა).

 

კანონის უზენაესობის მიმართულებით ანგარიში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ სერიოზულ გამოწვევებზე, მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, პროკურატურის დეპოლიტიზირების აუცილებლობაზე.

 

 

 

დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობის კომპონენტის შეფასება 2020 წელს 2018 წელთან შედარებით 0.5 ქულით გაუარესებულია (7 ქულა). ამ კუთხით ყველაზე მაღალი შეფასება საქართველოს 2018 წელს ჰქონდა (7.5).

 

ამ მიმართულებით ანგარიში სხვა საკითხებთან ერთად ყურადღებას ამახვილებს „არაფორმალურ მმართველობასთან“ დაკავშირებულ პრობლემებზე.

 

 

პოლიტიკური და სოციალური ინტეგრაციის კომპონენტის შეფასება 2020 წელს 2018 წელთან შედარებით არ შეცვლილა (5 ქულა). ამ კუთხით ყველაზე მაღალი შეფასება საქართველოს 2016 წელს ჰქონდა (5.3 ქულა).

 

ამ მიმართულებით ანგარიში ყურადღებას ამახვილებს პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოზე, რასაც დემოკრატიულ პროცესებზე უარყოფითი გავლენა აქვს. ასევე საუბარია სათანადო პოლიტიკური კულტურის ნაკლებობის გამო დემოკრატიული ტრადიციების სისუსტეზე.

 

 

 

დასკვნა

 

სამწუხაროდ, ბერთელსმანის ტრანსფორმაციისინდექსის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით 2020 წელს საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხი რამდენიმე მიმართულებით გაუარესდა.

 

კანონის უზენაესობის მიმართულებით ანგარიში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ სერიოზულ გამოწვევებზე, მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, პროკურატურის დეპოლიტიზირების აუცილებლობაზე.ანგარიშში ასევე საუბარია პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოზე, ასევე სათანადო პოლიტიკური კულტურის ნაკლებობის გამო დემოკრატიული ტრადიციების სისუსტეზე.

 

ვიმედოვნებთ, რომ არსებული უკუსვლა შეჩერდება და საქართველო დაიწყებს იდენტიფიცირებული გამოწვევების აღმოფხვრაზე მუშაობას, რის შედეგადაც ქვეყანაში დემოკრატიულობის ხარისხი გაუმჯობესდება.

 

___

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში საინფორმაციო ბანერი განთავსდა

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024