რეკომენდაციები ახალ ანტიკორუფციულ სტრატეგიასთან და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 9 თებერვალი 2021

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნომ ანტიკორუფციული სტრატეგიის განახლებასა და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე მუშაობა დაიწყო. IDFI იმედს გამოთქვამს, რომ ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიაზე მუშაობა პროდუქტიულად წარიმართება, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული რეალური პროგრესისთვის საჭირო ამბიციური ვალდებულებები და სტრატეგიული დოკუმენტები დროულად დამტკიცდება.


IDFI მოუწოდებს ანტიკორუფციული სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში ჩართულ უწყებებს, რომ სრულად გაითვალისწინონ რეკომენდაციები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში კორუფციის პრევენციისთვის. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ფონზე, რომ კორუფციის აღქმის ინდექსის საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს პოზიცია კვლავ გაუარესდა. ინდექსის შედეგები საერთაშორისო გამჭვირვალობამ 28 იანვარს გამოაქვეყნა. ორგანიზაციის შეფასების მიხედვით საქართველო 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილზეა 56 ქულით, რაც გაუარესებული მაჩვენებელია წინა წლებთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ლიდერობას ინარჩუნებს, საერთაშორისო რეიტინგში მან ბოლო სამი წლის განმავლობაში ოთხი საფეხურით უკან გადაინაცვლა. 2019 წელს საქართველო 180 ქვეყანას შორის 56 ქულით 44-ე ადგილს, 2018 წელს კი - 58 ქულით 41-ე ადგილს იკავებდა.


კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, რომელსაც მიეკუთვნება საქართველოც, COVID-19-ის პანდემიის პირობებში გამომჟღავნდა მმართველობითი და სტრუქტურული პრობლემები, კორუფციადა მწვავე სოციალური უკმაყოფილება. რიგ შემთხვევებში პოლიტიკურმა ლიდერებმა კრიზისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე შეზღუდვების გავრცელებისთვის, სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობის უგულებელყოფისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების უარყოფისთვის გამოიყენეს. საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიშში ნათქვამია, რომ COVID-19-ის პანდემიამ კორუმპირებულ ლიდერებს მისცა სახელმწიფო ხარჯების განკარგვაზე ზედამხედველობის შემცირებისა და სამოქალაქო თავისუფლებათა შეზღუდვის საბაბი, რაც, საბოლოოდ, უარყოფითად აისახება დემოკრატიის ხარისხზე.


IDFI კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი უწყებების დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს და, შესაბამისად, მაღალ საზოგადოებრივ ნდობას. ამის ფონზე შეშფოთებას იწვევს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიზანშეუწონლად მიჩნევა, რადგან საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ კორუფციასთან მებრძოლ უწყებებში სწორედ მათი დამოუკიდებლობის საკითხია ყველაზე პრობლემური. IDFI აუცილებლად მიიჩნევს ისეთი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას, რომელსაც ექნება საზოგადოების ნდობა, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და შესაბამისი კვალიფიკაცია იმისათვის, რომ გამოიძიოს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები და პასუხი გასცეს საზოგადოებაში დაგროვილ ლეგიტიმურ შეკითხვებს.

 

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024