საქართველოს შედეგები ღია მონაცემების მზაობის კვლევაში

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 5 მარტი 2021

ღია მონაცემების მზაობის (Open Data Maturity) შეფასება წარმოადგენს ევროპული მონაცემთა პორტალების ყოველწლიურ კვლევას. ბოლო, 2020 წელს გამოქვეყნებული ანგარიში მეექვსეა სერიიდან, რომელიც დაიწყო 2015 წელს და აფასებს ღია მონაცემების მზაობის დონეს ევროკავშირის წევრ (EU27) და ევროპის თავისუფალი სავაჭრო ასოციაციის (EFTA) ქვეყნებში. 2020 წელს, ამ შეფასებაში პირველად მოხვდა აღმოსავლეთი პარტნიორობის რეგიონის რამდენიმე ქვეყანა (აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა და საქართველო). შეფასება ღია მონაცემების მზაობას ზომავს ოთხი მიმართულებით: პოლიტიკა, გავლენები, პორტალი და ხარისხი.

 

კვლევის ფარგლებში საუკეთესო შედეგები დანიამ აჩვენა, რომელიც ოთხივე მიმართულებაში მაღალი შეფასებით გამოირჩევა. ევროპის მოწინავე ქვეყნებში ასევე გვხვდება ესპანეთი, საფრანგეთი, ირლანდია, ესტონეთი პოლონეთი და ავსტრია.

 

 

ძირითადი მიგნებები

 

- ღია მონაცემების მზაობის კვლევის მიერ შეფასებული 35 ქვეყნიდან, საქართველო ბოლოს წინა ადგილს იკავებს.

 

- კვლევის ფარგლებში შეფასებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან საუკეთესო შედეგები უკრაინაში დაფიქსირდა და ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე მაღალი ქულებით შეფასდა.

 

- კვლევის 4 კომპონენტიდან, საქართველოს მაჩვენებლები 3 კომპონენტში ჩამოუვარდება აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ქვეყნებს. გამონაკლისია მხოლოდ პორტალის კომპონენტი, რომლის შეფასებაც მხოლოდ აზერბაიჯანისას აღემატება.

 

- ღია მონაცემების გავლენის კომპონენტში, საქართველომ მინიმალური მაჩვენებელი დააფიქსირა, ვინაიდან ქვეყანაში არ იზომება ღია მონაცემების შედეგები არც ერთ შესწავლილ სექტორში (სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, გარემოსდაცვითი).

 

- სხვა კომპონენტებთან შედარებით, საქართველო დადებითად შეფასდა ღია მონაცემების პორტალის მიმართულებით. მიუხედავად ამისა, აღნიშნული მაჩვენებელი მაინც ბოლოდან მესამე ადგილზეა და კვლევის ფარგლებში შესწავლილი ქვეყნებიდან მხოლოდ აზერბაიჯანისა და ლიხტენშტეინის შედეგებს აღემატება.

 

საქართველოს ძირითადი გამოწვევები და რეკომენდაციები

 

- საქართველოს ამ ეტაპზე შემუშავებული არ აქვს ღია მონაცემების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო და ეროვნული სტრატეგია, რის გამოც ქვეყანამ დაბალი შედეგები მიიღო ღია მონაცემების პოლიტიკის ინდიკატორებში. სასურველია ამ დოკუმენტებზე მუშაობის დროულად დაწყება, ან ღია მონაცემების კომპონენტის დამატება ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განახლებულ ვერსიაში (როგორც ეს მოლდოვაში გვხვდება), რათა მკაფიოდ განისაზღვროს ღია მონაცემების მნიშვნელობა ეროვნულ დონეზე.

 

- მნიშვნელოვანია, საჯარო მოხელეებისთვის ერთიანი სახელმძღვანელოს შემუშავება, რომელიც მათ დაეხმარება ღია მონაცემების დამუშავება/გამოქვეყნებაში. ანალოგიური სახელმძღვანელო უკვე დანერგილია აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა განხილულ ქვეყნებში.

 

- კვლევის ფარგლებში შესწავლილ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მწირია ღია მონაცემების გავლენებისა და შედეგების გაზომვისკენ მიმართული ძალისხმევა, რამაც აღნიშნულ კატეგორიაში ყველაზე დაბალი შედეგები განაპირობა. ევროკავშირის ქვეყნებში მიმდინარე ტენდენციები გვიჩვენებს, რომ უფრო და უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ღია მონაცემების სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებზე დაკვირვებას და მათ გაზომვას. საქართველოში აღნიშნული პრაქტიკის დანერგვა ხელს შეუწყობს როგორც ღია მონაცემების კომერციული გამოყენების, ასევე სამოქალაქო ინიციატივების წახალისებას.

 

- მნიშვნელოვანია, საქართველოს ღია მონაცემების პორტალის განახლება, რა დროსაც გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო კარგი პრაქტიკები, რის მეშვეობითაც პორტალზე დაინერგება ყველა მნიშვენლოვანი გლობალური ტენდენცია: კიდევ უფრო მეტი მონაცემის სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის API-ის სახით, გამოქვეყნება, გამოქვეყნებული მონაცემების გამრავალფეროვნება საჯარო დაწესებულებების მიერ ბაზების გამოქვეყნების გააქტიურებით, გამოქვეყნებული მონაცემთა ბაზების გამოყენებისა და ახალი სერვისების/აპლიკაციების შექმნის წახალისება, რომლებიც ხელმისაწვდომი გახდება ვებგვერდის შესაბამის სექციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება პორტალის ეფექტური ფუნქციონირება. ასევე, მნივშენლოვანია პორტალის უნიკალური ვიზიტორებისა და აქტიური მომხმარებლების საერთო რაოდენობის სისტემური მონიტორინგი და აღნიშნული ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობა.

 

- კვლევის ფარგლებში გამოკვეთილი ერთ-ერთი ტენდენცია უკავშირდება პანდემიის პერიოდში საჯარო მონაცემების და ინფორმაციის გაზრდილ მნიშვნელობას. საპასუხოდ ევროკავშირის მრავალ ქვეყანაში გვხვდება ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით დანერგილი სხვადასხვა აქტივობები (ცნობიერების ამაღლების კამპანიები, მონაცემების გამოყენების წახალისება, მონაცემებზე დაფუძნებული პლატფორმების განვითარება და ა.შ.). საქართველოში ამ თვალსაზრისით აქტიურობა საკმაოდ დაბალია და ჩამორჩება აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს.  ამ კუთხით, პირველ რიგში, აუცილებელია Covid-19 პანდემიასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის მონაცემების ღია ფორმატში ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024