ანალიზი

27 მარტი 2015 image

ნეპოტიზმის ნიშნები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ვაკანტურ ადგილებზე კონკურსს არ აცხადებს და კადრები ძირითადად როგორც არასაშტატო სპეციალისტები, ისე ინიშნებიან.

27 მარტი 2015 image

ღია მმართველობის ინდექსი 2015 - საქართველოს მიღწევები და გამოწვევები

26 მარტს გამოქვეყნდა „მსოფლიო სამართლის პროექტის“ (World Justice Project) 2015 წლის ღია მმართველობის საერთაშორისო (Open Government Index) ინდექსი, რომლის მიხედვითაც საქართველომ 0.61-იანი შეფასება მიიღო (უმაღლესი 1 ქულიდან).

3 მარტი 2015 image

ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაცია ოჯახური დანაშაულის (კერძოდ მკვლელობების) შესახებ საქართველოში

იხილეთ შსს–ს მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაცია, საქართველოში ოჯახში ძალადობის შედეგად ჩადენილი მკვლელობების შემთხვევების შესახებ.

20 თებერვალი 2015 image

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში, ანგარიში № 6 – მოკლე შეჯამება

იხილეთ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ ჩვენი № 6 ანგარიშის მოკლე შეჯამება.

9 თებერვალი 2015 image

ციფრულ საეთერო მულტიპექს პლატფორმასთან სამაუწყებლო პროგრამების განთავსების პროცედურები- რეკომენდაციები სახელმწიფო რეგულირებისთვის

ციფრულ საეთერო სამაუწყებლო ქსელთან დაშვებისა და სამაუწყებლო კონტენტის ტრანსლირების საკითხები რამდენიმე ნაწილად უნდა გაიყოს, რადგან არსებული და მოქმედი სამაუწყებლო ლიცენზიანტების ქსელში განთავსების საკითხები გათვალისწინებულია როგორც ე.წ. "საზოგადოებრივი" მაუწყებლის მულტიპლექს პლატფორმაში, ასევე კერძო საეთერო მაუწყებლობის მულტიპლექს პლატფორმებში.

29 იანვარი 2015 image

თბილისის მერიის 2013-2014 წლების ხარჯები

2014 წლის 5 ნოემბერს IDFI-იმ ქალაქ თბილისის მერიას მიმართა სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ თბილისის მერიას ინსტიტუტის არცერთი მოთხოვნა უპასუხოდ არ დაუტოვებია.

29 დეკემბერი 2014 image

ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების სტატისტიკა

2014 წლის 2 დეკემბერს IDFI-იმ საქართველოს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა 2006 – 2014 წლებში რეგისტრირებული და გახსნილი ოჯახური დანაშაულის სტატისტიკის კერძოდ, ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრების მკვლელობების (მუხლი 111 108, 111 109) და მკვლელობის მცდელობების (მუხლი 19 111 108, 19 111 109) შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით.

22 დეკემბერი 2014 image

ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკა (2005-2014 წლები)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) აქტიურად ეხმარება მოქალაქეებს მათთვის საინტერესო საჯარო ინფორმაციის მიღებაში. პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“ ფარგლებში IDFI მოსახლეობისგან ითხოვს საკუთარი მოსაზრებების გაზიარებას იმ თემებისა და საკითხების შესახებ, რომელთა საჯარო დაწესებულებებიდან დამატებით გამოთხოვაც საინტერესო იქნება.

8 დეკემბერი 2014 image

ინტერნეტი, როგორც ადამიანის უფლება

შაბათს, 6 დეკემბერს, განათლების მულტიმედია ცენტრში გაიმართა დისკუსია სახელწოდებით „ინტერნეტი, როგორც ადამიანის უფლება“. ღონისძიება საქართველოში ნიდერლანდების საელჩოსა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ იყო ორგანიზებული და უკავშირდებოდა World Wide Web-ის (www) 25 წლისთავს და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, რომელიც ყოველ 10 დეკემბერს აღინიშნება.

5 დეკემბერი 2014 image

Freedom House: საქართველო ინტერნეტის თავისუფლების კუთხით

4 დეკემბერს Freedom House-მა გამოაქვეყნა ინტერნეტ თავისუფლების ანგარიში, სადაც შეფასებულია ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, ცენზურა და ინტერნეტ მომხმარებელთა უფლებები მსოფლიოს 65 ქვეყანაში. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველომ 100 შესაძლო ქულიდან 26 ქულა მოაგროვა და ინტერნეტ თავისუფლების კუთხით შეფასდა, როგორც „თავისუფალი“ ქვეყანა.