„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სამართლებრივი ანალიზი

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 25 ივნისი 2015

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მიესალმება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიხედვით განსაზღვრულ ცვლილებებს, რომლებიც უმეტესწილად, აუმჯობესებს საჯარო სამსახურის არსებულ რეგულირებას და სისტემას საქართველოში.

 

აღსანიშნავია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის იმპლემენტაციის პროცესისთვის.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიერ საჯარო სამსახურის ცნების ქვეშ მმართველობითი ფუნქციის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოქცევა; პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტის დანერგვა; საჯარო სამსახურის ხელმისაწვდომობის ერთიანი სისტემის შექმნა სერთიფიცირების გავლის გზით; საჯარო მოსამსახურის საქმიანობის ერთიანი შეფასების სისტემის შემუშავება და საჯარო მოხელის სამართლებრივი დაცვის გარანტიების დეტალური მოწესრიგება დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს კარიერაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის სისტემის ჩამოყალიბებასა და ერთიანი საჯარო სამსახურის სისტემის შექმნას.

 


„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, მთელი რიგი საკითხები, როგორიცაა: საჯარო მოხელის თანამდებობრივი რანგისა და კლასის განსაზღვრა, საჯარო მოხელის სამუშაოს შეფასების წესი და პირობები, საჯარო მოხელის ანაზღაურების საკითხები, საჯარო მოხელის მობილობის განსაზღვრის წესი განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით. მიზანშეწონილია, რომ აღნიშნული საკითხები მოწესრიგდეს არა მთავრობის კანონქვემდებარე აქტით, არამედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით შემდეგი მიზეზების გამო: (ა) მთავრობის დადგენილება გავრცელდება ხელისუფლების სამივე შტოს სისტემაში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე. შესაბამისად, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე და ასევე საჯარო სამსახურის ერთიანი სისტემის შექმნის უზრუნველსაყოფად, აღნიშნული საკითხები უნდა მოწესრიგდეს არა აღმასრულებელი შტოს კანონქვემდებარე აქტით, არამედ საქართველოს კანონით. (ბ) მთავრობის დადგენილებამ შესაძლოა ვერ უზრუნველყოს საჯარო სამსახურის ერთიანი სისტემის სტაბილურობა, რადგან მთავრობას შეუძლია ერთპიროვნულად და მარტივი პროცედურით შეიტანოს ცვლილებები.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემდგომი სრულყოფისა და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან მეტად დაახლოების მიზნით მიგვაჩნია, რომ აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი რეკომენდაციები:


1.საჯარო მოხელის თანამდებობრივი რანგისა და კლასის განსაზღვრა, საჯარო მოსამსახურის სამუშაოს შეფასების წესი და პირობები, საჯარო მოსამსახურეთა მობილობის განსაზღვრის წესი განისაზღვროს საჯარო სამსახურის შესახებ კანონით.

 

2. საჯარო მოხელის ანაზღაურების საკითხები, მათ შორის სახელფასო დანამატის საერთო ოდენობა, საჯარო მოხელის წახალისების წესი და შესაბამისი სახის ოდენობა, ასევე სახელფასო დანამატისა და პრემიის მაქსიმალური პროცენტული ოდენობა საჯარო მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოსთან მიმართებით განისაზღვროს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით;

 

3. დეტალურად განისაზღვროს საჯარო სამსახურის საბჭოს კომპეტენცია, უფლებამოსილებები და გადაწყვეტილების მიღების წესი, ასევე მის მიერ საჯარო სამსახურის ბიუროზე ზედამხედველობის განხორციელების მექანიზმები.


4. საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის დანიშვნა და უფლებამოსილების შეწყვეტა განახორციელოს საჯარო სამსახურის საბჭომ აღნიშნულის თაობაზე ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების თავიდან აცილებასა და საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით;

 

5. საჯარო მოხელის გამოსაცდელ ვადად განისაზღვროს არაუმეტეს 6 თვიანი პერიოდი;

 

6. საჯარო მოხელის დანიშვნა ზემდგომ თანამდებობაზე განხორციელდეს მხოლოდ საჯარო სამსახურში დასაქმებული მოხელეებიდან და არა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისგან;

 

7. უნდა გამოირიცხებოდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელების კონკურსის ჩატარების გზის ავლით დანიშნვა. შესაბამისად სასურველია კანოპროექტში გაკეთდეს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული ხელშეკრულებით პირი მიიღება, როგორც წესი უკონკურსოდ გარდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელების. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებზე გავრცელდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით პროფესიულ საჯარო მოხელეზე გათვალისწინებული ყველა გარანტია;

 

8. დეტალურად განისაზღვროს მსუბუქი და მძიმე დისციპლინური გადაცდომის შემთხვევები საჯარო მოსამსახურის პროფესიული ვალდებულებებისა და ფუნქციების გათვალისწინებით;

 

9. საჯარო მოხელისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი არ შეიძლება გახდეს მისი ქცევა საჯარო სამსახურის გარეთ არასამსახურებივ საკითხებთან მიმართებით;

 

10. მოქალაქეს მიენიჭოს უფლება წარადგინოს საჩივარი საჯარო მოსამსახურის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების მოთხოვნით; საჯარო მოსამსახურე ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ინფორმირებული მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე;

 

11. დისციპლინური წარმოების ვადები განისაზღვროს საჯარო მოსამსახურისათვის მაქსიმალური ვადების დადგენის გზით;

 

12. დეტალურად განსაზღვროს თუ რა სიმძიმის დისციპლინურ გადაცდომაზე რა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა შეიძლება იქნას გამოყენებული.

 

გთხოვთ იხილოთ სამართლებრივი ანალიზის სრული ტექსტი.

 /public/upload/courts/DraftLawOnCivilServiceLegalAnalysis.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024