ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულებული და შეუსრულებელი ვალდებულებები

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 27 აპრილი 2016

საქართველო ღია მმართველობის მესამე სამოქმედო გეგმაზე მუშაობს მაშინ, როდესაც მეორე გეგმის ძირითადი ვალდებულებები შეუსრულებელი რჩება. კვლევაში წარმოგიდგენთ ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგებს, მიზეზებსა და მომავალში გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს.


ღია მმართველობის პარტნიორობა (Open Government Partnership - OGP) 2011 წელს შექმნილი საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც ამჟამად 69 სახელმწიფოს აერთიანებს. პარტნიორობის წევრი ქვეყნები ნებაყოფლობით ადგენენ სამოქმედო გეგმებს, რითიც იღებენ ვალდებულებას უზრუნველყონ მმართველობის ღიაობა, ანგარიშვალდებულება, სამოქალაქო ჩართულობა და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული განვითარება. საქართველო OGP-ის წევრი 2011 წელს გახდა. საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესის კოორდინაციას ახდენს ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი, რომელიც სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგება.


კვლევის მიზანი არ არის ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის ალტერნატიული შეფასება. კვლევის მიზანია ვალდებულებების შეუსრულებლობის სავარაუდო მიზეზების განხილვა და ეფექტიანი რეკომენდაციების შემუშავება, რაც შესაძლოა მომავალში ღია მმართველობა საქართველოს ფორუმისთვის გამოსადეგი და მნიშვნელოვანი იყოს. მაგრამ იმისათვის, რომ მკითხველი უფრო გასაგებად და მარტივად მიხვდეს სამოქმედო გეგმაში გაწერილი ვალდებულებების საბოლოო შესრულების თუ შეუსრულებლობის საკითხს, IDFI-იმ, კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, ვალდებულებების იმპლემენტაციის მაჩვენებელი შეადარა სამოქმედო გეგმით თითოეული ვალდებულების შესრულებისათვის გათვალისწინებულ ინდიკატორს. IDFI, როგორც ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის თანათავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაცია, ფორუმის სხვა წევრებთან ერთად იზიარებს ვალდებულებების შესრულებისა და შეუსრულებლობის პასუხისმგებლობას. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ღია მმართველობის ფორუმს უკეთ დაგეგმოს მომავალი სამოქმედო გეგმები.


ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა 29 ვალდებულებას მოიცავდა, რომელთა შესრულებაზე პასუხისმგებელი იყო 16 სახელმწიფო უწყება. სამოქმედო გეგის ვალდებულებები განისაზღვრა მთავრობის და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საჯარო კონსულტაციების საფუძველზე (15 ქალაქში 19 საჯარო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 700-მდე დაინტერესებულმა პირმა).


IDFI-ის შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ შევადარებთ სამოქმედო გეგმის ვალდებულებას ამ ვალდებულების შესრულების ინდიკატორს, მეორე სამოქმედო გეგმის 29 ვალდებულებიდან შესრულდა - 20, ხოლო არ შესრულდა 9 ვალდებულება. ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად გამოყენებულია სამოქმედო გეგმით გაწერილი ინდიკატორების შედარება საბოლოო შედეგთან.

 


შეუსრულებელი ვალდებულებები
(ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა)

#   ვალდებულება პასუხისმგებელი უწყება ინდიკატორები შედეგი

 

 

ელექტრონული პეტიციების პორტალის (ICHAGE.GE) შექმნა

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია         

 

I-Change პორტალზე ელექტრონული პეტიციები ამუშავებულია და ფუნქციონირებს

 

 

პორტალი არ ფუნქციონირებს

 

 

ინფორმაციის თავისუფლების აქტის შემუშავება

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

 

კანონპროექტი წარდგენილია საქართველოს პარლამენტისთვის

 

 

კანონპროექტის წარდგენა პარლამენტისთვის არ მომხდარა

 

ინტერაქტიული სტატისტიკა და დანაშაულის კრიმინოგენური რუკა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

დანაშაულის ინტერაქტიული სტატისტიკა და რუკა გაშვებულია სატესტო რეჟიმში

 

სატესტო რეჟიმი არ დაწყებულა

 

4

 

საჯარო მოხელეთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შექმნა

 

სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო

 

1. შესაბამისი წინადადებები წარდგენილია საქართველოს მთავრობისთვის;
2. მონიტორინგის მოდელზე შეთანხმება მიღწეულია;
3. სისტემა ფუნქციონირებს.

 

 

სისტემა არ ფუნქციონირებს

 

5

 

მოქალაქის პორტალის WWW.MY.GOV.GE-ის განვითარება

 

სსიპ იუსტიციის სახლი

 

1. 2015 წლის ბოლომდე, წინა წელთა შედარებით, მომხმარებელთა რაოდენობა 15%-ით გაიზრდება; 2. სერვისების რაოდენობა - 10%-ით

 

 

მომხმარებელთა რაოდენობა არ გაზრდილა

 

6

 

საბიუჯეტო პროცესის
შესახებ საზოგადოების ინფორმირების ეფექტური მექანიზმის ჩამოყალიბება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

არსებობს საბიუჯეტო პროცესის შესახებ საზოგადოების ინფორმირების კონკრეტული სქემა

 

 

„საზოგადოების ინფორმირების კონკრეტული სქემა“ გამოიხატა მხოლოდ ვებგვერდზე ინფორმაციის (რომელიც არ შეესაბამება ღია მონაცემების ფორმატს) განთავსებაში

 

 

7

 

 

ელექტრონული არქივის სისტემის შექმნა

 

 

სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

 

 

1. ელექტრონული არქივის ფუნქციონალი და ტექ-მოთხოვნები შექმნილია;
2. გამართულია ნორმატიული ბაზა

 

 

 

შეიქმნა სისტემის ზოგადი კონცეფციის პროექტი, თუმცა მისი განხორციელების მიზნით შემდგომი ნაბიჯები არ გადადგმულა

 

8

 

ელექტრონული მმართველობის შემოღება ადგილობრივ 
თვითმმართველობებში

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

 

1. ელექტრონული მმართველობა შემოღებულია 10 მუნიციპალიტეტში; 2. სერვისების გაცემის ვადები შემცირებულია; 3. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული მოსახლეობის მაჩვენებელი გაზრდილია

 

 

ელექტრონული მმართველობა დაინერგა მხოლოდ 6 მუნიციპალიტეტში

9 განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისების (სკოლის სერტიფიკატების და დიპლომების დამოწმება და გაცემა) ხელმისაწვდომობა იუსტიციის სახლში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მომსახურებით მოსარგებლე მოქალაქეთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით

ვალდებულებით გათვალისწინებული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისები არ დაინერგა

 

 

 

 


შესრულებული ვალდებულებები
(ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა)

# ვალდებულება

პასუხისმგებელი უწყება

 

ინდიკატორები
1

სამოგზაურო დაზღვევის პოლისების გაცემა იუსტიციის სახლებში

 

სსიპ იუსტიციის სახლი იუსტიციის სახლში სადაზღვევო კომპანიების სერვისი დანერგილია
2

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისების მიწოდება იუსტიციის სახლში

 

სსიპ იუსტიციის სახლი

იუსტიციის სახლში ხელმისაწვდომია სახელმწიფო ქონების იჯარით აღების, შეძენისა და რეგისტრაციის სერვისები

 

3

„მომხმარებლის ხმა“ პროექტის ამოქმედება

 

სსიპ იუსტიციის სახლი, იუსტიციის სამინისტრო

 

პროექტი „მომხმარებლის ხმა“ ამოქმედებულია
4

"JUSTDRIVE“ სერვისის ამოქმედება

 

სსიპ იუსტიციის სახლი

"JUSTdrive“ ამოქმედებულია

 

 

5

საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

საზოგადოებრივი ცენტრით მოსარგებლეთა რაოდენობა; ადგილობრივი მოსახლეობის კმაყოფილება მიღებული მომსახურებით (ხარისხობრივი კვლევის შედეგად); ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობა

 

6

რეგიონების განვითარება საჯარო ბიბლიოთეკების ტრანსფორმაციის გზით

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

ბიბლიოთეკებით მოსარგებლეთა რაოდენობა; მომხმარებელთა კმაყოფილება განახლებული ლიტერატურით, ინფრასტრუქტურითა და მიღებული მომსახურებით (გამოკითხვა); ბიბლიოთეკარებისთვის ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა

 

 

7

ციფრული ხელმოწერა და ონლაინ ავთენტიფიკაცია

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

იმ ორგანიზაციების რაოდენობა, რომლებშიც დაინერგა ციფრული ხელმოწერა და/ან შტამპი; სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიგნით იმ დოკუმენტაციის ტიპების რაოდენობა, რომელზეც გამოიყენება ციფრული ხელმოწერა და/ან შტამპი

 

8

ღია მონაცემების პორტალის შექმნა (DATA.GOV.GE)

 

სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტო

ღია მონაცემების პორტალი გაშვებულია და მასზე განთავსებულია ღია მონაცემები

 

9

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის ეფექტიანობის გაზრდა

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

შეხვედრები იმართება რეგულარულად, ოქმები ქვეყნდება ვებგვერდზე

 

 

10

საჯარო სამსახურში მიღების გამჭვირვალე და მიუკერძოებელი წესების შემოღება

 

სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო

საჯარო თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების წესი მიღებულია საქართველოს მთავრობის მიერ

 

 

11

პოლიტიკური პარტიების ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნება დამუშავებად ფორმატში

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პოლიტიკური პარტიების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარმოდგენილი ინფორმაცია გამოქვეყნებულია მის ვებგვერდზე დამუშავებად ფორმატში

 

12

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის შსს-ის ვებგვერდის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ის ოფიციალური ვებგვერდი ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის; ვებგვერდზე განთავსებულია ონლაინ კონსულტაციის აპლიკაცია და დანერგილია გამოკითხვის სისტემა

 

13

ფარული მიყურადების შესახებ სასამართლო სტატისტიკის პროაქტიული გამოქვეყნება

 

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო სტატისტიკა ქვეყნდება უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე
14 

საარჩევნო პროცესების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება

 

 

 

საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი

 

 

ინფორმირებული საზოგადოება; არჩევნებში საზოგადოების აქტიური ჩართულობა
15

სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის გაფართოება - „ყველა ყველაფერს ხედავს“

 

 

სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კონკურსი ტარდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში
16

საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის განვითარება

 

სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო

საჯარო დაწესებულებებში დანერგილია ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა

 

17

ეროვნული არქივის გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა

 

სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ნორმატიული ბაზა გადასინჯულია; საარქივო დოკუმენტაციის ელექტრონულ ვერსიებზე წვდომა უზრუნველყოფილია

 

18

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ელექტრონული კატალოგის შექმნა

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია                    

ყოფილი უშიშროების კომიტეტის არქივში დაცული დოკუმენტების ელექტრონული კატალოგი შექმნილი და გამოქვეყნებულია ეტაპობრივად

 

19

საჯარო ფინანსების მართვის სისტემის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გაზრდა

 

სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახური

eTreasury, eBudget, eDMS, eAuction სისტემების მომხმარებელთა რაოდენობა; სამსახურის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების რაოდენობა; ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა

 

20

"112"-თან დაკავშირების ალტერნატიულ არხების შექმნა

 

    სსიპ „112“ დანერგილია „112“-თან დაკავშირების ალტერნატიული არხები

 

 

 

ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზები


ამჟამად, საქართველო OGP-ის მესამე სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. აქტიურად მიმდინარეობს კონსულტაციები მასში შესატანი ვალდებულებების შესახებ. IDFI მიიჩნევს, რომ მესამე სამოქმედო გეგმის უკეთ განსახორციელებლად მნიშვნელოვანია გაანალიზდეს მეორე სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზები.

 

 

არასაკმარისი რესურსები

 

ზოგ შემთხვევაში, პასუხისმგებელმა უწყებებმა ვერ შეძლეს საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების სათანადოდ შეფასება და წინაწარ გათვლა.


საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს ვალდებულებად ჰქონდა აღებული საჯარო მოხელეთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შექმნა. ეს ვალდებულება საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების ამაღლების, გამჭვირვალობის და კორუფციის პრევენციის თვალსაზრისითაა გამორჩეული. პასუხისმგებელმა უწყებამ მოამზადა სამართლებრივი საფუძველი, თუმცა თავად სისტემა პრაქტიკაში ჯერაც არ ამოქმედებულა.


საჯარო სამსახურის ბიურომ ვალდებულება ტექნიკური მიზეზების გამო ვერ შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ სამოქმედო გეგმის შემუშავების დროს საკმარისი შესაძლებლობა ჰქონდა გაეთვალა ვალდებულების შესრულებისთვის საჭირო რესურსები და საშუალებები.


ვალდებულებების შესასრულებლად არსებული რესურსები და შესაძლებლობები ასევე არ აღმოჩნდა საკმარისი სსიპ საქართველოს ეროვნული არქივისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის. მათი ვალდებულება იყო ელექტრონული არქივის სისტემის შექმნა და ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში. 

 

 

მიზეზი უცნობია 

 

სამწუხაროდ, 9 შეუსრულებელ ვალდებულებას შორისაა მეორე სამოქმედო გეგმის 3 მთავარი ვალდებულება. ესენია: 1. ელექტრონული პეტიციების პორტალის (ICHANGE.GE) შექმნა; 2. ინტერაქტიული სტატისტიკის წარმოება და დანაშაულის კრიმინოგენური რუკის შექმნა (სამოქმედო გეგმაში ორივე ვალდებულება IDFI-ის რეკომენდაციით შევიდა); და 3. ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის რეფორმა. სამივე ვალდებულება რეფორმატორული შინაარსისაა და პირდაპირ კავშირშია OGP-ის დეკლარირებულ პრინციპებთან.


მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული პეტიციების პორტალის შექმნის და ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის რეფორმის გატარების ყველა ტექნიკური და პრაქტიკული საკითხი დასრულებული იყო, მათი განხორციელება გაურკვეველი მიზეზითა და დროით გადაიდო. მსგავსი სიტუაცია შეიქმნა შსს-ის მიერ ინტერაქტიული სტატისტიკის წარმოებასა და დანაშაულის კრიმინოგენური რუკის შექმნასთან დაკავშირებითაც. ღია მმართველობა საქართველოს ფორუმზე სამინისტროს მიერ წარმოდგენილი წინსვლის ანგარიშების მიხედვით, ვალდებულების შესრულებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობდა, გარკვეული პრაქტიკული ნაბიჯები უკვე გადადგმული იყო, თუმცა, საბოლოოდ, პროცესი გაურკვეველი მიზეზით შეჩერდა.

 

 

დასკვნა


საქართველო აღიარებულია, როგორც OGP-ის პარტნიორობის ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა. 2014 წლიდან საქართველო OGP-ის სამეთვალყურეო კომიტეტის წევრია, რის გამოც მის ქმედებებს დიდი ყურადღება ეთმობა საერთაშორისო დონეზე.


იმისათვის, რომ ქვეყანა დარჩეს რეფორმების წინა ხაზზე, შეინარჩუნოს გამორჩეული პოზიცია ამ საერთაშირისო ინიციატივაში და მეტიც, გახდეს OGP-ის თანა-თავმჯდომარე ან თავმჯდომარე ქვეყანა, მთავრობამ და კონკრეტულმა უწყებებმა უნდა გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა, საკუთარ თავზე აიღონ უფრო ამბიციური ვალდებულებები და, რაც მთავარია, შეასრულონ ისინი. მნიშვნელოვანი ვალდებულებების მხოლოდ აღება და შემდეგ არ ან ვერ შესრულება საქართველოს დაუკარგავს საერთაშორისო დონეზე მოპოვებულ პრესტიჟსა და რეპუტაციას.


მთავრობისგან OGP-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას საქართველოს მოქალაქეებიც მოელიან. OGP-ის ფარგლებში საქართველოში მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობა ასევე აღიარებულია საერთაშორისო დონეზე, როგორც საუკეთესო მოდელი. შესაბამისად, სამოქალაქო სექტორის ძირითადი რეკომენდაციების არ შესრულება უარყოფითად აისახება ამ თანამშრომლობაზე და სამოქალაქო სექტორს, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეებს გაუჩენს უნდობლობას და ნიჰილისტურ დამოკიდებულებას OGP-ის პროცესისადმი.

 

 

რეკომენდაციები

 

IDFI მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები მომავალი სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და შესრულების დროს:

 

1. ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) უნდა წარმოადგენდეს საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტს. სამოქმედო გეგმის შედგენისას უნდა არსებობდეს აღებული ვალდებულებების შესრულების არა ფორმალური, არამედ მკაფიო და გადაწყვეტილი პოლიტიკური ნება.

 

2. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა იყოს არა მხოლოდ რეალისტური, არამედ ამბიციურიც. მათი შედეგი უნდა იყოს მასშტაბური, ხელშესახები და ტრანსფორმაციული.

 

3. სამოქმედო გეგმის ის ვალდებულებები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება OGP-ის პრინციპებს, პირველ რიგში უნდა შესრულდეს. ამავე რეკომენდაციას იძლევა შეფასების დამოუკიდებელი მექანიზმი. 

 

4. როგორც ეს საჯარო კონსულტაციებმა აჩვენა, საჭიროა მეტი ისეთი ვალდებულების აღება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას. ამავე რეკომენდაციას იძლევა შეფასების დამოუკიდებელი მექანიზმი.

 

5. ინდიკატორები, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრება სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შესრულება, უნდა იყოს მკაფიო და რეალისტური.

 

6. საქართველომ მეტი ვალდებულება უნდა აიღოს ადგილობრივ თვითმმართველობებში OGP-ის პრინციპების დამკვირდების მიზნით. ამ მხრივ, ყველაზე ხშირად, OGP-ის წევრი ქვეყნები საკუთარ თავზე იღებენ ისეთ ვალდებულებებს, როგორიცაა ადგილობრივ დონეზე ელექტრონული პლატფორმების შექმნა, მონაწილეობითი ბიუჯეტირების დამკვიდრება და მონაცემების პროაქტიულად და ადვილად დამუშავებად ფორმატში გამოქვეყნება.

 

7. OGP-ის პრინციპების სრულფასოვნად დამკვიდრებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის წევრთა შემადგენლობის გაფართოება. პროცესში უნდა ჩაერთონ ისეთი სახელმწიფო უწყებები, რომლებსაც შეეძლებათ ეფექტიანი და ამბიციური ვალდებულებების აღება და განხორციელება.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024