2003-2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტების მიერ გაცემული სახელმწიფო ჯილდოები

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 10 მაისი 2016

საქართველოს კანონმდებლობით, სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა და მამაცობის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში განსაკუთრებული პირადი წვლილის აღსანიშნავად დაწესებულია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები – ორდენები და მედლები. დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. ჯილდოები და ორდენები გაიცემა საქართველოს მოქალაქეებზე, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ასევე შესაძლებელია დაჯილდოვდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.


საქართველოს კანონმდებლობით დაწესებულია შემდეგი სახელმწიფო ჯილდოები, რომლებთან ერთად ასევე გაიცემა გარკვეული ოდენობის ერთჯერადი ფულადი პრემია:

 

 

 

 

2016 წლის 21 იანვარს IDFI-მ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა 2003-2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტების მიერ გაცემული სახელმწიფო ჯილდოების (ორდენები და მედლები) შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნით. ადმინისტრაციიდან მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით, 2003-2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტების მიერ სულ გაცემულია 11 595 სახელმწიფო ჯილდო, საიდანაც ყველაზე მეტი - 5525 იყო ღირსების ორდენი, 2541 - ღირსების მედალი, ხოლო 1160 - მედალი მხედრული მამაცობისთვის.


აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფო ჯილდოების გაცემის სიუხვით განსაკუთრებით გამოირჩევა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის უკანასკნელი წლები. 2012 წელს გაიცა 2681 სახელმწიფო ჯილდო, 2013 წელს კი - 1926. 2013 წელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ უხვად გაიცა განსაკუთრებული მნიშვნელობის ისეთი ჯილდოები, რომლებიც წინა წლებში ან საერთოდ არ გაცემულა ან გაიცა მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში. მაგალითად, 2013 წელს გაიცა 11 ეროვნული გმირის ორდენი, 30 წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, 2 დავით აღმაშენებლის ორდენი, 39 თამარ მეფის ორდენი, 157 ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, 20 წმინდა ნიკოლოზის ორდენი და 56 ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი.

 

 

 

 

 

IDFI ასევე დაინტერესდა, თუ ვისზე გაიცა განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო ჯილდოები. ამის გასარკვევად, ორგანიზაციამ მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2003-2015 წლებში ზემოხსენებული ორდენებით დაჯილდოებულთა სახელობითი სიის მოთხოვნით. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეს მოთხოვნაც სრულყოფილად დააკმაყოფილა.

 

  • ეროვნული გმირის ორდენი


საქართველოს ეროვნული გმირის წოდება არის საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო წოდება, რომელიც ენიჭება პირს ქვეყნისთვის განსაკუთრებული, გამორჩეულად გმირული საქციელის ჩადენისთვის. ეროვნული გმირის წოდების მინიჭებასთან ერთად პირს გადაეცემა ეროვნული გმირის ორდენი. 2003-2015 წლებში ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდნენ:

 

2004 წელი - 2 პირი - ჟიული შარტავა და ზაზა დამენია
2010 წელი - 2 პირი - ჯონ მაკკეინი და ლეხ კაჩინსკი
2013 წელი -  11 პირი -  ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი, ზურაბ იარაჯული, გიორგი ანწუხელიძე, ამბროსი ხელაია, ექვთიმე თაყაიშვილი, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გრიგოლ ფერაძე, გიორგი მაზნიაშვილი, მიხეილ (მიხაკო) წერეთელი, გიორგი კვინიტაძე.
2015 წელი - 1 პირი - მარიამ (მარო) მაყაშვილი

 

  • წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი

 

წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გაიცემა საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

 

2003-2015 წლებში ამ ორდენით დაჯილდოვდნენ :

 

2005 წელი - 1 პირი - ჯორჯ ბუში (უმცროსი)
2006 წელი - 1 პირი - ჯონ მაკკეინი
2007 წელი - 4 პირი - ირაკლი ქუთათელაძე, ზურაბ ნოღაიდელი, ვალდას ადამკუსი, ლეხ კაჩინსკი
2008 წელი - 11 პირი - ერეკლე კოდუა, ვლადიმერ გურგენიძე, ვახტანგ კიკაბიძე, გიორგი მებონია, ზურაბ ფოჩხუა, მამუკა გვასალია, ონისე ქისტაური, ავთანდილ ლომიძე, ნიკოლოზ ძებნიაური, შალვა ჯანაშვილი, გიორგი მარგიანი
2009 წელი - 10 პირი - ვალდის ზატლერსი, ვიქტორ იუშჩენკო, ვიტაუტას ლანდსბერგისი, რონალდ ასმუსი, ჯონ ფრენსის ტეფტი, პეტრას ვაიტიეკუნასი, ჯოზეფ ბაიდენი, ელდარ შენგელაია, დევი ჭანკოტაძე, დავით ნაირაშვილი
2010 წელი - 6 პირი -  დავით ახალია, დავით ჩხარტიშვილი, რიჩარდ ჰოლბრუკი, ვანო ხუხუნაიშვილი, ტოომას ჰენდიკ ილვესი, მარტ ლაარი.
2011 წელი - 7 პირი - ჯოზებ ლიბერმანი, ქშიშტოფ ლისეკი, ვაცლავ ჰაველი, ნიკოლა სარკოზი, ალექსანდრე ლომაია, ანრი დე რენკური, მათიას იორში
2012 წელი - 4 პირი -  ანდრის ბერზინში, რამაზ ნიკოლაიშვილი, ივანე მერაბიშვილი, გიორგი კარბელაშვილი
2013 წელი -  30 პირი, მათ შორის: დავით ბაქრაძე, ალექსანდრე ხეთაგური, ანდრო ბარნოვი, კახა ბენდუქიძე, გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე კუბლაშვილი, ნიაზ დიასამიძე, დავით ბეჟუაშვილი, ილჰამ ალიევი, გელა ჩარკვიანი
2014 წელი - 25 პირი, მათ შორის: ზურაბ ჟვანია და აზა ადამია
2015 წელი -  1 პირი - დავით სერგეენკო

 

  • დავით აღმაშენებლის ორდენი

 

დავით აღმაშენებლის ორდენით ჯილდოვდებიან სამოქალაქო, სამხედრო და სასულიერო პირები, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწეები ქართველი ერის წინაშე უდიდესი ღვაწლისთვის, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა და აღორძინების, საზოგადოების კონსოლიდაციის, დემოკრატიის დამკვიდრების საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისთვის.

 

2003-2015 წლების განმავლობაში ეს ჯილდო გაიცა მხოლოდ ორჯერ. . იგი გადაეცა გიორგი უგულავასა და ლევან ვარშალომიძეს.

 

 

 

 

 

  • თამარ მეფის ორდენი

 

თამარ მეფის ორდენით ჯილდოვდებიან ქალები ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის, გამორჩეული სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის.

 

2003-2015 წლებში თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდნენ:

 

2011 წელი - 1 პირი (ლამარა ჭყონია)
2013 წელი - დაჯილდოვდა 39 პირი, მათ შორის: ეკა კვესიტაძე, მაია ასათიანი, ნანა ჟორჟოლიანი, ინგა გრიგოლია, ნინო შუბლაძე, ხატია ბუნიათაშვილი.
2015 წელი - 1 პირი  (ირინე ენუქიძე).

 

 

 

 

 

 

 

 

  • ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

 

ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი ენიჭება კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტისა და სხვა დარგის გამოჩენილ მოღვაწეებს საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროში გამორჩეული მიღწევებისთვის და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისთვის.

 

2003-2015 წლებში ამ ორდენით დაჯილდოვდნენ:

 

2010 წელი - სულ დაჯილდოვდა 55 პირი, მათ შორის: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, გურამ დოჩანაშვილი, ილიკო სუხიშვილი, დავით დარჩიაშვილი, როლანდ ახალაია, მამუკა ხაზარაძე, ნინო ანანიაშვილი, ნანი ბრეგვაძე, პაატა ბურჭულაძე, იულონ გაგოშიძე, ვლადიმერ გურგენიძე, ნიაზ დიასამიძე, ირაკლი ეზუგბაია, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, ეკატერინე ზღულაძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, ნინო სუხიშვილი, ილია სუხიშვილი, ჯემალ ჭკუასელი. 

2011 წელი - სულ დაჯილდოვდა 35 პირი, მათ შორის: იგორ კოკოშკოვი, გიორგი ნიჟარაძე, გელა ჩარკვიანი, ჯეიმს რიჩარდ დიქსონი, ნინო ქათამაძე, თამარ კოვზირიძე, სერგი კაპანაძე, რაფაელ გლუქსმანი, კახა ბაინდურაშვილი, გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე, ვიქტორ იუშენკო.

2012 წელი - სულ დაჯილდოვდა 43 პირი, მათ შორის: ზაზა კორინთელი, გიორგი უშიკიშვილი, დავით გოგიჩაიშვილი, დონალდ ტრამპი, თემურ იაკობიშვილი, ლევან ვარშალომიძე, ცეზარ ჩოჩელი.

2013 წელი - სულ დაჯილდოვდა 154 პირი, მათ შორის: აკაკი ბობოხიძე, ვიტალი კლიჩკო, ზაალ უდუმაშვილი, აკაკი გოგიჩაიშვილი, გიორგი ლიფონავა, პავლე კუბლაშვილი, ნიკა ტაბატაძე, დავით კიკალიშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ელდარ შენგელაია, ნათია ბანძელაძე, ირმა ნადირაშვილი, ზაალ სამადაშვილი, ნიკა გვარამია, დავით კირკიტაძე, ბაიარ შაჰინი, ალექსანდრე ლუკაშენკო, ვიქტორ იანუკოვიჩი, სერჟ სარგსიანი, ალმაზბეკ ატამბაევი, ისლამ კარიმოვი, მეჰრიბან ალიევა, დონალდ ტუსკი, მანანა მანჯგალაძე, ზურაბ დარჩიაშვილი, იაკობ ზაქარეიშვილი, გიორგი ტუღუში, შოთა მალაშხია, გიორგი კარბელაშვილი, გიორგი კანდელაკი, ალექსანდრე კვიტაშვილი.

2014 წელი - სულ დაჯილდოვდა 4 პირი - ლავრენტი მანაგაძე, შეიხ-ულ-ისლამ გაჯი ალაჰშუქურ ფაშა-ზადე, ჯამლეტ ხუხაშვილი, რომან შაქარიშვილი.

2015 წელი - სულ დაჯილდოვდა 5 პირი - გივი მარგველაშვილი, ნონა გაფრინდაშვილი, მიხაილ იაკობუს ლენტცე, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძე, ნოდარ ცინცაძე.

 

 

 

 

ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

 

ვახტანგ გორგასლის ორდენით ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოიჩინეს გმირული თავდადება და მამაცობა, უნარიანი ხელმძღვანელობით უზრუნველყვეს სამხედრო ნაწილებისა და ქვეგანაყოფების წარმატება, შეიმუშავეს და განახორციელეს საბრძოლო ოპერაციები.

 

ვახტანგ გორგასლის ორდენი სამი ხარისხისაა. I ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, თავდადებისა და თავგანწირვისთვის.

 

ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ:

 

2003 წელი - ჯონი ფირცხალაიშვილი და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
2004 წელი - მამია ალასანია
2005 წელი - 25 პირი, მათ შორის: დავით ზურაბაშვილი, თემურ ირემაშვილი, მერაბ ნიქაბაძე.
2006 წელი - ირაკლი ქადაგიძე
2007 წელი - 7 პირი
2008 წელი - 43 პირი, მათ შორის: თენგიზ გუნავა, გიორგი გრიგალაშვილი, რომან შამათავა 
2009 წელი - 45 პირი, მათ შორის: გიორგი ანწუხელიძე, ირაკლი ყიფშიძე, ლევან ტაბიძე, სოსო ღვინიაშვილი
2010 წელი - 39 პირი, მათ შორის: ზაზა ჭაია, თენგიზ გუნავა, კოხტა კოდუა, ლევან ქარდავა, გიორგი კალანდაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2011 წელი - 25 პირი
2012 წელი - 14 პირი
2013 წელი - 57 პირი, მათ შორის: გიორგი ბოკერია, ნიკოლოზ რურუა, გიორგი თარგამაძე, გიორგი ბარამიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, გრიგოლ ვაშაძე, გელა ბეჟუაშვილი, ლეონიდ კუჩმა, თეიმურაზ ჯანაშია.
2014 წელი - 37 პირი
2015 წელი - 1 პირი 

 

გარკვეულ კითხვებს ბადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაცემული ზოგიერთი ჯილდო. მაგალითად, ვახტანგ გორგასლის ორდენის საპატიო ჯილდოთი 2010 წელს დაჯილდოვდნენ პირები, რომლებიც დღეის მდგომაროებით გასამართლებულნი ან ძებნილნი არიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. აღნიშნული ჯილდო 2010 წელს მიიღო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან ქარდავამ და სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილემ კოხტა კოდუამ. 2014 წელს ლევან ქარდავას სასამართლოს გადაწყვეტილებით განზრახ მკვლელობისთვის შეეფარდა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო კოხტა კოდუას დაკავებულების მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის შეეფარდა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს ეძლევა უფლებამოსილება ჯილდოზე წარმდგენი ორგანოს შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით დაჯილდოებულს ჩამოართვას სახელმწიფო ჯილდო. ჯილდოს ჩამორთმევის საფუძველს წარმოადგენს დაჯილდოებულის მიერ ჯილდოს შეურაცხმყოფელი საქციელი ან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამ უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევებს ვხვდებით მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. მაგალითად, 2004 წლის 23 აპრილს მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გენერალ რომან დუმბაძეს, რომელსაც ბრალი ედებოდა სახელმწიფო ღალატში, ჩამოერთვა მისთვის წარსულში გადაცემული სახელმწიფო ჯილდოები.

 

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, 2013-2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ჯილდოს ჩამორთმევის უფლებით არ უსარგებლია.

 

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

22.10.2024

რის ხარჯზე მცირდება უმუშევრობის მაჩვენებელი?

18.10.2024

OGP-ის მმართველმა კომიტეტმა ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს წევრობა შეაჩერა

17.10.2024

საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის სტატისტიკა

11.10.2024
განცხადებები

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024

საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა

09.10.2024

პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს

24.09.2024

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას ეხმიანება

19.09.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024