პროექტები

2018-2022 წლებში, ორგანიზაცია NGOsource შეამოწმა IDFI-ის ფინანსური და ორგანიზაციული გამართულობა და შედეგად IDFI-ს აშშ-ის საზოგადოებრივი ორგანიზაციის ეკვივალენტობის სერტიფიკატი მიანიჭა. შედეგად, IDFI შევიდა სპეციალურ სიაში, საიდანაც აშშ-ის გრანტის გამცემ ორგანიზაციებს შეუძლიათ გაეცნონ IDFI-ის ფინანსურ და ორგანიზაციულ გამართულობას და დამატებითი შემოწმების გარეშე გამარტივებული და სწრაფი პროცედურით გადასცეს ორგანიზაციას გრანტი.

პროექტი დონორი პერიოდი თანხა ხელშეკრულება
ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საქართველო შპს მაგთიკომი 2015 GEL35,000

 

პროექტის სახელწოდება: ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საქართველო
დონორი ორგანიზაცია: შპს მაგთიკომი
გრანტის ოდენობა: 35,000 ლარი
პროექტის განხორციელების პერიოდი: აპრილი - დეკემბერი, 2015

 

პროექტის აღწერა

გაეროს მონაცემებით, საქართველომ სოფლიოს იმ 20 ქვეყანას შორისაა, სადაც მოსახლეობის დეპოპულაცია მიმდინარეობს. მძიმე ეკონომიკურმა პირობებმა და ქვეყანაში შექმნილმა არასტაბილურმა ვითარებამ კრიზისულ ზღვრამდე შეამცირა შობადობა და გაზარდა მოკვდაობა. თუ 1980-იან წლებში საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 94 ათასი ბავშვი იბადებოდა, ამჟამად ახალშობილთა რაოდენობა თითქმის განახევრდა.

 

ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს, რამაც დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორება უნდა გამოიწვიოს ქვეყანაში, წარმოდგენს სახელმწიფო სოციალური პოლიტიკა, სადაც განსაზღვრული იქნება სახელმწიფო დახმარებებისა და შეღავათების პროგრამები, ისევე, როგორც საზოგადოების აქტიური ჩართულობა ამ პრობლემის გადაწყვეტაში. სამწუხაროდ, დღემდე არსებული და მოქმედი სახელმწიფო დახმარების პროგრამები არაეფექტურად შეიძლება ჩაითვალოს, რასაც შედეგად მოყვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან აღნიშნულ პრობლემებზე მუშაობის გააქტიურება.

 

მიზანი

მოპოვებული საჯარო ინფორმაციის ანალიზისა და საერთაშორისო პრაქტიკის კვლევის საფუძველზე მრავალშვილიანი ოჯახების მხარდამჭერი სახელმწიფო პოლიტიკის შესამუშავებლად რეკომენდაციების წარმოდგენა და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის პროექტის მომზადება.

 

აქტივობები

  • საქართველოს დემოგრაფიული მონაცემების ანალიზი
  • დემოგრაფიული და სოციალური პოლიტიკის საერთაშორისო კარგი პრაქტიკის ანალიზი
  • სახელმწიფო დახმარების და შეღავათების პროგრამისთვის რეკომენდაციებისა და საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავება

 

 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია მოპოვებული საჯარო ინფორმაციის ანალიზისა და საერთაშორისო პრაქტიკის კვლევის საფუძველზე მრავალშვილიანი ოჯახების მხარდამჭერი სახელმწიფო პოლიტიკის შესამუშავებლად რეკომენდაციების წარმოდგენა და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის პროექტის მომზადება.

იხილეთ მეტი →
ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერა გაეროს განვითარების პროგრამა 2014-2015 $149.700,30

   

 

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და საქართველოს პარლამენტი პროგრამის „საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)

 

პროექტის სახელწოდება: „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერა“

დონორი ორგანიზაცია: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
ქვეყანა: საქართველო. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება“ ფარგლებში
პარტნიორი ორგანიზაცია: საქართველოს პარლამენტი
გრანტის რაოდენობა: 149 700,30 აშშ დოლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 10 დეკემბერი, 2014 – 30 ნოემბერი, 2015

 

მიმოხილვა


ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) წარმოადგენს მრავალმხრივ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს მთავრობების მხრიდან კონკრეტული ვალდებულებების შესრულება ღია მმართველობის, გამჭვირვალობის, მოქალაქეების ჩართულობის განვითარების, კორუფციასთან ბრძოლის, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით. ინიციატივა ასევე გულისხმობს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას იმისათვის, რომ მთავრობები უფრო ღია, ეფექტური და ანგარიშვალდებული გახადოს, რაც მოიტანს საზოგადოებრივი რესურსების უფრო ეფექტიან მართვას და ინკლუზიურ განვითარებას. ინიციატივას საფუძველი ჩაეყარა რვა დამფუძნებელი მთავრობის მიერ, რომელთა შორის იყო აშშ და დიდი ბრიტანეთი. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) OGP-ის აქტიური მხარდამჭერია მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით საკანონმდებლო ღიაობის კომპონენტში.


2011 წლის სექტემბერში საქართველო შეუერთდა OGP-ს. საკუთარი წევრობის დასაწყისშივე საქართველომ OGP-ის 65 წევრ ქვეყანას შორის მიიღო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (15 ქულა მაქსიმალური 16-დან) ბიუჯეტის გამჭვირვალობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნების კუთხით. მიუხედავად ამისა, საქართველომ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო მოქალაქეთა ჩართულობის კომპონენტში, რაც ხაზს უსვამს მოქალაქეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კომუნიკაციის შესაძლებლობების გაძლიერების საჭიროებას. საქართველოს მთავრობამ ვალდებულებად აიღო სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა, ისევე როგორც მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება, სახელმწიფო სერვისებისა და საჯარო სექტორში ანტიკორუფციული სისტემის გაუმჯობესება. როგორც OGP-ის წევრმა ქვეყანამ, საქართველომ საკუთარ თავზე აიღო სახელმწიფო სერვისების, სახელმწიფო შესყიდვების, საჯარო ფინანსების, სამართლის ადმინისტრირების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების სფეროებში გამჭვირვალე და შეთანხმებული პროცესების უზრუნველყოფის ვალდებულება. თითქმის სამი წლის განმავლობაში საქართველომ მოახერხა მიეღო და განეხორციელებინა პირველი სამოქმედო გეგმა (2012-13), მონაწილეობა მიეღო OGP-ის მმართველი კომიტეტის არჩევნებში, და მიეღო მეორე სამოქმედო გეგმა (2014-15). 2014 წლის სექტემბერში საქართველო ორი წლით იქნა არჩეული OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად.


საქართველოს 2014-15 წლების სამოქმედო გეგმა OGP-ის ფარგლებში მოიცავს 27 ვალდებულებასა და 16 პასუხისმგებელ დაწესებულებას. აღებული ვალდებულებები ეხმიანება OGP-ის ოთხ გამოწვევას: სახელმწიფო სერვისები, საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა, საზოგადოებრივი რესურსების მართვის გაუმჯობესება და უსაფრთხო გარემოს შექმნა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ორივე სამოქმედო გეგმა (2012-2013 და 2014-15) მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის აქტიური თანამშრომლობით შემუშავდა. მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თანამშრომლობდნენ ეროვნული საკოორდინაციო მექანიზმის - ფორუმის - მეშვეობით, რომლის თანათავმჯდომარე ხელისუფლების მხრიდან იუსტიციის სამინისტრო, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებიდან - IDFI-ია.


საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გაწეული ადვოკატირების მიუხედავად, 2014-15 წლების სახელმწიფო სამოქმედო გეგმაში არ იქნა შეტანილი საქართველოს პარლამენტის ვალდებულება, რაც გულისხმობდა საკანონმდებლო პროცესებში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას მოქალაქეების პეტიციების სისტემის შექმნითა და მოქალაქეების მიერ კანონპროექტებზე კომენტარების დატოვების შესაძლებლობის უზრუნველყოფით.


უნდა ითქვას, რომ დემოკრატიულ პროცესებში სამოქალაქო მონაწილეობის მხრივ პარლამენტის ჩართულობა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა. პარლამენტი, როგორც დემოკრატიული ხელისუფლების წარმომადგენლობითი შტო, მოქალაქეებს უნდა აკავშირებდეს საჯარო პოლიტიკის პროცესთან და უნდა უზრუნველყოფდეს მათ ისეთი მეთოდებით, რითიც აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაკონტროლება იქნება შესაძლებელი. საბოლოოდ, სწორედ პარლამენტი, როგორც ადგილი, სადაც იმართება ინფორმირებული დებატები მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, არის პასუხისმგებელი დაპირისპირებულ ინტერესებს შორის კომპრომისის პოვნაზე, ამ კომპრომისებზე დაყრდნობით კანონების ამოქმედებასა და მათი წარმატებული განხორციელების უზრუნველყოფაზე. საპარლამენტო ღიაობის უზრუნველსაყოფად აღებული ვალდებულებები უნდა ასახავდეს მოქალაქეების უფლებას ღიაობაზე, მონაწილეობასა და ანგარიშვალდებულებაზე, ისევე როგორც უფრო ფართოდ, მოქალაქეებსა და პარლამენტს შორის ურთიერთობის გაღრმავების სურვილს.


OGP დიდ ყურადღებას აქცევს საკანონმდებლო ღიაობას, რაც OGP-ის ახალი მიმართულებაა (რადგანაც არსებული ვალდებულებების უმეტესობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ეხება). საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფი (Legislative Openness Working Group, LOWG) უზრუნველყოფს პარტნიორების მხრიდან ექსპერტულ მხარდაჭერასა და გამოცდილების გაზიარებას კონკრეტული მოთხოვნების შესაბამისად.


საბოლოო მიზანი


საქართველოს პარლამენტის ღიაობის და გამჭვირვალობის გაზრდა და საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუვნელყოფა OGP-ში პარლამენტის აქტიური ჩართულობის გზით.


კონკრეტული მიზნები

  • პარლამენტის ცნობიერების ამაღლება ღია მმართველობის პარტნიორობისა და საკანონმდებლო ღიაობის თაობაზე
  • საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავება და მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ
  • საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის დაწყება


მოსალოდნელი შედეგები

  • პარლამენტის წევრებმა და თანამშრომლებმა გააცნობიერონ ღია პარლამენტის კონცეფცია და გამჭვირვალე საკანონმდებლო პროცესების მნიშვნელობა
  • შემუშავდეს ღია პარლამენტის კონცეფციის ინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია, ვალდებულებები და მექანიზმები და პარლამენტისთვის უზრუნველყოფილი იყოს მონიტორინგის საშუალებები  
  • საქართველოს პარლამენტის ღიაობამ და გამჭვირვალობამ დაიწყოს გაუმჯობესება საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების გახორციელების მეშვეობით


აქტივობების აღწერა


2014 წლის 1 დეკემბრიდან 2015 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს შემდეგი აქტივობები:,

  • პარლამენტის ცნობიერების ამაღლება ღია მმართველობის პარტნიორობისა და საკანონმდებლო ღიაობის თაობაზე
    • საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ კვლევის მომზადება ეროვნულ სამოქმედო გეგმებში პარლამენტთან დაკავშირებული ვალდებულებების თაობაზე
    • OGP-ის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი სამუშაო შეხვედრის ორგანიზება
  • საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავება და მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ
    • საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების სფეროების განსაზღვრა
    • საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შექმნა
    • საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვარიანტის შექმნა
    • საჯარო კონსულტაციების წარმართვა საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის დასასრულებლად
    • სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის მოსაზრებების გაცვლისა და მონაწილეობის ხელშეწყობა OGP-თან დაკავშირებულ საერთაშორისო ღონისძიებებზე
    • საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის დასრულება საქართველოს პარლამენტისთვის მისაღებად
  • დაიწყოს საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესი
    • სამუშაო ჯგუფის მხარდაჭერა სამოქმედო გეგმის განხორციელების საქმეში
    • საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის დაწყება

პროექტის მედია გაშუქება 

 

სამოქმედო გეგმა

 

 

იხილეთ პროექტის ანგარიში სრულად:

 

/public/upload/Meri/Project Report.pdf

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია საქართველოს პარლამენტის ღიაობის და გამჭვირვალობაის გაზრდა და საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა OGP-ში პარლამენტის აქტიური ჩართულობის გზით. 

იხილეთ მეტი →
ღია მმართველობის პარტნიორობის ხელშეწყობა საქართველოში პროგრამა 2014 GEL104.100

პროექტის სახელწოდება: ღია მმართველობის პარტნიორობის ხელშეწყობა საქართველოში

პროექტის დაფინანსება: შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), დემოკრატიული მმართველობა საქართველოში პროგრამა (G-3)

პროექტის ბიუჯეტი: 104100,00ლარი

პროექტის ხანგრძლივობა: 2014 წლის 22 ივლისი - 1 ნოემბერი

 

ზოგადი ინფორმაცია:

პარტნიორობა ღია მმართველობა (Open Government Partnership) საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოს მასშტაბით მთავრობათა გამჭვირვალობის ზრდას, გადაწყვეტილების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების თანამონაწილეობის ხელშეწყობას კორუფციასთან ბრძოლას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას იმისათვის, რომ მთავრობა გახდეს უფრო ღია ეფექტური და ანგარიშვალდებული.


გაერთიანება 2011 წელს აშშ-სა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით დაარსდა და 65 სახელმწიფოს აერთიანებს, მათ შორისაა საქართველო, რომელიც ადრეულ ეტაპზევე, 2011 წლის 20 სექტემბერს შეუერთდა პარტნიორობას. OGP-ს მართავს მმართველი კომიტეტი, რომლის წევრად საქართველო 2014 წელს აირჩიეს.


საქართველო, როგორც წევრი ქვეყანა OGP -ს მიზნების შესასრულებლად მუშაობს საჯარო სერვისების, სახელმწიფო შესყიდვების, საჯარო ფინანსების, საზოგადოების თანამონაწილეობის გაზრდის და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების კუთხით.


OGP -ს წევრი ქვეყნები აღებული ვალდებულებებით პასუხობენ პარტნიორობის 5 მთავარ გამოწვევას - 1. საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, 2. საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება, 3. საჯარო რესურსების უკეთესი მართვა 4. უსაფრთხო გარემოს შექმნა და 5. კორპორაციული ანგარიშვალდებულების ზრდა.


65 წევრი ქვეყნიდან საქართველომ ერთ ერთი ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო (15 ქულა 16 დან) საბიუჯეტო გამჭვირვალობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და ქონებრივი დეკლარაციების მიმართულებით. ერთადერთი კომპონენტი, სადაც საქართველომ დაბალი ქულა მიიღო სამოქალაქო ჩართულობაა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ უნდა გაძლიერდეს კომუნიკაცია მოქალაქეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.


OGP-ის ფარგლებში 2014 წელს საქართველომ მეორე სამოქმედო გეგმა შეიმუშავა და ახალი ვალდებულებები აიღო. გეგმის შემუშავების პროცესს და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კოორდინირებას ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი და მისი სამდივნო უწევს, რომელიც ახალი ფორმატით 2014 წლის 15 იანვრიდან ფუნქციონირებს. ფორუმი შედგება სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან

 

პროექტის მიზნები:

პროექტი მიზნად ისახავს ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის მხარდაჭერას, რაც მოიცავს OGP-ის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო კამპანიის გამართვას. ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან OGP-ს სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესახებ შეხვედრას და ინფორმაციის მიწოდებას.

 

პროექტის აქტივობები:

• OGP-ს შესახებ საზოგადოების ამაღლების მიზნით, ვორქშოფები თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ტიპის აუდიტორიასთან
• ღია მმართველობა საქართველოს ფორუმთან კოორდინაციით ბეჭდური მასალის - ფლაერების და 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის გამოცემა როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე
• ბეჭდური მასალის გავრცელება უნივერსიტეტებში, ბიბლიოთეკებში, იუსტიციის სახლებსა და USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის ცენტრებში სხვდასხვა რეგიონებში
• ვიდეოების დამზადება ღია მმართველობა საქართველოს ფორუმთან და მის სამდივნოსთან თემის, მესიჯისა და ქრონომეტრაჟის შეთანხმებით
• ვიდეოების სხვადასხვა ფორმატში ჩაწერა ტელევიზიებსა და სოციალურ ქსელებში განსათავსებლად


განხორციელებული აქტივობები:

• OGP -ს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, დაიგეგმა და ჩატარდა 14 ვორქშოფი სტუდენტებთან, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან, შეხვედრები გაიმართა როგორც თბილისში ასევე რეგიონებში - ბათუმში, ქუთაისში, ახალციხესა და ყვარელში;
• ღია მმართველობა საქართველოს ფორუმთან კოორდინაციით შემუშავდა და გამოიცა ფლაერები როგორც ქართულ ისე ინგლისურ ენაზე;
• იუსტიციის სამინისტროს ჩართულობით შემუშავდა დიზაინი და დაიბეჭდა 2014-2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა სრული სახით ქართულ და ინგლისურ ენაზე;
• დაიბეჭდა საქართველოს 2014-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემოკლებული ვარიანტი ბროშურის სახით, რომელსაც თან დაერთო ვიზუალური მასალა;
• ბეჭდური მასალები დარიგდა უნივერსიტეტებში, ბიბლიოთეკებში, USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის ცენტრებში. ნაწილი გადაეცა იუსტიციის სამინისტროს საჯარო სტრუქტურებში გასავრცელებლად
• მომზადდა სამი გრაფიკული ვიდეო, რომელიც სოციალური რეკლამის სახით განთავსდა ტელევიზიების ეთერში. პირველი მათგანი საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს ეხება, მეორე - ზოგადად OGP-ს, მესამე ვიდეო კი ორივეს აერთიანებს;

 

ბიუჯეტი:

 

ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა

ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის ბროშურა

ღია მმართველობა საქართველო 2014-2015 (ვიდეო)

ლიბცენტრის სტუდენტებისთვის OGP-ის შესახებ სემინარი გაიმართა

OGP-მ სამი წლის იუბილე იზეიმა

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის შეხვედრა გაიმართა 

OGP-ის შესახებ სტუდენტებისთვის კიდევ ერთი სემინარი გაიმართა

სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების შეხვერდა [VIDEO]

OGP-ის შესახებ სემინარები რეგიონებში გაიმართა

OGP-ის შესახებ სემინარი საქართველოს უნივერსიტეტსა და GIPA-ში გაიმართა

ახალი პოლიტიკა OGP-ს ქვეყნების პასუხისმგებლობის გასაზრდელად

OGP-ის ფორუმის მორიგ სამუშაო შეხვედრაზე სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის მექანიზმზე იმსჯელეს

შსს-ს ვებგვერდი უსინათლოთათვის ადაპტირებული გახდა

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტი მიზნად ისახავს ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის მხარდაჭერას, რაც მოიცავს OGP-ის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო კამპანიის გამართვას. ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან OGP-ს სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესახებ შეხვედრას და ინფორმაციის მიწოდებას.

იხილეთ მეტი →
ინტერნეტის თავისუფლება როგორც ადამიანის უფლება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩო 2014 €6,499.35

 

საგრანტო ხელშეკრულების სახელი: ინტერნეტის თავისუფლება როგორც ადამიანის უფლება საქართველოში
დონორი ორგანიზაცია: ნიდერლანდების სამეფოს საელჩო
გრანტის მიმღები ორგანიზაცია: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
მთლიანი საგრანტო თანხის ოდენობა: 6499.35 €
საგრანტო ხელშეკრულების ვადა: ნოემბერი - დეკემბერი, 2014

 

2014 წელს World Wide Web (www) 25 წლის ხდება. საუკუნის ბოლო მეოთხედის განმავლობაში ინტერნეტი შეეხო ჩვენი ცხოვრების ფაქტიურად ყველა ასპექტს, როგორიცაა კომუნიკაცია, სერვისები, განათლება, ახალი ამბები, გართობა, ბიზნესი, მმართველობა ა.შ. თუმცა, უდავო დადებით მხარეებთან ერთად, ინტერნეტმა ასევე მოიტანა ახალი გამოწვევები და საკამათო საკითხები: როგორ უნდა დავიცვათ ადამიანის უფლებები ინტერნეტში? უნდა იყოს თუ არა ინტერნეტი რეგულირებული? თუ კი, მაშინ როგორ, ვის მიერ და რამდენად?


მართალია ეს კითხვები საერთოა ყველა ქვეყნისთვის, მათ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭებათ იმ ქვეყნებისთვის, სადაც ადამიანის უფლებების დაცვა ოფლაინ-გამოწვევასაც წარმოადგენს. ამ მხრივ საქართველო, როგორც შედარებით ახალი დემოკრატია, ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ელ-მმართველობის კუთხით მიღწეული შთამბეჭდავი პროგრესის მიუხედავად, საქართველოში კვლავ არსებობს ისეთი საბაზისო პრობლემები, როგორიცაა ინტერნეტზე წვდომა, როდესაც მოსახლეობის მხოლოდ ნახევარზე ნაკლებს მიუწვდება ხელი World Wide Web-ზე. თუმცა, უმთავრეს პრობლემად რჩება ინტერნეტის განვითარების თაობაზე სტრატეგიული ხედვის არარსებობა. მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, აღნიშნულ საკითხებზე დისკუსიისა და დებატის შედარებით მცირე შესაძლებლობები ყოფილა.


ინტერნეტის, როგორც ადამიანის უფლების შესახებ საქართველოში არსებული ინფორმაციული ნაკლოვანების შევსების მიზნით დეკემბერი ყველაზე შესაფერისი დროა, რადგანაც ყოველწლიურად 10 დეკემბერს მსოფლიოში აღინიშნება ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღე. შესაბამისად, IDFI-მ ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზება გაუკეთა ღონისძიებას რომელიც მიზნად ისახავდა ინტერნეტის თავისუფლების, როგორც ადამიანის უფლების სხვადასხვა ასპექტების გარშემო დისკუსიის დაწყებასა და სივრცის შექმნას დებატებისთვის იმის თაობაზე თუ რამდენად, როდის და როგორ უნდა რეგულირდებოდეს ინტერნეტი.

 

აქტივობები:


დისკუსია „ინტერნეტი, როგორც ადამიანის უფლება“, 6 დეკემბერი, განათლების მულტიმედია ცენტრი (MEC)

 

 

პირველი პანელი: ინტერნეტის თავისუფლების გამოწვევები საქართველოში

 

  • ინტერნეტის დაფარვის არეალი - დეივიდ ლი, მაგთიკომის პრეზიდენტი
  • ფარული მიყურადება - ლაშა ტუღუში, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრი, გაზეთ რეზონანსის დამფუძნებელი და რედაქტორი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე.
  • სიძულვილის ენა ინტერნეტში - გუბაზ კობერიძე, ევროპის საბჭოს კამპანიის „მოძრაობა სიძლვილის ენის წინააღმდეგ“ მონაწილე
  • ცენზურა და საავტორო უფლებები - გიორგი გოგუა, ჟურნალისტი-ფოტოგრაფი, რადიო თავისუფლება

 

მეორე პანელი: ინტერნეტის რეგულირება - რა უნდა გაკეთდეს და რა არ უნდა გაკეთდეს?

 

  • ზვიად ქორიძე - მედიაექსპერტი
  • დავით კლდიაშვილი - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მდივანი, იურისტი
  • თამთა ტეფნაძე - მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, GNCC
  • ნინო სარიშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტი მიზნად ისახავს ინტერნეტის თავისუფლების, როგორც ადამიანის უფლების სხვადასხვა ასპექტების გარშემო დისკუსიის დაწყებასა და სივრცის შექმნას დებატებისთვის იმის თაობაზე თუ რამდენად, როდის და როგორ უნდა რეგულირდებოდეს ინტერნეტი.

იხილეთ მეტი →
თბილისის მერიაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ახალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა ფონდი ღია საზოგადოება საქართველო 2014-2015 $24,680

 

პროექტის სათაური: თბილისის მერიაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ახალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა
პოექტის ფინანსური მხარდაჭრა: ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" (OSGF)
პროექტის ბიუჯეტი: $ 24680
პროექტის ხანგრძლივობა: ოქტომბერი 2014 - თებერვალი 2015

 

პროექტის გრძელვადიანი ამოცანები

თბილისის მერიის ახალი ვებ-პორტალის კონცეფციის შექმნით და დანერგვით, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მოქალაქეებზე ორიენტირებული ინფორმაციული ვებ-სისტემის შექმნა.

 

პროექტის მიზნები:

 

  • თბილისის მერიის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლება;
  • საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტურობის და გამჭვირვალობის ხელშეწყობა;
  • ელექტრონული დემოკრატიის სტანდარტების დამკვიდრებით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ხელშეწყობა;
  • მოსახლეობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის ჩართულობით საჯარო დაწესებულებებზე საზოგადოებრივი კონტროლის გაუმჯობესება;
  • მოსახლეობის ინფორმირებულება და საზოგადოების ჩარათულობის ინტენსივობის გაზრდა საჯარო სექტორის საქმიანობის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.


პროექტის აღწერა

პროექტის განსაზღვრა (არსებული სიტუაციის ანალიზი)

 

წლების მანძილზე თბილისის მერიის მიმართ საზოგადოების მხრიდან ისმოდა კითხვები მისი საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით. ეს მნიშვნელოვნად გამოწვეული იყო მერიისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი არაკომერციული და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ ფინანსური და სხვა მსგავსი ტიპის მონაცემების არ არსებობით. ამასთანავე, ხშირ შემთხვევაში, ჟურნალისტებს და დაინტერესებულ პირებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა შეეფასებინათ მერიის გადაწყვეტილების მიმღები პირების მუშაობის ეფექტიანობა და დაკისრებული ვალდებულებების შესრულების ხარისხი, რაც დიდწილად საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვით იყო განპირობებული. გარდა ამისა, მოქალაქეები არ იყვნენ აღჭურვილნი იმ ბერკეტებითა და მექანიზმებით, რომლებიც მისცემდა მათ საკუთარი ქალაქის მართვაში მონაწილეობის სრულფასოვან საშუალებას.

 

ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ვფიქრობთ, უმნიშვნელოვანესია, ერთის მხრივ, მოქალაქეების ინფორმირება და მაქსიმალური ღიაობა თბილისის მერიის გარშემო არსებული ფინანსური და სხვა საკვანძო მონაცემების შესახებ. მეორე მხრივ, აღნიშნულმა უწყებამ უნდა დაიწყოს მოქალაქეების აქტიურობასა და ჩართულობაზე ორიენტირებული სერვისების დანერგვა. ამ ყველაფრის განხორციელებისთვის კი ახალი ვებ-პორტალის შექმნას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენს მიერ ქალაქ თბილისის მერიისთვის შეთავაზებული იქნა კონკრეტული ხედვა იმისა თუ რა მიგვაჩნია აუცილებლად არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად და ახალი მიდგომების დასანერგად.


პროექტის განხორციელების გზები

სტრატეგია

  • თბილისის მერიის შიდა პროცედურების შესწავლა და ბიზნეს-პროცესების ლოგიკური ჩარჩოს განსაზღვრა;
  • ახალი ვებ-პორტალისადმი არსებული საზოგადოებრივი მოთხოვნების განსაზღვრა;
  • ვებ-პორტალის კონცეფციის და პროტოტიპის შემუშავება.

 

განხორციელების გზები

თბილისის მერიის შიდა პროცედურების შესწავლა და ბიზნეს-პროცესების ლოგიკური ჩარჩოს განსაზღვრა

 

თბილისის მერია წარმოადგენს სისტემურად ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მართვის კუთხით რთულ საჯარო დაწესებულებას. იმისთვის, რომ მოხდეს ვებ-პორტალის შინაარსობრივი კონტენტის განსაზღვრა, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტების უნიფიცირება, გამგეობების, კომერციული საწარმოებისა და არაკომერციული იურიდიული პირების შესახებ არსებული მონაცემების ერთ სისტემაში თავმოყრა და შესაბამისი პროცედურული დოკუმენტების შემუშავება, აუცილებელია შიდა ბიზნეს-პროცესების და მენეჯმენტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და გამოკვლევა.

 

პირველ ეტაპზე პროექტის ფარგლებში იგეგმება, მერიის შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან ერთად შიდა მენეჯერული პროცესების შესახებ ინფორმაციის მოგროვება და ანალიზი. მერიაში და მას დაქვემდებარებულ სტრუქტურულ თუ დამოკიდებულ ერთეულებში ინფორმაციის გაცვლის, დამუშავების და გამოქვეყნების პროცესების პირველადი შესწავლა აუცილებელია პორტალის გამართული ფუნქციონირების, პასუხისმგებლობების და ვალდებულებების გადანაწილების, ადმინისტრაციული რესურსებისა და ტექნიკური შესაძლებლობების შეფასების, არსებული და ახალი ელექტრონული სერვისების პორტალში ინტეგრირებისა და განვითარებისთვის.

 

ახალი ვებ-პორტალისადმი არსებული საზოგადოებრივი მოთხოვნების განსაზღვრა

 

ვებ-პორტალის კონცეფციის ფუნქციონალისა და კონტენტის განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია კარგად იქნეს გააზრებული მისი მომხმარებლების (როგორც სერვისების კუთხით ისე ინფორმაციის მიღების მსურველთა კუთხით) მოლოდინები და მოთხოვნები. ერთის მხრივ მნიშვნელოვანია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ხოლო მეორეს მხრივ მერია თბილისელებს სთავაზობს განსხვავებულ სერვისებსა თუ პროგრამებს. შესაბამისად, ვებ-პორტალში ინტეგრირებული უნდა იყოს როგორც საინფორმაციო კონტენტური ბლოკი, ისე სერვისების, აპლიკაციებისა თუ ჩართულობის მექანიზმების ბლოკიც. აქედან გამომდინარე აუცილებელია პრიორიტეტების განსაზღვრა ვებ-პორტალის ფუნქციონალური განაწილების კუთხით. საჯარო შეხვედრა შესაბამის დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან, დაგვეხმარება იმ დამატებითი ინდიკატორების შემუშავებაში, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას ტექნიკური დავალების პროექტის შექმნისას.

 

მნიშვნელოვანია აგრეთვე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის კვლევაც, რადგან მასზე დაყრდნობით იქნეს შეთავაზებული როგორც თანამედროვე ტექნიკური ისე ინოვაციური პროექტები. უცხოეთის ქვეყნების თვითმართველობების პორტალებზე დანერგილი ინოვაციური სისტემებისა თუ გამჭვირვალობის მექანიზმების ანალიზი დაეხმარება პროექტის გუნდს ერთის მხრივ თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებაში, მეორეს მხრივ არგუმენტირებული და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობილი კონცეპტუალური დოკუმენტის და რეკომენდაციების შემუშავებაში.


ვებ-პორტალის კონცეფციის შემუშავება და დანერგვის პროცესში მონაწილეობა

 

ადმინისტრაციული და მომხმარებლის მხარის შესწავლის შედეგად, მიღებული ინფორმაციისა და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე შემუშავებული იქნება პორტალის დეტალური აღწერილობა რაც გულისხმობს:

 

  • პორტალის სტრუქტურის და ნავიგაციის აღწერის მომზადებას;
  • პორტალის შემუშავებისთვის აუცილებელი ტექნიკური დავალების მომზადებას;
  • საჯარო ინფორმაციის და ღია მონაცემების განყოფილების სტრუქტურის განსაზღვრას და მისი მართვის ოპტიმიზაციის გეგმას;
  • ჩართულობის აპლიკაციების (პეტიციების პლატფორმა, გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ონლაინ პლატფორმა;
  • საჯარო კონსულტაციების პლატფორმა) სტრუქტურის განსაზღვრას;
  • ვებ-პორტალის სისტემური მოთხოვნების და კიბერ-უსაფრთხოების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური დავალების მომზადებას;
  • კონტენტის გადანაწილების, ზოგადი ფუნქციონალის და ნავიგაციის აღმწერი HთML პროტოტიპის მომზადებას.

 

დასრულებული დოკუმენტი, რეკომენდაციები, ვებ-პორტალის პროტოტიპის მაკეტი და პროცედურული დოკუმენტები წარდგენილი იქნება თბილისის მერის სახელზე შემდგომში მისი ტექნიკური შექმნის მიზნით.

 

წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, შემუშავებული კონცეფციის ფარგლებში თბილისის მერია, კერძოდ კი ააიპ "თბილისის პორტალი" დაიწყებს მერიის ვებ-გვერდის შექმნის პროცესს. შესაბამისად ამ პროცესის სწორედ წარმართვისთვის, მნიშვნელოვანი იქნება მერიის თანამშრომლების კონსულტაციის გაწევა და შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი.

 

პროექტის შესრულების განრიგი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბიუჯეტი

 

  

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის ამოცანაა თბილისის მერიის ახალი ვებ-პორტალის კონცეფციის შექმნით და დანერგვით, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მოქალაქეებზე ორიენტირებული ინფორმაციული ვებ-სისტემის შექმნა.

იხილეთ მეტი →
სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება (2014-2015) ბრემენის უნივერსიტეტი 2014-2015 €86,580

 

საგრანტო ხელშეკრულების სახელი: სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება (ZigB)
დონორი ორგანიზაცია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
გრანტის მიმღები ორგანიზაცია: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
პარტნიორი ორგანიზაცია: ბრემენის უნივერსიტეტი
მთლიანი საგრანტო თანხის ოდენობა: 86 580 €
საგრანტო ხელშეკრულების ვადა: 10 ოქტომბერი, 2014-10 თებერვალი, 2015

 

მიზნები:


პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მაქსიმალურად ფართო სპექტრის დაინტერესების გამოწვევასა და მათი ცოდნის გაღრმავებას სტრატეგიულ დოკუმენტთან (საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“) დაკავშირებით, რათა ისინი მომავალში უფრო აქტიურად ჩაერთონ დისკუსიებში.

 

არსებული მდგომარეობა:
სტრატეგიულ დოკუმენტში ხორციელდება ე. წ. „Growth Diagnostic Method“-ით იმ მთავარი პრობლემური სფეროების იდენტიფიცირება, რომლებიც ქართული ეკონომიკის ზრდას უშლიან ხელს. ესენია კერძო სექტორის დაბალი კონკურენტუნარიანობა, ადამიანური რესურსების არასაკმარისად განვითარება (განათლების სისტემა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემა) და კრედიტების ხელმისაწვდომობის პრობლემა. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, დოკუმენტში საქართველოს მთავრობის მთავარ მიზნად დასახულია კერძო სექტორში კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერა, ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა და ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების უზრუნველყოფა. სტრატეგიაში ჩამოთვლილია ზემოაღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად 2017 - 2020 წლების პერიოდისთვის დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები და დასახული მიზნები.

 

პროექტის კავშირი სხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ღონისძიებებსა და პროექტებთან:
ვინაიდან მთავრობამ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროცესის არა თუ ორგანიზება, არამედ ინიცირებაც არ მოახდინა, არ არსებობს დუბლირების საშიშროება.

 

ღონისძიებები და აქტივობები:

  • საქართველოსა და გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების დოცენტებისა და დოქტორანტების ბლოკ-კურსების ორგანიზება საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში (განსაკუთრებით რეგიონებში), მაგალითად, ბათუმის, ქუთაისის, თელავისა და სხვა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში. პროექტის ფარგლებში ორგანიზებული იქნება ოთხი ბლოკ-კურსი შემდეგ თემებზე: ფინანსური განვითარება, სოციალური დაცვის სისტემები, ეკონომიკური პოლიტიკა და კულტურის მენეჯმენტი.
  • ქართველი ბლოგერებისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ანალიტიკოსების მხარდასაჭერი ქმედებები:
    • ქართველი ბლოგერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ახალგაზრდა ანალიტიკოსებისთვის სამდღიანი ვორქშოპის ორგანიზება;
    • ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად საუკეთესო ახალგაზრდა ქართველი ბლოგერებისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ანალიტიკოსების შერჩევა; სამთვიანი სტიპენდიების გაცემა;
    • ქართველი ბლოგერებისთვის კონფერენციის („ბლოგერების დღე“) ორგანიზება და საუკეთესო ბლოგერების დაჯილდოება სხვადასხვა კატეგორიაში/საქმიანობის სფეროში;
  • 2015 წლის თებერვალში კონფერენციის ორგანიზება თემაზე „სტრატეგიული დოკუმენტის - „საქართველო 2020“-ის პერსპექტივების მეცნიერული ანალიზი“. კონფერენციაზე ქართველ ექსპერტებთან ერთად მოწვეული იქნებიან ცნობილი გერმანელი ექსპერტები (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით).
  • საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ დოკუმენტთან „საქართველო 2020“-თან დაკავშირებით დისკუსიების ჩატარება შესაბამისი საზოგადოებრივი ჯგუფების მონაწილეობით. ორგანიზებული იქნება სამი საჯარო დისკუსია. დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იქნებიან როგორც შესაბამისი სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე იმ სფეროების წარმომადგენლები, რომლებსაც მთავრობის სტრატეგიული დოკუმენტი ეხება. დისკუსიებზე განხილული იქნება მიმდინარე რეფორმები სოციალური დაცვის სისტემასა (ჯანდაცვისა და საპენსიო რეფორმები) და განათლების სფეროში, ასევე საქართველოს ფინანსური განვითარების კუთხით არსებული მდგომარეობა.

 

სამიზნე პირები:
პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები (ბლოგერები, არასამთავრობო ორგანიზაციების ანალიტიკოსები), ქართველი მეცნიერები და სტუდენტები, ასევე სტრატეგიის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ქმედებებით დაინტერესებული სხვადასხვა ჯგუფები.

 

წარმატების ინდიკატორები:
პროექტის წარმატება გამოცდილი იქნება სხვადასხვა გზით. კონფერენციებზე გავავრცელებთ კითხვარებს უშუალოდ მასში მონაწილე მკვლევარების/მეცნიერების მიერ უკუკავშირის (Feedback) მისაღებად. ასევე ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით დავაკვირდებით სტრატეგიული დოკუმენტის თაობაზე გამართულ საჯარო დებატებს. მოველით, რომ განსაკუთრებით კონფერენცია „სტრატეგიული დოკუმენტის - „საქართველო 2020“-ის პერსპექტივების მეცნიერული ანალიზი“ 2015

წლის თებერვალში ფართო საზოგადოებრივ გამოხმაურებას გამოიწვევს. ამასთან, სტიპენდიანტებისგან (ბლოგერები/არასამთავრობო ორგანიზაციების ანალიტიკოსები) სტიპენდიის მიღების დამთავრების შემდეგ მივიღებთ საბოლოო ანგარიშს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად უნდა განმარტავდეს თუ რისთვის იქნა სტიპენდია გამოყენებული და რამდენად შეუწყო ხელი მათ შემდგომ განვითარებას. ამას გარდა, ბლოკ-კურსების ფარგლებში უნდა მოხდეს კითხვარების გავრცელება, რისი მეშვეობითაც, მაგალითად შესაძლებელი იქნება აღნიშნულ კურსებზე თითოეული მონაწილის მიერ მიღებული ცოდნის დონის დადგენა.

 

რა ღონისძიებები არის დაგეგმილი საზოგადოებაში პროექტის ცნობადობის უზრუნველსაყოფად:
იმისათვის, რომ პროექტის ცალკეულმა ღონისძიებებმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრონ, მთელი პროექტის განმავლობაში იგეგმება კონტაქტი ქართულ მასმედიასთან (მაგ.: სატელევიზიო არხები, გაზეთები და ვებ-გვერდები). ერთის მხრივ IDFI ფლობს ბეჭვდითი და ციფრული პრესის მრავალრიცხოვან წარმომადგენლებთან კონტაქტებს, მეორეს მხრივ კი ინსტიტუტს წინა პროექტების ფარგლებში წარმატებით აქვს განხორციელებული მთელი რიგი საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიები (PR-კამპანიები).

 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მაქსიმალურად ფართო სპექტრის დაინტერესების გამოწვევასა და მათი ცოდნის გაღრმავებას სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებით, რათა ისინი მომავალში უფრო აქტიურად ჩაერთონ დისკუსიებში.

იხილეთ მეტი →
საქართველოს საჯარო დაწესებულებების პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულების შესრულების პრაქტიკის გაუმჯობესება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო 2014 $19,873.80

 

 

დონორი ორგანიზაცია: USAID კარგი მმართველობა საქართველოში (G3) პროგრამა

გრანტის მიმღები: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

პარტნიორი ორგანიზაცია: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

გრანტის No.: 493700.01-14-17-IDFI

კლიენტის No.: AID-114-TO-11-00001

MSI პროექტის No.: 493700.01

გრანტის ტიპი: ფიქსირებული ვალდებულების გრანტი

გრანტის რაოდენობა: GEL 34,779.14 (USD 19 873,80) 

პერიოდი: 25 სექტემბერი – 27 ნოემბერი, 2014

 

მიზნები

ამ გრანტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს სამთავრობო ინსტიტუტებს რათა ეფექტურად მართონ ინფორმაციის თავისუფლების ვალდებები, ასევე ჩართოს სამოქალაქო საზოგადოება მონიტორინგში და გაასაჯაროვოს ინფორმაცია ინფორმაციის თავისუფლების ვალდებულების განხორციელებისა და არსებული შეზღუდვების შესახებ.


საქმიანობები


1. საქართველოში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების კვლევა:
იმისათვის რათა შეფასდეს საჯარო სექტორის ონლაინ გამჭირვალობა IDFI გამოიკვლევს საქართველოს იმ სახელმწიფო დაწესებულებების ოფიციალურ ვებ გვერდებს, რომლებიც საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, ვალდებული არიან გამოაქვეყნონ ინფორმაცია მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის ფარგლებში.
კვლევის შედეგად მიღებული მონაცემებით გაირკვევა, რამდენად აკმაყოფილებენ სამიზნე დაწესებულებები მთავრობის დადგენილებით „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ განსაზღვრულ ვალდებულებებს.

 

2. საქართველოს მთავრობის მიერ ინფორმაციის თავისუფლების ვალდებულების დაცვის სტატისტიკური კვლევა:
საია შემდეგი დაწესებულებებისგან (საქართველოს სახელმწიფო კანცელარია, საქართველოს სამინისტროები, სახელმწიფო მინისტრთა აპარატები, საქართველოს პარლამენტი და საქართველოს უზენაესი სასამართლო) გამოითხოვს საჯარო ინფორმაციის ყველა მოთხოვნას, როგორც ელექტრონულს ასევე წერილობითს, რომელიც იქნა მიღებული 2013-2014 წლებში და ადმინისტრაციულ აქტებს რომელიც მოიცავს პასუხებს თითოეულ შემოსულ კითხვაზე.


არსებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, საია გამოყოფს დაწესებულების მიერ ყველაზე მოთხოვნად საკითხებს. ამგვარად, საზოგადოებრივი ინტერესის განსაზღვრით შესაძლებელი იქნება ელექტრონული გამჭვირვალობის პრაქტიკის შემდგომი განვითარებისთვის რეკომენდაციების შემუშავება. დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე გაცემული პასუხების გააანალიზებით კვლევითი ჯგუფი განსაზღვრავს იმ შესაძლო სფეროებს, რაც ამჟამად აფერხებს გამჭვრივალობასა და მოქალაქეზე ორიენტირებულ აქტივობებს, და საჭიროებს შემდგომ გაუმჯობესებას.


3. იმ 3 ქვეყნის გამოცდილების კვლევა, რომლებსაც აქვთ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გამოცდილება:
გარდა ამისა, IDFI წარმოადგენს კვლევას შემდეგი ქვეყნების (იტალია, ახალი ზელანდია, კანადა) მიერ ინფორმაციის თავისუფლების ვალდებულების განხორციელების შესახებ. გაეროს უკანასკნელი, 2014 წლის ელ-მმართველობის კვლევის თანახმად ამ ქვეყნებს გააჩნიათ უმაღლესი ქულა ელექტრონული ინფორმაციისა და ელექტრონული მმართველობის მაჩვენებლებში.


4. ფოკუს ჯგუფები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში:
იმისათვის რომ შეგროვდეს ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ურთიერთობის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ, და გათვალისწინებულ იყოს მათი პრაქტიკა და გამოცდილება, მოეწყობა სამი ფოკუს ჯგუფი: 2 თბილისში და 1 აჭარაში. ღონისძიებაზე იქნებიან მიწვეული არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.


5. სამუშაო შეხვედრა საჯარო ინფორმაციის გაცემის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ:
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ჩატარდება სამუშაო შეხვედრა, სადაც წარდგენილი იქნება ზემოაღნიშნული კვლევის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო მაგალითები და მოცემული იქნება სტატისტიკური და ფოკუს ჯგუფის დისკუსიების შეჯამებული დასკვნები.


6. რეკომენდაციები საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, IDFI და საია წარმოადგენენ რეკომენდაციების ნუსხას, რომლის მიზანიც იქნება ინფორმაციის თავისუფლების მხრივ პარტნიორი სახელმწიფო დაწესებულებების პრაქტიკის გაუმჯობესება. რეკომენდაციების პაკეტი გადაეცემა ყველა სამიზნე საჯარო დაწესებულებას.


აღებული ვალდებულებები:
პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების შდეგად:

  • გამოქვეყნდება კვლევა სამიზნე საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის თავისუფლების ვალდებულების შესრულების თაობაზე
  • მომზადდება პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ახალი ნუსხა
  • მომზადდება საჯარო ინფორმაციის შესახებ არსებული საერთაშორისო გამოცდილების კვლევა
  • შემუშავდება რეკომენდაციები სახელმწიფო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის თავისუფლების ვალდებულების შესრულების გაუმჯობესებისთვის

 

სამუშაო გეგმა:

 

 

პროექტის დეტალური ბიუჯეტი:

 

/public/upload/projects/IDFI-Budget-9-19-2014-UPD.pdf

 

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს სახელისუფლებო დაწესებულებებს, ეფექტურად მართონ ინფორმაციის თავისუფლების მხრივ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები, ჩართონ სამოქალაქო საზოგადოება ინფორმაციის თავისუფლების საკითხების განხორციელების მონიტორინგში, და გაასაჯაროვონო ინფორმაცია ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის განხორციელებისა და არსებული შეზღუდვების შესახებ. 

იხილეთ მეტი →
საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო 2014 0

IDFI ჩართულია პროექტში მოხალისე პარტნიორის სახით

ზოგადი ინფორმაცია

IREX-ის მიერ დაფინანსებული Beyond Access პროგრამა მუშაობს მსოფლიო მაშტაბით, რათა ხელი შეუწყოს ბიბლიოთეკების როლს განვითარების პროცესში.დეღესდღეობით, განვითარებად ქვეყნებში 230,000-ზე მეტი საჯარო ბიბლიოთეკაა, მათ შორის დაახლოებით 500-მდესაქართველოში.მათი, როგორც საინფორმაციო ცენტრის, ისტორიული როლისაჯარო ბიბლიოთეკებს აქცევს იდეალურპარტნიორად საქართველოს განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე, რაც გულისხმობს: საზოგადოებრივი ჯანდაცვის, განათლების, სოფლისმეურნეობის და სამოქალაქო ჩართულობის გაუმჯობესებას. მთავრობას ზემოხსენებული მიზნების მიღწევა შეუძლია ბიბლიოთეკებში ინვესტირებით და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე (ICT) ხელმისაწვდომობის მნიშვნელობის დემონსტრირების გზით.

 

განვითარების მიზნებს შორის, საქართველოს მთავრობამ აიღო ვალებულება უზრუნველყოს მოსახლეობის წვდომა საჯარო სერვისებზე. მიზნის მისაღწევად იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვთარების სააგენტომ შეარჩია ის ძირითადი სერვისები, რომლებიც მოსახლეობას უნდა მიეწოდოს ელექტრონულად. სოფლის მოსახლეობის უმრავლესობას კი შეზღუდულად ან საერთოდ არ გააჩნია აღნიშნულ საჯარო სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა. პრობლემის გადასაჭრელად Beyond Access და მისი პარტნიორები ახორციელებენ პროექტს „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“, რომლის მიზანია ისეთი ბიბლიოთეკის მოდელის პილოტირება,რომლის საშუალებითაც სოფლის მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა მიიღოს სერვისები და საჭირო ინფორმაცია.

 

 

პროექტის მიზნები

  • თანაბარი ხელმისაწვდომობა ინფორმაციასა დასერვისებზე,საჯარო სივრცის საშუალებით
  • ეკონომიკურიშესაძლებლობების განვითარება ყველა დონეზე
  • მოსახლეობის ონლაინჩართვა ადგილობივი მმართველობის საკითხებზეგადაწყვეტილების მიღების პროცესში

 

პროექტის ფაქტები

  • პროექტის პარტნიორები: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • 4 ბიბლიოთეკასთან მუშაობის მიზანია 20-30,000 ადგილობრივის აღნიშნულ პროცესებში ჩართვა
  • ახალი სერვისების განვითარება ბიბლიოთეკაში ინფორმაციაზე წვდომით და მთავრობის რესურსების გამოყენებით

 

ბიბლიოთეკების მოდერნიზაცია

პროექტის პირველ ეტაპზე პილოტირება მოხდება ორ სოფლის და ორ მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში. ოთხივე ბიბლიოთეკა განახლდება, აღიჭურვება კომპიუტერული ტექნიკითა და უკაბელო ინტერნეტით და ხელახლა გაიხსნება.განახლებულიბიბლიოთეკებიმომხმარებელს შესთავაზებს ღიადა სასიამოვნო გარემოს, შეხვედრების ოთახებს და ინტერნეტთან წვდომის პუნქტებს.ეს საშუალებას მისცემს ბიბლიოთეკებს ემსახუროს მოსახლეობის საჭიროებებს და გახდეს საზოგადოებრივი ჩართულობის ადგილი, სადაც მოსახლეობას შესაძლებლობაექნება, ადგილობრივი ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების დახელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, განიხილოს ადგილობრივი საჭიროებები.

 

ბიბლიოთეკარების ტრენინგი

ხიდისთავის, ნუკრიანის, ხულოს და ზუგდიდის ბიბლიოთეკები საჭიროებენისეთ „თანამედროვე“ ბიბლიოთეკარებს, რომლებიც არა მხოლოდ იცნობენ განახლებული ბიბლიოთეკების სერვისებს, არამედ შეუძლიათ დახმარება გაუწიონ ბიბლიოთეკის ვიზიტორებს აღნიშნული სერვისების ეფექტურად გამოყენებაში. პროექტის მონაწილეები გაივლიან შესაბამისი ტრენინგების სამ ფაზას. პირველ ფაზა მოიცავს ძირითადი საინფორმაციო ტექნოლოგიების უნარ-ჩვევების განვითარებას და ამ უნარ-ჩვევებისსხვებისთვის გადაცემის მეთოდოლოგიას. მეორე ფაზა მოიცავს ახალი სერვისების გაცემას - ელექტრონულ საჯარო სერვისების ჩათვლით. ბოლო ფაზა კი ითვალისწინებსტრენინგებს ინფორმაციისწვდომაზე და პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაზე. აღნიშნული ტრენინგების საშუალებით, მონაწილეებიშეძლებენთემისთვის სასარგებლო პროექტების შედგენასა და განხორციელებას. ტრენინგებს გაივლიან, როგორც მონაწილე ოთხი ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარები, ასევე ახლოს მდებარე ბიბლიოთეკების, ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები, რათა ყველა სფეროს წარმომადგენელმა მიიღოს სარგებელი.

 

მოსახლეობის დაკავშირება საჯარო სერვისებთან

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან და კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით, ბიბლიოთეკებს ექნებათ შესაძლებლობა გასცენ შერჩეული ელექტრონული სერვისები, ხელმისაწვდომი გახადონ მობილური კომპანიის და ბანკის სერვისები, მოიცვან ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის მოქალაქეობა და მიგრაცია, სოციალური დახმარების პროგრამები და სხვა. სოფელ ხიდისთავის და სოფელ ნუკრიანის ბიბლიოთეკები შეძლებენ შესაბამისი საჯარო სერვისების გაცემას, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მეშვეობით. გარდა იმისა, რომ ბიბლიოთეკარებს შესაძლებლობა ექნებათ დაეხმარონ ბიბლიოთეკის ვიზიტორებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში, პროექტში ჩართული ბიბლიოთეკარები ასევე იმუშავებენ ინფორმაციის საჭიროებების გამოვლენის მიმართულებით და ასწავლიან მომხმარებლებს,როგორ მოიძიონ აღნიშნული ინფორმაცია, შესაბამისი რესურსების გამოყენებით.

/public/upload/pdf/Memorandum-Of-Understanding-IDFI-IREX-PSDA-GLA.pdf

 

პროექტის პარგლებში განხორციელებული აქტივობების მოკლე მიმოხილვა იხილეთ ბმულზე

იუსტიციის მინისტრმა პროექტი „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისათვის“ შეაჯამა

მოქალაქის პორტალის პრეზენტაცია ნუკრიანის საზოგადოებრივ ცენტრში

„ერთად შევეგებოთ ევროპას“ ხიდისთავის საზოგადოებრივ ცენტრში

ტიერი მანდონმა სოფელი ნუკრიანის საზოგადოებრივი ცენტრი დაათვალიერა

სოფელ ნუკრიანში ახალი ტიპის საზოგადოებრივი ცენტრი და ბიბლიოთეკა გაიხსნა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ახალი ტიპის საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია 1) თანაბარი ხელმისაწვდომობა ინფორმაციასა დასერვისებზე, საჯარო სივრცის საშუალებით; 2) ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარება ყველა დონეზე; და 3) მოსახლეობის ონლაინ ჩართვა ადგილობივი მმართველობის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

იხილეთ მეტი →
ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება საქართველოში აშშ-ის საელჩო 2014-2015 $19,330

 

 

 

                                             USA FLAG

პროექტის  სახელწოდება: ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება

პროექტის დაფინანსება: საქართველოში აშშ-ის საელჩო

პროექტის ბიუჯეტი: 19 330 დოლარი

პროექტის ხანგრძლივობა: 1 აგვისტო, 2014 – 30 მარტი, 2015

 

პროექტის მოკლე აღწერა

 

პროექტი „ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება“ განიზრახავს ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების გაუმჯობესებას. განსაკუთრებით, პროექტის მიზანია გაიზარდოს სტუდენტების, ახალგაზრდა აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების ცნობიერება იმ თანამედროვე მექანიზმების შესახებ, რომლებიც საჭიროა მთავრობის ანგარიშვალდებულების მისაღწევად და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან პირდაპირი კონტაქტის დასამყარებლად. ასევე, იგი მიზნად ისახავს მათი პრაქტიკული უნარების განვითარებას.

 

ხსენებული მიზნების მისაღწევად, პროექტის გუნდი გეგმავს ახალგაზრდებისთვის ტრენინგების (თბილისი), და საქართველოს 10 რეგიონის ფართო საზოგადოებისთვის დისკუსიების მოწყობას და ამ გზით, საჯარო დაწესებულებების მაღალი ანგარიშვალდებულების და მოქალაქეების წინადადებებისა და უკუკავშირისადმი მათი გახსნილობის მიღწევას.

 

ტრენინგები მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • საჯარო ინფორმაციის ელექტრონული გამოთხოვნა;
  • საჯარო დაწესებულებების ელექტრონული საშუალებების (სოციალურ ქსელები, ვებ-გვერდები, ელ-ფოსტა, სადისკუსიო ფორუმები) ეფექტური ფუნქციონირების შემოწმებით სამთავრობო აქტივობების მონიტორინგის მეთოდოლოგია;
  • მთავრობის გასაკონტროლებლად ღია წყაროების გამოყენება.

ტრენერები სემინარების დროს გამოიყენებენ როგორც ფორმალური, ასევე, არაფორმალურ მეთოდებს. ტრენინგში მონაწილეობა უფასოა

 

საგანმანათლებლო აქტივობებთან ერთად, პროექტი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს პრაქტიკაში გამოიყენონ ახლადმიღებული ცოდნა, ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მუდმივი კონსულტაციების საფუძველზე ჩაატარონ საკუთარი მონიტორინგი და ამ დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით მოამზადონ ანალიტიკური სტატიები.

 

პროექტის სამიზნე აუდიტორიისა და გავლენის გასაზრდელად, IDFI გეგმავს 10 რეგიონში საჯარო დაწესებულებების ელექტრონული რესურსების მონიტორინგის შესახებ დისკუსიების ორგანიზებას. მსგავსი ღონისძიებები მოიცავს შემდეგ ქალაქებს: ახალციხე, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, თელავი, მარნეული, ოზურგეთი, რუსთავი, საგარეჯო, ქუთაისი. შეხვედრებისთვის გამოყენებული იქნება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები. დისკუსიაზე განიხილება ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის ურთიერთობასთან დაკავშირებული პრობლემები. მოწვეულნი იქნებიან მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საჯარო დაწესებულებების წარმომადგნელები. პროექტის საბოლოო პრეზენტაციაზე შეფასდება პროექტის შედეგები და დაჯილდოვდებიან საუკეთესო სტატიების ავტორები.

 

პროექტის დროითი ჩარჩო

პროექტის დროითი ჩარჩო

 

პროექტის ბიუჯეტი

Budget

საგრანტო ხელშეკრულება

როექტის მიზანია გაიზარდოს სტუდენტების, ახალგაზრდა აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების ცნობიერება იმ თანამედროვე მექანიზმების შესახებ, რომლებიც საჭიროა მთავრობის ანგარიშვალდებულების მისაღწევად და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან პირდაპირი კონტაქტის დასამყარებლად. ასევე, იგი მიზნად ისახავს მათი პრაქტიკული უნარების განვითარებას.

იხილეთ მეტი →
ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მონიტორინგი და მხარდაჭერა (2014-2015) ფონდი ღია საზოგადოება საქართველო 2014-2015 $60,645.04

პროექტის სახელწოდება: ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მონიტორინგი და მხარდაჭერა
პროექტის დაფინანსება: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო -OSGF
პროექტის ბიუჯეტი: 60 645,04 USD
პროექტის ხანგრძლივობა: 2014 წლის აპრილი - 2015 წლის იანვარი


პროექტის აღწერა:


2013 წლის განმავლობაში IDFI-ის აქტიური ჩართულობით და მონაწილეობით ციფრულ საეთერო მაუწყებლობასთან დაკავშირებით განხორციელდა ინტენსიური და იმ ეტაპისათვის უმნიშვნელოვანესი აქტივობები, თუმცა მიუხედავად არსებითი პოზიტიური ცვლილებებისა დემონოპოლიზაციის, დაშვების ტარიფების გამჭვირვალობის, რეგიონული მედიის ინტერესების გათვალისწინების, კონკურენტული და ღია საკონკურსო პროცედურების დანერგვის და სხვა მიმართულებით, პრობლემები კვლავ მრავლად რჩება. 2014 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო სტრატეგიაში, მცირე გამონაკლისების გარდა, აისახა ჩვენი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წინადადებები, რეკომენდაციები და შენიშვნები, თუმცა გარკვეული პრობლემები სტრატეგიული ამოცანების განსაზღვრის ეტაპზეც კვლავ რჩება. 

 

უმნიშვნელოვანესია ადვოკატირების ეტაპი, რადგან გარდა იმისა რომ უნდა მიღებულ იქნას მთელი რიგი გადაწყვეტილებები ბოლო მომხმარებლის მხარეს განსახორციელებელი აქტივობების მიმართულებით (ინფორმირება), უნდა მომზადდეს უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც კარდინალურად ცვლის მედია გარემოს ტექნოლოგიური და იურიდიულ ბაზისს. განსაკუთრებულ ყურადღებას და ჩართულობას მოითხოვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩასატარებელი კონკურის ციფრული მაუწყებლობის საეთერო პლატფორმის ოპერატორის შესარჩევად.


პრიორიტეტულია, რომ მჭიდროდ გაკონტროლდეს საქართველოში არსებული ეროვნული, ადგილობრივი და რეგიონული მაუწყებლების საეთერო სიგნალების ქსელთან წვდომის საკითხები, ე.წ. სისტემური და არასისტემური დაბრკოლებების გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის როლი. პროცესი, სამთავრობო გეგმის შესაბამისად უნდა დაიწყოს 2014 წელს. სრული კონკურენტული ბაზრის ფორმირება სავარაუდოდ უნდა დასრულდეს 2017 წლამდე, რამდენიმე ალტერნატიული ქსელის ფორმირებით, რა დროსაც საქართველოს მედია გარემოს სიჯანსაღისათვის უმნიშვნელოვანესია გაკონტროლდეს ციფრულ საეთერო ქსელთან დაშვების ტარიფები, დაშვების პირობების გამჭვირვალეობა და არადისკრიმინაციულობა, ისევე როგორც სამაუწყებლო კონტენტის ოპერატორების ტრანსლირებისთვის დადგენილი ტარიფების ხარჯებზე ორიენტირებულობა და გონივრულ

მომდევნო 7 თვიან პერიოდში, ვფიქრობთ, რომ საქართველოს ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მონიტორინგის კუთხით, პროექტის ფარგლებში მოცული იქნება შემდეგი მნიშვნელოვანი მიმართულებები:


- ციფრული საეთერო მაუწყებლობის პლატფორმაზე გადასვლის პროცესის დემოკრატიულ ჩარჩოებში და ქართული მედია ბაზრის ოპერატორების, ასევე ევროკავშირის დირექტივების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად წარმართვა, ხარვეზების გამოვლენა და ნაკლოვანებების აღმოფხვრის გზების განსაზღვრა;


- ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის ტექნიკური, კონკურენციის და ეკონომიკური მიმართულებების პრობლემური მხარეების და ბარიერების აღმოფხვრა;


- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, სსიპ "ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს" საქმიანობის მონიტორინგი, არსებული პრაქტიკის და პროცესის რეგულირებისთვის მიღებული სამართლებრივი აქტების კვლევა და რეკომენდაციების წარდგენა და ადვოკატირება. საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ წინადადებების წარდგენა საქართველოს პარლამენტისათვის და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთვის.

 

პროექტის ამოცანები:


პროექტით განსაზღვრულ პერიოდში, ქართული მედია გარემოს გაუმჯობესების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანია აქტივობები უნდა განხორციელდეს შემდეგი ოთხი მიმართულებით:


• ციფრული საეთერო მაუწყებლობის პლატფორმაზე გადასვლის პროცესის მონიტორინგი, ადვოკატირება და ხელშეწყობა რეკომენდაციების მომზადებით და წარდგენით, ასევე მაღალპროფესიონალური კვლევების საშუალებით,


• მოსახლეობის ინფორმირებულობის ხელშეწყობის კამპანიის მონიტორინგი და მხარდაჭერა, მისი რეალიზაციის ეფექტურობის კვლევა;


• ციფრული საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის ფაქტობრივი სამუშაოების კვლევა, შეფასება, რეკომენდაციების წარდგენა, განხორციელების ხელშეწყობა და ადვოკატირება;


• საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ "ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს", საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, შპს "საქართველოს ტელერადიო ცენტრის", სსიპ "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის" იმ აქტივობების მონიტორინგი, რომელიც უკავშირდება ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს. მათი პრაქტიკის და სამართლებრივი აქტების კვლევა და მონიტორინგი, რეკომენდაციების წარდგენა და ადვოკატირება;


• საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესთან დაკავშირებული 2014-2015 წლების საქმიანობის მონიტორინგი, რეკომენდაციების მომზადება და მათი იმპლემენტაციის ადვოკატირება.

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის ფარგლებში მოცული იქნება შემდეგი მნიშვნელოვანი მიმართულებები: 1) ციფრული საეთერო მაუწყებლობის პლატფორმაზე გადასვლის პროცესის დემოკრატიულ ჩარჩოებში და ქართული მედია ბაზრის ოპერატორების, ასევე ევროკავშირის დირექტივების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად წარმართვა, ხარვეზების გამოვლენა და ნაკლოვანებების აღმოფხვრის გზების განსაზღვრა; და 2) ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის ტექნიკური, კონკურენციის და ეკონომიკური მიმართულებების პრობლემური მხარეების და ბარიერების აღმოფხვრა.

იხილეთ მეტი →
ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგის პროცესში ჩართული ტაჯიკი სპეციალისტებისთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარება. ღია საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლობა - თანადგომის ფონდი ტაჯიკეთში 2014 $5,500

 

პროექტის სახელწოდება: ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგის პროცესში ჩართული ტაჯიკი სპეციალისტებისთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარება.

პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: ღია საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლობა - თანადგომის ფონდი ტაჯიკეთში

პროექტის ბიუჯეტი: 5 500,00 USD  

პროექტის ხანგრძლივობა: 2014 წლის 7 იანვარი - 2014 წლის 31 იანვარი

პარტნიორი ორგანიზაციები: ტაჯიკეთის ანტიკორუფციული განათლებისა და ხელშეწყობის ცენტრი

 

პროექტის აღწერა: პროექტის მიზანს წარმოადგენს ტაჯიკი სპეციალისტებისათვის საქართველოში კორუფციის დასაძლევად განხორციელებული რეფორმების, ანტიკორუფციული სტრატეგიის, ახალი პროექტების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება.

 

პროექტის აქტივობები: პროექტის ფარგლებში ტაჯიკეთის ანტიკორუფციული სტრატეგიის მონიტორინგის პროცესში ჩართული სპეციალისტები ეწვევიან თბილისს. დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება  შეხვედრები  საჯრო დაწესებულებების, არასმთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან. ტაჯიკი სპეციალისტები გაეცნობიან საჯარო სამსახურისა და ელექტრონული შესყიდვების სისტემის რეფორმისა და იუსტიციი სახლების კონცეფციას; მიიღებენ ინფორმაციას კორუფციის პრევენციისა და ადამიანურირესურსებისმართვის გაუმჯობესების მიზნით დანერგილ ელექტრონულ  პროექტებსა და განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე;  გაეცნობიან სამომავლო სტრატეგიას.

 

გაიმართება მრგვალი მაგიდა სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან საქართველოში კორუფციის დაძლევის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა და არსებული გამოწვევების შესახებ;

 

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანს წარმოადგენს ტაჯიკი სპეციალისტებისათვის საქართველოში კორუფციის დასაძლევად განხორციელებული რეფორმების, ანტიკორუფციული სტრატეგიის,ახალი პროექტების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება

იხილეთ მეტი →
საქართველოში სახელმწიფოს კუთვნილი საწარმოები და მათი ეფექტურობის კვლევა - ფოკუსი: სოფლის მეურნეობის სფერო აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტი / ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო 2013-2014 $43,052.10

      

 

პროექტის სახელწოდება: საქართველოში სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიები და მათი ეფექტურობის კვლევა - ფოკუსი: სოფლის მეურნეობის სფერო

პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა “საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში” (G-PAC)
პროექტის ბიუჯეტი: 43,052.10 აშშ დოლარი

პროექტის ხანგრძლივობა: 1 დეკემბერი, 2013 – 1 ივლისი, 2014;

პარტნიორები: გადასახადის გადამხდელთა კავშირი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

 

პროექტის აღწერა:

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გადასახადის გადამხდელთა კავშირთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის -“საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში” (G-PAC), ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს  კვლევას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სოფლის მეურნეობის საწარმოების ეფექტიანობის შესახებ.
პროექტის ფარგლებში შესწავლილი იქნება სოფლის მეურნეობის პროფილის სახელმწიფო საწარმოები, რომელშიც 50%-ზე მეტ წილს სახელმწიფო ფლობს. კვლევის მიზანია დადგინდეს ამ საწარმოების ეფექტიანობა და მათი არსებობის მიზანშეწონილობა. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, პროექტის ანალიტიკური გუნდი შეიმუშავებს რეკომენდაციების პაკეტს, რომელიც გადაეცემათ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს. პროექტის ფარგლებში მოხდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების მეტი გამჭვირვალობის ადვოკატირება.

 

პროექტის მიზანები:

  • გაზარდოს სექტორის გამჭვირვალობა და მოახდინოს საჯარო დისკუსიების ინიცირება პრობლემის ირგვლივ სახელმწიფო საწარმოთა როლის და ოპერირების მიზნების შესახებ. ეს დაეხმარებათ პასუხისმგებელ საჯარო მოხელეებს, ექსპერტებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს სწორი ანალიზი გააკეთონ სექტორის სამომავლო პოლიტიკის ფორმირების პროცესში.
  • შეისწავლოს სახელმწიფო საწარმოების წარსული და მიმდინარე ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც ხელს შეუწყობს საწარმოების უკეთეს მართვას და ამ საწარმოთა შესახებ სწორი და გონივრული გადაწყვეტილებების მიღებას.
  • მოამზადოს ბაზარზე არსებული ანალიზი სოფლის მეურნეობის სექტორში და გამოკვეთოს სახელმწიფო საწარმოების როლი ბაზრის კონკურენციის ჭრილში.
  • მოამზადოს რეკომენდაციების პაკეტი მთავრობისთვის სახელმწიფო საწარმოების შესახებ სამომავლო პოლიტიკის გატარების კუთხით.

 

პროექტის აქტივობები:

  • მოხდება აუდიტორული ანგარიშების შესწავლა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
  • ჩატარდება ინტერვიუები თანამდებობის პირებთან, საწარმოთა ხელმძღვანელებთან, ფერმერებთან კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტებთან თბილისსა და საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოები მდებარეობს.
  • ექსპერტებისთვის, გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და კერძო სექტორის წარმომადგნელებისთვის გაიმართება დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში.
  • პროექტის გუნდი შეისწავლის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების გამჭვირვალობის ზრდისთვის აუცილებელ სამართლებრივ საფუძვლებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს .
  • ჩატარდება შეხვედრები მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან, მათთვის პროექტის შედეგებისა და რეკომენდაციების გაცნობის მიზნით.

 

ხელშეკრულება 

 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია დადგინდეს სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობა და მათი არსებობის მიზანშეწონილობა. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, პროექტის ანალიტიკური გუნდი შეიმუშავებს რეკომენდაციების პაკეტს, რომელიც გადაეცემათ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს. პროექტის ფარგლებში მოხდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების მეტი გამჭვირვალობის ადვოკატირება.

 

იხილეთ მეტი →
საპილოტე საერთაშორისო კვლევა სახელისუფლებო დაწესებულებების ონლაინ ღიაობის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების ფონდი 2013-2014 0

  

პროექტის სახელწოდება: საპილოტე საერთაშორისო კვლევა სახელისუფლებო დაწესებულებების ონლაინ ღიაობის შესახებ
პროექტის დაფინანსება: მოხალისეობრივი პროექტი
პროექტის ბიუჯეტი: 0 დოლარი
პროექტის ხანგრძლივობა: დეკემბერი, 2013 - აგვისტო, 2014
კოორდინატორი ორგანიზაცია: ინფორმაციის თავისუფლების ფონდი (რუსეთის ფედერაცია)
პარტნიორი ორგანიზაციები: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ეროვნული უსაფრთხოების არქივი
«Lawtrend» - „სამართლებრივი ტრანსფორმაციის ცენტრი“

 

პროექტის აღწერა:


პროექტის ერთ-ერთი მიზანია შეიქმნას მთავრობის ღიაობის გაზომვის საერთაშორისო მექანიზმები. ამისთვის რუსეთის, საქართველოს, აშშ-სა და ბელარუსის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განახორციელეს საპილოტე კვლევა, რომელიც დაფუძნებული იყო სახელისუფლებო ვებ-გვერდების ღიაობის შესაფასებლად შექმნილ მანამდე გამოცდილ მეთოდზე. კვლევა დაფუძნებულია სხვადასხვა სახის პარამეტრებზე (ინფორმაციის კატეგორიაზე, რომელიც, შესაბამისი რეგულაციების და ექსპერტთა მოთხოვნის საფუძველზე, უნდა იქნას გამოქვეყნებული ვებ-გვერდებზე), რომლებიც დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით იზომება (ხელმისაწვდომობა, სრულყოფილების ხარისხი, მუდმივი განახლების ხარისხი, ნავიგაციის (ძებნის) სიმარტივე და ა.შ).


ინიციატივის მთავარი კოორდინატორი ორგანიზაცია გახლდათ რუსეთში დაფუძნებული, ინფორმაციის თავისუფლების ფონდი. უნდა აღინიშნოს, რომ 2004 წლიდან მოყოლებული ფონდი რუსეთის სახელისუფლებო დაწესებულებების ვებ-გვერდების აუდიტს ატარებს. ამასთანავე, 2010 წელს ორგანიზაციამ შექმნა ავტომატიზირებული საინფორმაციო სისტემა - „ინფომეტრი“, რომელიც შესაძლო შეცდომების მინიმუმამდე დაყვანით, ვებ-გვერდების შეფასების ოპტიმალურ ვარიანტს გვთავაზობს. სისტემას საფუძველად უდევს ფონდის მიერ შემუშავებული კომპიუტერული პროგრამა ღია კოდით, რომელსაც შეუძლია ვებ-კონტენტის ანალიზის სხვა კვლევის მეთოდოლოგიასთან ადაპტაცია და შესაბამისად, ხელმისაწვდომია სხვა ქვეყნებისთვისაც. კვლევის მეთოდოლოგიამ და ინფომეტრის სისტემამ მთავრობის ღიაობის შემოწმება ეფექტური გახადეს. რუსეთის მაგალითზე სისტემამ გაამართლა და ახლა მისი შესაბამისობა საერთაშორისო, შედარებითი კვლევით შემოწმდა.

საგრანტო ხელშეკრულება

მიზანია შეიქმნას მთავრობის ღიაობის გაზომვის საერთაშორისო მექანიზმები. ამისთვის რუსეთის, საქართველოს, აშშ-სა და ბელარუსის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განახორციელეს საპილოტე კვლევა, რომელიც დაფუძნებული იყო სახელისუფლებო ვებ-გვერდების ღიაობის შესაფასებლად შექმნილ მანამდე გამოცდილ მეთოდზე

იხილეთ მეტი →
საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge 2013-2015 ღია საზოგადოების ფონდები და ღია საზოგადოება საქართველოს ფონდი 2013-2015 $151,085

    

 

პროექტის დასახელება: საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge
პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: ღია საზოგადოების ფონდები (OSF) (75 542,5 USD) და ღია საზოგადოება საქართველოს ფონდი (OSGF) (75 543 USD)
მთლიანი ბიუჯეტი: $151 085
პროექტის ხანგრძლივობა: 1 ოქტომბერი, 2013 - 1 ოქტომბერი, 2015

 

პროექტის აღწერა: იდეის განხორცილება 2010 წელს დაიწყო საპილოტო პროგრამით „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - საჯარო ინფორმაციის რეესტრი“, რომელიც ორჯერ იქნა გახანგრძლივებული - 2011 წლის მარტსა და 2012 წლის ივნისში.

 

პროექტის მიზნები: პროექტის მიზანს წარმოადგენს ხელი  შეუწყოს ინფორმაციის თავისუფლების  განვითარებას, სახელისუფლებო პირების ანგარიშვალდებულების ზრდის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში  სამოქალაქო ჩართულობისა და  სახელმწიფოზე საჯარო მონიტორინგისა და კონტროლის მექანიზმების განვითარების გზით.

პროექტის ამოცანები:  პროექტში  „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge“ IDFI გამოყოფს სამ მთავარ ამოცანას:

  •       ცნობიერების ამაღლება (დაინტერესებული მხარეებისა და სამოქალაქო საზოგადოების)
  •       ადვოკატირების კამპანია (ინფორმაციის თავისუფლების აქტის (FOI) ცვლილებები)
  •       Watchdog აქტივობები

 

პროექტის აქტივობები:

 

1.1. კვლევითი აქტივობები: საჯარო ინფორმაციის ანალიზის გამოქვეყნება

 

პროექტის სამწლიანი გამოცდილება მიუთითებს  ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარებაზე (მაგ. „ინფორმაციის თავისუფლების გზამკვლევი“, 90-მდე სტატია Opendata-ს ბლოგზე, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რეგიონებზე გაცემული სპეციალური ტრანსფერების კვლევები, სერბეთისა და საქართველოს ინფორმაციის თავისუფლების აქტების (FOI)  საკანონმდებლო შედარება, კომისიონერი და საჯარო ინფორმაციის ღიაობა - მსოფლიო პრაქტიკის მიმოხილვა და სხვ), ასევე საჯარო ინტერესის ზრდაზე, მოსახლეობის მაღალ  ჩართულობასა და მედია საშუალებების მხარდაჭერაზე, IDFI მიზნად ისახავს პროექტის კვლევითი კომპონენტების გავრცობას. ამის მისაღწევად კი შემდეგი ნაბიჯები იქნება გადადგმული:

 

  •  ანალიტიკური ბლოგის მუდმივი განახლება
  •  მნიშვნელოვან საკითხებზე  ჩატარებული კვლევებისა და ანგარიშების გამოქვეყნება
  • მიმდინარე საკითხებზე პოლიტიკის ანგარიშების მომზადება
  • პოლიტიკის ანალიზისა და შეფასების მომზადება
  • გზამკვლევში ყველა საკანონმდებლო ცვლილებისა და სიახლის შეტანა

 

1.2.  საჯარო ცნობიერების ამაღლების კამპანია:

საჯარო ცნობიერების ამაღლების მიზნით IDFI აგრძელებს პროაქტიულ სტრატეგიებს, კერძოდ კი:

  1. სოციალური ქსელების გამოყენება (სიახლეების გაზიარება, Facebook, Twitter and opendatablog
  2. მედია ადვოკატირების კოალიციისა და სხვა არასამთავრობო კოალიციებისთვის ინფორმაციის მუდმივი მიწოდება და მათი ჩართულობის მხარდაჭერა
  3. არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა
  4. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები
  5. სამოქალაქო და რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა
  6. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა
  7. განხილვები ფოკუს ჯგუფებში
  8. შეხვედრები
  9. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებთან დაკავშირებული რჩევები (ვებ გვერდი, Opendata -ს ბლოგი, იმეილი, ტელეფონი, პირადი შეხვედრები და ა.შ)
  • ინფორმაციის გავრცელება-პოპულარიზაცია მოხდება შემდეგი წყაროების საშუალებით:
  • ინფორმაციის გაზიარება სოციალური ქსელებისა და საჯარო კვლევევის გამოყენებით;
  • დამატებული ინფორმაციის შესახებ ბაზის მომხმარებლების  ელექტრონული ინფორმირება;
  • საზოგადოებასთან საინფორმაციო შეხვედრების მოწყობა, ღონისძიებები საქართველოს რეგიონებში;
  • ბაზაში დამატებული ინფორმაციის გაზიარებისთვის, პროექტში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო რესურსების გამოყენება;
  • ელექტრონული ფოსტის საშუალებით მედიისა და პრესის ინფორმირება ბაზაში ატვირთული მონაცემების შესახებ;
  • არსებული პრობლემების, გამოცდილებისა და პროექტის განხორციელების პროცესში გაჩენილი ტენდენციების გაზიარების მიზნით პრეს-კონფერენციების, შეხვედრების, მრგვალი მაგიდებისა და დისკუსიების ორგანიზება;
  • ინფორმაციის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით საინფორმაციო ფლაერებისა და ვიდეოების მომზადება/გავრცელება;
  • ინტერნეტ სივრცეში მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებული სოციალური რეკლამების გავრცელება;
  • NGO-ების, ფონდებისა და ქსელებისთვის ინფორმაციის მიწოდება;

 

1.3.საგანმანათლებო აქტივობები:

პროექტის ფარგლებში  IDFI გეგმავს შეხვედრებს  რეგიონებში ადგილობრივ საზოგადოებასა და მედიის წარმომადგენლებთან.  მოსახლეობა ინფორმირებულ იქნება IDFI-ის აქტივობების შესახებ, პროექტის გუნდი დისკუსიებს გამართავს სახელმწიფო მოხეელეების ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობის, ასევე სამოქალაქო ჩართულობისა და სხვა მსგავსი მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო.  საჯარო ინფორმაციის მოწოდებაზე უარის თქმის ან მოთხოვნის დაიგნორების შემთხვევებში, IDFI დაეხმარება ადგილობრივ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შეადგინონ საჩივრის წერილები სახელისუფლებო ორგანოების წინააღმდეგ  და მონაწილეობას მიიღებს სასამართლო პროცესებშიც. ამ ტიპის აქტივობები დაეხმარება სამოქალაქო ჩართულობის ზრდასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესს.

 

2.1. სამართლებრივი პრაქტიკა და რეფორმები:

IDFI შეიტანს ადმინისტრაციულ სარჩელებს სახელისუფლებო უწყებების წინააღმდეგ ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმის ან უპასუხოდ დატოვების შემთხვევაში. რეზონასნული გახდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შემთხვევები (სასამართლო ინსტანციების ბოროტად გამოყენება და  გაზიარება). შემთხვევები აქტიურად იქნება გაშუქებული მედია საშუალებებისა და პრესის მიერ.

IDFI აქტიურად აგრძელებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებასა და ადვოკატირებას. 2013 წელი ერთ-ერთი კრიტიკული პერიოდი უნდა იყოს ამ თვალსაზრისით, რადგანაც მთავრობა „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში  გეგმავს საერთო ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის დახვეწას (ინფორმაციის თავისუფლება) და მასთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო აქტების გადახედვას. „ინფორმაციის თავისუფლების“ (FoI) დამოუკიდებელი კანონმდებლობისა და ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერის ინსტიტუტის შექმნის იდეა შეთავაზებულ იქნა IDFI-ს მიერ, და მათ გარშემო აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს. 2013 წელს ასევე მნიშვნელოვანი იქნება ელექტრონული გზით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და მიღების მონიტორინგი. ამ კუთხით, პროექტის გუნდი აქტიურად აგრძელებს რელევანტური კვლევების შესწავლას და ორგანიზებას უწევს შეხვედრებს.

კვლევის შედეგები და რეკომენდაციები სახელისუფლებო ორგანიზაციებს ინდივიდუალური შეხვედრების საშუალებით მიეწოდებათ. ასეთი, პირისპირ შეხვედრები იქნება ინტერაქციის უმთავრესი ფორმა რეკომენდაციების მიცემის პროცესში. კვლევის შედეგების უფრო დეტალური გამოქვეყნება მოხდება პრეზენტაციების დროს. რაც შეეხება საჯარო განხილვებსა და შეხვედრებს NGO-ებთან, მედია საშუალებებსა და სამიზნე ჯგუფებთან, მათ საშუალება მიეცემათ უფრო ღრმად გაერკვნენ პროექტის სპეციფიურ საკითხებში და უფრო მეტიც, ინფორმირებული იქნებიან წინასწარი შედეგებისა და/ან პროექტის მოლოდინების შესახებ.    

ეს შეხვედრები და დისკუსიები შეიძლება აგრეთვე დაყოფილ იყოს სამიზნე ჯგუფების მიხედვით, მაგ. NGO წარმომადგენლები, მედიის წარმომადგენლები, ან შეიძლება გაკეთდეს შერეული ჯგუფები. სახელისუფლებო წრეებიდან, კი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები იქნება მთავარი სამიზნე ჯგუფი.

 

2.2. ადვოკატირების სტრატეგიები: პოლიტიკის ცვლილებაში მონაწილეობა, არსებული ექსპერტული შეფასებების გამოყენება უკეთესად ინფომირებული პოლიტიკის გადაწყვეტილებებისთვის

IDFI საკჯარო სექტორში საკუთარი რეკომენდაციების რეკლამირების დიდი გამოცდილება აქვს, რაც განპირობებულია აქტიური დიალოგებითა და შეხვედრებით. წინა გამოცდილებაზე დაყრდნობით შგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები ყველა სახელისუფლებო ინსტიტუციისთვის საყურადღებო იქნება და ისინი აქტიურად ითანამშრომლებენ ჩვენთან. ასევე უმნიშვნელოვანესია, პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე გამოყენებული იყოს სამოქალაქო საზოგადოების არსებული გამოცდილება.

ასე რომ, შეხვედრები მიზნად დაისახავს სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებას და მათი მოსაზრებების მოსმენას გამოკვლეული და შემოწმებული მასალების თაობაზე. შეხვედრათა უმეტესობა რეგიონებში გაიმართება. გამოყენებულ იქნება ფოკუს ჯგუფის მეთოდი, რაც სხვადასხვა თემების მოკლე დროში განხილვის საშუალებას იძლევა. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები სამოქალაქო საზოგადოების მთავარი მოთამაშეები იქნებიან - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მედია, სტუდენტები, აქტივისტები და ა.შ. შედეგად IDFI მიიღებს განახლებულ ინფორმაციას იმ აქტუალური პრობლემებისა და საკითხების შესახებ, რომლებიც მეტ ყურადღებას საჭიროებენ, და რომელთა გარშემოც საჯარო ინფორმაცია იქნება გამოთხოვილი.

ასევე შეიქმნება ფლაერები, პუბლიკაციები, რეკლამები, სოციალური ვიდეოები-პროექტის შედეგების რეკლამირების მიზნით. ვიდეოები ფოკუსირებული იქნება მოქალაქეებისთვის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საშუალებების გაცნობაზე; ფლაერებში მოცემულ იქნება მოკლე ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის ინტერნეტ-მოთხოვნის უფლებებისა და საშუალებების შესახებ, პუბლიკაციებში კი კვლევის შედეგები უფრო დეტალურად იქნება გადმოცემული. რეკლამირების ისეთი საშუალებები, როგორიცაა ბლოგი, სოციალური ვიდეოები ან www.opendata.ge პროექტის შედეგების წარმოსაჩენად იქნება გამოყენებული. ასეთი ბანერები გამოყენებულ იქნება პროექტის უკეთესად რეკლამირებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებაში ცნობადობის ასამაღლებლად. რას შეეხება განვრცობის საშუალებებს, რეკლამები განთავსებულ იქნება პოპულარ ვებ-გვერდებზე, სოციალური  ვიდეოები აიტვირთება YouTube-ზე, ბლოგი, IDFI-ის ვებ-გვერდი, გაზიარებულ იქნება სოციალური მედიის დახმარებით. პუბლიკაციები და ფლაერები ხელმისაწვდომი იქნება პროექტის პრეზენტაციების დროს. ასევე, ფლაერები დარიგდება საჯარო თავშეყრის ადგილებში, ან სპეციალურ სამიზნე ადგილებში, მაგ. უნივერსიტეტებში.

 

3.1. კოალიციის აქტივობები: ვებ-გვერდის ტექნოლოგიური გაუმჯობესება

პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ღია საზოგადოების ინსტიტუტისა და ღია საზოგადოება საქართველოს ფონდის მიერ, და განხორციელებულია ადამიანის ულებათა ინფორმაციის და დოკუმენტირების საერთაშორისო სისტემის, მიერ (Human Rights Information and Documentation Systems, International (HURIDOCS)) მიერ, იგეგმება ტექნოლოგიური გაუმჯობესება, რაც გულისმობს NGO-ებისთვის (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, მწვანე ალტერნატივა), რომლებიც დაინტერესებულნი არიან საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით, შესაძლებლობის შექმნას თვითონ ატვირთონ საჯარო ინფორმაცია www.opendata.ge - ზე, ეს კი საჯარო მონაცემთა ბაზას, უნივერსალურ ელექტრონულ რესურსად გარდაქმნის. ამ კონცეფციის წარმატებული განხორციელების შემთხვევაში, საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა, საქართველოში ამ მიმართულებით მომუშავე NGO-ებისთვის მონაცემთა მიღების ერთობლივი რესურსი იქნება. მონაცემთა გაერთიანებულ ბაზად გარდაქმნა, საძიებო სისტემის გაუმჯობესება და სტატისტიკური მონაცემების ერთად თავმოყრა,  უფრო მეტად გაზრდის www.opendata.ge - ს მნიშვნელობას და გააძლიერებს ადვოკატირებისა და სტრატეგიულ მექანიზმებს, ორგანიზაციებისთვის რომლებიც პროექტში მონაწილეობენ.

 

3.2. ჯილდოები: ნომინაციები ყველაზე ანგარიშვალდებული და დახურული საჯარო დაწესებულებებისათვის

პროექტისა და მის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისადმი საჯარო, მედიისა და სახელმწიფო დაწესებულებების ინტერესის მისაპყრობად, ერთ-ერთი  საუკეთესო საშუალებაა ყველაზე ანგარიშვალდებული და დახურული  სახელისუფლებო დაწესებულებების დაჯილდოვება.

დაჯილდოვების ცერემონიალმა, რაც IDFI-ის მიერ 2012-ში იქნა შემოღებული ყველაზე ანგარიშვალდებული და დახურული საჯარო დაწესებულებების გამოსავლენად, დიდი საზოგაოდებრივი და მედია ინტერესი დაიმსახურა პროექტის შედეგების პრეზენტაციისას 2012 წლის 12 აპრილს. ხელისუფლების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ ცერემონიალს. 2013 წლის 12 სექტემბერს IDFI-მ 2012-2013 წლების შედეგებიდან გამომდინარე გამოავლინა ყველაზე ანგარიშვალდებული და დახურული სახელისუფლებო დაწესებულებები. IDFI გეგმავს დაჯილდოვების ტრადიციის გაგრძელებას, რამდენადაც ის ძალიან პრესტიჟული გახდა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით შეიძლება განხილულ იქნას როგორც დამატებითი სტიმული საჯარო მოხელეებისთვის. ამას გარდა, ინსტიტუტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს თანამშრომლობას იმ სახელმწიფო დაწესებულებებთან, რომლებმაც უაროფითი ჯილდო მიიღეს. ეს იქნება მათთვის დამატებითი სტიმული, სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის გამჭვირვალობის თვალსაზრისით გაიუმჯობესონ რეიტინგი და მდგომარეობა. დაჯილდოვების ცერემონიალის პრაქტიკა აქტიურად იქნა გამოყენებული პარტნიორი ორგანიზაციების მიერ (ეროვნული უსაფრთხოების არქივი - „როზმარის ჯილდო“ (Rosemary Award) და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პროგრამა - „ ოქროს გასაღები და ოქროს ბოქლომი“).

 

3.3. ორენოვანი FOI მონაცემთა ბაზის განვითარება

ვებ-გვერდზე ინფორმაციის მუდმივი განახლება პროექტის წარმატებულად განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ის ქმნის საფუძველს სხვა ანალიტიკური, ადვოკატირებისა და ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობებისთვის. დანერგილ პრაქტიკაზე დაყრდნობით გაგრძელდება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა საქართველოს საჯარო დაწესებულებებიდან (დაახლოებით 230 ადმინისტრაციული ორგანო).

მონაცემთა ბაზის ინფორმაციული შევსება მოხდება შემდეგი რესურსებით:

  1. FoI-ის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საჯარო ინფორმაციის შესწავლა და ვებ-გვერდზე განთავსება;
  2. ღია წყაროებიდან (საჯარო სამსახურის ბიუროსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს  ელექტრონული ვერსია);
  3. NGO-ებისა და მოქალაქეების მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის ატვირთვა (წყაროს მითითებით).

 

პროექტის მედია გაშუქება

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია ხელი  შეუწყოს ინფორმაციის თავისუფლების  განვითარებას, სახელისუფლებო პირების ანგარიშვალდებულების ზრდის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში  სამოქალაქო ჩართულობისა და  სახელმწიფოზე საჯარო მონიტორინგისა და კონტროლის მექანიზმების განვითარების გზით.

იხილეთ მეტი →
ინტერნეტ-თავისუფლების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოსა და სომხეთში 2013-2014 €18,400


        

პროექტის სახელწოდება: “კანონმდებლობის გაუმჯობესება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში”
პროექტის დაფინანსება: UშAID, დემოკრატიული მმართველობა საქართველოში  პროგრამა (G-3)
პროექტის ბიუჯეტი: 182 038,01ლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 2013 წლის ივნისი - 2014 წლის იანვარი
პარტნიორი ორგანიზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (თI) და ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMჩ) 
 
პროექტის აღწერა: “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) პროგრამის „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G-3)” ფარგლებში ახორციელებს კოალიციურ პროექტს: “კანონმდებლობის გაუმჯობესება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში”.
პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ეფექტური მექანიზმების და პროცესების დანერგვას, სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის თანამშრომლობის ხელშეწყობას და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა/მირების წესებსა და პროცედურების შესახებ. 
პროექტის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის, საკანონმდებლო გარანტიების, სამთავრობო სტრუქტურებისთვის ინფორმაციის თავისუფლების საპილოტე ვებ-გვერდების შექმნას,  საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირებისთვის ინფორმაციის გზამკლევის (სახელმძღვანელოს) გამოცემას, საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით  საქართველოში, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის  ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საგანმანათლებლო შეხვედრების ჩატარება. 
პროექტის ამოცანები: პროექტის ფარგლებში  IDFI, პარტნიორი ორგანიზაციების - თI, EMჩ, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დაეხმარება საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებით, შექმნას საჯარო ინფორმაციის გაცემის, პროაქტიული საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების გაუმჯობესებული და ეფექტური მექანიზმები. პროექტი ასევე ითვალისწინებს სხვადასხვა სოციალური ჯგუფების ინფორმირებას  და მათი ცნობიერების ამაღლებას გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. 
აღნიშნული ინიციატივით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ეძლევათ საშუალება ახლოს ითანამშრომლონ პრემიერ მინისტრის აპარატთან, იუსტიციის სამინისტროსა და სხვა სამთავრობო დაწესებულებებთან დისკუსიების ფორმატში. ასევე მოხდება საზოგადოებრივი დისკუსიების ორგანიზება მოქალაქეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მათი უფლებების შესახებ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით.  
მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მოქალაქეების ჩართულობა  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებში მნიშვნელოვანი პროცესია ასევე პარტნიორობა ღია მმართველობის საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. შედეგად, მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებები გამჭვირვალეობის და ანგარიშვალდებულების მოქალაქეებთან უკეთესი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაწილს წარმოადგენს. 
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები: 
•პარტნიორი ორგანიზაციების - თI, EMჩ, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების, დაინტერესებული ჯგუფების სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლის მიზანია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებისთვის ეფექტური რეკომენდაციებისა და სტრატეგიული გეგმის შემუშავება. 
•კონტრაქტორ Iთ კომპანიისთვის საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების       სარეკომენდაციო პაკეტის შემუშავება, რის მიხედვითაც 3 სამთავრობო ვებ-გვერდზე უზრუნველყოფილი იქნება საჯარო ინფორმაციის ქვე-გვერდების შექმნა და საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა დაინტერესებული პირებისთვის. 
•პრემიერ მინისტრის აპარატის, იუსტიციის სამინისტროსა და სხვა საჯარო დაწესებულებების საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირებთან  დისკუსიების ორგანიზება, დისკუსიებზე განხილული რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება პროექტის ფარგლებში შესამუშავებელ დოკუმენტებში.
•სამთავრობო დაწესებულებების საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირებს ჩაუტარდებათ ტრენინგები, ინფორმაციის თავისუფლების მექანიზმების, პროაქტიულად საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების, მოქალაქეთა მოთხოვნის შესაბამისად საჭირო პასუხების მომზადების საკითხებზე. 
•სხვადასხვა სოციალური ჯგუფების, გეოგრაფიული, გენდერული, ასაკობრივი და ეთნიკური ჭრილის გათვალისწინებით გაიმართება ვორქშოპი და დისკუსიები. აღნიშნული შეხვედრები ემსახურება, საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ინფორმაციის თავისუფლებისა და პარტნიორობა ღია მართველობის ფარგლებში პოპულარიზაციას. 

  

პროექტის  სახელწოდება: ინტერნეტ-თავისუფლების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში

პროექტის დაფინანსება: ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოსა და სომხეთში

პროექტის ბიუჯეტი: მთლიანი ბიუჯეტი 149.854 ევრო (IDFI-ის ბიუჯეტი - 18.400 ევრო)

პროექტის ხანგრძლივობა: 1 ივლისი, 2013 – 30 ივნისი, 2014

კოორდინატორი ორგანიზაცია: Stichting Free Press Unlimited

პარტნიორი ორგანიზაციები: Institute for Reporters' Freedom and Safety (IRFS), Azerbaijan 

Institute for Development of Freedom of Information (IDFI), Georgia

Georgia Yerevan Press Club (YPC), Armenia

 

პროექტის აღწერა: პროექტის ფარგლებში მედია ანალიტიკოსები, მედია სამართლის სპეციალისტები, ინტერნეტ-აქტივისტები და ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპერტები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ერთად იმუშავებენ იმისათვის, რომ უპასუხონ ინტერნეტის თავისუფლების გამოწვევებს სამხრეთ კავკასიაში. პროფესიონალთა ეს ჯგუფი დაკავშირებული იქნება სამ ადგილობრივ ორგანიზაციასთან, კერძოდ IRFS, IDFI და YPC.

 

პროექტის მიზანი:  პროექტი მიზნად ისახავს  ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობას სამხრეთ კავკასიაში კვლევის, მონიტორინგის, ადვოკატირებისა და ტრენინგების გზით. მისი მიზანია გააფართოვოს და გააძლიეროს სიტყვის თავისუფლება რეგიონული პლატფორმის ჩამოყალიბებით, რაც კამპანიებისა და ისტორიების გაზიარების მეშვეობით ხელს შეუწყობს დემოკრატიულ ცვლილებებს.

 

პროექტის ამოცანები:

  1. სამი პარტნიორი ორგანიზაციის უნარების გაძლიერება იმისათვის რომ გაწიონ ინტერნეტის განვითარებისა და თავისუფლების მონიტორინგი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში - არსებული ინფორმაციის მრავალფეროვნების გაფართოება მოქალაქეების გაძლიერებით დემოკრატიისა და გამჭვირვალობის ნაკლებობასთან ბრძოლაში.
  2. სამივე ქვეყნის ინტერნეტ-აქტივისტების, ბლოგერებისა და უფლებადამცველების შესაძლებლობების განვითარება და საშუალების მიცემა, გამოიყენონ ფართო გამოცდილება და ცოდნა თავისუფალი ინტერნეტის პრაქტიკის ხელშესაწყობად.
  3. რეგიონული პლატფორმის ჩამოყალიბება, რაც გააერთიანებს ცოდნას, ისტორიებს და კვლევას, გახსნის ყველა რეგიონულ წყაროს იმისათვის რომ გააძლიეროს ინტერნეტისადმი წვდომა, ინტერნეტ-წიგნიერება და ბიძგი მისცეს დემოკრატიულ ცვლილებებს.
საგრანტო ხელშეკრულება

პროექტი მიზნად ისახავს ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობას სამხრეთ კავკასიაში კვლევის, მონიტორინგის, ადვოკატირებისა და ტრენინგების გზით. მისი მიზანია გააფართოვოს და გააძლიეროს სიტყვის თავისუფლება რეგიონული პლატფორმის ჩამოყალიბებით, რაც კამპანიებისა და ისტორიების გაზიარების მეშვეობით ხელს შეუწყობს დემოკრატიულ ცვლილებებს.

იხილეთ მეტი →
კანონმდებლობის გაუმჯობესება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო 2013-2014 GEL182,038.01

 

პროექტის სახელწოდება: “კანონმდებლობის გაუმჯობესება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში”
პროექტის დაფინანსება: UშAID, დემოკრატიული მმართველობა საქართველოში  პროგრამა (G-3)
პროექტის ბიუჯეტი: 182 038,01ლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 2013 წლის ივნისი - 2014 წლის იანვარი
პარტნიორი ორგანიზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (თI) და ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMჩ) 
 
პროექტის აღწერა: “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) პროგრამის „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G-3)” ფარგლებში ახორციელებს კოალიციურ პროექტს: “კანონმდებლობის გაუმჯობესება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში”.
პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ეფექტური მექანიზმების და პროცესების დანერგვას, სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის თანამშრომლობის ხელშეწყობას და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა/მირების წესებსა და პროცედურების შესახებ. 
პროექტის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის, საკანონმდებლო გარანტიების, სამთავრობო სტრუქტურებისთვის ინფორმაციის თავისუფლების საპილოტე ვებ-გვერდების შექმნას,  საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირებისთვის ინფორმაციის გზამკლევის (სახელმძღვანელოს) გამოცემას, საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით  საქართველოში, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის  ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საგანმანათლებლო შეხვედრების ჩატარება. 
პროექტის ამოცანები: პროექტის ფარგლებში  IDFI, პარტნიორი ორგანიზაციების - თI, EMჩ, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დაეხმარება საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებით, შექმნას საჯარო ინფორმაციის გაცემის, პროაქტიული საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების გაუმჯობესებული და ეფექტური მექანიზმები. პროექტი ასევე ითვალისწინებს სხვადასხვა სოციალური ჯგუფების ინფორმირებას  და მათი ცნობიერების ამაღლებას გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. 
აღნიშნული ინიციატივით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ეძლევათ საშუალება ახლოს ითანამშრომლონ პრემიერ მინისტრის აპარატთან, იუსტიციის სამინისტროსა და სხვა სამთავრობო დაწესებულებებთან დისკუსიების ფორმატში. ასევე მოხდება საზოგადოებრივი დისკუსიების ორგანიზება მოქალაქეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მათი უფლებების შესახებ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით.  
მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მოქალაქეების ჩართულობა  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებში მნიშვნელოვანი პროცესია ასევე პარტნიორობა ღია მმართველობის საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. შედეგად, მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებები გამჭვირვალეობის და ანგარიშვალდებულების მოქალაქეებთან უკეთესი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაწილს წარმოადგენს. 
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები: 
•პარტნიორი ორგანიზაციების - თI, EMჩ, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების, დაინტერესებული ჯგუფების სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლის მიზანია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებისთვის ეფექტური რეკომენდაციებისა და სტრატეგიული გეგმის შემუშავება. 
•კონტრაქტორ Iთ კომპანიისთვის საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების       სარეკომენდაციო პაკეტის შემუშავება, რის მიხედვითაც 3 სამთავრობო ვებ-გვერდზე უზრუნველყოფილი იქნება საჯარო ინფორმაციის ქვე-გვერდების შექმნა და საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა დაინტერესებული პირებისთვის. 
•პრემიერ მინისტრის აპარატის, იუსტიციის სამინისტროსა და სხვა საჯარო დაწესებულებების საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირებთან  დისკუსიების ორგანიზება, დისკუსიებზე განხილული რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება პროექტის ფარგლებში შესამუშავებელ დოკუმენტებში.
•სამთავრობო დაწესებულებების საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირებს ჩაუტარდებათ ტრენინგები, ინფორმაციის თავისუფლების მექანიზმების, პროაქტიულად საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების, მოქალაქეთა მოთხოვნის შესაბამისად საჭირო პასუხების მომზადების საკითხებზე. 
•სხვადასხვა სოციალური ჯგუფების, გეოგრაფიული, გენდერული, ასაკობრივი და ეთნიკური ჭრილის გათვალისწინებით გაიმართება ვორქშოპი და დისკუსიები. აღნიშნული შეხვედრები ემსახურება, საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ინფორმაციის თავისუფლებისა და პარტნიორობა ღია მართველობის ფარგლებში პოპულარიზაციას. 
 
პროექტის სახელწოდება: “კანონმდებლობის გაუმჯობესება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში”
პროექტის დაფინანსება: USAID,  პროგრამა - დემოკრატიული მმართველობა  საქართველოში (G-3)
პროექტის ბიუჯეტი: 182 038,01ლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 2013 წლის ივნისი - 2014 წლის იანვარი
პარტნიორი ორგანიზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI) და ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 
 
პროექტის აღწერა: “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G-3)” ფარგლებში ახორციელებს კოალიციურ პროექტს: “კანონმდებლობის გაუმჯობესება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში”.
 
პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ეფექტური მექანიზმების და პროცესების დანერგვას, სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის თანამშრომლობის ხელშეწყობას და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა/მიღების წესებსა და პროცედურების შესახებ. 
 
პროექტი ითვალისწინებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის, საკანონმდებლო გარანტიების, სამთავრობო სტრუქტურებისთვის ინფორმაციის თავისუფლების საპილოტე ვებ-გვერდების შექმნას,  საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირებისთვის ინფორმაციის გზამკლევის (სახელმძღვანელოს) გამოცემას, საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით  საქართველოში, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის  ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საგანმანათლებლო შეხვედრების ჩატარება. 
 
პროექტის ამოცანები: პროექტის ფარგლებში  IDFI, პარტნიორი ორგანიზაციების - TI, EMC, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დაეხმარება საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებით, შექმნას საჯარო ინფორმაციის გაცემის, პროაქტიული საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების გაუმჯობესებული და ეფექტური მექანიზმები. პროექტი ასევე ითვალისწინებს სხვადასხვა სოციალური ჯგუფების ინფორმირებას  და მათი ცნობიერების ამაღლებას გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. 
 
აღნიშნული ინიციატივით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ეძლევათ საშუალება ახლოს ითანამშრომლონ პრემიერ მინისტრის აპარატთან, იუსტიციის სამინისტროსა და სხვა სამთავრობო დაწესებულებებთან დისკუსიების ფორმატში. ასევე მოხდება საზოგადოებრივი დისკუსიების ორგანიზება მოქალაქეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მათი უფლებების შესახებ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით.  
 
მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მოქალაქეების ჩართულობა  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებში მნიშვნელოვანი პროცესია ასევე პარტნიორობა ღია მმართველობის საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. შედეგად, მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებები გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების, მოქალაქეებთან უკეთესი თანამშრომლობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
 
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები: 
 
•პარტნიორი ორგანიზაციების - TI, EMC, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების, დაინტერესებული ჯგუფების სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლის მიზანია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებისთვის ეფექტური რეკომენდაციებისა და სტრატეგიული გეგმის შემუშავება. 
 
•კონტრაქტორი კომპანიისთვის საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სარეკომენდაციო პაკეტის შემუშავება, რის მიხედვითაც სამ სამთავრობო ვებ-გვერდზე უზრუნველყოფილი იქნება საჯარო ინფორმაციის ქვე-გვერდების შექმნა და საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა დაინტერესებული პირებისთვის. 
 
•პრემიერ მინისტრის აპარატის, იუსტიციის სამინისტროსა და სხვა საჯარო დაწესებულებების საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირებთან  დისკუსიების ორგანიზება, დისკუსიებზე განხილული რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება პროექტის ფარგლებში შესამუშავებელ დოკუმენტებში.
 
•სამთავრობო დაწესებულებების საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირებს ჩაუტარდებათ ტრენინგები, ინფორმაციის თავისუფლების მექანიზმების, პროაქტიულად საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების, მოქალაქეთა მოთხოვნის შესაბამისად საჭირო პასუხების მომზადების საკითხებზე. 
 
•სხვადასხვა სოციალური ჯგუფების, გეოგრაფიული, გენდერული, ასაკობრივი და ეთნიკური ჭრილის გათვალისწინებით გაიმართება ვორქშოპი და დისკუსიები. აღნიშნული შეხვედრები ემსახურება, საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ინფორმაციის თავისუფლებისა და პარტნიორობა ღია მართველობის ფარგლებში პოპულარიზაციას. 
 
საგრანტო ხელშეკრულება

პროექტი ითვალისწინებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის, საკანონმდებლო გარანტიების, სამთავრობო სტრუქტურებისთვის ინფორმაციის თავისუფლების საპილოტე ვებ-გვერდების შექმნას, საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირებისთვის ინფორმაციის გზამკლევის გამოცემას, საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით საქართველოში, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საგანმანათლებლო შეხვედრების ჩატარება.

იხილეთ მეტი →
საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო 2013 GEL11,400

    

როექტის სახელწოდება: “კანონმდებლობის გაუმჯობესება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში”
პროექტის დაფინანსება: UშAID, დემოკრატიული მმართველობა საქართველოში  პროგრამა (G-3)
პროექტის ბიუჯეტი: 182 038,01ლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 2013 წლის ივნისი - 2014 წლის იანვარი
პარტნიორი ორგანიზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (თI) და ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMჩ) 
 
პროექტის აღწერა: “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) პროგრამის „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G-3)” ფარგლებში ახორციელებს კოალიციურ პროექტს: “კანონმდებლობის გაუმჯობესება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში”.
პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ეფექტური მექანიზმების და პროცესების დანერგვას, სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის თანამშრომლობის ხელშეწყობას და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა/მირების წესებსა და პროცედურების შესახებ. 
პროექტის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის, საკანონმდებლო გარანტიების, სამთავრობო სტრუქტურებისთვის ინფორმაციის თავისუფლების საპილოტე ვებ-გვერდების შექმნას,  საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირებისთვის ინფორმაციის გზამკლევის (სახელმძღვანელოს) გამოცემას, საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით  საქართველოში, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის  ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საგანმანათლებლო შეხვედრების ჩატარება. 
პროექტის ამოცანები: პროექტის ფარგლებში  IDFI, პარტნიორი ორგანიზაციების - თI, EMჩ, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დაეხმარება საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებით, შექმნას საჯარო ინფორმაციის გაცემის, პროაქტიული საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების გაუმჯობესებული და ეფექტური მექანიზმები. პროექტი ასევე ითვალისწინებს სხვადასხვა სოციალური ჯგუფების ინფორმირებას  და მათი ცნობიერების ამაღლებას გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. 
აღნიშნული ინიციატივით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ეძლევათ საშუალება ახლოს ითანამშრომლონ პრემიერ მინისტრის აპარატთან, იუსტიციის სამინისტროსა და სხვა სამთავრობო დაწესებულებებთან დისკუსიების ფორმატში. ასევე მოხდება საზოგადოებრივი დისკუსიების ორგანიზება მოქალაქეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მათი უფლებების შესახებ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით.  
მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მოქალაქეების ჩართულობა  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებში მნიშვნელოვანი პროცესია ასევე პარტნიორობა ღია მმართველობის საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. შედეგად, მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებები გამჭვირვალეობის და ანგარიშვალდებულების მოქალაქეებთან უკეთესი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაწილს წარმოადგენს. 
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები: 
•პარტნიორი ორგანიზაციების - თI, EMჩ, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების, დაინტერესებული ჯგუფების სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლის მიზანია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებისთვის ეფექტური რეკომენდაციებისა და სტრატეგიული გეგმის შემუშავება. 
•კონტრაქტორ Iთ კომპანიისთვის საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების       სარეკომენდაციო პაკეტის შემუშავება, რის მიხედვითაც 3 სამთავრობო ვებ-გვერდზე უზრუნველყოფილი იქნება საჯარო ინფორმაციის ქვე-გვერდების შექმნა და საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა დაინტერესებული პირებისთვის. 
•პრემიერ მინისტრის აპარატის, იუსტიციის სამინისტროსა და სხვა საჯარო დაწესებულებების საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირებთან  დისკუსიების ორგანიზება, დისკუსიებზე განხილული რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება პროექტის ფარგლებში შესამუშავებელ დოკუმენტებში.
•სამთავრობო დაწესებულებების საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირებს ჩაუტარდებათ ტრენინგები, ინფორმაციის თავისუფლების მექანიზმების, პროაქტიულად საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების, მოქალაქეთა მოთხოვნის შესაბამისად საჭირო პასუხების მომზადების საკითხებზე. 
•სხვადასხვა სოციალური ჯგუფების, გეოგრაფიული, გენდერული, ასაკობრივი და ეთნიკური ჭრილის გათვალისწინებით გაიმართება ვორქშოპი და დისკუსიები. აღნიშნული შეხვედრები ემსახურება, საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ინფორმაციის თავისუფლებისა და პარტნიორობა ღია მართველობის ფარგლებში პოპულარიზაციას. 

პროექტის სახელწოდება: „საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება“

პროექტის დაფინანსება: USAID, დემოკრატიული მმართველობა საქართველოში პროგრამა (G-3)

პროექტის ბიუჯეტი: 11 400 GEL

პროექტის ხანგრძლივობა: 2013 წლის მაისი - 2013 წლის დეკემბერი

პროექტის განმახორციელებელი კონსორციუმი: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, SMART CONSULTING და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან მჭიდრო თანამშრომლობით


პროექტის აღწერა: პროექტის მიზანია საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში საჯარო სამსახურის თანამედროვე მოდელის ჩამოყალიბებას. კონცეფციის ანალიზს საფუძვლად უნდა დაედოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონი და ბოლო პერიოდში შექმნილი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის პროექტები. ანალიზის პროცესში გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა ორგანიზაციების პროექტების ფარგლებში საჯარო სამსახურის თაობაზე ჩატარებული ცალკეული კვლევის შედეგები. პროექტის ფარგლებში მოეწყობა შეხვედრები საჯარო სამსახურის სხვადასხვა დონის წარმომადგენლებთან მათი პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით.

პროექტის ფარგლებში უნდა გაანალიზდეს საჯარო სამსახურის განსხვავებული მოდელები, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ,,პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტს”, ტრადიციული ბიუროკრატიული მოდელის გვერდით უნდა გაანალიზდეს ,,მართვის ახალი მოდელის“ ძირითადი ასპექტები, პოლიტიკური ზეგავლენისაგან დამოუკიდებელი მართვის მექანიზმების შექმნის შესაძლებლობები, პროფესიული საჯარო მოხელის სამართლებრივი სტატუსისა და მისი სამართლებრივი დაცვის მექანიზმების განსაზღვრის გზები.

 

პროექტის ამოცანები: საჯარო სამსახურის კონცეფციამ უნდა შექმნას მყარი საფუძველი საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის შესამუშავებლად. საჯარო სამსახურის შესახებ ახალმა კანონმა უნდა განსაზღვროს საჯარო სამსახურის სისტემა, საჯარო სამსახურის კლასიფიკაცია, საჯარო სამსახურის გავლის წესი კარიერული პრინციპის შესაბამისად, საჯარო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის გარანტიები, საჯარო მოსამსახურეთა განათლების, მომზადებისა და გადამზადების სისტემა. საჯარო სამსახურის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით უნდა შეიქმნას შესაბამისი სამსახური, რომელიც აღჭურვილი იქნება რეალური უფლებამოსილებებით, რათა ხელი შეუწყოს მმართველობის ერთიანი სტანდარტების დანერგვას საჯარო სამსახურში.

კონცეფციაში მოცემული მოსაზრებები, წინადადებები და რეკომენდაციები, განხილვისა და შეთანხმების შემდეგ, რეალიზებული იქნება, როგორც საკანონმდებლო, ასევე კანონქვემდებარე აქტების საშუალებით.

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის ფარგლებში უნდა გაანალიზდეს საჯარო სამსახურის განსხვავებული მოდელები, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ,,პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტს”, ტრადიციული ბიუროკრატიული მოდელის გვერდით უნდა გაანალიზდეს ,,მართვის ახალი მოდელის“ ძირითადი ასპექტები, პოლიტიკური ზეგავლენისაგან დამოუკიდებელი მართვის მექანიზმების შექმნის შესაძლებლობები, პროფესიული საჯარო მოხელის სამართლებრივი სტატუსისა და მისი სამართლებრივი დაცვის მექანიზმების განსაზღვრის გზები.ბ

იხილეთ მეტი →
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მხარდაჭერა და მონიტორინგი საქართველოში ფონდი ღია საზოგადოება საქართველო 2013 $38,574.24

 

პროექტის სახელწოდება:„ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მხარდაჭერა და მონიტორინგი საქართველოში“

პროექტის დაფინანსება: ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“

პროექტის ბიუჯეტი:$38 574,24

პროექტის ხანგრძლივობა: 2013 წლის მარტი-დეკემბერი

 

პროექტის აღწერა:

 

საქართველოს მიერ საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებებით (ITU) ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ბოლო ვადად 2015 წლის 17 ივნისია განსაზღვრული. აღნიშნული ვალდებულება საქართველომ 2006 წელს აიღო, თუმცა რიგი მიზეზების გამო, თუ არ ჩავთვლით ბოლო ერთ წელს, არანაირი ქმედითი აქტივობა განხორციელებულია არ ყოფილა. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მაქსიმალურად ფორსირებულად არ მოახდენს ციფრულ მაუწყებლობაზე სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებას, და ზოგადად ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის დანერგვისათვის სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და მათ რეალიზაციას, მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, 2015 წლის ივნისის შემდეგ არსებული ანალოგური ტელევიზიის სადგურები აღარ იქნება სამართლებრივად დაცული მეზობელი ქვეყნების სადგურების ხელშეშლიდან. აღნიშნული წარმოქმნის დიდ პრობლემებს ბოლო მომხმარებლისათვის და ქვეყანაში სატელეკომუნიკაციო და მედია სექტორში მომუშავე კომპანიებისათვის.

 

საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს წარმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი, რომელიც სათანადო ყურადღებას არ ამახვილებს იმ საკითხებზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გაციფრულების წარმატებით განსახორციელებლად. პრობლემური მიმართულებებია ბოლო მომხმარებლების ინფორმირება და სუბსიდირება, ქვეყნის მედიის პლურალიზმისათვის უმნიშვნელოვანესი მცირე, რეგიონული და ადგილობრივი მაუწყებლების პრობლემების გათვალისწინება, პლატფორმათაშორისი და პლატფორმის შიდა კონკურენციის რეგულირება, ინვესტირების ხელშეწყობის წინაპირობების დადგენა და გათვალისწინება  და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

 

საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის ხელშეწყობის პროექტის მთავარი მიზანია, რომ  ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიამ სრულად და ყოველმხრივ მოიცვას ყველა ის პრობლემები, რომლებიც არსებული რეკომენდაციებით და სხვა ქვეყნების გამოცდილებით, საქართველოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, პირდაპირ უკავშირდება გაციფრულების პროცესს. პოლიტიკის დოკუმენტმა და განსახორციელებელმა ცვლილებებმა უნდა შექმნას პირობები და შესაძლებლობები  სამაუწყებლო მიწისზედა ტელევიზიის პროგრამები და სატელევიზიო კონტენტის გამრავალფეროვნებისათვის. აღნიშნულის ხელშესაწყობად უნდა განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს მომსახურების მიმღები მომხმარებლის მხარეს, რადგან სათანადო და ყოვლისმომცველი საინფორმაციო უზრუნველყოფის და რეგულირების გარეშე, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ანუ ანალოგური მაუწყებლობის გამორთვის შემდგომ, შესაძლოა მოსახლეობა უფასო საეთერო საზოგადოებრივი და კომერციული კონტენტის გარეშე, ანუ ტელევიზიის გარეშე დარჩეს.

 

პროექტის მიზანია უნივერსალური და საზოგადოების ყველა ჯგუფისათვის  მისაღები  სახელმძღვანელო პრინციპების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, რომელებმაც, სხვა საკითხების გარდა უნდა მოიცვას შემდეგი მიმართულებებს:

 

  • პირობების შექმნა და უზრუნველყოფა უფასო, უნივერსალური და  საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროგრამების, ისევე როგორც ეროვნული, რეგიონული ან ლოკალური დონის კომერციული მაუწყებლების მომსახურების გავრცელება და ხელმისაწვდომობა;
  • დამოუკიდებელი კონტენტ პროვაიდერებისათვის ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელთან დაშვების კონკურენტული პირობების უზრუნველყოფა, ასევე სამაუწყებლო ბაზრის ღიაობის და სატელევიზიო კონტენტის მრავალფეროვნების უზრუნველყოფა.

 

2013 წლის ბოლომდე დაგეგმილია საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება, მისი რეალიზაციის სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება, ჩართული  მხარეების განსახორციელებელი  სამუშაოების გათვალისწინებთ.

 

ჩვენი ორგანიზაცია ამ პროექტის ფარგლებში, პროცესში ჩართული იქნება ხუთი მთავარი მიმართულებით:

  • აქტიური მონაწილეობის მიღება საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის  ჩამოყალიბებაში;
  • საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება;
  • სახელმწიფოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტის შეფასება არსებულ გამოწვევებთან თანხვედრის მიმართებით, ასევე  2013 წელს განსახორციელებელი აქტივობების მჭიდრო მონიტორინგი, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისსტრატეგიის პოლიტიკის და გეგმის ნაკლოვანებების გამოსავლენად,
  • მოსახლეობის საინფორმაციო კამპანიის ხელშეწყობა;
  • გაციფრულების პოლიტიკის დოკუმენტში, ასევე სამოქმედო გეგმაში, არსებული  ფაქტობრივი მონაცემების ანალიზი და  რეკომენდაციების წარდგენა.

 

ორგანიზაციის აქტივობები განხორციელდება 2013 წლის მარტიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით.

 

პროექტის განხორციელების სტრატეგია:

 

  • ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭოს სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა;
  • ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის პრობლემური მიმართულებების ჩამოყალიბება;
  • ორგანიზაციის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პოლიტიკის დოკუმენტის გამოქვეყნება;
  • კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საკითხების განხილვა;
  • ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გეგმის მიმდინარეობის მონიტორინგი და პროცესის მიმდინარეობის შესახებ შუალედური ანგარიშების წარდგენა ორგანიზაციის ინტერნეტ გვერდზე;
  • სტრატეგიის პრობლემური მიმართულებების ხელშემწყობი ღონისძიებების მომზადება, ბოლო მომხმარებლების და ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა.

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობა:

 

 

  • ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის პროექტი სმომზადება და წარმოდგენა;
  • ეკონომიკურად და არაეკონომიკურად მოწყვლადი კატეგორიების კვლევა;
  • პლატფორმის შიდა კონკურენციის კვლევა და რეკომენდაციები მის უზრუნველსაყოფად;
  • ციფრულ  მაუწყებლობაზე  გადასვლისსამუშაო გეგმის კვლევა და შეფასება გამოწვევებთან მიმართებაში;
  • სტატიების გამოქვეყნება;
  • სახელმწიფო დახმარების სტრატეგიის პრეზენტაცია;
  • ბოლო მოხმარებების საინფორმაციო უზრუნველმყოფი კლიპის მომზადება და წარმოდგენა;
  • ბოლო მომხმარებლების საინფორმაციო კამპანიის გეგმის შეფასება;
  • ციფრული რისივერების კონცენტრაციის კვლევა მოსახლეობაში და საცალო ბაზარზე;
  • ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამართლებრივი საფუძვლების (ცვლილებების) კვლევა-წარმოდგენა;
  • ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის შეფასება  რეგიონული და ადგილობრივი მაუწყებლების ინტერესების გათვალისწინების კუთხით;
  • სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული ციფრულ მაუწყებლობაზეგადასვლისბიზნეს მოდელის შეფასება;
  • ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში განხორციელება.
საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია უნივერსალური და საზოგადოების ყველა ჯგუფისათვის მისაღები სახელმძღვანელო პრინციპების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, რომელებმაც, სხვა საკითხების გარდა უნდა მოიცვას შემდეგი მიმართულებებს: 1) პირობების შექმნა და უზრუნველყოფა უფასო, უნივერსალური და საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროგრამების, ისევე როგორც ეროვნული, რეგიონული ან ლოკალური დონის კომერციული მაუწყებლების მომსახურების გავრცელება და ხელმისაწვდომობა; 2) დამოუკიდებელი კონტენტ პროვაიდერებისათვის ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელთან დაშვების კონკურენტული პირობების უზრუნველყოფა, ასევე სამაუწყებლო ბაზრის ღიაობის და სატელევიზიო კონტენტის მრავალფეროვნების უზრუნველყოფა.

იხილეთ მეტი →
ახალი სახელმწიფოს წარსული მემკვიდრეობა სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი 2013 GEL44,000

პროექტის სახელწოდება: „ახალი სახელმწიფოს წარსული მემკვიდრეობა“(პუბლიკაცია: 1989-1991 წლებში საქართველოში განვითარებული მოვლენების ანალიზი)

პროექტის საერთო ბიუჯეტი: 44, 000 ლარი

პროექტის ხანგრძლივობა: მარტი 2013 - დეკემბერი 2013

პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი (dvv international)

 

საბჭოთა კავშირის დაშლიდან 20 წლის შემდეგაც კი სსრკ-ს არსებობის ბოლო წლები და საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლები პრაქტიკულად არაა შესწავლილი. ის სათანადო ასახვას ვერ ჰპოვებს სკოლის სახელმძღვანელოებსა და სამეცნიერო დისკუსიაში.

 

საზოგადოებისათვის პასუხგაუცემელი რჩება კითხვები:

 

1) როგორი იყო საზოგადოებრივი აზრი საბჭოთა კავშირის დაშლის და საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შესახებ;


2) იყვნენ თუ არა სახელმწიფოს სათავეში მოსული დისიდენტები მზად, დამოუკიდებელი საქართველოს სამართავად;


3) მოხდა თუ არა რეალურად 1990-იან წლებში საბჭოთა ელიტის ჩანაცვლება ახალი პოლიტიკური ძალით და  იბრძოდა თუ არა ე.წ. კომუნისტური ელიტა საკუთარი პრივილეგიების დასაბრუნებლად;


4) საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ შეიცვალა თუ არა ყოველდღიური ცხოვრება, თუ ის კვლავ „საბჭოური“ რჩებოდა?

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში (შსსა), რომელიც მოიცავს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და ყოფილი უშიშროების კომიტეტის არქივებს, IDFI-ის თანამშრომლები მოიძიებენ და გააანალიზებენ ამ პერიოდის შესახებ დაცულ საარქივო მასალებს და დოკუმენტებს;  მკვლევართა ჯგუფი მოიძიებს აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგაზეთო ფონდში დაცულ მასალებს; შეისწავლის ამ პერიოდში გამომავალ ჟურნალ-გაზეთებს და მათზე დაყრდნობით გააანალიზებს ქვეყანაში განვითარებულ სოციო-პოლიტიკურ ცვლილებებსა და ტრანსფორმაციას; ასევე კვლევის პროცესში დაგეგმილია  ზეპირი ისტორიების ჩაწერა ამ პერიოდის მოვლენების აქტიურ მონაწილეებთან. მკვლევარები გამოიყენებენ აგრეთვე ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის ეროვნული უსაფრთხოების არქივის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებს, რომლებიც ეხება აღნიშნულ ეპოქას.  

 

პროექტის ფარგლებში მოპოვებული მასალების საფუძველზე გამოიცემა პუბლიკაცია წიგნის სახით, რომელიც მოიცავს კვლევას და  ფოტო-დოკუმენტურ მასალას . 

 

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

IDFI-ის თანამშრომლები მოიძიებენ და გააანალიზებენ დაცულ საარქივო მასალებს და დოკუმენტებს, მკვლევართა ჯგუფი მოიძიებს აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგაზეთო ფონდში დაცულ მასალებს, შეისწავლის ამ პერიოდში გამომავალ ჟურნალ-გაზეთებს და მათზე დაყრდნობით გააანალიზებს ქვეყანაში განვითარებულ სოციო-პოლიტიკურ ცვლილებებსა და ტრანსფორმაციას, ასევე კვლევის პროცესში დაგეგმილია ზეპირი ისტორიების ჩაწერა ამ პერიოდის მოვლენების აქტიურ მონაწილეებთან. მკვლევარები გამოიყენებენ აგრეთვე ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის ეროვნული უსაფრთხოების არქივის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებს, რომლებიც ეხება აღნიშნულ ეპოქას.

იხილეთ მეტი →
ღია საზოგადოება ადამიანის უფლებები - სტაჟირება 2013 ფონდი ღია საზოგადოების ინსტიტუტი 2013 $8,625

პროექტის დასახელება: ღია საზოგადოება ადამიანის უფლებები - სტაჟირება 2013


დონორი ორგანიზაცია: ფონდი ღია საზოგადოების ინსტიტუტი (FOSI)


პროექტის ნომერი: OR2012-00558


საგრანტო თანხა: 8,625.00 აშშ დოლარი


პროექტის ხანგრძლივობა: 1 თებერვალი 2013 – 31 ივლისი 2013


პროექტის აღწერა


პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევა ეხება საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების სფეროსა და გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მთავრობის საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო და პრაქტიკული პრობლემების შედარებით ანალიზს საერთაშორისო სტანდარტებთან, განსაკუთრებით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტულ საქმეებთან და სხვადასხვა სახელმწიფოების საუკეთესო პრაქტიკასთან.


კვლევა მოიცავს საქართველოს რეალობაში არსებულ შემდეგ პრობლემურ საკითხებს: საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, სახელმწიფო ბიუჯეტისა და მთავრობის ფინანსების გამჭვირვალობა, საჯარო მოხელეების ანგარიშვალდებულება, პირადი ინფორმაციის საკითხები, მონაცემების დაცვის პრობლემები და სხვა. ეს საკითხები გაანალიზდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და დეტალურად, საქართველოში არსებული რეალობის გათვალისწინებით.


კვლევაში გამოყენებული იქნება სხვადასხვა სახის მეთოდოლოგია. ძირითადად, იგი ორიენტირებული იქნება შედარებითი მეთოდის გამოყენებაზე, რათა აჩვენოს საქართველოში არსებული რეგულაციების დადებითი და უარყოფითი მხარეები, მსგავსებები და განსხვავებები სხვა ქვეყნების პრაქტიკასთან. კვლევაში ასევე იქნება გამოყენებული აღწერილობითი და ანალიტიკური მეთოდები.


კვლევის მიზანია, შეიქმნას ბლოგი, სადაც გამოქვეყნდება შედარებითი ანალიზის შედეგები, და, ასევე, მომზადდეს ანგარიშები საკვლევ საკითხებზე. ბლოგი შეეცდება უპასუხოს ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში. გარდა ამისა, იგი შედარებითი პერსპექტივიდან განიხილავს ამ სფეროში არსებულ რეალურ პრობლემებს. მომზადებული ანგარიშები ორიენტირებული იქნება საქართველოსთვის რეკომენდაციების მომზადებაზე საერთაშორისო, განსაკუთრებით კი ევროპულ, სტანდარტებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით.


კვლევის შედეგები განთავსდება IDFI-ის ვებ-გვერდზე (www.idfi.ge) და გამოქვეყნდება სოციალურ ქსელებში. მათი მიზანი იქნება, დაიწყოს აქტიური დისკუსია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ინფორმაციის თავისუფლება, ანგარიშვალდებულება, ადმინისტრაციული ხარჯების გამჭვირვალობა და სხვა. ანგარიშები გამოადგება ყველა მოქალაქეს იმის გასაგებად, თუ რა ვითარებაა საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებთან შედარებით და ასევე იმათაც, ვინც მუშაობს ამ სფეროში, რათა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე დაიცვან ინფორმაციაზე წვდომის უფლება.


გარდა ამისა, სტაჟიორი დაეხმარება IDFI-ის გუნდს ადმინისტრაციულ საჩივრების მომზადებაში იმ უწყებების წინააღმდეგ, რომლებიც უარს ამბობენ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ან არ პასუხობენ შესაბამის მოთხოვნებს. სტაჟიორი ასევე მიიღებს მონაწილეობას სასამართლო დავებში და დაიცვას IDFI-ის ინტერესებს სასამართლო პროცესების დროს.

 

ბიუჯეტი

 

 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევა ეხება საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების სფეროსა და გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მთავრობის საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო და პრაქტიკული პრობლემების შედარებით ანალიზს.

იხილეთ მეტი →