პროექტები

2018-2022 წლებში, ორგანიზაცია NGOsource შეამოწმა IDFI-ის ფინანსური და ორგანიზაციული გამართულობა და შედეგად IDFI-ს აშშ-ის საზოგადოებრივი ორგანიზაციის ეკვივალენტობის სერტიფიკატი მიანიჭა. შედეგად, IDFI შევიდა სპეციალურ სიაში, საიდანაც აშშ-ის გრანტის გამცემ ორგანიზაციებს შეუძლიათ გაეცნონ IDFI-ის ფინანსურ და ორგანიზაციულ გამართულობას და დამატებითი შემოწმების გარეშე გამარტივებული და სწრაფი პროცედურით გადასცეს ორგანიზაციას გრანტი.

პროექტი დონორი პერიოდი თანხა ხელშეკრულება
DRIVE: ციფრულად მოწყვლადი მოქალაქეების საჭიროებების კვლევა უკრაინასა და საქართველოში ელექტრონული მმართველობის აკადემია (eGA) / Luminate 2021-2023 €30,107.00

 

 

               

 

 

 

პროექტის სახელწოდება: DRIVE: ციფრულად მოწყვლადი მოქალაქეების საჭიროებების კვლევა (უკრაინასა და საქართველოში)

დონორი ორგანიზაცია: ელექტრონული მმართველობის აკადემია (eGA) და Luminate, გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია

სრული ბიუჯეტი: 30,107.00 ევრო

ხანგრძლივობა: სექტემბერი 1, 2021 წელი - აგვისტო 31, 2023 წელი

 

პროექტის აღწერა

 

გასულ წელს, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობამ უპრეცედენტო მასშტაბებით დაიწყო ციფრული და ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება ყველა სექტორში. ასეთმა სწრაფმა განვითარებამ მრავალი გამოწვევა წარმოშვა. ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს მიმდინარე განვითარებასთანმოქალაქეების ჩამორჩენის რისკი. ამ უპრეცედენტო ტემპმა შესაძლოა გამოიწვიოს მარგინალიზებული მოქალაქეების ახალი ჯგუფის ჩამოყალიბებაც. ინოვაცია არ უნდა იყოს მიმართული მხოლოდ ტექნოლოგიურად განხორციელებადი განვითარებისკენ, არამედ უნდა ითვალისწინებდეს თუ რა არის საზოგადოებისთვის საჭირო და სასურველი. ამიტომ აუცილებელია მოქალაქეების ჩართულობა, განსაკუთრებით კი ციფრული ჩართულობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში იმ სექტორებში, სერვისებსა და ეკოსისტემებში, რომლებიც გავლენას ახდენენ მათ ცხოვრებაზე.

 

პროექტ DRIVE-ის მიზანია უკრაინასა და საქართველოში მოწყვლად მოქალაქეთა ჯგუფებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, საჭირო პირობების შექმნით, ცნობიერების ამაღლებით და უნარ-ჩვევების განვითარებით, რათა მათ შეძლონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ციფრულად ჩართვა და ჰქონდეთ სერვისებზე ციფრული წვდომა.

 

მიუხედავად იმისა, რომ მრავალმა სხვადასხვა ფაქტორმა შეიძლება ხელი შეუწყოს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ციფრულ ჩართულობას, პროექტი DRIVE იქნება ორიენტირებული მხოლოდ ერთზე: საჯარო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ცნობიერების ამაღლება ციფრულად მოწყვლადი ჯგუფებისა და მათი საჭიროებების შესახებ, რათა უკეთესად შეძლონ ამ ჯგუფებთან მუშაობა ციფრული უთანასწორობის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად. ამისთვის, პროექტი ორიენტირებული იქნება ორ კონკრეტულ შედეგზე: პირველი, საჯარო უწყებები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები იცნობენ ციფრულად მოწყვლად მოქალაქეებს (DVC) და აცნობიერებენ მათ საჭიროებებს ციფრული წიგნიერებისა და ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით (ინსტრუმენტები და უნარები) და მეორე, მათ შეუძლიათ ითანამშრომლონ ხარვეზების და გამოწვევების გადაჭრის გზებზე და დანერგონ გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და მონაწილეობითი ელექტრონული მმართველობის საშუალებები (მაგ. ახალი მექანიზმები, ელექტრონული პლატფორმები და ა.შ.). გარდა ამისა, ელექტრონული მმართველობის აკადემიასა (ესტონეთი) და ადგილობრივ პარტნიორებს (საქართველო და უკრაინა) შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა ადგილობრივმა პარტნიორებმა გააგრძელონ მუშაობა პროექტის მიზნებზე, შეძლონ საჭირო დაფინანსების მოძიება (ევროკავშირის და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი პროექტები) სამოქმედო წინადადებებისთვის.

 

 

პროექტის აქტივობები:

 

I ეტაპი: მოსამზადებელი აქტივობები

II ეტაპი: პრაქტიკული აქტივობები შემუშავებული რეკომენდაციების განსახორციელებლად

 - ტრენინგები და სამოქმედო ინიციატივების შეთავაზება

 - საპილოტე პროექტი ან სამოქალაქო ჩართულობა/ტექ-ინიციატივები დარეგიონული

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტ DRIVE-ის მიზანია უკრაინასა და საქართველოში მოწყვლად მოქალაქეთა ჯგუფებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, საჭირო პირობების შექმნით, ცნობიერების ამაღლებით და უნარ-ჩვევების განვითარებით, რათა მათ შეძლონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ციფრულად ჩართვა და ჰქონდეთ სერვისებზე ციფრული წვდომა.

იხილეთ მეტი →
ორგანიზაციული გრანტი Luminate 2022-2023 $200,000

 

 

პროექტის სახელწოდება: ორგანიზაციული მხარდაჭერა
დონორი ორგანიზაცია: Luminate, გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია
გრანტის ოდენობა: 200,000 აშშ დოლარი
გრანტის ხანგრძლივობა: იანვარი 13, 2022 – დეკემბერი 31, 2023

 

პროექტის მიზნებია:

 

 - IDFI გააგრძელებს საჯარო დანახარჯებისა და კარგი მმართველობის მიმართულებით საზედამხედველო საქმიანობას, ასევე, ანალიტიკური აქტივობების განხორციელებას.

 

 - IDFI აწარმოებს საჯარო შესყიდვების, საჯარო ფინანსებისა და სამთავრობო პროგრამების სისტემური მონიტორინგს საქართველოში.

 

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

IDFI აწარმოებს საჯარო შესყიდვების, საჯარო ფინანსებისა და სამთავრობო პროგრამების სისტემური მონიტორინგს საქართველოში.

იხილეთ მეტი →
სტალინის გარშემო არსებული დეზინფორმაციისა და ნოსტალგიის დაძლევა: ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის - ეტაპი 1 Georgian Information Integrity Program(GIIP) / USAID 2022 GEL 23,460

 

 

პროექტის სახელწოდება: სტალინის გარშემო არსებული დეზინფორმაციისა და ნოსტალგიის დაძლევა: ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის - ეტაპი 1
დონორი ორგანიზაცია:  Georgian Information Integrity Program(GIIP) / USAID 
ბიუჯეტი: 23,460 ლარი
ხანგრძლივობა: 12.01.2022 -  31.03.2022

 

დეზინფორმაციული ნარატივები, რომლებიც შიდა ქართლში სტალინის მიმართ სენტიმენტებსა და ნოსტალგიას ეფუძნება, თაობიდან თაობას გადაეცემა და კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონის იდენტობის ჩამოყალიბებაში. სტალინის კულტის მუდმივი ინსტრუმენტალიზაციის გამო, რეგიონი კვლავ საზრდოობს სტალინის გარშემო არსებული მითებით.

 

ზემოაღნიშნული გამოწვევის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ სტალინისა და საბჭოთა პერიოდის მიმართ გაღრმავებული ნოსტალგიის დეესკალაციას და ხელი შევუშალოთ ამ შეხედულებების მომავალი თაობებისთვის, ყოველგვარი კრიტიკული მიდგომის გარეშე, გადაცემას. გორის, როგორც შიდა ქართლის ცენტრის, ისტორიული იდენტობა მკვეთრად არის გადაჯაჭვული სტალინის ფიგურასთან, რომელიც  ხელს უშლის რეგიონის განსხვავებული ისტორიული როლის ან ტურისტული პოტენციალის განვითარების ალტერნატიულ განვითარებას.

 

ქალაქის პრესაბჭოთა ისტორიული წარსულის ხაზგასმით, ამ პერიოდის ისტორიის აღდგენითა და რეგიონის ცენტრალური ქალაქისთვის (გორი) „იდენტობის რუკის“ შექმნით, პროექტი მიზნად ისახავს ახალი იდენტობისა და პოზიტიური თვითიდენთიფიკაციის განსხვავებული წყაროს შექმნას. პროექტი არა მხოლოდ ახალი იდეების შეთავაზებას გულისხმობს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ ასევე მოიაზრებს მათი, როგორც პროექტის მთავარი აუდიტორიის, ამ განახლებული ნარატივის შექმნაში და შენარჩუნებაში ჩართვას.

 

შეიქმნება, საარქივო მასალებზე და ისტორიულ ანალიზზე დაფუძნებული, ქალაქის ახალი „იდენტობის რუკა“, რომელიც ხაზს გაუსვამს გამორჩეულ ისტორიულ მომენტებსა და ფიგურებს, როგორც ქალაქის უნიკალურობისა და მდიდარ ისტორიის მახასიათებლებს. 

 

პროექტი ასევე ხელს შეუწყობს თაობათაშორის დიალოგს, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჩართვას თავიანთი ქალაქის, მისი უნიკალური ისტორიისა და ალტერნატიული იდენტობის განხილვაში. “იდენტობის რუკა“ და შესაბამისი საინფორმაციო ბანერები ქალაქის გარშემო და ვირტუალურ სივრცეში იქნება საწყისი წერტილი დიალოგის დასაწყებად.

 

პროექტის მიზნები:

 

- გორის/შიდა ქართლის ალტერნატიული ისტორიის შესახებ ცნობიერების გაზრდასა და   სტალინის ფიგურის ჩანაცვლებაში წვლილის შეტანა;

 

- რეგიონის/ქალაქის ისტორიასთან დაკავშირებული საარქივო მასალების მოძიება, ანალიზი, ინტერპრეტაცია და ვიზუალიზაცია;

 

- ახალი ქალაქის ისტორიაზე დაფუძნებული  “იდენტობის რუკის“ შექმნა, რომელიც გარკვეულწილად ჩაანაცვლებს სტალინის ფიგურას, როგორც ქალაქის სიამაყის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს;

 

- ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა ქალაქის იდენტობის შესახებ დისკუსიაში; 

 

- აქამდე უცნობი ადამიანების, ტრავმისა და ტრიუმფის მეხსიერების ადგილებისა და მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტების აღნიშვნა და ხაზგასმა; 

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები:

 

- შიდა ქართლისა და მისი მცხოვრებთა ისტორიის, მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენებისა და ადგილების კვლევა;

 

- მოსახლეობის ნაწილისგან ზეპირი ისტორიების შეგროვება კონკრეტულ საკითხებსა და პიროვნებებზე;

 

- ონლაინ და ფიზიკური პლატფორმების იდენტიფიცირება, სადაც უნდა  განთავსდეს გამოკვლეული და დამუშავებული ინფორმაცია;

 

- ადგილობრივ ხელისუფლებასთან კომუნიკაცია, საჭირო ნებართვების მოპოვება;

 

პროექტის აქტივობები

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის ფარგლებში შეიქმნება, საარქივო მასალებზე და ისტორიულ ანალიზზე დაფუძნებული, ქალაქის ახალი „იდენტობის რუკა“.

იხილეთ მეტი →
მედიის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ღია საზოგადოების ფონდი 2022 $ 14 000

 

 

 

პროექტის სახელწოდებამედიის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება
დონორი ორგანიზაცია: ღია საზოგადოების ფონდი
ბიუჯეტი: 14 000 აშშ დოლარი
ხანგრძლივობა: იანვარი 1, 2022 წელი - სექტემბერი 30, 2022 წელი

 

პროექტის აღწერა

 

პროექტის მიზანია მედიის საჯარო ინფორმაციაზე წვდომის ხარისხის გაუმჯობესება და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეწყობა.

 

მიზნის მისაღწევად, IDFI განახორციელებს მედიისა და ჟურნალისტების სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. სამართლებრივი დახმარების პროცესში გამოიკვეთება სისტემური პრობლემები, რომლებიც აბრკოლებს ჟურნალისტთა ხელმისაწვდომობასსაჯარო ინფორმაციაზე. სისტემური პრობლემების გადაჭრის მეთოდების ადვოკატირება განხორციელდება სხვადასხვა მეთოდებით, მათ შორის, სტრატეგიული სამართალწარმოებისა და კოალიცია მედიის ადვოკატებისთვის (შემდგომ: მედიაკოალიცია) თანამშრომლობით.

 

პროექტის ბენეფიციარები იქნებიან მედია-საშუალებები (იგულისხმება როგორც რეგიონალური ისე ეროვნული ტელე, ისე რადიო და ონლაინ-მედია საშუალებები) და ინდივიდუალური ჟურნალისტები. პროექტის ფარგლებში ჟურნალისტებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ სრული და კვალიფიციური სამართლებრივი დახმარებით. მიზნების მისაღწევად, IDFI ითანამშრომლებს მედიაკოალიციასთან, რომელთან თანამშრომლებით მოხდება სისტემური პრობლემების იდენტიფიცირება და ცვლილებების ადვოკატირება.

 

პროექტის ფარგლებში განხორციელდება სპეციფიკურად ჟურნალისტებზე მორგებული სამართლებრივი დახმარება და პრაქტიკულ-სამართლებრივი პრობლემების “მაპინგი”, რომლებსაც ჟურნალისტები საჯარო ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით აწყდებიან.

 

პროექტის ძირითადი აქტივობები

 

-  სრული სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფა ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. (განცხადებების, საჩივრებისა და სარჩელების მომზადება, სამართლებრივი წარმომადგენლობა);

 

-  სტრატეგიული სამართლებრივი ან/და არასამართლებრივი რეაგირება გამოვლენილ სისტემურ პრობლემებზე;

 

-  გამოვლენილი პრობლემების დოკუმენტირება. სამოქალაქო საზოგადოების, სახალხო დამცველის, სახელმწიფო ორგანოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება.

 

პროექტის აქტივობები და ბიუჯეტი

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია მედიის საჯარო ინფორმაციაზე წვდომის ხარისხის გაუმჯობესება და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეწყობა.

 

იხილეთ მეტი →
კვლევისა და საჯარო ღონისძიებების მხარდაჭერა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების იდენტიფიცირებისათვის საქართველოს განათლების სისტემაში, COVID-19 პანდემიის განმავლობაში ღია საზოგადოების ფონდი (OSF) 2021-2022 $ 28,800

 

პროექტის სახელწოდება: „კვლევისა და საჯარო ღონისძიებების მხარდაჭერა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების იდენტიფიცირებისათვის საქართველოს განათლების სისტემაში, COVID-19 პანდემიის განმავლობაში”

დონორი ორგანიზაცია: ღია საზოგადოების ფონდი (OSF)

პროექტის კოდი: OR2021-82602

სრული ბიუჯეტი: 38,200 აშშ დოლარი

ხანგრძლივობა: დეკემბერი 1, 2021 წელი - ივლისი 31, 2022 წელი

 

 

პროექტის მოკლე აღწერა და მიზნები

 

პროექტის მიზანია საზოგადოების დაუცველი ჯგუფებისა და ეთნიკური უმცირესობების საჭიროებების ადვოკატირება საქართველოს განათლების სისტემაში საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით.

 

ამ მიზნით, პროექტის მთავარი ამოცანებია:

 

  • სტატისტიკური მონაცემების გამოთხოვა, შედარებითი ანალიზი, საგანმანათლებლო სერვისების ფუნქციონირების შესახებ პანდემიამდე და პანდემიის დროს;

 

  • სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მიერ სასწავლო პროცესში წარმოქმნილი გამოწვევების მონიტორნიგი პანდემიურ და პოსტ-პანდემიურ პერიოდში;

 

  • ეთნიკური უმცირესობებისა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის გამოწვევების იდენტიფიცირება (პროფესიული  განათლების მიმართულებით);

 

  • სამოქმედო გეგმის და საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით რეკომენდაციების შემუშავება, დარგის ექსპერტებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობით;

 

აქტივობები

 

1. მოსამზადებელი პერიოდი: მეთოდოლოგიის შემუშავება და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილების გაგზავნა;

2. სამუშაო შეხვედრები / ფოკუს ჯგუფის ინტერვიუების ჩატარება;

3. შეხვედრებში რეგიონებში და გამოწვევების იდენტიფიცირება;

4. სტატისტიკური მონაცემების ანალიზი;

5. შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან და კვლევის შედეგების გაცნობა;

6. ადვოკატირება და მედიასთან თანამშრომლობა;

7. საბოლოო რეპორტის შემუშავება.

 

პროექტის აქტივობები

ხელშეკრულება

 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია საზოგადოების დაუცველი ჯგუფებისა და ეთნიკური უმცირესობების საჭიროებების ადვოკატირება საქართველოს განათლების სისტემაში საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით.

იხილეთ მეტი →
ქართულ ბიზნესში რუსული კაპიტალის ანალიზი - პირველი ეტაპი Georgian Information Integrity Program(GIIP) / USAID 2021-2022 GEL 23.200

 

 

 

პროექტის სახელწოდება: ქართულ ბიზნესში რუსული კაპიტალის ანალიზი - პირველი ეტაპი
დონორი ორგანიზაცია:  Georgian Information Integrity Program(GIIP) / USAID 
ბიუჯეტი: 23, 200 ლარი|
ხანგრძლივობა: 2021 წლის 19 ოქტომბერი – 2022 წლის 18 თებერვალი

 

გამომდინარე იქიდან, რომ რუსული კომპანიების წილი ქართულ ბაზარზე სულ უფრო მზარდია, შემოთავაზებული კვლევითი პროექტის ფარგლებში IDFI მიზნად ისახავს 6 წლის შემდეგ განაახლოს ორგანიზაციის მიერ შედგენილი ანგარიში: „რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში“ და შეავსოს იგი ახალი კომპანიების კვლევით, რომლებიც ეკუთვნის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ანგარიშში დეტალურად იქნება შესწავლილი რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში არსებული, ელექტროენერგიის, წყლის რესურსების, ტურიზმის, ნავთობისა და გაზის, სამთო-მოპოვებით, მინერალური წყლების, კომუნიკაციების, ელმავლების მშენებლობის, საბანკო და საინვესტიციო სექტორებში, საქართველოში მოქმედი კომპანიების მუშაობა, რესურსები და კავშირები.

 

ბიზნესი ხშირად უკავშირდება სოციალურ-პოლიტიკურ აქტორებს და გავლენას ახდენს საზოგადოებრივ დამოკიდებულებებზე. ჩვენ მნიშნელოვნად მიგვაჩნია პოლიტიკური, სამოქალაქო და მედია სექტორებისა და რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში არსებულ ბიზნეს კომპანიებს შორის კავშირების გამოძიება . ეს მოგვცემს დაფინანსების წყაროების შესახებ მკაფიო სურათს იმ მავნე პოლიტიკური, მედიის და სამოქალაქო აქტორების უკან, რომლებიც აქტიურად ავრცელებენ დეზინფორმაციას ქვეყანაში. Ამისთვის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, მონიტორინგს გაუწევს შემოწირულობებს, ლობირების შემთხვევებს და სხვა სახის კავშირებს კომპანიებსა და საზოგადოებრივ აქტორებს შორის, რათა მოხდეს რუსული კაპიტალის და პოლიტიკური ორგანიზაციების ქსელის შესწავლა. სამ ეტაპად დაყოფილი პროექტის შედეგად, IDFI გეგმავს შექმნას საქართველოში რუსეთის კაპიტალის რუკა, რომელიც შემდგომ ინტეგრირებული იქნება ქართული დეზინფორმაციის ეკოსისტემის რუქაზე.

 

პროექტის მიზნები:

 

- ქართულ ბიზნესში რუსული კაპიტალის გამოძიება და მისი პოლიტიკური, მედია და სამოქალაქო სექტორებზე გავლენების ასახვა;  

- რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში არსებულ კომპანიებსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ, სამოქალაქო და მედიის წარმომადგენლებს შორის კავშირების გამოძიება და შესწავლა;

- რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და რუსული დეზინფორმაციის საკითხებზე ორიენტირებული სამოქალაქო საზოგადოებისა და კვლევითი ორგანიზაციებისთვის, ასევე მედიასაშუალებებისათვის ეფექტური მეთოდოლოგიისა და გადამოწმებული ინფორმაციის წყაროს შექმნა; 

- საქართველოს მთავრობისათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება საქართველოს პოლიტიკურ გარემოში რუსული კაპიტალის მავნე გავლენების შესახებ;

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები:

 

- პირველ ეტაპზე, ინფორმაციის შეგროვება საჯარო სააგენტოებიდან, ინტერნეტიდან და სხვა ღია წყაროებიდან შემდეგი ოთხი დარგობრივი მიმართულებით: კომუნიკაციები, საბანკო, სამთო და მინერალური წყლები.

 

- 2015 წლის ანგარიშში შესწავლილი კომპანიების შესახებ ინფორმაციის განახლება.

 

- ანალიტიკური შუალედური ანგარიშის მომზადება.

 

პროექტის აქტივობები და ბიუჯეტი

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია ქართულ ბიზნესში რუსული კაპიტალის გამოძიება და მისი პოლიტიკური, მედია და სამოქალაქო სექტორებზე გავლენების ასახვა.

იხილეთ მეტი →
ინტერ-რელიგიური ურთიერთგაგება გრაფიკული ხელოვნების საშუალებით International Coalition of Sites of Conscience 2021 $2,850

 

 

 

პროექტის სახელწოდება: ინტერ-რელიგიური ურთიერთგაგება გრაფიკული ხელოვნების საშუალებით
დონორი ორგანიზაცია: International Coalition of Sites of Conscience
ბიუჯეტი: $2,850
ხანგრძლივობა: 6 სექტემბერი - 10 დეკემბერი. 2021

 

2019 წელს ცნობილი გახდა აჭარაში, საქართველოში 1937-1938 წლების საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა პირველი მასობრივი სამარხების აღმოჩენის თაობაზე. აღნიშნული მოვლენა უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, ვინაიდან რეპრესირებულთა ისტორიების შესწავლას, მათთვის სათანადო პატივის მიგებასა და ხსოვნის უკვდავყოფას დიდი როლი აქვს ქვეყნების კოლექტიური მეხსიერების ფორმირებასა და ტოტალიტარული წარსულის გააზრებაში, რასაც ადასტურებს სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების გამოცდილებაც.

 

აღნიშნული პროექტის ძირითადი მონაწილეები იქნებიან წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონის მოსწავლეები, რომლებიც შექმნიან კომიქსებს რეპრესირებული ადამიანების ისტორიებზე, მათ შორის მუსლიმურ და ქრისტიანულ თემს შორის რელიგიური ურთიერთგაგების წარმოჩენის მხრივაც. გავრცელებული კომიქსებით, რომლებიც შეეხება კონკრეტულ მსხვერპლთა ისტორიებს, საზოგადოებაში გაჩნდება ახალი ცოდნა რეპრესიების მიმართ, კიდევ უფრო დიდი ემპათია მათ შორის რელიგიური უმცირესობის ჯგუფი მსხვერპლების მიმართ.

 

კომიქსები გავრცელდება ისევე როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო კოალიციის არხებითაც.

 

რეპრესირებულთა საკითხით ახალგაზრდა თაობის დაინტერესება და მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის. აღნიშნული პროექტით,  საზოგადოება, ხელისუფლება და გადაწყვეტილების მიმღები პირები კიდევ ერთხელ დაინახავენ, რა მნიშვნელობას ატარებს მსხვერპლთა ხსოვნის საკითხი საზოგადოებისთვის, რომ ეს თემა არ არის მეორეხარისხოვანი და მათ შორის ახალი თაობაც ჩართულია მის პოპულარიზაციაში. 

 

პროექტის მიზნები

 

- აჭარაში აღმოჩენილი მასობრივი სამარხების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება;

- ადგილობრივ მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის დიალოგის წახალისება;

- სახელმწიფოს დაინტერესება აჭარაში აღმოჩენილი სამარხების საკითხით.

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები

 

- ლექციები და დისკუსიები რეპრესიების თემაზე

- 3 თემატური კომიქსის დახატვა 

- კომიქსების გავრცელება და სხვა პიარ აქტივობები

- შექმნილი ნამუშევრების წარდგენა კოალიციისთვის

 

აქტივობები და ბიუჯეტი

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია აჭარაში აღმოჩენილი მასობრივი სამარხების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.

იხილეთ მეტი →
საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების კვლევა - საქართველოს გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკა გაეროს განვითარების პროგრამა 2021-2022 $17,420

 

პროექტის დასახელება: საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების კვლევა - საქართველოს გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკა

დონორი ორგანიზაცია: გაეროს განვითარების პროგრამა - საქართველოში საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის მხარდაჭერა - ფაზა 2

პროექტის ნომერი: 00121579

ბიუჯეტი: 17,420 დოლარი

პროექტის ხანგრძლივობა: 1 სექტემბერი, 2021 – 31 იანვარი, 2022

 

 

პროექტის ამოცანები

 

- საქართველოს მთავარი გამოწვევების იდენტიფიცირება საჯარო სამსახურის კეთილსინდისიერებისა და მამხილებლების დაცვის კუთხით;

 

- OECD-ACN და GRECO სტანდარტებისა და რეკომენდაციების ანალიზი;

 

- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და საჯარო სამსახურის ბიუროსთან, ასევე სამინისტროებთან თანამშრომლობით, ეროვნულ კონტექსტზე კვლევის მიგნებებისა და რეკომენდაციების უკეთ მორგება;

 

- რეკომენდაციების შეთავაზება ზემოაღნიშნული ანალიზის საფუძველზე.

 

პროექტის აქტივობები

 

1. სამაგიდო კვლევა - მკვლევართა ჯგუფი გააანალიზებს არსებულ მდგომარეობას კეთილსინდისიერებასა და მხილების საკითხებზე საჯარო უწყებებისგან შესაბამისი ინფორმაციისა და მონაცემების მოთხოვნით, ეროვნული კანონმდებლობისა და OECD-ACN და CoE-GRECO რეკომენდაციების გაანალიზებით. სააგენტოების სტატისტიკური მონაცემების მოთხოვნისას ყურადღება მიექცევა გენდერულ და სოციალურად დაუცველ ჯგუფებს.

 

2. საჯარო მოსამსახურეთა ონლაინ გამოკითხვა - სოციოლოგის მონაწილეობით საბოლოო მეთოდოლოგიის მიხედვით მომზადებული კითხვარის საფუძველზე გუნდი შეისწავლის საჯარო მოსამსახურეთა ინფორმირებულობას და დამოკიდებულებებს კეთილსინდისიერებისა და მხილების საკითხებზე. კითხვარი გადაეგზავნება ცენტრალურ სააგენტოებსა და მუნიციპალიტეტებს (სულ მცირე, დაიფარება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტები). საჯარო მოსამსახურეთა გამოკითხვა ჩატარდება ცენტრალური სააგენტოებისა და მუნიციპალიტეტის საკონტაქტო HR დანაყოფების ელექტრონული ფოსტების ბაზის გამოყენებით, ხოლო სანდოობის 90% –ისთვის საკმარისი იქნება საჯარო მოხელეების დაახლოებით 5% –ის მიერ შევსებული კითხვარი. მონაცემები დაითვლება სტატისტიკურად და გაანალიზდება საჯარო მოხელეთა ცნობიერება და დამოკიდებულება.

 

3. ფოკუს ჯგუფის დისკუსიები დაინტერესებულ მხარეებთან - დოკუმენტის პირველი პროექტი და მისი მიგნებები გაზიარდება საჯარო სამსახურის ბიუროსთან, მთავრობის ადმინისტრაციასთან და სხვა დაინტერესებულ ცენტრალურ უწყებებთან და მუნიციპალიტეტებთან, რათა მათ წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები, რომელთა შედეგად მიგნებები და შემოთავაზებული რეკომენდაციები უკეთ მოერგება ადგილობრივი საჭიროებებსა და მახასიათებლებს. დაინტერესებული მხარეებისგან მიღებული ინფორმაცია იქნება როგორც შეგროვებული მონაცემების, ასევე შემუშავებული წინასწარი რეკომენდაციების დადასტურების მექანიზმი. შეგროვებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე მომზადებული რეკომენდაციები მიემართება საქართველოს მთავრობას, საჯარო სამსახურის ბიუროს, სამინისტროებს და მუნიციპალიტეტებს, თუმცა კვლევის საბოლოო ბენეფიციარები არიან საჯარო მოხელეები ქვეყნის მასშტაბით და ფართო საზოგადოება, რადგან კვლევის პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საჯარო სამსახურის მთლიანობის განმტკიცებას.

 

4. დასკვნითი ღონისძიება - საბოლოო კვლევის შედეგები და შემოთავაზებული რეკომენდაციები საზოგადოებას წარედგინება

 

სამუშაო გეგმა

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის ამოცანაა საქართველოს მთავარი გამოწვევების იდენტიფიცირება საჯარო სამსახურის კეთილსინდისიერებისა და მამხილებლების დაცვის კუთხით.

იხილეთ მეტი →
ხელოვნური ინტელექტის გლობალური ადვოკატირება - საქართველო Global Partners Digital 2021 € 3,850

 


პროექტის დასახელება: ხელოვნური ინტელექტის გლობალური ადვოკატირება - საქართველო
დონორი ორგანიზაცია: Global Partners Digital
ბიუჯეტი: 3,850 ევრო
პროექტის ხანგრძლივობა: სექტემბერი 01, 2021 – დეკემბერი 31, 2021

 

პროექტის მოკლე აღწერა

 

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ხელოვნური ინტელექტის მიმართ ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომის დაწინაურებას საერთაშორისო დისკუსიებში.

 

პროექტის ფარგლებში მხარდაჭერილი იქნება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ჩართულობა ორ პროცესში (გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო, ხელოვნური ინტელექტის Ad Hoc კომიტეტი, და ადამიანის უფლებათა პერსპექტივიდან იუნესკო).

 

პროექტის ძირითადი შედეგები:

 

- გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთან, ხელოვნური ინტელექტის Ad Hoc კომიტეტთან და იუნესკოსთან დაკავშირებულ ადვოკატირებისა და საკოორდინაციო აქტივობებში ჩართვა.

 

 - ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკასთან დაკავშირებული რეგიონული და გლობალური ჩართულობის შესაძლებლობების მიმოხილვა.

 

 - აღნიშნულ პროცესებში ჩართულობის მკაფიო და სტრატეგიული გეგმის შემუშავება.  

 

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ხელოვნური ინტელექტის მიმართ ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომის დაწინაურებას საერთაშორისო დისკუსიებში.

 

იხილეთ მეტი →
პირადი ცხოვრების ონლაინ სივრცეში დაცულობა საქართველოში ინტერნიუსი და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო 2021 $14,987

    

 

პროექტის სახელწოდება: პირადი ცხოვრების ონლაინ სივრცეში დაცულობა საქართველოში

დონორი ორგანიზაციები: ინტერნიუსი (Internews) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო
ბიუჯეტი: $14,987.50
პროექტის ხანგრძლივობა:  2021 წლის 26 აგვისტო – 2021 წლის 25 ნოემბერი

 

პროექტის მოკლე აღწერა

 

პროექტის ფარგლებში IDFI მიზნად ისახავს კვლევის ჩატარებას და ანალიტიკური მასალების მომზადებას (მაგ. ბლოგები, სტატიები, ანგარიში), რომელიც გამოავლენს საქართველოში ციფრული კონფიდენციალობის დაცვის კუთხით არსებულ მთავარ გამოწვევებს, მოახდენს საჭირო ღონისძიებების იდენტიფიცირებას და შეიმუშავებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს, რათა ხელი შეუწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ამ მიმართულებით ადვოკატირების კამპანიების წამოწყებას. ციფრული კონფიდენციალობა - ეს არის ქოლგა-ტერმინი, რომელიც თავის თავში აერთიანებს ციფრულ უფლებებს, ინფორმაციის თავისუფლებასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვას. შესაძლოა გამოვყოთ სამი ძირითადი გამოწვევა - კიბერშეტევები, პერსონალურ მონაცემთა დარღვევის ფაქტები და მანიპულირებული ონლაინ მასალა. გამომდინარე იქიდან, რომდღესდღეობით, პერსონალური მონაცემების უმეტესობა განთავსებულია ციფრულ სისტემებსა და ქსელებში, კიბერშეტევების სიხშირიდან გამომდინარე ვაწყდებით პირის პერსონალური მონაცემების დარღვევის ფაქტებს, რაც ხელყოფს მათ ციფრულ უფლებებსა და კონფიდენციალობას. გარდა ამისა, ადამიანის სხვა ფუნდამენტური უფლებები და ციფრული თავისუფლებების კომპონენტები - ინფორმაციის თავისუფლება და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობა - იზღუდება მანიპულირებული ონლაინ მასალის გამიზნულად გამოყენებით, მათ შორის პოლიტიკური აქტორების მიერ გავრცელებული მანიპულირებული მასალით, აგრეთვე ყალბი ანგარიშებისა და გვერდების შექმნით. არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, როდესაც საფრთხე ექმნება ინტერნეტის თავისუფლების   ძირითად კომპონენტებს, საჭიროა ერთიანი და ყოვლისმომცველი მიდგომის შემუშავება. სწორედ ამ მიზნით, საქართველოში ციფრული კონფიდენციალობის დაცვის შესაფასებლად, მასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირებისთვის და ეფექტური მიდგომების შემუშავებისთვის, IDFI-ის კვლევა კიბერუსაფრთხოებაზე, პერსონალური მონაცემების ონლაინ სივრცეში დაცვასა და მანიპულირებული ონლაინ მასალის წინააღმდეგ ბრძოლაზე ერთდროულად აიღებს ორიენტირს.

 

საქართველოში ციფრული თავისუფლებებისა და კონფიდენციალობის დასაცავად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება კიბერუსაფრთხოების, პერსონალური მონაცემების დაცვისა და მანიპულირებული ონლაინ მასალის მიმართულებით, შემდგომ კი, გამოვლენილ საფრთხეებთან საბრძოლველად რეკომენდაციების შემუშავება - საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, შესაბამისი ადვოკატირების კამპანიების დანერგვისა და ერთიანი მიდგომის განხორციელების გზით.

 

ამ მიზნით, პროექტი ითვალისწინებს შემდეგი აქტივობების განხორციელებას:

  

1. მონაცემების შეგროვება

2. ინტერვიუების / ფოკუს ჯგუფების ჩატარება

3. მონაცემთა ანალიზი

4. ბლოგებისა და ფინალური ანგარიშის მომზადება და გამოქვეყნება

5. ანგარიშის მიგნებებზე დაყრდნობით ვიზულური მასალის მომზადება და გავრცელება

6. შემუშავებულ პოლიტიკის რეკომენდაციებთან დაკავშირებით დისკუსიის გამართვა შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით

7. სტუდენტებისთვის ონლაინ ლექციის გამართვა ციფრული კონფიდენციალობის შესახებ, კვლევის მიგნებებზე დაყრდნობით

 

პროექტის აქტივობები და ბიუჯეტი

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია საქართველოში ციფრული თავისუფლებებისა და კონფიდენციალობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, შესაბამისი ადვოკატირების კამპანიების დანერგვა.

 

 

იხილეთ მეტი →
სასწავლო ვიზიტი თბილისში ევრაზიის ფონდის წარმომადგენლობა 2021 $6,500.00

 

 

პროექტის სახელწოდება: სასწავლო ვიზიტი თბილისში
დონორი ორგანიზაცია:  ევრაზიის ფონდის წარმომადგენლობა 
მთლიანი საგრანტო თანხა: 6,500.00 აშშ დოლარი
პროექტის ნომერი:  CSSP-KZ-2021-00017
პროექტის ხანგრძლივობა: 1-30 ივლისი, 2021

 

პროექტის მიზნები და ამოცანები

 

პროექტის მიზანია სასწავლო ვიზიტის ორგანიზება, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ საქართველოს გამოცდილებას, კერძოდ, ღიაობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით, განსაკუთრებით ღია ბიუჯეტირებასა და საჯარო ფინანსების გამჭვირვალედ მართვასთან დაკავშირებით. პროექტის მიზანია სასწავლო ვიზიტის მონაწილეებმა ადგილზე გაიზიარონ და შეისწავლონ საქართველოს გამოცდილება ღია მმართველობის პარტნიორობაში (OGP) ჩართულობასთან და ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Survey) მეხუთე პოზიციის დაკავებასთან დაკავშირებით.

 

პროექტის პირველი ამოცანაა პროექტის მონაწილეებისთვის ხუთ დღიანი სასწავლო ვიზიტის ორგანიზება და დღის წესრიგის შედგენა, რომლის ფარგლებშიც სასწავლო ვიზიტის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ საქართველოს საბიუჯეტო პოლიტიკას, მათ შორის ძირითად საბიუჯეტო პროცესებს. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ შეხვედრები ჰქონდეთ როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე, სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მათ შორის: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისთან, საქართველოს პარლამენტის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტთან, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს და USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) წარმომადგენლებთან. ამავდროულად, სასწავლო ვიზიტის მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა ეწვიონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასა და რუსთავის იუსტიციის სახლს და შესაბამისად ადგილზე შეისწავლონ თუ რა სახის მექანიზმებითა და პრინციპებით ფუნქციონირებს ზემოთ-აღნიშნული საჯარო ინსტიტუტები. 

 

პროექტის მეორე ამოცანაა დაინტერესებულ მხარეებს მივაწოდოთ ინფორმაცია გამჭვირვალობის, მოქალაქეთა ჩართულობის, მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესახებ. ასევე მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო არის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) წევრი ქვეყანა და შესაბამისად ძალზე საინტერესოა იმ რიგი ვალდებულებების მიმოხილვა, რომლებიც საქართველომ აიღო OGP-ის ფარგლებში. 

 

მოსალოდნელი შედეგები: სასწავლო ვიზიტის მონაწილეების საჯარო ფინანსებისა და ბიუჯეტირების შესახებ ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების ამაღლება. პროგრამის მონაწილეების გამჭირვალობისა და ღიაობის მექანიზმების შესახებ პრაქტიკული ცოდნითა და უნარებით აღჭურვა, რათა სწორედ მათ შეძლონ ცვლილებებზე ორიენტირებული საზოგადოების ჩამოყალიბება და პოზიტიური გავლენის მოხდენა საკუთარ ქვეყნებში.

 

გრძელვადიანი შედეგები: პროექტის მონაწილეებმა საკუთარ ქვეყნებში ადვოკატირება გაუწიონ გამჭირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ღიაობის მექანიზმების დანერგვას საჯარო ფინანსებისა და ბიუჯეტირების პროცესში. ასევე, შეძლონ სამოქალაქო ცნობიერების დონის ამაღლება ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შესახებ და შესაბამისად ჰქონდეთ სწრაფვა ხელი შეუწყონ საკუთარი სახელმწიფოების OGP-ში გაწევრიანების. 

 

ბიუჯეტი

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია სასწავლო ვიზიტის ორგანიზება, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ საქართველოს გამოცდილებას, კერძოდ, ღიაობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით, განსაკუთრებით ღია ბიუჯეტირებასა და საჯარო ფინანსების გამჭვირვალედ მართვასთან დაკავშირებით.

იხილეთ მეტი →
CSO Meter: ხელსაყრელი გარემოსა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მეგზური (ENI/2021/423-451) ევროკავშირი (EU); სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი 2021-2023 € 4300

              

 

პროექტის სახელწოდება: – „CSO Meter: ხელსაყრელი გარემოსა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მეგზური“ (ENI/2021/423-451)

დონორი ორგანიზაცია: ევროკავშირი (EU); სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

ბიუჯეტი: 4300 00 (ოთხი ათას სამასი ევრო და 00 ევროცენტი)

ხანგრძლივობა: ივნისი 30, 2021 წელი - დეკემბერი 31, 2023 წელი

 

პროექტის მიზანი:

პროექტის მიზანია პროექტის ფარგლებში დაფუძნებული რეგიონალური ჰაბის წევრობა და კომპეტენციის ფარგლებში CSO Meter-ის ანგარიშის განახლება.

 

პროექტით გათვალისწინებული ძირითადი აქტივობები:

 

- ჰაბი ორგანიზაციის ფარგლებში ექსპერტის/ექსპერტების გამოყოფა, რომელიც/რომლებიც იმუშავებს/იმუშავებენ პროექტით გათვალისწინებულ საკითხებზე და პასუხისმგებელი/პასუხისმგებლები იქნებიან პროექტთან დაკავშირებულ თემაზე

- მონაწილეობის მიღება სსო მეტრის ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებში

- მონაწილეობის მიღება სსო მეტრის მრჩეველთა საბჭოს სამუშაო პროცესში

- საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სსო მეტრის ანგარიშის განახლება

- საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე დისკუსიაში ჩართვას და კონსულტირება

- სსო მეტრისთვის რელევანტური მიმართულებების მიხედვით წინასწარი საფრთხეების (Early warnings) გამოვლენა და მათზე დამკვეთისა და ჰაბის სხვა წევრებისათვის ინფორმაციის მიწოდება

- მონაწილეობის მიღება სამოქალაქო საზოგადოებათა საარსებო გარემოს მონიტორინგის პროცესში

- მონაწილეობის მიღება სსო მეტრის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების ადვოკატირებაში

 

ხელშეკრულება

 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია პროექტის ფარგლებში დაფუძნებული რეგიონალური ჰაბის წევრობა და კომპეტენციის ფარგლებში CSO Meter-ის ანგარიშის განახლება.

 

იხილეთ მეტი →
2030 დღის წესრიგის ლოკალიზება საქართველოში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) 2021-2022 GEL 162.750

 

 

 

პროექტის დასახელება: 2030 დღის წესრიგის ლოკალიზება საქართველოში
დონორი ორგანიზაცია: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)
ბიუჯეტი: 162.750,00 ლარი
კონტრაქტის ნომერი: 83383644
პროექტის ხანგრძლივობა: ივნისი 15, 2021 – თებერვალი 15, 2022

 

პროექტის მოკლე აღწერა

 

2019 წლის დეკემბერში საქართველომ მიიღო ყოვლისმომცველი დეცენტრალიზაციის სტრატეგია 2020-2025, რამაც დეცენტრალიზაციის საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტი გახადა. ის მოიცავს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მეტი ძალაუფლებისა და შესაბამისი ფინანსების გადაცემას. სრულყოფილად აღსრულების შემთხვევაში, მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) 2030 დღის წესრიგის ლოკალიზება დაეხმარება და წაადგება დეცენტრალიზაციის სტრატეგიას - რომელიც 2030 დღის წესრიგის მსგავსად, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, ახალისებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას.

 

საქართველოში ლოკალიზაციის პროცესის დასაწყებად, GIZ-ის პროგრამა - კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის - გეგმავს საქართველოში ადგილობრივი SDG არქიტექტურის ყოვლისმომცველ ანალიზს. ამ ანალიზსა და გამოვლენილ ნაკლოვანებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები საფუძველს დაუდებს ოთხ საპილოტე მუნიციპალიტეტში პირველადი აქტივობების დაგეგმვასა და ჩატარებას საქართველოში ლოკალიზაციის პროცესის დასაწყებად. პილოტური აქტივობების დახმარებით დაგროვილ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნილი გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა და რეკომენდაციები საფუძველს ჩაუყრის საქართველოში 2030 დღის წესრიგის ლოკალიზების წარმატებულად გაფართოების სტრატეგიას.

 

პროექტის მთავარი მიზნები:

 

 - საქართველოში SDG ლოკალიზების ადგილობრივ კონტექსტზე, ნაკლოვანებებსა და რეკომენდაციებზე ყოვლისმომცველი ანალიზი

 

 - ოთხ საპილოტე მუნიციპალიტეტში SDG ლოკალიზების დასაწყებად პირველი აქტივობების განხორციელება

 

აქტივობები

 

ზემოთხსენებული მიზნების მისაღწევად შემდეგი აქტივობები განხორციელდება:

 

1. საქართველოში არსებული სიტუაციის შესწავლა და ადგილობრივ დონეზე SDG-ის დასანერგად შესაბამისი მუნიციპალური კომპეტენციების იდენტიფიცირება. ეს მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

 

) ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე SDG 2030 დღის წესრიგის შესრულებაში მუნიციპალიტეტის როლთან დაკავშირებული არსებული რეგულაციების (კანონები და კანონქვემდებარე აქტები) ანალიზი

 

ბ) 4 საპილოტე მუნიციპალიტეტში, ცნობიერების ხარისხი და SDG 2030 დღის წესრიგის შესრულების ვითარება ადგილობრივი დონეზე

 

გ) მონიტორინგი და შეფასება ადგილობრივ დონეზე

 

დ) საერთაშორისო კარგი პრაქტიკის შესწავლა

 

ე) ანალიზის საფუძველზე, საქართველოს SDG არქიტექტურის შესახებ ნაკლოვანებებისა და საჭიროებების გამოვლენა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე

 

ვ) რეკომენდაციები - გამოვლენილი ხარვეზების, გამოწვევების, საერთაშორისო პრაქტიკის, პრაქტიკული და ფაქტებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავება.

 

2) ოთხ საპილოტე მუნიციპალიტეტში საპილოტე აქტივობების განხორციელება (ანალიზის რეკომენდაციების გათვალისწინებით)

 

3) შემუშავდება პროექტის საბოლოო ანგარიში

 

4) მოეწყობა საბოლოო პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იქნება მომზადებული ანალიზი და შემუშავებული რეკომენდაციები ფართო საზოგადოებისთვის.

 

დაგეგმილი ღონისძიებები და ბიუჯეტი

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია საქართველოში SDG ლოკალიზების ადგილობრივ კონტექსტზე, ნაკლოვანებებსა და რეკომენდაციებზე ყოვლისმომცველი ანალიზი

იხილეთ მეტი →
მონაცემების გლობალური ბარომეტრი (პროექტი) ლათინური ამერიკის ღია მონაცემების ინიციატივა (ILDA) 2021-2022 $ 15,500

 

 

 

პროექტის დასახელება: მონაცემების გლობალური ბარომეტრი (პროექტი)
დონორი ორგანიზაცია: ლათინური ამერიკის ღია მონაცემების ინიციატივა (ILDA)
ბიუჯეტი: 15,500 აშშ დოლარი
პროექტის ხანგრძლივობა: ივნისი 9, 2021 – აპრილი 30, 2022

 

 

პროექტის მოკლე აღწერა

 

მონაცემების გლობალური ბარომეტრი წარმოადგენს ლათინური ამერიკის ღია მონაცემების ინიციატივის (ILDA) პროექტს, რომელსაც აფინანსებს IDRC ღია მონაცემების განვითარების (OD4D) პარტნიორობის/პროგრამის ფარგლებში.

 

ამ პროექტის მიზანია გააღრმავოს და გააძლიეროს მხარეებს შორის პარტნიორობა მონაცემების ღია ბარომეტრის პირველი გამოცემისთვის კვლევის დიზაინის, განხორციელებისა და უფრო კონკრეტულად, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალურ აზიაში მონაცემების შეგროვების ფაზის ეფექტური მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.

 

მონაცემების გლობალური ბარომეტრი შექმნის საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის სხვადასხვა სექტორში მონაცემების ხელმისაწვდომობის შესახებ უნიკალურ გლობალურ და რეგიონულ მონაცემებს. როგორც მაღალი დონის კვლევა, ის მიზნად ისახავს გავლენა მოახდინოს ქვეყნების, რეგიონებისა და საერთაშორისო დონეზე პოლიტიკურ დებატებზე და მხარი დაუჭიროს განვითარებაზე ორიენტირებულ მონაცემთა სხვადასხვა ტიპის ინიციატივებს.

 

აქტივობები და ფაზები

 

1. სამაგიდო კვლევა, მონაცემების შეგროვება, ექსპერტული/თემატური გადახედვა - ივნისი 1-აგვისტო 31, 2021

 

 

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია გააღრმავოს და გააძლიეროს მხარეებს შორის პარტნიორობა მონაცემების ღია ბარომეტრის პირველი გამოცემისთვის კვლევის დიზაინის, განხორციელებისა და უფრო კონკრეტულად, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალურ აზიაში მონაცემების შეგროვების ფაზის ეფექტური მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.

იხილეთ მეტი →
საქართველოში გამჭვირვალობის და მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ სახელმძღვანელოს განახლებაზე საკონსულტაციო მომსახურების გაწევა ევროპის საბჭო 2021 EUR 3 500

 

 

ხელშეკრულების ტიპი/პროექტი: პირდაპირი დაფინანსება/ერთჯერადი კონტრაქტი

კონტრაქტის ნომერი: 8761/2638/01

პროექტის ID/სექტორი: მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში

კონტრაქტის საგანი: საქართველოში გამჭვირვალობის და მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ სახელმძღვანელოს განახლებაზე საკონსულტაციო მომსახურების გაწევა

დონორი: ევროპის საბჭო

ბიუჯეტი: 3 500 ევრო

ხანგრძლივობა: 2021 წლის ივნისი-ივლისი

 

 

პროექტის აღწერილობა:

 

ევროპის საბჭო, 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“. 

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოში გამჭვირვალობის და მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ სახელმძღვანელოს განახლება. უფრო კონკრეტულად, სახელმძღვანელო უნდა განახლდეს შესაბამისი ინფორმაციის გათვალისწინებით უკვე ჩამოყალიბებული სტრუქტურის მიხედვით. 

 

მესამე გამოცემას დაერქმევა სახელმძღვანელო ღია ადგილობრივი მმართველობისა და საჯარო სამსახურში ეთიკის წესების შესახებ და მეორე გამოცემის გარდაქმნის შედეგად სახელმძღვანელოს დაემატება ახალი ქვე-თავები. 

 

აღნიშნულ კონტექსტში შეირჩა სახელმძღვანელოს განახლების განმახორციელებელი მხარე. სახელმძღვანელო განახლდება ყველა იმ ინსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, რომელიც სახელმძღვანელოს შინაარსთან მოდის კავშირში. სახელმძღვანელო უნდა მოიცავდეს კონკრეტულ ინფორმაციას საჯარო სამსახურში ეთიკის წესების, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების შესახებ, და ასევე, უნდა აანალიზებდეს შესაბამის ადგილობრივ კანონმდებლობას, კორუფციის ყველაზე გავრცელებულ სახეებსა და კარგ პრაქტიკას.

 

პროექტის ბიუჯეტი და აქტივობები

 

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოში გამჭვირვალობის და მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ სახელმძღვანელოს განახლება.

იხილეთ მეტი →
ახმეტისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების მერიებისთვის გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება USAID-ის კარგი მმართველობის ინიციატივა საქართველოში, Tetra Tech ARD 2021-2022 GEL 50,048

 

 

 

პროექტის დასახელება: ახმეტისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების მერიებისთვის გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება
დონორი ორგანიზაცია: USAID-ის კარგი მმართველობის ინიციატივა საქართველოში, Tetra Tech ARD
პროექტის ნომერი: GGI-SUB-061
ბიუჯეტი: 50,048 ლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 10 მაისი, 2021 – 29 თებერვალი, 2022

 

პროექტის მიზნები

 

პროექტის ძირითადი მიზანია გააძლიეროს ახმეტისა და ცაგერის მერიების შესაძლებლობები ადგილობრივ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.

პროექტის კონკრეტული მიზანია ახმეტისა და ცაგერის მერიების მხარდაჭერა შემდეგი მიმართულებით:

 

1) გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტრატეგიის და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება, პრაქტიკაში დანერგვა და მონიტორინგის მექანიზმების შექმნა;

 

2) კეთილსინდისიერებასა და გამჭვირვალობაზე მერიების თანამშრომლებისთვის ცნობიერების ამაღლების აქტივობების ორგანიზება, რათა მათ წარმატებულად შეძლონ ანტიკორუფციული ზომების პრაქტიკაში დანერგვა.

 

პროექტის აქტივობები

 

ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად, IDFI განახორციელებს შემდეგ აქტივობებს:

 

-      დეტალური მეთოდოლოგიის შემუშავება;

-      დეტალური სამუშაო გეგმის შემუშავება;

-      კორუფციული რისკების შეფასება;

-      კორუფციული რისკების შეფასების ანგარიშისა და რეკომენდაციების მომზადება;

-      სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების პირველადი ვერსიების შემუშავება;

-      საჯარო დისკუსიების ჩატარება;

-      სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების დასრულება;

-      ტრენინგ მოდულის შემუშავება;

-      სამოქმედო გეგმის პრაქტიკაში დანერგვის სახელმძღვანელოს მომზადება;

-      შესაძლებლობების განსავითარებლად საჭირო აქტივობების ორგანიზება.

 

დაგეგმილი აქტივობები

ბიუჯეტი

ხელშეკრულება

 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია გააძლიეროს ახმეტისა და ცაგერის მერიების შესაძლებლობები ადგილობრივ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.

 

იხილეთ მეტი →
ამბროლაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მერიებისთვის გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში, Tetra Tech ARD 2021-2022 GEL 48,506

 

 

 

პროექტის დასახელება: ამბროლაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მერიებისთვის გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება

დონორი ორგანიზაცია: USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში, Tetra Tech ARD

პროექტის ნომერი: GGI-SUB-062

ბიუჯეტი: 48,506 ლარი

პროექტის ხანგრძლივობა: 10 მაისი, 2021 – 21 თებერვალი, 2022

 

პროექტის მიზნები

 

პროექტის ძირითადი მიზანია გააძლიეროს ამბროლაურისა და ლანჩხუთის მერიების შესაძლებლობები ადგილობრივ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.

 

პროექტის კონკრეტული მიზანია ამბროლაურისა და ლანჩხუთის მერიების მხარდაჭერა შემდეგი მიმართულებით:

 

1) გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტრატეგიის და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება, პრაქტიკაში დანერგვა და მონიტორინგის მექანიზმების შექმნა;

 

2) კეთილსინდისიერებასა და გამჭვირვალობაზე მერიების თანამშრომლებისთვის ცნობიერების ამაღლების აქტივობების ორგანიზება, რათა მათ წარმატებულად შეძლონ ანტიკორუფციული ზომების პრაქტიკაში დანერგვა.

 

პროექტის აქტივობები

 

ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად, IDFI განახორციელებს შემდეგ აქტივობებს:

 

-      დეტალური მეთოდოლოგიის შემუშავება;

-      დეტალური სამუშაო გეგმის შემუშავება;

-      კორუფციული რისკების შეფასება;

-      კორუფციული რისკების შეფასების ანგარიშისა და რეკომენდაციების მომზადება;

-      სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების პირველადი ვერსიების შემუშავება;

-      საჯარო დისკუსიების ჩატარება;

-      სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების დასრულება;

-      ტრენინგ მოდულის შემუშავება;

-      სამოქმედო გეგმის პრაქტიკაში დანერგვის სახელმძღვანელოს მომზადება;

-      შესაძლებლობების განსავითარებლად საჭირო აქტივობების ორგანიზება.

 

დაგეგმილი ღონისძიებები და ბიუჯეტი

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია გააძლიეროს ამბროლაურისა და ლანჩხუთის მერიების შესაძლებლობები ადგილობრივ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.

იხილეთ მეტი →
მონიტორინგის, ანალიზისა და ადვოკატირების გზით ციფრული უფლებების გაძლიერება შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის (BST) 2021-2022 $29,700

 

 

  

პროექტის სახელწოდება: მონიტორინგის, ანალიზისა და ადვოკატირების გზით ციფრული უფლებების გაძლიერება
დონორი ორგანიზაცია: შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის (BST)
პროექტის კოდი: BST-21.089.GE25.1
სრული ბიუჯეტი: 29,700 აშშ დოლარი (24,920 აშშ დოლარი, მოთხოვნილი BST-დან)
ხანგრძლივობა: მაისი 1, 2021-იანვარი 1, 2022

 

პროექტის მოკლე აღწერა

 

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ციფრული უფლებების გაძლიერებას, ციფრული თავისუფლებების კუთხით ინტერნეტ/სატელეკომუნიკაციო სექტორის მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებების პროპორციულობისა და საქმიანობის გამჭვირვალობის მონიტორინგითა და ანალიზით. ამ მიზნით, მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, მომზადდება ანალიტიკური ბლოგ-პოსტები და ყოვლისმომცველი ანგარიში. ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის მოსაზრებების გასათვალისწინებლად, ჩატარდება სამუშაო შეხვედრები/ფოკუს ჯგუფ შეხვედრები. მონიტორინგის შედეგები და შემუშავებული პოლიტიკური რეკომენდაციები წარდგენილი იქნება საბოლოო პრეზენტაციის დროს.

 

მიზნები

 

პროექტის ზოგადი მიზანია მონიტორინგის, ანალიზისა და ადვოკატირების გზით, საქართველოში ციფრული უფლებების გარანტიების უზრუნველყოფა და გაძლიერება.

ამ მიზნით, პროექტის მთავარი მიზნებია:

 

 - სატელეკომუნიკაციო/ინტერნეტ თავისუფლების მარეგულირებელი საჯარო დაწესებულების ანგარიშვალდებულების გაზრდა;

 

 - აღნიშნული მარეგულირებელი უწყების საქმიანობის შესახებ დაინტერესებულ მხარეთა დიალოგის წახალისება და საერთო მოსაზრებების იდენტიფიცირება;

 

 - ინტერნეტ რეგულირების/ციფრული უფლებების კუთხით მარეგულირებელი უწყების საკამათო გადაწყვეტილებებისა და მთავარი გამოწვევების იდენტიფიცირება;

 

 - აღმოჩენილი გამოწვევების შემსუბუქება ანალიზისა და მათი გადაჭრის პოტენციური გზების ძიებით;

 

 - პოლიტიკური რეკომენდაციების შემუშავება და მათი კომუნიკაცია ყველა დაინტერესებულ მხარეებთან პოზიტიური ცვლილებების მიღწევის მიზნით.

 

აქტივობები

 

1) მოსამზადებელი პერიოდი: ყოვლისმომცველი მეთოდოლოგიის შემუშავება და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილების გაგზავნა

2) სამუშაო შეხვედრების/ფოკუს ჯგუფ ინტერვიუების ჩატარება

3) მონიტორინგი და ანალიზი

4) მონიტორინგის ანგარიში მომზადება

5) პოლიტიკური რეკომენდაციების შემუშავება

6) საბოლოო პრეზენტაცია

7) მედიასთან თანამშრომლობა

 

დაგეგმილი ღონისძიებები და ბიუჯეტი 

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის ზოგადი მიზანია მონიტორინგის, ანალიზისა და ადვოკატირების გზით, საქართველოში ციფრული უფლებების გარანტიების უზრუნველყოფა და გაძლიერება.

 

იხილეთ მეტი →
საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში მონიტორინგისა და ცნობიერების ამაღლების გზით Deloitte Consulting LLP, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კონტრაქტორი 2021-2024 GEL 328,259

პროექტის სახელწოდება: საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში მონიტორინგისა და ცნობიერების ამაღლების გზით

დონორი ორგანიზაცია: Deloitte Consulting LLP, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კონტრაქტორი, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში.

გრანტის ნომერი: R-2010-00014

სრული ბიუჯეტი:328,259 ლარი
ხანგრძლივობა: 2021 წლის 5 აპრილი - 2024 წლის 4 ოქტომბერი

 

პროექტის მოკლე აღწერა და მიზნები

 

პროექტის მიზანია საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასების პრაქტიკის გაგრძელება, მოცემული მექანიზმის განვრცობა რეგიონებში და დიალოგის შესახებ ცნობიერების ამაღლება დაინტერესებულ მხარეებს, ისევე როგორც ფართო საზოგადოებაში. პროექტის ფარგლებში შეირჩევა შესაბამისი კანონები და რეგულაციები, რომლებიც დაექვემდებარებიან შეფასებას და განხორციელდება ცნობიერების ამაღლების აქტივობები (შეხვედრები, ტრენინგები, სემინარები) თბილისსა და რეგიონებში.

 

კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასება დაეფუძნება პოლიტიკის შემუშავების წინასწარ განსაზღვრულ ოთხ ეტაპს: პოლიტიკის ზოგადი მიმართულებების შემუშავების ეტაპი, კანონპროექტის ტექსტის შემუშავების ეტაპი, ინფორმაციის გავრცელება და კომენტარები საზოგადოების მხრიდან და Ex-ante რეგულირების გავლენის შეფასება. შესაბამისად საჯარო და კერძო დიალოგის შეფასების მექანიზმი მიანიჭებს რეიტინგებს შერჩეულ კანონებს და რეგულაციებს შემდეგი ეტაპების მიხედვით:

 

- პოლიტიკის ზოგადი მიმართულებების შემუშავების ეტაპი - ამ ეტაპზე ფასდება შესაბამისი არა-სახელმწიფო დაინტერესებული მხარეების (კერძო სექტორი, ბიზნესი, სამოქალაქო საზოგადოება, მხარე რომელზეც პოლიტიკას პირდაპირი გავლენა აქვს) ან ექსპერტების (პროფესორები, იურისტები, ეკონომისტები, აკადემია, კვლევითი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები) ჩართულობა პოლიტიკის შემუშავების თავდაპირველ პროცესში. მოცემულ ეტაპზე შემუშავებული კონცეფცია საფუძვლად ედება შემდგომ საკანონმდებლო ცვლილებას, თუმცა ამ ეტაპზე დაწყებული არ არის კანონპროექტის ტექსტზე მუშაობა;

 

- კანონის/რეგულაციის ტექსტზე მუშაობის ეტაპი - ამ ეტაპზე ფასდება შესაბამისი არასამთავრობო დაინტერესებული მხარეების (კერძო სექტორი, ბიზნესი, სამოქალაქო საზოგადოება, მხარე რომელზეც პოლიტიკას პირდაპირი გავლენა აქვს) ან ექსპერტების (პროფესორები, იურისტები, ეკონომისტები, აკადემია, კვლევითი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები) ჩართულობა უშუალოდ კანონპროექტის/რეგულაციის ტექსტის შემუშავების პროცესში;

 

- Ex-ante რეგულირების გავლენის შეფასების ეტაპი - კანონპროექტთან დაკავშირებით რეგულირების გავლენის შეფასების ხარისხის შეფასება.

 

- ინფორმაციის გავრცელება და კომენტარები საზოგადოების მხრიდან: ამ ეტაპზე ფასდება კანონპროექტის ავტორების მცდელობა (i) საჯარო გახადონ და გაავრცელონ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილება, როგორც დაინტერესებულ მხარეებს შორის, ისე ფართო საზოგადოებაში (კერძო სექტორი, ბიზნესი, სამოქალაქო საზოგადოება, მხარე რომელზეც პოლიტიკას პირდაპირი გავლენა აქვს და ფართო საზოგადოება); (ii) ასევე ფასდება საზოგადოების მხრიდან კომენტარების მიღებისთვის გადადგმული ნაბიჯების შესაბამისობა და ხარისხი.

 

აქტივობები (აქტივობების დაწყების თარიღი 01 მაისი, 2021):

 

1) მოსამზადებელი პერიოდი: მეთოდოლოგიის შემუშავება და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილების გაგზავნა

 

2) ინტერვიუების და საინფორმაციო სესიების ჩატარება

 

3) შერჩეული ექვსი მუნიციპალიტეტის ანალიზი.

 

4) პროექტის მონიტორინგი და ანგარიში მომზადება

 

5) საჯარო და კერძო დიალოგის ხარისხის შეფასების კვლევის მომზადება

 

6) საბოლოო პრეზენტაცია და სოციალური აქტივობები, მედიასთან თანამშრომლობა

 

აქტივობები

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასების პრაქტიკის გაგრძელება, მოცემული მექანიზმის განვრცობა რეგიონებში და დიალოგის შესახებ ცნობიერების ამაღლება დაინტერესებულ მხარეებს, ისევე როგორც ფართო საზოგადოებაში. 

იხილეთ მეტი →
ადამიანის უფლებები ყველასთვის – II ფაზა გაეროს განვითარების პროგრამა 2021 $8,060

                                                                                               

 

 

პროექტის სათაური: ადამიანის უფლებები ყველასთვის –  II ფაზა
დონორი ორგანიზაცია: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
პროექტის ნომერი: 00118263
პროექტის ბიუჯეტი: 8,060 აშშ დოლარი     
პროექტის ხანგრძლივობა: 24 მარტი 2021 – 24 მაისი 2021

 

პროექტის აღწერა

 

ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია ითვალისწინებს პერსონალური მონაცემების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაცვას. სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების თანმხლები გამოწვევებისა და ადამიანის უფლებათა სტრატეგიის მიზნების გათვალისწინებით, პერსონალური მონაცემების დაცვის მხარდაჭერა და გაძლიერება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ეს პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ამჟამად არსებული სიტუაციის შეფასებას, განსაზღვრას იმისა, თუ რამდენად არის ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნები მიღწეული, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და ხარვეზების იდენტიფიცირებას.  

 

ამ პროექტის ფარგლებში   ობიექტურად შეფასდება ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის მიმართულებები და მომზადდება ჩრდილოვანი ანგარიში, რომელიც მიმოიხილავს არსებულ სიტუაციას. გარდა ამისა, ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ასოცირების დღის წესრიგის მიმართულებებსა და  COVID-19-თან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგებს ადამიანის უფლებებთან მიმართებით. ანგარიში შეაჯამებს 2020 წლიდან არსებულ მდგომარეობას.

 

პროექტის მიზანი

 

პროექტის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების გათვალისწინებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და ხარვეზების დოკუმენტირების გზით პერსონალური მონაცემების დაცვის ხელშეწყობა საქართველოში.

 

პროექტის აქტივობები

 

1. ჩრდილოვანი ანგარიშის მომზადება - IDFI მოამზადებს ჩრდილოვან ანგარიშს, რომელიც შეაფასებს, თუ რამდენად არის მიღწეული პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით 2014-2020 წლის ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნები და გამოავლენს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან მიმართებით არსებულ გამოწვევებსა და ხარვეზებს.

 

2. ჩრდილოვანი ანგარიშის პრეზენტაცია - ჩრდილოვანი ანგარიში წარედგინება ყველა დაინტერესებულ პირს, გამოქვეყნდება IDFI-ს ვებგვერდზე და გაზიარდება სოციალური მედიის პლატფორმაზე.

 

დაგეგმილი ღონისძიებები და ბიუჯეტი 

კონტრაქტი

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების გათვალისწინებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და ხარვეზების დოკუმენტირების გზით პერსონალური მონაცემების დაცვის ხელშეწყობა საქართველოში.

 

იხილეთ მეტი →