საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების კვლევა - საქართველოს გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკა

პროექტები | დასრულებული პროექტები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 1 სექტემბერი 2021

 

პროექტის დასახელება: საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების კვლევა - საქართველოს გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკა

დონორი ორგანიზაცია: გაეროს განვითარების პროგრამა - საქართველოში საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის მხარდაჭერა - ფაზა 2

პროექტის ნომერი: 00121579

ბიუჯეტი: 17,420 დოლარი

პროექტის ხანგრძლივობა: 1 სექტემბერი, 2021 – 31 იანვარი, 2022

 

 

პროექტის ამოცანები

 

- საქართველოს მთავარი გამოწვევების იდენტიფიცირება საჯარო სამსახურის კეთილსინდისიერებისა და მამხილებლების დაცვის კუთხით;

 

- OECD-ACN და GRECO სტანდარტებისა და რეკომენდაციების ანალიზი;

 

- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და საჯარო სამსახურის ბიუროსთან, ასევე სამინისტროებთან თანამშრომლობით, ეროვნულ კონტექსტზე კვლევის მიგნებებისა და რეკომენდაციების უკეთ მორგება;

 

- რეკომენდაციების შეთავაზება ზემოაღნიშნული ანალიზის საფუძველზე.

 

პროექტის აქტივობები

 

1. სამაგიდო კვლევა - მკვლევართა ჯგუფი გააანალიზებს არსებულ მდგომარეობას კეთილსინდისიერებასა და მხილების საკითხებზე საჯარო უწყებებისგან შესაბამისი ინფორმაციისა და მონაცემების მოთხოვნით, ეროვნული კანონმდებლობისა და OECD-ACN და CoE-GRECO რეკომენდაციების გაანალიზებით. სააგენტოების სტატისტიკური მონაცემების მოთხოვნისას ყურადღება მიექცევა გენდერულ და სოციალურად დაუცველ ჯგუფებს.

 

2. საჯარო მოსამსახურეთა ონლაინ გამოკითხვა - სოციოლოგის მონაწილეობით საბოლოო მეთოდოლოგიის მიხედვით მომზადებული კითხვარის საფუძველზე გუნდი შეისწავლის საჯარო მოსამსახურეთა ინფორმირებულობას და დამოკიდებულებებს კეთილსინდისიერებისა და მხილების საკითხებზე. კითხვარი გადაეგზავნება ცენტრალურ სააგენტოებსა და მუნიციპალიტეტებს (სულ მცირე, დაიფარება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტები). საჯარო მოსამსახურეთა გამოკითხვა ჩატარდება ცენტრალური სააგენტოებისა და მუნიციპალიტეტის საკონტაქტო HR დანაყოფების ელექტრონული ფოსტების ბაზის გამოყენებით, ხოლო სანდოობის 90% –ისთვის საკმარისი იქნება საჯარო მოხელეების დაახლოებით 5% –ის მიერ შევსებული კითხვარი. მონაცემები დაითვლება სტატისტიკურად და გაანალიზდება საჯარო მოხელეთა ცნობიერება და დამოკიდებულება.

 

3. ფოკუს ჯგუფის დისკუსიები დაინტერესებულ მხარეებთან - დოკუმენტის პირველი პროექტი და მისი მიგნებები გაზიარდება საჯარო სამსახურის ბიუროსთან, მთავრობის ადმინისტრაციასთან და სხვა დაინტერესებულ ცენტრალურ უწყებებთან და მუნიციპალიტეტებთან, რათა მათ წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები, რომელთა შედეგად მიგნებები და შემოთავაზებული რეკომენდაციები უკეთ მოერგება ადგილობრივი საჭიროებებსა და მახასიათებლებს. დაინტერესებული მხარეებისგან მიღებული ინფორმაცია იქნება როგორც შეგროვებული მონაცემების, ასევე შემუშავებული წინასწარი რეკომენდაციების დადასტურების მექანიზმი. შეგროვებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე მომზადებული რეკომენდაციები მიემართება საქართველოს მთავრობას, საჯარო სამსახურის ბიუროს, სამინისტროებს და მუნიციპალიტეტებს, თუმცა კვლევის საბოლოო ბენეფიციარები არიან საჯარო მოხელეები ქვეყნის მასშტაბით და ფართო საზოგადოება, რადგან კვლევის პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საჯარო სამსახურის მთლიანობის განმტკიცებას.

 

4. დასკვნითი ღონისძიება - საბოლოო კვლევის შედეგები და შემოთავაზებული რეკომენდაციები საზოგადოებას წარედგინება

 

სამუშაო გეგმა

ხელშეკრულება

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024