სასწავლო ვიზიტი თბილისში

პროექტები | დასრულებული პროექტები 1 ივლისი 2021

 

 

პროექტის სახელწოდება: სასწავლო ვიზიტი თბილისში
დონორი ორგანიზაცია:  ევრაზიის ფონდის წარმომადგენლობა 
მთლიანი საგრანტო თანხა: 6,500.00 აშშ დოლარი
პროექტის ნომერი:  CSSP-KZ-2021-00017
პროექტის ხანგრძლივობა: 1-30 ივლისი, 2021

 

პროექტის მიზნები და ამოცანები

 

პროექტის მიზანია სასწავლო ვიზიტის ორგანიზება, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ საქართველოს გამოცდილებას, კერძოდ, ღიაობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით, განსაკუთრებით ღია ბიუჯეტირებასა და საჯარო ფინანსების გამჭვირვალედ მართვასთან დაკავშირებით. პროექტის მიზანია სასწავლო ვიზიტის მონაწილეებმა ადგილზე გაიზიარონ და შეისწავლონ საქართველოს გამოცდილება ღია მმართველობის პარტნიორობაში (OGP) ჩართულობასთან და ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Survey) მეხუთე პოზიციის დაკავებასთან დაკავშირებით.

 

პროექტის პირველი ამოცანაა პროექტის მონაწილეებისთვის ხუთ დღიანი სასწავლო ვიზიტის ორგანიზება და დღის წესრიგის შედგენა, რომლის ფარგლებშიც სასწავლო ვიზიტის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ საქართველოს საბიუჯეტო პოლიტიკას, მათ შორის ძირითად საბიუჯეტო პროცესებს. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ შეხვედრები ჰქონდეთ როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე, სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მათ შორის: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისთან, საქართველოს პარლამენტის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტთან, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს და USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) წარმომადგენლებთან. ამავდროულად, სასწავლო ვიზიტის მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა ეწვიონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასა და რუსთავის იუსტიციის სახლს და შესაბამისად ადგილზე შეისწავლონ თუ რა სახის მექანიზმებითა და პრინციპებით ფუნქციონირებს ზემოთ-აღნიშნული საჯარო ინსტიტუტები. 

 

პროექტის მეორე ამოცანაა დაინტერესებულ მხარეებს მივაწოდოთ ინფორმაცია გამჭვირვალობის, მოქალაქეთა ჩართულობის, მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესახებ. ასევე მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო არის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) წევრი ქვეყანა და შესაბამისად ძალზე საინტერესოა იმ რიგი ვალდებულებების მიმოხილვა, რომლებიც საქართველომ აიღო OGP-ის ფარგლებში. 

 

მოსალოდნელი შედეგები: სასწავლო ვიზიტის მონაწილეების საჯარო ფინანსებისა და ბიუჯეტირების შესახებ ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების ამაღლება. პროგრამის მონაწილეების გამჭირვალობისა და ღიაობის მექანიზმების შესახებ პრაქტიკული ცოდნითა და უნარებით აღჭურვა, რათა სწორედ მათ შეძლონ ცვლილებებზე ორიენტირებული საზოგადოების ჩამოყალიბება და პოზიტიური გავლენის მოხდენა საკუთარ ქვეყნებში.

 

გრძელვადიანი შედეგები: პროექტის მონაწილეებმა საკუთარ ქვეყნებში ადვოკატირება გაუწიონ გამჭირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ღიაობის მექანიზმების დანერგვას საჯარო ფინანსებისა და ბიუჯეტირების პროცესში. ასევე, შეძლონ სამოქალაქო ცნობიერების დონის ამაღლება ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შესახებ და შესაბამისად ჰქონდეთ სწრაფვა ხელი შეუწყონ საკუთარი სახელმწიფოების OGP-ში გაწევრიანების. 

 

ბიუჯეტი

ხელშეკრულება

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024