პროექტები

2018-2022 წლებში, ორგანიზაცია NGOsource შეამოწმა IDFI-ის ფინანსური და ორგანიზაციული გამართულობა და შედეგად IDFI-ს აშშ-ის საზოგადოებრივი ორგანიზაციის ეკვივალენტობის სერტიფიკატი მიანიჭა. შედეგად, IDFI შევიდა სპეციალურ სიაში, საიდანაც აშშ-ის გრანტის გამცემ ორგანიზაციებს შეუძლიათ გაეცნონ IDFI-ის ფინანსურ და ორგანიზაციულ გამართულობას და დამატებითი შემოწმების გარეშე გამარტივებული და სწრაფი პროცედურით გადასცეს ორგანიზაციას გრანტი.

პროექტი დონორი პერიოდი თანხა ხელშეკრულება
პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით ევროკავშირი (EU) 2018-2020 €333,321.64


 

პროექტის სახელწოდება: PrIME - პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით

დონორი ორგანიზაცია: ევროკავშირი (EU)

განმახორციელებელი ორგანიზაცია: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) და სტუდია მონიტორთან თანამშრომლობით

პროექტის ნომერი: ENI/2018/396-009

სრული ბიუჯეტი: EUR 333,321.64; ევროკავშირი: EUR 299,989.48; პარტნიორების წილი: EUR 33, 332.16

ხანგრძლივობა: 14 მარტი, 2018 – 14 მაისი, 2020

  

 

PrIME - "პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინციატივაა, რომელსაც ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) და სტუდია მონიტორთან თანამშრომლობით.


PrIME-ის მიზანია საქართველოს პროკურატურის შიდა და გარე დამოუკიდებლობის გაზრდა, საქართველოს საპროკურორო და საგამოძიებო სისტემების მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.


პროექტის სპეციფიური მიზნები ორად იყოფა:


1. საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდა (შიდა დამოუკიდებლობა) პროკურატურის სტრატეგიის შესრულების, საერთაშორისო და ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფისთვის;


2. ინსტიტუციებს შორის ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა: საქართველოს მთავრობას, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მედიასა და ფართო საზოგადოებას შორის ისე, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს პროკურატურაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ.


პროექტის მიხედვით შემოთავაზებულია ყოვლისმომცველი მიდგომა, რომლის ფარგლებშიც IDFI და მისი პარტნიორები ოთხი ძირითადი მიმართულებით იმუშავებენ: მონიტორინგი, ჟურნალისტური გამოძიება, შესაძლებლობების გაძლიერება, და ცნობიერების ამაღლება და ადვოკატირება.


მონიტორინგის სრული პროცესი საბაზისო კვლევიდან პოლიტიკის რეკომენდაციებამდე მიმართულია პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდისკენ, და პროკურატურაში მიმდინარე პროცესებში საზოგადოების ჩართულობისა და მათი ინფორმირებულობისკენ. ეს პროცესი მოემსახურება საზოგადოების ჩართულობისა და მასთან დიალოგის გარეშე სამართალდამცავი სისტემების რეფორმირებისა და სხვადასხვა პოლიტიკის განხორციელების კულტურის ცვლილებას.


პროკურატურის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის პროცესში მედიის ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოების ჩართულობის მისაღწევად. გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებული საგამოძიებო ვიდეო მასალით საზოგადოებას მიეწოდება ნათელი და ობიექტური ინფორმაცია საქმისწარმოების შესახებ, და უზრუნველყოფს სამართალდამცავი სისტემების ობიექტურ მუშაობასა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას. ვიდეო მასალის გავრცელების შედეგად შეკრებილი საზოგადოებრივი ყურადღება მიმართული იქნება კონკრეტულ საქმეებზე, რაც ხელს შეუწყობს შესაძლო გარე (პოლიტიკურ თუ სხვა) გავლენის მოხდენის შესაძლებლობას გამოძიებასა და სამართალწარმოებაზე. იმისათვის, რომ დისკუსია არ ჩაცხრეს აღნიშნულ საქმეზე, ვიდეოების გავრცელების შემდეგ, წელიწადში ერთხელ, გაიმართება ფოკუს ჯგუფები, საგამოძიებო ვიდეოებში წარმოდგენილი საქმეების შეჯამებისა და მსგავს გახმაურებულ საქმეებზე მსჯელობის მიზნით.


ცნობიერების ამაღლებისა და ადვოკატირების აქტივობების შინაარსი დაფუძნებული იქნება მონიტორინგისა და ჟურნალისტური გამოძიების მონაცემთა და გამოწვევების ანალიზზე. ცნობიერების ამაღლების აქტივობები განხორციელდება ორი ძირითადი მიმართულებით: პროექტებისა და მისი კომპონენტების შესახებ, და დემოკრატიულ საზოგადოებაში პროკურატურის როლისა და იქ მიმდინარე რეფორმების შესახებ.


პროკურორთა და გამომძიებლების შესაძლებლობების გაძლიერება პირდაპირ იქნება დაკავშირებული პროექტის ძირითად მიზანთან. ყურადღება გამახვილებული იქნება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებსა და ქალთა მიმართ ძალადობაზე, რადგან დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულები საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. სასწავლო ვიზიტი, რომელიც განხორციელდება ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყანაში, რომელიც წარმატებით ებრძვის ასეთ დანაშაულებს, ღირებული იქნება პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის.


ადამიანის უფლებათა დაცვისთვის ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით პროექტი PrIME შემდეგი შედეგების მიღწევას ისახავს მიზნად:


- საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდა საზოგადოების წინაშე, პროკურატურის სტრატეგიის მონიტორინგის ანგარიშების მომზადების, გახმაურებული საქმეების მონიტორინგის და პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ექსპერტული დისკუსიების ჩატარების გზით;


- ფართო საზოგადოებისა და მედიის ინტერესისა და ცნობიერების ამაღლება პროკურატურისა და იმ საკითხების შესახებ, რომლებიც რეფორმას საჭიროებს;


- პროკურორების შესაძლებლობების გაძლიერება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეების სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისთვის და ასეთი დანაშაულებისთვის ზუსტი კვალიფიკაციის მინიჭებისთვის საჭიროებისამებრ;


- პროკურატურასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის გაღრმავება ინსტიტუციის შიგნით არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ღია დისკუსიების ხელშეწყობის მიზნით.

 

დაგეგმილი ღონისძიებები

 

 

 ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია საქართველოს პროკურატურის შიდა და გარე დამოუკიდებლობის გაზრდა, საქართველოს საპროკურორო და საგამოძიებო სისტემების მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.

იხილეთ მეტი →
სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა ევროკავშირი (EU) 2018-2020 €45,900

 

პროექტის სახელწოდება: სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა

დონორი ორგანიზაცია: ევროკავშირი (EU)

განმახორციელებელი ორგანიზაცია: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) თანამშრომლობით

პროექტის ნომერი: ENI/2018/395-919

სრული ბიუჯეტი: EUR 267,780; IDFI-ის წილი EUR 45,900 

ხანგრძლივობა: მაისი, 2018 - 2020

 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია, მართლმსაჯულების სისტემის რეალური რეფორმირების ხელშეწყობა მონიტორინგის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების, ინდივიდუალური მოსამართლეების გაძლიერებისა და მათთან დიალოგის ხელშეწყობის გზით. პროექტი ასევე მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობის გაზრდას მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებში, მათი ცნობიერების ამაღლების და მობილიზაციის გზით.


პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობების განხორციელება:


- ბოლო წლების მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგად დანერგილი საქმეთა ელექტრონული განაწილების ახალი სისტემის მუშაობისა და დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობის მონიტორინგი და პერიოდული მონიტორინგის ანგარიშების მომზადება;


- სასამართლო ხელისუფლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის და სხვა დაკავშირებული პოლიტიკის დოკუმენტების შესრულების მონიტორინგი და ჩრდილოვანი ანგარიშების მომზადება;


- მოსამართლის როლზე სოციოლოგიური კვლევა პროფესიული ჯგუფების, მათ შორის მოსამართლეების, მონაწილეობით;


- საზოგადოებრივი აზრის კვლევა სასამართლო რეფორმებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე;


- სასამართლო სისტემაში მიმდინარე ძირითადი მოვლენების მედიაში გაშუქების მონიტორინგი;


- საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრები მოსამართლეებთან;


- სამუშაო შეხვედრა გენდერული ბარიერების დაძლევის გზებზე სასამართლოში;


- ეტაპობრივი სასტიპენდიო პროგრამების გამოცხადება აკადემიური წრის წარმომადგენლების, აქტივისტებისა და იურისტებისთვის თემატური ბლოგების, სტატიების, ესეების მოსამზადებლად;


- მართლმსაჯულების სისტემის შესახებ ონლაინ ჟურნალის გამოცემა და პრეზენტაცია თბილისსა და რეგიონებში;


- სამუშაო შეხვედრა სტუდენტებისთვის, აქტივისტებისა და დაინტერესებული ჯგუფებისთვის შემდეგ საკითხებზე: ნარკოპოლიტიკა, საჯარო პროტესტები, ურბანული საკითხები, თანასწორობის თემები და მართლმსაჯულების სისტემის როლი.

 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია მართლმსაჯულების სისტემის რეალური რეფორმირების ხელშეწყობა მონიტორინგის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების, ინდივიდუალური მოსამართლეების გაძლიერებისა და მათთან დიალოგის ხელშეწყობის გზით.

იხილეთ მეტი →
საქართველოში მოსამართლეთა პროფესიული განათლების სისტემის ანალიზი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი 2018 $40,515

 

პროექტის სახელწოდება: საქართველოში მოსამართლეთა პროფესიული განათლების სისტემის ანალიზი

დონორი ორგანიზაცია: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი / კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (POLoG)

პარტნიორი ორგანიზაცია: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

პროექტის ნომერი: G-1503-18-211-3024-20

გრანტის ოდენობა: 40,515 აშშ დოლარი

პროექტის ხანგრძლივობა: 15 თებერვალი, 2018 – 15 ნოემბერი, 2018

 

პროექტის მიზანია კრიტიკულად გაანალიზებულ იქნას იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობა და მოსამართლეთა განათლების ადრეული სისტემა, რათა გამოვლენილ იქნეს არსებული ხარვეზები და გამოწვევები რომლებიც სისტემაში არსებობს. პროექტი მიზნად ისახავს შესაბამისი დასკვნების და რეკომენდაციების მომზადებას, რომლებიც დაეფუძნება არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს და პრაქტიკის სრულყოფილ კვლევას.

 

პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:

 

- არსებული კანონმდებლობის სრულყოფილი ანალიზი და ხარვეზების გამოვლენა;

 

- იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურიკულუმის ანალიზი;


- იუსტიციის უმაღლესი სკოლის სემინარების სისტემის, სავალდებულო სტაჟირების და მათი მნიშვნელობის შეფასება;

 

- მიგნებების და რეკომენდაციების პრეზენტაცია და ადვოკატირება.

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია კრიტიკულად გაანალიზებულ იქნას იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობა და მოსამართლეთა განათლების ადრეული სისტემა, რათა გამოვლენილ იქნეს არსებული ხარვეზები და გამოწვევები რომლებიც სისტემაში არსებობს.

იხილეთ მეტი →
მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის ეროვნულ დონეზე ინტეგრირების ხელშეწყობა გაეროს განვითარების პროგრამა– მმართველობის რეფორმის ფონდი/შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო 2017-2018 $82,440

პროექტის სახელწოდება: მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის ეროვნულ დონეზე ინტეგრირების ხელშეწყობა

დონორი ორგანიზაცია: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) – მმართველობის რეფორმის ფონდი (Governance Reform Fund); SIDA -შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო

პროექტის ნომერი: 00097412

საგრანტო თანხა: $82,440

პროექტის ხანგრძლივობა: 25 დეკემბერი 2017 – 25 სექტემბერი 2018

 

პრობლემის აღწერა


საქართველოს მთავრობამ მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ დონეზე ინტეგრირებისთვის მაღალი დონის პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატა. 2017 წელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, როგორც მდგრადი განვითარების მაკოორდინირებელმა უწყებამ, მოახდინა მდგრადი განვითარების მიზნების მონიტორინგის საბჭოს ინსტიტუციონალიზაცია მის ოთხ სამუშაო ჯგუფთან ერთად: სოციალური ჩართულობის, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული მმართველობისა და მდგრადი ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამუშაო ჯგუფები.
გარდა კოორდინაციის მექანიზმისა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) და მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან ერთად მუშაობს ელექტრონული მართვის სიტემაზე, მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ეფექტური მონიტორისთვის. სისტემის სატესტო რეჟიმში გაშვებისა და ამოქმედების შემდეგ, 2018 წელს, სისტემის ეფექტიანი გამოყენებისთვის ყველა ჩართული სახელმწიფო უწყების პასუხისმგებელ თანამშრომელს უნდა ჩაუტარდეს ტრენინგი.


საბჭოს ფორმირების შემდგომ, საქართველოს მთავრობა მიზნად ისახავს მისი შესაძლებლობების გაძლიერებას და მის ქცევას ეფექტიან მაკოორდინირებელ და საზედამხედველო პლატფორმად. ამ მიზნისთვის, მთავრობის ადმინისტრაცია მზადაა რეგულარულად უზრუნველყოს საბჭოს შეხვედრების ჩატარება. ერთის მხრივ საბჭოს ფუნქცია იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, ხოლო მეორეს მხრივ, სამუშაო ჯგუფები სპეციალურ თემატურ მიმართულებებზე იმუშავებენ და სხვადასხვა უწყებას გაუწევენ კოორდინაციას შინაარსის და მონაცემების შეგროვების და მდგრადი განვითარების სამიზნეების არსებულ და მომავალ ეროვნულ სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში ასახვის საკითხში.
მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის პროცესში დღეს არსებული უმთავრესი გამოწვევაა მონაცემების შეგროვებისა და მათი დამუშავების სტანდარტები. მომავალი წლიდან მონიტორინგის ანგარიშების შემუშავების აუცილებლობა საბჭოსა და სამუშაო ჯგუფებისგან მონაცემების შეგროვების საკითხში საკვანძო როლის შესრულებას მოითხოვს. რასაც დასჭირდება ექსპერტის ჩართულობა თითოეული სამუშაო ჯგუფის მუშაობაში და მისი დახმარება სამიზნეების ინტეგრაციის პროცესში სიზუსტის უზრუნველსაყოფად, რაც შექმნის მნიშვნელოვან საფუძველს სამომავლოდ სამიზნეების ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტებში ასახვისთვის.


მიუხედავად განხორციელებული პროექტის - „მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ჩატარებული ყოვლისმომცველი ცნობიერების ამაღლების კამპანიისა, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების ჩართულობის ნაკლებობა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში კვლავ გამოწვევად რჩება. ამ ეტაპზე საჭიროა მიზნობრივი მიდგომა ცნობიერების ამაღლების პროცესში იმისათვის, რომ წახალისდეს აღნიშნული ჯგუფების ჩართულობა პროცესში.

 

პროექტის მიზანი


პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, მდგრადი განვითრების მიზნების მონიტორინგის საბჭოსა და მისი ოთხი სამუშაო ჯგუფის მხარდაჭერა კოორდინაციისა და მონაცემთა შეგროვების პროცესში. ამასთან, პროექტი მიზნად ისახავს საჯარო მოსამსახურეთა შესაძლებლობების გაძლიერებას ელექტრონული მონიტორინგის სისტემის გამოყენებაში და მათ ხელშეწყობას მდგრადი განვითარების მიზნების პროგრესის პირველი ანგარიშის მომზადების პროცესში. პროექტის ასევე მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას მდგრადი განვითრების მიზნების შესახებ.


მიზნების განსახორციელებლად პროცესში ჩაერთვებიან ადგილობრივი მონაცემთა და პოლიტიკის ექსპერტები. მონაცემთა ექსპერტები გააძლიერებენ სამუშაო ჯგუფებს მონაცემთა შეგროვების მიმართულებით. ხოლო, პოლიტიკის ექსპერტი უზრუნველყოფს მდგრადი განვითარების მიზნების დაკავშირებას ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტებთან.


ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ჩატარდება თემატური დისკუსიები არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, შეხვედრები კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან.

 

პროექტის ამოცანები

 

- მდგრადი განვითარების მიზნების წამყვანი ეროვნული მექანიზმების მონაცემთა შეგროვების და საკოორდინაციო პრაქტიკების გაუმჯობესება ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების გზით;


- საჯარო მოსამსახურეთა შესაძლებლობების გაძლიერება მონიტორინგის ნაწილში, მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ეფექტურობის გასაზომად და მდგრადი განვითარების მიზნების პროგრესის პირველი ანგარიშის შემუშავების მხარდაჭერა;

 

- საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ცოდნის გაზიარების ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების გლობალურ, რეგიონული და ეროვნულ სიახლეებზე, სპეციალური ფოკუსით არასამთავრობო ორგანიზაციებზე, კერძო სექტორსა და აკადემიურ წრეებზე.

 

მოსალოდნელი შედეგები


- მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ მონაცემთა შეგროვების სტანდარტები საბჭოს, სამუშაო ჯგუფების და მთავრობის ადმინისტრაციის საქმიანობაში გაძლიერებულია;

 

- მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში ჩართულ საჯარო მოსამსახურეთა მიერ ელექტრონული მართვის სისტემის გამოყენების შესაძლებლობები გაძლიერებულია;

 

- მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისი ამოცანები დაკავშირებულია ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტებთან;

 

- მდგრადი განვითარების მიზნების პროგრესის პირველი ანგარიში შემუშავებული და გავრცელებულია;

 

- არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და აკადემიის ჩართულობა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში გაზრდილია.

 

დაგეგმილი ღონისძიებები

 

 

ბიუჯეტი

 

 

/public/upload/IDFI_Photos_2018/general/Audit_Report_UNDP_SDG_2.pdf

 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, მდგრადი განვითრების მიზნების მონიტორინგის საბჭოსა და მისი ოთხი სამუშაო ჯგუფის მხარდაჭერა კოორდინაციისა და მონაცემთა შეგროვების პროცესში. 

იხილეთ მეტი →
ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სახელმწიფო არქივის ღიაობის ხელშეწყობა ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI) 2017-2018 $84,155.5

 

გრანტის დასახელება: ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სახელმწიფო არქივის ღიაობის ხელშეწყობა
დონორი ორგანიზაცია: ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI)
გრანტის მიმღები: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
მთლიანი საგრანტო თანხა: 84,155.5 აშშ დოლარი
პროექტის ნომერი: OR2017-34436
შესრულების პერიოდი: 2017 წლის 1 ნოემბერი - 2018 წლის 31 ოქტომბერი

 

არსებული მდგომარეობა


საბჭოთა არქივებსა და დოკუმენტებზე თავისუფალი წვდომის საკითხი ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებში კვლავ სადაო თემად რჩება. დემოკრატიზაციისა და საბჭოთა წარსულის გააზრების პროცესები ამ სახელმწიფოებში ერთმანეთისგან განსხვავებულად მიმდინარეობდა. ამან განაპირობა სახელმწიფოთა განსხვავებული მიდგომები არქივების მიმართ. ზოგიერთ სახელმწიფოში საბჭოთა ეპოქის დოკუმენტები საიდუმლოა, მკვლევარებსა და ისტორიკოსებს კი არ აქვთ არქივებზე წვდომა, ზოგიერთში ისინი მხოლოდ ნაწილობრივაა ღია.


საბჭოთა მმართველობის 70 წლიან პერიოდში, ისტორია გამოიყენებოდა როგორც იდეოლოგიური იარაღი, რომელიც არ ეყრდნობოდა რეალურ ფაქტებსა და სიმართლეს. იგი სავსე იყო ფალსიფიკაციებით, მცდარი ინტერპრეტაციებითა და კომუნისტური პოსტულატებით. კომუნისტები გულწრფელები მხოლოდ იმ საიდუმლო დოკუმენტებში იყვნენ, რომელსაც საბჭოთა ბიუროკრატები მმართველობის უმაღლეს რგოლსა და ელიტაში ავრცელებდნენ.


საბჭოთა წარსულის ზუსტი და სწორი გადახედვა არის წარსულის მართებული გააზრების ქვაკუთხედი. ახლად გამოქვეყნებული საარქივო დოკუმენტები ხელს შეუწყობს ისტორიოგრაფიის განვითარებას, ერების კოლექტიური მახსოვრობის ფორმირებას, იმ ცრუ ინფორმაციისა და მითების დამსხვრევას, რომელიც დამკვიდრებულია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ნეოსტალინისტებისა და თანამედროვე კრემლის პროპაგანდის საშუალებით.

 

პროექტის აღწერა

 

პროექტის მთავარი მიზანია საბჭოთა არქივების ღიაობის უზრუნველყოფა პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს მიზანი მიიღწევა რამდენიმე ღონისძიებისა და მოქმედების შედეგად. პირველ რიგში, პროექტის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე შეიქმნება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მკვლევარების ქსელი, რომლებიც საბჭოთა არქივების ღიაობის საკითხებზე იმუშავებენ. ამას გარდა, პოსტსაბჭოთა სივრცის არქივების ღიაობის საკითხებზე საფუძვლიანი კვლევა ჩატარდება, რათა ნათელი ხედვა გაჩნდეს იმის შესახებ, თუ როგორ და სად უნდა მოვითხოვოთ მეტი ღიაობა.

 

პროექტის შედეგად პოსტსაბჭოთა სივრცეში შექმნება არქივების ღიაობის ერთიანი სტანდარტი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ არქივების ხელმისაწვდომობას, არამედ მათი შემადგენელი მონაცემების ფორმატსაც. პროექტი წაახალისებს საარქივო დოკუმენტების ციფრულ ფორმატში ხელმისაწვდომობას. გარდა ამისა, ქვეყნებს შორის საარქივო მასალების გაცვლის გასაუმჯობესებლად შეიქმნება სპეციალური მკვლევართა ქსელი. დამყარდება კავშირი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების არქივებს შორის, რაც ხელს შეუწყობს ერთობლივ კვლევებსა და დოკუმენტაციის გაცვლას. ქსელი ასევე იმუშავებს არქივებთან წვდომის სამართლებრივ და პრაქტიკულ ასპექტებზე, ადვოკატირებაზე, გამოცდილების გაზიარებასა და მონაწილე ქვეყნებში საბჭოთა კვლევების შესახებ ერთობლივი კვლევითი პროექტების ინიცირებაზე.

 

პროექტის მიზნები

 

- პოსტსაბჭოთა სივრცეში არქივების ღიაობაზე მომუშავე მკვლევარებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის შექმნა


- პოსტსაბჭოთა სივრცეში არქივების ღიაობის მხარდაჭერა

 

აქტივობები

 

- პოსტსაბჭოთა სივრცეში პოტენციურ პარტნიორებთან დაკავშირება: უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, შუა აზიის ქვეყნები, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი.

 

- კონფერენციის ორგანიზება თბილისში თემაზე არქივების ღიაობა მონაწილე ქვეყნებში, არქივებზე ხელმისაწვდომობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, მკვლევართა როლი, როგორც შუამავლები სახელმწიფო სუბიექტებს შორის.

 

- კვლევის მომზადება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საბჭოთა არქივების ხელმისაწვდომობაზე.

 

- ვებგვერდის შექმნა, სადაც გამოქვეყნებდა პოსტსაბჭოთა სივრცეში საარქივო ღიაობის შესახებ კვლევის შედეგები.

 

 

 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მთავარი მიზანია საბჭოთა არქივების ღიაობის უზრუნველყოფა პოსტსაბჭოთა სივრცეში.

იხილეთ მეტი →
გამჭვირვალე საჯარო შესყიდვების რეიტინგი - სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და აღსრულების პროცესის შეფასება ევრაზიის რეგიონში და მის მიღმა ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI) 2017-2019 $155,292

 

გრანტის დასახელება: გამჭვირვალე საჯარო შესყიდვების რეიტინგი - სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და აღსრულების პროცესის შეფასება ევრაზიის რეგიონში და მის მიღმა
დონორი ორგანიზაცია ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI)
გრანტის მიმღები: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
მთლიანი საგრანტო თანხა: 155, 292 აშშ დოლარი
პროექტის ნომერი: OR2017-34436
შესრულების პერიოდი: 2017 წლის 1 ნოემბერი - 2019 წლის 31 მაისი

 


არსებული მდგომარეობა

 

საჯარო შესყიდვები ითვლება კორუფციის მაღალი რისკის შემცველ სფეროდ, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში. სახელმწიფო შესყიდვები შეადგენს გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მეხუთედს. ყველაზე მაღალი შემოსავლების მქონე განვითარებულ ქვეყნებში საქონლისა და მომსახურების შესყიდვა შეადგენს საერთო სახელმწიფო ხარჯების მესამედს, შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვები შესაძლოა კორუფციის მაღალ რისკებს შეიცავდეს, უკანონო გარიგეგების, კოლუზიისა თუ სხვა უკანონო პრაქტიკების მხრივ. გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გარეშე, რომელიც ეფუძნება ელექტრონულ საშუალებებს, API-ის და ღია მონაცემებს, კორუფცია შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს სახელმწიფო ორგანოებისთვის, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფო შესყიდვების სისტემების ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელია ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობა.

 

სწორედ ამიტომ, 2016 წელს, IDFI-მ შეიმუშავა სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შეფასების საერთო სტანდარტი (მეთოდოლოგია), რომელიც 6 საპილოტე ქვეყანაში იქნა გამოყენებული: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. შეფასების შედეგად შეიქმნა სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის რეიტინგი, რომელიც ეფუძნება ყველა იმ ძირითად მახასიათებელს, რაც ნებისმიერ გამართულ სახელმწიფო შესყიდვების სისტემას უნდა გააჩნდეს: გამჭვირვალობა, ეფექტიანობა, ანგარიშვალდებულება და კეთილსინდისიერება, საკანონმდებლო ჩარჩოს ერთიანობა, კონკურენტუნარიანობა და მიუკერძოებლობა. ახალი მეთოდოლოგიის გამოყენებით ასევე შეფასდა თითოეული მონაწილე ქვეყნის კანონმდებლობის აღსრულება, რის შედეგადაც გამოვლინდა ხარვეზები სახელმწიფო შესყიდვების პრაქტიკაში და შემუშავებულ იქნა ამ ხარვეზების დაძლევის რეკომენდაციები.

 


პროექტის აღწერა

 

პროექტი მიზნად ისახავს პროექტის - "გამჭვირვალე საჯარო შესყიდვების რეიტინგის (TPPR) - სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და აღსრულების პროცესის შეფასება ევრაზიის რეგიონში" გაგრძელებას და გაფართოებას ალბანეთსა და მონღოლეთში, ცენტრალური აზიისა (ყაზახეთი, ყირგიზეთი) და ვიშეგრადის ქვეყნებში (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი), საერთო სტანდარტით საკანონმდებლო ბაზის შეფასების მიზნით.

 

პროექტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სამოქალაქო საზოგადოების ორაგანიზაციების თანამშრომლობით შეიქმნას უნიკალური პროდუქტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ქვეყნების რანჟირება სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობების მიხედვით, და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება კვლევებსა და ინფორმაციის გაცვლაზე დაფუძნებით. სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის შედეგად 6 აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყანაში შეიქმნა სტანდარტიზებული მეთოდოლოგია, რომელიც შესაძლებელს ხდის სხვადასხვა ქვეყნებში შესყიდვების კანონმდებლობების შეფასებას, მათ შედარებას და რეიტინგის წარმოებას. მეთოდოლოგია ბელარუსში, უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში იყო გამოცდილი.

 

ზემოთაღნიშნული რეგიონები იქნა არჩეული პროექტის გაფართოებისთვის, რათა მრავალფეროვანი სახელმწიფო შესყიდვების სისტემების დაფარვა ყოფილიყო შესაძლებელი. ცენტრალური აზიის, ვიშეგრადისა და ბალკანეთის ქვეყნებში განსხვავებული პოლიტიკური სისტემები აქვთ, რაც გავლენას ახდენს მათ სახელმწიფო შესყიდვების სისტემებზე.

 

გარდა დამატებით 8 ქვეყანაზე გაფართოებისა, პროექტში მეტი ყურადღება ეთმობა სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და პრაქტიკის ცვლილების ადვოკატირებას. პროექტი ასევე ითვალისწინებს სტანდარტიზებული კითხვარის შექმნას კანონმდებლობის აღსრულების შესაფასებლად, რაც ქვეყნების უკეთ შედარებას გახდის შესაძლებელს.

 

პროექტის მიზნები

 

- გამჭვირვალე საჯარო შესყიდვების რეიტინგის (TPPR) ქსელის გაფართოება (კანონმდებლობების შეფასებები, მათი განხორციელების შეფასებები)
- სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობების განხორციელების შეფასების სტანდარტიზება
- სამოქალაქო საზოგადოების ქსელის გაფართოება სამიზნე ქვეყნებში
- მიზნობრივი ადვოკატირების კამპანიების ჩატარება შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, საჯარო მოხელეებთან, ბიზნესის, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან

 

 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტი მიზნად ისახავს პროექტის - "გამჭვირვალე საჯარო შესყიდვების რეიტინგის (TPPR) - სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და აღსრულების პროცესის შეფასება ევრაზიის რეგიონში" გაგრძელებას და გაფართოვებას ალბანეთსა და მონღოლეთში, ცენტრალური აზიისა (ყაზახეთი, ყირგიზეთი) და ვიშეგრადის ქვეყნებში (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი),  საერთო სტანდარტით საკანონმდებლო ბაზის შეფასების მიზნით.

იხილეთ მეტი →
კლიენტელიზმთან ბრძოლა ადგილობრივ ინვესტიციებსა და ფინანსურ გადარიცხვებში ღია საზოგადოების ინიციატივა ევროპისთვის / ექსპერტთა ფორუმის ასოციაცია 2017-2019 $8,360

 

 

პროექტის დასახელება: კლიენტელიზმთან ბრძოლა ადგილობრივ ინვესტიციებსა და ფინანსურ გადარიცხვებში (CC-LIFT)


დონორი ორგანიზაცია: ღია საზოგადოების ინიციატივა ევროპისთვის, ექსპერტთა ფორუმის ასოციაცია (EFOR)


საგრანტო თანხა: 8,360 აშშ დოლარი


პროექტის ხანგრძლივობა: 2017 წლის ნოემბერი - 2019 წლის თებერვალი


პროექტის ამოცანები და მიზნები


პროექტი (CC-LIFT) სამ ქვეყანაში – რუმინეთში, მოლდოვასა და საქართველოში მოქმედებს. იგი მიმართულია ცენტრალური ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტებისთვის გადარიცხული თანხების მონიტორინგის მექანიზმების განვითარებისკენ. ამისთვის იგი ეხმარება ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საბიუჯეტო პროცედურების გაკონტროლებაში და საბიუჯეტო რესურსების განაწილების შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ დებატების წამოწყებაში.


პროექტის ზოგადი მიზანია ხელი შეუწყოს რუმინეთში, მოლდოვასა და საქართველოში ბიუჯეტისა და შესყიდვების ეფექტურობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას. მისი კონკრეტული ამოცანაა დაეხმაროს სამოქალაქო საზოგადოებას, ჩაერთოს ბიუჯეტის ზედამხედველობისა და საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესებში.


პროექტის მეშვეობით, სამი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები შექმნიან მექანიზმებს, გაცვლიან პრაქტიკას და ზედამხედველობას გაუწევენ საბიუჯეტო მუნიციპალურ ტრანსფერებსა და მათ ფარგლებში განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებს. ისინი ხელს შეუწყობენ დებატების დაწყებას სახელმწიფოსა და ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას შორის საჯარო ფინანსების პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების საკითხზე. მიზნის მისაღწევად:


1. საბიუჯეტო ტრანსფერების შესახებ ძირითადი მონაცემები გამოისახება მარტივი ვიზუალური საშუალებებით, რათა გაიზარდოს ადგილობრივი საბიუჯეტო პროცესების გამჭვირვალობა.


2. საბიუჯეტო ტრანსფერების პროცესის გაუმჯობესების მიზნით ჩატარდება ადვოკატირების ღონისძიებები ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან.


3. სამიზნე ქვეყნების 15 მუნიციპალიტეტში (6 რუმინეთში, 6 მოლდოვაში და 3 საქართველოში) ადგილობრივ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს ჩაუტარდებათ საბიუჯეტო და შესყიდვების პროცესების მონიტორინგის ტრენინგები.

 

აქტივობები


A1. წინასწარი კვლევა


A2. მონაცემთა შეგროვება და ანალიზი 3 სამიზნე მუნიციპალიტეტისთვის


A3. აქტივისტების მოძებნა სამიზნე მუნიციპალიტეტებში


A4. სამი ტრენინგის ჩატარება


A5. საჯარო დებატების მოწყობა ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის შესახებ


A6. ცენტრალური ბიუჯეტის ასიგნებების მონიტორინგი


A7. კლიენტელიზმის რუკა და პრესკონფერენციები


A8. სახელმწიფო შესყიდვების ანალიზის მეთოდოლოგიის შემუშავება


A9. პერიოდული საინფორმაციო ბიულეტენების მომზადება და გამოქვეყნება

 

მოსალოდნელი შედეგები


- შეიქმნება ვიზუალური ინსტრუმენტების კომპლექტი, რომელიც გასაგებად წარმოაჩენს საბიუჯეტო მონაცემებს და რომლის განახლებაც ყოველწლიურად იქნება შესაძლებელი. ვიზუალიზაციები გავრცელდება საზოგადოებრივი და მედია ღონისძიებების საშუალებით.


- შეიქმნება საბიუჯეტო გამჭვირვალობისა და მუნიციპალური გადარიცხვების (ტრანსფერების) მონიტორინგისა და ადვოკატირების მეთოდოლოგია.


- შეიქმნება ადგილობრივი მოქალაქე-აქტივისტებისა და ჟურნალისტების ერთობა, რომელიც საბიუჯეტო და შესყიდვების სფეროებში გაივლის ტრენინგს და უშუალოდ ჩაერთვება ადგილობრივ დონეზე მონიტორინგსა და კლიენტელიზმის გამოვლენაში.


- გაჩნდება საზოგადოებრივი ზეწოლა სამივე ქვეყანაში, რათა საბიუჯეტო გადარიცხვები და საჯარო რესურსების გამოყენება გათავისუფლდეს კლიენტელიზმისგან და გახდეს უფრო გამჭვირვალე.


- პროექტის შედეგებზე დაყრდნობით, მომავალში, გაჩნდება დადებითი ცვლილებების მიღებისკენ მიმართული საერთაშორისო ზეწოლა.

 

დაგეგმილი ღონისძიებები

 

 

 

პროექტის ბიუჯეტი

 

 

 ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

მიზანია ხელი შეუწყოს რუმინეთში, მოლდოვასა და საქართველოში ბიუჯეტისა და შესყიდვების ეფექტურობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას. 

იხილეთ მეტი →
ციფრული წიგნიერება და ინტერნეტის თავისუფლება საქართველოში ამერიკის იურისტთა ასოციაცია (მისი სამართლიანობისა და განათლების ფონდის დახმარებით) 2017 $7,999

პროექტის სახელწოდება: ციფრული წიგნიერება და ინტერნეტის თავისუფლება საქართველოში

პროექტის დაფინანსება: ამერიკის იურისტთა ასოციაცია (მისი სამართლიანობისა და განათლების ფონდის დახმარებით) 

პროექტის ნომერი: S-LMAQM-16-GR-1095

პროექტის ბიუჯეტი: 7,999 აშშ დოლარი

პროექტის ხანგრძლივობა: 1 სექტემბერი, 2017 – 31 იანვარი, 2018

 

პროექტის მიზნები და ამოცანები

 

პროექტის ზოგადი მიზანი საქართველოში ინტერნეტის თავისუფლებისა და ციფრული წიგნიერების გაძლიერებაა.

 

მიზნის მისაღწევად პროექტის მთავარი ამოცანებია:

 

- დაინტერესებულ მხარეთა შორის დიალოგისა და დისკუსიის წახალისება ინტერნეტის თავისუფლების საკითხებზე.

 

- ციფრული წიგნიერების ამაღლება ინტერნეტ უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით.

 

- შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობა.

 

ბენეფიციარები

 

პროექტის მთავარი სამიზნე ჯგუფია: ინტერნეტის მომხმარებლები, სამოქალაქო საზოგადოება და საჯარო დაწესებულებები, ხოლო დამატებით სამიზნე ჯგუფები - მედია და კერძო სექტორი.

 

პროექტის ძირითადი აქტივობები:

 

1. მონაწილეობის მიღება ინტერნეტის თავისუფლების შესახებ IGF პანელში

 

პროექტის გუნდი გამოიყენებს 2017 წლის სექტემბერში დაგეგმილ ადგილობრივ ინტერნეტ მმართველობის ფორუმს, რათა ხელი შეუწყოს ინტერნეტის თავისუფლები შესახებ დაინტერესებულ მხარეთა შორის დისკუსიას.

 

2. გზამკვლევების მომზადება

 

პროექტის კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი აქტივობა ინტერნეტ თავისუფლებისა და ციფრული უსაფრთხოების შესახებ პრაქტიკული, ინფორმაციული, ინტერაქტიული და დეტალური გზამკვლევების მომზადებაა.

 

3. ტესტების მომზადება

 

პროექტისა და მისი შედეგების არეალის გასაზრდელად მომზადდება და გავრცელდება ორი ტესტი ციფრული უსაფრთხოების შესახებ. ამ ტესტების მეშვეობით, ინტერნეტ მომხმარებლები შეძლებენ, შეამოწმონ საკუთარი ცოდნა უსაფრთხოების მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შესახებ.

 

4. შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობა დაინტერესებული მხარეებისთვის

 

„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მომსახურების მიწოდების შესახებ“ დებულებაში შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების ადვოკატირების მიზნით, პროექტის გუნდი გააგრძელებს კომუნიკაციას ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

 

აქტივობის განრიგი

 

 

ბიუჯეტი

 

 

 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია საქართველოში ინტერნეტის თავისუფლებისა და ციფრული წიგნიერების გაძლიერება.

იხილეთ მეტი →
PTF-IDFI-ის პარტნიორობა აზიის განვითარების ბანკის საქმიანობაში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გასაძლიერებლად აზიის განვითარების ბანკი (ADB) 2017-2017 $13,500

 

პროექტისსახელწოდება:PTF-IDFI-ის პარტნიორობა აზიის განვითარების ბანკის საქმიანობაში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გასაძლიერებლად

 

დონორი ორგანიზაცია: პროექტი ხორციელდება ფონდ პარტნიორობა გამჭვირვალობისთვის (PTF) მხარდაჭერით, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური დახმარებით

 

გრანტის ოდენობა: 13,500აშშ დოლარი

 

პროექტის ხანგრძლივობა17 ივლისი 2017 - 30 აგვისტო 2017

 

პროექტის აღწერა და მიზანი


აზიის განვითარების ბანკს სურს მის ოპერაციებში არასამთავრობო ორგანიზაციების ეფექტიანი ჩართულობის უზრუნველყოფა, რისთვისაც აპირებს არასამთავრობო სექტორსა და ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების განმახორციელებელ სამთავრობო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებას. მიზნის მისაღწევად, ADB თანამშრომლობს PTF-თან, რომელიც IDFI-სთან ერთად, ანალიტიკურ-კვლევითი საქმიანობის ფარგლებში მოამზადებს ნიადაგს ADB-ის ოპერაციებში არასამთავრობო სექტორის ჩართულობის გაუმჯობესებისთვის.

 

IDFI და PTF ფაქტების დამდგენი საქმიანობის ფარგლებში:


- შეაფასებენ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის ზოგად გარემოს (სამართლებრივი გარანტიები და პრაქტიკა);


- შეაფასებენ ADB-ის მიერ დაფინანსებულ მიმდინარე პროექტებში არსამთავრობო სექტორის ჩართულობის ხარისხს;


- ADB-ის შეთავაზებენ ბანკის ახალ ოპერაციებში (2017-2019 წწ.) არასამთავრობო სექტორის ჩართულობის გაუმჯობესების 2 წლიან გეგმას.

 

აქტივობის განრიგი

 

 

 

ბიუჯეტი

 

 

 

 

 

 

საგრანტო ხელშეკრულება

ამ ინიციატივის მთავარი მიზანია შეაფასოს არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის ხარისხი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებში. 

იხილეთ მეტი →
ბიუროკრატიული სისტემის გამოწვევები საჯარო მმართველობის რეფორმის კონტექსტში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მმართველობის რეფორმის ფონდი (GRF), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის ფინანსური დახმარებით 2017 $10,400

 

პროექტის სახელწოდება: ბიუროკრატიული სისტემის გამოწვევები საჯარო მმართველობის რეფორმის კონტექსტში

 

დონორი ორგანიზაცია: პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) მხარდაჭერით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის ფინანსური დახმარებით.

 

გრანტის ოდენობა: 10,400 აშშ დოლარი

 

პროექტის ხანგრძლივობა: 9 მარტი 2017 – 8 აგვისტო 2017

 

 

პროექტის აღწერა და  მიზანი

 

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის  შესრულების ანგარიშების მიხედვით,  საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა რაოდენობა და საჯარო სექტორის ადმინისტრაციული ხარჯები ყოველწლიურად იზრდება. 

 

ბოლო წლებში, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპის  შემცირების ფონზე, საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს  საჯარო სექტორის ბიუროკრატიული აპარატის განვითარების პერსპექტივები. საჯარო მართველობის მიმდინარე რეფორმის ფონზე, ბიუროკრატიული აპარატის მართვისა და განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანია  საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სამოქმედო  გეგმაც, რომლის მიხედვითაც  2017 წელს ბიუროკრატიული  ხარჯების 10%-ით შემცირება იგეგმება.   

 

პროექტის ფარგლებში შეიქმნება პოლიტიკის დოკუმენტი, რომლის მიზანიც იქნება, 2011-2016 წლებში სახელმწიფო ბიუროკრატიის და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ხარჯების ტენდენციების შესწავლა და ამ სფეროში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების დაფიქსირება. 

 

პოლიტიკის დოკუმენტში საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით საქართველოს მთავრობისთვის და ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციები, რომელიც ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული ხარჯების რაციონალურ განკარგვას და საკადრო უზრუნველყოფის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებას.

  

სამიზნე აუდიტორია

 

კვლევის ფარგლებში საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავებული რეკომენდაციების პირდაპირი ბენეფიციარები იქნებიან საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები.

 

ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციული ხარჯების მხრივ არსებული პრობლემების დაფიქსირების შემდეგ, პოლიტიკის დოკუმენტი წარმოადგენს რეკომენდაციებს, თუ როგორ შეუძლია მთავრობას, გააუმჯობესოს დასაქმების, ანაზღაურების და რესურსების მართვის სისტემები და გახადოს ისინი უფრო ეფექტიანი, რაციონალური და გამჭვირვალე. 

 

აქტივობათა განრიგი

 

 

 ბიუჯეტი

 

 

 

/public/upload/IDFI_Photos_2017/burocracy_in_georgia_2011_2016_policy_document_idfi/Audit_Report.pdf

საგრანტო ხელშეკრულება

შეიქმნება პოლიტიკის დოკუმენტი, რომლის მიზანიც იქნება, 2011-2016 წლებში სახელმწიფო ბიუროკრატიის და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ხარჯების ტენდენციების შესწავლა და ამ სფეროში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების დაფიქსირება.  

იხილეთ მეტი →
საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის ხელშეწყობის პროექტი ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო 2017–2018 $32,450

 

პროექტის სახელწოდება: საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის ხელშეწყობის პროექტი

 

დონორი ორგანიზაცია: პროექტი ხორციელდება ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველო”ფინანსური დახმარებით

 

პროექტის ნომერი: HR/01/17-20482

 

გრანტის ოდენობა: 32,450 აშშ დოლარი

 

პროექტის ხანგრძლივობა: 9 მარტი 2017 – 31 მარტი 2018

 


პროექტის აღწერა და მიზანი


ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მნიშვნელოვნად გაიზარდა მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერსის სფეროში შემავალი საქმეების (ე.წ. გახმაურებული საქმეები) რაოდენობა, რამაც გამოიწვია საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მიმართ ინტერესის მკვეთრი ზრდა და სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერება. 2016 წლის 3 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც უარყოფითად შეფასდა არაერთი ორგანიზაციის მიერ და გასაჩივრებულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილის არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.
განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მნიშვნელოვან შეამცირა საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტურობა და შექმნა კონსტიტუციური მართლმსაჯულების პარალიზების საფრთხე.


საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მომწესრიგებელი კანონმდებლობის, შიდა სამართლებრივი აქტების ბუნდოვანებამ თუ კონკრეტული ურთიერთობის არაჯეროვანმა მოწესრიგებამ, ამასთან საკონსტიტუციო სასამართლოსა და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობამ, შესაძლებლობა მისცა პოლიტიკური პროცესების მონაწილე პირებს კონსტიტუციური მართლმსაჯულება გადაეყვანათ პოლიტიკურ სივრცეში.


ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პროექტის მიზანია საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმის ინიცირება და მხარდაჭერა, საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის გამჭვირვალობის, ეფექტურობისა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობა, მის მიმართ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა და ამავდროულად მისი საქმიანობის შეფასება.

 

სამიზნე აუდიტორია



კვლევის ფარგლებში შემუშავებული საკანონმდებლო წინადადებების პროექტი გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შეფასების შედეგად მიღებული რეკომენდაციები ასევე მიმართული იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შემდგომი დახვეწისთვის. ამავდროულად, კვლევის შედეგებზე და მიღებულ რეკომენდაციებზე ინფორმაცია მიეწოდებათ დაინტერესებულ პროფესიულ წრეებს და ფართო საზოგადოებას სასამართლოს მიმართ ინფორმაციულობის დონის გაზრდისთვის.

 

აქტივობის განრიგი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პროექტის ბიუჯეტი

 

 

 

 

 

 

 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმის ინიცირება და მხარდაჭერა, საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის გამჭვირვალობის, ეფექტურობისა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობა, მის მიმართ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა და ამავდროულად მისი საქმიანობის შეფასება.

იხილეთ მეტი →
საზოგადოების გაძლიერება კარგი მმართველობის ხელშეწყობისთვის ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2017 - 2018 €49,670

             

პროექტის სახელწოდება: საზოგადოების გაძლიერება კარგი მართველობის ხელშეწყობისთვის

პროექტის დაფინანსება: ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

პროექტის ნომერი: 21650161

პროექტის ბიუჯეტი: 49,670 ევრო

პროექტის ხანგრძლივობა: 1 მარტი, 2017 – 31 მაისი, 2018

პარტნიორი ორგანიზაციები: KohoVolit.eu (ჩეხეთი და სლოვაკეთი), K-Monitor Public Benefit Association (უნგრეთი), Stanczyk Institute of Civic Thought Foundation (პოლონეთი)

   

პროექტის კონტექსტი (არსებული სიტუაციის ანალიზი)

 

წინა წლებში მიღწეული გარკვეული წარმატების მიუხედავად, კარგი მართველობის სტანდარტები, ღია მონაცემები და მთავრობის ანგარიშვალდებულება საქართველოსთვის კვლავაც გამოწვევად რჩება. სამთავრობო პორტალ - data.gov.ge-ზე ხელმისაწვდომი ღია მონაცემები არ ემთხვევა საჯარო დაწესებულებებში რეალურად დაცულ  ღია მონაცემებს. არსებული მონაცემები კი სათანადოდ არ გამოიყენება მობილური აპლიკაციებისთვის, სამოქალაქო მონიტორინგისთვის, მონაცემთა ვიზუალიზაციისთვის, ცნობიერების ასამაღლებლად, სტატიების დასაწერად, სერვისების მისაწოდებლად და ა.შ. ჟურნალისტებსა და აქტივისტებს, ისევე როგორც ფართო საზოგადოებას, ღია მონაცემების გამოყენებისთვის საჭირო უნარები და გამოცდილება არ აქვთ. გარდა ამისა, უმეტეს შემთხვევებში, საჯარო ინფორმაცია ავტომატურად დამუშავებად ფორმატში ნაცვლად მოწოდებულია ქაღალდის დოკუმენტის ან დასკანერებულ ფორმატში. ეს კი ხელს უშლის საზოგადოებას, შეასრულოს მთავრობის კონტროლის ფუნქცია.

 

პროექტის მიზნები

 

პროექტის მთავარი მიზანი

 

მთავრობის ეფექტური მონიტორინგისა და კონტროლისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და საქართველოს მთავრობის ღიაობისა და ანგარიშვალდებულების დონის გაზრდა.

 

პროექტის კონკრეტული მიზნები

 

- სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებში მთავრობის საქმიანობის/დანახარჯების შესახებ ღია მონაცემებისა და მონაცემთა ვიზუალიზაციის გამოყენების წახალისება ასობით მონაცემთა ბაზის შემცველი ინტერაქტიული პლატფორმის დანერგვის გზით;

- მთავრობის მაკონტროლებელ საქმიანობაში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს (ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, აქტივისტები, სტუდენტები და ა.შ.) შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება;

- საქართველოში ღია მონაცემების პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტების გაზრდა ევროპის ქვეყნების პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების გზით.

 

სამიზნე ჯგუფები:

 

 - ჟურნალისტები, აქტივისტები, ბლოგერები, სტუდენტები;

 - სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები;

 - მთავრობის წარმომადგენლები და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირები (FOI ოფიცსრები).

  

შედეგები: ღონისძიებები/პროდუქრები

 

1. საქართველოს საჯარო დაწესებულებებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და მიღება;

2. პლატფორმის შექმნა;

3. მონაცემთა ბაზების შექმნა და გამოქვეყნება;

4. ვიშეგრადის ქვეყნებიდან პარტნიორებთან კონსულტაცია მონაცემთა ვიზუალიზაციის საკითხზე;

5. პლატფორმის შესახებ ვიდეოს შექმნა;

6. მონაცემთა ვიზუალიზაციები;

7. პუბლიკაციის მომზადება;

8. პლატფორმის პრეზენტაცია;

9. ესეების კონკურსი;

10. საბოლოო პრეზენტაცია.

 

 

 

 

 

 

 

 

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მთავარი მიზანია მთავრობის ეფექტური მონიტორინგისა და კონტროლისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და საქართველოს მთავრობის ღიაობისა და ანგარიშვალდებულების დონის გაზრდა.

იხილეთ მეტი →
ინტერნეტის თავისუფლების სამართლებრივი გარანტიების გაუმჯობესება საქართველოში ამერიკის იურისტთა ასოციაცია (მისი სამართლიანობისა და განათლების ფონდის დახმარებით) 2017 $11,649

პროექტის სახელწოდება: ინტერნეტის თავისუფლების სამართლებრივი გარანტიების გაუმჯობესება საქართველოში

პროექტის დაფინანსება: ამერიკის იურისტთა ასოციაცია (მისი სამართლიანობისა და განათლების ფონდის დახმარებით)

პროექტის ნომერი: S-LMAQM-16-GR-1095

პროექტის ბიუჯეტი: 11, 649 აშშ დოლარი

პროექტის ხანგრძლივობა:1 მარტი, 2017 – 31 ივლისი, 2017

 

პროექტის მიზნები და ამოცანები


პროექტის საბოლოო მიზანია სამართლებრივ დონეზე უსაფრთხოების გარანტიებისა და ინტერნეტის თავისუფლების უზრუნველყოფა და გაძლიერება საქართველოში.

 

 

მიზნის მისაღწევად, პროექტის მთავარი ამოცანებია:


• ონლაინ კონტენტის დაბლოკვის, გაფილტვრისა და მოხსნის შესახებ საზოგადოებაში საჯარო დისკუსიების წახალისება;


• ონლაინ კონტენტის დაბლოკვის, გაფილტვრისა და მოხსნის თემებზე დაინტერესებულ მხართა შორის დიალოგის ხელშეწყობა;


• საქართველოში ინტერნეტის შეზღუდვის სფეროში მთავარი გამოწვევებისა და შესაბამისი პრობლემების გამოვლენა;


• ინტერნეტის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების შესწავლა და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებისთვის შესაბამისი ასპექტების გაზიარება;


• კანონპროექტის შემუშავება ინტერნეტის თავისუფლებაზე, მათ შორის ონლაინ კონტენტის სამართლებრივ შეზღუდვაზე.

 

 

ბენეფიციარები/სამიზნე ჯგუფი


პროექტის მთავარი სამიზნე ჯგუფებია: სამოქალაქო საზოგადოება, მედია, კერძო სექტორი, საჯარო დაწესებულებები, ასევე, მთლიანად საზოგადოება. პროექტის გუნდი სამუშაო შეხვედრებს გეგმავს შემდეგი დაინტერესებული მხარეებისთვის:


• სამთავრობო დაწესებულებები;


• მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები;


• კერძო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის, ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლები.

  

პროექტის ძირითადი საქმიანობები:


1) სამუშაო შეხვედრები


დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად, პროექტის გუნდი უკანონო კონტენტის დაბლოკვის, გაფილტვრისა და მოხსნის შესახებ საჯარო დისკუსიების წახალისებას გეგმავს. ამისთვის, დაინტერესებული მხარეების (მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, მთავრობა, კერძო სექტორი და აკადემიური წრეების წარმომადგენლები) მონაწილეობით, სულ მცირე, სამი სამუშაო შეხვედრა ჩატარდება.


დაგეგმილი შეხვედრების მთავარი ამოცანა, ერთი მხრივ, ქვეყნისთვის პროექტის თემის მნიშვნელობისა და აქტუალობის წარმოჩენა, ხოლო, მეორე მხრივ, კანონპროექტის ინიცირებამდე დაინტერესებულ მხარეთა პოზიციების გათვალისწინებაა. საერთო ჯამში, სამუშაო შეხვედრები ხელს შეუწყობს დაინტერესებულ მხარეთა შორის დიალოგს და საზოგადოების ფართო სეგმენტის ინტერესებისა და შეხედულებების გათვალისწინებით სათანადო სამართლებრივი წინადადებების შემუშავების პროცესის გაუმჯობესების წინაპირობა იქნება.

  

2) კვლევა და კანონპროექტის შემუშავება


პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა საქართველოში არსებული ინტერნეტ რეგულაციის პრაქტიკული და სრულყოფილი სამართლებრივი ანალიზის მომზადება და ამ საკითხზე საერთაშორისო სტანდარტების შესწავლაა. მთავარი აქცენტი უკანონო კონტენტის გაფილტვრაზე, დაბლოკვაზე, მოხსნასა და ამ პროცესში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა როლზე იქნება.


ქვეყანაში ინტერნეტის თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით, კვლევაზე დაყრდნობით, მთავრობისთვის შემუშავდება რეკომენდაციების პაკეტი. აუცილებელია ინტერნეტ თავისუფლების ერთიანი კანონის მიღება, რადგან ამჟამად ინტერნეტ რეგულაციები სხვადასხვა სამართლებრივ აქტებში ქაოტურადაა მოცემული. ამიტომაც, პროექტის გუნდი საკითხის მოსაწესრიგებლად კანონპროექტის შემუშავებას გეგმავს.

 

შემოთავაზებულ წინადადებაში განხილული იქნება შემთხვევები, როდესაც კონკრეტული ონლაინ კონტენტის გაფილტვრა, დაბლოკვა და მოხსნა იქნება ნებადართულის.


არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ სახელმწიფო ინსტიტუტების უფლებების/ძალაუფლებისა და ვალდებულებების ნათელი და არაორაზროვანი გამიჯვნა, რომლებსაც ინტერნეტ თავისუფლებების საკითხები ეხებათ, მაგალითად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, საქართველოს პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და ა.შ. უკანონო კონტენტის გაფილტვრის, დაბლოკვისა და მოხსნის პროცესში ზუსტად უნდა განისაზღვროს სასამართლოს როლიც. ასევე, სამართლებრივად დაცული და ცხადი უნდა იყოს ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელთა უფლებები და მოვალეობები.

 


3) კანონპროექტის საზოგადოებისთვის გაცნობა


კანონპროექტზე საჯარო კონსესუსის მისაღწევად პროექტის გუნდი მჭიდროდ ითანამშრომლებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. კანონპროექტი დაეგზავნება IDFI-ის პარტნიორებს მედიიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და აკადემიური დაწესებულებებიდან. ინფორმაცია ასევე მიეწოდება მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, მათ შორის, სამუშაო შეხვედრების მონაწილეებს. პროექტის განმავლობაში შემუშავებული კვლევა და რეკომენდაციები იქნება საჯარო და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება საკუთარი აზრის გამოთქმა. IDFI, კომუნიკაციის სხვადასხვა გზების დახმარებით, დაინტერესებული მხარეებისგან მიიღებს შეფასებას და საბოლოო შესწორებებს შეიტანს კანონპროექტში.

 


4) კანონპროექტის მთავრობისთვის წარდგენა


საბოლოოდ, კანონპროექტის საბოლოო ვერსია წარედგინება შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებს, რათა შემდეგში კანონის ინიცირება საქართველოს პარლამენტში მოხდეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 ხელშეკრულება

 

 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის საბოლოო მიზანია სამართლებრივ დონეზე უსაფრთხოების გარანტიებისა და ინტერნეტის თავისუფლების უზრუნველყოფა და გაძლიერება საქართველოში.

იხილეთ მეტი →
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მხარდაჭერა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამა – მმართველობის რეფორმის ფონდი / შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო 2016 – 2018 $140,700

პროექტისსახელწოდება: გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესრულების მხარდაჭერა საქართველოში

დონორიორგანიზაცია: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) – მმართველობის რეფორმის ფონდი (Governance Reform Fund); SIDA -შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო

პროექტისნომერი00060981

საგრანტო თანხა$140,700

პროექტისხანგრძლივობა: 1 დეკემბერი 2016 – 31 ივლისი 2018

 

პრობლემის აღწერა

 

საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც 2015 წელს მხარი დაუჭირა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დამტკიცებას და დაიწყო მათი დანერგვა ადგილობრივი პოლიტიკის დღის წესრიგში. მდგრადი განვითარების მიზნების კოორდინაციაზე და მონიტორინგზე პასუხისმგებელ უწყებად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განისაზღვრა.

 

მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) კოორდინაციასთან  დაკავშირებული პროცესების გაუმჯობესებისთვის საქართველოს მთავრობა გეგმავს ინსტიტუციური საკოორდინაციო მექანიზმის შექმნას, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან, როგორც საჯარო დაწესებულებები, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამასთანავე, საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება, განეხორციელებინა მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ნებაყოფლობითი ეროვნული შეფასება (Voluntary National Review). საქართველოს მთავრობამ ნებაყოფლობითი შეფასების პირველი ანგარიში 2016 წლის სექტემბერში, მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე (HLPF) წარადგინა. ანგარიშში მოცემულია ის თავდაპირველი ძალისხმევა, რომელიც საქართველომ მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG) დაკავშირებით გაწია. მიუხედავად ამ პროგრესისა, ეს ანგარიში არ შეიცავს კონკრეტულ მონაცემებს თითოეული მიზნის ამოცანების და ინდიკატორების შესრულებასთან დაკავშირებით.

 

მდგრადი განვითარების მიზნების (SDG)  დღის წესრიგის შესრულებაში საქართველოს მოწინავე როლის მიუხედავად, არსებობს გამოწვევები, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად. ამჟამად, მთავრობის ადმინისტრაციას არ გააჩნია ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესრულების ეფექტურ მონიტორინგს ეროვნულ დონეზე. ამასთანავე, ნებაყოფლობითი თვითშეფასება ხორციელდება ინფორმაციის მექანიკური დამუშავებით და ჯერჯერობით არ არის შემუშავებული მონიტორინგის ისეთი ინოვაციური მეთოდოლოგია, რომელიც დაფარავდა და გაზომავდა ყველა მიზანს.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესახებ არსებული საზოგადოებრივი ცნობიერების დონე. ცნობიერების დაბალი დონე ხელს უშლის ამ პროცესში საზოგადოებრივი ჩართულობის ზრდას და ამ ფორმით საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას. საზოგადოებასთან ერთად, მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით, ცნობიერება ასევე დაბალია საჯარო დაწესებულებებში, კერძო სექტორში, აკადემიურ წრეებში და ახალგაზრდობაში. მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით ხელსაყრელი გარემოს შექმნა და მათი ზედამხედველობის პროცესში საზოგადოების უფრო აქტიური ჩართვა. გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არ არიან სათანადოდ ჩართული მდგრადი განვითარების დღის წესრიგით განსაზღვრული მიზნების შესრულებაში.

 

პროექტის მიზანი

 

პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მხარდაჭერა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების  ეფექტური მონიტორინგის სისტემის შექმნაში და მათ შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.

 

პროექტი მიზნად ისახავს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით გაეროს მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის მონიტორინგის პილოტური სისტემის შექმნას, რომლის წარმატებით დანერგვის შემდეგაც, მონიტორინგის სისტემა გავრცელდება მდგრადი განვითარების სხვა მიზნებზეც.

 

პროექტის ფარგლებში, IDFI-ის ერთ-ერთი მიზანია გაეროს მდგრადი განვითარების გეგმების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. ცნობიერების ამაღლების კამპანია მოიცავს, როგორც მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების გლობალურ პროცესებს, ისე საქართველოს კონტექსტს და ადგილობრივ დონეზე არსებულ ღონისძიებებს. ამ კომპონენტის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო დისკუსიების, ლექციების, ტრეინინგების და საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება.  

 

პროექტის მესამე კომპონენტი მოიცავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის და შესაბამისი საჯარო დაწესებულებების მხარდაჭერას მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კოორდინაციის პროცესში. ეს მოიცავს ინსტიტუციური მექანიზმის გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების მომზადებას და ჩართულობის უზრუნველყოფას.

 

პროექტის ამოცანები

 

პროექტის ძირითადი ამოცანებია:

 

- ელექტრონული მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმის შექმნა, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ეფექტური უწყებათაშორისი კოორდინაციისთვის და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესრულების მონიტორინგისთვის გამოიყენებს;

 

- გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესრულების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ადგილობრივი, რეგიონული, გლობალური ცოდნის მიმოცვლის ხელშეწყობა;

 

- ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პრინციპებზე დაყრდნობით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მხარდაჭერა მდგრადი განვითარების მიზნების (SDG)  კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმების გასაუმჯობესებლად.

 

მოსალოდნელი შედეგები

 

- ელექტრონული მონიტორინგის სისტემა შექმნილია გაეროს მდგრადი განვითარების მე-16 მიზნისთვის და მომავალში მდგრადი განვითარების ყველა მიზნისთვის;

 

- პილოტური მონიტორინგის ანგარიში მომზადებულია მდგრადი განვითარების მე-16 მიზნისთვის;

 

- გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესახებ ამაღლებულია მოსახლეობის, სამოქალაქო საზოგადოების, საჯარო მოხელეების, მედიის და ახალგაზრდობის ცნობიერება;

 

- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაძლებლობები განვითარებულია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ეფექტური კოორდინაციისთვის.

 

დაგეგმილი ღონისძიებები

 

 

ბიუჯეტი 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

/public/upload/IDFI_Photos_2018/sdg_georgia/sdg_audit_report.pdf

 

 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მხარდაჭერა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების  ეფექტური მონიტორინგის სისტემის შექმნაში და მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.

იხილეთ მეტი →
ელექტრონული მმართველობის ახალი ინიციატივები საქართველოში ღია მმართველობის პარტნიორობის ვალდებულებების შესასრულებლად Tetra Tech ARD/USAID-ის პროგრამა 2016 - 2018 $72,685

 

პროექტის სახელწოდება: ელექტრონული მმართველობის ახალი ინიციატივები საქართველოში ღია მმართველობის პარტნიორობის ვალდებულებების შესასრულებლად

დონორი ორგანიზაცია: Tetra Tech ARD/USAID-ის პროგრამა "კარგი მმართველობის ინიციატივა საქართველოში", ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

დაფინანსების ოდენობა: 72,685 აშშ დოლარი (USAID - 65,935 აშშ დოლარი; ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - 6,750 აშშ დოლარი)

პროექტის ხანგრძლივობა: 12 დეკემბერი 2016 - 30 აპრილი 2018

პარტნიორი ორგანიზაცია: ელექტრონული მმართველობის აკადემია (ესტონეთი)

 

პრობლემა

 

საქართველოს საჯარო დაწესებულებებში გამოწვევად რჩება ელექტრონული მმართველობის ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვა, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. მიუხედავად ამისა, საჯარო დაწესებულებების უმეტესობას გააჩნია სურვილი და პოლიტიკური ნება, გამოიყენონ ინოვაციები საჯარო ადმინისტრირების პროცესში. საქართველოს საჯარო დაწესებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ინოვაციების ძირითადი მამოძრავებელია ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP). უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და საჯარო დაწესებულებებმა ერთობლივი მუშაობით არაერთი წარმატებული პროექტი და ინიციატივა წამოიწყეს. ღია მმართველობის 2014-2015 და 2016-2017 ეროვნული სამოქმედო გეგმები ამ თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.

 

ამჟამად, საჯარო დაწესებულებებისა და მუნიციპალიტეტების OGP-ში ჩართულობასთან დაკავშირებით რამდენიმე გამოწვევა არსებობს. კერძოდ, მნიშვნელოვანი ხარვეზებია მათ მიერ ელექტრონული სამოქალაქო ჩართულობისა და გამჭვირვალობის ახალი ინსტრუმენტების გამოყენებაში. მუნიციპალიტეტების OGP-ში ჩართვა და ღია მმართველობის პრინციპების მუნიციპალიტეტებში დანერგვა კვლავ გამოწვევად რჩება. სიტუაციის კვლევამ აჩვენა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ხშირად არ გააჩნიათ მოქალაქეებთან გამჭვირვალე და ეფექტიანი ურთიერთობისთვის საჭირო უნარები და ტექნიკური შესაძლებლობები. სამოქალაქო ჩართულობასა და ელექტრონულ მმართველობასთან დაკავშირებით პრობლემა რამდენიმე ცენტრალურ საჯარო დაწესებულებასაც აღმოაჩნდა. საჯარო დაწესებულებების პრაქტიკა აჩვენებს, რომ ელექტრონული ჩართულობის არსებული მექანიზმები არაეფექტურია.

 

ელექტრონულ მმართველობასთან დაკავშირებით ძირითადი გამოწვევებია:

 

- ცნობიერების ნაკლებობა კარგი, ინოვაციური და ჩართულობაზე ორიენტირებული მმართველობის პრინციპების შესახებ და ამ პრინციპების პრაქტიკაში განხორციელების შეუძლებლობა;

 

- მოქალაქეების პოლიტიკის დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესებში ჩართვის, და საჯარო ინფორმაციის ეფექტურად გამოქვეყნების არასაკმარისი ცოდნა და გამოცდილება;

 

- პოლიტიკური და ადმინისტრაციული პროცესების არასაკმარისი გამჭვირვალობა, რითაც იზღუდება სამოქალაქო ჩართულობა საჯარო პოლიტიკაში;

 

- ელექტრონული საჯარო სერვისების შესახებ ცნობიერების დაბალი დონე და მათი გამოყენების ნაკლებობა.

 

მიზნები

 

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს 3 საპილოტე მუნიციპალიტეტსა და 2 სამინისტროს მოქალაქეთა ჩართულობის ეფექტური ელექტრონული ინსტრუმენტების დანერგვაში. პროექტის ფარგლებში დახმარება გაეწევათ ბათუმის, ახალციხისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებს ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვაში და მათი შესაძლებლობების ამაღლებაში მოქალაქეთა ჩართულობის, მონაწილეობითი ბიუჯეტირებისა და ელექტრონული მომსახურების მიმართულებით. ამ მუნიციპალიტეტებს კონკრეტული ვალდებულებები აქვთ აღებული ღია მმართველობის 2016-2017 ეროვნულ სამოქმედო გეგმაში; პროექტი მიზნად ისახავს მათ დახმარებას სხვადასხვა გზებით.

 

გარდა ამისა, პროექტი დაეხმარება 2 სამინისტროს, გააუმჯობესოს ელექტრონული მმართველობის 2 არსებული ინსტრუმენტი, რომლებიც მიზნად ისახავს მოქალაქეთა ჩართულობისა და მათთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას კონკრეტულ სახელმწიფო სერვისებთან დაკავშირებით.

  

მოქმედებები

 

პროექტის ფარგლებში IDFI და ელექტრონული მმართველობის აკადემია, ახალციხის, ბათუმისა და ქუთაისის საკრებულოებთან და საქართველოს ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობით, განახორციელებენ შემდეგ მოქმედებებს:

 

1. შეიქმნება ახალი ელექტრონული სისტემა, რომლის საშუალებითაც ახალციხეში, ქუთაისსა და ბათუმში ხელი შეეწყობა მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სისტემის მთავარი მიზანია, დააჩქაროს მოქალაქეებთან კომუნიკაცია, გაზარდოს გამჭვირვალობა, და გააუმჯობესოს გადაწყვეტილების მიღებისა და მომსახურების მიწოდების პროცესები.

 

2. შემუშავდება მონაწილეობითი ბიუჯეტირების მექანიზმები (პროცედურები, საშუალებები) ქუთაისის, ბათუმისა და ახალციხის ბიუჯეტებისთვის. მოქმედების მიზანია ადგილობრივი ბიუჯეტის ეფექტური შემუშავება, საბიუჯეტო პროცესების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ბიუჯეტის განხილვის პროცესში სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმების გაუმჯობესება.

 

3. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთვის მომზადდება პაციენტის პორტალის გაუმჯობესების კონცეფცია (საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის ჩათვლით) და შესაბამისი ტექნიკური დავალება.

 

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის მომზადდება მონაწილეობითი ბიუჯეტირების ონლაინ პლატფორმის გასაუმჯობესებელი კონცეფცია და ტექნიკური დავალება.

 

5. ახალციხის, ბათუმისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვის შეიქმნება ახალი ვებგვერდები ელექტრონული გამჭვირვალობისა და მონაწილეობის გასაუმჯობესებლად.

 

 

მოსალოდნელი შედეგები

 

პროექტის განხორციელების შედეგად:

 

- გაუმჯობესდება ქუთაისის, ბათუმისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობა, კარგი მმართველობის პრაქტიკა და ელექტრონული კომუნიკაცია მოქალაქეებთან;

 

- ქუთაისში, ბათუმსა და ახალციხეში გაიზრდება სამოქალაქო ჩართულობა პოლიტიკის შემუშავებისა და ბიუჯეტირების პროცესებში;

 

- ორი სამინისტრო (ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროები) შეძლებს გამოიყენოს ელექტრონული მმართველობის ხერხები,  რათა გაზარდოს გამჭვირვალობა და მოქალაქეთა ჩართულობა მის საქმიანობაში;

 

 

დაგეგმილი აქტივობები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბიუჯეტი

 

 

 

 

 

 

 

 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს 3 საპილოტე მუნიციპალიტეტსა და 2 სამინისტროს მოქალაქეთა ჩართულობის ეფექტური ელექტრონული ინსტრუმენტების დანერგვაში.

იხილეთ მეტი →
საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამა 2016-2018 $266,195

პროექტის სახელწოდება: საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში

 

დონორი ორგანიზაცია: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში

 

პროექტის ნომერი: 00101142

 

ქვეყანა: საქართველო

 

საგრანტო თანხა: 266,195.00 აშშ დოლარი

 

პროექტის ხანგრძლივობა: 1 სექტემბერი 2016 - 28 დეკემბერი 2018

  

 

პრობლემის აღწერა (სიტუაციის ანალიზი)

 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში - „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ - UNDP მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის ჩართულობას „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ (OGP) საკანონმდებლო ღიაობის სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შემუშავებისა და განხორციელების მეშვეობით. UNDP-ის ეს გადაწყვეტილება ინოვაციური მიდგომის ნაწილია, რადგან OGP-ის ინიციატივაში მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ რამდენიმე პარლამენტებია ჩართული. პროექტს უშუალოდ ახორციელებს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) - საქართველოში წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია OGP-ის საკითხებში.


ევროკავშირის / UNDP-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, 2014 წლის დეკემბერში, IDFI-მ დაიწყო მუშაობა საქართველოს პარლამენტთან OGP-ის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. წელიწადზე ნაკლებ დროში თვალსაჩინო პროგრესი იქნა მიღწეული. სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს პარლამენტმა შექმნა „ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო“ (შემდგომში - „საბჭო“) - პარლამენტის მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაზეა პასუხისმგებელი.
ამჟამად, OGP-ის სამოქმედო გეგმის 17 ვალდებულება შეუსრულებელი რჩება. პარლამენტი, საბჭოს მეშვეობით, პასუხისმგებელი იქნება სამოქმედო გეგმის განხორციელებასა და მთლიანი პროცესის კოორდინაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო ღიაობის პრინციპების დანერგვა პარლმენტის პირდაპირი მოვალეობაა, საბჭოს, როგორც ახლად ჩამოყალიბებულ ორგანოს, მაინც დასჭირდება გარე მხარდაჭერა, რათა წარმატებით შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები.


მართალია, საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის სამოქმედო გეგმის მიღებით შეძლო გაწევრიანებულიყო OGP-ის ინიციატივაში, გეგმით გაწერილი ვალდებულებების განხორციელება საჭიროებს მისი მხრიდან მეტ ძალისხმევას. 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმიდან ჯერ მხოლოდ რამდენიმე ვალდებულება შესრულდა. ამის მიზეზი კი, ძირითადად, პარლამენტის შეზღუდული ადამიანური და ფინანსური რესურსებია. ერთი მხრივ, პარლამენტს სჭირდება მხარდაჭერა მონიტორინგის პროცესში. მეორე მხრივ, მას სჭირდება დამატებითი რესურსები კონკრეტული ვალდებულებების შესასრულებლად.


კიდევ ერთი გამოწვევაა მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომლის შემდეგაც ახლად არჩეულ პარლამენტს დასჭირდება დახმარება, რათა ხელახლა გაეცნოს OGP-ის ინიციატივას, დააკომპლექტოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, გააგრძელოს არსებული ვალდებულებების შესრულება და შეიმუშაოს ახალი სამოქმედო გეგმა 2017-2018 წლებისთვის.


2016-2017 წლებში საქართველო OGP-ის თანათავმჯდომარე იქნება, ხოლო 2018 წელს - მისი თავმჯდომარე. 2018 წელს OGP-ის გლობალური სამიტი სწორედ საქართველოში გაიმართება. საქართველოს პარლამენტი, როგორც OGP-ის საკვანძო მონაწილე, ამ ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება, რის გამოც საჭირო იქნება მისი მხარდაჭერა, როგორც გამოცდილების გაზიარების მხრივ, ისე საორგანიზაციო საკითხებში.
მიზნები


პროექტის მიზანი ემთხვევა UNDP-ის საერთო პროგრამის მიზანს, ხელი შეუწყოს საქართველოს პარლამენტს, ჩამოყალიბდეს, როგორც ეროვნული პოლიტიკის შემუშავებაში და ევროპულ ინტეგრაციაში უფრო დიდი როლის მქონე, სანდო ინსტიტუტად.


საქმიანობა

 

1. ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის მხარდაჭერა:

 

1.1. ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მხარდაჭერა გარდამავალ პერიოდში.

1.2. საბჭოს სამდივნოს (თავმჯდომარის კაბინეტის) შესაძლებლობების გაზრდა.

1.3. OPG-ის (მეორე) სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშეწყობა.

1.4. კვლევის მომზადება საპარლამენტო ღიაობის ახალი ტენდენციების შესახებ.

1.5. საჯარო კონსულტაციების ხელშეწყობა სამოქმედო გეგმის შემუშავების დროს.

1.6. საქართველოსა და OPG-ის წევრ სხვა პარლამენტებს შორის საერთაშორისო პარტნიორობების მხარდაჭერა.

1.7. სამოქმედო გეგმის (პირველი და მეორე) შუალედური შედეგების პრეზენტაცია.

 

2. საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა OGP-ის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის კონკრეტული ვალდებულებების შესრულებაში:

 

2.1. საბჭოს მხარდაჭერა თავმჯდომარის ბრძანებების მომზადებაში; ასევე, პარლამენტის რეგლამენტში OPG-ის სამოქმედო გეგმით (2015-2016) აღებული ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო ცვლილებების შეტანის ადვოკატირება.

2.2. კანონპროექტებზე საჯარო კონსულტაციების სისტემის დანერგვა (სამოქმედო გეგმის ვალდებულება 1.1.)

2.3. საკანონმდებლო ინიციატივების ელექტრონულად წარდგენის სისტემის დანერგვა (სამოქმედო გეგმის ვალდებულება 1.2.)

2.4. ღია მონაცემთა სტანდარტების განვითარება (სამოქმედო გეგმის ვალდებულება 3.1.)

2.5. პარლამენტის ვებ-სერვისებისთვის მობილური აპლიკაციების შექმნა (სამოქმედო გეგმის ვალდებულება 3.2.)

2.6. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებისთვის საპარლამენტო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა (სამოქმედო გეგმის ვალდებულება 2.1.)

2.7. საბიუჯეტო კონცეფციის შემუშავება პარლამენტის თბილისის შენობაში შშმ პირებისთვის წვდომის გასაუმჯობესებლად.

 

3. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება:

 

3.1. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება საპარლამენტო ღიაობისა და სამოქმედო გეგმის შესრულებული ვალდებულებები შესახებ.

3.2. საქართველოს პარლამენტის ხელშეწყობა საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის დაგეგმვაში, ორგანიზებასა და ჩატარებაში.

3.3. OGP-ის გლობალური სამიტი საქართველოში.

 

4. გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დღის წესრიგის მხარდაჭერა საქართველოში. 

 

 

 

 

 

 

ხელშეკრულება

 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანი ემთხვევა UNDP-ის საერთო პროგრამის მიზანს, ხელი შეუწყოს საქართველოს პარლამენტს, ჩამოყალიბდეს, როგორც ეროვნული პოლიტიკის შემუშავებაში და ევროპულ ინტეგრაციაში უფრო დიდი როლის მქონე, სანდო ინსტიტუტად.

იხილეთ მეტი →
ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობებისათვის - მუნიციპალიტეტებში გამჭირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ეროვნული შეფასება ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო 2016 – 2018 $38,330

                                    

 

პროექტის სახელწოდება: ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობებისათვის - მუნიციპალიტეტებში გამჭირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ეროვნული შეფასება

პროექტის დაფინანსება: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)

პროექტის ბიუჯეტი: მთლიანი ბიუჯეტი - 99,645 აშშ დოლარი (IDFI-ის ბიუჯეტი - 38,330 აშშ დოლარი)

პროექტის ხანგრძლივობა: 27 ივლისი, 2016 – 31 იანვარი, 2018

პასუხისმგებელი ორგანიზაციები: კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი" (MSDC)

 

პროექტის აღწერა

 

1. პრობლემის განსაზღვრა (არსებული სიტუაციის ანალიზი)


ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა დაბალი ჩართულობა და ინფორმირებულობა ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. 2015 წელს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 4%-ია ინფორმირებული მუნიციპალიტეტის საქმიანობის და სერვისების შესახებ. ეს მონაცემი არ განსხვავდება წინა წლების კვლევების შედეგებისგან და ადასტურებს, რომ ამ მხრივ პოზიტიური დინამიკა ჯერ არ არის. მონაწილეობის პრაქტიკის დაბალი დონე თავისთავად განპირობებულია, როგორც მოსახლეობის პასიურობითა და შესაბამისი გამოცდილების/კულტურის ნაკლებობით, ასევე თვითმმართველი ორგანოების არასათანადო ძალისხმევითა და მონდომებით.

 

იმავდროულად, მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკაც. საქართველოს კანონმდებლობით, ყველა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ინფორმაცია ელექტრონულად გამოაქვეყნოს, თუმცა არ არსებობს საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მარეგულირებელი ერთიანი სტანდარტი ან პოლიტიკა. ეს პრობლემა განსაკუთრებით თვალშისაცემია საქართველოს მუნიციპალიტეტების შემთხვევაში.

 

2. პროექტის მიზანი

 

პროექტის საბოლოო მიზანია მუნიციპალიტეტებში საზოგადოების ჩართულობის გაზრდა და კორუფციის რისკების შემცირება თვითმმართველი ორგანოების მიერ გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრაქტიკის გაუმჯობესების გზით.

 

ამისათვის, პროექტის კონკრეტული მიზანია მუნიციპალიტეტის გამჭირვალობის და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებისა და პრაქტიკის შეფასების სტანდარტის კონსოლიდირება და მის საფუძველზე ერთიანი ეროვნული შეფასების დანერგვა.

 

3. პროექტის ამოცანები

 

1. მუნიციპალიტეტის გამჭირვალობის და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებისა და პრაქტიკის შეფასების არსებული სტანდარტის გაუმჯობესება და მისი ეფექტური განხორციელებისათვის შესაბამისი ელექტრონული პლატფორმის შექმნა;


2. თვითმმართველი ორგანოების ახალი სტანდარტით შეფასების პროცესში რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართვა და მათი შესაძლებლობების გაძლიერება;


3. რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების დახმარებით ყველა თვითმმართველი ორგანოს შეფასება, ეროვნული რეიტინგის გამოქვეყნება და წარდგენა;


4. შეფასების შედეგებზე დაყრდნობით მუნიციპალიტეტის გამჭირვალობის და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებისა და პრაქტიკის ეროვნული ანგარიშის მომზადება და პრეზენტაცია.

 


4. პროექტის ძირითადი საქმიანობები


1. მუნიციპალიტეტის გამჭირვალობის და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებისა და პრაქტიკის შეფასების არსებული სტანდარტის გაუმჯობესება;


2. სტანდარტის შესაბამისი ელექტრონული პლატფორმის შექმნა;


3. რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების შერჩევა და გადამზადება;


4. ყველა თვითმმართველი ორგანოს შეფასება;


5. ეროვნული რეიტინგის გამოქვეყნება და წარდგენა;


6. ეროვნული ანგარიშის მომზადება და პრეზენტაცია.

 

5. პროექტის მართვა

 

პროექტი განხორციელდება სამი ორგანიზაციის მიერ: 1. „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი“; 2. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“; და 3. „მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი“. პროექტის განხორციელების პროცესში აქტიურად ჩაერთვება ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, რომელიც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს პროცესს.

 

 

 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის საბოლოო მიზანია მუნიციპალიტეტებში საზოგადოების ჩართულობის გაზრდა და კორუფციის რისკების შემცირება თვითმმართველი ორგანოების მიერ გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრაქტიკის გაუმჯობესების გზით.

იხილეთ მეტი →
სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი / ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ 2016 - 2017 $37,867.50

 

 

პროექტის სახელწოდება: სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში

დონორი ორგანიზაცია: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG)

პროექტის ნომერი: G-1296-16-211-3024-20

გრანტის ოდენობა: 37 867,50 USD

პროექტის განხორციელების პერიოდი: 2016 წლის 1 ივლისი - 2017 წლის 31 მარტი

 

პროექტის აღწერილობა


არასამთავრობო ორგანიზაციათა არსებული პრაქტიკა ავლენს მნიშვნელოვან პრობლემებს სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის მხრივ საქართველოში. IDFI-ის გამოცდილება აჩვენებს, რომ სასამართლოები უარს აცხადებენ გასცენ კონკრეტულ საქმეებზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის არგუმენტზე მითითებით. მოცემული დროისთვის IDFI წარმართავს დავას თბილისის საქალაქო სასამართლოს წინააღმდეგ. დავის საგანს წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილებების გაცემა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ არსებულ საქმეებზე. სასამართლო გადაწყვეტილებათა გაცემასთან დაკავშირებით არსებული მდოგმარეობა ავლენს დისბალანსს საჯარო ინტერესსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვას შორის. ამასთან, არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს ინფორმაციის თავისუფლებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინტერესებს შორის ბალანსის დაცვას. ხელისუფლების სასამართლო შტო აღიარებს პრობლემის არსებობასა და ზემოხსენებული ორი ინტერესის დაბალანსების აუცილებლობას. ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფში აქტიურ მონაწილეობას იღებდა IDFI. მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, უპირველესყოვლისა, აუცილებელია პრობლემის სწორი შეფასება და მისი მასშტაბების დადგენა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა, რეკომენდაციების წარმოდგენა და მათი ადვოკატირება. აღსანიშნავია, რომ სასამართლო რეფორმის მეორე ტალღის ფარგლებში სასამართლოებს დაეკისრებათ ვალდებულება ელექტრონულად გამოქვეყნონ გადაწყვეტილებები. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების სასამართლო შტოს მოცემული დროისთვის არ გააჩნია ტექნიკური მზაობა ამ სისტემის დანერგვისთვის.

 

IDFI-სა და პარტნიორი ორგანიზაციების (ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF) და ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)) მიერ განხორციელებული პროექტის შედეგად გაიზრდება სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის ხარისხი საქართველოში. ამ მიზნისთვის IDFI და პარტნიორი ორგანიზაციები დეტალურად შეისწავლიან სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის მხრივ არსებულ მდგმოარეობას საქართველოს საერთო სასამართლოებში, გამოიკვლევენ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, წარმოადგენენ საკანონმდებლო რეკომენდაციებს, განახორციელებენ მათ ადოკატირებას და თითოეულ ამ პროცესში ჩართავენ საერთაშორისო ექსპერტს.

 

მიზანი

 

პროექტის ძირითადი მიზანია სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის მხრივ არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაუმჯობესება, რაც მიიღწევა ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინტერსების დაბალანსების გზით. მიზნის მისაღწევად განხორციელდება შემდეგი აქტივობები:


აქტივობები


• ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესწავლა და ანგარიშის მომზადება;
• საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა (სამართლებრივი ჩარჩო და სასამართლო გადაწყვეტილებათა პროაქტიული გამოქვეყნებისთვის არსებული ვებ-პლატფორმები) და კვლევითი დოკუმენტის მომზადება;
• კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ფარგლებში შექმნილ სასამართლო ადმინისტრირების ჯგუფთან კონსულტაციების გავლა და დოკუმენტზე მუშაობის დასრულება;
• პროექტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების ადვოკატირება ძირითადი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების / დამატებების შეტანის მიზნით;
• სტრატეგიული სამართალწარმოება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.


ღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) და პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) შესახებ: http://ewmi-prolog.org/ka/about/ 

 

 

 

 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის ძირითადი მიზანია სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის მხრივ არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაუმჯობესება, რაც მიიღწევა ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინტერსების დაბალანსების გზით.

იხილეთ მეტი →
გამჭვირვალე საჯარო შესყიდვების რეიტინგი - საჯარო შესყიდვების კანონმდებლობისა და მისი აღსრულების შეფასება ევრაზიის რეგიონში ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი 2016-2017 $137,473

 

 

საგრანტო ღონისძიების დასახელება: გამჭვირვალე საჯარო შესყიდვების რეიტინგი - საჯარო შესყიდვების კანონმდებლობისა და მისი აღსრულების შეფასება ევრაზიის რეგიონში

ბენეფიციარი ქვეყნები: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა

დონორი ორგანიზაცია: ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI)

გრანტის მიმღები: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

გრანტის სრული ოდენობა: 137, 473 აშშ დოლარი

პროექტის ნომერი: OR2016-2819

შესრულების პერიოდი: 10 ივნისი, 2016 – 9 ივნისი, 2017

  

არსებული მდგომარეობა

 

კორუფციისა და უკანონო გარიგებების მხრივ სახელმწიფო შესყიდვების სფერო ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკის მატარებელია, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. იმის გამო, რომ შესყიდვები სახელმწიფო ხარჯების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს (საშუალოდ მთლიანი შიდა პროდუქტის 10-20%-ს ხოლო ბიუჯეტის 45%-ს), მნიშვნელოვანია მათი ეფექტიანი მართვა, რათა არ მოხდეს გადასახადების გადამხდელთა მიერ ბიუჯეტში შეტანილი ფულის არამიზნობრივი ხარჯვა.

 

კორუფციისგან თავისუფალი, ეფექტიანი და გამჭვირვალე ინსტიტუტების მნიშვნელობა გაეროს მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგში აისახა. კორუფციასთან ბრძოლა გლობალური მნიშვნელობის პრიორიტეტად დასახელდა და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ლონდონის 2016 წლის ანტი-კორუფციული სამიტის კომუნიკეშიც. გარდა ამისა, კორუფციასთან ბრძოლა არის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით.

 

აზერბაიჯანმა, ბელარუსმა, მოლდოვამ, საქართველომ, სომხეთმა და უკრაინამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა ერთსა და იმავე დროს მოიპოვეს, თუმცა კორუფციასთან ბრძოლის მხრივ წარმატების განსხვავებულ დონეს მიაღწიეს. მაგალითად, კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველომ 50-ე ადგილი, ხოლო უკრაინამ 142-ე ადგილი დაიკავა (აზერბაიჯანი 126-ე, ბელარუსი 119-ე, მოლდოვა 103-ე სომხეთი 92-ე).

 

ამ ქვეყნებში სახელმწიფო შესყიდვების სისტემები, პოლიტიკური და საკანონმდებლო ჩარჩოების გათვალისწინებით, ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ერთ-ერთი განმასხვავებელი ფაქტორი სახელმწიფო შესყიდვებზე სამოქალაქო კონტროლის არსებობაა. საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალე სისტემა აქვს, სადაც სამოქალაქო კონტროლი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით, დავების საბჭოს მეშვეობით ხორციელდება. სამოქალაქო კონტროლის მექანიზმები ძალიან სუსტია ან თითქმის არ არსებობს დანარჩენ 5 ქვეყანაში, სადაც მთელი ძალისხმევა კორუფციული ქმედებების რეაქტიულ კონტროლზე და არა პროაქტიულად აღკვეთაზე არის მიმართული.

 

სამოქალაქო კონტროლის მექანიზმებისგან განსხვავებით, კანონი „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“ - გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი - ექვსივე ქვეყნის კანონმდებლობაში არსებობს. ამის მიუხედავად, ამ ქვეყნებში სახელმწიფო შესყიდვების სისტემები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, რადგან ისინი სამ სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტს ეფუძნებიან (1. ევროკავშირის დირექტივები შესყიდვებთან დაკავშირებით, 2. მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის ზოგადი შეთანხმება შესყიდვების თაობაზე, 3. გაეროს საერთაშორისო სავაჭრო კანონის კომისიის სამოდელო კანონი).

 

იმისათვის, რომ ევრაზიის ქვეყნებში მოხდეს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის სტანდარტული მოდელის შემუშავება, აუცილებელია, რეგულაციები ეფუძნებოდეს ისეთ უნივერსალურ პრინციპებს, როგორიცაა გამჭვირვალობა, ღიაობა და სამოქალაქო ჩართულობა. ამ ეტაპზე არ არსებობს სტანდარტული საკანონმდებლო ჩარჩო, რომლის საფუძველზეც მოხდება არამარტო კანონმდებლობის შეფასება, არამედ სახელმწიფო სისტემის რეფორმა და განვითარება.

 

ამასთან, ჯერ კიდევ არ არსებობს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის ეფექტიანად განხორციელების შეფასების მექანიზმი. აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში, მიუხედავად კანონმდებლობის დახვეწისა, მაინც არსებობს მნიშვნელოვანი პრობლემები კანონის აღსრულების მიმართულებით.

 

 

მიზანი

 

პროექტის მიზანია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის შეფასების მექანიზმის შემუშავება და ამ მექანიზმის საშუალებით კანონმდებლობის და მისი აღსრულების პრაქტიკის შეფასება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში.

 

 

აქტივობები

 

  • სახელმწიფო შესყიდვების კანონის შეფასების მექანიზმის შემუშავება (PPLR);
  • ონლაინ პლატფორმა - სახელმწიფო შესყიდვების კანონის შეფასების რეიტინგი ევრაზიის რეგიონში;
  • ევრაზიის რეგიონში სახელმწიფო შესყიდვების კანონის აღსრულების შეფასება;
  • ღია სახელმწიფო შესყიდვების მხარდამჭერთა ქსელის შექმნა;
  • ადვოკატირების კამპანიების ჩატარება დაინტერესებულ მხარეებთან (საჯარო მოხელეები, კერძო სექტორი, მედია, სამოქალაქო საზოგადოება). 

 

 

 

 

 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის შეფასების მექანიზმის შემუშავება და ამ მექანიზმის საშუალებით კანონმდებლობის და მისი აღსრულების პრაქტიკის შეფასება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში.

იხილეთ მეტი →
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სისტემის განვითარება Tetra Tech ARD/შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო 2016 $52,351.52

დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში


 

 

პროექტის სახელწოდება: საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სისტემის განვითარება

დონორი ორგანიზაცია: Tetra Tech ARD, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა ,,დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში" (USAID/Good Governance Initiative in Georgia)

პროექტის ნომერი: GGI-G-006

გრანტის ოდენობა: $ 52 351,52 (129,376.3 ლარი)

პროექტის ხანგრძლივობა: 9 მარტი 2016 – 8 დეკემბერი 2016

 

პროექტის მიზანი


გამჭვირვალობა, ფინანსური ანგარიშვალდებულება და საზოგადოებრივი ჩართულობა ის პრინციპებია, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს ყველა საჯარო დაწესებულება. საქართველოს საჯარო სამსახურის სისტემამ სწრაფი ტრანსფორმაცია განიცადა თითქმის არარსებული საჯარო სტრუქტურებიდან იმ სისტემამდე, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულებას. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კორუფციის აღკვეთისა და პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმი, ამ მხრივ პროგრესი ჯერ კიდევ დამოკიდებულია კონკრეტული ინსტიტუტის მმართველი რგოლის ეფექტიანობასა და ინდივიდუალურ ძალისხმევაზე.


კორუფციის პრევენციისა და ანგარიშვალდებულების ზრდისკენ მიმართული ეფექტიანი ძალისხმევა დაფუძნებულია რამდენიმე ძირითად სფეროზე:


• გამჭვირვალობა

 

• ინსტიტუციური ჩარჩოს ეფექტიანობა

 

• საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

 

• მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმარება

 

• ფისკალური ანგარიშვალდებულება

 

• საზოგადოებრივი კონტროლი/ზედამხედველობა

 

• ელექტრონული მმართველობა


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მიზნად ისახავს შექმნას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და გამჭვირვალობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის და მიუერთოს ეს ჩარჩო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სისტემას.

 

პროექტის ამოცანები


პროექტის ძირითადი ამოცანებია:


• სიტუაციური ანალიზის საფუძველზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში არსებული რისკების იდენტიფიცირება

 

• სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც იმუშავებს შიდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაზე

 

• კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და კეთილსინდისიერების სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის

 

• ინდიკატორების შემუშავება, რომლითაც გარანტირებული იქნება მიღწეული პროგრესის წარმატებული მონიტორინგი

 

• დოკუმენტის ფორმალური დამტკიცების და მისი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითად ჩარჩოში შეტანის ადვოკატირება

 

• ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, რათა ხელი შეეწყოს საზოგადოების ჩართულობას

 

პროექტის მიმდინარეობისას დაგეგმილი ღონისძიებები:


• ინტერვიუების ჩატარება კორუფციის, შესყიდვების არსებული პროცედურების, ხარჯვასთან დაკავშირებული პროცედურებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მის დაქვემდებარებულ სააგენტოებსა და მესამე მხარეებთან.

 

• სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის ანგარიშების რეკომენდაციების შესწავლა და კორუფციის პრევენციისათვის მნიშვნელოვანი სფეროების მონიტორინგი. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი კორუფციისა და ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით.

 

• საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში არსებული გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის პრაქტიკის ანალიზი. პოტენციური კორუფციის რისკების, პროცედურული ხარვეზების იდენტიფიცირება, ასევე, არსებული სამართლებრივი ჩარჩოს იმპლემენტაცია.

 

• საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მისი დაქვემდებარებული სააგენტოებისა და IDFI-ს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფის შექმნა. სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიასა და 2016-2017 წლის სამოქმედო გეგმას.

 

• გასვლითი სამუშაო შეხვედრებისა და მრგვალი მაგიდების ორგანიზება სფეროს ექსპერტებთან.

 

• შედეგების ინდიკატორების შემუშავება და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი.

 

• საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში და მის დაქვემდებარებულ სააგენტოებში კორუფციის პრევენციის სტრატეგიისა და სამოქმედო გემის შემუშავება. საბოლოო დოკუმენტის დამტკიცებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდგომ, IDFI ადვოკატირებას გაუწევს დოკუმენტის როგორც შიდა რეგულაციის დამტკიცებას.

 

• დოკუმენტის გამოქვეყნება და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლების გადამზადება არის პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაზა. აუცილებელია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები აღიქვამდნენ დოკუმენტს როგორც კორუფციის პრევენციის გზამკვლევს.

 

• კორუფციის საფრთხის აღმოფხვრაში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა ასევე წარმოადგენს პროექტის მნიშვნელოვან ფაზას. საზოგადოებრივი ინტერესი შეიძლება მობილიზებული იქნას საჯარო ინფორმაციის გაცემის გამჭვირვალე და ეფექტიანი სისტემის საშუალებით. IDFI შეიმუშავებს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ რეკომენდაციებს და გაუწევს ადვოკატირებას ინფორმაციის თავისუფლების გარემოს გაუმჯობესებას, ინფორმაციის თავისუფლების აქტის მიღების საშუალებით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

/public/upload/IDFI_Photos_2017/anticorruption/final_report_mrdi_geo.pdf

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია შევქმნათ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და გამჭვირვალობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის; და მივუერთოთ ეს ჩარჩო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სისტემას.

იხილეთ მეტი →