პროექტები

2018-2022 წლებში, ორგანიზაცია NGOsource შეამოწმა IDFI-ის ფინანსური და ორგანიზაციული გამართულობა და შედეგად IDFI-ს აშშ-ის საზოგადოებრივი ორგანიზაციის ეკვივალენტობის სერტიფიკატი მიანიჭა. შედეგად, IDFI შევიდა სპეციალურ სიაში, საიდანაც აშშ-ის გრანტის გამცემ ორგანიზაციებს შეუძლიათ გაეცნონ IDFI-ის ფინანსურ და ორგანიზაციულ გამართულობას და დამატებითი შემოწმების გარეშე გამარტივებული და სწრაფი პროცედურით გადასცეს ორგანიზაციას გრანტი.

პროექტი დონორი პერიოდი თანხა ხელშეკრულება
საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო ხმის უფლების დაცვა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 09.2024 - 12.2024 19 860 EUR

პროექტის სახელწოდება: საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო ხმის უფლების დაცვა

დონორი ორგანიზაცია: ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

პროექტის ხანგრძლივობა: სექტემბერი, 2024 - დეკემბერი, 2024

გრანტის ოდენობა:  500 000 ჩეხური კრონა (19,860.97 ევრო)

 

პროექტის მიზანი

საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მხარდაჭერა.

 

პროექტის აღწერა

ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა დააფუძნეს კოალიცია - „ჩემი ხმა ევროკავშირს“. 

კოალიცია მიზნად ისახავს: 1. არჩევნებამდე კამპანიის - „ჩემი ხმა ევროკავშირს“ - განხორციელებას; 2. ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებას, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანიას, წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს ერთობლივ დაკვირვებას, ხმების დაცვას. სადამკვირვებლო მისიამ უნდა მოიცვას ყველა საარჩევნო უბანი გახსნილი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

პროექტის აქტივობები მიზნად ისახავს კოალიციის საქმიანობაში წვლილის შეტანას, მათ შორის სამართალწარმოებით მოქალაქეთა ხმების დაცვას, და დამკვირვებელთათვის ტრენინგის ჩატარებაში მონაწილეობას. 

 

ბიუჯეტი

კატეგორია

თანხა ევროში

სახელფასო ხარჯი

8,800 ევრო

მომსახურების ხარჯი

11,060.97 ევრო

ჯამური თანხა

19,860.97 ევრო

 

 ხელშეკრულება 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მხარდაჭერა. 

იხილეთ მეტი →
მე-5 საერთაშორისო კონფერენციის - “სახელმწიფო არქივების ხელმისაწვდომობა პოსტსაბჭოთა სივრცეში” - ორგანიზება ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების არქივი / The National Security Archive (NSA) at George Washington University 2024 $ 5,000

 

 

პროექტის სახელწოდება: მე-5 საერთაშორისო კონფერენციის “სახელმწიფო არქივების ხელმისაწვდომობა პოსტსაბჭოთა სივრცეში” ორგანიზება

დონორი ორგანიზაცია: ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების არქივი / The National Security Archive (NSA) at the George Washington University

ბიუჯეტი: 5,000 აშშ დოლარი

ხანგრძლივობა: აგვისტო 1, 2024 - დეკემბერი 31, 2024

 

პროექტის მიზნები

 

- პოსტსაბჭოთა სივრცეში სახელმწიფო არქივებზე საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ერთობლივი, რიგით მე-5 საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზება;

- საბჭოთა არქივების ღიაობის უზრუნველსაყოფად, სამომავლო სტრატეგიების დასაბუთების, შედარებისა და შეფასების მიზნით, დიალოგის ხელშეწყობა და სოციალური მონაწილეობის გაძლიერება მეცნიერებს, საარქივო მკვლევრებს, პედაგოგებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის;

- საარქივო კვლევისა და ღიაობის უახლესი ტენდენციებისა და მიდგომების დოკუმენტირება და შედარება, ფოკუსირება აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე, სადაც მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა პანდემიის, ომისა და დემოკრატიული უკუსვლის გამო;

- სამომავლო სტრატეგიების განსაზღვრა საარქივო ღიაობის უზრუნველსაყოფად, საარქივო  დაწესებულებებში თავისუფალი წვდომის ხელშეწყობა, კვლევასა და თანამედროვე ისტორიოგრაფიაში მონაწილეობის გაზრდის და დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა ზუსტი, კვლევაზე დაფუძნებული ისტორიული წყაროების გამოყენებით.

 

საგრანტო ხელშეკრულება

 

 მე-5 საერთაშორისო კონფერენციის - “სახელმწიფო არქივების ხელმისაწვდომობა პოსტსაბჭოთა სივრცეში” - ორგანიზება.

იხილეთ მეტი →
მოქალაქეთა ჩართულობის ციფრული საშუალებების შეფასება DAI Global, LLC / USAID საჯარო მმართველობის პროგრამა 2024 - 2025 GEL 99,995

 

 

პროექტის სახელწოდება: მოქალაქეთა ჩართულობის ციფრული საშუალებების შეფასება

პროექტის კონტრაქტის ნომერი:1005207-101

დონორი ორგანიზაცია: DAI Global, LLC / USAID საჯარო მმართველობის პროგრამა

ბიუჯეტი: 99,995 ლარი

ხანგრძლივობა: მაისი 30, 2024 - თებერვალი 7, 2025

 

პროექტი მიზნად ისახავს, გაზარდოს ციფრული ინსტრუმენტების ეფექტურობა და გამოყენება მოქალაქეთა ჩართულობისთვის. ამ ინსტრუმენტების და მომხმარებელთა კმაყოფილებასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების კვლევით პროექტი ავსებს იმ კვლევით ვაკუუმს, რომელიც ამ სფეროშია, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს რეკომენდაციებს ტექნოლოგიების უკეთესი გამოყენებისთვის. აღნიშნული სრულ თანხვედრაშია USAID საჯარო მმართველობის პროგრამის მიზნებთან, გაზარდოს მთავრობის ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა, რათა გაუმჯობესდეს საჯარო სერვისების მიწოდება და ხელი შეეწყოს მოქალაქეების მონაწილეობას გადაწვეტილების მიღების პროცესში.

 

პროექტის ფარგლებში შემუშავდება შეფასების მეთოდოლოგია და სიღრმისეული ანალიზისთვის შექმნის ციფრული ინსტრუმენტების მოკლე სიას. კვლევა ასევე მოიცავს დაინტერესებული მხარეებისგან ინფორმაციის შეგროვებას და ხელმისაწვდომი ინსტრუმენტების სიის შედგენას. წინასწარ შემუშავებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, მოხდება ამ ინსტრუმენტების სისტემატიზება. ყველაზე ფართოდ გამოყენებული ინსტრუმენტები საფუძვლიანად შეფასდება მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომისა და ხალხი-პროცესი-ტექნოლოგიების ჩარჩოს გამოყენებით.

 

მონაცემები შეგროვდება ონლაინ გამოკითხვის მეშვეობით, რათა მეტი გავიგოთ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების შესახებ. მომხმარებლის გამოცდილების კვლევა ფოკუსირებული იქნება მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებზე. დამატებითი ინფორმაციისთვის კი საჯარო და კერძო სექტორის პირებთან ჩატარდება ინტერვიუები.

 

პროექტის გუნდი შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით ჩაატარებს ყოვლისმომცველ ანალიზს, რომლის შედეგადაც შექმნის მტკიცებულებებზე დაფუძნებულ კვლევით ნაშრომს, შესაბამისი რეკომენდაციებით საჯარო სექტორისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის. რეკომენდაციები აქცენტს გააკეთებს იმ სტრატეგიებზე, თუ როგორ უნდა გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა და ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება.

 

პროექტის ბოლოს კვლევის მიგნებებს წარვადგენთ სხვადასხვა დაინტერესებული მხარისთვის დისკუსიისა და უკუკავშირისთვის, რათა წახალისდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მსჯელობა მოქალაქეთა ჩართულობისთვის შექმნილ ციფრულ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ. ამგვარი მონაწილეობითი მიდგომა მიზნად ისახავს, შექმნას მომხმარებელზე მეტად ორიენტირებული ციფრული ინსტრუმენტები, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მომხმარებელთა საჭიროებებს იქნება მორგებული.

 

პროექტის აქტივობები მოიცავს:

 

-          მეთოდოლოგიის შემუშავება და სიღრმისეული ანალიზისთვის ციფრული ინსტრუმენტების მოკლე სიის შექმნა (I თვე)

-          მონაცემთა შეგროვება (II-VIII თვე)

-          კვლევითი ნაშრომის მომზადება (V-VIII თვე)

-          კვლევის მიგნებების პრეზენტაცია (VIII-IX თვე)

 

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტი მიზნად ისახავს, გაზარდოს ციფრული ინსტრუმენტების ეფექტურობა და გამოყენება მოქალაქეთა ჩართულობისთვის. ამ ინსტრუმენტების და მომხმარებელთა კმაყოფილებასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების კვლევით პროექტი ავსებს იმ კვლევით ვაკუუმს, რომელიც ამ სფეროშია, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს რეკომენდაციებს ტექნოლოგიების უკეთესი გამოყენებისთვის.

იხილეთ მეტი →
ციფრული თხრობა მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის სამოქალაქო ინოვაციების ფონდი 2024 € 2,500


   

 

 

პროექტის სახელწოდება: ციფრული თხრობა მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის

დონორი ორგანიზაცია: სამოქალაქო ინოვაციების ფონდი

წამყვანი ორგანიზაცია: ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის (YSU) ინოვაციური სოციალური კვლევის ცენტრი.

ჩართული ორგანიზაციები: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)), და კოშიცეს თავისუფალი სკოლა (სლოვაკეთი).

საერთო ბიუჯეტი: 2.500 ევრო

ხანგრძლივობა: 15.04.2024 - 30.06.2024




პროექტი მიზნად ისახავს ემპათიის გაძლიერებასა და ისტორიულად კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ საზოგადოებებს შორის შერიგების ხელშეწყობას. 

 

ომებისა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებული პირების პირადი ნარატივების შეგროვებითა და გაზიარებით, პროექტი ცდილობს დასძლიოს საზოგადოებაში არსებული განხეთქილება და წარმოქმნას დიალოგის შესაძლებლობა.

 

პროექტის ფარგლებში მომზადდება ზეპირი ისტორიების ვიდეოები (ჯამში 5 ვიდეო საქართველოდან), რომელიც დაუპირისპირდება ღრმად ფესვგადგმულ მიკერძოებულობას და ხელს შეუწყობს წარსულის საერთო გაგებას. პროექტის ფარგლებში, ციფრულ პლატფორმებზე განთავსდება ომით დაზარალებული პირების ნარატივები და ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოებისთვის.

 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტი მიზნად ისახავს ემპათიის გაძლიერებასა და ისტორიულად კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ევროპულ საზოგადოებებს შორის შერიგების ხელშეწყობას. 

იხილეთ მეტი →
საერთო ისტორია, საერთო მომავალი სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი (Civil Society Forum e.V.) 2024-2025 € 18,465


 

 

პროექტის სახელწოდება:საერთო ისტორია, საერთო მომავალი

დონორი ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი (Civil Society Forum e.V.)

საერთო ბიუჯეტი:18,465 ევრო

ხანგრძლივობა: 15.04.2024-25.02.2025

 

სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის (Civil Society Forum e.V.) პროგრამა Confronting Memories აერთიანებს 100-ზე მეტ მასწავლებელს სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, გერმანიიდან, მოლდოვიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან, რათა ერთად იმუშაონ მულტიპერსპექტიული და კომპეტენციებზე დაფუძნებული საგაკვეთილო მასალის შესაქმნელად, რომელიც მოიცავს მეორე მსოფლიო ომიდან მიმდინარე კონფლიქტებს.  შექმნილი მასალები ხელმისაწვდომია პროგრამის ვებგვერდზე და ჩამოტვირთვა თავისუფალია.

 

პროექტის მიზანია, პროგრამა Confronting Memories-ის ფარგლებში შექმნილი პედაგოგიური გზამკვლევი ისტორიის მასწავლებლებმა და პედაგოგებმა გამოიყენონ სასწავლო მასალებსა და გაკვეთილებში, მასალების მიხედვით ჩაატარონ გაკვეთილები როგორც საკუთარ კლასში, ასევე გასწიონ მასალის გაცნობის ფასილიტაცია კოლეგებს შორის.

 

 

IDFI-ს მოვალეობებია:

 

ა) 5-7 ისტორიის მასწავლებლებლისა და პედაგოგის (ფორმალური თუ არაფორმალური განათლების სექტორი) შერჩევა საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად;

ბ) ვორქშოფში მონაწილეობა 2024 წლის 17-21 ივლისს, სომხეთში, დილიჯანში;

გ) შერჩეული მასწავლებლების მიერ საკუთარი კოლეგებისთვის ვორქშოფის ჩატარებაში ხელშეწყობა და მხარდაჭერა;

დ) ვორქშოფის ორგანიზება 20-25 საერთაშორისო მონაწილისთვის თბილისში, 2025 წლის იანვარში.

 

 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია, პროგრამა Confronting Memories-ის ფარგლებში შექმნილი პედაგოგიური გზამკვლევი ისტორიის მასწავლებლებმა და პედაგოგებმა გამოიყენონ სასწავლო მასალებსა და გაკვეთილებში, მასალების მიხედვით ჩაატარონ გაკვეთილები როგორც საკუთარ კლასში, ასევე გასწიონ მასალის გაცნობის ფასილიტაცია კოლეგებს შორის.

 

იხილეთ მეტი →
ფარულ მიყურადებაზე გარე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის და ეფექტიანობის შეფასება ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში 2024 € 11,995.20

 

 

პროექტის სახელწოდება: ფარულ მიყურადებაზე გარე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის და ეფექტიანობის შეფასება

დონორი:  გრანტი გაცემულია ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტის მიერ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „უფლებების დაცვის მონიტორინგისა და ადვოკატირების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ -  ფარგლებში.

პროექტის ხანგრძლივობა: 01.03.2024 – 31.07.2024

გრანტის ოდენობა: 11,995.20 ევრო

 

 

პროექტის მიზანი:  ფარულ მიყურადებაზე გარე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების (საერთო სასამართლოები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, პროკურატურა, საქართველოს პარლამენტი, საკონსტიტუციო სასამართლო) ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის და ეფექტიანობის შეფასება, 2021-2023 წლებში, მათი მანდატის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგის შედეგად.

 

აქტივობები და მათი განხორციელების პერიოდი:

  

1. მონიტორინგის მეთოდოლოგიის შემუშავება - მარტი, 2024;

  

2. ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინციდენტების მოძიება, შესწავლა და დახარისხება - მარტი-აპრილი, 2024;

 

3. მონიტორინგის მეთოდოლოგიის საფუძველზე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა - მარტი, 2024;

  

4. მიღებული ინფორმაციის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა - აპრილი-მაისი, 2024;

 

5. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე საჯარო დაწესებულებების შესაძლო უარის, ნაწილობრივი უარის ან/და უმოქმედობის საპასუხო სამართალწარმოება - აპრილი-ივნისი, 2024;

 

6. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი მიგნებების ანალიზი, საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდაციების ჭრილში და ანგარიშის მომზადება - მაისი-ივნისი, 2024;

  

7. ანგარიშის საჯარო პრეზენტაცია და ანგარიშის გამოქვეყნება ორგანიზაციის ვებგვერდსა და სოციალურ მედიაში - ივლისი, 2024;

 

8. საინფორმაციო პროდუქტების მომზადება და გამოქვეყნება ორგანიზაციის ვებგვერდსა და სოციალურ მედიაში - მაისი-ივლისი, 2024.

 

  

ხელშეკრულება

 

მითითებული ინფორმაციის შინაარსზე სრულადაა პასუხისმგებელი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია ფარულ მიყურადებაზე გარე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების  ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის და ეფექტიანობის შეფასება, 2021-2023 წლებში; 

იხილეთ მეტი →
ახალგაზრდების ჩართულობისა და მენტორინგისთვის საჯარო პოლიტიკის საპილოტე ინიციატივები DAI Global, LLC / USAID საჯარო მმართველობის პროგრამა 2024-2025 GEL 215,922

პროექტის სახელწოდება: ახალგაზრდების ჩართულობისა და მენტორინგისთვის საჯარო პოლიტიკის საპილოტე ინიციატივები

პროექტი N: 1005207-101

დონორი ორგანიზაცია: DAI Global, LLC / USAID საჯარო მმართველობის პროგრამა 

ბიუჯეტი: 215,922 ლარი

ხანგრძლივობა: თებერვალი 23, 2024 - თებერვალი 22, 2025

 

პროექტის მოკლე აღწერა

 

კარგი მართველობის მთელ რიგ რეფორმებზე მაღალი ხარისხის კვლევებისა და პოლიტიკის დოკუმენტების სიმცირის გათვალისწინებით, პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების, სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების გაძლიერებას, რათა მათ პოლიტიკის შემუშავების პროცესში წვლილი შეიტანონ. ამისათვის პროექტი ითვალისწინებს მონაწილეების შესაძლებლობების განვითარებას, პრაქტიკული გამოცდილების/საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას და მათთვის ფართო შესაძლებლობების მიცემას, რათა მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიზისა და რეკომენდაციების მომზადება და კომუნიკაცია შეძლონ. ეს საერთო მიზანი მიიღწევა შემდეგნაირად: 

 

  • სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების თეორიული და პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გაზრდით კარგი მმართველობის, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე;

  • მენტორობისა და შესაძლებლობების განვითარების გზით ახალგაზრდა პროფესიონალების მიერ შექმნილი მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის ანალიზის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობით;

  • მთავრობის ზედამხედველობისა და კარგი მმართველობის მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისკუსიების წახალისებით ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის მონაწილეობით;

პროექტის ფარგლებში IDFI გააფართოვებს არსებულ ოთხ აკადემიურ მოდულს/კურსს კორუფციისა და კარგი მმართველობის საკითხების ფართო სპექტრზე, რომლებიც ინტეგრირებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პროგრამაში. ეს გაფართოება უზრუნველყოფს დამატებით შესაძლებლობებს (სამუშაო შეხვედრები, ტრენინგები, მენტორთან შეხვედრები, საზაფხულო სკოლა მმართველობის სხვადასხვა საკითხებზე, კვლევის მეთოდებზე, მონაცემთა ანალიზის, მონაცემთა ვიზუალიზაციის შესახებ და ა.შ.) ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, ასევე ამ კურსების კურსდამთავრებულთათვის, სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისა და საჯარო მოხელეებისთვის, რათა მათ გააძლიერონ თავიანთი ანალიტიკური უნარები. მათ ასევე შეეძლებათ, კონკურსების, სტიპენდიებისა და მენტორების მეშვეობით, შექმნან მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დოკუმენტები და რეკომენდაციები სხვადასხვა საჯარო პოლიტიკის საკითხებზე და მოახდინონ მათი კომუნიკაცია ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან სოციალური მედიის კამპანიებისა და მიზნობრივ აუდიტორიასთან დაკავშირების გზით. 

 

საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის შეიქმნება მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიტიკური და პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებსაც მოამზადებენ ახალგაზრდა პროფესიონალები კარგი მმართველობის სხვადასხვა საკითხზე. ეს ნაშრომები შეიძლება გახდეს მიმდინარე რეფორმების ღირებული გარე ანალიზი და შეფასება, რომელიც ხაზს გაუსვამს მნიშვნელოვან მიღწევებს, გამოავლენს ცალკეულ ხარვეზებს და შესთავაზებს ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად კონკრეტულ პოლიტიკის რეკომენდაციებს. გარდა ამისა, პროექტი მოიცავს კარგი მმართველობის კონკრეტულ რეფორმებზე დისკუსიასა და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობებს ახალგაზრდა პროფესიონალებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის.

 

პროექტის აქტივობები მოიცავს:

 

  • 2024 წლის გაზაფხულის სემესტრის კურსების კოორდინაცია და 2024 წლის შემოდგომის სემესტრის ახალი სტუდენტების მიღება/კოორდინაცია და დამატებითი შესაძლებლობების უზრუნველყოფა (I-XII თვე)

  • არსებული ანტიკორუფციული პორტალის განახლება (I-V თვე)

  • მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიტიკური/პოლიტიკის ნაშრომების კონკურსი (IV-X თვე)

  • კონკურსში მონაწილეობისთვის სტუდენტების წახალისების მიზნით დაახლოებით 6 ლექციის/სამუშაო შეხვედრის ჩატარება პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით (IV-X თვე)

  • ონლაინ ტრენინგები, ასევე მენტორთან ინდივიდუალური შეხვედრები კვლევის მეთოდებზე, მონაცემთა შეგროვებაზე, მონაცემთა ანალიზზე, მონაცემთა ვიზუალიზაციაზე, პოლიტიკის ანალიზსა და პოლიტიკის დოკუმენტების დიზაინზე (IV-X თვე).

  • პრეზენტაცია საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში (X-XI თვე)

  • ანაზღაურებადი სტაჟირება/სტიპენდიები IDFI-ში ან წამყვან ანალიტიკურ ცენტრებში შერჩეული სტუდენტებისთვის/ ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის

  • საზოგადიებისთვის ანალიტიკური ნაშრომების შედეგების გაცნობის აქტივობები (VIII-XII თვე)

  • ზამთრის სკოლა კარგი მმართველობის შესახებ (XI-XII თვე)

 

კონტრაქტი

 

საგრანტო ხელშეკრულება

კარგი მართველობის მთელ რიგ რეფორმებზე მაღალი ხარისხის კვლევებისა და პოლიტიკის დოკუმენტების სიმცირის გათვალისწინებით, პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების, სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების გაძლიერებას, რათა მათ პოლიტიკის შემუშავების პროცესში წვლილი შეიტანონ. 

იხილეთ მეტი →
ციფრული უფლებები საქართველოში - 2024 ინტერნიუსი (Internews) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) 2023-2024 $ 24,783

პროექტის სახელწოდება: ციფრული უფლებები საქართველოში - 2024

პროექტი N: SG-GX2060-LP-125 m00

დონორი ორგანიზაცია: ინტერნიუსი (Internews) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)

ბიუჯეტი: 24,783 დოლარი

ხანგრძლივობა: ნოემბერი, 29, 2023 - აგვისტო 28, 2024

 

პროექტის მოკლე აღწერა

 

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ინტერნეტ თავისუფლების გაზრდას/ხელშეწყობას.

 

ამ მიზნით, პროეტის ფარგლებში IDFI შემდეგ აქტივობებს განახორციელებს:

 

აქტივობა 1: შესაძლებლობების გასაზრდელი მასალების შექმნა - ციფრული გამოწვევების, ახალი გარემოებებისა და რეკომენდაციების შესახებ მოქალაქეების ცნობიერების ასამაღლებლად, ასევე, მეტ დაინტერესებულ ადამიანთან კომუნიკაციის დასამყარებლად, ციფრული უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხზე IDFI მოამზადებს ვიდეოს, საინფორმაციო ბროშურასა და ონლაინ ქვიზებს.  

 

აქტივობა 2: ციფრული უფლებების შესახებ სამი ტრენინგის ჩატარება. ციფრულ უსაფრთხოებაზე მომზადებული მასალების, ასევე ვიდეოებისა და პოლიტიკის ნარკვევების საფუძველზე, IDFI ჩაატარებს ტრენინგს ციფრული უფლებების საკითხებზე სტუდენტებისთვის, ჟურნალისტებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტებისთვის.

 

აქტივობა 3: ციფრულ უფლებებთან დაკავშირებით 2 ბლოგ-პოსტის გამოქვეყნება - GIF-ის მიერ მხარდაჭერილი ადგილობრივი აქტივობების გასაგრძელებლად, IDFI მოამზადებს ორ ბლოგ-პოსტს ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრული გამოწვევების, საჭიროებებისა და განვითარებული მოვლენების შესახებ (მათ შორის, ფარული მიყურადება, ონლაინ კონტენტის მოდერაცია ან საქართველოში ციფრული უსაფრთხოება). ბლოგ-პოსტები შეიძლება იყოს მანამდე მომზადებული ანგარიშების/კვლევების გაგრძელება, რათა შევაფასოთ მიმდინარე მოვლენები და ცვლილებები, ასევე, ვნახოთ რამდენად გაითვალისწინეს ჩვენი რეკომენდაციები სხვადასხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.  

 

აქტივობა 4: ციფრული უფლებების შესახებ სამუშაო შეხვედრის დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება - ჩვენს ბლოგ-პოსტებში მოცემული რეკომენდაციების, ასევე, წინა კვლევების ფარგლებში შემუშავებული წინადადებების კიდევ ერთხელ საკომუნიკაციოდ, IDFI გამართავს სამუშაო შეხვედრას ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან (მაგ., რამდენიმე საჯარო დაწესებულება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ბიზნეს სექტორი, ტექნიკური საზოგადოება), რათა განვიხილოთ ახალი ციფრული საფრთხეები, საქართველოში ციფრული უფლებების დასაცავად ჩვენ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და შემდეგი წლებისთვის გადასადგმელი ნაბიჯები.

 

აქტივობა 5: ცნობიერების ამაღლების/ადვოკატორების კამპანიის დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება - ყველა მომზადებული ცნობიერების ამაღლების მასალების გამოყენებით, IDFI განახორციელებს ონლაინ ცნობიერების ამაღლების/ადვოკატირების კამპანიას, რის ფარგლებშიც, IDFI ფართოდ გაავრცელებს ციფრული უსაფრთხოებისა და ციფრული უფლებების საკითხებზე მომზადებულ ვიდეოს, საინფორმაციო ბროშურას და ონლაინ ქვიზებს. კამპანიის მიზანი იქნება ციფრული გამოწვევების შესახებ ონლაინ მომხმარებლების ცნობიერების ამაღლება და ადამიანების ინფორმირების გაზრდა ციფრული ჰიგიენის რჩევებისა და საშუალებების შესახებ.  



ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ინტერნეტ თავისუფლების გაზრდას/ხელშეწყობას.

 

იხილეთ მეტი →
ისტორიის სწავლება ომის პირობებში სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი 2023 € 1,500

პროექტის სახელწოდება: ისტორიის სწავლება ომის პირობებში

დონორი ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი (Civil Society Forum e.V.)

საერთო ბიუჯეტი: 1,500.00 ევრო

პროექტის ნომერი: №CM106_GE_2

ხანგრძლივობა: 28.11.2023 - 31.12.2023

 

 

პროექტის მიზანი: IDFI ვალდებულია პასუხისმგებელი იქნება პროგრამის Confronting Memories-ის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოს ინგლისურიდან ქართულად თარგმნის კოორდინაციაზე.

 

IDFI-ის მოვალეობებია:

 

ა) სახელმძღვანელოს (დაახლოებით 17,000 სიტყვა) თარგმნისა და კორექტირების კოორდინაცია ინგლისურიდან ქართულად სერვისის მომწოდებლებთან.

ბ) სერვისის მომწოდებლებთან (მთარგმნელი, კორექტორი და დიზაინერი) კოორდინირებული მუშაობა სახელმძღვანელოს სრულყოფის და გამოქვეყნების მიზნით.

გ) სახელმძღვანელოს დაკაბადონება დიზაინერის შაბლონის მიხედვით.

 

 

ბიუჯეტი

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანი: IDFI ვალდებულია პასუხისმგებელი იქნება პროგრამის Confronting Memories-ის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოს ინგლისურიდან ქართულად თარგმნის კოორდინაციაზე.

იხილეთ მეტი →
საჯარო ინფორმაციაზე მედიის ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში 2023-2024 GEL 213,161

                                                 

 

 

 

პროექტის სახელწოდება: საჯარო ინფორმაციაზე მედიის ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში

დონორი:  ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში

პროექტი ნომერი: 4000006932                                                   

პროექტის ხანგრძლივობა: 1 სექტემბერი 2023 – 30 ნოემბერი, 2024

გრანტის ოდენობა: 213,161 ლარი

 

პროექტის აღწერა

 

პროექტის მიზანია მტკიცებულებებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკის გაძლიერება და მხარდაჭერა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, ბრძოლა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სისტემურ სამართლებრივ და პრაქტიკულ გამოწვევებთან. პროექტის ამოცანაა ჟურნალისტებისთვის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სისტემური სამართლებრივი დაბრკოლებების შემცირება. დასახელებული მიზნების მისაღწევად პროექტის გუნდი ჟურნალისტებს სრულ იურიდიულ და პროფესიულ დახმარებას გაუწევს. გარდა ამისა, პროექტის გუნდი დაეხმარება მათ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის უნარის გაუმჯობესებაში.

 

პროექტის მთავარი მიზნები

 

ა) მტკიცებულებებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკის მხარდაჭერა საჯარო ინფორმაციაზე ჟურნალისტების ხელმისაწვდომობის გაზრდით;

 

ბ) საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სისტემურ გამოწვევებთან გამკლავება.

 

 

ბიუჯეტი

 

 

პროექტის აქტივობები

ხელშეკრულება 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია მტკიცებულებებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკის გაძლიერება და მხარდაჭერა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, ბრძოლა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სისტემურ სამართლებრივ და პრაქტიკულ გამოწვევებთან. 

იხილეთ მეტი →
ხელოვნური ინტელექტის გლობალური ადვოკატირების ქვეგრანტი Global Partners Digital 2023-2024 € 3,256

 

  

პროექტის დასახელება: ხელოვნური ინტელექტის გლობალური ადვოკატირების ქვეგრანტი

დონორი ორგანიზაცია: Global Partners Digital

ბიუჯეტი: 3,256.59 ევრო

პროექტის ხანგრძლივობა: მაისი 01, 2023 - მარტი 14, 2024. 

 

პროექტის მოკლე აღწერა

 

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ხელოვნური ინტელექტის მიმართ ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომის დაწინაურებას საერთაშორისო დისკუსიებში.

 

ქვე-გრანტის მიზანია ხელი შეუწყოს პროექტის სტრატეგიის განხორციელებას იდენტიფიცირებულ გლობალურ პროცესებში ჩართვითა და ადვოკატირებით, რათა ხელოვნური ინტელექტის მიმართ გათვალისწინებული იყოს ადამიანის უფლებების მიდგომა. 

 

GPD-თან თანამშრომლობით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი განახორციელებს პროექტის გლობალური ადვოკატირების სტრატეგიას და ჩაერთვება ადვოკატირების ძალისხმევაში იდენტიფიცირებულ ფორუმებზე, რათა უზრუნველყოს ადამიანის უფლებებისადმი მიდგომა ხელოვნური ინტელექტისადმი იდენტიფიცირებულ გლობალურ პროცესებში.

 

პროექტის განმავლობაში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი იაქტიურებს ქვემოთ მოცემულ ფორუმებსა და პროცესებში, ადამიანის უფლებების დაცვის მიდგომის უზრუნველსაყოფად ხელოვნური ინტელექტის მიმართ.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ასევე შეიძლება ჩაერთოს სხვა დამატებით შესაძლებლობებში, მისი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

 

- ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტის კომიტეტი: კონვენცია ხელოვნური ინტელექტის შესახებ

 

- გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ტექნოლოგიების საკითხებში: გლობალური ციფრული შეთანხმება

 

 

- გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო

 

კერძოდ, პარტნიორი აიღებს შემდეგ პასუხისმგებლობებს და ჩაერთვება:

სტრატეგიის განხორციელება:

 

- სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციებში მონაწილეობა;

 

- ანალიზის, ერთობლივი განცხადებებისა და/ან ცალკეული პოლიტიკის შედეგებსა და ფორუმების მიერ მიღებულ ტექსტებზე პასუხების მომზადება; ან

 

- შესაბამის პოლიტიკის შემქმნელებთან პირდაპირ ადვოკატირებაში ჩართვა 

 

- შესაბამის პოლიტიკებზე პოზიციების გამოხატვა სტრატეგიული კომუნიკაციების გამოყენებით

  

ხელშეკრულება 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ხელოვნური ინტელექტის მიმართ ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომის დაწინაურებას საერთაშორისო დისკუსიებში.

იხილეთ მეტი →
ღია სამთავრობო მონაცემების (OGD) კვლევა Deloitte Consulting LLP, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კონტრაქტორი, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში. 2024 GEL 63,104

     

 

პროექტის დასახელება: ღია სამთავრობო მონაცემების (OGD) კვლევა

დონორი ორგანიზაცია: Deloitte Consulting LLP, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კონტრაქტორი, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში.

გრანტის ნომერი: G-2305-01788

სრული ბიუჯეტი: 63,104 ლარი

ხანგრძლივობა: 2023 წლის 10 ივლისი - 2024 წლის 9 იანვარი




პროექტის წინაპირობა/აღწერა

 

საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, კერძო სექტორი მნიშვნელოვან მოგებას არა მხოლოდ ბიზნეს/ეკონომიკური საქმიანობით შექმნილი მონაცემებიდან, არამედ ღია სამთავრობო მონაცემების შედეგად იღებს. მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიშის შედეგებიც - ”მონაცემები უკეთესი ცხოვრებისათვის” - განსაზღვრავს ღია სამთავრობო მონაცემების (OGD) მთავარ სარგებელს კერძო სექტორისთვის: ხარისხის გაუმჯობესება; ხარჯების შემცირება და პროცესის ოპტიმიზაცია; ინოვაციების წარმოება; უფრო ეფექტური შუამავლობა და ტრანზაქციის შემცირებული ხარჯები. მიუხედავად არსებული გლობალური ტენდენციისა, საქართველოში ღია მონაცემთა ეკონომიკური ასპექტი ფაქტობრივად უგულებელყოფილია, კერძო სექტორი კი ღია მონაცემების, როგორც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებლის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ამასთანავე, მონაცემების გლობალური ბარომეტრის (GDB) ბოლო ანგარიშის თანახმად, ღია მონაცემების გამოყენებისა და გავლენის ინდიკატორთა ჯგუფის შეფასების ფარგლებში საქართველომ დაბალი შედეგი აჩვენა, რაც პრაქტიკული ინფორმაციის ნაკლებობაზე მიუთითებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტი მიზნად ისახავს ღია მონაცემთა ეკოსისტემის პერსპექტივიდან სამთავრობო მონაცემთა გამოყენების წახალისებას, ასევე კერძო სექტორისა და აკადემიის მხრიდან ჩართულობის უზრუნველყოფას.




პროექტის მიზნები და აქტივობები:

 

 

- საქართველოში ღია სამთავრობო მონაცემთა ეკოსისტემის ეკონომიკური ასპექტის საბაზისო მიმოხილვის მომზადება;

 

 

- მაღალი ეკონომიკური ზრდის პოტენციალის მქონე სექტორების იდენტიფიცირების მიზნით კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავება;

 

 

- თბილისსა და შვიდ სხვადასხვა დიდ ქალაქში (ბათუმი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, რუსთავი, თელავი და ზუგდიდი) სამიზნე ჯგუფებს შორის ღია მონაცემთა გამოყენებისა და საჭიროებების შესახებ კვლევის ჩატარება შესახებ;

 

 

- კვლევის შედეგების გაანალიზება და შედეგების შემაჯამებელი ანგარიშის მომზადება; 

 

 

- კერძო-საჯარო დიალოგის (PPD) ხელშეწყობა ღია სამთავრობო მონაცემების გამოყენების კუთხით თანამშრომლობისა და ბარიერების აღმოფხვრის მიზნით; დაინტერესებული მხარეების, მათ შორის კერძო და აკადემიური სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფა.

 

ბიუჯეტი 

ხელშეკრულება

 

საგრანტო ხელშეკრულება

საქართველოში ღია სამთავრობო მონაცემთა ეკოსისტემის ეკონომიკური ასპექტის საბაზისო მიმოხილვის მომზადება;

იხილეთ მეტი →
პასუხისმგებლიანი AI-ის გლობალური ინდექსი: რეგიონული კვლევითი ჰაბი Research ICT Africa 2023-2024 $ 54,470

 

პროექტის დასახელება: პასუხისმგებლიანი AI-ის გლობალური ინდექსი: რეგიონული კვლევითი ჰაბი

დონორი ორგანიზაცია: Research ICT Africa

სრული ბიუჯეტი: 54,470 დოლარი

ხანგრძლივობა: 2023 წლის 1 ივლისი - 2024 წლის 31 დეკემბერი



მოკლე აღწერა

 

პასუხისმგებლიანი AI-ის გლობალური ინდექსი (GI) არის Research ICT Africa (RIA)-ისა და  Data for Development Research Hub (D4D.net)-ის პროექტი, რომელიც მხარდაჭერილია International Development Research Centre (IDRC)-ის მიერ. 

 

გლობალური ინდექსი არის უფლებებზე დაფუძნებული ახალი საშუალება/მექანიზმი, რომელიც შეიქმნა სხვადასხვა აქტორების დასახმარებლად პასუხისმგებლიანი AI-ის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. მისი მიზანია შექმნას ყოვლისმომცველი, სანდო, დამოუკიდებელი და შედარებითი საბაზისო მაჩვენებლები პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მსოფლიოს ქვეყნებში პროგრესის შესაფასებლად. გლობალური ინდექსი გააძლიერებს მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობებს უფლებებზე დაფუძნებული პასუხისმგებლიანი AI პრინციპების დაცვაში კვლევისა და მონაცემების მიწოდებით ანგარიშვალდებულების გაზრდით, უფრო ზუსტი პოლიტიკის შემუშავებით, საუკეთესო პრაქტიკის დახვეწითა და რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისებით. 

 

გლობალური სამუშაო ჯგუფი პასუხისმგებელი იქნება პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის ინდიკატორების მიხედვით თითოეული ქვეყნის შეფასებასა და პირველადი მონაცემების შეგროვებაზე. გამოკითხვაში ჩართულია 120 ქვეყანა და თითო ქვეყნის შეფასებაში ჩართული იქნება ერთი ეროვნული მკვლევარი. ამ ეროვნულ მკვლევრებს შეარჩევს, გადაამზადებს (გლობალური ინდექსის მთავარ გუნდთან ერთად) და ზედამხედველობას გაუწევს რეგიონული ჰაბი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება GI-ის გამოკითხვის ონლაინ ინსტრუმენტში შეგროვებული ფაქტების ხარისხსა და შეფასებაზე. 

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გახლავთ რეგიონული კვლევითი ჰაბი საქართველოში, რომელიც ფარავს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 12 ქვეყანას და GI-ის მთავარ გუნდთან ერთად ჩართული იქნება GI-ის პირველ გამოცემაში. 

 

პროექტის მთავარი აქტივობებია:

 

 - პირველი ფაზა: GIRAI-ის გამოკითხვის პილოტირება და ჯგუფის დაკომპლექტება - მარტი - აგვისტო, 2023

 

- მეორე ფაზა: კვლევითი ქსელის შექმნა და მთლიანი კვლევისთვის მონაცემების შეგროვება - სექტემბერი - დეკემბერი, 2023

 

- მესამე ფაზა - გლობალური ანგარიშისთვის მონაცემების ანალიზი და გავრცელება - დეკემბერი, 2023 - ნოემბერი, 2024

 

IDFI ჩართული იქნება შემდეგი აქტივობების განხორციელებაში:

 

- GI-ის მმართველ კომიტეტში ჩართულობა;

 

 

- მეთოდებსა და ინდიკატორებზე მოსაზრებების გაზიარება;

 

 

- ინდიკატორების რეგიონული შესაბამისობის დადასტურება;

 

 

- ჯგუფის რეგიონული ლიდერის შერჩევა/აყვანა;

 

 

- ქვეყნის მკვლევრების შერჩევა/აყვანა და გადამზადება; 

 

 

- უზრუნველყოფა, რომ ეროვნული მკვლევრები ერთნაირად აღიქვამენ კვლევის ძირითად პრინციპებს;

 

 

- რეგიონულ კონსულტაციებში მხარდაჭერა;

 

 

- რეგიონში კვლევითი ინსტრუმენტების პილოტირებაში მხარდაჭერა;

 

 

- ქვეყნის მკვლევრების მიერ მონაცემების შეგროვების ზედამხედველობა;

 

 

- გლობალური ინდექსის ანგარიშისთვის რეგიონული ანალიზის მომზადება;

 

 

- საჭიროების შემთხვევაში, ყველა დაგეგმილ შეხვედრაზე დასწრება;

 

 - საჭირო ინფორმაციის მიწოდება, გადაწყვეტილებებისა და საჭირო ზომების დროულად მიღება, რათა არ შეფერხდეს პროექტი; და კვლევის შედეგების გავრცელებაში მონაწილეობა.

 

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია შექმნას ყოვლისმომცველი, სანდო, დამოუკიდებელი და შედარებითი საბაზისო მაჩვენებლები პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მსოფლიოს ქვეყნებში პროგრესის შესაფასებლად.

იხილეთ მეტი →
კონფერენციის, „სიმართლის გამოვლენა: დიდი ტერორის მასობრივი სამარხები (1937-1938) საქართველოში, ქ. ბათუმში“ ორგანიზება და აჭარაში დიდი ტერორის მსხვერპლთა შესახებ წიგნის ერთობლივი გამოცემა იულიუშ მიეროშევსკის დიალოგის ცენტრი, პოლონეთი 2023-2025 € 42,200

პროექტის სახელწოდება: კონფერენციის, „სიმართლის გამოვლენა: დიდი ტერორის მასობრივი სამარხები (1937-1938) საქართველოში, ქ. ბათუმში“ ორგანიზება და აჭარაში დიდი ტერორის მსხვერპლთა შესახებ წიგნის ერთობლივი გამოცემა

 

დონორი ორგანიზაცია: იულიუშ მიეროშევსკის დიალოგის ცენტრი, პოლონეთი

 

საერთო ბიუჯეტი: 42,200.00 EUR

 

ხანგრძლივობა: 10.07.2023 - 31.05.2025

 

 

პროექტის მიზანი:

 

პროექტი მიზნად ისახავს საბჭოთა წარსულის გააზრებასა და შესწავლას. საქართველოსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების სწორად გააზრებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის აქტიურად გაცნობისთვის ისევე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

 

დღესდღეობით კრემლის მიერ ისტორიული ნარატივებით მანიპულაცია, ძირითადად, მიმართულია უკრაინის, პოლონეთისა და აღმოსავლეთ ევროპის მიმართ და ემსახურება უკრაინაში წამოწყებულ ფართომასშტაბიან ომს. თუმცა, პერიოდულად აღნიშნულის სამიზნე ცენტრალური აზიის ქვეყნები, საქართველო და სომხეთიც ხდებიან. კრემლის მიზნებში ისტორიის რევიზიონიზმს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და იმაზე ბევრად მავნებლურ შინაარსს ატარებს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. პირველ რიგში, ისტორიული რევიზიონიზმი კრემლის გეოპოლიტიკურ ინტერესების - აგრესიული საგარეო პოლიტიკისა და პოპულისტური ნაციონალიზმის კატალიზატორია. სხვადასხვა ისტორიულ მონაკვეთში რუსეთის დანაშაულების მინიმიზება, დამსახურების გაზვიადება და ფაქტობრივი მოცემულობების უტიფრად გაყალბება სხვას არაფერს ემსახურება, თუ არა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე ადამიანების შეცდომაში შეყვანას. 

 

პროექტის მიზანია საბჭოთა წარსულის გააზრება აჭარაში აღმოჩენილი, 1937-1938 წლების რეპრესიების მსხვერპლთა პირველი მასობრივი სამარხების პერსპექტივიდან. ამისათვის, დაიგეგმება კონფერენცია საკითხზე მომუშავე წამყვანი მეცნიერების ჩართულობით, რათა აზრთა მიმოცვლის შედეგად ჩამოყალიბდეს ის ნაბიჯები, რომლებიც შემდგომში უნდა გადაიდგას სამარხების შესწავლის და  საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით. ასევე საქართველოში პირველი “ხსოვნის წიგნის” გამოცემა, სადაც გარდა სამეცნიერო სტატიებისა, შევა აჭარაში რეპრესირებული ყველა ადამიანის მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები.



 

დაგეგმილი აქტივობები:

 

- 2023 წლის ოქტომბერში აჭარაში აღმოჩენილი პირველი მასობრივი სამარხების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზება;

 

-  აჭარაში განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ წიგნის მომზადება და გამოცემა ქართულ ენაზე 300 ეგზემპლარად. წიგნი შედგენილი იქნება სამეცნიერო სტატიებისა და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ბიოგრაფიებისგან;

 

-  წიგნის პრეზენტაცია და ღია ლექციების გამართვა უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებში, ბიბლიოთეკებსა და სხვა დაწესებულებებში.

 

 

საწყისი ბიუჯეტი და აქტივობები

ცვლილება ხელშეკრულებაში - 06.03.2024

ცვლილება ხელშეკრულებაში -  31.05.2024

მიმდინარე აქტივობები და ბიუჯეტი

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტი მიზნად ისახავს კონფერენციის გამართვასა და წიგნის გამოცემას, რაც საბჭოთა წარსულის სწორად გააზრებასა და შესწავლაში დაეხმარება ფართო საზოგადოებას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

 

იხილეთ მეტი →
ეთნიკურ უმცირესობებში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ბარიერების დაძლევა NATO Public Diplomacy Programmes/Division 2023 € 7,000

 

პროექტის სახელწოდება: ეთნიკურ უმცირესობებში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ბარიერების დაძლევა 

დონორი: NATO Public Diplomacy Programmes/Division

პროექტის ნომერი: 221026c

პროექტის ხანგრძლივობა: 2023 წლის ივნისი - 2023 წლის დეკემბერი

ბიუჯეტი: 7000 ევრო

 

 

 

პროექტის შეჯამება: საქართველოში მცხოვრები სომხური და აზერბაიჯანული ეთნიკური უმცირესობები დეზინფორმაციის მიმართ ყველაზე დაუცველები არიან, განსაკუთრებით კი ნატო-ს საკითხთან მიმართებით. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ენობრივი ბარიერით, რადგან ისინი, ძირითადად, სარგებლობენ რუსული მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციით და არა ქართულით ან ევროპულით. პროექტი მიზნად ისახავს, აღნიშნული ბარიერების წინააღმდეგ ბრძოლას სემინარების, სოციალური მედიის კამპანიებისა და ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით, რათა ნატოს შესახებ სწორი ინფორმაცია გავრცელდეს, როგორც ამ პროექტის ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთ. IDFI მიზანია, აღნიშნული ინფორმაცია ეთნიკურად სომეხ (ძირითადად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან) და  აზერბაიჯანელ (ძირითადად ქვემო ქართლიდან) მოსახლეობას პირადად და ვიდეოების საშუალებით გააცნოს.

ძირითადი შედეგები: 3 ტრენინგი, 3 სემინარი, 2 ვიდეო.

 

პროექტის მიზნები:

 

 - საქართველოს სოფლად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების თემებში ნატოს საწინააღმდეგო განწყობისა და ცოდნის ნაკლებობის აღმოფხვრა;

 

- საზოგადოების მხრიდან  მიტოვებულობის განცდის წინააღმდეგ ბრძოლა და იმ სარგებლის გაცნობა, რომელსაც საქართველო იღებს ნატოსგან;

 

- ეთნიკური უმცირესობების თემების მდგრადობის ხელშეწყობა დეზინფორმაციის მიმართ, ნატოს და მისი მისიის შესახებ ცნობიერების ამაღლება საქართველოში.

 

აქტივობები:

 

1. ვიდეოების შექმნა, რომელიც გააბათილებს ნატოს შესახებ დეზინფორმაციას და აამაღლებს ცნობიერებას ნატოს როლისა და მისიის შესახებ საქართველოში, რომელიც გავრცელდება ადგილობრივი და სოციალური მედიის საშუალებით;

 

2. ტრენინგები, ადგილობრივი თემებისთვის ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებში, სკოლებში, ამერიკულ კუთხეებსა და სამოქალაქო ცენტრებში, რომელიც მოიცავს დეზინფორმაციას, მისინფორმაციას, პროპაგანდასა და მასთან დაპირისპირების გზებს;

 

-  ეტაპი 1. ტრენერების მომზადება აღნიშნულ თემებში.

 

- ეტაპი 2. ადგილობრივი მოსახლეობის ტრენინგი, რომელიც შედგება 3 ტრენინგ სესიისგან თითოეულ რეგიონში, მშობლიურ ენებზე.

 

3. ვორქშოფების ჩატარება ექსპერტებისა და ლექტორების მიერ, რომლებიც განიხილავენ დეზინფორმაციის შემთხვევებს და მასთან დაპირისპირების მეთოდებს.

 

შემდგომი აქტივობები პროექტების მდგრადობის უზრუნველსაყოფად -

 

- 1. შექმნილი ვიდეოები შეიძლება მუდმივად იქნას გამოყენებული მომავალში; 2. მონაწილეებთან კონტაქტის შენარჩუნება; 3. მონაწილეთა ჩართულობა სხვადასხვა პროგრამებში/ სტაჟირებებში IDFI-ისა და საქართველოს უნივერსიტეტის საერთო სასწავლო პროგრამის ფარგლებში.

 

- პროგრამების წარმატების შეფასების ხარისხობრივი და რაოდენობრივი ფორმები - მიწოდებული სესიების რაოდენობა, დასწრების დონე, ვიდეო და სოციალური მედიის შინაარსის გავრცელება და გამოხმაურება.

 

 

ბიუჯეტი და აქტივობები

 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია საქართველოს სოფლად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების თემებში ნატოს საწინააღმდეგო განწყობისა და ცოდნის ნაკლებობის აღმოფხვრა;

იხილეთ მეტი →
სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შესაძლებლობების გაძლიერება ინფორმაციის თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების სფეროში ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩეხეთის ტრანსფორმაციული თანამშრომლობის პროგრამა 2023 CZK 399,993

                              

 

პროექტის სახელწოდება: სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შესაძლებლობების გაძლიერება ინფორმაციის თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების სფეროში

დონორი:  ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში, ჩეხეთის რესპუბლიკის ტრანზიციის პროგრამა

პროექტი ნომერი:  20-23GE01                                                     

პროექტის ხანგრძლივობა: აპრილი, 2023 – ოქტომბერი, 2023

გრანტის ოდენობა: 399 993 ჩეხური კრონა

 

პროექტის აღწერა:

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ეროვნულ დონეზე გამოყენების, სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლების ხელშეწყობის მიზნით, არსებული ადმინისტრაციული და სასამართლო პრაქტიკიდან დოკუმენტირებული იქნებაინფორმაციის, სიტყვისა და მედიის თავისუფლებებთან დაკავშირებული აქტუალური სამართლებრივი საკითხები. ძირითადი გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით, გაიმართება სამუშაო შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, დამოუკიდებელ იურისტებთან და მედიის წარმომადგენლებთან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ხსენებულ თავისუფლებებთან დაკავშირებული საქმეების განხილვაში. ჩატარდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ასევე საჭიროების შემთხვევაში ECJ-ს) პრაქტიკის კვლევა იმ სამართლებრივი სტანდარტების შესწავლის მიზნით, რომელთა გამოყენება და გავრცელება საქართველოს სპეციფიკურ სამართლებრივ გამოწვევებზე იქნება შესაძლებელი. მომზადდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი პრეცედენტული სამართლის ციფრული სახელმძღვანელო ინფორმაციის თავისუფლების, სიტყვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების ფარგლებში მოქცეული სხვა უფლებების შესახებ და უზრუნველყოფილი იქნება მასზე თავისუფალი წვდომა.

 

პროექტის მიზანი:

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენების ხელშეწყობა ეროვნულ იურისდიქციაში, სიტყვის თავისუფლებისა და ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტების გაუმჯობესება.

 

პროექტის აქტივობები:

 

1. პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ვებგვერდისა და სოციალური ქსელის საშუალებით;

 

2. სამუშაო შეხვედრების ჩატარება შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან;

 

3. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან დაკავშირებით მინიმუმ სამი სამართლებრივი ბლოგის/სტატიის მომზადება და გამოქვეყნება;

 

4. პროექტთან დაკავშირებით სამი ვიზუალური მასალის (ინფოგრაფიკის) მომზადება და გამოქვეყნება;

 

5. საქართველოს საერთო ან საკონსტიტუციო სასამართლოში მაღალი სამართლებრივი მნიშვნელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) წარდგენა;

 

6. ციფრული სახელმძღვანელოს მომზადება;

 

7. ფინალური პრეზენტაციის ჩატარება;

 

8. ციფრული სახელმძღვანელოს გამოქვეყნება და გაგზავნა მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ადმინისტრაციული ორგანოებისა და  სასამართლოსთვის.

 

 

ბიუჯეტი:

 

  

პროექტის აქტივობები:

ხელშეკრულება 

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენების ხელშეწყობა ეროვნულ იურისდიქციაში, სიტყვის თავისუფლებისა და ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტების გაუმჯობესება.

იხილეთ მეტი →
ინფორმაციის სანდოობის კოალიციის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს ინფორმაციის სანდოობის კოალიცია (GIIP) / USAID 2023 $ 10,000

 

 

პროექტის სახელწოდება: ინფორმაციის სანდოობის კოალიციის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარე
დონორი ორგანიზაცია: საქართველოს ინფორმაციის სანდოობის კოალიცია (GIIP) / USAID 
ბიუჯეტი: 10,000 აშშ დოლარი
ხანგრძლივობა: 2023 წლის 1 მაისი – 2023 წლის 31 ოქტომბერი

 

ამოცანები და პასუხისმგებლობა:

 

-       შესაბამისი გამოცდილების მქონე პერსონალის პროექტში ჩართულობა სამუშაოს დროის მინიმუმ 50% დატვირთვით;

 

-       კოალიციის სამეთვალყურეო კომიტეტის მუშაობის კოორდინაცია ექვსი თვის განმავლობაში;

 

-       კოალიციის რეგულარული შეხვედრების ორგანიზება საქმიანობის კოორდინაციის, გადაუჭრელ საკითხებზე შეთანხმების მიღწევისა და წევრებს შორის დავალებების განაწილებისთვის. კოალიციის შეხვედრების ჩანაწერების წარმოება, წევრებს შორის გავრცელება და განხორციელება დადგენილ ვადებში;

 

-       კოალიციის განცხადებების შემუშავების ხელშეწყობა (მათ შორის, განცხადებების პროექტების პერიოდულად შემუშავება), კოალიციის წევრი ორგანიზაციების მიერ ამ განცხადებების დამტკიცება და მიღება;

 

-       კოალიციის ერთობლივი ადვოკატირების ინიციატივების ზედამხედველობა ადვოკატირების კუთხით: მიზნების იდენტიფიცირების, სტრატეგიისა და გეგმის შექმნით და ამ ამოცანების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელებაში დახმარების აღმოჩენა;

 

-       კოალიციის ყოველწლიური კონფერენციის თანაორგანიზება;

 

-       კოალიციის მიერ დაგეგმილ სხვა ღონისძიებებში ჩართულობა.

 

 

შედეგები:

 

-       კოალიციის ექვსთვიანი სამუშაო გეგმა;

 

-      კოალიციის მუშაობის ორი თვის ანგარიში, რომელიც უნდა მოიცავდეს მმართველი კომიტეტისა და კოალიციის ძირითად საქმიანობის შეჯამებას;

 

-       როტაციული თავმჯდომარეობის დროს ორგანიზებული ღონისძიებებისა და შეხვედრების ჩანაწერები;

 

-       თავმჯდომარეობის 6 თვის პერიოდის საბოლოო ანგარიში.

 

 

 

 

საგრანტო ხელშეკრულება
ინფორმაციის სანდოობის კოალიციიის (GIIP) ეფექტური მართვის უზრუნველყოფა 6 თვის ვადით.
იხილეთ მეტი →
ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და გამჭვირვალობის სტანდარტების გაზრდა ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი და კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2023-2024 € 34,990

  

პროექტის სახელწოდება: ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და გამჭვირვალობის სტანდარტების გაზრდა

დონორი ორგანიზაცია: ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი და კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო

პროექტის ნომერი: 22310350

ბიუჯეტი: EUR 34,990

ხანგრძლივობა:  1 ივნისი, 2023 – 1 ივნისი, 2024

პარტნიორი ორგანიზაციები:  KohoVolit.eu (ჩეხეთის რესპუბლიკა და სლოვაკეთი), K-Monitor Public Benefit Association (უნგრეთი), Citizens Network Watchdog Poland (პოლონეთი)

 

აღწერა

 

კომპანიების ბენეფიციარ მესაკუთრეთა შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს მაღალი დონის და საერთაშორისო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებულმა სანქციებმაც კიდევ ერთხელ აჩვენა საკითხის მნიშვნელობა. საქართველოს ჯერ კიდევ არ მიუღია ბენეფიციარ მესაკუთრეთა სტანდარტები, რის გამოც სადამკვირვებლო ჯგუფებისთვის რთულია ეფექტურად დაამონიტორინგონ საეჭვო კომპანიების საქმიანობა. მათ ამისთვის სხვადასხვა უწყებისგან უნდა მოითხოვონ ინფორმაცია და სხვადასხვა პლატფორმებიდან შეაგროვონ მონაცემები. გარდა ამისა, აქვთ შესაბამისი მონაცემების შეგროვების გამოცდილების ნაკლებობა. რაც შეეხება ვიშეგრადის ქვეყნებს, როგორც წინა რეგიონულმა ანალიზმა აჩვენა, მართალია მათ მიღებული აქვთ ფულის გათეთრების წინააღმდეგ არსებული სტანდარტები, საერთაშორისო სტანდარტები სრულყოფილად მაინც არ არის დანერგილი. გარდა ამისა, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ბენეფიციარ მესაკუთრეთა მონაცემების საჯარო ხელმისაწვდომობა. თუმცა, სასამართლომ დაადასტურა ამ მონაცემებზე ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირის ქვეყნებში შესაბამისი კანონმდებლობის არსებობისთვის ადვოკატირების საქმიანობის გაგრძელებისა და ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებული მიდგომების გამოყენებას. 

 

ამავდროულად, ხელისულების ანგარიშვალდებულების გასაზრდელად, მნიშვნელოვანია კომპანიების ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ მეტი მონაცემის ხელმისაწვდომობა, ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის წახალისება და ბენეფიციარი მესაკუთრეების სტანდარტების ადვოკატირება, რისთვისაც მნიშვნელოვანია ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილებისა და ნასწავლი გაკვეთილების გათვალისწინება.

 

 

პროექტის მიზნები

 

IDFI, ვიშეგრადის ქვეყნებიდან პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მიზნად ისახავს, ა) ადგილობრივი და რეგიონული ღონისძიებებით, გააგრძელოს ბენეფიციარი მესაკუთრეების სტანდარტების ადვოკატირება; ბ) გააძლიეროს საქართველოში მოქმედი სადამკვირვებლო ჯგუფები და ზოგადად საზოგადოება, კვლევის, შესაძლებლობების გაძლიერების, ხელისუფლების მონიტორინგისა და საჯარო მონაცემის უკეთესი ხელმისაწვდომობით; გ) შეაგროვოს საქართველოში ყველაზე გავლენიანი/დიდი კომპანიების ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემები და გამოაქვეყნოს ყოვლისმომცველი მონაცემთა ბაზა.

  

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები

 

- სამუშაო შეხვედრა ბენეფიციარ მესაკუთრეთა საკითხზე

 

- ხელისუფლების მონიტორინგის საკითხებზე ტრენინგი ჟურნალისტებისთვის/აქტივისტებისთვის/სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის

 

- საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებში ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობის საკითხზე ანალიტიკური ნაშრომების მომზადება

 

- რეგიონული/საერთაშორისო ჰიბრიდული კონფერენცია ბენეფიციარი მესაკთრეების გამჭვირვალობისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების საკთხებზე

 

- ახალი მონაცემთა ბაზების მომზადება, ბენეფიციარი მესაკუთრეების მეფინგი და DataLab.ge-ის განახლება ახალი მონაცემებით

 

- ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგი და ანალიტიკური/საგამოძიებო სტატიების მომზადება

 

 

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია ადგილობრივი და რეგიონული ღონისძიებებით, გააგრძელოს ბენეფიციარი მესაკუთრეების სტანდარტების ადვოკატირება; და გააძლიეროს საქართველოში მოქმედი სადამკვირვებლო ჯგუფები და ზოგადად საზოგადოება, კვლევის, შესაძლებლობების გაძლიერების, ხელისუფლების მონიტორინგისა და საჯარო მონაცემის უკეთესი ხელმისაწვდომობით.

იხილეთ მეტი →
სამხრეთ კავკასიის და ვიშეგრადის ქვეყნების საერთო მეხსიერება - ოკუპანტები თუ განმათავისუფლებლები? დემოკრატია თუ ტირანია? ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი 2023-2024 € 13,812.27

  

 

პროექტის სახელწოდება: სამხრეთ კავკასიის და ვიშეგრადის ქვეყნების საერთო მეხსიერება - ოკუპანტები თუ განმათავისუფლებლები? დემოკრატია თუ ტირანია?

დონორი ორგანიზაცია: ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი

გრანტის ნომერი: 22230312

წამყვანი ორგანიზაცია: Post Bellum (ჩეხეთი)

საერთო ბიუჯეტი:49,954.00 EUR

IDFI-ის ნაწილი: 13,812.27EUR

ხანგრძლივობა: 01.04.2023 -  30.09.2024

 

 

პროექტის წამყვანი ორგანიზაცია და პარტნიორები:

 

Post Bellum 2001 წელს, ჟურნალისტებისა და ისტორიკოსების მიერ ჩეხეთში დაფუძნებული არასამთავრობო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც დოკუმენტურად ასახავს მე-20 საუკუნის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების მოწმეების მოგონებებს და ცდილობს ამ ამბების ფართო საზოგადოებაში გავრცელებას. ორგანიზაცია თვლის, რომ მოწმეებს უნდა ჰქონდეთ თავიანთი ამბების მოყოლის შესაძლებლობა და რომ ეს ისტორიები ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს - სწორედ ამ ხედვით შეიქმნა Post Bellum.

 

Post Bellum–ის მთავარი პროექტია „ერების მეხსიერება“ (Memory of Nations), იმ ადამიანების მოგონებათა კრებული, ვინც  მე–20 საუკუნის ტოტალიტარული ეპოქა გამოიარა, ასევე ფოტოები, გაზეთები და სხვადასხვა ისტორიული ჩანაწერი. კრებული 12,000-მდე ისტორიისაგან შედგება და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია ონლაინ, მონაცემთა ბაზის საშუალებით.

 

პროექტის პარტნიორები:

 

- სლოვაკეთი - Post Bellum SK

 

- პოლონეთი - Krzyzova Foundation for Mutual Understanding in Europe

 

- უნგრეთი - Terra Recognita Foundation

 

- სომხეთი - „Hazarashen“ Armenian Center for Ethnological Studies

 

პროექტის მიზნები:

 

პროექტის მიზანია წარსულის მოწმეთა დოკუმენტირება სომხეთსა და საქართველოში, რომლებსაც შეუძლიათ გადმოსცენ საერთო კომუნისტურ წარსულთან დაკავშირებული ცხოვრებისეული ისტორიები. პროექტის მონაწილეები საქართველოდან და სომხეთიდან გაივლიან ტრენინგებს და დაესწრებიან ვორქშოფებს ზეპირი ისტორიების დოკუმენტირების მეთოდოლოგიის შესახებ.

 

პროექტის მთავარი მიზანია არა მხოლოდ მოწმეთა ცხოვრებისეული ისტორიების დოკუმენტირება, არამედ მათი რედაქტირება, გამოქვეყნება და საგანმანათლებლო მიზნებით  გამოყენებაცაა. პროექტი გამიზნული იქნება როგორც პლატფორმა, რომელიც აამაღლებს ახალგაზრდა თაობის ცოდნას ექსპერიმენტული სემინარების მეშვეობით.

 

პროექტის მთავარი პროდუქტი იქნება მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, რომლშიც აისახება პროექტში მონაწილე ერების საერთო წარსული. პროექტი მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა ერსა და ხალხს შორის, განსაკუთრებულ ხაზგასმით ისტორიის განმეორებითობასა და ადამიანების უნარზე - ვერაფერი ისწავლოს წარსულის შეცდომებიდან. პროექტი მიზნად ისახავს ღირებული გაკვეთილების ჩვენებას ახალი თაობებისთვის ექსპერიმენტული სემინარების საშუალებით, წაახალისებს მათ, რათა გაკვეთილები სწორად გაიაზრონ და გაითავისონ.

 

დაგეგმილი აქტივობები:

 

- გახსნითი შეხვედრის ორგანიზება თბილისში სლოვაკ, ჩეხ, უნგრელ, პოლონელ და სომეხ პარტნიორებთან ერთად - პროექტის პრინციპების განსაზღვრა და შემდგომი აქტივობების დაგეგმვა.

 

- ონლაინ ვორქშოფების სერია, რომლის მიზანია თვითმხილველთა მონათხრობის სწორად დოკუმენტირების გამოცდილების გაზიარება ქართველი და სომეხი ისტორიკოსებისა და დოკუმენტალისტებისთვის.

 

- საქართველოში 10-ზე მეტი თვითმხილველის ვიდეოს ჩაწერა, რომლებმაც გამოცადეს საბჭოთა „თავისუფლება“ და მოუწიათ რკინის ფარდის მიღმა ცხოვრება.

 

- თვითმხილველთა ვიდეოების დამუშავება და გამოქვეყნება 8 ენაზე: პროექტში ჩართული ქვეყნების ენებზე, ინგლისურად და რუსულად.

 

- დოკუმენტური ფილმის - „განთავისუფლებული და ოკუპირებული? თავისუფლება თუ ტირანია?“ - შექმნა ჩაწერილ ინტერვიუებზე დაყრდნობით.

 

- დოკუმენტური ფილმის პრემიერა და ჩვენება სამიზნე ჯგუფებისთვის (სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და ა.შ.). დისკუსიების მოწყობა ფილმის ჩვენების პარალელურად.

 

 

ბიუჯეტი

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

პროექტის მიზანია წარსულის მოწმეთა დოკუმენტირება სომხეთსა და საქართველოში, რომლებსაც შეუძლიათ გადმოსცენ საერთო კომუნისტურ წარსულთან დაკავშირებული ცხოვრებისეული ისტორიები.

იხილეთ მეტი →
საპარლამენტო პროექტი გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 2023 USD 4500

პროექტის სახელწოდება:  საპარლამენტო პროექტი

დონორი ორგანიზაცია: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)

ბიუჯეტი: 4500.00 აშშ დოლარი (ოთხი ათას ხუთასი აშშ დოლარი და 00 ცენტი)

ხანგრძლივობა: 24 აპრილი - 30 ივნისი, 2023 წელი

 

პროექტის მიზანი:

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი გაუწევს მომსახურებას გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) და ხელს შეუწყობს აჭარის უმაღლეს საბჭოს, 2021-2024  წლების ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიის განხორციელებაში, ეფექტიანი ზედამხედველობის გაძლიერებასა და ღია მმმართველობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაში.

 

პროექტით გათვალისწინებული ძირითადი აქტივობები:

 

1. ღია მმართველობის საბჭოსა და სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ღია მმართველობის საკითხებზე თემატური მოკვლევის ფარგლებში მიღებული მოსაზრებებისა და ინფორმაციების დამუშავებაში, თემატური მოკვლევის ანგარიშისა და რეკომენდაციების მომზადებაში კონსულტაციის გაწევა და დახმარება.

 

2. უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისათვის საზედამხედველო მექანიზმების შესახებ გზამკვლევის შემუშავებისას კონსულტაციის გაწევა და უკუკავშირის მიწოდება გზამკვლევის სრულყოფისათვის.

 

ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება

IDFI ხელს შეუწყობს აჭარის უმაღლეს საბჭოს, 2021-2024  წლების ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიის განხორციელებაში, ეფექტიანი ზედამხედველობის გაძლიერებასა და ღია მმმართველობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაში.

იხილეთ მეტი →
პირველი წინა 1 2 3 4 5 6 8 ბოლო