მოქალაქეთა ჩართულობის ციფრული საშუალებების შეფასება

პროექტები | დასრულებული პროექტები 30 მაისი 2024

 

 

პროექტის სახელწოდება: მოქალაქეთა ჩართულობის ციფრული საშუალებების შეფასება

პროექტის კონტრაქტის ნომერი:1005207-101

დონორი ორგანიზაცია: DAI Global, LLC / USAID საჯარო მმართველობის პროგრამა

ბიუჯეტი: 99,995 ლარი

ხანგრძლივობა: მაისი 30, 2024 - თებერვალი 7, 2025

 

პროექტი მიზნად ისახავს, გაზარდოს ციფრული ინსტრუმენტების ეფექტურობა და გამოყენება მოქალაქეთა ჩართულობისთვის. ამ ინსტრუმენტების და მომხმარებელთა კმაყოფილებასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების კვლევით პროექტი ავსებს იმ კვლევით ვაკუუმს, რომელიც ამ სფეროშია, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს რეკომენდაციებს ტექნოლოგიების უკეთესი გამოყენებისთვის. აღნიშნული სრულ თანხვედრაშია USAID საჯარო მმართველობის პროგრამის მიზნებთან, გაზარდოს მთავრობის ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა, რათა გაუმჯობესდეს საჯარო სერვისების მიწოდება და ხელი შეეწყოს მოქალაქეების მონაწილეობას გადაწვეტილების მიღების პროცესში.

 

პროექტის ფარგლებში შემუშავდება შეფასების მეთოდოლოგია და სიღრმისეული ანალიზისთვის შექმნის ციფრული ინსტრუმენტების მოკლე სიას. კვლევა ასევე მოიცავს დაინტერესებული მხარეებისგან ინფორმაციის შეგროვებას და ხელმისაწვდომი ინსტრუმენტების სიის შედგენას. წინასწარ შემუშავებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, მოხდება ამ ინსტრუმენტების სისტემატიზება. ყველაზე ფართოდ გამოყენებული ინსტრუმენტები საფუძვლიანად შეფასდება მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომისა და ხალხი-პროცესი-ტექნოლოგიების ჩარჩოს გამოყენებით.

 

მონაცემები შეგროვდება ონლაინ გამოკითხვის მეშვეობით, რათა მეტი გავიგოთ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების შესახებ. მომხმარებლის გამოცდილების კვლევა ფოკუსირებული იქნება მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებზე. დამატებითი ინფორმაციისთვის კი საჯარო და კერძო სექტორის პირებთან ჩატარდება ინტერვიუები.

 

პროექტის გუნდი შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით ჩაატარებს ყოვლისმომცველ ანალიზს, რომლის შედეგადაც შექმნის მტკიცებულებებზე დაფუძნებულ კვლევით ნაშრომს, შესაბამისი რეკომენდაციებით საჯარო სექტორისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის. რეკომენდაციები აქცენტს გააკეთებს იმ სტრატეგიებზე, თუ როგორ უნდა გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა და ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება.

 

პროექტის ბოლოს კვლევის მიგნებებს წარვადგენთ სხვადასხვა დაინტერესებული მხარისთვის დისკუსიისა და უკუკავშირისთვის, რათა წახალისდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მსჯელობა მოქალაქეთა ჩართულობისთვის შექმნილ ციფრულ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ. ამგვარი მონაწილეობითი მიდგომა მიზნად ისახავს, შექმნას მომხმარებელზე მეტად ორიენტირებული ციფრული ინსტრუმენტები, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მომხმარებელთა საჭიროებებს იქნება მორგებული.

 

პროექტის აქტივობები მოიცავს:

 

-          მეთოდოლოგიის შემუშავება და სიღრმისეული ანალიზისთვის ციფრული ინსტრუმენტების მოკლე სიის შექმნა (I თვე)

-          მონაცემთა შეგროვება (II-VIII თვე)

-          კვლევითი ნაშრომის მომზადება (V-VIII თვე)

-          კვლევის მიგნებების პრეზენტაცია (VIII-IX თვე)

 

ხელშეკრულება

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
განცხადებები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024