პროექტის სახელწოდება: ციფრული უფლებები საქართველოში - 2024
პროექტი N: SG-GX2060-LP-125 m00
დონორი ორგანიზაცია: ინტერნიუსი (Internews) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
ბიუჯეტი: 24,783 დოლარი
ხანგრძლივობა: ნოემბერი, 29, 2023 - აგვისტო 28, 2024
პროექტის მოკლე აღწერა
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ინტერნეტ თავისუფლების გაზრდას/ხელშეწყობას.
ამ მიზნით, პროეტის ფარგლებში IDFI შემდეგ აქტივობებს განახორციელებს:
აქტივობა 1: შესაძლებლობების გასაზრდელი მასალების შექმნა - ციფრული გამოწვევების, ახალი გარემოებებისა და რეკომენდაციების შესახებ მოქალაქეების ცნობიერების ასამაღლებლად, ასევე, მეტ დაინტერესებულ ადამიანთან კომუნიკაციის დასამყარებლად, ციფრული უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხზე IDFI მოამზადებს ვიდეოს, საინფორმაციო ბროშურასა და ონლაინ ქვიზებს.
აქტივობა 2: ციფრული უფლებების შესახებ სამი ტრენინგის ჩატარება. ციფრულ უსაფრთხოებაზე მომზადებული მასალების, ასევე ვიდეოებისა და პოლიტიკის ნარკვევების საფუძველზე, IDFI ჩაატარებს ტრენინგს ციფრული უფლებების საკითხებზე სტუდენტებისთვის, ჟურნალისტებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტებისთვის.
აქტივობა 3: ციფრულ უფლებებთან დაკავშირებით 2 ბლოგ-პოსტის გამოქვეყნება - GIF-ის მიერ მხარდაჭერილი ადგილობრივი აქტივობების გასაგრძელებლად, IDFI მოამზადებს ორ ბლოგ-პოსტს ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრული გამოწვევების, საჭიროებებისა და განვითარებული მოვლენების შესახებ (მათ შორის, ფარული მიყურადება, ონლაინ კონტენტის მოდერაცია ან საქართველოში ციფრული უსაფრთხოება). ბლოგ-პოსტები შეიძლება იყოს მანამდე მომზადებული ანგარიშების/კვლევების გაგრძელება, რათა შევაფასოთ მიმდინარე მოვლენები და ცვლილებები, ასევე, ვნახოთ რამდენად გაითვალისწინეს ჩვენი რეკომენდაციები სხვადასხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.
აქტივობა 4: ციფრული უფლებების შესახებ სამუშაო შეხვედრის დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება - ჩვენს ბლოგ-პოსტებში მოცემული რეკომენდაციების, ასევე, წინა კვლევების ფარგლებში შემუშავებული წინადადებების კიდევ ერთხელ საკომუნიკაციოდ, IDFI გამართავს სამუშაო შეხვედრას ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან (მაგ., რამდენიმე საჯარო დაწესებულება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ბიზნეს სექტორი, ტექნიკური საზოგადოება), რათა განვიხილოთ ახალი ციფრული საფრთხეები, საქართველოში ციფრული უფლებების დასაცავად ჩვენ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და შემდეგი წლებისთვის გადასადგმელი ნაბიჯები.
აქტივობა 5: ცნობიერების ამაღლების/ადვოკატორების კამპანიის დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება - ყველა მომზადებული ცნობიერების ამაღლების მასალების გამოყენებით, IDFI განახორციელებს ონლაინ ცნობიერების ამაღლების/ადვოკატირების კამპანიას, რის ფარგლებშიც, IDFI ფართოდ გაავრცელებს ციფრული უსაფრთხოებისა და ციფრული უფლებების საკითხებზე მომზადებულ ვიდეოს, საინფორმაციო ბროშურას და ონლაინ ქვიზებს. კამპანიის მიზანი იქნება ციფრული გამოწვევების შესახებ ონლაინ მომხმარებლების ცნობიერების ამაღლება და ადამიანების ინფორმირების გაზრდა ციფრული ჰიგიენის რჩევებისა და საშუალებების შესახებ.