ონლაინ ტრენინგები ციფრული უფლებებისა და ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკულ რჩევებზე

სიახლეები | ტრენინგები | ინტერნეტი და ინოვაციები 1 ივლისი 2024

2024 წლის 26, 27 და 28 ივნისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აქტიური მოქალაქეებისთვის გამართა სამი ონლაინ ტრენინგი „ციფრული უფლებები და ციფრული უსაფრთხოება“.

 

IDFI-ის წარმომადგენელთან, თეონა ტურაშვილთან ერთად, ტრენინგს უძღვებოდა კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი და ასოცირებულ პროფესორი, ანდრო გოცირიძე.

 

ტრენინგის მანძილზე მონაწილეებმა მიიღეს რჩევებს, როგორ დაიცვან საკუთარი ონლაინ ანგარიშებისა (ელ-ფოსტა, სოციალური ქსელები) და მოწყობილობების (მობილური ტელეფონი, ლეპტოპი და ა.შ.) უსაფრთხოება, რა პრევენციული ზომები უნდა მიიღონ, რომ არ გახდნენ სხვადასხვა ონლაინ თაღლითობისა და თავდასხმის ობიექტები, როგორ დაიცვან პირადი მონაცემები, კომუნიკაციის რა საშუალებები გამოიყენონ უსაფრთხოებისთვის. გარდა ამისა, ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ციფრული უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ გამოწვევებსა და საკანონმდებლო დაცვის მექანიზმებს.

 

ტრენინგი ჩატარდა ინტერაქციულ ფორმატში. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ დღეს არსებულ ციფრულ საფრთხეებს, ასევე, ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ მათთვის აქტუალური კითხვები და მიეღოთ რჩევები ექსპერტისგან. ინფორმაციული ქვიზის მეშვეობით ადგილზევე შეამოწმეს საკუთარი ციფრული უნარები და გაეცნენ IDFI-ის მიერ შექმნილ საგანმანათლებლო რესურსებს, რითაც მომავალშიც შეძლებენ კიდევ უფრო აიმაღლონ ციფრული წიგნიერება. 

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024