სამუშაო შეხვედრა ციფრული უფლებებისა და მთავარი გამოწვევების შესახებ

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები 21 ივნისი 2024

2024 წლის21 ივნისს,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) რეგიონული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით გამართა ონლაინ სამუშაო შეხვედრა ქვეყანაში არსებული ციფრული საფრთხეებისა და ციფრული უფლებების დაცვის საკითხებზე.

 

შეხვედრის მიზანი გახლდათ, გამოგვევლინა რა მთავარ ციფრულ საფრთხეებს აწყდებიან ან საჭიროებები აქვთ განსაკუთრებით რეგიონულ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგნელებს ონლაინ სივრცეში მათი ანგარიშების, მოწყობილობების, პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების, ასევე, ონლაინ გამოხატვის თავისუფლების კუთხით.

 

შეხვედრის დასაწყისში IDFI-ის წარმომადგენელმა მოკლედ მიმოიხილა ქვეყანაში ციფრული უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება, ასევე, მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია ბოლო წლებში IDFI-ის მიერ ციფრული უფლებების დაცვის კუთხით მომზადებული სხვადასხვა ანგარიშის, ანალიზისა და რეკომენდაციების შესახებ. ამის შემდეგ, მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება წამოეჭრათ მათთვის აქტუალური პრობლემები და გამოეხატათ მოსაზრებები ციფრული უფლებების დაცვის კუთხით არსებული მთავარი გამოწვევების შესახებ. 

 

საგულისხმოა, რომ შეხვედრაზე დასახელებული საჭიროებები გათვალისწინებულ იქნება  სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის დაგეგემილი ონლაინ ტრენინგების საბოლოო დღის წესრიგის შექმნისას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024