სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერა ციფრულ არქივირებაში |
International Coalition of Sites of Conscience |
2021 |
$1,200 |

პროექტის სახელწოდება: სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერა ციფრულ არქივირებაში - საექსპერტოკონსულტაცია დონორი ორგანიზაცია: International Coalition of Sites of Conscience ბიუჯეტი: $1,200 ხანგრძლივობა: 1 მარტი - 15 ივნისი, 2021
პროექტის მიზანი
სახელმძღვანელოს შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ციფრულ არქივირებაში, გარდამავალი მართლმსაჯულების პროცესის მიმდინარეობისას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები
International Coalition of Sites of Conscience მიერ შედგენილი კითხვარის საფუძველზე, რეგიონის (ყოფილი საბჭოთა ქვეყნები) სამი ან მეტი ორგანიზაციის პასუხების შეგროვება, რომელთაც აქვთ ციფრული არქივების შექმნის გამოცდილება და დაახლოებით რვა (8) გვერდიანი ანგარიშის მომზადება, რომელიც შეაჯამებს გაცემულ პასუხებს და გამოავლენს ძირითად მიგნებებს, მათ შორის კონსულტანტი ორგანიზაციის ექსპერტიზას საკითხზე. ანგარიშის შესახებ მოკლე პრეზენტაციის მომზადება.
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია შემუსავდეს სახელმძღვანელო, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ციფრულ არქივირებაში, გარდამავალი მართლმსაჯულების პროცესის მიმდინარეობისას.
იხილეთ მეტი →
|
მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარება კორუფციასთან საბრძოლველად |
ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი |
2021-2022 |
$70,064 |
პროექტის სახელწოდება: მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარება კორუფციასთან საბრძოლველად დონორი ორგანიზაცია: ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი მთლიანი საგრანტო თანხა: 70,064.21 აშშ დოლარი პროექტის ნომერი: OR2020-70662 პროექტის ხანგრძლივობა: 1 თებერვალი, 2021 – 31 აგვისტო, 2022
პროექტის მიზნები და ამოცანები
პროექტის მიზანია შექმნას კორუფციასთან მებრძოლთა საზოგადოება, რომლებიც იქნებიან ლიდერები კორუფციის პრევენციის მიმართულებით, შეეძლებათ კორუფციის რისკების მართვა, ჩართულები იქნებიან კორუფციის შემთხვევების განსაზღვრაში და გახდებიან საზოგადოების წევრები კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.
პროექტის პირველი ამოცანაა კორუფციასთან ბრძოლის პროგრამის წარმატებით განხორციელება და დასახელებული პროგრამის მდგრადობის ზრდა. პროგრამის მოდულები გარდაიქმნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის ორ აკადემიურ კურსად, რომელიც შეთავაზებული იქნება მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის. შესაბამისად, კორუფციასთან ბრძოლის ახალი პროგრამა შესაძლებლობას მისცემს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, სერტიფიკატების მიღებასთან ერთად, საგნების გავლის შედეგად მოიპოვონ სასწავლო კრედიტები (ECTS). კორუფციასთან ბრძოლის პროგრამის არსებული მოდულების გარდაქმნა აკადემიურ კურსებად გაზრდის პროგრამის მდგრადობას, რადგან კორუფციასთან ბრძოლის შესახებ აკადემიური კურსები გახდება უნივერსიტეტის სასწავლო კურიკულუმის ნაწილი. პროგრამის მოდულების უნივერსიტეტის აკადემიურ კურსებად გარდაქმნის მიუხედავად, შესაძლებელი იქნება პროგრამის მონაწილეების საჯარო და კერძო სექტორიდან ან/და სხვა უნივერსიტეტებიდან მიღება. აკადემიური კურსების მონაწილეები, რომლებიც არ არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ სერტიფიკატს პროგრამის კურსების წარმატებით დასრულებისათვის.
პროექტის მეორე ამოცანაა ცნობიერების ასამაღლებელი და გუნდური მუშაობის ხელშემწყობი აქტივობების განხორციელება, რაც ერთი მხრივ გააძლიერებს პროექტის ცნობადობას და გაზრდის საზოგადოების ცნობიერებას კორუფციასთან მიმართებაში, ხოლო მეორე მხრივ გააძლიერებს კორუფციასთან მებრძოლი საზოგადოების თანამშრომლობას და პროგრამის კურსდამთავრებულთა აქტიური ქსელის შექმნას. გუნდური აქტივობების ბოლო ეტაპი მოიცავს იდეების წარდგენას პროგრამის მონაწილეების მიერ, რომლებიც დაჯილდოვდებიან წარდგენილი პროექტებისა და ანალიტიკური სტატიების საფუძველზე.
მოსალოდნელი შედეგები
მოკლევადიანი შედეგი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის პროგრამის -აკადემიურ კურსებად გარდაქმნილი - მოდულების გავლის გზით სასწავლო კრედიტების მინიჭება; წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა აკადემიური კურსების განსახორციელებლად; პროგრამის მეორე წლის კურსდამთავრებულების ჩართვა პროგრამის კურსდამთავრებულთა ქსელში;
საშუალოვადიანი შედეგი: პროგრამის მონაწილეების შესაბამისი ცოდნითა და უნარებით აღჭურვა, რაც მათ ხელს შეუწყობს, რომ იყვნენ მისაბაძი მაგალითი და ცვლილებების მხარდამჭერები სამუშაო ადგილებსა ან სხვადასხვა პროექტებში; კორუფციასთან მებრძოლი საზოგადოების გაზრდა და გაძლიერება გუნდური აქტივობების დანერგვის, დაგეგმვის, ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და პროგრამისა და მისი აქტივობების შესახებ ცნობადობის გაზრდის გზით.
გრძელვადიანი შედეგი: მხარი დაუჭიროს პროგრესზე ორიენტირებულ პროფესიონალებით დაკომპლექტებული საზოგადოების განვითარებას, რომელთაც აქვთ უნარი აღმოაჩინონ და მოახდინონ კორუფციის პრევენცია და რომლებიც ხელს შეუწყობენ კორუფციული პრაქტიკის გამოვლენასა და კორუფციის შესახებ საზოგადოებაში კრიტიკული აზროვნების განვითარებას კორუფციის შედეგად გამოწვეულ საზოგადოებრივ დანაკარგებთან (human cost)დაკავშირებით.
დაგეგმილი აქტივობები
ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია შექმნას კორუფციასთან მებრძოლთა საზოგადოება, რომლებიც იქნებიან ლიდერები კორუფციის პრევენციის მიმართულებით.
იხილეთ მეტი →
|
თბილისის მერიის ღია მონაცემთა პორტალის კონცეფციისა და ტექნიკური დავალების შექმნა |
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (Good Governance Initiative) საქართველოში, Tetra Tech ARD |
2020 - 2021 |
GEL 59,922 |

პროექტის სახელწოდება: თბილისის მერიის ღია მონაცემთა პორტალის კონცეფციისა და ტექნიკური დავალების შექმნა დონორი ორგანიზაცია: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (Good Governance Initiative) საქართველოში, Tetra Tech ARD პროექტის კოდი: GGI-SUB-054 სრული ბიუჯეტი: 59,922 GEL ხანგრძლივობა: 24 დეკემბერი, 2020 – 30 აპრილი,2021
პროექტის მიზნები
პროექტის ზოგადი მიზანია თბილისის მერიის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა ღია მონაცემთა პორტალის განვითარებითა და ღია მონაცემების განკარგვის ეფექტური პრაქტიკის დანერგვით.
პროექტის კონკრეტული მიზნებია:
1. ღია მონაცემების შეგროვებასთან, დამუშავებასა და გამოქვეყნებასთან დაკავშრებით თბილისის მერიის ასევე, ღია მონაცემების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა განსაკუთრებული საჭიროებების იდენტიფიცირება;
2. ღია მონაცემების პორტალის კონცეფციის შემუშავება;
3. თბილისი მერიის ღია მონაცემების პლატფორმის შესაქმნელად ტექნიკური დავალების მომზადება.
პროექტის ძირითადი აქტივობები
1. დეტალური სამუშაო გეგმის მომზადება
2. დეტალური მეთოდოლოგიის მომზადება
3. ყოვლისმომცველი ანალიზის მომზადება
4. ყოვლისმომცველი სიტუაციური ანალიზის პრეზენტაცია
5. თბილისის მერიის ღია მონაცემების პორტალის კონცეფციის პირველადი ვერსიის შექმნა
6. თბილისის მერიის ღია მონაცემების პორტალის კონცეფციის პირველადი ვერსიის წარდგენა თბილისის მერიისთვის
7. თბილისის მერიის ღია მონაცემების პორტალის კონცეფციის პირველადი ვერსიის წარდგენა დაინტერესებულ მხარეებთან
8. ღია მონაცემების პორტალის კონცეფციის საბოლოო ვერსიის შექმნა
9. დეტალური ტექნიკური დავალების პირველადი ვერსიის შექმნა
10. დეტალური ტექნიკური დავალების პირველადი ვერსიის წარდგენა
11. დეტალური ტექნიკური დავალების საბოლოო ვერსიის შექმნა და ჩაბარება
12. ყველა წარსადგენი დოკუმენტის მომზადება და ჩაბარება
აქტივობების განრიგი და ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია თბილისის მერიის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა ღია მონაცემთა პორტალის განვითარებითა და ღია მონაცემების განკარგვის ეფექტური პრაქტიკის დანერგვით.
იხილეთ მეტი →
|
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი - 2021 |
ღია საზოგადოების ფონდი |
2020-2021 |
$20,100 |

პროექტის სახელწოდება: ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი - 2021 დონორი ორგანიზაცია: ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) პროექტის კოდი: LDD/42/20 - 21174 სრული ბიუჯეტი: 54,970 აშშ დოლარი (IDFI-ის წილი - 20,100 აშშ დოლარი) ხანგრძლივობა: 16 დეკემბერი, 2020 – 16 სექტემბერი, 2021 განმახორციელებელი ორგანიზაცია: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი (MSDC)
პროექტის მიზანი
პროექტის საბოლოო მიზანია საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება, თვითმმართველობაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა და თვითმმართველი ორგანოების მიერ გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრაქტიკის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
ამისთვის, პროექტის კონკრეტული მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსით მუნიციპალიტეტების ღიაობის და ანგარიშვალდებულების განმეორებითი (მე-3) შეფასება.
პროექტის ამოცანები
- შეფასების განხორციელებისათვის საჭირო წინაპირობების უზრუნველყოფა
- ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შესახებ ცნობადობის გაზრდა
- მე-3 შეფასების განხორციელება, ეროვნული ანგარიშის მომზადება და დაინტერესებულ მხარეთათვის წარდგენა/გავრცელება.
პროექტის ძირითადი საქმიანობები
ამოცანა 1: შეფასების განხორციელებისათვის საჭირო წინაპირობების უზრუნველყოფა
1.1 შეფასების მეთოდოლოგიის გადახედვა
1.2 მუნიციპალიტეტის ღიაობის და ანგარიშვალდებულების შეფასების ვებპლატფორმის - lsgindex.org - განახლება
1.3 შემფასებელთა გუნდის მობილიზაცია და ინსტრუქტაჟი
ამოცანა 2: ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შესახებ ცნობადობის გაზრდა
2.1 თვითმართული ონლაინ ვებინარის მომზადება და მიწოდება
2.2 ინდექსის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოება
ამოცანა 3:III შეფასების განხორციელება და ეროვნული ანგარიშის მომზადება/გაშუქება
3.1. ყველა თვითმმართველი ორგანოს შეფასების განხორციელება
3.2. შეფასების შედეგებზე დაყრდნობით მუნიციპალიტეტების ღიაობის და ანგარიშვალდებულების ეროვნული ანგარიშის მომზადება და პრეზენტაცია
დაგეგმილი აქტივობები და ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება, თვითმმართველობაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა და თვითმმართველი ორგანოების მიერ გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრაქტიკის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
იხილეთ მეტი →
|
შესაძლებლობის გაძლიერების გრანტი |
გაეროს მოსახლეობის ფონდი |
2020-2021 |
$30,000 |

პროექტის დასახელება: შესაძლებლობის გაძლიერების გრანტი დონორი ორგანიზაცია: გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) (აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისი) ბიუჯეტი: 30,000 აშშ დოლარი პროექტის ხანგრძლივობა: 9 დეკემბერი, 2020 – 9 სექტემბერი, 2021
პროექტის მოკლე აღწერა
გრანტის მიზანია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) შესაძლებლობის გაძლიერება საჯარო კეთილდღეობისთვის მონაცემებისა და ღია მონაცემების შეფასების მეთოდებისა და საშუალებების საკითხებზე, რათა ინსტიტუტი რეგიონული ჰაბის როლში ჩართული იყოს მონაცემების გლობალური ბარომეტრის პირველ გლობალურ გამოცემაში (2020-2021). ამით IDFI წვლილს შეიტანს გლობალური შეფასების მომზადებაში, რომელიც წარმოაჩენს პოლიტიკურ ჩარჩოებს, მონაცემების ხელმისაწვდომობას და წინსვლას ცალკეულ სექტორებში, და მიიღებს მონაწილეობას პირდაპირ გლობალურ ადვოკატირებასა და საქმიანობაში.
პროექტის მთავარი მიზნები:
- IDFI-ის გუნდისთვის მონაცემთა გლობალური ბარომეტრის ოთხი ეტაპის შესახებ შესაძლებლობების გაძლიერება თითოეული ეტაპისთვის განკუთვნილი სესიების დახმარებით;
- IDFI-ის მონაწილეობით, 11 ქვეყნის ეროვნული მკვლევარისთვის შესაძლებლობების გაძლიერება მონაცემების შეგროვების, შემოწმებისა და თემატური გადახედვის პროცესის შესახებ;
- შერჩეულ რეგიონებში მონაცემების გლობალური ბარომეტრის ყველა ეტაპის წარმატებით განხორციელებისთვის IDFI-ის მუდმივი მენტორინგი და დახმარება.
აქტივობები
1. მონაცემების გლობალური ბარომეტრის მთავარი ეტაპების შესახებ IDFI-ის გუნდის შესაძლებლობების გაძლიერება
2. IDFI ჩაატარებს მონაცემების გლობალური ბარომეტრის შესახებ შესაძლებლობის გაძლიერების სესიას IDFI-ის მთელი გუნდისთვის
3. IDFI ჩაატარებს მონაცემების გლობალური ბარომეტრის მეთოდოლოგიის შესახებ შესაძლებლობის გაძლიერების სესიას ქვეყნის ეროვნული მკვლევარებისთვის
4. ეროვნული მკვლევარების მიერ მონაცემების გლობალური ბარომეტრის ექსპერტების შევსებული გამოკითხვის გადახედვა და უკუკავშირის მიწოდება
ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მზიანია IDFI-ის გუნდისთვის მონაცემთა გლობალური ბარომეტრის ოთხი ეტაპის შესახებ შესაძლებლობების გაძლიერება თითოეული ეტაპისთვის განკუთვნილი სესიების დახმარებით
იხილეთ მეტი →
|
საჯარო სერვისების ეფექტიანობის გაუმჯობესება საქართველოს განათლების სისტემაში |
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) |
2020-2021 |
$25,000 |

პროექტის სახელწოდება: საჯარო სერვისების ეფექტიანობის გაუმჯობესება საქართველოს განათლების სისტემაში დონორი ორგანიზაცია: საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) პროექტის კოდი: LDD/34/20-21154 სრული ბიუჯეტი: 29,750 აშშ დოლარი ხანგრძლივობა: დეკემბერი 2, 2020 წელი - აგვისტო 2, 2021 წელი
პროექტის მოკლე აღწერა და მიზნები
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს განატლების სისტემის სერვისების მომსახურებას, რათა ისინი ხელმისაწვდომი იყოს სხვადასხვა სოციალური ჯგუფისათვის პანდემიის პერიოდში
ამ მიზნით, პროექტის მთავარი ამოცანებია:
- სხვადასხვა სოც. ჯგუფის პრობლემების გამოვლენა განათლების მიღებასთან დაკავშირებით პანდემიის პერიოდში;
- მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასება და საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით რეკომენდაციების შემუშავება;
- სტატისტიკური მონაცემების გამოთხოვა, შედარებითი ანალიზი, საგანმანათლებლო სერვისების ფუნქციონირების შესახებ პანდემიამდე და პანდემიის დროს;
- განათლების საჯარო სერვისების პროვაიდერების და პირდაპირი ბენეფიციარების გამოკითხვა.
აქტივობები
1) მოსამზადებელი პერიოდი: მეთოდოლოგიის შემუშავება და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილების გაგზავნა
2) სამუშაო შეხვედრების/ფოკუს ჯგუფ ინტერვიუების ჩატარება
3) მონიტორინგი და ანალიზი
4) მონიტორინგის ანგარიში მომზადება
5) რეკომენდაციების შემუშავება
6) საბოლოო პრეზენტაცია
7) მედიასთან თანამშრომლობა
პროექტის აქტივობები
ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს განატლების სისტემის სერვისების მომსახურებას, რათა ისინი ხელმისაწვდომი იყოს სხვადასხვა სოციალური ჯგუფისათვის პანდემიის პერიოდში
იხილეთ მეტი →
|
პერსონალური მონაცემების დაცვის მხარდაჭერა საქართველოში |
ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში |
2020-2022 |
GEL 243,929 |

პროექტის სახელწოდება: პერსონალური მონაცემების დაცვის მხარდაჭერა საქართველოში დონორი ორგანიზაცია: ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში პროექტის ნომერი: 4000004558 გრანტის ოდენობა: 243,929 ლარი პროექტის ხანგრძლივობა: 1 დეკემბერი 2020 – 28 თებერვალი 2022
პროექტის აღწერა
პროექტი ეხება საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვის რეჟიმის გაძლიერებას პროფესიულ ჯგუფებსა და სტუდენტებში პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების შესახებ ცნობიერების ამაღლების, არსებულ გამოწვევებზე პროფესიულ და აკადემიურ წრეებში დისკუსიების წახალისებისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერების გზით. პროექტის ფარგლებში განხორციელდება ცნობიერების ამაღლების აქტივობები, გავრცელდება არაერთი პუბლიკაცია/ვიზუალიზაცია, დაიგეგმება სამუშაო შეხვედრები შესაბამის სამიზნე ჯგუფებთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პერსონალისათვის ჩატარდება ტრენინგები, ასევე, დაიგეგმება შესაბამისი აქტივობები სტუდენტებისთვის. პროექტის აქტივობების განხორციელების შედეგად, გაძლიერდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფას.
პროექტის მიზანი
პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ყველაზე პრობლემურ სფეროებში პერსონალური მონაცემების დაცვის გაძლიერებას.
პროექტის ამოცანები
- პროფესიული ჯგუფებისა და სტუდენტების ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტებთან დაკავშირებით.
- პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ პროფესიული და აკადემიური დისკუსიების წახალისება.
- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება.
დაგეგმილი ღონისძიებები და ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ყველაზე პრობლემურ სფეროებში პერსონალური მონაცემების დაცვის გაძლიერებას.
იხილეთ მეტი →
|
საქართველოში აღმოჩენილი საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა პირველი მასობრივი სამარხის შესახებ ცნობიერების ამაღლება |
International Coalition of Sites of Conscience |
2020 - 2021 |
$5,000 |
პროექტის სახელწოდება: საქართველოში აღმოჩენილი საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა პირველი მასობრივი სამარხის შესახებ ცნობიერების ამაღლება დონორი ორგანიზაცია: International Coalition of Sites of Conscience ბიუჯეტი: $5,000 ხანგრძლივობა: 1 ნოემბერი - 28 თებერვალი
2019 წელს ცნობილი გახდა აჭარაში, საქართველოში 1937-1938 წლების საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა პირველი მასობრივი სამარხების აღმოჩენის თაობაზე. აღნიშნული სამარხების აღმოჩენა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოსთვის, ვინაიდან რეპრესირებულთა ისტორიების შესწავლას, მათთვის სათანადო პატივის მიგებასა და ხსოვნის უკვდავყოფას დიდი როლი აქვს ქვეყნების კოლექტიური მეხსიერების ფორმირებასა და ტოტალიტარული წარსულის გააზრებაში, რასაც ადასტურებს სხვა პოსტ კომუნისტური ქვეყნების გამოცდილებაც. სახელმწიფოს მხრიდან თავდაპირველად გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა სამარხების შესწავლის კუთხით, თუმცა, მოგვიანებით ამ მხრივ სახელმწიფოს ინტერესი და ყურადღება შემცირდა და სამარხების აღმოჩენიდან წლინახევრის გასვლის შემდეგაც, ამ მიმართულებით პროგრესი არ შეინიშნება. ამავდროულად, აღმოჩენილი ნეშტების რელიგიური წესით დაკრძალვასთან დაკავშირებით არსებობს განსხვავებული მოსაზრებები ადგილობრივ მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის, ვინაიდან დიდი ალბათობით, რასაც IDFI-ის კვლევაც ადასტურებს, აღმოჩენილ ცხედრებს შორის არიან მუსლიმი პირებიც. ამის გამო, აღმოჩენილი 150 ცხედარი დღემდე არაა დაკრძალული და ინახება ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ქვედა სართულზე.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, IDFI-ის პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივ მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის დიალოგის წახალისებას, აღმოჩენილი სამარხების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ხელისუფლების კვლავ დაინტერესებას აღნიშნული საკითხით. ამისათვის, ორგანიზაცია გეგმავს სამარხების შესახებ საკუთარ საიტზე საინფორმაციო ბლოკის შექმნას, რომელიც გააერთიანებს ინტერვიუებს რეპრესირებულთა შთამომავლებთან, მათ ოჯახურ არქივებს და სხვა მასალებს. ამასთანავე, პროექტის ფარგლებში, IDFI ადგილობრივ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის გამართავს მრგვალი მაგიდის დისკუსიას და დაიწყებს აქტიურ ადვოკატირების კამპანიას, რათა ხელისუფლებამ დროულად გადადგას ნაბიჯები სამარხების შესწავლისა და რეპრესიების მსხვერპლთათვის სათანადო პატივის მიგების კუთხით.
პროექტის მიზნები
- აჭარაში აღმოჩენილი მასობრივი სამარხების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება;
- ადგილობრივ მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის დიალოგის წახალისება;
- სახელმწიფოს კვლავ დაინტერესება აჭარაში აღმოჩენილი სამარხების საკითხით, რათა დროულად გადაიდგას ნაბიჯები სამარხების შესწავლისა და რეპრესიების მსხვერპლთათვის სათანადო პატივის მიგების კუთხით.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები
- საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა შთამომავლების იდენტიფიცირება;
- საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა შთამომავლებთან ინტერვიუების ჩაწერა, ზეპირი ისტორიებისა და მათი საოჯახო არქივების შეგროვება;
- IDFI-ის ვებგვერდზე საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ ცალკე სექციის შექმნა, რომელზეც განთავსდება პროექტის ფარგლებში მოგროვილი მასალები;
- ადგილობრივ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მრგვალი მაგიდის დისკუსიის გამართვა;
- ადვოკატირების კამპანიის დაწყება, რომელიც მოიცავს აღმოჩენილი სამარხებისა და საბჭოთა რეპრესიების შესახებ სტატიების, ვიდეოებისა და ვიზუალიზაციების მომზადებასა და გავრცელებას;
- საერთაშორიო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობისთვის რეკომენდაციების შემუშავება;
- საბოლოო ანგარიშის მომზადება.
დაგეგმილი ღონისძიებები და ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოში აღმოჩენილი საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა პირველი მასობრივი სამარხის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
იხილეთ მეტი →
|
კარგი მმართველობისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ბენეფიციარი მესაკუთრეების ღიაობის სტანდარტების გაუმჯობესება |
ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი |
2020-2021 |
EUR 34,902 |

პროექტის სახელწოდება: კარგი მმართველობისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ბენეფიციარი მესაკუთრეების ღიაობის სტანდარტების გაუმჯობესება დონორი ორგანიზაცია: ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი პროექტის ნომერი: 220203362 ბიუჯეტი: EUR 34,902 ხანგრძლივობა: 1 ოქტომბერი, 2020 – 30 სექტემბერი, 2021 პარტნიორი ორგანიზაციები: KohoVolit.eu (ჩეხეთის რესპუბლიკა და სლოვაკეთი), K-Monitor Public Benefit Association (უნგრეთი), ePaństwo Foundation (პოლონეთი)
აღწერა
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს წარმატებების მიუხედავად, ქვეყანას კვლავ აქვს გამოწვევები მაღალი დონის კორუფციის თვალსაზრისით. ფართოდ აღიარებულია ბენეფიციარ მესაკუთრეთა ღიაობის მნიშვნელობა მაღალი დონის და საერთაშორისო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში რეგისტრირებული კომპანიების ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრი საქართველოში არ არსებობს, უცხოური და ოფშორული კომპანიები ხშირად ფლობენ მნიშვნელოვან აქტივებს საქართველოში (უძრავი ქონება, კაპიტალი და ა.შ.) და მონაწილეობას იღებენ სახელმწიფო შესყიდვებში. ვიშეგრადის ქვეყნებიდან, სლოვაკეთი იყო ევროკავშირის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც შექმნა ბენეფიციარ მესაკუთრეთა საჯარო რეესტრი. ამავდროულად სხვა ქვეყნებმაც დანერგეს შესაბამისი კანონები და რეგულაციები ფულის გათეთრების წინააღმდეგ მეოთხე დირექტივის განსახორციელებლად (დირექტივა 2015/849 / EU). ამ ქვეყნების კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესწავლა და შედარება ამ მხრივ იქნება საქართველოსთვის სასარგებლო გამოცდილების გაზიარება. გამჭვირვალეობის არსებული სტანდარტების გარდა, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს მთავრობის ანგარიშვალდებულების ამაღლებაში. თუმცა, საქართველოში მთავრობის საქმიანობაზე სისტემური კონტროლის ნაკლებობაა, ვინაიდან მხოლოდ რამდენიმე მედია ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას გააჩნია სადამკვირვებლო ფუნქციების ეფექტურად შესრულებისთვის საჭირო უნარები. აქტივისტებს და ფართო საზოგადოებას არ აქვთ საჯარო მონაცემების მოპოვებისა, დამუშავებისათვის და ონლაინ და ოფლაინ (საერთაშორისო) საშუალებების გამოყენებისთვის საჭირო უნარები, შესაბამისად არ აქვთ მთავრობის ანგარიშვალდებულების კონტროლის შესაძლებლობა.
პროექტის მიზნები
IDFI, ვიშეგრადის ქვეყნებიდან პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მიზნად ისახავს, გააძლიეროს საქართველოში მოქმედი სადამკვირვებლო ჯგუფები და ზოგადად საზოგადოება, რათა მათ უფრო ეფექტურად შეძლონ ხელისუფლებაზე დაკვირვება და მისი გაკონტროლება. პროექტის მიზანია, ასევე, ოფშორული კომპანიების შესახებ საჯარო მონაცემების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პროექტის მიზანია:
1) ბენეფიციარ მესაკუთრეთა ღიაობის სტანდარტების შესწავლა და ადვოკატირება საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებში;
2) ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების შესაძლებლობების გაზრდა მათი ზედამხედველობითი უნარების გაუმჯობესებითა და სადამკვირვებლო საქმიანობის წახალისებით.
ამგვარი ერთიანი მიდგომა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გარემოს სადამკვირვებლო ჯგუფებისთვის, მათი პროფესიული უნარების გამდიდრებით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, საგამოძიებო ჟურნალისტებსა და აქტივისტებს შორის თანამშრომლობის წახალისებითა და მეტ საჯარო მონაცემზე ხელმისაწვდომობის გაზრდით.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები
1. სამუშაო შეხვედრა ბენეფიციარ მესაკუთრეთა ღიაობის სტანდარტებზე
2. სახელმძღვანელოს მომზადება საერთაშორისო საგამოძიებო პლატფორმების შესახებ, მათ შორის ბენეფიციარ მესაკუთრეთა შესახებ
3. პრაქტიკული ტრენინგი/სამუშაო შეხვედრა
4. საქართველოში და ვიშეგრადის ქვეყნებში ბენეფიციარ მესაკუთრეთა ღიაობის კანონმდებლობის და პრაქტიკის რეგიონული კვლევის მომზადება
5. ჟურნალისტებისთვის, აქტივისტებისa და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის კონსულტაციების უზრუნველყოფა
6. ანალიტიკური/საგამოძიებო ანგარიშების/სტატიების კონკურსი
7. მონაცემთა ბაზების მომზადება და www.DataLab.ge-ის შემდგომი განვითარება
8. ვიზუალიზაციებისა და ინფორმაციული ვიდეოების მომზადება
9. ანალიტიკური/საგამოძიებო სტატიების მომზადება
10. საბოლოო პრეზენტაცია
პროექტის განრიგი და ბიუჯეტი
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს საქართველოში მოქმედი სადამკვირვებლო ჯგუფები და ზოგადად საზოგადოება, რათა მათ უფრო ეფექტურად შეძლონ ხელისუფლებაზე დაკვირვება და მისი გაკონტროლება.
იხილეთ მეტი →
|
საქართველოში გამჭვირვალობის და მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ სახელმძღვანელოს განახლებაზე საკონსულტაციო მომსახურების გაწევა |
ევროპის საბჭო |
2020 |
€ 2,500 |

ხელშეკრულების ტიპი/ პროექტი: პირდაპირი დაფინანსება / ერთჯერადი კონტრაქტი კონტრაქტის ნომერი: 2020-417 პროექტის ID / სექტორი: ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი კონტრაქტის საგანი: საქართველოში გამჭვირვალობის და მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ სახელმძღვანელოს განახლებაზესაკონსულტაციო მომსახურების გაწევა დონორი: ევროპის საბჭო ბიუჯეტი: 2,500 ევრო ხანგრძლივობა: 2020 წლის სექტემბერი-ნოემბერი
აღწერილობა
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი საქართველოში გამჭვირვალობის და მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ სახელმძღვანელოს (1-ლი გამოცემა 2017 წელს) განახლებას ახორციელებს. განახლებული სახელმძღვანელო მეორე ვერსიის სახით გამოქვეყნდება, მისი შინაარსი კი საფუძვლად დაედება შემუშავების პროცესში მყოფ ონლაინ ინსტრუმენტს - bE-Open-ს.
სწორედ აღნიშნულ კონტექსტში შეირჩა განმახორციელებელი მხარე, რათა განახლდეს საქართველოში გამჭვირვალობის და მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ სახელმძღვანელოს არსებული ვერსია, ყველა იმ ინსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, რომელიც სახელმძღვანელოს შინაარსთან მოდის კავშირში, მათ შორის: კორუფციასთან ბრძოლა, გამჭვირვალობა, მოქალაქეთა მონაწილეობა და ღია მმართველობა. სახელმძღვანელო აგრეთვე უნდა შეიცავდეს დამატებით თავს - „საჯარო შესყიდვების გამჭვირვალობა”.
წარსადგენი დოკუმენტები და ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
საქართველოში გამჭვირვალობის და მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ სახელმძღვანელოს განახლებაზე საკონსულტაციო მომსახურების გაწევა
იხილეთ მეტი →
|
საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში და მას შემდეგ კოვიდ-19-თან დაკავშირებული ხარჯების და ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგი |
ევროკავშირი (EU) |
2020-2021 |
EUR 59,960 |

პროექტის სახელწოდება: საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში და მას შემდეგ კოვიდ-19-თან დაკავშირებული ხარჯების და ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგი დონორი: ევროკავშირი (EU) პროექტის კოდი: ENI/2020/417-626 სრული ბიუჯეტი: EUR 59,960 ხანგრძლივობა: 22 ივლისი, 2020 – 21 ივლისი, 2021
აღწერა
საგანგებო მდგომარეობისა და კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების შედეგად, საქართველოს მთავრობას უფლება ეძლევა თავისი უფლებამოსილებები ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვანი მექანიზმების გვერდის ავლითა და ადამიანის უფლებების შეზღუდვით შეასრულოს. გარდა ამისა, ხელისუფლებამ გამოაცხადა 3.5 მილიარდიანი ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მიმართული იქნება მოქალაქეების სოციალური დახმარების, ჯანდაცვისა და ბიზნესის გაჯანსაღებისაკენ. ასევე, შეიქმნა StopCov ფონდი, რომლის საშუალებითაც პირებს და კომპანიებს შეუძლიათ თანხის შეწირვა ვირუსის შედეგად გამოწვეული კრიზისის დასაძლევად. ამ დროისთვის, ფონდი 133 მილიონამდეა გაზრდილი. გარდა ამისა, დონორმა ორგანიზაციებმა გამოაცხადეს მზადყოფნა, საქართველოს მიაწოდონ 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარება, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას. ამრიგად, მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია პანდემიასთან ბრძოლისკენ მიმართულ აქტივობებზე, სახელმწიფო ხარჯებზე და ადამიანის უფლებების შეზღუდვებზე ეფექტური სამოქალაქო მონიტორინგის განხორციელება.
მთავრობის მიერ კორონა ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად გატარებული ზომები წარმოშობენ ადამიანის უფლებების არაპროპორციული შეზღუდვის რისკებს. ზოგადად, ადამიანის უფლებების ყველაზე მძიმე დარღვევები ფიქსირდება გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის სიტუაციებში, როდესაც ხელისუფლება აღიჭურვება დამატებითი უფლებამოსილებებით და შესაძლოა გაჩნდეს ამ უფლებამოსილების არამიზნობრივი ან გადამეტებით გამოყენება. კრიზისის დროს მთავრობაზე ეფექტური გარე კონტროლის განხორციელება და ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, რადგან განსაკუთრებით მაღალია ხელისუფლების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკი.
პროექტი ხელს შეუწყობს ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ამაღლებას კოვიდ-19-თან დაკავშირებული საჯარო ხარჯების, StopCov ფონდის განკარგვასთან, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებასთან და დონორთა დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, შესწავლილი და შემსუბუქებული იქნება კოვიდ-19 კრიზისის განმავლობაში ადამიანის უფლებების არაპროპორციული შეზღუდვის რისკები.
აქტივობის მიზნები
ზოგადი მიზანი
საქართველოში, პანდემიის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების ეფექტურობისა და პროპორციულობის გაზრდა.
კონკრეტული მიზნები
1: მთავრობის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გაზრდა კოვიდ-19-თან დაკავშირებული საჯარო ხარჯების და ანტიკრიზისული გეგმის კონტექსტში, მონიტორინგის, ანგარიშვალდებულების, ცნობიერების ამაღლების და ადვოკატირების მეშვეობით.
2: ადამინის უფლებების სტანდარტების გაძლიერება მონიტორინგის, ადვოკატირების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მეშვეობით.
აქტივობები
- კოვიდთან დაკავშირებული საჯარო ფინანსების, საჯარო შესყიდვების, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესრულების, StopCov ფონდის ხარჯვის და დონორთა დახმარების განაწილების მონიტორინგი.
- ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგი კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების პერიოდში.
- მონიტორინგის შედეგების / რეკომენდაციების გამოქვეყნება და გავრცელება, როგორც ონლაინ ასევე პრეზენტაციებისა და სამუშაო შეხვედრების მეშვეობით.
- სამი საჯარო ონლაინ დისკუსიის გამართვა.
- რეკომენდაციების შემუშავება.
- რეკომენდაციების ადვოკატირება 2 პრეზენტაციის და 2 სამუშაო შეხვედრის მეშვეობით.
აქტივობის შედეგები:
- კოვიდ-19-თან დაკავშირებული საჯარო ფინანსების არასწორი განკარგვის, ანტიკრიზისული გეგმის არაეფექტური იმპლემენტაციის და დონორებისგან მიღებული დახმარების არასათანადო განაწილების შესაძლო შემთხვევების გამოვლენა და გამოსწორება.
- კოვიდ-19-ის კრიზისის განმავლობაში, ადამიანის უფლებების არაპროპორციული შეზღუდვის რისკების შემსუბუქება.
- კოვიდ-19-თან დაკავშირებული ხარჯების და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული გამოწვევების და ხარვეზების შესახებ, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.
პროექტის განრიგი და ბიუჯეტი
/public/upload/EU/Spec_Cond_signed - IDFI.pdf
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია საქართველოში, პანდემიის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების ეფექტურობისა და პროპორციულობის გაზრდა.
იხილეთ მეტი →
|
გამჭვირვალობისა და ეთიკური სტანდარტების ხელშეწყობა ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებაში |
არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრი, Inc. (ICNL) |
2020 |
$19,999 |

პროექტის დასახელება: გამჭვირვალობისა და ეთიკური სტანდარტების ხელშეწყობა ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებაში დონორი ორგანიზაცია: არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრი, Inc. (ICNL) პროექტის საკონტრაქტო ნომერი: Netherlands.2020.IDFI.01 ბიუჯეტი: $19,999 პროექტის ხანგრძლივობა: 01 ივლისი, 2020 –31 დეკემბერი, 2020
კონტექსტი
ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი სახელმწიფო ადმინისტრაციის რეფორმას, გადაწყვეტილებების მიღების და სერვისების მიწოდების კუთხით. თუმცა, მისი გამოყენება დაკავშირებულია გარკვეულ გამოწვევებთან არასაკმარისი გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, მონაცემთა ზედამხედველობის მექანიზმების, სიზუსტის და სამართლიანობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო, რომელსაც არ აქვს საკმარისი ზედამხედველობის მექანიზმები სამართალდამცავი ორგანოების მიმართ და სადაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა კვლავ საეჭვოა, გადაწყვეტილების მიღებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შეიძლება მოხდეს პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული სახის ამომცნობი სისტემის გამოყენება საჭიროებს შესწავლას და შეფასებას. სისტემის ექსპლუატაცია დაიწყო 2017 წლის ივნისში, და მუშაობს 400 CCTV სათვალთვალო კამერის მეშვეობით, რომლებიც დამონტაჟებულია საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქ თბილისში. გარდა ამისა, თბილისის მერია განიხილავს თბილისის მეტროს სისტემაში სახის ამომცნობი ბიომეტრიული კამერების დანერგვას და ამ ტექნოლოგიის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში გამოყენებას. ამრიგად, მნიშვნელოვანია ამ საკითხის სიღრმისეული გამოკვლევა, კერძოდ, საქართველოს საჯარო უწყებების მიერ სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენების, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. გარდა ამისა, აუცილებელია სამთავრობო ინსტიტუტების წარმომადგენლების, ფართო საზოგადოების და სხვა დაინტერესებულ მხარეების ცნობიერების ამაღლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენების და მისი შედეგების შესახებ. რაც მთავარია, საკითხის სიახლიდან გამომდინარე, აუცილებელია მათი ინფორმირება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული ეთიკის და გამჭვირვალობის სტანდარტების შესახებ. ასევე, IDFI მიიჩნევს, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ამ მხრივ შესაძლებლობების გაძლიერება და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობის მხარდაჭერა.
პროექტის მიზნები
ამ პროექტის საშუალებით, IDFI მიზნად ისახავს, საჯარო უწყებების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხებში მეტი გამჭვირვალობისა და ეთიკური სტანდარტების შემუშავების და დანერგვის ხელშეწყობას.
ამ მიზნით, IDFI:
- შეისწავლის და დაადგენს ძირითად გამოწვევებს საჯარო უწყებების მიერ ხელოვნური ინტელექტის/სახის ამომცნობი სისტემების გამოყენების თვალსაზრისით (შინაგან საქმეთა სამინისტროზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით);
- ხელს შეუწყობს საჯარო უწყებების მიერ ხელოვნური ინტელექტის/სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებში მეტი გამჭვირვალობისა და ეთიკური სტანდარტების შემუშავებას და დანერგვას.
- ხელს შეუწყობს ამ საკითხის საჯარო განხილვას;
- იმუშავებს ამ საკითხის შესახებ ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ცნობიერების ამაღლებაზე.
პროექტის აქტივობები
აღნიშნული მიზნების მისაღწევად, IDFI განახორციელებს შემდეგ აქტივობებს:
1) საწყისი სამუშაო შეხვედრა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან, რომლებიც იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
2) მეთოდოლოგიის განახლება, ინფორმაციის მოთხოვნების გაგზავნა და (საჭიროების შემთხვევაში) ინტერვიუების ჩატარება.
3) საქართველოს საჯარო უწყებების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კვლევა - შეგროვებული მონაცემების საფუძველზე, IDFI მოამზადებს კვლევას საჯარო უწყებების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ, რამდენად იცავენ ისინი ეთიკის და გამჭვირვალობის სტანდარტებს და არსებობს თუ არა ამ პროცესში ანგარიშვალდებულების რაიმე მექანიზმი.
4) პოლიტიკის რეკომენდაციების და ეთიკის და გამჭვირვალობის სტანდარტების შემუშავება - გამოვლენილი გამოწვევების საფუძველზე, IDFI შეიმუშავებს პოლიტიკის რეკომენდაციებს, ამ მიმართულებით საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით.
5) შემდგომი სამუშაო შეხვედრა - ძირითადი დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავების შემდგომ, IDFI ჩაატარებს მეორე სამუშაო შეხვედრას ყველა შესაბამისი საჯარო უწყების წარმომადგენლებთან.
6) დასკვნითი კონფერენცია - სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ, IDFI დაასრულებს კვლევასა და რეკომენდაციებს. მომზადების შემდეგ, დოკუმენტები ითარგმნება და დაიბეჭდება.
7) ტრენინგის ჩატარება შესაბამისი საჯარო უწყებებისთვის, რომლებიც იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს - IDFI ჩაატარებს პრაქტიკულ ტრენინგს, საჯარო უწყებების წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ხელოვნური ინტელექტის, სახის ამომცნობი და ავტომატური გადაწყვეტილების მიმღები სისტემების გამოყენების ეთიკის და გამჭვირვალობის სტანდარტების შესახებ.
8) საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლება - საჯარო მოხელეებზე მორგებული ტრენინგის გარდა, IDFI მოამზადებს ინფორმაციულ ბროშურას ფართო საზოგადოებისთვის, რათა მოხდეს მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
დაგეგმილი ღონისძიებები და ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია საჯარო უწყებების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხებში მეტი გამჭვირვალობისა და ეთიკური სტანდარტების შემუშავების და დანერგვის ხელშეწყობა.
იხილეთ მეტი →
|
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის მხარდაჭერა |
ღია საზოგადოების ფონდი |
2020-2021 |
$49,890 |

პროექტის სახელწოდება: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის მხარდაჭერა
დონორი ორგანიზაცია: ღია საზოგადოების ფონდი
პროექტის ნომერი: HR/12/20 – 21074
გრანტის ოდენობა: 49,890 აშშ დოლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 24 ივნისი 2020 – 15 ივლისი 2021
პროექტის აღწერა
პროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო საქმიანობასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და ხარვეზების იდენტიფიცირებას, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების შეთავაზებით მისი საქმიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.პროექტის გუნდი შეისწავლის მოქმედ საკანონმდებლო ჩარჩოს, ინსპექტორის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა აქტებს, ასევე, გამომძიებლებთან და პროკურორებთან ინტერვიუების ჩატარების გზით დამატებით გამოავლენს სამართლებრივ ჩარჩოსა და პრაქტიკაში არსებულ ხარვეზებს. პროექტის ფარგლებში მომზადდება კვლევის ანგარიში, რომელშიც ასახული იქნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ძირითადი მიგნებები და მისი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები.
პროექტის მიზანი
პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით საგამოძიებო მიმართულებით, მონიტორინგის, კვლევისა და ადვოკატირების გზით. პროექტი ასევე ემსახურება ინსპექტორის საქმიანობის საჭიროებისა და გამოწვევების გამოკვეთას და ამით მისი საქმიანობის გაუმჯობესების მხარდაჭერას.
პროექტის აქტივობები
1. სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო საქმიანობასთან დაკავშირებით კვლევის ანგარიშის მომზადება, სადაც აისახება საკანონმდებლო ჩარჩოს, საერთაშორისო სტანდარტების, საჯარო ინფორმაციისა და მეორადი წყაროების ანალიზი, ასევე ჩატარებული ინტერვიუების შედეგები;
2. ორი უცხოური კრიტიკული თემატური სტატიის თარგმნა და გამოქვეყნება;
3. ორი თემატური მედია ტრენინგის ჩატარება;
4. სამუშაო შეხვედრები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პროკურატურასა და პარლამენტთან;
დაგეგმილი ღონისძიებები და ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით საგამოძიებო მიმართულებით, მონიტორინგის, კვლევისა და ადვოკატირების გზით.
იხილეთ მეტი →
|
თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების მერიებისთვის გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება |
USAID-ის კარგი მმართველობის ინიციატივა საქართველოში, Tetra Tech ARD |
2020 |
GEL 40,970 |

პროექტის დასახელება: თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების მერიებისთვის გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება
დონორი ორგანიზაცია: USAID-ის კარგი მმართველობის ინიციატივა საქართველოში, Tetra Tech ARD
პროექტის ნომერი: GGI-SUB-042
ბიუჯეტი: 40,970 ლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 23 აპრილი 2020 – 31 აგვისტო, 2020
პროექტის მიზნები
პროექტის ძირითადი მიზანია გააძლიეროს თელავისა და ლაგოდეხის მერიების შესაძლებლობები ადგილობრივ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.
პროექტის კონკრეტული მიზანია თელავისა და ლაგოდეხის მერიების მხარდაჭერა შემდეგი მიმართულებით:
1) გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტრატეგიის და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და მონიტორინგის მექანიზმების შექმნა;
2) კეთილსინდისიერებასა და გამჭვირვალობაზე მერიების თანამშრომლებისთვის ცნობიერების ამაღლების აქტივობების ორგანიზება, რათა მათ წარმატებულად შეძლონ ანტიკორუფციული ზომების პრაქტიკაში დანერგვა.
პროექტის აქტივობები
ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად, IDFI განახორციელებს შემდეგ აქტივობებს:
- დეტალური მეთოდოლოგიის შემუშავება;
- დეტალური სამუშაო გეგმის შემუშავება;
- სიტუაციის ყოვლისმომცველი ანალიზის მომზადება;
- სიტუაციური ანალიზის ანგარიშისა და რეკომენდაციების მომზადება;
- სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების პირველადი ვერსიების შემუშავება;
- საჯარო დისკუსიების ჩატარება (ფოკუს ჯგუფი);
- სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების დასრულება;
- ტრენინგ მოდულის შემუშავება;
- შესაძლებლობების განსავითარებლად საჭირო აქტივობების ორგანიზება.
აქტივობების განრიგი
კონტრაქტი
ბიუჯეტი
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია გააძლიეროს თელავისა და ლაგოდეხის მერიების შესაძლებლობები ადგილობრივ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით
იხილეთ მეტი →
|
ღია მონაცემების პრაქტიკის განვითარება გორის, ლაგოდეხის, ოზურგეთის, სენაკის, თელავისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების მერიებში |
USAID-ის კარგი მმართველობის ინიციატივა საქართველოში, Tetra Tech ARD |
2020 |
GEL 70,171.50 |

პროექტის სახელწოდება: ღია მონაცემების პრაქტიკის განვითარება გორის, ლაგოდეხის, ოზურგეთის, სენაკის, თელავისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების მერიებში დონორი ორგანიზაცია: USAID-ის კარგი მმართველობის ინიციატივა საქართველოში, Tetra Tech ARD პროექტის კოდი: GGI-SUB-041 სრული ბიუჯეტი: 70,171.50 GEL ხანგრძლივობა: 1 მაისი, 2020 – 31 აგვისტო,2020
პროექტის მიზნები
პროექტის ზოგადი მიზანია გორის, ლაგოდეხის, ოზურგეთის, სენაკის, თელავის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში კარგი მმართველობის გაუმჯობესება და ღია მონაცემების პოლიტიკის მიმართ ცნობიერების ამაღლება.
პროექტის კონკრეტული მიზნებია:
1. გორის, ლაგოდეხის, ოზურგეთის, სენაკის, თელავის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სპეციფიური საჭიროებების იდენტიფიცირება ღია მონაცემების შეგროვების, დამუშავების და გამოქვეყნების პრაქტიკებთან მიმართებაში.
2. საქართველოში არსებული ღია მონაცემების სახელმძღვანელოს გადახედვა და მისი მორგება მუნიციპალიტეტებში არსებულ საჭიროებებზე.
3. იდენტიფიცირებულ საჭიროებებზე დაყრდნობით ტრენინგ მოდულის და მასალების შემუშავება.
4. მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარება ღია მმართველობის პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით.
პროექტის აქტივობები
აღნიშნული მიზნების მისაღწევად, IDFI შემდეგ აქტივობებს განახორციელებს:
- დეტალური მეთოდოლოგიის შემუშავება
- დეტალური სამუშაო გეგმის შემუშავება და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია
- ღია მონაცემების შეგროვების, დამუშავების და გამოქვეყნების არსებული პრაქტიკების ყოვლისმომცველი სიტუაციური ანალიზის მომზადება (სიტუაციური ანალიზის პროცესი სხვა კომპონენტებთან ერთად უნდა მოიცავდეს ფოკუს ჯგუფების ჩატარებას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან)
- სიტუაციურ ანალიზსა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, თითოეული მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე მორგებული რეკომენდაციების და სიტუაციური ანგარიშებისშემუშავება.
- ღია მონაცემების სახელმძღვანელოს განახლება
- ტრენინგ მოდულის და მასალების შემუშავება
- შესაძლებლობების განსავითარებლად საჭირო აქტივობების ორგანიზება 6 მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეებისთვის, რათა მათ პრაქტიკაში შეძლონ მონაცემების შეგროვება, დამუშავება და გამოქვეყნება.
- საბოლოო შედეგების ჩაბარება, გატარებული სამუშაოების და მიღწეული შედეგების მოკლე აღწერით.
დაგეგმილი ღონისძიებები და ბიუჯეტი
კონტრაქტი
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია გორის, ლაგოდეხის, ოზურგეთის, სენაკის, თელავის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში კარგი მმართველობის გაუმჯობესება და ღია მონაცემების პოლიტიკის მიმართ ცნობიერების ამაღლება.
იხილეთ მეტი →
|
სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის გაუმჯობესება საქართველოში |
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი /კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) |
2020-2021 |
$33,137 |

პროექტის სახელწოდება: სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის გაუმჯობესება საქართველოში
დონორი ორგანიზაცია: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი /კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)
პროექტის ნომერი: G-1720-20-211-3024-20
გრანტის ოდენობა: 33,137 აშშ დოლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 24 აპრილი 2020 – 31 მარტი 2021
პროექტის აღწერა
პროექტი შეეხება სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის საკითხის შესწავლას კვლევისა და მონიტორინგის გზით. პროექტის ფარგლებში IDFI შეისწავლის საერთაშორისო სტანდარტებს, ადგილობრივ კანონმდებლობასა და პრაქტიკას, ასევე განახორციელებს სასამართლოს ვებ-გვერდების მონიტორინგს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სასამართლოს სტატისტიკას, პროაქტიულად გამოქვეყნებულ ინფორმაციასა და სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობას. პროექტის ფარგლებში IDFI შეისწავლის, რა სახის სტატისტიკური მონაცემები მუშავდება სასამართლოში და რა გამოწვევები არსებობს ამ კუთხით. კვლევისა და მონიტორინგის შედეგად გამოვლინდება არსებული ხარვეზები და შემუშავდება სათანადო რეკომენდაციები, რაც აისახება საბოლოო კვლევის ანგარიშში.
პროექტის მიზანი
პროექტის მიზანია სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის გაუმჯობესება, ასევე კანონმდებლობისა და პრაქტიკის ცვლილების ადვოკატირება.
პროექტის ამოცანები
- სასამართლო სისტემის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კომპლექსური კვლევის მომზადება (განსაკუთრებული აქცენტით სასამართლოს სტატისტიკაზე, პროაქტიულად გამოქვეყნებულ ინფორმაციასა და სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობაზე), არსებული გამოწვევებისა და ხარვეზების იდენტიფიცირება;
- საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე რეკომენდაციების მომზადება სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის გაუმჯობესების მიზნით;
- შემუშავებული რეკომენდაციების ადვოკატირება შესაბამის უწყებებთან.
აქტივობების განრიგი
პროექტის ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის გაუმჯობესება, ასევე კანონმდებლობისა და პრაქტიკის ცვლილების ადვოკატირება
იხილეთ მეტი →
|
ციფრული უფლებების სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფა საქართველოში |
Counterpart International |
2020 |
GEL 110,695 |

პროექტის სახელწოდება: ციფრული უფლებების სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფა საქართველოში დონორი ორგანიზაცია: Counterpart International პროექტის კოდე: AID-OAA-LA-11-00008 სრული ბიუჯეტი: 110,695 GEL (34,964 USD) პროექტის ხანგრძლივობა: 15 აპრილი - 28 აგვისტო, 2020
აღწერა
ინტერნეტი საქართველოში თავისუფლად მიიჩნევა. Freedom House-ის ანგარიში თანახმად, ინტერნეტი 2012 წლიდან თავისუფალია. თუმცა, 2016 წელს საერთაშორისო პლატფორმების, როგორიცაა, Wordpress და Youtube–ის დაბლოკვა და ბოლო პერიოდში შემოთავაზებული საკამათო ცვლილებები „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცხადყოფს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას ციფრული უფლებების სამართლებრივი გარანტიების გაუმჯობესების მიზნით. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების მიუხედავად, მნიშვნელოვანია ინტერნეტის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის ოპტიმალური ბალანსის პოვნა, განსაკუთრებით საქართველოსთვის, რომელსაც არ გააჩნია სამოქალაქო კონტროლის საკმარისი მექანიზმები სამართალდამცავი ორგანოების მიმართ და სადაც, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ ეჭვქვეშ დგას.
მნიშვნელოვანია, სამოქალაქო საზოგადოების პერსპექტივის გათვალისწინება და ასახვა ქართული ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის და კანონმდებლობის ცვლილების დროს. ასევე, მნიშვნელოვანია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის და ადგილობრივი გამოწვევების გათვალისწინება ინტერნეტ თავისუფლების და ინფორმაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით.
მიზნები
მთავარი მიზანია საქართველოში საკანონმდებლო დონეზე ციფრული უფლებების სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფა და გაძლიერება.
ამის მისაღწევად პროექტი შემდეგ ქვე-მიზნებს ისახავს:
- ინტერნეტ თავისუფლებას და უსაფრთხოებას შორის ოპტიმალური ბალანსის პოვნა;
- ამ თვალსაზრისით, საქართველოში არსებული მთავარი პრობლემების და გამოწვევების იდენტიფიცირება;
- საერთაშორისო პრაქტიკის და სტანდარტების შესწავლა;
- ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის/საკანონმდებლო ჩარჩოს ალტერნატივის შეთავაზება/ადვოკატირება.
პროექტის აქტივობები
აღნიშნული მიზნების მისაღწევად, IDFI შემდეგ აქტივობებს განახორციელებს:
1. კიბერ-უსაფრთხოების სისტემის, საკანონმდებლო ჩარჩოს და ინსტიტუციური მოწყობის საერთაშორისო პრაქტიკის/სტანდარტების შესწავლა.
2. საკანონმდებლო რეკომენდაციების შემუშავება
3. შესაბამისი საჯარო უწყებების წარმომადგენლებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრა
4. საბოლოო კონფერენცია
5. საერთაშორისო ექსპერტისა და IDFI-ის შეხვედრა გადაწყვეტილების მიმღებებ პირებთან
დაგეგმილი ღონისძიებები და ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია საქართველოში საკანონმდებლო დონეზე ციფრული უფლებების სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფა და გაძლიერება.
იხილეთ მეტი →
|
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისთვის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება |
USAID-ის კარგი მმართველობის ინიციატივა საქართველოში, Tetra Tech ARD |
2020 |
GEL 30,065 |

პროექტის დასახელება: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისთვის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება
დონორი ორგანიზაცია: USAID-ის კარგი მმართველობის ინიციატივა საქართველოში, Tetra Tech ARD
პროექტის ნომერი: GGI-SUB-040
ბიუჯეტი: 30,065 ლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 25 მარტი, 2020 – 31 აგვისტო, 2020
პროექტის მიზნები
პროექტის ძირითადი მიზანია გააძლიეროს სენაკის მერიის შესაძლებლობები ადგილობრივ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.
პროექტის კონკრეტული მიზანია სენაკის მერიის მხარდაჭერა შემდეგი მიმართულებით:
1) გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების სტრატეგიის და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება, ასევე,ინდიკატორების და მონიტორინგის მექანიზმების შექმნა;
2) შესაბამისი თანამშრომლებისთვის შესაძლებლობების განსავითარებლად საჭირო აქტივობების ორგანიზება, რათა მათ წარმატებულად შეძლონ ანტი-კორუფციული ზომების პრაქტიკაში დანერგვა.
პროექტის აქტივობები
ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად, IDFI განახორციელებს შემდეგ აქტივობებს:
- დეტალური მეთოდოლოგიის შემუშავება;
- დეტალური სამუშაო გეგმის შემუშავება;
- სიტუაციის ყოვლისმომცველი ანალიზის მომზადება;
- სიტუაციური ანალიზის ანგარიშისა და რეკომენდაციების მომზადება;
- მიგნებებისა და რეკომენდაციების პრეზენტაცია;
- სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების პირველადი ვერსიების შემუშავება;
- საჯარო დისკუსიების ჩატარება (ფოკუს ჯგუფი);
- სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების დასრულება;
- ტრენინგ მოდულის შემუშავება;
- შესაძლებლობების განსავითარებლად საჭირო აქტივობების ორგანიზება;
- საბოლოო შედეგების ჩაბარება.
დაგეგმილი ღონისძიებები
ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია გააძლიეროს სენაკის მერიის შესაძლებლობები ადგილობრივ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით
იხილეთ მეტი →
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება |
USAID-ის კარგი მმართველობის ინიციატივა საქართველოში, Tetra Tech ARD |
2020 |
GEL 44,025 |

პროექტის დასახელება: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება
დონორი ორგანიზაცია: USAID-ის კარგი მმართველობის ინიციატივა საქართველოში, Tetra Tech ARD
პროექტის ნომერი: GGI-SUB-037
ბიუჯეტი: 44,025 ლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 02 მარტი, 2020 – 31 აგვისტო, 2020
პროექტის მიზნები
პროექტის ძირითადი მიზანია გააძლიეროს ზუგდიდის მერიის შესაძლებლობები ადგილობრივ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.
პროექტის კონკრეტული მიზანია ზუგდიდის მერიის მხარდაჭერა შემდეგი მიმართულებით:
1) გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების სტრატეგიის და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება, ასევე,ინდიკატორების და მონიტორინგის მექანიზმების შექმნა;
2) შესაბამისი თანამშრომლებისთვის შესაძლებლობების განსავითარებლად საჭირო აქტივობების ორგანიზება, რათა მათ წარმატებულად შეძლონ ანტი-კორუფციული ზომების პრაქტიკაში დანერგვა.
პროექტის აქტივობები
ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად, IDFI განახორციელებს შემდეგ აქტივობებს:
- დეტალური მეთოდოლოგიის შემუშავება;
- დეტალური სამუშაო გეგმის შემუშავება;
- სიტუაციის ყოვლისმომცველი ანალიზის მომზადება;
- სიტუაციური ანალიზის ანგარიშისა და რეკომენდაციების მომზადება;
- მიგნებებისა და რეკომენდაციების პრეზენტაცია;
- სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების პირველადი ვერსიების შემუშავება;
- საჯარო დისკუსიების ჩატარება (ფოკუს ჯგუფი);
- სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების დასრულება;
- ტრენინგ მოდულის შემუშავება;
- შესაძლებლობების განსავითარებლად საჭირო აქტივობების ორგანიზება;
- საბოლოო შედეგების ჩაბარება.
დაგეგმილი ღონისძიებები
ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია გააძლიეროს ზუგდიდის მერიის შესაძლებლობები ადგილობრივ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით
იხილეთ მეტი →
|
ორგანიზაციული მხარდაჭერა |
შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida) |
2020-2022 |
SEK 9,100,000 |

პროექტის სახელწოდება: ორგანიზაციული მხარდაჭერა დონორი ორგანიზაცია: შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida) პროექტის ნომერი: No. 13382 ბიუჯეტი: SEK 9,100,000 (შვედური კრონა) ხანგრძლივობა: 1 იანვარი 2020 – 31 დეკემბერი 2022
ძირითადი მიზნები
ძირითადი აქტივობების ზოგადი მიზანია საქართველოში დემოკრატიისა და კარგი მმართველობის მხარდაჭერა მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევების, მონიტორინგისა და ადვოკატირების მეშვეობით შემდეგი მიმართულებებით: 1) ღია მმართველობის წახალისება; 2) ანტი-კორუფციული სისტემის გაძლიერება; 3) სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა; 4) კანონის უზენაესობა; 5) დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობა; 6) საქართველოში დემოკრატიული ტრანზიციის პროცესის მხარდაჭერა; 7) მედია და გამოხატვის თავისუფლება; 8) ინტერნეტი და ინოვაციები.
პროექტის აღწერა
ბოლო 20 წლის განმავლობაში, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მმართველობის ეფექტიანობის, გამჭვირვალობის და სამართლიანობის გაუმჯობესების მიუხედავად ეს პროცესები შენელებულია და შეინიშნება სერიოზული გამოწვევბი, როგორიცაა არაფორმალური მმართველობა, ძალაუფლების არასათანადო გამიჯვნა, არასაკმარისი სასამართლო დამოუკიდებლობა, მაღალი დონის კორუფცია და მნიშვნელოვანი რეფორმების დასანერგად საჭირო არასაკმარისი პოლიტიკური ნება. აღნიშნული პრობლემების რიცხვს ასევე მიეკუთვნება სიღარიბე და რუსეთის ფედერაციის მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა, რომელიც უარყოფითად აისახება ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ნიშნები ფიქსირდება. მიუხედავად საქართველოს მთავრობის განცხადებული პრო-დასავლური, ევრო-ატლანტიკური და დემოკრატიული კურსისა, ეს შემაშფოთებელი ტენდენციები ნათლად მიუთითებენ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის და მათი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პრო-დასავლური განვითარების მხარდაჭერის აუცილებლობაზე.
IDFI-ს გააჩნია დემოკრატიული პროცესების გაუმჯობესებაზე და კარგი მმართველობის წახალისებაზე მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება, და გეგმავს აღნიშნული გამოწვევების გამკლავებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევების, მონიტორინგის და ადვოკატირების მეშვეობით. კერძოდ, IDFI იმუშავებს შემდეგ ძირითად მიმართულებებზე: კორუფციასთან ბრძოლა, საჯარო ინსტიტუტების გამჭვირვალობის გაუმჯობესება, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მოქალაქეების ჩართულობის წახალისება, კანონის უზენაესობის მაღალი სტანდარტების მიღწევა, ინკლუზიური ეკონომიკური პოლიტიკის წახალისება, დემოკრატიული დეცენტრალიზაციისა და ტრანზიციის პროცესის ხელშეწყობა, მედიის და ადამიანის უფლებების მხარდაჭერა, და პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული ინოვაციების წახალისება.
ამ მიზნების მისაღწევად IDFI იმუშავებს ყველა რელევანტურ საჯარო, კერძო და სამოქალაქო საზოგადოებრივ დაინტერესებულ მხარესთან. ორგანიზაცია ასევე აქტიურად გამოიყენებს სხვადასხვა ეროვნულ და საერთაშორისო ქსელებს და პლატფორმებს არჩეულ სფეროებში დადებითი ცვლილებების მიღწევის მიზნით. ბოლოს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მასშტაბური შედეგების მიღწევას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობით, როგორიცაა განათლება, გენდერი და გარემოს დაცვა.
ბიუჯეტი
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია საქართველოში დემოკრატიისა და კარგი მმართველობის მხარდაჭერა მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევების, მონიტორინგისა და ადვოკატირების მეშვეობით
იხილეთ მეტი →
|