კარგი მმართველობისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ბენეფიციარი მესაკუთრეების ღიაობის სტანდარტების გაუმჯობესება |
ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი |
2020-2021 |
EUR 34,902 |
პროექტის სახელწოდება: კარგი მმართველობისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ბენეფიციარი მესაკუთრეების ღიაობის სტანდარტების გაუმჯობესება დონორი ორგანიზაცია: ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი პროექტის ნომერი: 220203362 ბიუჯეტი: EUR 34,902 ხანგრძლივობა: 1 ოქტომბერი, 2020 – 30 სექტემბერი, 2021 პარტნიორი ორგანიზაციები: KohoVolit.eu (ჩეხეთის რესპუბლიკა და სლოვაკეთი), K-Monitor Public Benefit Association (უნგრეთი), ePaństwo Foundation (პოლონეთი)
აღწერა
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს წარმატებების მიუხედავად, ქვეყანას კვლავ აქვს გამოწვევები მაღალი დონის კორუფციის თვალსაზრისით. ფართოდ აღიარებულია ბენეფიციარ მესაკუთრეთა ღიაობის მნიშვნელობა მაღალი დონის და საერთაშორისო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში რეგისტრირებული კომპანიების ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრი საქართველოში არ არსებობს, უცხოური და ოფშორული კომპანიები ხშირად ფლობენ მნიშვნელოვან აქტივებს საქართველოში (უძრავი ქონება, კაპიტალი და ა.შ.) და მონაწილეობას იღებენ სახელმწიფო შესყიდვებში. ვიშეგრადის ქვეყნებიდან, სლოვაკეთი იყო ევროკავშირის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც შექმნა ბენეფიციარ მესაკუთრეთა საჯარო რეესტრი. ამავდროულად სხვა ქვეყნებმაც დანერგეს შესაბამისი კანონები და რეგულაციები ფულის გათეთრების წინააღმდეგ მეოთხე დირექტივის განსახორციელებლად (დირექტივა 2015/849 / EU). ამ ქვეყნების კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესწავლა და შედარება ამ მხრივ იქნება საქართველოსთვის სასარგებლო გამოცდილების გაზიარება. გამჭვირვალეობის არსებული სტანდარტების გარდა, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს მთავრობის ანგარიშვალდებულების ამაღლებაში. თუმცა, საქართველოში მთავრობის საქმიანობაზე სისტემური კონტროლის ნაკლებობაა, ვინაიდან მხოლოდ რამდენიმე მედია ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას გააჩნია სადამკვირვებლო ფუნქციების ეფექტურად შესრულებისთვის საჭირო უნარები. აქტივისტებს და ფართო საზოგადოებას არ აქვთ საჯარო მონაცემების მოპოვებისა, დამუშავებისათვის და ონლაინ და ოფლაინ (საერთაშორისო) საშუალებების გამოყენებისთვის საჭირო უნარები, შესაბამისად არ აქვთ მთავრობის ანგარიშვალდებულების კონტროლის შესაძლებლობა.
პროექტის მიზნები
IDFI, ვიშეგრადის ქვეყნებიდან პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მიზნად ისახავს, გააძლიეროს საქართველოში მოქმედი სადამკვირვებლო ჯგუფები და ზოგადად საზოგადოება, რათა მათ უფრო ეფექტურად შეძლონ ხელისუფლებაზე დაკვირვება და მისი გაკონტროლება. პროექტის მიზანია, ასევე, ოფშორული კომპანიების შესახებ საჯარო მონაცემების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პროექტის მიზანია:
1) ბენეფიციარ მესაკუთრეთა ღიაობის სტანდარტების შესწავლა და ადვოკატირება საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებში;
2) ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების შესაძლებლობების გაზრდა მათი ზედამხედველობითი უნარების გაუმჯობესებითა და სადამკვირვებლო საქმიანობის წახალისებით.
ამგვარი ერთიანი მიდგომა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გარემოს სადამკვირვებლო ჯგუფებისთვის, მათი პროფესიული უნარების გამდიდრებით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, საგამოძიებო ჟურნალისტებსა და აქტივისტებს შორის თანამშრომლობის წახალისებითა და მეტ საჯარო მონაცემზე ხელმისაწვდომობის გაზრდით.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები
1. სამუშაო შეხვედრა ბენეფიციარ მესაკუთრეთა ღიაობის სტანდარტებზე
2. სახელმძღვანელოს მომზადება საერთაშორისო საგამოძიებო პლატფორმების შესახებ, მათ შორის ბენეფიციარ მესაკუთრეთა შესახებ
3. პრაქტიკული ტრენინგი/სამუშაო შეხვედრა
4. საქართველოში და ვიშეგრადის ქვეყნებში ბენეფიციარ მესაკუთრეთა ღიაობის კანონმდებლობის და პრაქტიკის რეგიონული კვლევის მომზადება
5. ჟურნალისტებისთვის, აქტივისტებისa და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის კონსულტაციების უზრუნველყოფა
6. ანალიტიკური/საგამოძიებო ანგარიშების/სტატიების კონკურსი
7. მონაცემთა ბაზების მომზადება და www.DataLab.ge-ის შემდგომი განვითარება
8. ვიზუალიზაციებისა და ინფორმაციული ვიდეოების მომზადება
9. ანალიტიკური/საგამოძიებო სტატიების მომზადება
10. საბოლოო პრეზენტაცია
პროექტის განრიგი და ბიუჯეტი
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს საქართველოში მოქმედი სადამკვირვებლო ჯგუფები და ზოგადად საზოგადოება, რათა მათ უფრო ეფექტურად შეძლონ ხელისუფლებაზე დაკვირვება და მისი გაკონტროლება.
იხილეთ მეტი →
|
საქართველოში გამჭვირვალობის და მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ სახელმძღვანელოს განახლებაზე საკონსულტაციო მომსახურების გაწევა |
ევროპის საბჭო |
2020 |
€ 2,500 |
ხელშეკრულების ტიპი/ პროექტი: პირდაპირი დაფინანსება / ერთჯერადი კონტრაქტი კონტრაქტის ნომერი: 2020-417 პროექტის ID / სექტორი: ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი კონტრაქტის საგანი: საქართველოში გამჭვირვალობის და მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ სახელმძღვანელოს განახლებაზესაკონსულტაციო მომსახურების გაწევა დონორი: ევროპის საბჭო ბიუჯეტი: 2,500 ევრო ხანგრძლივობა: 2020 წლის სექტემბერი-ნოემბერი
აღწერილობა
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი საქართველოში გამჭვირვალობის და მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ სახელმძღვანელოს (1-ლი გამოცემა 2017 წელს) განახლებას ახორციელებს. განახლებული სახელმძღვანელო მეორე ვერსიის სახით გამოქვეყნდება, მისი შინაარსი კი საფუძვლად დაედება შემუშავების პროცესში მყოფ ონლაინ ინსტრუმენტს - bE-Open-ს.
სწორედ აღნიშნულ კონტექსტში შეირჩა განმახორციელებელი მხარე, რათა განახლდეს საქართველოში გამჭვირვალობის და მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ სახელმძღვანელოს არსებული ვერსია, ყველა იმ ინსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, რომელიც სახელმძღვანელოს შინაარსთან მოდის კავშირში, მათ შორის: კორუფციასთან ბრძოლა, გამჭვირვალობა, მოქალაქეთა მონაწილეობა და ღია მმართველობა. სახელმძღვანელო აგრეთვე უნდა შეიცავდეს დამატებით თავს - „საჯარო შესყიდვების გამჭვირვალობა”.
წარსადგენი დოკუმენტები და ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
საქართველოში გამჭვირვალობის და მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ სახელმძღვანელოს განახლებაზე საკონსულტაციო მომსახურების გაწევა
იხილეთ მეტი →
|
საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში და მას შემდეგ კოვიდ-19-თან დაკავშირებული ხარჯების და ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგი |
ევროკავშირი (EU) |
2020-2021 |
EUR 59,960 |
პროექტის სახელწოდება: საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში და მას შემდეგ კოვიდ-19-თან დაკავშირებული ხარჯების და ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგი დონორი: ევროკავშირი (EU) პროექტის კოდი: ENI/2020/417-626 სრული ბიუჯეტი: EUR 59,960 ხანგრძლივობა: 22 ივლისი, 2020 – 21 ივლისი, 2021
აღწერა
საგანგებო მდგომარეობისა და კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების შედეგად, საქართველოს მთავრობას უფლება ეძლევა თავისი უფლებამოსილებები ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვანი მექანიზმების გვერდის ავლითა და ადამიანის უფლებების შეზღუდვით შეასრულოს. გარდა ამისა, ხელისუფლებამ გამოაცხადა 3.5 მილიარდიანი ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მიმართული იქნება მოქალაქეების სოციალური დახმარების, ჯანდაცვისა და ბიზნესის გაჯანსაღებისაკენ. ასევე, შეიქმნა StopCov ფონდი, რომლის საშუალებითაც პირებს და კომპანიებს შეუძლიათ თანხის შეწირვა ვირუსის შედეგად გამოწვეული კრიზისის დასაძლევად. ამ დროისთვის, ფონდი 133 მილიონამდეა გაზრდილი. გარდა ამისა, დონორმა ორგანიზაციებმა გამოაცხადეს მზადყოფნა, საქართველოს მიაწოდონ 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარება, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას. ამრიგად, მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია პანდემიასთან ბრძოლისკენ მიმართულ აქტივობებზე, სახელმწიფო ხარჯებზე და ადამიანის უფლებების შეზღუდვებზე ეფექტური სამოქალაქო მონიტორინგის განხორციელება.
მთავრობის მიერ კორონა ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად გატარებული ზომები წარმოშობენ ადამიანის უფლებების არაპროპორციული შეზღუდვის რისკებს. ზოგადად, ადამიანის უფლებების ყველაზე მძიმე დარღვევები ფიქსირდება გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის სიტუაციებში, როდესაც ხელისუფლება აღიჭურვება დამატებითი უფლებამოსილებებით და შესაძლოა გაჩნდეს ამ უფლებამოსილების არამიზნობრივი ან გადამეტებით გამოყენება. კრიზისის დროს მთავრობაზე ეფექტური გარე კონტროლის განხორციელება და ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, რადგან განსაკუთრებით მაღალია ხელისუფლების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკი.
პროექტი ხელს შეუწყობს ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ამაღლებას კოვიდ-19-თან დაკავშირებული საჯარო ხარჯების, StopCov ფონდის განკარგვასთან, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებასთან და დონორთა დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, შესწავლილი და შემსუბუქებული იქნება კოვიდ-19 კრიზისის განმავლობაში ადამიანის უფლებების არაპროპორციული შეზღუდვის რისკები.
აქტივობის მიზნები
ზოგადი მიზანი
საქართველოში, პანდემიის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების ეფექტურობისა და პროპორციულობის გაზრდა.
კონკრეტული მიზნები
1: მთავრობის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გაზრდა კოვიდ-19-თან დაკავშირებული საჯარო ხარჯების და ანტიკრიზისული გეგმის კონტექსტში, მონიტორინგის, ანგარიშვალდებულების, ცნობიერების ამაღლების და ადვოკატირების მეშვეობით.
2: ადამინის უფლებების სტანდარტების გაძლიერება მონიტორინგის, ადვოკატირების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მეშვეობით.
აქტივობები
- კოვიდთან დაკავშირებული საჯარო ფინანსების, საჯარო შესყიდვების, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესრულების, StopCov ფონდის ხარჯვის და დონორთა დახმარების განაწილების მონიტორინგი.
- ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგი კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების პერიოდში.
- მონიტორინგის შედეგების / რეკომენდაციების გამოქვეყნება და გავრცელება, როგორც ონლაინ ასევე პრეზენტაციებისა და სამუშაო შეხვედრების მეშვეობით.
- სამი საჯარო ონლაინ დისკუსიის გამართვა.
- რეკომენდაციების შემუშავება.
- რეკომენდაციების ადვოკატირება 2 პრეზენტაციის და 2 სამუშაო შეხვედრის მეშვეობით.
აქტივობის შედეგები:
- კოვიდ-19-თან დაკავშირებული საჯარო ფინანსების არასწორი განკარგვის, ანტიკრიზისული გეგმის არაეფექტური იმპლემენტაციის და დონორებისგან მიღებული დახმარების არასათანადო განაწილების შესაძლო შემთხვევების გამოვლენა და გამოსწორება.
- კოვიდ-19-ის კრიზისის განმავლობაში, ადამიანის უფლებების არაპროპორციული შეზღუდვის რისკების შემსუბუქება.
- კოვიდ-19-თან დაკავშირებული ხარჯების და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული გამოწვევების და ხარვეზების შესახებ, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.
პროექტის განრიგი და ბიუჯეტი
/public/upload/EU/Spec_Cond_signed - IDFI.pdf
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია საქართველოში, პანდემიის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების ეფექტურობისა და პროპორციულობის გაზრდა.
იხილეთ მეტი →
|
გამჭვირვალობისა და ეთიკური სტანდარტების ხელშეწყობა ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებაში |
არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრი, Inc. (ICNL) |
2020 |
$19,999 |
პროექტის დასახელება: გამჭვირვალობისა და ეთიკური სტანდარტების ხელშეწყობა ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებაში დონორი ორგანიზაცია: არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრი, Inc. (ICNL) პროექტის საკონტრაქტო ნომერი: Netherlands.2020.IDFI.01 ბიუჯეტი: $19,999 პროექტის ხანგრძლივობა: 01 ივლისი, 2020 –31 დეკემბერი, 2020
კონტექსტი
ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი სახელმწიფო ადმინისტრაციის რეფორმას, გადაწყვეტილებების მიღების და სერვისების მიწოდების კუთხით. თუმცა, მისი გამოყენება დაკავშირებულია გარკვეულ გამოწვევებთან არასაკმარისი გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, მონაცემთა ზედამხედველობის მექანიზმების, სიზუსტის და სამართლიანობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო, რომელსაც არ აქვს საკმარისი ზედამხედველობის მექანიზმები სამართალდამცავი ორგანოების მიმართ და სადაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა კვლავ საეჭვოა, გადაწყვეტილების მიღებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შეიძლება მოხდეს პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული სახის ამომცნობი სისტემის გამოყენება საჭიროებს შესწავლას და შეფასებას. სისტემის ექსპლუატაცია დაიწყო 2017 წლის ივნისში, და მუშაობს 400 CCTV სათვალთვალო კამერის მეშვეობით, რომლებიც დამონტაჟებულია საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქ თბილისში. გარდა ამისა, თბილისის მერია განიხილავს თბილისის მეტროს სისტემაში სახის ამომცნობი ბიომეტრიული კამერების დანერგვას და ამ ტექნოლოგიის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში გამოყენებას. ამრიგად, მნიშვნელოვანია ამ საკითხის სიღრმისეული გამოკვლევა, კერძოდ, საქართველოს საჯარო უწყებების მიერ სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენების, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. გარდა ამისა, აუცილებელია სამთავრობო ინსტიტუტების წარმომადგენლების, ფართო საზოგადოების და სხვა დაინტერესებულ მხარეების ცნობიერების ამაღლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენების და მისი შედეგების შესახებ. რაც მთავარია, საკითხის სიახლიდან გამომდინარე, აუცილებელია მათი ინფორმირება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული ეთიკის და გამჭვირვალობის სტანდარტების შესახებ. ასევე, IDFI მიიჩნევს, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ამ მხრივ შესაძლებლობების გაძლიერება და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობის მხარდაჭერა.
პროექტის მიზნები
ამ პროექტის საშუალებით, IDFI მიზნად ისახავს, საჯარო უწყებების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხებში მეტი გამჭვირვალობისა და ეთიკური სტანდარტების შემუშავების და დანერგვის ხელშეწყობას.
ამ მიზნით, IDFI:
- შეისწავლის და დაადგენს ძირითად გამოწვევებს საჯარო უწყებების მიერ ხელოვნური ინტელექტის/სახის ამომცნობი სისტემების გამოყენების თვალსაზრისით (შინაგან საქმეთა სამინისტროზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით);
- ხელს შეუწყობს საჯარო უწყებების მიერ ხელოვნური ინტელექტის/სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებში მეტი გამჭვირვალობისა და ეთიკური სტანდარტების შემუშავებას და დანერგვას.
- ხელს შეუწყობს ამ საკითხის საჯარო განხილვას;
- იმუშავებს ამ საკითხის შესახებ ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ცნობიერების ამაღლებაზე.
პროექტის აქტივობები
აღნიშნული მიზნების მისაღწევად, IDFI განახორციელებს შემდეგ აქტივობებს:
1) საწყისი სამუშაო შეხვედრა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან, რომლებიც იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
2) მეთოდოლოგიის განახლება, ინფორმაციის მოთხოვნების გაგზავნა და (საჭიროების შემთხვევაში) ინტერვიუების ჩატარება.
3) საქართველოს საჯარო უწყებების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კვლევა - შეგროვებული მონაცემების საფუძველზე, IDFI მოამზადებს კვლევას საჯარო უწყებების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ, რამდენად იცავენ ისინი ეთიკის და გამჭვირვალობის სტანდარტებს და არსებობს თუ არა ამ პროცესში ანგარიშვალდებულების რაიმე მექანიზმი.
4) პოლიტიკის რეკომენდაციების და ეთიკის და გამჭვირვალობის სტანდარტების შემუშავება - გამოვლენილი გამოწვევების საფუძველზე, IDFI შეიმუშავებს პოლიტიკის რეკომენდაციებს, ამ მიმართულებით საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით.
5) შემდგომი სამუშაო შეხვედრა - ძირითადი დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავების შემდგომ, IDFI ჩაატარებს მეორე სამუშაო შეხვედრას ყველა შესაბამისი საჯარო უწყების წარმომადგენლებთან.
6) დასკვნითი კონფერენცია - სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ, IDFI დაასრულებს კვლევასა და რეკომენდაციებს. მომზადების შემდეგ, დოკუმენტები ითარგმნება და დაიბეჭდება.
7) ტრენინგის ჩატარება შესაბამისი საჯარო უწყებებისთვის, რომლებიც იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს - IDFI ჩაატარებს პრაქტიკულ ტრენინგს, საჯარო უწყებების წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ხელოვნური ინტელექტის, სახის ამომცნობი და ავტომატური გადაწყვეტილების მიმღები სისტემების გამოყენების ეთიკის და გამჭვირვალობის სტანდარტების შესახებ.
8) საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლება - საჯარო მოხელეებზე მორგებული ტრენინგის გარდა, IDFI მოამზადებს ინფორმაციულ ბროშურას ფართო საზოგადოებისთვის, რათა მოხდეს მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
დაგეგმილი ღონისძიებები და ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია საჯარო უწყებების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხებში მეტი გამჭვირვალობისა და ეთიკური სტანდარტების შემუშავების და დანერგვის ხელშეწყობა.
იხილეთ მეტი →
|
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის მხარდაჭერა |
ღია საზოგადოების ფონდი |
2020-2021 |
$49,890 |
პროექტის სახელწოდება: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის მხარდაჭერა
დონორი ორგანიზაცია: ღია საზოგადოების ფონდი
პროექტის ნომერი: HR/12/20 – 21074
გრანტის ოდენობა: 49,890 აშშ დოლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 24 ივნისი 2020 – 15 ივლისი 2021
პროექტის აღწერა
პროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო საქმიანობასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და ხარვეზების იდენტიფიცირებას, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების შეთავაზებით მისი საქმიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.პროექტის გუნდი შეისწავლის მოქმედ საკანონმდებლო ჩარჩოს, ინსპექტორის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა აქტებს, ასევე, გამომძიებლებთან და პროკურორებთან ინტერვიუების ჩატარების გზით დამატებით გამოავლენს სამართლებრივ ჩარჩოსა და პრაქტიკაში არსებულ ხარვეზებს. პროექტის ფარგლებში მომზადდება კვლევის ანგარიში, რომელშიც ასახული იქნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ძირითადი მიგნებები და მისი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები.
პროექტის მიზანი
პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით საგამოძიებო მიმართულებით, მონიტორინგის, კვლევისა და ადვოკატირების გზით. პროექტი ასევე ემსახურება ინსპექტორის საქმიანობის საჭიროებისა და გამოწვევების გამოკვეთას და ამით მისი საქმიანობის გაუმჯობესების მხარდაჭერას.
პროექტის აქტივობები
1. სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო საქმიანობასთან დაკავშირებით კვლევის ანგარიშის მომზადება, სადაც აისახება საკანონმდებლო ჩარჩოს, საერთაშორისო სტანდარტების, საჯარო ინფორმაციისა და მეორადი წყაროების ანალიზი, ასევე ჩატარებული ინტერვიუების შედეგები;
2. ორი უცხოური კრიტიკული თემატური სტატიის თარგმნა და გამოქვეყნება;
3. ორი თემატური მედია ტრენინგის ჩატარება;
4. სამუშაო შეხვედრები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პროკურატურასა და პარლამენტთან;
დაგეგმილი ღონისძიებები და ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით საგამოძიებო მიმართულებით, მონიტორინგის, კვლევისა და ადვოკატირების გზით.
იხილეთ მეტი →
|
თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების მერიებისთვის გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება |
USAID-ის კარგი მმართველობის ინიციატივა საქართველოში, Tetra Tech ARD |
2020 |
GEL 40,970 |
პროექტის დასახელება: თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების მერიებისთვის გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება
დონორი ორგანიზაცია: USAID-ის კარგი მმართველობის ინიციატივა საქართველოში, Tetra Tech ARD
პროექტის ნომერი: GGI-SUB-042
ბიუჯეტი: 40,970 ლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 23 აპრილი 2020 – 31 აგვისტო, 2020
პროექტის მიზნები
პროექტის ძირითადი მიზანია გააძლიეროს თელავისა და ლაგოდეხის მერიების შესაძლებლობები ადგილობრივ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.
პროექტის კონკრეტული მიზანია თელავისა და ლაგოდეხის მერიების მხარდაჭერა შემდეგი მიმართულებით:
1) გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების სტრატეგიის და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და მონიტორინგის მექანიზმების შექმნა;
2) კეთილსინდისიერებასა და გამჭვირვალობაზე მერიების თანამშრომლებისთვის ცნობიერების ამაღლების აქტივობების ორგანიზება, რათა მათ წარმატებულად შეძლონ ანტიკორუფციული ზომების პრაქტიკაში დანერგვა.
პროექტის აქტივობები
ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად, IDFI განახორციელებს შემდეგ აქტივობებს:
- დეტალური მეთოდოლოგიის შემუშავება;
- დეტალური სამუშაო გეგმის შემუშავება;
- სიტუაციის ყოვლისმომცველი ანალიზის მომზადება;
- სიტუაციური ანალიზის ანგარიშისა და რეკომენდაციების მომზადება;
- სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების პირველადი ვერსიების შემუშავება;
- საჯარო დისკუსიების ჩატარება (ფოკუს ჯგუფი);
- სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების დასრულება;
- ტრენინგ მოდულის შემუშავება;
- შესაძლებლობების განსავითარებლად საჭირო აქტივობების ორგანიზება.
აქტივობების განრიგი
კონტრაქტი
ბიუჯეტი
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია გააძლიეროს თელავისა და ლაგოდეხის მერიების შესაძლებლობები ადგილობრივ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით
იხილეთ მეტი →
|
ღია მონაცემების პრაქტიკის განვითარება გორის, ლაგოდეხის, ოზურგეთის, სენაკის, თელავისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების მერიებში |
USAID-ის კარგი მმართველობის ინიციატივა საქართველოში, Tetra Tech ARD |
2020 |
GEL 70,171.50 |
პროექტის სახელწოდება: ღია მონაცემების პრაქტიკის განვითარება გორის, ლაგოდეხის, ოზურგეთის, სენაკის, თელავისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების მერიებში დონორი ორგანიზაცია: USAID-ის კარგი მმართველობის ინიციატივა საქართველოში, Tetra Tech ARD პროექტის კოდი: GGI-SUB-041 სრული ბიუჯეტი: 70,171.50 GEL ხანგრძლივობა: 1 მაისი, 2020 – 31 აგვისტო,2020
პროექტის მიზნები
პროექტის ზოგადი მიზანია გორის, ლაგოდეხის, ოზურგეთის, სენაკის, თელავის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში კარგი მმართველობის გაუმჯობესება და ღია მონაცემების პოლიტიკის მიმართ ცნობიერების ამაღლება.
პროექტის კონკრეტული მიზნებია:
1. გორის, ლაგოდეხის, ოზურგეთის, სენაკის, თელავის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სპეციფიური საჭიროებების იდენტიფიცირება ღია მონაცემების შეგროვების, დამუშავების და გამოქვეყნების პრაქტიკებთან მიმართებაში.
2. საქართველოში არსებული ღია მონაცემების სახელმძღვანელოს გადახედვა და მისი მორგება მუნიციპალიტეტებში არსებულ საჭიროებებზე.
3. იდენტიფიცირებულ საჭიროებებზე დაყრდნობით ტრენინგ მოდულის და მასალების შემუშავება.
4. მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარება ღია მმართველობის პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით.
პროექტის აქტივობები
აღნიშნული მიზნების მისაღწევად, IDFI შემდეგ აქტივობებს განახორციელებს:
- დეტალური მეთოდოლოგიის შემუშავება
- დეტალური სამუშაო გეგმის შემუშავება და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია
- ღია მონაცემების შეგროვების, დამუშავების და გამოქვეყნების არსებული პრაქტიკების ყოვლისმომცველი სიტუაციური ანალიზის მომზადება (სიტუაციური ანალიზის პროცესი სხვა კომპონენტებთან ერთად უნდა მოიცავდეს ფოკუს ჯგუფების ჩატარებას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან)
- სიტუაციურ ანალიზსა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, თითოეული მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე მორგებული რეკომენდაციების და სიტუაციური ანგარიშებისშემუშავება.
- ღია მონაცემების სახელმძღვანელოს განახლება
- ტრენინგ მოდულის და მასალების შემუშავება
- შესაძლებლობების განსავითარებლად საჭირო აქტივობების ორგანიზება 6 მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეებისთვის, რათა მათ პრაქტიკაში შეძლონ მონაცემების შეგროვება, დამუშავება და გამოქვეყნება.
- საბოლოო შედეგების ჩაბარება, გატარებული სამუშაოების და მიღწეული შედეგების მოკლე აღწერით.
დაგეგმილი ღონისძიებები და ბიუჯეტი
კონტრაქტი
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია გორის, ლაგოდეხის, ოზურგეთის, სენაკის, თელავის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში კარგი მმართველობის გაუმჯობესება და ღია მონაცემების პოლიტიკის მიმართ ცნობიერების ამაღლება.
იხილეთ მეტი →
|
სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის გაუმჯობესება საქართველოში |
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი /კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) |
2020-2021 |
$33,137 |
პროექტის სახელწოდება: სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის გაუმჯობესება საქართველოში
დონორი ორგანიზაცია: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი /კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)
პროექტის ნომერი: G-1720-20-211-3024-20
გრანტის ოდენობა: 33,137 აშშ დოლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 24 აპრილი 2020 – 31 მარტი 2021
პროექტის აღწერა
პროექტი შეეხება სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის საკითხის შესწავლას კვლევისა და მონიტორინგის გზით. პროექტის ფარგლებში IDFI შეისწავლის საერთაშორისო სტანდარტებს, ადგილობრივ კანონმდებლობასა და პრაქტიკას, ასევე განახორციელებს სასამართლოს ვებ-გვერდების მონიტორინგს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სასამართლოს სტატისტიკას, პროაქტიულად გამოქვეყნებულ ინფორმაციასა და სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობას. პროექტის ფარგლებში IDFI შეისწავლის, რა სახის სტატისტიკური მონაცემები მუშავდება სასამართლოში და რა გამოწვევები არსებობს ამ კუთხით. კვლევისა და მონიტორინგის შედეგად გამოვლინდება არსებული ხარვეზები და შემუშავდება სათანადო რეკომენდაციები, რაც აისახება საბოლოო კვლევის ანგარიშში.
პროექტის მიზანი
პროექტის მიზანია სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის გაუმჯობესება, ასევე კანონმდებლობისა და პრაქტიკის ცვლილების ადვოკატირება.
პროექტის ამოცანები
- სასამართლო სისტემის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კომპლექსური კვლევის მომზადება (განსაკუთრებული აქცენტით სასამართლოს სტატისტიკაზე, პროაქტიულად გამოქვეყნებულ ინფორმაციასა და სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობაზე), არსებული გამოწვევებისა და ხარვეზების იდენტიფიცირება;
- საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე რეკომენდაციების მომზადება სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის გაუმჯობესების მიზნით;
- შემუშავებული რეკომენდაციების ადვოკატირება შესაბამის უწყებებთან.
აქტივობების განრიგი
პროექტის ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის გაუმჯობესება, ასევე კანონმდებლობისა და პრაქტიკის ცვლილების ადვოკატირება
იხილეთ მეტი →
|
ციფრული უფლებების სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფა საქართველოში |
Counterpart International |
2020 |
GEL 110,695 |
პროექტის სახელწოდება: ციფრული უფლებების სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფა საქართველოში დონორი ორგანიზაცია: Counterpart International პროექტის კოდე: AID-OAA-LA-11-00008 სრული ბიუჯეტი: 110,695 GEL (34,964 USD) პროექტის ხანგრძლივობა: 15 აპრილი - 28 აგვისტო, 2020
აღწერა
ინტერნეტი საქართველოში თავისუფლად მიიჩნევა. Freedom House-ის ანგარიში თანახმად, ინტერნეტი 2012 წლიდან თავისუფალია. თუმცა, 2016 წელს საერთაშორისო პლატფორმების, როგორიცაა, Wordpress და Youtube–ის დაბლოკვა და ბოლო პერიოდში შემოთავაზებული საკამათო ცვლილებები „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცხადყოფს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას ციფრული უფლებების სამართლებრივი გარანტიების გაუმჯობესების მიზნით. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების მიუხედავად, მნიშვნელოვანია ინტერნეტის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის ოპტიმალური ბალანსის პოვნა, განსაკუთრებით საქართველოსთვის, რომელსაც არ გააჩნია სამოქალაქო კონტროლის საკმარისი მექანიზმები სამართალდამცავი ორგანოების მიმართ და სადაც, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ ეჭვქვეშ დგას.
მნიშვნელოვანია, სამოქალაქო საზოგადოების პერსპექტივის გათვალისწინება და ასახვა ქართული ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის და კანონმდებლობის ცვლილების დროს. ასევე, მნიშვნელოვანია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის და ადგილობრივი გამოწვევების გათვალისწინება ინტერნეტ თავისუფლების და ინფორმაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით.
მიზნები
მთავარი მიზანია საქართველოში საკანონმდებლო დონეზე ციფრული უფლებების სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფა და გაძლიერება.
ამის მისაღწევად პროექტი შემდეგ ქვე-მიზნებს ისახავს:
- ინტერნეტ თავისუფლებას და უსაფრთხოებას შორის ოპტიმალური ბალანსის პოვნა;
- ამ თვალსაზრისით, საქართველოში არსებული მთავარი პრობლემების და გამოწვევების იდენტიფიცირება;
- საერთაშორისო პრაქტიკის და სტანდარტების შესწავლა;
- ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის/საკანონმდებლო ჩარჩოს ალტერნატივის შეთავაზება/ადვოკატირება.
პროექტის აქტივობები
აღნიშნული მიზნების მისაღწევად, IDFI შემდეგ აქტივობებს განახორციელებს:
1. კიბერ-უსაფრთხოების სისტემის, საკანონმდებლო ჩარჩოს და ინსტიტუციური მოწყობის საერთაშორისო პრაქტიკის/სტანდარტების შესწავლა.
2. საკანონმდებლო რეკომენდაციების შემუშავება
3. შესაბამისი საჯარო უწყებების წარმომადგენლებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრა
4. საბოლოო კონფერენცია
5. საერთაშორისო ექსპერტისა და IDFI-ის შეხვედრა გადაწყვეტილების მიმღებებ პირებთან
დაგეგმილი ღონისძიებები და ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია საქართველოში საკანონმდებლო დონეზე ციფრული უფლებების სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფა და გაძლიერება.
იხილეთ მეტი →
|
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისთვის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება |
USAID-ის კარგი მმართველობის ინიციატივა საქართველოში, Tetra Tech ARD |
2020 |
GEL 30,065 |
პროექტის დასახელება: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისთვის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება
დონორი ორგანიზაცია: USAID-ის კარგი მმართველობის ინიციატივა საქართველოში, Tetra Tech ARD
პროექტის ნომერი: GGI-SUB-040
ბიუჯეტი: 30,065 ლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 25 მარტი, 2020 – 31 აგვისტო, 2020
პროექტის მიზნები
პროექტის ძირითადი მიზანია გააძლიეროს სენაკის მერიის შესაძლებლობები ადგილობრივ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.
პროექტის კონკრეტული მიზანია სენაკის მერიის მხარდაჭერა შემდეგი მიმართულებით:
1) გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების სტრატეგიის და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება, ასევე,ინდიკატორების და მონიტორინგის მექანიზმების შექმნა;
2) შესაბამისი თანამშრომლებისთვის შესაძლებლობების განსავითარებლად საჭირო აქტივობების ორგანიზება, რათა მათ წარმატებულად შეძლონ ანტი-კორუფციული ზომების პრაქტიკაში დანერგვა.
პროექტის აქტივობები
ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად, IDFI განახორციელებს შემდეგ აქტივობებს:
- დეტალური მეთოდოლოგიის შემუშავება;
- დეტალური სამუშაო გეგმის შემუშავება;
- სიტუაციის ყოვლისმომცველი ანალიზის მომზადება;
- სიტუაციური ანალიზის ანგარიშისა და რეკომენდაციების მომზადება;
- მიგნებებისა და რეკომენდაციების პრეზენტაცია;
- სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების პირველადი ვერსიების შემუშავება;
- საჯარო დისკუსიების ჩატარება (ფოკუს ჯგუფი);
- სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების დასრულება;
- ტრენინგ მოდულის შემუშავება;
- შესაძლებლობების განსავითარებლად საჭირო აქტივობების ორგანიზება;
- საბოლოო შედეგების ჩაბარება.
დაგეგმილი ღონისძიებები
ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია გააძლიეროს სენაკის მერიის შესაძლებლობები ადგილობრივ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით
იხილეთ მეტი →
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება |
USAID-ის კარგი მმართველობის ინიციატივა საქართველოში, Tetra Tech ARD |
2020 |
GEL 44,025 |
პროექტის დასახელება: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება
დონორი ორგანიზაცია: USAID-ის კარგი მმართველობის ინიციატივა საქართველოში, Tetra Tech ARD
პროექტის ნომერი: GGI-SUB-037
ბიუჯეტი: 44,025 ლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 02 მარტი, 2020 – 31 აგვისტო, 2020
პროექტის მიზნები
პროექტის ძირითადი მიზანია გააძლიეროს ზუგდიდის მერიის შესაძლებლობები ადგილობრივ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.
პროექტის კონკრეტული მიზანია ზუგდიდის მერიის მხარდაჭერა შემდეგი მიმართულებით:
1) გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების სტრატეგიის და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება, ასევე,ინდიკატორების და მონიტორინგის მექანიზმების შექმნა;
2) შესაბამისი თანამშრომლებისთვის შესაძლებლობების განსავითარებლად საჭირო აქტივობების ორგანიზება, რათა მათ წარმატებულად შეძლონ ანტი-კორუფციული ზომების პრაქტიკაში დანერგვა.
პროექტის აქტივობები
ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად, IDFI განახორციელებს შემდეგ აქტივობებს:
- დეტალური მეთოდოლოგიის შემუშავება;
- დეტალური სამუშაო გეგმის შემუშავება;
- სიტუაციის ყოვლისმომცველი ანალიზის მომზადება;
- სიტუაციური ანალიზის ანგარიშისა და რეკომენდაციების მომზადება;
- მიგნებებისა და რეკომენდაციების პრეზენტაცია;
- სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების პირველადი ვერსიების შემუშავება;
- საჯარო დისკუსიების ჩატარება (ფოკუს ჯგუფი);
- სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების დასრულება;
- ტრენინგ მოდულის შემუშავება;
- შესაძლებლობების განსავითარებლად საჭირო აქტივობების ორგანიზება;
- საბოლოო შედეგების ჩაბარება.
დაგეგმილი ღონისძიებები
ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია გააძლიეროს ზუგდიდის მერიის შესაძლებლობები ადგილობრივ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით
იხილეთ მეტი →
|
ორგანიზაციული მხარდაჭერა |
შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida) |
2020-2022 |
SEK 9,100,000 |
პროექტის სახელწოდება: ორგანიზაციული მხარდაჭერა დონორი ორგანიზაცია: შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida) პროექტის ნომერი: No. 13382 ბიუჯეტი: SEK 9,100,000 (შვედური კრონა) ხანგრძლივობა: 1 იანვარი 2020 – 31 დეკემბერი 2022
ძირითადი მიზნები
ძირითადი აქტივობების ზოგადი მიზანია საქართველოში დემოკრატიისა და კარგი მმართველობის მხარდაჭერა მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევების, მონიტორინგისა და ადვოკატირების მეშვეობით შემდეგი მიმართულებებით: 1) ღია მმართველობის წახალისება; 2) ანტი-კორუფციული სისტემის გაძლიერება; 3) სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა; 4) კანონის უზენაესობა; 5) დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობა; 6) საქართველოში დემოკრატიული ტრანზიციის პროცესის მხარდაჭერა; 7) მედია და გამოხატვის თავისუფლება; 8) ინტერნეტი და ინოვაციები.
პროექტის აღწერა
ბოლო 20 წლის განმავლობაში, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მმართველობის ეფექტიანობის, გამჭვირვალობის და სამართლიანობის გაუმჯობესების მიუხედავად ეს პროცესები შენელებულია და შეინიშნება სერიოზული გამოწვევბი, როგორიცაა არაფორმალური მმართველობა, ძალაუფლების არასათანადო გამიჯვნა, არასაკმარისი სასამართლო დამოუკიდებლობა, მაღალი დონის კორუფცია და მნიშვნელოვანი რეფორმების დასანერგად საჭირო არასაკმარისი პოლიტიკური ნება. აღნიშნული პრობლემების რიცხვს ასევე მიეკუთვნება სიღარიბე და რუსეთის ფედერაციის მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა, რომელიც უარყოფითად აისახება ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ნიშნები ფიქსირდება. მიუხედავად საქართველოს მთავრობის განცხადებული პრო-დასავლური, ევრო-ატლანტიკური და დემოკრატიული კურსისა, ეს შემაშფოთებელი ტენდენციები ნათლად მიუთითებენ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის და მათი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პრო-დასავლური განვითარების მხარდაჭერის აუცილებლობაზე.
IDFI-ს გააჩნია დემოკრატიული პროცესების გაუმჯობესებაზე და კარგი მმართველობის წახალისებაზე მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება, და გეგმავს აღნიშნული გამოწვევების გამკლავებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევების, მონიტორინგის და ადვოკატირების მეშვეობით. კერძოდ, IDFI იმუშავებს შემდეგ ძირითად მიმართულებებზე: კორუფციასთან ბრძოლა, საჯარო ინსტიტუტების გამჭვირვალობის გაუმჯობესება, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მოქალაქეების ჩართულობის წახალისება, კანონის უზენაესობის მაღალი სტანდარტების მიღწევა, ინკლუზიური ეკონომიკური პოლიტიკის წახალისება, დემოკრატიული დეცენტრალიზაციისა და ტრანზიციის პროცესის ხელშეწყობა, მედიის და ადამიანის უფლებების მხარდაჭერა, და პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული ინოვაციების წახალისება.
ამ მიზნების მისაღწევად IDFI იმუშავებს ყველა რელევანტურ საჯარო, კერძო და სამოქალაქო საზოგადოებრივ დაინტერესებულ მხარესთან. ორგანიზაცია ასევე აქტიურად გამოიყენებს სხვადასხვა ეროვნულ და საერთაშორისო ქსელებს და პლატფორმებს არჩეულ სფეროებში დადებითი ცვლილებების მიღწევის მიზნით. ბოლოს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მასშტაბური შედეგების მიღწევას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობით, როგორიცაა განათლება, გენდერი და გარემოს დაცვა.
ბიუჯეტი
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია საქართველოში დემოკრატიისა და კარგი მმართველობის მხარდაჭერა მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევების, მონიტორინგისა და ადვოკატირების მეშვეობით
იხილეთ მეტი →
|
ღია მმართველობის პრინციპების ხელშეწყობა საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში |
ევროკავშირი (EU) |
2019–2022 |
€290,000.00 |
პროექტის სახელწოდება: ღია მმართველობის პრინციპების ხელშეწყობა საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში. იგი წარმოადგენს ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფართო ინიციატივის ნაწილს.
დაფინანსებულია: ევროკავშირის მიერ საქართველოს პარლამენტთან და აჭარის უმაღლეს საბჭოსთან თანამონაწილეობით
პროექტის ნომერი: 00113526
მთლიანი ბიუჯეტი: 290,000.00 ევრო
ხანგრძლივობა: 2019 წლის 11 ნოემბერი –2022 წლის 30 აპრილი
EU-UNDP-ის პროექტი „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიული მმართველობის გაუმჯობესებას, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გაძლიერების გზით, ახალ საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში, UNDP-ი თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), რათა განახორციელოს ღია მმართველობის პრინციპების დანერგვა საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში, ინსტიტუციების ღიაობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიზნით, მათ შორის, მოქალაქეების მეტი ჩართულობით.
თანამშრომლობის მიზანია (1) საპარლამენტო პროცესებში საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება
- ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობით;
- ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმების განხორციელების პროგრესის მონიტორინგში საბჭოს მხარდაჭერით;
- ღიაობის რეფორმების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობის კუთხით პარლამენტის მხარდაჭერით;
- სოციალური ქსელის შინაარსის მენეჯმენტისა და ინსტრუმენტების თაობაზე პარლამენტის საკომუნიკაციო ჯგუფებისათვის შესაბამისი უნარების განვითარებით;
- პარლამენტსა და OGP -ის წევრ სხვა პარლამენტებს შორის პარტნიორობის ჩამოყალიბებისა და განმტკიცების მხარდაჭერით.
და (2) აჭარის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციონალური ღიაობის, გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა
- აჭარის უმაღლეს საბჭოში ღიაობის მექანიზმის ინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობით;
- აჭარის უმაღლესი საბჭოს სამუშაო ჯგუფისათვის ღიაობის საკითხში დახმარების გაწევით;
- აჭარის უმაღლესი საბჭოს სამუშაო ჯგუფის მხარდაჭერით ღიაობის სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და მათი შესრულების მონიტორინგის პროცესში;
პროექტის სამიზნე ჯგუფია: საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები და თანამშრომლები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ახალგაზრდები, ეთნიკური უმცირესობები, აკადემიური წრეები, მედია და ზოგადად საზოგადოება.
ხელშეკრულება
ბიუჯეტი
დაგეგმილი აქტივობები
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის ფარგლებში, UNDP-ი თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), რათა განახორციელოს ღია მმართველობის პრინციპების დანერგვა საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მუშაობაში, ინსტიტუციების ღიაობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიზნით, მათ შორის, მოქალაქეების უფრო მეტი ჩართულობის გზით.
იხილეთ მეტი →
|
გამოცდილების გაზიარება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ |
Partners for Transparency Foundation |
2019 |
$16,000 |
პროექტის სახელწოდება: გამოცდილების გაზიარება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დონორი ორგანიზაცია: Partners for Transparency Foundation სრული ბიუჯეტი: 16,000 აშშ დოლარი ხანგძლივობა: 21 ნოემბერი, 2019 – 22 ნოემბერი, 2019
კონტექსტი:
სახელმწიფო შესყიდვების სფეროში კორუფციასთან ბრძოლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საკითხია რომელიც განხილვას საჭიროებს. ამ სფეროში ქვეყნებს შორის გამოცდილების და კარგი პრაქტიკის გაზიარება ხელს უწყობს პრობლემებისა და გამოწვევების გაანალიზებას და მათი გადაჭრის გზების პოვნას.
პროექტის შესახებ:
პროექტის ფარგლებში IDFI ვაშინგტონში ბაზირებული საერთაშორისო ორგანიზაციის Partners for Transparency Foundation (PTF) ინდოეთის ფილიალთან (PTF India) თანამშრომლობით უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამის განხორციელებას თემაზე: „გამოცდილების გაზიარება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“.
პროექტის მიზანია სასწავლო პროგრამაში მონაწილე ინდოეთის ფედერალური რესპუბლიკის საჯარო უწყებების დეპარტამენტების ხელმძღვანელებსა და სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი საწარმოების მაღალი თანამდებობის პირებისთვისთვის საქართველოს საჯარო შესყიდვების სისტემაში არსებული კარგი პრაქტიკისა და ნაკლოვანებების შესახებ გამოცდილების გაზიარება.
/public/upload/Magda/other/Agreement.pdf
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის ფარგლებში IDFI ვაშინგტონში ბაზირებული საერთაშორისო ორგანიზაციის Partnership for Trasparency Foundation (PTF) ინდოეთის ფილიალთან (PTF India) თანამშრომლობით უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამის ჩატარებას თემაზე: „გამოცდილების გაზიარება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
იხილეთ მეტი →
|
PAR-ის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით |
ევროკავშირი (EU) |
2019-2022 |
€499,435.55 |
პროექტის სახელწოდება: PAR-ის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით
დონორი ორგანიზაცია: ევროკავშირი (EU)
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
პროექტის ნომერი: ENI/2019/409-956
ბიუჯეტი: EUR 499,435.55; ევროკავშირი: EUR 449,492; პარტნიორების წილი: EUR 49,943.55 (IDFI – EUR 259,611.32; GYLA – EUR 239,824.24)
ხანგრძლივობა: 10 ოქტომბერი 2019 – 10 იანვარი 2022
კონტექსტი
საქართველომ საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) განხორციელება 2015 წელს, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დაიწყო. რეფორმის მიზანია საქართველოს საჯარო მმართველობის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტურობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. ბოლო ოთხი წლის მანძილზე PAღ-ის განხორციელება ნელი ტემპით მიმდინარეობს. PAR-ის შესრულების მონიტორინგის შედეგების თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ 122 აქტივობა შეფასდა, აქედან 55 - სრულად, 33 - ძირითადად, 22 - ნაწილობრივ, ხოლო 12 მათგანი საერთოდ არ შესრულდა. ნელი ტემპით განხორციელების გარდა, PAR-ის არსებობის მანძილზე, რეფორმის ზოგიერთი ძველი ვალდებულება საერთოდ არ შესრულებულა. ერთ-ერთ ასეთ მაგალითს წარმოადგენს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის მიღების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საკითხი რეფორმის ნაწილს ჯერ კიდევ 2015 წლიდან წარმოადგენდა.
ზოგადად, PAR-ი განიცდის ამბიციური რეფორმების ნაკლებობას, განსაკუთრებით გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ნაწილში. PAR-ის წინა სამოქმედო გეგმა ეროვნულ ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმასაც მოიცავდა, რაც PAE-ის ამჟამინდელ ვერსიაში ამოღებულია. PAR-ის განხორციელებაში სათანადოდ არ არიან ჩართულნი ადგილობრივი თვითმმართველობები. ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები კი ნაკლებად მონაწილეობენ რეფორმის განხორციელების მონიტორინგში. გარდა ამისა, PAR-ის შესრულებაში საზოგადოების ჩართულობისა და ზედამხედველობის კომპონენტის სისუსტე, რეფორმის წარმატებულად განხორციელების პროცესს კიდევ უფრო აფერხებს. სწორედ რეგიონების ჩართულობისა და მონაწილეობის გაუმჯობესების აუცილებლობაზეა საუბარი 2018-2020 წლის მთავრობის პროგრამაშიც.
PAR-ის მესამე სამოქმედო გეგმის მაქსიმალურად ეფექტურად განხორციელებისთვის, ასევე, სამომავლოდ რეფორმის გაუმჯობესებისთვის, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები (IDFI, GYLA და რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციები), საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგისა და გადახედვის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდას გეგმავენ ინოვაციების, შესაძლებლობების გაძლიერების და დაინტერესებულ მხარეთა დიალოგის მეშვეობით.
პროექტის მიზნები
პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას, PAR-ის სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და გადახედვის პროცესში ინოვაციების, შესაძლებლობების გაძლიერების, დაინტერესებულ მხარეთა დიალოგისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გზით.
პროექტის კონკრეტული მიზნები:
1. PAR-ის განხორციელების მონიტორინგი ინოვაციური და ინკლუზიური მიდგომებით.
2. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა უკეთ შეიტანონ წვლილი PAR-ის შესრულების ზედამხედველობის პროცესში.
3. PAR-ის გადახედვის პროცესის ხელშეწყობა, დაინტერესებულ მხარეთა შორის დისკუსიისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მეშვეობით.
პროექტის მთავარი აქტივობები
IDFI და GYLA საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების პროცესს მონიტორინგს გაუწევენ განსაკუთრებით შემდეგი ოთხი მიმართულებით: პოლიტიკის შემუშავება, ანგარიშვალდებულება, საჯარო ფინანსების მართვა და სერვისების მიწოდება. ამის შედეგად გამოვლინდება რეფორმის გახორციელების პროცესის ძლიერი და სუსტი მხარეები. შეფასება გამოყენებულ იქნება, როგორც მონიტორინგის ალტერნატიული ანგარიში, რომელიც შეავსებს და გადაამოწმებს საქართველოს მთავრობის ანგარიშს. შეუსრულებელი ვალდებულებების გამოკვეთისთანავე, პროექტის გუნდი შეისწავლის ვალდებულებების შეუსრულებლობის გამომწვევ მიზეზებს და წარმოადგენს მათი გადაჭრის გზებს. პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები მონიტორინგის შედეგებს PAR-ის და მისი სამოქმედო გეგმის გადახედვის პროცესში გამოიყენებენ.
მონიტორინგის განუყოფელი ნაწილია ინტერაქტიული და დინამიური მონიტორინგის ერთიანი პლატფორმა, რომელზეც განთავსდება მონიტორინგისა და კვლევის შედეგები. ამისთვის IDFI შექმნის მონიტორინგის ონლაინ პლატფორმას - PAR Tracker-ს, რომლის მეშვეობითაც ფართო საზოგადოება და ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს ყოვლისმომცველ ინფორმაციას PAR-ის განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში ჩართულობის შესაძლო გზების შესახებ.
GYLA გეგმავს საქართველოს 6 ქალაქის მასშტაბით (ახმეტა, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი და მარნეული), 11 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის გადამზადებას. ამ ქალაქებიდან 4 მათგანი თვითმმართველი ქალაქის სტატუსით სარგებლობს, ხოლო მეხუთე და მეექვსე დასახლებულია ეთნიკური უმცირესობებით (მუსლიმი ქისტები ახმეტაში, ხოლო აზერბაიჯანელები მარნეულში). ტრენინგის დასრულების შემდეგ, GYLA თითოეულ ქალაქში კონკურსის გზით შეარჩევს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათთვის გამოყოფს მცირე გრანტებს. რაც მათ საშუალებას მისცემთ შეაფასონ ადგილობრივ დონეზე PAR-ის რეფორმის განხორციელება, ასევე, ყველა ადგილობრივი დაინტერესებული მხარის ჩართულობით გამართული საჯარო განხილვებისა და სამუშაო შეხვედრების საშუალებით, გამოკვეთონ გამოწვევები და შესაძლებლობები.
PAR-ის გადახედვის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, IDFI შეისწავლის საუკეთესო პრაქტიკებს PAR Tracker–ის მიერ გამოკვეთილ ყველაზე პრობლემურ საკითხებზე, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს, რომლებსაც სამუშაო შეხვედრებისა და მრგვალი მაგიდის დისკუსიების მეშვეობით, გაუზიარებს ყველა დაინტერესებულ მხარესა და გადაწყვეტილების მიმღებ პირს. რეფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, IDFI ასევე აქტიურად გამოიყენებს მედიასაშუალებებს. პროექტის დასრულების შემდეგ, IDFI და GYLA გამართავენ კონფერენციას, რათა თავი მოუყარონ ყველა დაინტერესებულ მხარეს და ადვოკატირება გაუწიონ საჯარო მმართველობის რეფორმის ახალ სამოქმედო გეგმისთვის ამბიციური ვალდებულებების გათვალისწინებას.
პროექტის მთავარი იდეა მდგომარეობს შემდეგში: PAR-ის მონიტორინგის ონლაინ პლატფორმის შექმნით, PAR-ის საბჭოს წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები აღიჭურვებიან მონიტორინგის ერთიანი და ეფექტური მექანიზმით, და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც პროცესში არ არიან ჩართულები, ექნებათ შესაძლებლობა, წვლილი შეიტანონ რეფორმის განხორციელებაში. PAR Tracker-ი გახდება დამაკავშირებელი მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს სამიზნე ჯგუფებსა და ბენეფიციარებს თავიანთი მოსაზრებები და შენიშვნები გაუზიარონ რეფორმის განხორციელებაზე პასუხისმგებელ საჯარო დაწესებულებებს.
მონიტორინგის ეს სისტემური და ინოვაციური მიდგომა რეფორმის მთავარი გამოწვევების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა. ასევე, IDFI და GYLA მოამზადებენ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს, რისთვისაც გამოყენებული იქნება PAR Tracker-ის საშუალებით შეგროვებული გამოხმაურებები და შესწავლილი საერთაშორისო პრაქტიკა.
დაგეგმილი ღონისძიებები
პროექტის ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას, PAR-ის სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და გადახედვის პროცესში ინოვაციების, შესაძლებლობების გაძლიერების, დაინტერესებულ მხარეთა დიალოგისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გზით.
იხილეთ მეტი →
|
სამხრეთ კავკასიაში კორუფციასთან ბრძოლის მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიების კვლევის მხარდაჭერა |
Bertelsmann Stiftung |
2019 |
€2,000 |
პროექტის სათაური: სამხრეთ კავკასიაში მტკიცებულებებზე დაფუძნებული კორუფციასთან ბრძოლის სტრატეგიების კვლევის მხარდაჭერა
დონორი: Bertelsmann Stiftung
მთლიანი ბიუჯეტი: 2,000 ევრო
ხანგრძლივობა: 2019 წლის 9 სექტემბერი - 2019 წლის 20 ოქტომბერი
Პროექტის აღწერა:
პროექტის ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიაში კორუფციასთან ბრძოლის მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიების კვლევას, რომელიც მომზადდება სამ ქვეყანაში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) ჩატარებული კვლევების საფუძველზე. IDFI კვლევის ავტორს დაეხმარება საქართველოში არსებული სიტუაციის ანალიზის მომზადებაში. IDFI შეისწავლის და შეაგროვებს შინაარსის შესაბამის მასალებს, შეარჩევს რესპონდენტებს საქართველოში და საჭიროებისამებრ ჩაატარებს ინტერვიუებს.
სამეცნიერო ნაშრომი ეძღვნება საქართველოში კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ფონზე კანონის უზენაესობის განვითარების ანალიზს. ნაშრომში, სხვა საკითხებთან ერთად, მოცემულია პასუხები კითხვაზე თუ რა ფაქტორები განაპირობებს წარმატებას კორუფციასთან ბრძოლაში. ამასთან, კვლევა ასევე შეიცავს რეკომენდაციებს დონორებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ქვეყნის სპეციფიკურ ჭრილშიკორუფციასთან სტრატეგიული ბრძოლის შესახებ.
/public/upload/Magda/other/Bertelsmann.pdf
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიაში კორუფციასთან ბრძოლის მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიების კვლევას
იხილეთ მეტი →
|
საჯარო სამსახურის კარიერულ განვითარებაში გენდერულად განპირობებული პოტენციური განსხვავებება |
გაეროს განვითარების პროგრამა |
2019 |
$15,000 |
პროექტის სახელწოდება: კვლევითი პროექტი საჯარო სამსახურის კარიერულ განვითარებაში გენდერულად განპირობებული პოტენციური განსხვავებების შესახებ
დონორი ორგანიზაცია: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში
პროექტის ნომერი: #00095872
სრული ბიუჯეტი: 15,000 აშშ დოლარი
ხანგრძლივობა: 15ივლისი 2019 – 31დეკემბერი 2019
კვლევითი პროექტი საჯარო სამსახურის კარიერულ განვითარებაში გენდერულად განპირობებული პოტენციური განსხვავებების შესახებ გაეროს განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს, დაადგინოს ის მნიშვნელოვანი გავლენები, რასაც გენდერი შეიძლება ახდენდეს საჯარო სამსახურში კარიერის განვითარებაზე და რამდენად მნიშვნელოვნად აღიქმება ეს განსხვავებები თავად ინდივიდუალური საჯარო მოხელეებისა და ზოგადად, საჯარო სამსახურის მიერ.
პროექტის მეორადი ამოცანებია:
- ქალი და კაცი საჯარო მოხელეების კმაყოფილების დონის შესწავლა საჯარო სამსახურის კარიერულ განვითარებასთან მიმართებაში;
- პოტენციური გამოწვევების და განსხვავებების გამოვლენა ქალი და კაცი საჯარო მოხელეების პროფესიულ განვითარებაში;
- გამოვლენილ განსხვავებებთან მიმართებით ინდივიდუალური საჯარო მოხელეებისა და საჯარო სამსახურის სისტემის აღქმის/დამოკიდებულების გაზომვა;
- რეკომენდაციების წარმოდგენა საჯარო სამსახურის კარიერის განვითარების სისტემასთან დაკავშირებით.
პროექტის ფარგლებში IDFI განახორციელებს კვლევას, რომელიც შემდეგ მთავარ კითხვებს გასცემს პასუხს:
1. როგორია ქალი და კაცი მენეჯერის მიერ გავლილი გზა საჯარო სამსახურში ფეხის შედგმიდან დღეს მიღწეულ პოზიციამდე?
2. როგორია ქალი და კაცი საჯარო მოხელეების აღქმა საჯარო სამსახურში პროფესიული განვითარების საჭიროებისა და სარგებლიანობის შესახებ?
3. რა საჭიროებები, გამოწვევები და მოსაზრებები (როგორც პოზიტიური, აგრეთვე ნეგატიური ფაქტორები) აქვთ ქალ და კაც საჯარო მოხელეებს კარიერის განვითარების თითოეულ ეტაპზე?
4. როგორია ქალი და კაცი საჯარო მოხელეების აღქმა საჯარო სამსახურში კარიერის განვითარების სისტემის ეფექტიანობაზე?
5. რა წარმოადგენს საჯარო მოხელეების კარიერის განვითარების საუკეთესო პრაქტიკას და შესაძლო განსხვავებების აღმოფხვრის საშუალებას?
კვლევითი პროექტი ხელს შეუწყობს საჯარო სამსახურში კარიერული განვითარების პროცესში ქალი და კაცი საჯარო მოხელეებისთვის არსებულ შესაძლო განსხვავებულ ფაქტორებს და განსაზღვრავს რეკომენდაციებს მათ აღმოსაფხვრელად.
დაგეგმილი ღონისძიებები
პროექტის ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
კვლევითი პროექტის მიზანია, დაადგინოს ის მნიშვნელოვანი გავლენები, რასაც გენდერი შეიძლება ახდენდეს საჯარო სამსახურში კარიერის განვითარებაზე და რამდენად მნიშვნელოვნად აღიქმება ეს განსხვავებები თავად ინდივიდუალური საჯარო მოხელეებისა და ზოგადად, საჯარო სამსახურის მიერ.
იხილეთ მეტი →
|
ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა |
ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი |
2019-2020 |
$78,980.64 |
პროექტის სახელწოდება: ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა დონორი ორგანიზაცია: ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI) მთლიანი საგრანტო თანხა: 78,980.64 აშშ დოლარი პროექტის ნომერი: OR2019-58650 შესრულების პერიოდი: 1 ივნისი 2019 – 31 აგვისტო 2020
პროექტის მთავარი მიზანი
პროექტის მთავარი მიზნებია საბჭოთა და ტოტალიტარული წარსულის გააზრება სამეცნიერო კვლევების წახალისებითა და პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტურ ქვეყნებში სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობით. ეს მიზანი მიიღწევა რამდენიმე ღონისძიებისა და მოქმედების შედეგად. პირველ რიგში მოხდება სახელმწიფო არქივების ღიაობის რეიტინგში აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნების ჩართვა. პროექტში დაგეგმილი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ახალ პარტნიორებთან და ექსპერტებთან. ჩატარდება საარქივო ღიაობის საფუძვლიანი შესწავლა პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტურ სივრცეში, რათა ჩამოყალიბდეს ნათელი ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ და სად უნდა მოვითხოვოთ მეტი ღიაობა.
მიზანი 1. პოსტსაბჭოთა სივრცეში არქივების ღიაობის მხარდაჭერა სახელმწიფო არქივების ღიაობის რეიტინგის გაფართოებით. პროექტის ერთ-ერთი მიზანია პროექტის პირველ წელს მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების და მკვლევართა ქსელის გაზრდა და მასში ახალი ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მკვლევარების ჩართვა. ქსელის მთავარი მიზანი იქნება აქტიური ადგილობრივი და საერთაშორისო ადვოკატირების კამპანიის წარმოება, არქივებში პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად. აგრეთვე, ჩართული მკვლევარები აწარმოებენ საარქივო კვლევას და დაწერენ კვლევებს და სტატიებს საბჭოთა წარსულის შესახებ.
მიზანი 2. საბჭოთა და ტოტალიტარული მეხსიერების კვლევების ხელშეწყობა. საბჭოთა პერიოდისადმი საჯარო ინტერესის გაღვივებით, IDFI გეგმავს პროექტის გაფართოებას და საარქივო დოკუმენტების საფუძველზე საბჭოთა და ტოტალიტარული წარსულის მეხსიერების კვლევების განხორციელებას. ჩვენ ვაპირებთ ორი მიმართულებით მუშაობას: მეხსიერების პოლიტიკა და მეხსიერების დისკურსი.
IDFI ხელს შეუწყობს პარტნიორ მეცნიერებს საბჭოთა პერიოდის საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით შექმნან ფართო საზოგადოებისთვის ადვილად გასაგები სტატიები და ბლოგები, რისი მიზანიცაა ჩამოყალიბდეს საფუძველი, სადაც საზოგადოება და დაინტერესებული მხარეები ცვლილებების აუცილებლობას და დესოვიეტიზაციის მნიშვნელობას უფრო მგრძნობიარედ აღიქვამენ. ონლაინ რესურსისთვის - www.open-archives.org, მოწვეული იქნებიან ცნობილი ექსპერტები, რათა დაწერონ სტატიები. პროექტი აგრეთვე ჩართული იქნებიან ახალგაზრდა მეცნიერები რათა დაწერონ და გამოაქვეყნონ სტატიები ექსპერტებთან ერთად. პროექტის გუნდი აგრეთვე შეისწავლის უკვე დაწერილ მნიშვნელოვან სტატიებს და თარგმნის რათა გაზარდოს მათზე ხელმისაწვდომობა. პროექტის გუნდი შექმნის საარქივო კვლევაზე დაფუძნებულ მნიშვნელოვან რესურსს და მოამზადებს ადვილად აღსაქმელ ვიზუალიზაციების და მოკლე ვიდეოებს სამიზნე ქვეყნებში გასავრცელებლად.
ხელშეკრულება
პროექტის ბიუჯეტი
დაგეგმილი ღონისძიებები
საგრანტო ხელშეკრულება
|
პოექტის მიზანია პოსტსაბჭოთა სივრცეში არქივების ღიაობის მხარდაჭერა სახელმწიფო არქივების ღიაობის რეიტინგის გაფართოებით.
იხილეთ მეტი →
|
კორუფციასთან მებრძოლთა საგანმანათლებლო სასერტიფიკატო პროგრამის შემუშავება |
ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი |
2019-2020 |
$80,397.42 |
პროექტის სახელწოდება: კორუფციასთან მებრძოლთა საგანმანათლებლო სასერტიფიკატო პროგრამის შემუშავება
დონორი ორგანიზაცია: ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI), ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) თანადაფინანსებით
მთლიანი საგრანტო თანხა: 80,397.42 აშშ დოლარი (OSI - 65,397.42 აშშ დოლარი; OSGF - 15,000 აშშ დოლარი)
პროექტის ნომერი: OR2019-58650
შესრულების პერიოდი: 1 ივნისი 2019 – 30 ნოემბერი 2020
პროექტის მიზნები და ამოცანები
პროექტის მიზანია, შექმნას პროფესიონალთა და აქტივისტთა საზოგადოება, რომელიც აქტიურად ჩაერთვება კორუფციის პრევენციაში, კორუფციის რისკების მართვაში და სისტემური კორუფციის შემთხვევების გამოვლენაში.
პროექტის პირველი ამოცანაა, შეიმუშაოს მულტიდისციპლინური კურიკულუმი, რომელიც მოიცავს კორუფციას, როგორც ფენომენს, მის ისტორიულ და ძირეულ მიზეზებს, რისკების მართვაზე პოლიტიკის შემუშავების დონეებს, საჯარო და კერძო ორგანიზაციების კეთილსინდისიერების ასპექტებს, კორუფციასთან დაკავშირებულ უახლეს ტენდენციებს და კორუფციის შემთხვევების გამოვლენაზე გამოძიების, მხილებისა და სხვა მეთოდების გამოყენებას.
პროექტის მეორე ამოცანაა, შექნას მაღალი დონის საგანმანათლებლო კურსი და კურსში მონაწილეობა შესთავაზოს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი და სხვადასხვა გამოცდილების მქონე პროფესიონალს და სტუდენტებს, რომლებიც საკმარის დროსა და ენერგიას დაუთმობენ საგანმანათლებლო პროცესს, და გაუზიარებენ ერთმანეთს მოსაზრებებს, იდეებსა და გამოცდილებას.
პროექტის მესამე ამოცანაა, კურსდამთავრებულთა ძლიერი ქსელის ჩამოყალიბება, რომლელში ჩართული ადამიანებიც გააგრძელებენ თავიანთ სფეროში აქტიურ მუშაობას, და ამავე დროს პერიოდულად ჩაერთვებიან საერთო ღონისძიებებში - იქნება ეს კურსდამთავრებულთა შეხვედრებზე დასწრება, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზება, თუ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობების შექმნა.
მოსალოდნელი შედეგები:
მოკლევადიანი შედეგი: უახლესი მულტიდისციპლინური სასერტიფიკატო პროგრამის შემუშავება, ცნობილი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა კურსის განხორციელებაში; პირველი ნაკადის მიღება და კურსდამთავრებულთა ჯგუფის შექმნა.
საშუალოვადიანი შედეგი: კურსის მონაწილეთა თემატური ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარება, რაც მათ საშუალებას მისცემს გამოიწვიონ დადებითი ცვლილებები მათ მომავალ საქმიანობაში.
გრძელვადიანი შედეგი: კურსის მონაწილეებმა წვლილი შეიტანონ პროგრესულ თანამოაზრეთა საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რომლის წევრებიც მოახდენენ კორუფციის პრევენციის კუთხით შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, კორუფციული აქტივობების გამოვლენასა და კრიტიკული საჯარო აზრის ჩამოყალიბებას იმ რეალურ შედეგებზე, რაც კორუფციას მოაქვს საზოგადოებისთვის.
დაგეგმილი ღონისძიებები
პროექტის ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია, შექმნას პროფესიონალთა და აქტივისტთა - კორუფციაზე მონადირეთა - საზოგადოება, რომელიც აქტიურად ჩაერთვება კორუფციის პრევენციაში, კორუფციის რისკის მართვაში და სისტემური კორუფციის შემთხვევების გამოვლენაში.
იხილეთ მეტი →
|
საერთაშორისო ანტიკორუფციული პლატფორმების გავლენის შესწავლა საქართველოსა და ევრაზიის რეგიონში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სახელმწიფო შესყიდვების წახალისებაში |
ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი |
2019-2020 |
$51,456.96 |
პროექტის სახელწოდება: საერთაშორისო ანტიკორუფციული პლატფორმების გავლენის შესწავლა საქართველოსა და ევრაზიის რეგიონში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სახელმწიფო შესყიდვების წახალისებაში დონორი ორგანიზაცია: ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI) მთლიანი საგრანტო თანხა: 51,456.96 აშშ დოლარი პროექტის ნომერი: OR2019-58650 შესრულების პერიოდი: 1 ივნისი, 2019 – 30 ნოემბერი, 2020
პროექტის აღერა და მიზანი
პროექტის მიზანია დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში საქართველოს მიღწევების შენარჩუნება კორუფციის მზარდ პრობლემასთან შეჭიდებით. განსაკუთრებული აქცენტით სახელმწიფო შესყიდვების სისტემაზე. ეროვნულ დონეზე ამ მიზნის მისაღწევად IDFI იმუშავებს ისეთი საერთაშორისო ანტიკორუფციული პლატფორმების ეფექტიანობის გაზრდაზე, როგორიცაა ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP), ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფი (GRECO) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი (OECD-ACN). IDFI ასევე დააკვირდება და შეაფასებს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას. გარდა ამისა, IDFI განაგრძობს სახელმწიფო შესყიდვებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა საერთაშორისო ქსელის გაფართოებას, რათა სამოქალაქო საზოგადობამ ერთიანი ძალისხმევით მიაწვდინოს ხმა ადგილობრივ თუ საერთაშორისო გადაწყვეტილების მიმღებებს.
ამოცანა 1 - კორუფციის წინააღმდეგ საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გაძლიერება სისტემური გაუმჯობესების გზების შემუშავებით. იმისათვის, რომ მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმამ არ დააზიანოს საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების მხრივ არსებული პრაქტიკული მიღწევები, IDFI გააანალიზებს შესყიდვების სისტემის მთავარ კორუფციულ ხარვეზებს და შეიმუშავებს პოლიტიკის დოკუმენტებს, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, რათა ჩამოაყალიბოს სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო პრაქტიკასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გზები.
მიზანი 2 - საქართველოში მოქმედი ყველა ძირითადი ანტიკორუფციული პლატფორმის ეფექტის გაძლიერება; განსაკუთრებული აქცენტით სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გაუმჯობესებაზე. IDFI შეეცდება გააძლიეროს ის დადებითი ეფექტი, რაც საერთაშორისო ანტიკორუფციულ პლატფორმებს აქვთ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, რათა შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა აიღონ და განახორციელონ მეტად ხელშესახები ანტიკორუფციული ვალდებულებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში კორუფციის აღმოფხვრის ვალდებულებებს.
ღონისძიებები
ამოცანა 1
- პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში კონკრეტული კორუფციული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
- საჯარო განხილვების მოწყობა ყოველ ასეთ პოლიტიკის დოკუმენტზე.
- სახელმწიფო შესყიდვების სფეროს რეფორმირების საქართველოს წარმატებული გამოცდილების გამოყენება ამ თემაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების საერთაშორისო ქსელის (TPPR) გასაძლიერებლად.
ამოცანა 2
- საქართველოს მიერ 2018-2019 წლების ღია მმართველობის (OGP) ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) ფარგლებში აღებული ანტიკორუფციული ვალდებულებების შესრულების ხარისხის შეფასება.
- საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ვალდებულებების შესრულების შეფასება.
- GRECO-ს რეკომენდაციებთან საქართველოს შესაბამისობის შეფასება.
- საქართველოს პროგრესის შეფასება OECD-ACN-ის რეკომენდაციების შესრულებაში და მონაწილეობის მიღება შეფასების ბოლო რაუნდში.
დაგეგმილი ღონისძიებები
პროექტის ბიუჯეტი
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში საქართველოს მიღწევების შენარჩუნება კორუფციის მზარდ პრობლემასთან შეჭიდებით.
იხილეთ მეტი →
|