გამჭვირვალობისა და ეთიკური სტანდარტების ხელშეწყობა ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებაში

პროექტები | დასრულებული პროექტები 1 ივლისი 2020

 

პროექტის დასახელება: გამჭვირვალობისა და ეთიკური სტანდარტების ხელშეწყობა ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებაში  
დონორი ორგანიზაცია: არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრი, Inc. (ICNL)
პროექტის საკონტრაქტო ნომერი: Netherlands.2020.IDFI.01
ბიუჯეტი: $19,999
პროექტის ხანგრძლივობა: 01 ივლისი, 2020 –31 დეკემბერი, 2020

 

კონტექსტი

 

ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი სახელმწიფო ადმინისტრაციის რეფორმას, გადაწყვეტილებების მიღების და სერვისების მიწოდების კუთხით. თუმცა, მისი გამოყენება დაკავშირებულია გარკვეულ გამოწვევებთან არასაკმარისი გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, მონაცემთა ზედამხედველობის მექანიზმების, სიზუსტის და სამართლიანობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო, რომელსაც არ აქვს საკმარისი ზედამხედველობის მექანიზმები სამართალდამცავი ორგანოების მიმართ და სადაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა კვლავ საეჭვოა, გადაწყვეტილების მიღებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შეიძლება მოხდეს პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფით.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული სახის ამომცნობი სისტემის გამოყენება საჭიროებს შესწავლას და შეფასებას. სისტემის ექსპლუატაცია დაიწყო 2017 წლის ივნისში, და მუშაობს 400 CCTV სათვალთვალო კამერის მეშვეობით, რომლებიც დამონტაჟებულია საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქ თბილისში. გარდა ამისა, თბილისის მერია განიხილავს თბილისის მეტროს სისტემაში სახის ამომცნობი ბიომეტრიული  კამერების დანერგვას და ამ ტექნოლოგიის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში გამოყენებას. ამრიგად, მნიშვნელოვანია ამ საკითხის სიღრმისეული გამოკვლევა, კერძოდ, საქართველოს საჯარო უწყებების მიერ სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენების, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. გარდა ამისა, აუცილებელია სამთავრობო ინსტიტუტების წარმომადგენლების, ფართო საზოგადოების და სხვა დაინტერესებულ მხარეების ცნობიერების ამაღლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენების და მისი შედეგების შესახებ. რაც მთავარია, საკითხის სიახლიდან გამომდინარე, აუცილებელია მათი ინფორმირება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული ეთიკის და გამჭვირვალობის სტანდარტების შესახებ. ასევე, IDFI მიიჩნევს, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ამ მხრივ შესაძლებლობების გაძლიერება და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობის მხარდაჭერა.

 

პროექტის მიზნები

 

ამ პროექტის საშუალებით, IDFI მიზნად ისახავს, საჯარო უწყებების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხებში მეტი გამჭვირვალობისა და ეთიკური სტანდარტების შემუშავების და დანერგვის ხელშეწყობას.

 

ამ მიზნით, IDFI:

 

  - შეისწავლის და დაადგენს ძირითად გამოწვევებს საჯარო უწყებების მიერ ხელოვნური ინტელექტის/სახის ამომცნობი სისტემების გამოყენების თვალსაზრისით (შინაგან საქმეთა სამინისტროზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით);

 

  - ხელს შეუწყობს საჯარო უწყებების მიერ ხელოვნური ინტელექტის/სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებში მეტი გამჭვირვალობისა და ეთიკური სტანდარტების შემუშავებას და დანერგვას.

 

  - ხელს შეუწყობს ამ საკითხის საჯარო განხილვას;

 

  - იმუშავებს ამ საკითხის შესახებ ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ცნობიერების ამაღლებაზე.

 

პროექტის აქტივობები

 

აღნიშნული მიზნების მისაღწევად, IDFI განახორციელებს შემდეგ აქტივობებს:

 

1) საწყისი სამუშაო შეხვედრა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან, რომლებიც იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

2) მეთოდოლოგიის განახლება, ინფორმაციის მოთხოვნების გაგზავნა და (საჭიროების შემთხვევაში) ინტერვიუების ჩატარება.

 

3) საქართველოს საჯარო უწყებების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კვლევა - შეგროვებული მონაცემების საფუძველზე, IDFI მოამზადებს კვლევას საჯარო უწყებების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ, რამდენად იცავენ ისინი ეთიკის და გამჭვირვალობის სტანდარტებს და არსებობს თუ არა ამ პროცესში ანგარიშვალდებულების რაიმე მექანიზმი.

 

4) პოლიტიკის რეკომენდაციების და ეთიკის და გამჭვირვალობის სტანდარტების შემუშავება - გამოვლენილი გამოწვევების საფუძველზე, IDFI შეიმუშავებს პოლიტიკის რეკომენდაციებს, ამ მიმართულებით საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით.

 

5) შემდგომი სამუშაო შეხვედრა - ძირითადი დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავების შემდგომ, IDFI ჩაატარებს მეორე სამუშაო შეხვედრას ყველა შესაბამისი საჯარო უწყების წარმომადგენლებთან.

 

6) დასკვნითი კონფერენცია - სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ, IDFI დაასრულებს კვლევასა და რეკომენდაციებს. მომზადების შემდეგ, დოკუმენტები ითარგმნება და დაიბეჭდება.

 

7) ტრენინგის ჩატარება შესაბამისი საჯარო უწყებებისთვის, რომლებიც იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს - IDFI ჩაატარებს პრაქტიკულ ტრენინგს, საჯარო უწყებების წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ხელოვნური ინტელექტის, სახის ამომცნობი და ავტომატური გადაწყვეტილების მიმღები სისტემების გამოყენების ეთიკის და გამჭვირვალობის სტანდარტების შესახებ.

 

8) საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლება - საჯარო მოხელეებზე მორგებული ტრენინგის გარდა, IDFI მოამზადებს ინფორმაციულ ბროშურას ფართო საზოგადოებისთვის, რათა მოხდეს მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

 

დაგეგმილი ღონისძიებები და ბიუჯეტი 

 

ხელშეკრულება

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024