PTF-IDFI-ის პარტნიორობა აზიის განვითარების ბანკის საქმიანობაში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გასაძლიერებლად |
აზიის განვითარების ბანკი (ADB) |
2017-2017 |
$13,500 |
პროექტისსახელწოდება:PTF-IDFI-ის პარტნიორობა აზიის განვითარების ბანკის საქმიანობაში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გასაძლიერებლად
დონორი ორგანიზაცია: პროექტი ხორციელდება ფონდ პარტნიორობა გამჭვირვალობისთვის (PTF) მხარდაჭერით, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური დახმარებით
გრანტის ოდენობა: 13,500აშშ დოლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 17 ივლისი 2017 - 30 აგვისტო 2017
პროექტის აღწერა და მიზანი
აზიის განვითარების ბანკს სურს მის ოპერაციებში არასამთავრობო ორგანიზაციების ეფექტიანი ჩართულობის უზრუნველყოფა, რისთვისაც აპირებს არასამთავრობო სექტორსა და ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების განმახორციელებელ სამთავრობო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებას. მიზნის მისაღწევად, ADB თანამშრომლობს PTF-თან, რომელიც IDFI-სთან ერთად, ანალიტიკურ-კვლევითი საქმიანობის ფარგლებში მოამზადებს ნიადაგს ADB-ის ოპერაციებში არასამთავრობო სექტორის ჩართულობის გაუმჯობესებისთვის.
IDFI და PTF ფაქტების დამდგენი საქმიანობის ფარგლებში:
- შეაფასებენ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის ზოგად გარემოს (სამართლებრივი გარანტიები და პრაქტიკა);
- შეაფასებენ ADB-ის მიერ დაფინანსებულ მიმდინარე პროექტებში არსამთავრობო სექტორის ჩართულობის ხარისხს;
- ADB-ის შეთავაზებენ ბანკის ახალ ოპერაციებში (2017-2019 წწ.) არასამთავრობო სექტორის ჩართულობის გაუმჯობესების 2 წლიან გეგმას.
აქტივობის განრიგი
ბიუჯეტი
საგრანტო ხელშეკრულება
|
ამ ინიციატივის მთავარი მიზანია შეაფასოს არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის ხარისხი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებში.
იხილეთ მეტი →
|
ბიუროკრატიული სისტემის გამოწვევები საჯარო მმართველობის რეფორმის კონტექსტში |
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მმართველობის რეფორმის ფონდი (GRF), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის ფინანსური დახმარებით |
2017 |
$10,400 |
პროექტის სახელწოდება: ბიუროკრატიული სისტემის გამოწვევები საჯარო მმართველობის რეფორმის კონტექსტში
დონორი ორგანიზაცია: პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) მხარდაჭერით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის ფინანსური დახმარებით.
გრანტის ოდენობა: 10,400 აშშ დოლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 9 მარტი 2017 – 8 აგვისტო 2017
პროექტის აღწერა და მიზანი
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა რაოდენობა და საჯარო სექტორის ადმინისტრაციული ხარჯები ყოველწლიურად იზრდება.
ბოლო წლებში, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირების ფონზე, საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს საჯარო სექტორის ბიუროკრატიული აპარატის განვითარების პერსპექტივები. საჯარო მართველობის მიმდინარე რეფორმის ფონზე, ბიუროკრატიული აპარატის მართვისა და განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმაც, რომლის მიხედვითაც 2017 წელს ბიუროკრატიული ხარჯების 10%-ით შემცირება იგეგმება.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება პოლიტიკის დოკუმენტი, რომლის მიზანიც იქნება, 2011-2016 წლებში სახელმწიფო ბიუროკრატიის და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ხარჯების ტენდენციების შესწავლა და ამ სფეროში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების დაფიქსირება.
პოლიტიკის დოკუმენტში საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით საქართველოს მთავრობისთვის და ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციები, რომელიც ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული ხარჯების რაციონალურ განკარგვას და საკადრო უზრუნველყოფის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებას.
სამიზნე აუდიტორია
კვლევის ფარგლებში საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავებული რეკომენდაციების პირდაპირი ბენეფიციარები იქნებიან საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები.
ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციული ხარჯების მხრივ არსებული პრობლემების დაფიქსირების შემდეგ, პოლიტიკის დოკუმენტი წარმოადგენს რეკომენდაციებს, თუ როგორ შეუძლია მთავრობას, გააუმჯობესოს დასაქმების, ანაზღაურების და რესურსების მართვის სისტემები და გახადოს ისინი უფრო ეფექტიანი, რაციონალური და გამჭვირვალე.
აქტივობათა განრიგი
ბიუჯეტი
/public/upload/IDFI_Photos_2017/burocracy_in_georgia_2011_2016_policy_document_idfi/Audit_Report.pdf
საგრანტო ხელშეკრულება
|
შეიქმნება პოლიტიკის დოკუმენტი, რომლის მიზანიც იქნება, 2011-2016 წლებში სახელმწიფო ბიუროკრატიის და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ხარჯების ტენდენციების შესწავლა და ამ სფეროში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების დაფიქსირება.
იხილეთ მეტი →
|
საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის ხელშეწყობის პროექტი |
ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო |
2017–2018 |
$32,450 |
პროექტის სახელწოდება: საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის ხელშეწყობის პროექტი
დონორი ორგანიზაცია: პროექტი ხორციელდება ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველო”ფინანსური დახმარებით
პროექტის ნომერი: HR/01/17-20482
გრანტის ოდენობა: 32,450 აშშ დოლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 9 მარტი 2017 – 31 მარტი 2018
პროექტის აღწერა და მიზანი
ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მნიშვნელოვნად გაიზარდა მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერსის სფეროში შემავალი საქმეების (ე.წ. გახმაურებული საქმეები) რაოდენობა, რამაც გამოიწვია საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მიმართ ინტერესის მკვეთრი ზრდა და სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერება. 2016 წლის 3 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც უარყოფითად შეფასდა არაერთი ორგანიზაციის მიერ და გასაჩივრებულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილის არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მნიშვნელოვან შეამცირა საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტურობა და შექმნა კონსტიტუციური მართლმსაჯულების პარალიზების საფრთხე.
საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მომწესრიგებელი კანონმდებლობის, შიდა სამართლებრივი აქტების ბუნდოვანებამ თუ კონკრეტული ურთიერთობის არაჯეროვანმა მოწესრიგებამ, ამასთან საკონსტიტუციო სასამართლოსა და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობამ, შესაძლებლობა მისცა პოლიტიკური პროცესების მონაწილე პირებს კონსტიტუციური მართლმსაჯულება გადაეყვანათ პოლიტიკურ სივრცეში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პროექტის მიზანია საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმის ინიცირება და მხარდაჭერა, საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის გამჭვირვალობის, ეფექტურობისა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობა, მის მიმართ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა და ამავდროულად მისი საქმიანობის შეფასება.
სამიზნე აუდიტორია
კვლევის ფარგლებში შემუშავებული საკანონმდებლო წინადადებების პროექტი გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შეფასების შედეგად მიღებული რეკომენდაციები ასევე მიმართული იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შემდგომი დახვეწისთვის. ამავდროულად, კვლევის შედეგებზე და მიღებულ რეკომენდაციებზე ინფორმაცია მიეწოდებათ დაინტერესებულ პროფესიულ წრეებს და ფართო საზოგადოებას სასამართლოს მიმართ ინფორმაციულობის დონის გაზრდისთვის.
აქტივობის განრიგი
პროექტის ბიუჯეტი
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმის ინიცირება და მხარდაჭერა, საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის გამჭვირვალობის, ეფექტურობისა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობა, მის მიმართ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა და ამავდროულად მისი საქმიანობის შეფასება.
იხილეთ მეტი →
|
საზოგადოების გაძლიერება კარგი მმართველობის ხელშეწყობისთვის |
ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო |
2017 - 2018 |
€49,670 |
პროექტის სახელწოდება: საზოგადოების გაძლიერება კარგი მართველობის ხელშეწყობისთვის
პროექტის დაფინანსება: ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
პროექტის ნომერი: 21650161
პროექტის ბიუჯეტი: 49,670 ევრო
პროექტის ხანგრძლივობა: 1 მარტი, 2017 – 31 მაისი, 2018
პარტნიორი ორგანიზაციები: KohoVolit.eu (ჩეხეთი და სლოვაკეთი), K-Monitor Public Benefit Association (უნგრეთი), Stanczyk Institute of Civic Thought Foundation (პოლონეთი)
პროექტის კონტექსტი (არსებული სიტუაციის ანალიზი)
წინა წლებში მიღწეული გარკვეული წარმატების მიუხედავად, კარგი მართველობის სტანდარტები, ღია მონაცემები და მთავრობის ანგარიშვალდებულება საქართველოსთვის კვლავაც გამოწვევად რჩება. სამთავრობო პორტალ - data.gov.ge-ზე ხელმისაწვდომი ღია მონაცემები არ ემთხვევა საჯარო დაწესებულებებში რეალურად დაცულ ღია მონაცემებს. არსებული მონაცემები კი სათანადოდ არ გამოიყენება მობილური აპლიკაციებისთვის, სამოქალაქო მონიტორინგისთვის, მონაცემთა ვიზუალიზაციისთვის, ცნობიერების ასამაღლებლად, სტატიების დასაწერად, სერვისების მისაწოდებლად და ა.შ. ჟურნალისტებსა და აქტივისტებს, ისევე როგორც ფართო საზოგადოებას, ღია მონაცემების გამოყენებისთვის საჭირო უნარები და გამოცდილება არ აქვთ. გარდა ამისა, უმეტეს შემთხვევებში, საჯარო ინფორმაცია ავტომატურად დამუშავებად ფორმატში ნაცვლად მოწოდებულია ქაღალდის დოკუმენტის ან დასკანერებულ ფორმატში. ეს კი ხელს უშლის საზოგადოებას, შეასრულოს მთავრობის კონტროლის ფუნქცია.
პროექტის მიზნები
პროექტის მთავარი მიზანი
მთავრობის ეფექტური მონიტორინგისა და კონტროლისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და საქართველოს მთავრობის ღიაობისა და ანგარიშვალდებულების დონის გაზრდა.
პროექტის კონკრეტული მიზნები
- სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებში მთავრობის საქმიანობის/დანახარჯების შესახებ ღია მონაცემებისა და მონაცემთა ვიზუალიზაციის გამოყენების წახალისება ასობით მონაცემთა ბაზის შემცველი ინტერაქტიული პლატფორმის დანერგვის გზით;
- მთავრობის მაკონტროლებელ საქმიანობაში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს (ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, აქტივისტები, სტუდენტები და ა.შ.) შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება;
- საქართველოში ღია მონაცემების პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტების გაზრდა ევროპის ქვეყნების პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების გზით.
სამიზნე ჯგუფები:
- ჟურნალისტები, აქტივისტები, ბლოგერები, სტუდენტები;
- სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები;
- მთავრობის წარმომადგენლები და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირები (FOI ოფიცსრები).
შედეგები: ღონისძიებები/პროდუქრები
1. საქართველოს საჯარო დაწესებულებებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და მიღება;
2. პლატფორმის შექმნა;
3. მონაცემთა ბაზების შექმნა და გამოქვეყნება;
4. ვიშეგრადის ქვეყნებიდან პარტნიორებთან კონსულტაცია მონაცემთა ვიზუალიზაციის საკითხზე;
5. პლატფორმის შესახებ ვიდეოს შექმნა;
6. მონაცემთა ვიზუალიზაციები;
7. პუბლიკაციის მომზადება;
8. პლატფორმის პრეზენტაცია;
9. ესეების კონკურსი;
10. საბოლოო პრეზენტაცია.
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მთავარი მიზანია მთავრობის ეფექტური მონიტორინგისა და კონტროლისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და საქართველოს მთავრობის ღიაობისა და ანგარიშვალდებულების დონის გაზრდა.
იხილეთ მეტი →
|
ინტერნეტის თავისუფლების სამართლებრივი გარანტიების გაუმჯობესება საქართველოში |
ამერიკის იურისტთა ასოციაცია (მისი სამართლიანობისა და განათლების ფონდის დახმარებით) |
2017 |
$11,649 |
პროექტის სახელწოდება: ინტერნეტის თავისუფლების სამართლებრივი გარანტიების გაუმჯობესება საქართველოში
პროექტის დაფინანსება: ამერიკის იურისტთა ასოციაცია (მისი სამართლიანობისა და განათლების ფონდის დახმარებით)
პროექტის ნომერი: S-LMAQM-16-GR-1095
პროექტის ბიუჯეტი: 11, 649 აშშ დოლარი
პროექტის ხანგრძლივობა:1 მარტი, 2017 – 31 ივლისი, 2017
პროექტის მიზნები და ამოცანები
პროექტის საბოლოო მიზანია სამართლებრივ დონეზე უსაფრთხოების გარანტიებისა და ინტერნეტის თავისუფლების უზრუნველყოფა და გაძლიერება საქართველოში.
მიზნის მისაღწევად, პროექტის მთავარი ამოცანებია:
• ონლაინ კონტენტის დაბლოკვის, გაფილტვრისა და მოხსნის შესახებ საზოგადოებაში საჯარო დისკუსიების წახალისება;
• ონლაინ კონტენტის დაბლოკვის, გაფილტვრისა და მოხსნის თემებზე დაინტერესებულ მხართა შორის დიალოგის ხელშეწყობა;
• საქართველოში ინტერნეტის შეზღუდვის სფეროში მთავარი გამოწვევებისა და შესაბამისი პრობლემების გამოვლენა;
• ინტერნეტის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების შესწავლა და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებისთვის შესაბამისი ასპექტების გაზიარება;
• კანონპროექტის შემუშავება ინტერნეტის თავისუფლებაზე, მათ შორის ონლაინ კონტენტის სამართლებრივ შეზღუდვაზე.
ბენეფიციარები/სამიზნე ჯგუფი
პროექტის მთავარი სამიზნე ჯგუფებია: სამოქალაქო საზოგადოება, მედია, კერძო სექტორი, საჯარო დაწესებულებები, ასევე, მთლიანად საზოგადოება. პროექტის გუნდი სამუშაო შეხვედრებს გეგმავს შემდეგი დაინტერესებული მხარეებისთვის:
• სამთავრობო დაწესებულებები;
• მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები;
• კერძო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის, ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლები.
პროექტის ძირითადი საქმიანობები:
1) სამუშაო შეხვედრები
დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად, პროექტის გუნდი უკანონო კონტენტის დაბლოკვის, გაფილტვრისა და მოხსნის შესახებ საჯარო დისკუსიების წახალისებას გეგმავს. ამისთვის, დაინტერესებული მხარეების (მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, მთავრობა, კერძო სექტორი და აკადემიური წრეების წარმომადგენლები) მონაწილეობით, სულ მცირე, სამი სამუშაო შეხვედრა ჩატარდება.
დაგეგმილი შეხვედრების მთავარი ამოცანა, ერთი მხრივ, ქვეყნისთვის პროექტის თემის მნიშვნელობისა და აქტუალობის წარმოჩენა, ხოლო, მეორე მხრივ, კანონპროექტის ინიცირებამდე დაინტერესებულ მხარეთა პოზიციების გათვალისწინებაა. საერთო ჯამში, სამუშაო შეხვედრები ხელს შეუწყობს დაინტერესებულ მხარეთა შორის დიალოგს და საზოგადოების ფართო სეგმენტის ინტერესებისა და შეხედულებების გათვალისწინებით სათანადო სამართლებრივი წინადადებების შემუშავების პროცესის გაუმჯობესების წინაპირობა იქნება.
2) კვლევა და კანონპროექტის შემუშავება
პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა საქართველოში არსებული ინტერნეტ რეგულაციის პრაქტიკული და სრულყოფილი სამართლებრივი ანალიზის მომზადება და ამ საკითხზე საერთაშორისო სტანდარტების შესწავლაა. მთავარი აქცენტი უკანონო კონტენტის გაფილტვრაზე, დაბლოკვაზე, მოხსნასა და ამ პროცესში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა როლზე იქნება.
ქვეყანაში ინტერნეტის თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით, კვლევაზე დაყრდნობით, მთავრობისთვის შემუშავდება რეკომენდაციების პაკეტი. აუცილებელია ინტერნეტ თავისუფლების ერთიანი კანონის მიღება, რადგან ამჟამად ინტერნეტ რეგულაციები სხვადასხვა სამართლებრივ აქტებში ქაოტურადაა მოცემული. ამიტომაც, პროექტის გუნდი საკითხის მოსაწესრიგებლად კანონპროექტის შემუშავებას გეგმავს.
შემოთავაზებულ წინადადებაში განხილული იქნება შემთხვევები, როდესაც კონკრეტული ონლაინ კონტენტის გაფილტვრა, დაბლოკვა და მოხსნა იქნება ნებადართულის.
არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ სახელმწიფო ინსტიტუტების უფლებების/ძალაუფლებისა და ვალდებულებების ნათელი და არაორაზროვანი გამიჯვნა, რომლებსაც ინტერნეტ თავისუფლებების საკითხები ეხებათ, მაგალითად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, საქართველოს პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და ა.შ. უკანონო კონტენტის გაფილტვრის, დაბლოკვისა და მოხსნის პროცესში ზუსტად უნდა განისაზღვროს სასამართლოს როლიც. ასევე, სამართლებრივად დაცული და ცხადი უნდა იყოს ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელთა უფლებები და მოვალეობები.
3) კანონპროექტის საზოგადოებისთვის გაცნობა
კანონპროექტზე საჯარო კონსესუსის მისაღწევად პროექტის გუნდი მჭიდროდ ითანამშრომლებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. კანონპროექტი დაეგზავნება IDFI-ის პარტნიორებს მედიიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და აკადემიური დაწესებულებებიდან. ინფორმაცია ასევე მიეწოდება მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, მათ შორის, სამუშაო შეხვედრების მონაწილეებს. პროექტის განმავლობაში შემუშავებული კვლევა და რეკომენდაციები იქნება საჯარო და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება საკუთარი აზრის გამოთქმა. IDFI, კომუნიკაციის სხვადასხვა გზების დახმარებით, დაინტერესებული მხარეებისგან მიიღებს შეფასებას და საბოლოო შესწორებებს შეიტანს კანონპროექტში.
4) კანონპროექტის მთავრობისთვის წარდგენა
საბოლოოდ, კანონპროექტის საბოლოო ვერსია წარედგინება შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებს, რათა შემდეგში კანონის ინიცირება საქართველოს პარლამენტში მოხდეს.
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის საბოლოო მიზანია სამართლებრივ დონეზე უსაფრთხოების გარანტიებისა და ინტერნეტის თავისუფლების უზრუნველყოფა და გაძლიერება საქართველოში.
იხილეთ მეტი →
|
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მხარდაჭერა საქართველოში |
გაეროს განვითარების პროგრამა – მმართველობის რეფორმის ფონდი / შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო |
2016 – 2018 |
$140,700 |
პროექტისსახელწოდება: გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესრულების მხარდაჭერა საქართველოში
დონორიორგანიზაცია: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) – მმართველობის რეფორმის ფონდი (Governance Reform Fund); SIDA -შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო
პროექტისნომერი: 00060981
საგრანტო თანხა: $140,700
პროექტისხანგრძლივობა: 1 დეკემბერი 2016 – 31 ივლისი 2018
პრობლემის აღწერა
საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც 2015 წელს მხარი დაუჭირა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დამტკიცებას და დაიწყო მათი დანერგვა ადგილობრივი პოლიტიკის დღის წესრიგში. მდგრადი განვითარების მიზნების კოორდინაციაზე და მონიტორინგზე პასუხისმგებელ უწყებად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განისაზღვრა.
მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) კოორდინაციასთან დაკავშირებული პროცესების გაუმჯობესებისთვის საქართველოს მთავრობა გეგმავს ინსტიტუციური საკოორდინაციო მექანიზმის შექმნას, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან, როგორც საჯარო დაწესებულებები, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამასთანავე, საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება, განეხორციელებინა მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ნებაყოფლობითი ეროვნული შეფასება (Voluntary National Review). საქართველოს მთავრობამ ნებაყოფლობითი შეფასების პირველი ანგარიში 2016 წლის სექტემბერში, მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე (HLPF) წარადგინა. ანგარიშში მოცემულია ის თავდაპირველი ძალისხმევა, რომელიც საქართველომ მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG) დაკავშირებით გაწია. მიუხედავად ამ პროგრესისა, ეს ანგარიში არ შეიცავს კონკრეტულ მონაცემებს თითოეული მიზნის ამოცანების და ინდიკატორების შესრულებასთან დაკავშირებით.
მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დღის წესრიგის შესრულებაში საქართველოს მოწინავე როლის მიუხედავად, არსებობს გამოწვევები, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად. ამჟამად, მთავრობის ადმინისტრაციას არ გააჩნია ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესრულების ეფექტურ მონიტორინგს ეროვნულ დონეზე. ამასთანავე, ნებაყოფლობითი თვითშეფასება ხორციელდება ინფორმაციის მექანიკური დამუშავებით და ჯერჯერობით არ არის შემუშავებული მონიტორინგის ისეთი ინოვაციური მეთოდოლოგია, რომელიც დაფარავდა და გაზომავდა ყველა მიზანს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესახებ არსებული საზოგადოებრივი ცნობიერების დონე. ცნობიერების დაბალი დონე ხელს უშლის ამ პროცესში საზოგადოებრივი ჩართულობის ზრდას და ამ ფორმით საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას. საზოგადოებასთან ერთად, მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით, ცნობიერება ასევე დაბალია საჯარო დაწესებულებებში, კერძო სექტორში, აკადემიურ წრეებში და ახალგაზრდობაში. მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით ხელსაყრელი გარემოს შექმნა და მათი ზედამხედველობის პროცესში საზოგადოების უფრო აქტიური ჩართვა. გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არ არიან სათანადოდ ჩართული მდგრადი განვითარების დღის წესრიგით განსაზღვრული მიზნების შესრულებაში.
პროექტის მიზანი
პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მხარდაჭერა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტური მონიტორინგის სისტემის შექმნაში და მათ შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.
პროექტი მიზნად ისახავს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით გაეროს მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის მონიტორინგის პილოტური სისტემის შექმნას, რომლის წარმატებით დანერგვის შემდეგაც, მონიტორინგის სისტემა გავრცელდება მდგრადი განვითარების სხვა მიზნებზეც.
პროექტის ფარგლებში, IDFI-ის ერთ-ერთი მიზანია გაეროს მდგრადი განვითარების გეგმების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. ცნობიერების ამაღლების კამპანია მოიცავს, როგორც მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების გლობალურ პროცესებს, ისე საქართველოს კონტექსტს და ადგილობრივ დონეზე არსებულ ღონისძიებებს. ამ კომპონენტის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო დისკუსიების, ლექციების, ტრეინინგების და საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება.
პროექტის მესამე კომპონენტი მოიცავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის და შესაბამისი საჯარო დაწესებულებების მხარდაჭერას მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კოორდინაციის პროცესში. ეს მოიცავს ინსტიტუციური მექანიზმის გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების მომზადებას და ჩართულობის უზრუნველყოფას.
პროექტის ამოცანები
პროექტის ძირითადი ამოცანებია:
- ელექტრონული მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმის შექმნა, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ეფექტური უწყებათაშორისი კოორდინაციისთვის და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესრულების მონიტორინგისთვის გამოიყენებს;
- გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესრულების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ადგილობრივი, რეგიონული, გლობალური ცოდნის მიმოცვლის ხელშეწყობა;
- ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პრინციპებზე დაყრდნობით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მხარდაჭერა მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმების გასაუმჯობესებლად.
მოსალოდნელი შედეგები
- ელექტრონული მონიტორინგის სისტემა შექმნილია გაეროს მდგრადი განვითარების მე-16 მიზნისთვის და მომავალში მდგრადი განვითარების ყველა მიზნისთვის;
- პილოტური მონიტორინგის ანგარიში მომზადებულია მდგრადი განვითარების მე-16 მიზნისთვის;
- გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესახებ ამაღლებულია მოსახლეობის, სამოქალაქო საზოგადოების, საჯარო მოხელეების, მედიის და ახალგაზრდობის ცნობიერება;
- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაძლებლობები განვითარებულია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ეფექტური კოორდინაციისთვის.
დაგეგმილი ღონისძიებები
ბიუჯეტი
/public/upload/IDFI_Photos_2018/sdg_georgia/sdg_audit_report.pdf
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მხარდაჭერა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტური მონიტორინგის სისტემის შექმნაში და მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.
იხილეთ მეტი →
|
ელექტრონული მმართველობის ახალი ინიციატივები საქართველოში ღია მმართველობის პარტნიორობის ვალდებულებების შესასრულებლად |
Tetra Tech ARD/USAID-ის პროგრამა |
2016 - 2018 |
$72,685 |
პროექტის სახელწოდება: ელექტრონული მმართველობის ახალი ინიციატივები საქართველოში ღია მმართველობის პარტნიორობის ვალდებულებების შესასრულებლად
დონორი ორგანიზაცია: Tetra Tech ARD/USAID-ის პროგრამა "კარგი მმართველობის ინიციატივა საქართველოში", ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
დაფინანსების ოდენობა: 72,685 აშშ დოლარი (USAID - 65,935 აშშ დოლარი; ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - 6,750 აშშ დოლარი)
პროექტის ხანგრძლივობა: 12 დეკემბერი 2016 - 30 აპრილი 2018
პარტნიორი ორგანიზაცია: ელექტრონული მმართველობის აკადემია (ესტონეთი)
პრობლემა
საქართველოს საჯარო დაწესებულებებში გამოწვევად რჩება ელექტრონული მმართველობის ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვა, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. მიუხედავად ამისა, საჯარო დაწესებულებების უმეტესობას გააჩნია სურვილი და პოლიტიკური ნება, გამოიყენონ ინოვაციები საჯარო ადმინისტრირების პროცესში. საქართველოს საჯარო დაწესებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ინოვაციების ძირითადი მამოძრავებელია ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP). უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და საჯარო დაწესებულებებმა ერთობლივი მუშაობით არაერთი წარმატებული პროექტი და ინიციატივა წამოიწყეს. ღია მმართველობის 2014-2015 და 2016-2017 ეროვნული სამოქმედო გეგმები ამ თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.
ამჟამად, საჯარო დაწესებულებებისა და მუნიციპალიტეტების OGP-ში ჩართულობასთან დაკავშირებით რამდენიმე გამოწვევა არსებობს. კერძოდ, მნიშვნელოვანი ხარვეზებია მათ მიერ ელექტრონული სამოქალაქო ჩართულობისა და გამჭვირვალობის ახალი ინსტრუმენტების გამოყენებაში. მუნიციპალიტეტების OGP-ში ჩართვა და ღია მმართველობის პრინციპების მუნიციპალიტეტებში დანერგვა კვლავ გამოწვევად რჩება. სიტუაციის კვლევამ აჩვენა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ხშირად არ გააჩნიათ მოქალაქეებთან გამჭვირვალე და ეფექტიანი ურთიერთობისთვის საჭირო უნარები და ტექნიკური შესაძლებლობები. სამოქალაქო ჩართულობასა და ელექტრონულ მმართველობასთან დაკავშირებით პრობლემა რამდენიმე ცენტრალურ საჯარო დაწესებულებასაც აღმოაჩნდა. საჯარო დაწესებულებების პრაქტიკა აჩვენებს, რომ ელექტრონული ჩართულობის არსებული მექანიზმები არაეფექტურია.
ელექტრონულ მმართველობასთან დაკავშირებით ძირითადი გამოწვევებია:
- ცნობიერების ნაკლებობა კარგი, ინოვაციური და ჩართულობაზე ორიენტირებული მმართველობის პრინციპების შესახებ და ამ პრინციპების პრაქტიკაში განხორციელების შეუძლებლობა;
- მოქალაქეების პოლიტიკის დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესებში ჩართვის, და საჯარო ინფორმაციის ეფექტურად გამოქვეყნების არასაკმარისი ცოდნა და გამოცდილება;
- პოლიტიკური და ადმინისტრაციული პროცესების არასაკმარისი გამჭვირვალობა, რითაც იზღუდება სამოქალაქო ჩართულობა საჯარო პოლიტიკაში;
- ელექტრონული საჯარო სერვისების შესახებ ცნობიერების დაბალი დონე და მათი გამოყენების ნაკლებობა.
მიზნები
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს 3 საპილოტე მუნიციპალიტეტსა და 2 სამინისტროს მოქალაქეთა ჩართულობის ეფექტური ელექტრონული ინსტრუმენტების დანერგვაში. პროექტის ფარგლებში დახმარება გაეწევათ ბათუმის, ახალციხისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებს ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვაში და მათი შესაძლებლობების ამაღლებაში მოქალაქეთა ჩართულობის, მონაწილეობითი ბიუჯეტირებისა და ელექტრონული მომსახურების მიმართულებით. ამ მუნიციპალიტეტებს კონკრეტული ვალდებულებები აქვთ აღებული ღია მმართველობის 2016-2017 ეროვნულ სამოქმედო გეგმაში; პროექტი მიზნად ისახავს მათ დახმარებას სხვადასხვა გზებით.
გარდა ამისა, პროექტი დაეხმარება 2 სამინისტროს, გააუმჯობესოს ელექტრონული მმართველობის 2 არსებული ინსტრუმენტი, რომლებიც მიზნად ისახავს მოქალაქეთა ჩართულობისა და მათთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას კონკრეტულ სახელმწიფო სერვისებთან დაკავშირებით.
მოქმედებები
პროექტის ფარგლებში IDFI და ელექტრონული მმართველობის აკადემია, ახალციხის, ბათუმისა და ქუთაისის საკრებულოებთან და საქართველოს ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობით, განახორციელებენ შემდეგ მოქმედებებს:
1. შეიქმნება ახალი ელექტრონული სისტემა, რომლის საშუალებითაც ახალციხეში, ქუთაისსა და ბათუმში ხელი შეეწყობა მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სისტემის მთავარი მიზანია, დააჩქაროს მოქალაქეებთან კომუნიკაცია, გაზარდოს გამჭვირვალობა, და გააუმჯობესოს გადაწყვეტილების მიღებისა და მომსახურების მიწოდების პროცესები.
2. შემუშავდება მონაწილეობითი ბიუჯეტირების მექანიზმები (პროცედურები, საშუალებები) ქუთაისის, ბათუმისა და ახალციხის ბიუჯეტებისთვის. მოქმედების მიზანია ადგილობრივი ბიუჯეტის ეფექტური შემუშავება, საბიუჯეტო პროცესების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ბიუჯეტის განხილვის პროცესში სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმების გაუმჯობესება.
3. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთვის მომზადდება პაციენტის პორტალის გაუმჯობესების კონცეფცია (საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის ჩათვლით) და შესაბამისი ტექნიკური დავალება.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის მომზადდება მონაწილეობითი ბიუჯეტირების ონლაინ პლატფორმის გასაუმჯობესებელი კონცეფცია და ტექნიკური დავალება.
5. ახალციხის, ბათუმისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვის შეიქმნება ახალი ვებგვერდები ელექტრონული გამჭვირვალობისა და მონაწილეობის გასაუმჯობესებლად.
მოსალოდნელი შედეგები
პროექტის განხორციელების შედეგად:
- გაუმჯობესდება ქუთაისის, ბათუმისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობა, კარგი მმართველობის პრაქტიკა და ელექტრონული კომუნიკაცია მოქალაქეებთან;
- ქუთაისში, ბათუმსა და ახალციხეში გაიზრდება სამოქალაქო ჩართულობა პოლიტიკის შემუშავებისა და ბიუჯეტირების პროცესებში;
- ორი სამინისტრო (ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროები) შეძლებს გამოიყენოს ელექტრონული მმართველობის ხერხები, რათა გაზარდოს გამჭვირვალობა და მოქალაქეთა ჩართულობა მის საქმიანობაში;
დაგეგმილი აქტივობები
ბიუჯეტი
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს 3 საპილოტე მუნიციპალიტეტსა და 2 სამინისტროს მოქალაქეთა ჩართულობის ეფექტური ელექტრონული ინსტრუმენტების დანერგვაში.
იხილეთ მეტი →
|
საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში |
გაეროს განვითარების პროგრამა |
2016-2018 |
$266,195 |
პროექტის სახელწოდება: საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში
დონორი ორგანიზაცია: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში
პროექტის ნომერი: 00101142
ქვეყანა: საქართველო
საგრანტო თანხა: 266,195.00 აშშ დოლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 1 სექტემბერი 2016 - 28 დეკემბერი 2018
პრობლემის აღწერა (სიტუაციის ანალიზი)
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში - „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ - UNDP მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის ჩართულობას „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ (OGP) საკანონმდებლო ღიაობის სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შემუშავებისა და განხორციელების მეშვეობით. UNDP-ის ეს გადაწყვეტილება ინოვაციური მიდგომის ნაწილია, რადგან OGP-ის ინიციატივაში მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ რამდენიმე პარლამენტებია ჩართული. პროექტს უშუალოდ ახორციელებს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) - საქართველოში წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია OGP-ის საკითხებში.
ევროკავშირის / UNDP-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, 2014 წლის დეკემბერში, IDFI-მ დაიწყო მუშაობა საქართველოს პარლამენტთან OGP-ის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. წელიწადზე ნაკლებ დროში თვალსაჩინო პროგრესი იქნა მიღწეული. სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს პარლამენტმა შექმნა „ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო“ (შემდგომში - „საბჭო“) - პარლამენტის მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაზეა პასუხისმგებელი. ამჟამად, OGP-ის სამოქმედო გეგმის 17 ვალდებულება შეუსრულებელი რჩება. პარლამენტი, საბჭოს მეშვეობით, პასუხისმგებელი იქნება სამოქმედო გეგმის განხორციელებასა და მთლიანი პროცესის კოორდინაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო ღიაობის პრინციპების დანერგვა პარლმენტის პირდაპირი მოვალეობაა, საბჭოს, როგორც ახლად ჩამოყალიბებულ ორგანოს, მაინც დასჭირდება გარე მხარდაჭერა, რათა წარმატებით შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები.
მართალია, საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის სამოქმედო გეგმის მიღებით შეძლო გაწევრიანებულიყო OGP-ის ინიციატივაში, გეგმით გაწერილი ვალდებულებების განხორციელება საჭიროებს მისი მხრიდან მეტ ძალისხმევას. 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმიდან ჯერ მხოლოდ რამდენიმე ვალდებულება შესრულდა. ამის მიზეზი კი, ძირითადად, პარლამენტის შეზღუდული ადამიანური და ფინანსური რესურსებია. ერთი მხრივ, პარლამენტს სჭირდება მხარდაჭერა მონიტორინგის პროცესში. მეორე მხრივ, მას სჭირდება დამატებითი რესურსები კონკრეტული ვალდებულებების შესასრულებლად.
კიდევ ერთი გამოწვევაა მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომლის შემდეგაც ახლად არჩეულ პარლამენტს დასჭირდება დახმარება, რათა ხელახლა გაეცნოს OGP-ის ინიციატივას, დააკომპლექტოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, გააგრძელოს არსებული ვალდებულებების შესრულება და შეიმუშაოს ახალი სამოქმედო გეგმა 2017-2018 წლებისთვის.
2016-2017 წლებში საქართველო OGP-ის თანათავმჯდომარე იქნება, ხოლო 2018 წელს - მისი თავმჯდომარე. 2018 წელს OGP-ის გლობალური სამიტი სწორედ საქართველოში გაიმართება. საქართველოს პარლამენტი, როგორც OGP-ის საკვანძო მონაწილე, ამ ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება, რის გამოც საჭირო იქნება მისი მხარდაჭერა, როგორც გამოცდილების გაზიარების მხრივ, ისე საორგანიზაციო საკითხებში. მიზნები
პროექტის მიზანი ემთხვევა UNDP-ის საერთო პროგრამის მიზანს, ხელი შეუწყოს საქართველოს პარლამენტს, ჩამოყალიბდეს, როგორც ეროვნული პოლიტიკის შემუშავებაში და ევროპულ ინტეგრაციაში უფრო დიდი როლის მქონე, სანდო ინსტიტუტად.
საქმიანობა
1. ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის მხარდაჭერა:
1.1. ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მხარდაჭერა გარდამავალ პერიოდში.
1.2. საბჭოს სამდივნოს (თავმჯდომარის კაბინეტის) შესაძლებლობების გაზრდა.
1.3. OPG-ის (მეორე) სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშეწყობა.
1.4. კვლევის მომზადება საპარლამენტო ღიაობის ახალი ტენდენციების შესახებ.
1.5. საჯარო კონსულტაციების ხელშეწყობა სამოქმედო გეგმის შემუშავების დროს.
1.6. საქართველოსა და OPG-ის წევრ სხვა პარლამენტებს შორის საერთაშორისო პარტნიორობების მხარდაჭერა.
1.7. სამოქმედო გეგმის (პირველი და მეორე) შუალედური შედეგების პრეზენტაცია.
2. საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა OGP-ის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის კონკრეტული ვალდებულებების შესრულებაში:
2.1. საბჭოს მხარდაჭერა თავმჯდომარის ბრძანებების მომზადებაში; ასევე, პარლამენტის რეგლამენტში OPG-ის სამოქმედო გეგმით (2015-2016) აღებული ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო ცვლილებების შეტანის ადვოკატირება.
2.2. კანონპროექტებზე საჯარო კონსულტაციების სისტემის დანერგვა (სამოქმედო გეგმის ვალდებულება 1.1.)
2.3. საკანონმდებლო ინიციატივების ელექტრონულად წარდგენის სისტემის დანერგვა (სამოქმედო გეგმის ვალდებულება 1.2.)
2.4. ღია მონაცემთა სტანდარტების განვითარება (სამოქმედო გეგმის ვალდებულება 3.1.)
2.5. პარლამენტის ვებ-სერვისებისთვის მობილური აპლიკაციების შექმნა (სამოქმედო გეგმის ვალდებულება 3.2.)
2.6. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებისთვის საპარლამენტო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა (სამოქმედო გეგმის ვალდებულება 2.1.)
2.7. საბიუჯეტო კონცეფციის შემუშავება პარლამენტის თბილისის შენობაში შშმ პირებისთვის წვდომის გასაუმჯობესებლად.
3. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება:
3.1. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება საპარლამენტო ღიაობისა და სამოქმედო გეგმის შესრულებული ვალდებულებები შესახებ.
3.2. საქართველოს პარლამენტის ხელშეწყობა საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის დაგეგმვაში, ორგანიზებასა და ჩატარებაში.
3.3. OGP-ის გლობალური სამიტი საქართველოში.
4. გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დღის წესრიგის მხარდაჭერა საქართველოში.
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანი ემთხვევა UNDP-ის საერთო პროგრამის მიზანს, ხელი შეუწყოს საქართველოს პარლამენტს, ჩამოყალიბდეს, როგორც ეროვნული პოლიტიკის შემუშავებაში და ევროპულ ინტეგრაციაში უფრო დიდი როლის მქონე, სანდო ინსტიტუტად.
იხილეთ მეტი →
|
ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობებისათვის - მუნიციპალიტეტებში გამჭირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ეროვნული შეფასება |
ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო |
2016 – 2018 |
$38,330 |
პროექტის სახელწოდება: ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობებისათვის - მუნიციპალიტეტებში გამჭირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ეროვნული შეფასება
პროექტის დაფინანსება: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)
პროექტის ბიუჯეტი: მთლიანი ბიუჯეტი - 99,645 აშშ დოლარი (IDFI-ის ბიუჯეტი - 38,330 აშშ დოლარი)
პროექტის ხანგრძლივობა: 27 ივლისი, 2016 – 31 იანვარი, 2018
პასუხისმგებელი ორგანიზაციები: კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი" (MSDC)
პროექტის აღწერა
1. პრობლემის განსაზღვრა (არსებული სიტუაციის ანალიზი)
ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა დაბალი ჩართულობა და ინფორმირებულობა ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. 2015 წელს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 4%-ია ინფორმირებული მუნიციპალიტეტის საქმიანობის და სერვისების შესახებ. ეს მონაცემი არ განსხვავდება წინა წლების კვლევების შედეგებისგან და ადასტურებს, რომ ამ მხრივ პოზიტიური დინამიკა ჯერ არ არის. მონაწილეობის პრაქტიკის დაბალი დონე თავისთავად განპირობებულია, როგორც მოსახლეობის პასიურობითა და შესაბამისი გამოცდილების/კულტურის ნაკლებობით, ასევე თვითმმართველი ორგანოების არასათანადო ძალისხმევითა და მონდომებით.
იმავდროულად, მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკაც. საქართველოს კანონმდებლობით, ყველა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ინფორმაცია ელექტრონულად გამოაქვეყნოს, თუმცა არ არსებობს საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მარეგულირებელი ერთიანი სტანდარტი ან პოლიტიკა. ეს პრობლემა განსაკუთრებით თვალშისაცემია საქართველოს მუნიციპალიტეტების შემთხვევაში.
2. პროექტის მიზანი
პროექტის საბოლოო მიზანია მუნიციპალიტეტებში საზოგადოების ჩართულობის გაზრდა და კორუფციის რისკების შემცირება თვითმმართველი ორგანოების მიერ გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრაქტიკის გაუმჯობესების გზით.
ამისათვის, პროექტის კონკრეტული მიზანია მუნიციპალიტეტის გამჭირვალობის და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებისა და პრაქტიკის შეფასების სტანდარტის კონსოლიდირება და მის საფუძველზე ერთიანი ეროვნული შეფასების დანერგვა.
3. პროექტის ამოცანები
1. მუნიციპალიტეტის გამჭირვალობის და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებისა და პრაქტიკის შეფასების არსებული სტანდარტის გაუმჯობესება და მისი ეფექტური განხორციელებისათვის შესაბამისი ელექტრონული პლატფორმის შექმნა;
2. თვითმმართველი ორგანოების ახალი სტანდარტით შეფასების პროცესში რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართვა და მათი შესაძლებლობების გაძლიერება;
3. რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების დახმარებით ყველა თვითმმართველი ორგანოს შეფასება, ეროვნული რეიტინგის გამოქვეყნება და წარდგენა;
4. შეფასების შედეგებზე დაყრდნობით მუნიციპალიტეტის გამჭირვალობის და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებისა და პრაქტიკის ეროვნული ანგარიშის მომზადება და პრეზენტაცია.
4. პროექტის ძირითადი საქმიანობები
1. მუნიციპალიტეტის გამჭირვალობის და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებისა და პრაქტიკის შეფასების არსებული სტანდარტის გაუმჯობესება;
2. სტანდარტის შესაბამისი ელექტრონული პლატფორმის შექმნა;
3. რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების შერჩევა და გადამზადება;
4. ყველა თვითმმართველი ორგანოს შეფასება;
5. ეროვნული რეიტინგის გამოქვეყნება და წარდგენა;
6. ეროვნული ანგარიშის მომზადება და პრეზენტაცია.
5. პროექტის მართვა
პროექტი განხორციელდება სამი ორგანიზაციის მიერ: 1. „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი“; 2. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“; და 3. „მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი“. პროექტის განხორციელების პროცესში აქტიურად ჩაერთვება ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, რომელიც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს პროცესს.
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის საბოლოო მიზანია მუნიციპალიტეტებში საზოგადოების ჩართულობის გაზრდა და კორუფციის რისკების შემცირება თვითმმართველი ორგანოების მიერ გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრაქტიკის გაუმჯობესების გზით.
იხილეთ მეტი →
|
სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში |
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი / ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ |
2016 - 2017 |
$37,867.50 |
პროექტის სახელწოდება: სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში
დონორი ორგანიზაცია: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG)
პროექტის ნომერი: G-1296-16-211-3024-20
გრანტის ოდენობა: 37 867,50 USD
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2016 წლის 1 ივლისი - 2017 წლის 31 მარტი
პროექტის აღწერილობა
არასამთავრობო ორგანიზაციათა არსებული პრაქტიკა ავლენს მნიშვნელოვან პრობლემებს სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის მხრივ საქართველოში. IDFI-ის გამოცდილება აჩვენებს, რომ სასამართლოები უარს აცხადებენ გასცენ კონკრეტულ საქმეებზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის არგუმენტზე მითითებით. მოცემული დროისთვის IDFI წარმართავს დავას თბილისის საქალაქო სასამართლოს წინააღმდეგ. დავის საგანს წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილებების გაცემა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ არსებულ საქმეებზე. სასამართლო გადაწყვეტილებათა გაცემასთან დაკავშირებით არსებული მდოგმარეობა ავლენს დისბალანსს საჯარო ინტერესსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვას შორის. ამასთან, არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს ინფორმაციის თავისუფლებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინტერესებს შორის ბალანსის დაცვას. ხელისუფლების სასამართლო შტო აღიარებს პრობლემის არსებობასა და ზემოხსენებული ორი ინტერესის დაბალანსების აუცილებლობას. ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფში აქტიურ მონაწილეობას იღებდა IDFI. მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, უპირველესყოვლისა, აუცილებელია პრობლემის სწორი შეფასება და მისი მასშტაბების დადგენა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა, რეკომენდაციების წარმოდგენა და მათი ადვოკატირება. აღსანიშნავია, რომ სასამართლო რეფორმის მეორე ტალღის ფარგლებში სასამართლოებს დაეკისრებათ ვალდებულება ელექტრონულად გამოქვეყნონ გადაწყვეტილებები. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების სასამართლო შტოს მოცემული დროისთვის არ გააჩნია ტექნიკური მზაობა ამ სისტემის დანერგვისთვის.
IDFI-სა და პარტნიორი ორგანიზაციების (ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF) და ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)) მიერ განხორციელებული პროექტის შედეგად გაიზრდება სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის ხარისხი საქართველოში. ამ მიზნისთვის IDFI და პარტნიორი ორგანიზაციები დეტალურად შეისწავლიან სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის მხრივ არსებულ მდგმოარეობას საქართველოს საერთო სასამართლოებში, გამოიკვლევენ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, წარმოადგენენ საკანონმდებლო რეკომენდაციებს, განახორციელებენ მათ ადოკატირებას და თითოეულ ამ პროცესში ჩართავენ საერთაშორისო ექსპერტს.
მიზანი
პროექტის ძირითადი მიზანია სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის მხრივ არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაუმჯობესება, რაც მიიღწევა ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინტერსების დაბალანსების გზით. მიზნის მისაღწევად განხორციელდება შემდეგი აქტივობები:
აქტივობები
• ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესწავლა და ანგარიშის მომზადება; • საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა (სამართლებრივი ჩარჩო და სასამართლო გადაწყვეტილებათა პროაქტიული გამოქვეყნებისთვის არსებული ვებ-პლატფორმები) და კვლევითი დოკუმენტის მომზადება; • კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ფარგლებში შექმნილ სასამართლო ადმინისტრირების ჯგუფთან კონსულტაციების გავლა და დოკუმენტზე მუშაობის დასრულება; • პროექტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების ადვოკატირება ძირითადი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების / დამატებების შეტანის მიზნით; • სტრატეგიული სამართალწარმოება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) და პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) შესახებ: http://ewmi-prolog.org/ka/about/
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის ძირითადი მიზანია სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის მხრივ არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაუმჯობესება, რაც მიიღწევა ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინტერსების დაბალანსების გზით.
იხილეთ მეტი →
|
გამჭვირვალე საჯარო შესყიდვების რეიტინგი - საჯარო შესყიდვების კანონმდებლობისა და მისი აღსრულების შეფასება ევრაზიის რეგიონში |
ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი |
2016-2017 |
$137,473 |
საგრანტო ღონისძიების დასახელება: გამჭვირვალე საჯარო შესყიდვების რეიტინგი - საჯარო შესყიდვების კანონმდებლობისა და მისი აღსრულების შეფასება ევრაზიის რეგიონში
ბენეფიციარი ქვეყნები: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა
დონორი ორგანიზაცია: ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI)
გრანტის მიმღები: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
გრანტის სრული ოდენობა: 137, 473 აშშ დოლარი
პროექტის ნომერი: OR2016-2819
შესრულების პერიოდი: 10 ივნისი, 2016 – 9 ივნისი, 2017
არსებული მდგომარეობა
კორუფციისა და უკანონო გარიგებების მხრივ სახელმწიფო შესყიდვების სფერო ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკის მატარებელია, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. იმის გამო, რომ შესყიდვები სახელმწიფო ხარჯების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს (საშუალოდ მთლიანი შიდა პროდუქტის 10-20%-ს ხოლო ბიუჯეტის 45%-ს), მნიშვნელოვანია მათი ეფექტიანი მართვა, რათა არ მოხდეს გადასახადების გადამხდელთა მიერ ბიუჯეტში შეტანილი ფულის არამიზნობრივი ხარჯვა.
კორუფციისგან თავისუფალი, ეფექტიანი და გამჭვირვალე ინსტიტუტების მნიშვნელობა გაეროს მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგში აისახა. კორუფციასთან ბრძოლა გლობალური მნიშვნელობის პრიორიტეტად დასახელდა და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ლონდონის 2016 წლის ანტი-კორუფციული სამიტის კომუნიკეშიც. გარდა ამისა, კორუფციასთან ბრძოლა არის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით.
აზერბაიჯანმა, ბელარუსმა, მოლდოვამ, საქართველომ, სომხეთმა და უკრაინამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა ერთსა და იმავე დროს მოიპოვეს, თუმცა კორუფციასთან ბრძოლის მხრივ წარმატების განსხვავებულ დონეს მიაღწიეს. მაგალითად, კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველომ 50-ე ადგილი, ხოლო უკრაინამ 142-ე ადგილი დაიკავა (აზერბაიჯანი 126-ე, ბელარუსი 119-ე, მოლდოვა 103-ე სომხეთი 92-ე).
ამ ქვეყნებში სახელმწიფო შესყიდვების სისტემები, პოლიტიკური და საკანონმდებლო ჩარჩოების გათვალისწინებით, ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ერთ-ერთი განმასხვავებელი ფაქტორი სახელმწიფო შესყიდვებზე სამოქალაქო კონტროლის არსებობაა. საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალე სისტემა აქვს, სადაც სამოქალაქო კონტროლი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით, დავების საბჭოს მეშვეობით ხორციელდება. სამოქალაქო კონტროლის მექანიზმები ძალიან სუსტია ან თითქმის არ არსებობს დანარჩენ 5 ქვეყანაში, სადაც მთელი ძალისხმევა კორუფციული ქმედებების რეაქტიულ კონტროლზე და არა პროაქტიულად აღკვეთაზე არის მიმართული.
სამოქალაქო კონტროლის მექანიზმებისგან განსხვავებით, კანონი „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“ - გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი - ექვსივე ქვეყნის კანონმდებლობაში არსებობს. ამის მიუხედავად, ამ ქვეყნებში სახელმწიფო შესყიდვების სისტემები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, რადგან ისინი სამ სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტს ეფუძნებიან (1. ევროკავშირის დირექტივები შესყიდვებთან დაკავშირებით, 2. მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის ზოგადი შეთანხმება შესყიდვების თაობაზე, 3. გაეროს საერთაშორისო სავაჭრო კანონის კომისიის სამოდელო კანონი).
იმისათვის, რომ ევრაზიის ქვეყნებში მოხდეს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის სტანდარტული მოდელის შემუშავება, აუცილებელია, რეგულაციები ეფუძნებოდეს ისეთ უნივერსალურ პრინციპებს, როგორიცაა გამჭვირვალობა, ღიაობა და სამოქალაქო ჩართულობა. ამ ეტაპზე არ არსებობს სტანდარტული საკანონმდებლო ჩარჩო, რომლის საფუძველზეც მოხდება არამარტო კანონმდებლობის შეფასება, არამედ სახელმწიფო სისტემის რეფორმა და განვითარება.
ამასთან, ჯერ კიდევ არ არსებობს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის ეფექტიანად განხორციელების შეფასების მექანიზმი. აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში, მიუხედავად კანონმდებლობის დახვეწისა, მაინც არსებობს მნიშვნელოვანი პრობლემები კანონის აღსრულების მიმართულებით.
მიზანი
პროექტის მიზანია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის შეფასების მექანიზმის შემუშავება და ამ მექანიზმის საშუალებით კანონმდებლობის და მისი აღსრულების პრაქტიკის შეფასება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში.
აქტივობები
- სახელმწიფო შესყიდვების კანონის შეფასების მექანიზმის შემუშავება (PPLR);
- ონლაინ პლატფორმა - სახელმწიფო შესყიდვების კანონის შეფასების რეიტინგი ევრაზიის რეგიონში;
- ევრაზიის რეგიონში სახელმწიფო შესყიდვების კანონის აღსრულების შეფასება;
- ღია სახელმწიფო შესყიდვების მხარდამჭერთა ქსელის შექმნა;
- ადვოკატირების კამპანიების ჩატარება დაინტერესებულ მხარეებთან (საჯარო მოხელეები, კერძო სექტორი, მედია, სამოქალაქო საზოგადოება).
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის შეფასების მექანიზმის შემუშავება და ამ მექანიზმის საშუალებით კანონმდებლობის და მისი აღსრულების პრაქტიკის შეფასება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში.
იხილეთ მეტი →
|
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სისტემის განვითარება |
Tetra Tech ARD/შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო |
2016 |
$52,351.52 |
დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში
პროექტის სახელწოდება: საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სისტემის განვითარება
დონორი ორგანიზაცია: Tetra Tech ARD, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა ,,დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში" (USAID/Good Governance Initiative in Georgia)
პროექტის ნომერი: GGI-G-006
გრანტის ოდენობა: $ 52 351,52 (129,376.3 ლარი)
პროექტის ხანგრძლივობა: 9 მარტი 2016 – 8 დეკემბერი 2016
პროექტის მიზანი
გამჭვირვალობა, ფინანსური ანგარიშვალდებულება და საზოგადოებრივი ჩართულობა ის პრინციპებია, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს ყველა საჯარო დაწესებულება. საქართველოს საჯარო სამსახურის სისტემამ სწრაფი ტრანსფორმაცია განიცადა თითქმის არარსებული საჯარო სტრუქტურებიდან იმ სისტემამდე, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულებას. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კორუფციის აღკვეთისა და პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმი, ამ მხრივ პროგრესი ჯერ კიდევ დამოკიდებულია კონკრეტული ინსტიტუტის მმართველი რგოლის ეფექტიანობასა და ინდივიდუალურ ძალისხმევაზე.
კორუფციის პრევენციისა და ანგარიშვალდებულების ზრდისკენ მიმართული ეფექტიანი ძალისხმევა დაფუძნებულია რამდენიმე ძირითად სფეროზე:
• გამჭვირვალობა
• ინსტიტუციური ჩარჩოს ეფექტიანობა
• საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
• მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმარება
• ფისკალური ანგარიშვალდებულება
• საზოგადოებრივი კონტროლი/ზედამხედველობა
• ელექტრონული მმართველობა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მიზნად ისახავს შექმნას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და გამჭვირვალობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის და მიუერთოს ეს ჩარჩო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სისტემას.
პროექტის ამოცანები
პროექტის ძირითადი ამოცანებია:
• სიტუაციური ანალიზის საფუძველზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში არსებული რისკების იდენტიფიცირება
• სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც იმუშავებს შიდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაზე
• კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და კეთილსინდისიერების სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის
• ინდიკატორების შემუშავება, რომლითაც გარანტირებული იქნება მიღწეული პროგრესის წარმატებული მონიტორინგი
• დოკუმენტის ფორმალური დამტკიცების და მისი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითად ჩარჩოში შეტანის ადვოკატირება
• ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, რათა ხელი შეეწყოს საზოგადოების ჩართულობას
პროექტის მიმდინარეობისას დაგეგმილი ღონისძიებები:
• ინტერვიუების ჩატარება კორუფციის, შესყიდვების არსებული პროცედურების, ხარჯვასთან დაკავშირებული პროცედურებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მის დაქვემდებარებულ სააგენტოებსა და მესამე მხარეებთან.
• სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის ანგარიშების რეკომენდაციების შესწავლა და კორუფციის პრევენციისათვის მნიშვნელოვანი სფეროების მონიტორინგი. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი კორუფციისა და ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით.
• საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში არსებული გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის პრაქტიკის ანალიზი. პოტენციური კორუფციის რისკების, პროცედურული ხარვეზების იდენტიფიცირება, ასევე, არსებული სამართლებრივი ჩარჩოს იმპლემენტაცია.
• საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მისი დაქვემდებარებული სააგენტოებისა და IDFI-ს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფის შექმნა. სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიასა და 2016-2017 წლის სამოქმედო გეგმას.
• გასვლითი სამუშაო შეხვედრებისა და მრგვალი მაგიდების ორგანიზება სფეროს ექსპერტებთან.
• შედეგების ინდიკატორების შემუშავება და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი.
• საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში და მის დაქვემდებარებულ სააგენტოებში კორუფციის პრევენციის სტრატეგიისა და სამოქმედო გემის შემუშავება. საბოლოო დოკუმენტის დამტკიცებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდგომ, IDFI ადვოკატირებას გაუწევს დოკუმენტის როგორც შიდა რეგულაციის დამტკიცებას.
• დოკუმენტის გამოქვეყნება და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლების გადამზადება არის პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაზა. აუცილებელია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები აღიქვამდნენ დოკუმენტს როგორც კორუფციის პრევენციის გზამკვლევს.
• კორუფციის საფრთხის აღმოფხვრაში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა ასევე წარმოადგენს პროექტის მნიშვნელოვან ფაზას. საზოგადოებრივი ინტერესი შეიძლება მობილიზებული იქნას საჯარო ინფორმაციის გაცემის გამჭვირვალე და ეფექტიანი სისტემის საშუალებით. IDFI შეიმუშავებს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ რეკომენდაციებს და გაუწევს ადვოკატირებას ინფორმაციის თავისუფლების გარემოს გაუმჯობესებას, ინფორმაციის თავისუფლების აქტის მიღების საშუალებით.
/public/upload/IDFI_Photos_2017/anticorruption/final_report_mrdi_geo.pdf
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია შევქმნათ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და გამჭვირვალობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის; და მივუერთოთ ეს ჩარჩო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სისტემას.
იხილეთ მეტი →
|
ორგანიზაციული განვითარების გრანტი - IDFI |
ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი |
2015-2017 |
$113,850 |
საგრანტო ღონისძიების დასახელება: ორგანიზაციული განვითარების გრანტი - IDFI დონორი ორგანიზაცია: ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI) გრანტის მიმღები: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი გრანტის სრული ოდენობა: 113,850 აშშ დოლარი პროექტის ნომერი: OR2015-22682 შესრულების პერიოდი: 1 სექტემბერი, 2015 - 31 აგვისტო, 2017
პროექტის აღწერა
დაარსებიდან წლების განმავლობაში, IDFI თანდათან იქცა ისეთ სანდო ორგანიზაციად, რომელიც აერთიანებს სამოქალაქო კონტროლის აქტივობებს, სიღრმისეულ კვლევებსა და ადვოკატირებას ღია მმართველობის სფეროში. თუმცა, მიუხედავად მნიშვნელოვანი წარმატებისა, IDFI იზიარებს მრავალი სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ბედს, როდესაც მიღებული დაფინანსებების უმეტესობა მიმართულია ანალიტიკურ საქმიანობაზე, რის გამოც მას თითქმის არ რჩება რესურსი ინსტიტუციონალური განვითარებისათვის.
Think Tank-ის ფონდის დაფინანსება მნიშვნელოვანია IDFI-ის შემდგომი ორგანიზაციული და ფინანსური მდგრადობისთვის, რისი საჭიროებაც IDFI-ის გავლენის ზრდასთან ერთად სულ უფრო აშკარა გახდა. იქიდან გამომდინარე, რომ ორგანიზაციაში მოვალეობები მკაფიოდ არ არის დანაწილებული, ინსტიტუტს სჭირდება მხარდაჭერა შიდა სტრუქტურის რეორგანიზაციისათვის, რისი ერთ-ერთი მიზანიც იქნება პასუხისმგებლობების დელეგირება. კვლევის ხარისხის თვალსაზრისით, IDFI-ის აპირებს განსაზღვროს გრძელვადიანი თემატური პრიორიტეტები კვლევითი პროდუქტისათვის, ერთიანი სახე მისცეს სხვადასხვა კვლევის შედეგებს, გააუმჯობესოს ხარისხის კონტროლის შიდა მექანიზმი და დააარსოს ხარისხის კონტროლის გარე მექანიზმი. გარდა ამისა, შეზღუდული რესურსები საშუალებას არ აძლევდა IDFI-ის მისი კვლევების სრულყოფილი რედაქტირებისთვის. IDFI-ის კვლევითი საქმიანობის კიდევ ერთი გამოწვევა არის კვლევის სხვადასხვა მეთოდების განვითარება და გამოყენება.
გარდა ამისა, IDFI-ის სჭირდება მეტი რესურსი და ცოდნა იმისათვის რომ უკეთ მიაწოდოს კვლევის შედეგები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებს. ამ მხრივ საჭიროა უფრო სრულყოფილი კომუნიკაციის სტრატეგია, ვებ-დეველოპერის და დიზაინერის დახმარება და ა. შ.
პროექტის მიზანი
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს IDFI-ის როგორც კვლევითი ორგანიზაციის განვითარებას სამი კონკრეტული მიმართულებით: კვლევების ხარისხი, კომუნიკაცია და ადვოკატირება და შიდა განვითარება და მმართველობა.
აქტივობები
- პოლიტიკის კვლევისა და მეთოდოლოგიის ხარისხი
- კვლევისათვის თემატური პრიორიტეტების, ფორმატებისა და მეთოდების შექმნა
- შიდა და გარე კონტროლის სისტემების დანერგვა
- რედაქტირება და მთარგმნელობითი მომსახურება
- კვლევის შედეგების გავრცელების ორგანიზება
- IDFI-ის თანამშრომელთათვის კვლევით მეთოდებსა და ფორმატებზე ტრენინგების ჩატარება
- ონლაინ ბიბლიოთეკების გამოწერა
- კომუნიკაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობა
- გრძელვადიანი და მოკლევადიანი ცვლილების თეორიების შემუშავება
- კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება
- საჯარო პოლიტიკაზე IDFI-ის გავლენის სრულყოფილი ანალიზის მომზადება და წარდგენა
- IDFI-ის წარმომადგენლის გაგზავნა სასწავლო ვიზიტზე უცხოეთის წამყვან კვლევით ორგანიზაციაში
- IDFI-ის თანამშრომელთათვის კომუნიკაციის თემაზე ტრენინგის ჩატარება
- ვებ-დიზაინერის/დეველოპერის აყვანა
- საჯარო პოლიტიკაზე IDFI-ის გავლენის შესაფასებლად მედია მონიტორინგის ჩატარება
- შიდა განვითარება და მართვა
- ახალი მმართველი სტრუქტურის შექმნა, რომელიც შედგება მრჩეველთა საბჭოს, გამგეობისა და აღმასრულებელი დირექტორისაგან
- თემატური ინსტიტუციური მიმართულებების შექმნა, რომლებიც ასახავს ინსტიტუტის ჰიბრიდულ ხასიათს
- აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტის თანამდებობის შექმნა
- შიდა განვითარების ექსპერტის მოწვევა რეგულარული კონსულტაციისა და დახმარებისათვის
- გრანტების მოძიების ექსპერტების მოწვევა რეგულარული კონსულტაციისა და დახმარებისათვის
- PR-ისა და კომუნიკაციების მენეჯერის თანამდებობის შექმნა სრული განაკვეთით
- ყოველწლიური გუნდური შეხვედრების ორგანიზება თანამშრომელთათვის
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს IDFI-ის როგორც კვლევითი ორგანიზაციის განვითარებას სამი კონკრეტული მიმართულებით: 1. კვლევების ხარისხი, 2. კომუნიკაცია და ადვოკატირება, და 3. შიდა განვითარება და მმართველობა.
იხილეთ მეტი →
|
საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში |
გაეროს განვითარების პროგრამა |
2015-2016 |
$45,335.70 |
პროექტის სახელწოდება: საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა ,,საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის" განხორციელების პროცესში
დონორი ორგანიზაცია: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება“ ფარგლებში
ქვეყანა: საქართველო.
პარტნიორი ორგანიზაცია: საქართველოს პარლამენტი
გრანტის რაოდენობა: 45,335.70 აშშ დოლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 28 დეკემბერი, 2015 - 28 აპრილი, 2016
2011 წლის სექტემბერში საქართველო შეუერთდა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივას. OGP წარმოადგენს მრავალმხრივ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს მთავრობების მხრიდან კონკრეტული ვალდებულებების შესრულება ღია მმართველობის, გამჭვირვალობის, მოქალაქეების ჩართულობის განვითარების, კორუფციასთან ბრძოლის, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით. ინიციატივა გულისხმობს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას იმისათვის, რომ მთავრობები უფრო ღია, ეფექტური და ანგარიშვალდებული გახადოს, რაც მოიტანს საზოგადოებრივი რესურსების უფრო ეფექტიან მართვას და ინკლუზიურ განვითარებას. ინიციატივას საფუძველი ჩაეყარა რვა დამფუძნებელი სახელმწიფოს მიერ, რომელთა შორის იყო აშშ და დიდი ბრიტანეთი. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) OGP-ის აქტიური მხარდამჭერია მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით საკანონმდებლო ღიაობის კომპონენტში.
საკუთარი წევრობის დასაწყისშივე საქართველომ OGP-ის 65 წევრ ქვეყანას შორის მიიღო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (15 ქულა მაქსიმალური 16-დან) ბიუჯეტის გამჭვირვალობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნების კუთხით. საქართველომ OGP-ის ფარგლებში საკუთარ თავზე აიღო სახელმწიფო სერვისების, სახელმწიფო შესყიდვების, საჯარო ფინანსების, სამართლის ადმინისტრირების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების სფეროებში გამჭვირვალე, შეთანხმებული პროცესების უზრუნველყოფის ვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა. სამი წლის განმავლობაში საქართველომ მიიღო და განახორციელა პირველი სამოქმედო გეგმა (2012-13), მონაწილეობა მიიღო OGP-ის მმართველი კომიტეტის არჩევნებში და მიიღო მეორე სამოქმედო გეგმა (2014-15). 2014 წლის სექტემბერში საქართველო ორი წლით აირჩიეს OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად.
რამდენადაც საქართველოს მთავრობამ მიაღწია გარკვეულ პროგრესს ღია მმართველობის პარტნიორობის ვალდებულებების შესრულების საკითხში, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გადაწყვიტა, ევროკავშირის დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში ,,საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში," მხარი დაეჭირა საქართველოს პარლამენტის მსგავსი აქტივობებისთვის. კერძოდ, საკანონმდებლო ღიაობის სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის. მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ ერთეული პარლამენტებია ჩართული ღია მმართველობის ინიციატივაში, შესაბამისად ამგვარი მიდგომა თავისთავად ინოვაციურია. საქართველოს პარლამენტის მხარდასაჭერად, UNDP თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) - საქართველოში წამყვან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობაში არის მთავრობასთან ერთად ჩართული.
პროცესი 2014 წლის დეკემბერში დაიწყო და 1 წელიწადზე ნაკლებ დროში მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნა. კერძოდ, 2015 წლის 12 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა ოფიციალურად განაცხადა ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში ჩართულობის მზაობა და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებულების თანახმად შეიქმნა ინტერ-ფრაქციული ჯგუფი. აღნიშნული ჯგუფი პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის ფრაქციების 11 წევრისგან შედგება და მისი მისია საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავება იყო. სამოქალაქო საზოგადოებასთან პარლამენტის უშუალო თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები იქნენ მოწვეული პროცესში ჩასართავად, მათ პარლამენტთან 2015 წლის 30 აპრილს თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს და იმავე დღეს პარლამენტმა საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციის რატიფიცირება მოახდინა. სამუშაო შეხვედრების შემდეგ, ინტერ-ფრაქციულმა სამუშაო ჯგუფმა და ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფმა (ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან დაკომპლექტებული) ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსია შეიმუშავეს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 17 ივლისს დაამტკიცა.
სამოქმედო გეგმის მიზანია, უზრუნველყოს "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) და საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციის პრინციპების შესაბამისად საქართველოს პარლამენტის ღიაობა და საპარლამენტო ინფორმაციის გამჭვირვალობა, აგრეთვე, ხელი შეუწყოს საპარლამენტო საქმიანობასა და საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. სამოქმედო გეგმის მიზანია უზრუნველყოს ,,ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) და საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციის პრინციპების შესაბამისად საქართველოს პარლამენტის ღიაობა და საპარლამენტო ინფორმაციის გამჭვირვალობა, აგრეთვე, ხელი შეუწყოს საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა OGP-ის 4 გამოწვევას პასუხობს 18 ვალდებულებით, რომელთა განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს საპარლამენტო ღიაობას: 1. საზოგადოების ჩართულობა, მათ შორის კანონპროექტებზე კომენტარის დატოვების შესაძლებლობით, პლენარულ სხდომებზე დასწრებითა და საკანონმდებლო წინადადებების წარდგენის თვალსაზრისით; 2. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მათ შორის კანონპროექტის განხილვისას პირველად ტექსტში შეტანილი ცვლილებების ხილვად ფორმატში ასახვა და დროული გამოქვეყნება საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე, რათა მოქალაქეებს შეეძლოთ კომენტარის დატოვება, ასევე, საპარლამენტო ინფორმაციაზე წვდომის გამარტივება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის; 3. ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენება, რათა გამოქვეყნებული ინფორმაცია მაქსიმალურად მარტივად ხელმისაწვდომი იყოს; 4. ანგარიშვალდებულება, მათ შორის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შექმნა და სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობა.
ამჟამად, OGP-ის 17 ვალდებულება განსახორციელებელია. პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭო იქნება პასუხისმგებელი ორგანო სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე და მიმდინარე პროცესების კოორდინირებაზე. საპარლამენტო ღიაობის პრინციპების დანერგვა პარლამენტის ვალდებულებას წარმოადგენს, ხოლო ახლად შექმნილ საბჭოს დასჭირდება მხარდაჭერა, რათა წარმატებით გაართვას თავი უფლება-მოვალეობებს.
საბოლოო მიზანი საპარლამენტო ღიაობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობაში.
კონკრეტული მიზნები 1. ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა. 2. საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა ,,საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის 2015-2016" ვალდებულებების განხორციელებაში.
მოსალოდნელი შედეგები 1. მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფუნქციონირების ეფექტიანობა. 2. საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის აღნიშნული 5 ვალდებულების კონცეფციის შექმნა და საბჭოს მიერ დამტკიცება.
იხილეთ პროექტის საბოლოო ანგარიში სრულად:
/public/upload/Meri/Supporting the Parliament of Georgia Final Report (GEO).pdf
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია საპარლამენტო ღიაობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობაში.
იხილეთ მეტი →
|
კახეთის მუნიციპალიტეტებში ელექტრონული გამჭვირვალობის გაუმჯობესების და თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა |
ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს |
2015-2016 |
$44,950 |
პროექტის სახელწოდება: კახეთის მუნიციპალიტეტებში ელექტრონული გამჭვირვალობის გაუმჯობესების და თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა
პროექტის დაფინანსება: ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF)
პროექტის კოდი: LDD/14/15-20078
მთლიანი ბიუჯეტი: $ 44, 950
პროექტის ხანგრძლივობა: 16 ოქტომბერი, 2015 – 16 აპრილი, 2016
პროექტის მიზანი
პროექტის მიზანს წარმოადგენს კახეთის თვითმმართველობებში ელექტრონული გამჭვირვალობის მექანიზმების დანერგვა, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და თვითმმართველობების საქმიანობაში საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფა.
პროექტის ამოცანები
პროექტში იდენტიფიცირებული ძირითადი ამოცანებია:
- კახეთის მუნიციპალიტეტებში საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების ნორმატიული ბაზის შექმნა და დახვეწა
- ელექტრონული გამჭვირვალობის მოდულების დანერგვა
- კახეთის მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფა
- საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების პროცედურების გამართვა
- თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულ პირთა შესაძლებლობების განვითარება
პროექტის აქტივობები
- კახეთის თვითმმართველობებში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ნორმატიული ბაზის კვლევა
- ელექტრონული გამჭვირვალობის კუთხით არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის კვლევა
- მოდელური საკანონმდებლო აქტების მომზადება და მათი დამტკიცების ადვოკატირება
- კახეთის მუნიციპალიტეტებისათვის ელექტრონული მოდულების მომზადება
- საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების წარმართვა
/public/upload/our_proj/final_report_kakheti_project.pdf
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანს წარმოადგენს კახეთის თვითმმართველობებში ელექტრონული გამჭვირვალობის მექანიზმების დანერგვა, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და თვითმმართველობების საქმიანობაში საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფა.
იხილეთ მეტი →
|
ინტერნეტ-თავისუფლების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში - გაგრძელება |
ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოსა და სომხეთში |
2015 |
€6,800 |
პროექტის სახელწოდება: ინტერნეტ-თავისუფლების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში - გაგრძელება პროექტის დაფინანსება: ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოსა და სომხეთში პროექტის ბიუჯეტი: მთლიანი ბიუჯეტი 13.066 ევრო (IDFI-ის ბიუჯეტი - 6.800 ევრო)
პროექტის ხანგრძლივობა: 1 ივლისი, 2015 – 30 ნოემბერი, 2015 კოორდინატორი ორგანიზაცია: Stichting Free Press Unlimited პარტნიორი ორგანიზაციები: Institute for Reporters' Freedom and Safety (IRFS), Azerbaijan Institute for Development of Freedom of Information (IDFI), Georgia Georgia Yerevan Press Club (YPC), Armenia
პროექტის აღწერა: პროექტის ფარგლებში მედია ანალიტიკოსები, მედია სამართლის სპეციალისტები, ინტერნეტ-აქტივისტები და ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპერტები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ერთად იმუშავებენ იმისათვის, რომ უპასუხონ ინტერნეტის თავისუფლების გამოწვევებს სამხრეთ კავკასიაში. პროფესიონალთა ეს ჯგუფი დაკავშირებული იქნება სამ ადგილობრივ ორგანიზაციასთან, კერძოდ IRFS, IDFI და YPC.
პროექტის მიზანი: პროექტი მიზნად ისახავს ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობას სამხრეთ კავკასიაში კვლევის, მონიტორინგის, ადვოკატირებისა და ტრენინგების გზით. მისი მიზანია გააფართოვოს და გააძლიეროს სიტყვის თავისუფლება რეგიონული პლატფორმის ჩამოყალიბებით, რაც კამპანიებისა და ისტორიების გაზიარების მეშვეობით ხელს შეუწყობს დემოკრატიულ ცვლილებებს.
პროექტის აქტივობები:
- მონიტორინგი და ანგარიშის მომზადება - ინტერნეტის თავისუფლება საქართველოში 2015
- www.freedomtointernet.com-ის შესახებ ცნობიერების ამაღლება
შენიშვნა: ეს არის უკვე დასრულებული პროექტის გაგრძელება. წინა პროექტის აქტივობების შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტი მიზნად ისახავს ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობას სამხრეთ კავკასიაში კვლევის, მონიტორინგის, ადვოკატირებისა და ტრენინგების გზით. მისი მიზანია გააფართოვოს და გააძლიეროს სიტყვის თავისუფლება რეგიონული პლატფორმის ჩამოყალიბებით, რაც კამპანიებისა და ისტორიების გაზიარების მეშვეობით ხელს შეუწყობს დემოკრატიულ ცვლილებებს.
იხილეთ მეტი →
|
საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის კონტროლი საქართველოში |
პროგრამა „მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში“ / ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო |
2015-2018 |
$94,700 |
პროექტის სახელწოდება: საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის კონტროლი საქართველოში დონორი ორგანიზაცია: შპს Deloitte Consulting, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სახელით, „მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში“ (G4G) No. AID- 114-C-14-00007 ხელშეკრულების თანახმად პროექტის ნომერი: RFA#2015 – 008 გრანტის ოდენობა: 94,700.00 USD პროექტის განხორციელების პერიოდი: 2015 წლის 21 სექტემბერი - 2018 წლის 21 სექტემბერი
პროექტის აღწერილობა
საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისთვის, რადგანაც ჩართულობა, მონაწილეობა და თანამშრომლობა ხელს უწყობს უფრო ეფექტური კანონებისა და პოლიტიკის გატარებას.
USAID-ის ახლად დაფინანსებული პროექტი „მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში“ გამიზნულია იმისთვის, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ხელი შეუწყოს კონსტრუქციულ დიალოგს საჯარო და კერძო სექტორებს შორის, და გააძლიეროს ორივე მხარის შესაძლებლობები იმისათვის რომ შედგეს საჯარო პოლიტიკისა და საკანონმდებლო საკითხებზე ეფექტური თანამშრომლობა. აღნიშნული მოიცავს მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების შესაძლებლობების განვითარებას, რომ გამოიყენონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა საჯარო პოლიტიკის კეთებისა და ადვოკატირების პროცესებში.
ზემოთაღნიშნულ პრინციპებთან შესაბამისად, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) შექმნის სტანდარტიზირებულ და ინსტიტუციონალურ პლატფორმას საჯარო-კერძო დიალოგისთვის (PPD). პლატფორმის მიზანია მომავალში მოიცვას საჯარო პოლიტიკისა და საკანონმდებლო პროცესები.
პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) შესახებ
პროექტი „მმართველობა განვითარებისთვის“ გახლავთ USAID-ის მიერ დაფინანსებული ხუთწლიანი პროექტი, რომელიც 2014 წლის აგვისტოდან ხორციელდება შპს Deloitte Consulting-ის მიერ.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას რათა საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმები დაიგეგმოს, განხორციელდეს და შესრულდეს სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში, ისე რომ მცირე და საშუალო საწარმოებს ქონდეთ თანაბარი პირობები ზრდისთვის.
G4G გააძლიერებს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის შესაძლებლობებს, იმისათვის რომ აღნიშნულმა მხარეებმა ეფექტურად ითანამშრომლონ რეფორმებზე ჩართულობისა და კონსულტაციების პროცესის საშუალებით.
ამ მიზნის მისაღწევად G4G მხარს დაუჭერს ინკლუზიურ და კონსტრუქციულ დიალოგს ხელისუფლების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. აღნიშნული დაეხმარება რეფორმების ეფექტურ ჩამოყალიბებას ეკონომიკური განვითარებისთვის ისეთ გარემოში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოს გამჭვირვალეობა და ანგარიშვალდებულება. G4G ხუთ კომპონენტს მოიცავს: (1) საჯარო და კერძო სექტორის ინკლუზიური დიალოგის ხელშეწყობა, (2) საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება რეფორმების შემუშავებისთვის, განხორციელებისთვისა და შესრულებისთვის, (3) წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესება სხვადასხვა მოპაექრე ინტერესების გათვალისწინებით, (4) ენერგეტო-პოლიტიკის ეკონომიკური მმართველობისა და ლიდერობის გაუმჯობესება, ელექტროენერგიის საზღვარგარეთ ვაჭრობის ჩათვლით, და (5) რეფორმების ადვოკატირებისთვის კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერება.
მიზანი
გრანტის მიზანია შექმნას და განახორციელოს „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის (PPD) კონტროლის მექანიზმი“. აღნიშნული მიზნისთვის შერჩეული საკვანძო სამინისტროების მიერ დაგეგმილი თითოეული მნიშვნელოვანი კანონი ან რეგულაცია შეფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენად და რა ხარისხით იყო უზრუნველყოფილი სამოქალაქო ჩართულობა. აღნიშნული გაიზომება საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ოთხი პარამეტრის შეფასებით:
- საჯარო პოლიტიკის შემუშავება და განვითარება
- საკანონმდებლო პროცესი და საჯარო პოლიტიკის პროექტის შემუშავება
- მარეგულირებელი ზემოქმედების შეფასება
- ინფორმაციის გავრცელება და კომენტარები საზოგადოების მხრიდან
აქტივობები
- საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის (PPD) კონტროლის მექანიზმის შემუშავება და მეთოდოლოგიის მომზადება
- საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის (PPD) კონტროლის მექანიზმის განხორციელება
- პერიოდული ანგარიშები კანონების შეფასების შესახებ
- საჯარო დისკუსიები
- წლიური ანგარიშები და დაჯილდოება
- ტრენინგები საჯარო მოხელეებისთვის
- ტრენინგები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის
- ინფორმაციის გავრცელება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია შექმნას და განახორციელოს „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის კონტროლის მექანიზმი.“ აღნიშნული მიზნისთვის შერჩეული საკვანძო სამინისტროების მიერ დაგეგმილი თითოეული მნიშვნელოვანი კანონი ან რეგულაცია შეფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენად და რა ხარისხით იყო უზრუნველყოფილი სამოქალაქო ჩართულობა.
იხილეთ მეტი →
|
სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება (2015-2016) |
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო |
2015-2016 |
€94,785 |
საგრანტო ხელშეკრულების სახელი: სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება
დონორი ორგანიზაცია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
გრანტის მიმღები ორგანიზაცია: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
პარტნიორი ორგანიზაცია: ბრემენის უნივერსიტეტი
მთლიანი საგრანტო თანხის ოდენობა: 94.785 €
საგრანტო ხელშეკრულების ვადა: 10 ივლისი, 2015 – 10 თებერვალი, 2016
მიზნები:
პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მაქსიმალურად ფართო სპექტრის დაინტერესების გამოწვევასა და მათი ცოდნის გაღრმავებას საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "საქართველო 2020"-თან დაკავშირებით. საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების გარდა, პროექტის ფარგლებში კრიტიკულად იქნება შეფასებული სტრატეგიის არსებული გამოწვევები და განხორციელების პროცესი, იმისათვის რომ მოხდეს ამ ეტაპზე არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია და შემუშავდეს საჭირო რეკომენდაციები.
არსებული მდგომარეობა:
სტრატეგია „საქართველო 2020“ მიმოიხილავს ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ეკონომიკური ზრდის ხელისშემშლელ ფაქტორებს და მათი გადაჭრის გზებს. ესენია კერძო სექტორის დაბალი კონკურენტუნარიანობა, ადამიანური რესურსების არასაკმარისად განვითარება (განათლების სისტემა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემა) და კრედიტების ხელმისაწვდომობის პრობლემა. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, დოკუმენტში საქართველოს მთავრობის მთავარ მიზნად დასახულია კერძო სექტორში კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერა, ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა და ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების უზრუნველყოფა. სტრატეგიაში ჩამოთვლილია ზემოაღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად 2020 წლამდე დაგეგმილი ღონისძიებები და დასახული მიზნები. მთავრობამ უკვე დაიწყო სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სხვადასხვა მიმართულებებით შესაბამისი რეფორმების გატარება, რაც გატარებული ღონისძიებების კრიტიკულ ანალიზის შესაძლებლობას იძლევა.
ღონისძიებები და აქტივობები:
• ანალიტიკოსების მხარდასაჭერი საქმიანობა:
o სამდღიანი გასვლითი სამუშაო შეხვედრის ორგანიზება და გასვლითი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში „საქართველო 2020“-ის შესახებ ლექციებისა და დისკუსიების ჩატარება;
o ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად ოთხი საუკეთესო ანალიტიკოსის შერჩევა და ოთხთვიანი სტიპენდიის გაცემა;
o პროექტის შემაჯამებელ ფორუმზე საუკეთესო ანალიტიკოსის დაჯილდოება.
• ლექტორების მიერ ჩატარებული ხუთი ბლოკ-კურსის ორგანიზება სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში (ბათუმი, ქუთაისი, თელავი, ახალციხე, თბილისი);
• საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ დოკუმენტთან "საქართველო 2020"-თან დაკავშირებით დისკუსიების ჩატარება შესაბამისი საზოგადოებრივი ჯგუფების მონაწილეობით. ორგანიზებული იქნება ხუთი საჯარო დისკუსია. დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იქნებიან როგორც შესაბამისი სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე იმ სფეროების წარმომადგენლები, რომლებსაც მთავრობის სტრატეგიული დოკუმენტი ეხება;
• 2016 წლის თებერვალში კონფერენციის ორგანიზება სტრატეგიული დოკუმენტ - "საქართველო 2020"-ის შესახებ. კონფერენციაზე ქართველ ექსპერტებთან ერთად მოწვეულნი იქნებიან საქართველოზე მომუშავე უცხოელი ექსპერტები (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით);
• პროექტის დასასრულს იგეგმება შემაჯამებელი პუბლიკაციის გამოცემა, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც ანალიტიკოსების კონკურსისთვის შექმნილი ნაშრომები, ასევე დარგის სპეციალისტების ანალიზი და რეკომენდაციები.
სამიზნე პირები:
პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ ანალიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, ქართველი მეცნიერები და სტუდენტები, ასევე სტრატეგიის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ქმედებებით დაინტერესებული სხვადასხვა ჯგუფები.
წარმატების ინდიკატორები:
პროექტის წარმატება გამოცდილი იქნება სხვადასხვა გზით. საზოგადოებრივი ჩართულობა განისაზღვრება პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებში სამიზნე ჯგუფების მონაწილეთა რაოდენობით და ჩართულობის ხარისხით. პრობლემების იდენტიფიკაციისა და რეკომენდაციების შემუშავებისათვის მოხდება საბოლოო ანგარიშის მომზადება და მისი გაცნობა მთავრობის წევრებისათვის.
რა ღონისძიებები არის დაგეგმილი საზოგადოებაში პროექტის ცნობადობის უზრუნველსაყოფად:
იმისათვის, რომ პროექტის ცალკეულმა ღონისძიებებმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრონ, მთელი პროექტის განმავლობაში იგეგმება კონტაქტი ქართულ მასმედიასთან (მაგ.: სატელევიზიო არხები, გაზეთები და ვებ-გვერდები). ერთის მხრივ, IDFI ფლობს ბეჭვდითი და ციფრული პრესის მრავალრიცხოვან წარმომადგენლებთან კონტაქტებს. მეორეს მხრივ კი, ინსტიტუტს წინა პროექტების ფარგლებში წარმატებით აქვს განხორციელებული მთელი რიგი საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიები (PR-კამპანიები).
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის სტრატეგიული დოკუმენტის - საქართველოს სოციალურ-ეკონომიური განვითარების სტრატეგია "საქართველო 2020", და მასში შემავალი მიზნების შესახებ საჯარო დისკუსიების სტიმულირება და მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდა.
იხილეთ მეტი →
|
ღია მონაცემები: ცვლილებებისა და ინოვაციების წყარო |
Tetra Tech ARD/შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო |
2015-2016 |
GEL56,584 |
დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში
პროექტის სახელწოდება: ,,ღია მონაცემები: ცვლილებებისა და ინოვაციების წყარო" დონორი ორგანიზაციები: Tetra Tech ARD, განმახორციელებელი შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) - ,,საქართველოში კარგი მმართველობის ინიციატივის" პროგრამა (USAID Good Governance Initiative in Georgia Project). ქვეყანა: საქართველო პროექტის ნომერი: GGI-G-002 გრანტის რაოდენობა: 56,584 ლარი პროექტის ხანგრძლივობა: 1 სექტემბერი, 2015 - 30 იანვარი, 2016
პროექტის აღწერილობა
საქართველოს მთავრობა ახორციელებს ღია მმართველობის პარტნიორობის 2014-2015 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ასახულ ღიაობისა და ანგარიშვალდებულების პოლიტიკას.
ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებისა თუ სხვა დაინტერესებული პირების მიერ მთავრობის ფუნქციონირებისა და პოლიტიკის განხორციელების უკეთ გაგების მიზნით, საქართველოს მთავრობა აქვეყნებს საჯარო მონაცემებს. ეს მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა, თუმცა საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ექსპლუატაციაში კარგად შესული. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წარმომადგენლები საჯარო სამთავრობო მონაცემებს ღია მონაცემებად აქცევენ ეს პოტენციალი შესაძლოა კარგად იქნას გამოყენებული. ინფორმაციის ვებ-გვერდი www.data.gov.ge კი, გამიზნულია სწორედ იმისათვის, რომ მან სამთავრობო ღია მონაცემების ერთ-ერთი მთავარი ვებ-გვერდის ფუნქცია შეასრულოს.
საქართველოს საჯარო დაწესებულებების მიერ ვებ-გვერდზე განსათავსებელად ინფორმაციის იშვიათად გამოქვეყნების გამო, ვებ-გვერდი www.data.gov.ge ამჟამად არ არის მონაცემებით მდიდარი.
ინფორმირებულობის საფუძვლიანი გაზრდის კამპანიით, პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ექსპერტიზისა და კონტროლის (მონიტორინგის) მეშვეობით www.data.gov.ge-ის ფუნქციური ეფექტურობის გაზრდას.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოში ღია მონაცემთა სტანდარტების განვითარებაზე წლებია აქტიურად მუშაობს და ღია მმართველობისა და ინფორმაციის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით პრობლემების ინდენტიფიცირებაში, კვლევებისა და რეკომენდაციების მომზადებაში მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. IDFI ასევე რეგულარულად აკონტროლებს ღია მონაცემთა ბაზის მონაცემთა გამოქვეყნების პრაქტიკას საქართველოში.
პროექტის ფარგლებში, IDFI-ის გუნდი, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების გამოყენებით, განსაზღვრავს საქართველოს საჯარო დაწესებულებებში არსებულ ღია სამთავრობო მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნება www.data.gov.ge ვებ-გვერდისათვის შესაძლებელი იყო;
ექსპერტების ჩართულობით, IDFI მონიტორინგს გაუწევს და შეაფასებს საქართველოს საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულებას, პროაქტიულობას, ეფექტურობას, სიცხადესა და გამოყენებადობის დონეს www.data.gov.ge ვებ-გვერდისათვის საჯარო მონაცემების გამოქვეყნებაში. ამასთანავე, ქვეყნის მმართველობის ღიაობასა და გამჭვირვალობის ხელშეწყობის კუთხით, IDFI შეაფასებს გამოქვეყნებული მონაცემების ხარისხს, გამოყენებადობასა და აღქმადობას; ისევე, როგორც გამოქვეყნებული მონაცემების სიზუსტესა და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობას.
იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს ღია მონაცემებთან დაკავშირებით მოქალაქეთა მოთხოვნებისა და მოლოდინების განისაზღვრა, IDFI გამართავს ერთ სამუშაო შეხვედრას თბილისში და სულ მცირე, ორ სამუშაო შეხვედრას ,,კარგი მმართველობის ინიციატივის" (GGI) პარტნიორ მუნიციპალიტეტებში. სამუშაო შეხვედრები ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას შემდეგ საკითხებზე: ა) მოქალაქეთა კომუნიკაციისთვის არსებული ელექტრონული პლატფორმები, მათ შორის www.my.gov.ge და www.data.gov.ge, ბ) www.data.gov.ge ვებ-გვერდისათვის საჯარო მონაცემების გამოქვეყნებისას საქართველოს საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების დონე.
IDFI მოამზადებს შუალედურ და საბოლოო ანგარიშებს, სადაც პროექტის ყველა შედეგს ასახავს. საბოლოო ანგარიშში, ასევე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთვის (DEA) მომზადდება რეკომენდაციები და შეთავაზებული იქნება, თუ როგორ გააუმჯობესოს პროცედურები ღია მონაცემთა მოთხოვნებსა და მონაცემთა ბაზებზე და გააუმჯობესდეს გამოქვეყნებული ღია მონაცემრბის ხარისხი. ამასთანავე, დასკვნითი ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებს საქართველოს საჯარო დაწესებულებებისთვის, რომ მათ მოახერხონ ანგარიშვალდებულებისა და პროაქტიულობის გაუმჯობესება www.data.gov.ge ვებ-გვერდისათვის საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების თვალსაზრისით. IDFI ორგანიზებას გაუწევს პროექტის საბოლოო პრეზენტაციას, სადაც წარმოადგენს პროექტის საბოლოო ანგარიშს, წარადგენს კვლევის შედეგებსა და რეკომენდაციებს; ღონისძიებას დაესწრება ყველა დაინტერესებული მხარე.
პროექტის წარმატებული განხორციელება ღია მონაცემთა ვებ-გვერდის www.data.gov.ge-ს ფუნქციურ შესაძლებლობებს განავითარებს საქართველოს საჯარო დაწესებულებების უფრო აქტიური და პასუხისმგებლიანი ჩართულობით. ასევე, პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საჯარო მონაცემების გამოქვეყნების პროცესის გაუმჯობესებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მთავრობის ღიაობა და ანგარიშვალდებულება და ამასთანავე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ბიზნესის განვითარება და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდა.
პროექტი ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მთავრობის ელექტრონულ პლატფორმებზე, მათ შორის: www.my.gov.ge და www.data.gov.ge-ზე.
მიზანი
პროექტის მიზანია www.data.gov.ge-ს განვითარების მხარდაჭერა და საქართველოს საჯარო სექტორში ღია მონაცემთა სტანდარტების დანერგვა. პროექტის მთავარი მიზნებია:
1. საქართველოს მთავრობის იმ მონაცემების, მონაცემთა ბაზის იდენტიფიცირება, რომლებიც ღია მონაცემთა ვებ-გვერდებზე უნდა განთავსდეს;
2. გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტის, ხარისხისა და აღქმადობის შეფასება;
3. www.data.gov.ge-ზე გამოსაქვეყნებლად, მონაცემებზე საჯარო ინტერესის იდენტიფიცირება;
4. რეკომენდაციების პაკეტის შედგენა www.data.gov.ge-ს განვითარებისა და საჯარო სექტორში ღია მონაცემების სტანდარტების დანერგვის მიზნით.
შეთავაზებული მეთოდი და სტრატეგია
1. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, IDFI შეისწავლის და აღწერს იმ მონაცემთა ბაზებს, რომელიც საჯარო დაწესებულებების განკარგულებაშია და მათი გამოქვეყნებით www.data.gov.ge უფრო სრულყოფილი და გამოყენებად წყარო იქნება.
2. პროექტის ფარგლებში IDFI არა მხოლოდ აღწერს არსებულ მონაცემთა ბაზებს, არამედ განსაზღვრავს/იდენტიფიცირებას მოახდენს ყველაზე მოთხოვნად და მნიშვნელოვან მონაცემთა ბაზებს. ამისათვის, IDFI საჯარო დაწესებულებებიდან გამოითხოვს მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ყველაზე მოთხოვნადი ინფორმაციის სტატისტიკურ მონაცემებს, იმგვარი კატეგორიების მიხედვით, როგორიც არის: რიგითი მოქალაქეები, ბიზნესმენები, ინვესტორები, ა.შ. პარალელურად, IDFI გამართავს საჯარო შეხვედრებს, რათა მოხდეს იმ მონაცემთა სიების ანალიზი, რომელსაც მოქალაქეები თუ სხვა დაინტერესებული მხარეები წარმოადგენენ www.data.gov.ge-ს ვებ-გვერდის გაუმჯობესებისთვის შესადგენ რეკომენდაციაში.
განხორციელების გზები
1. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების გამოყენებით IDFI საქართველოს საჯარო დაწესებულებში არსებული იმ ღია მონაცემების იდენტიფიცირებას მოახდენს, რომელთა გამოქვეყნება www.data.gov.ge-ს ვებ-გვერდზე შესაძლებელი იყო;
2. საჯარო დაწესებულებში არსებული ღია მონაცემების იდენტიფიცირების შემდეგ, IDFI განახორციელებს მონიტორინგს და შეაფასებს საქართველოს საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულებისა და პროაქტიულობის ხარისხ www.data.gov.ge-ს ვებ-გვერდისათვის საჯარო მონაცემთა გამოქვეყნებაში;
3. IDFI განახორციელებს მონიტორინგს და შეაფასებს საქართველოს საჯრო დაწესებულებების ეფექტურობის, სიზუსტისა და გამოყენებადობის ხარისხს www.data.gov.ge-ს ვებ-გვერდისათვის საჯარო მონაცემთა გამოქვეყნებაში;
4. www.data.gov.ge-ს მონიტორინგით, IDFI შეაფასებს გამოქვეყნებული მონაცემების ხარისხსა და აღქმადობას საქართველოს მთავრობის ღიაობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესების თვალსაზრისით;
5. IDFI გამოითხოვს ყველა სამართლებრივ დოკუმენტს, რათა შეაფასოს გამოქვეყნებული მონაცემების სიზუსტე და მათი შესაბამისობა წინასწარ დადგენილ სტანდარტებთან;
6. ღია მონაცემებზე საჯარო მოთხოვნებისა და მოლოდინის იდენტიფიცირების მიზნით, IDFI გამართავს ერთ სამუშაო შეხვედრას თბილისში და სულ მცირე, ორ სამუშაო შეხვედრას ,,კარგი მმართველობის ინიციატივის" (GGI) პარტნიორ მუნიციპალიტეტებში. სამუშაო შეხვედრები ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას, ისეთ თემებზე, როგორიც არის: ა) მოქალაქეთა კომუნიკაციისათვის არსებული ელექტრონული პლატფორმები, მათ შორის www.my.gov.ge-სა და www.data.gov.ge, ბ) www.data.gov.ge ვებ-გვერდისათვის საჯარო მონაცემების გამოქვეყნებისას საქართველოს საჯარო დაწესებულებებში ანგარიშვალდებულების დონე.
7. IDFI გამოაქვეყნებს შუალედურ და საბოლოო ანგარიშს, რომელშიც პროექტის ყველა შედეგი იქნება ასახული. საბოლოო ანგარიშში, ასევე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთვის (DEA) მომზადდება რეკომენდაციები. ამასთანავე, დასკვნითი ანგარიშში მოცემული იქნება რეკომენდაციები საქართველოს საჯარო დაწესებულებებისთვის, რათა მათ მოახერხონ ანგარიშვალდებულებისა და პროაქტიულობის გაუმჯობესება www.data.gov.ge-ის ვებ-გვერდისათვის საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების მიმართულებით.
სამოქმედო გეგმა
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია www.data.gov.ge-ს განვითარების მხარდაჭერა და საქართველოს საჯარო სექტორში ღია მონაცემთა სტანდარტების დანერგვა. საქართველოს მთავრობა ახორციელებს ღია მმართველობის პარტნიორობის 2014-2015 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ასახულ ღიაობისა და ანგარიშვალდებულების პოლიტიკას.
იხილეთ მეტი →
|
ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მონიტორინგი და მხარდაჭერა (2015) |
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო |
2015-2016 |
$40,814.98 |
პროექტის სახელწოდება: ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მონიტორინგი და მხარდაჭერა პროექტის დაფინანსება: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო -OSGF პროექტის ბიუჯეტი: 40,814.98 USD პროექტის ხანგრძლივობა: 2015 წლის აპრილი - 2016 წლის თებერვალი
პროექტის აღწერა
2014 წელს განხორციელებული აქტივობებიდან უმნიშვნელოვანესია შემდეგი მიმართულებები: კერძო კომპანიის მიერ მაუწყებლობის ქსელის მშენებლობისთვის საჭირო სიხშირული ლოტების შესყიდვა და რეგიონული ტელევიზიებისთვის სიხშირეების უსასყიდლოდ გადაცემა, პროგრამების გასავრცელებლად ტელევიზიებისთვის საშუალო ევროპულ ფასთან 30-35%-ით დაბალი ტარიფის განსაზღვრა და კერძო საქსელო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყება; საზოგადოებრივი მაუწყებლობისთვის საჭირო ქსელის მშენებელი კომპანიის კონკურსის შედეგად გამოვლენა და აღნიშნული ქსელის მშენებლობის დაწყება; სოციალურად დაუცველი ბოლო მომხმარებლისთვის 220 000 ცალი რისივერების უფასოდ დარიგების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და ამ აპარატურის შესარჩევად კონკურსის შედეგად დაბალი საკონკურსო ფასის ფიქსაცია (40 ლარამდე); რეგიონული და ადგილობრივი ტელევიზიებისთვის ლიცენზიების უსასყიდლოდ გაცემა და მათთვის განკუთვნილი სიხშირეების ოპტიმიზაცია.
მიუხედავად აღნიშნული დადებითი შედეგებისა, სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი აქტივობების დიდი ნაწილი ვერ დასრულდა 2014 წლის ბოლოსთვის, რიგი სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო. დროულად ვერ მოხდა სამაუწყებლო ქსელის მშენებლობის დაწყება, ისევე როგორც რისივერების დარიგების პროცესის და საინფორმაციო კამპანიის დაწყება. შესაბამისად, ვერ მოხდა ამ პროცესის ადვოკატირების განხორციელება.
2015 წელი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პერიოდს საქართველოს ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლისთვის. ივნისსა და აგვისტოში ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს ეროვნული საეთერო მაუწყებლობის ანალოგური ქსელების გამორთვა. რეგიონული და ადგილობრივი მაუწყებლებისთვის ანალოგური გადამცემების გამორთვა უნდა დასრულდეს 2015 წლის 31 დეკემბერს, თუმცა მათი ამოქმედება მიმდინარე წლის ივლისისთვის იგეგმება. პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა საინფორმაციო კამპანიის ადვოკატირება და ხელშეწყობა.
2015 წლისთვის აუცილებელია ორგანიზაციის ჩართულობა და პროცესის ზედამხედველობა ქსელის აგების და სალიცენზიო პირობების შესრულების, ბოლო მომხმარებლებისთვის განკუთვნილი რისივერების დარიგების, ასევე ციფრული საეთერო მომსახურებისთვის განკუთვნილი ტერმინალების ბაზრის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით. ასევე 2015 წელს უნდა მოხდეს ცვლილებების შეტანა ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებში, პირველ რიგში კი "ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ" და "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონებში. აღნიშნული ცვლილებები განსაზღვრავს საეთერო, და ზოგადად სამაუწყებლო ბაზრის კონიუნქტურას და მომავალს. უმნიშვნელოვანესია აღნიშნულ პროცესში ინტენსიური მონაწიელობა, ჩართულობა და მისი მჭიდრო ადვოკატირება. საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის იმპლემენტაციის ანუ ე.წ. მეორე ეტაპის ადვოკატირება არანაკლებ მნიშვნელოვანია, სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებასთან ერთად. უმთავრესია, რომ სწორად და დაგეგმილი პროცედურების დაცვით მოხდეს პროცესის ბოლო ეტაპის წარმართვა.
პრიორიტეტულად მოგვაჩნია, რომ მჭიდროდ გაკონტროლდეს საქართველოში არსებული ეროვნული, ადგილობრივი და რეგიონული მაუწყებლების საეთერო სიგნალების ქსელთან წვდომის საკითხები, ე.წ. სისტემური და არასისტემური დაბრკოლებების გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის როლი. პროცესი, სამთავრობო გეგმის შესაბამისად დაიწყო 2014 წელს და სრულდება 2015 წლის ბოლოს.
მიზნები
მომდევნო 10 თვიან პერიოდში, ვფიქრობთ, რომ საქართველოს ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მონიტორინგის კუთხით, პროექტის ფარგლებში მოცული იქნება შემდეგი ძირითადი მიმართულებები:
- ციფრული საეთერო მაუწყებლობის პლატფორმაზე გადასვლის პროცესის დასკვნითი ეტაპის დემოკრატიულ ჩარჩოებში წარმართვა და პროცესში ქართული მედია ბაზრის ოპერატორების და მაუწყებლების ინტერესების მაქსიმალურად ასახვა; - ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის ტექნიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური მიმართულებების პრობლემური მხარეების და ბარიერების აღმოფხვრა აქტიური ჩართულობით; - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, სსიპ "ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს", ციფრული საეთერო ქსელის ლიცენზიანტების, შპს "საქართველოს ტელერადიოცენტრის", საქართველოს საზოგადეობრივი მაუწყებლის, მაუწყებლების საქმიანობის მონიტორინგი, პრობლემური მხარეების გამოკვეთა, რეკომენდაციების წარდგენა და აღნიშნული პროცესის ადვოკატირება.
ამოცანები
პროექტით განსაზღვრულ პერიოდში, ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის დასკვნითი ეტაპის წარმატებით განხორციელება ქართული მედია გარემოს გაუმჯობესების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანია. აქტივობები უნდა განხორციელდეს შემდეგი ოთხი მიმართულებით:
• ციფრული საეთერო მაუწყებლობის პლატფორმაზე გადასვლის საინფორმაციო კამპანიის პროცესის მონიტორინგი, ადვოკატირება და ხელშეწყობა რეკომენდაციების მომზადებით და წარდგენით, ასევე მაღალპროფესიონალური კვლევების საშუალებით, მოსახლეობის ინფორმირებულობის კამპანიის ეფექტურობის მონიტორინგი და მისი რეალიზაციის ეფექტურობის კვლევა; • ციფრული საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესთან დაკავშირებული სამართლებრივი ცვლილებების შემუშავების და მისი იმპლემენტაციის პროცესში ჩართულობა, შეფასება, რეკომენდაციების წარდგენა, განხორციელების ხელშეწყობა და ადვოკატირება; • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ "ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს", საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, შპს "საქართველოს ტელერადიო ცენტრის", სსიპ "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის", ციფრული საეთერო ქსელის კერძო ლიცენზიანტების (ეროვნული და ადგილობრივი დაფარვის ოპერატორების) იმ აქტივობების მონიტორინგი, რომელიც უკავშირდება ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს; • ციფრული საეთერო მაუწყებლობის მისაღებად განკუთვნილი აპარატურის დარიგების პროცესის მონიტორინგი, ბაზრის და მოსახლეობის მზაობის კვლევა, რეკომენდაციების მომზადება და მათი იმპლემენტაციის ადვოკატირება.
განხორციელების გზები
აქტივობამ პროექტის ფარგლებში უნდა მოიცვას შემდეგ ძირითადი მიმართულებები:
• შპს "საქართველოს ტელერადიო ცენტრის", შპს "სტერეო+"-ის და ადგილობრივი საეთერო ციფრული მაუწყებლობის ქსელების ლიცენზიანტების მიერ სალიცენზიო პირობების, მათ შორის მოსახლეობის დაფარვის, სატელევიზიო პროგრამების განთავსების და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების შესრულების მონიტორინგი, პრობლემური მხარეების კვლევა და განსახორციელებელი აქტივობების რეკომენდაციების წარდგენა; • სსიპ "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის", კომერციული მაუწყებლების ციფრულ საეთერო პლატფორმაზე გადასვლის საინფორმაციო კამპანიის სტრატეგიის, ასევე საკანონმდებლო ცვლილებების და დაგეგმილი აქტივობების კვლევა და რეკომენდაციების წარდგენა; • ციფრული მაუწყებლობის მხარდასაჭერად მოსახლეობის ინფორმირების საინფორმაციო კამპანიის მიმდინარეობის, მისი ინტენსივობის, მოსახლეობასთან კომუნიკაციის არხების ეფექტურობის და სხვა დაკავშირებული საკითხების შეფასება. საინფორმაციო კამპანიის ეფექტურობის და მოსახლეობის მზაობის ინდექსის დადგენა; • ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესთან დაკავშირებული სოციალურად დაუცველი მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინების, ასევე შშმ მომხმარებლების ინტეგრაციის და სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ღონისძიებების კვლევა და რეკომენდაციების განსაზღვრა არსებული ხარვეზების გამოსავლენად;
• ადგილობრივი ტელევიზიების ციფრულ საეთერო პლატფორმებზე გადასვლის პრობლემების კვლევა და რეკომენდაციების პრეზენტაცია;
• ციფრულ საეთერო სატელევიზიო ქსელში არხების განთავსების პირობების გამჭვირვალეობის, არადისკრიმინაციული და ხარჯებზე ორიენტირებული დაშვების პირობების შესახებ რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესის ხელშეწყობა და ადვოკატირება; • იმ პრობლემების კვლევა, რომელიც წარმოიშვება ბოლო მოხმარებების სუბსიდირებისას, ასევე ციფრული საეთერო ქსელის სიგნალების მიმღები აპარატურის დარიგებისას და ინსტალაციისას, ასევე სხვა პრობლემები დაკავშირებული მიმღები ანტენების ინსტალაციისას და სხვა ტექნიკური საკითხების მოწესრიგებასთან; • რისივერების პროგრამული უზრუნველყოფის ღიაობის და თავსებადობის საკითხების კვლევა და რეკომენდაციების წარმოდგენა; • სამაუწყებლო ქსელის განვითარების მდგომარეობის, აგების ვადების და ხარისხის კვლევა ე.წ. 20 სატესტო წერტილის შერჩევით; • ეთნიკური უმცირესობების ინტერესების დაცვის საკითხების კვლევა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში.
პროექტის რეალიზაცია მოხდება შემდეგი საშუალებების გამოყენებით: არსებული მდგომარეობის კვლევა ინფორმაციის გამოთხოვის, უშუალო შეხვედრების და მრგვალი მაგიდის საშუალებით, შედეგების და SWAT ანალიზი პრობლემური მიმართულებების გამოსაკვეთად, რეკომენდაციების წარდგენა შესაბამისი უწყებისათვის და პრეზენტაციების მოწყობა, კანონმდებლობის შემუშავების პროცესში ჩართვა და მისი პრაქტიკაში დანერგვის პროცესის დაკვირვება და ანალიზი. შედეგების შესახებ მომზადდება კვარტალური ანგარიშები და მიმართულების შესახებ ანგარიშები.
პროექტის მედია გაშუქება
პროექტის შუალედური ანგარიში
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია 1) ციფრული საეთერო მაუწყებლობის პლატფორმაზე გადასვლის პროცესის დასკვნითი ეტაპის დემოკრატიულ ჩარჩოებში წარმართვა და პროცესში ქართული მედია ბაზრის ოპერატორების და მაუწყებლების ინტერესების მაქსიმალურად ასახვა; 2) ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის ტექნიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური მიმართულებების პრობლემური მხარეების და ბარიერების აღმოფხვრა აქტიური ჩართულობით; 3) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, სსიპ "ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს", ციფრული საეთერო ქსელის ლიცენზიანტების, შპს "საქართველოს ტელერადიოცენტრის", საქართველოს საზოგადეობრივი მაუწყებლის, მაუწყებლების საქმიანობის მონიტორინგი, პრობლემური მხარეების გამოკვეთა, რეკომენდაციების წარდგენა და აღნიშნული პროცესის ადვოკატირება.
იხილეთ მეტი →
|