სტალინის გარშემო არსებული დეზინფორმაციისა და ნოსტალგიის დაძლევა: ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის - ეტაპი 1

პროექტები | დასრულებული პროექტები 12 იანვარი 2022

 

 

პროექტის სახელწოდება: სტალინის გარშემო არსებული დეზინფორმაციისა და ნოსტალგიის დაძლევა: ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის - ეტაპი 1
დონორი ორგანიზაცია:  Georgian Information Integrity Program(GIIP) / USAID 
ბიუჯეტი: 23,460 ლარი
ხანგრძლივობა: 12.01.2022 -  31.03.2022

 

დეზინფორმაციული ნარატივები, რომლებიც შიდა ქართლში სტალინის მიმართ სენტიმენტებსა და ნოსტალგიას ეფუძნება, თაობიდან თაობას გადაეცემა და კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონის იდენტობის ჩამოყალიბებაში. სტალინის კულტის მუდმივი ინსტრუმენტალიზაციის გამო, რეგიონი კვლავ საზრდოობს სტალინის გარშემო არსებული მითებით.

 

ზემოაღნიშნული გამოწვევის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ სტალინისა და საბჭოთა პერიოდის მიმართ გაღრმავებული ნოსტალგიის დეესკალაციას და ხელი შევუშალოთ ამ შეხედულებების მომავალი თაობებისთვის, ყოველგვარი კრიტიკული მიდგომის გარეშე, გადაცემას. გორის, როგორც შიდა ქართლის ცენტრის, ისტორიული იდენტობა მკვეთრად არის გადაჯაჭვული სტალინის ფიგურასთან, რომელიც  ხელს უშლის რეგიონის განსხვავებული ისტორიული როლის ან ტურისტული პოტენციალის განვითარების ალტერნატიულ განვითარებას.

 

ქალაქის პრესაბჭოთა ისტორიული წარსულის ხაზგასმით, ამ პერიოდის ისტორიის აღდგენითა და რეგიონის ცენტრალური ქალაქისთვის (გორი) „იდენტობის რუკის“ შექმნით, პროექტი მიზნად ისახავს ახალი იდენტობისა და პოზიტიური თვითიდენთიფიკაციის განსხვავებული წყაროს შექმნას. პროექტი არა მხოლოდ ახალი იდეების შეთავაზებას გულისხმობს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ ასევე მოიაზრებს მათი, როგორც პროექტის მთავარი აუდიტორიის, ამ განახლებული ნარატივის შექმნაში და შენარჩუნებაში ჩართვას.

 

შეიქმნება, საარქივო მასალებზე და ისტორიულ ანალიზზე დაფუძნებული, ქალაქის ახალი „იდენტობის რუკა“, რომელიც ხაზს გაუსვამს გამორჩეულ ისტორიულ მომენტებსა და ფიგურებს, როგორც ქალაქის უნიკალურობისა და მდიდარ ისტორიის მახასიათებლებს. 

 

პროექტი ასევე ხელს შეუწყობს თაობათაშორის დიალოგს, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჩართვას თავიანთი ქალაქის, მისი უნიკალური ისტორიისა და ალტერნატიული იდენტობის განხილვაში. “იდენტობის რუკა“ და შესაბამისი საინფორმაციო ბანერები ქალაქის გარშემო და ვირტუალურ სივრცეში იქნება საწყისი წერტილი დიალოგის დასაწყებად.

 

პროექტის მიზნები:

 

- გორის/შიდა ქართლის ალტერნატიული ისტორიის შესახებ ცნობიერების გაზრდასა და   სტალინის ფიგურის ჩანაცვლებაში წვლილის შეტანა;

 

- რეგიონის/ქალაქის ისტორიასთან დაკავშირებული საარქივო მასალების მოძიება, ანალიზი, ინტერპრეტაცია და ვიზუალიზაცია;

 

- ახალი ქალაქის ისტორიაზე დაფუძნებული  “იდენტობის რუკის“ შექმნა, რომელიც გარკვეულწილად ჩაანაცვლებს სტალინის ფიგურას, როგორც ქალაქის სიამაყის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს;

 

- ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა ქალაქის იდენტობის შესახებ დისკუსიაში; 

 

- აქამდე უცნობი ადამიანების, ტრავმისა და ტრიუმფის მეხსიერების ადგილებისა და მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტების აღნიშვნა და ხაზგასმა; 

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები:

 

- შიდა ქართლისა და მისი მცხოვრებთა ისტორიის, მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენებისა და ადგილების კვლევა;

 

- მოსახლეობის ნაწილისგან ზეპირი ისტორიების შეგროვება კონკრეტულ საკითხებსა და პიროვნებებზე;

 

- ონლაინ და ფიზიკური პლატფორმების იდენტიფიცირება, სადაც უნდა  განთავსდეს გამოკვლეული და დამუშავებული ინფორმაცია;

 

- ადგილობრივ ხელისუფლებასთან კომუნიკაცია, საჭირო ნებართვების მოპოვება;

 

პროექტის აქტივობები

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024