ორგანიზაციული განვითარების გრანტი - IDFI |
ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი |
2015-2017 |
$113,850 |

საგრანტო ღონისძიების დასახელება: ორგანიზაციული განვითარების გრანტი - IDFI დონორი ორგანიზაცია: ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI) გრანტის მიმღები: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი გრანტის სრული ოდენობა: 113,850 აშშ დოლარი პროექტის ნომერი: OR2015-22682 შესრულების პერიოდი: 1 სექტემბერი, 2015 - 31 აგვისტო, 2017
პროექტის აღწერა
დაარსებიდან წლების განმავლობაში, IDFI თანდათან იქცა ისეთ სანდო ორგანიზაციად, რომელიც აერთიანებს სამოქალაქო კონტროლის აქტივობებს, სიღრმისეულ კვლევებსა და ადვოკატირებას ღია მმართველობის სფეროში. თუმცა, მიუხედავად მნიშვნელოვანი წარმატებისა, IDFI იზიარებს მრავალი სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ბედს, როდესაც მიღებული დაფინანსებების უმეტესობა მიმართულია ანალიტიკურ საქმიანობაზე, რის გამოც მას თითქმის არ რჩება რესურსი ინსტიტუციონალური განვითარებისათვის.
Think Tank-ის ფონდის დაფინანსება მნიშვნელოვანია IDFI-ის შემდგომი ორგანიზაციული და ფინანსური მდგრადობისთვის, რისი საჭიროებაც IDFI-ის გავლენის ზრდასთან ერთად სულ უფრო აშკარა გახდა. იქიდან გამომდინარე, რომ ორგანიზაციაში მოვალეობები მკაფიოდ არ არის დანაწილებული, ინსტიტუტს სჭირდება მხარდაჭერა შიდა სტრუქტურის რეორგანიზაციისათვის, რისი ერთ-ერთი მიზანიც იქნება პასუხისმგებლობების დელეგირება. კვლევის ხარისხის თვალსაზრისით, IDFI-ის აპირებს განსაზღვროს გრძელვადიანი თემატური პრიორიტეტები კვლევითი პროდუქტისათვის, ერთიანი სახე მისცეს სხვადასხვა კვლევის შედეგებს, გააუმჯობესოს ხარისხის კონტროლის შიდა მექანიზმი და დააარსოს ხარისხის კონტროლის გარე მექანიზმი. გარდა ამისა, შეზღუდული რესურსები საშუალებას არ აძლევდა IDFI-ის მისი კვლევების სრულყოფილი რედაქტირებისთვის. IDFI-ის კვლევითი საქმიანობის კიდევ ერთი გამოწვევა არის კვლევის სხვადასხვა მეთოდების განვითარება და გამოყენება.
გარდა ამისა, IDFI-ის სჭირდება მეტი რესურსი და ცოდნა იმისათვის რომ უკეთ მიაწოდოს კვლევის შედეგები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებს. ამ მხრივ საჭიროა უფრო სრულყოფილი კომუნიკაციის სტრატეგია, ვებ-დეველოპერის და დიზაინერის დახმარება და ა. შ.
პროექტის მიზანი
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს IDFI-ის როგორც კვლევითი ორგანიზაციის განვითარებას სამი კონკრეტული მიმართულებით: კვლევების ხარისხი, კომუნიკაცია და ადვოკატირება და შიდა განვითარება და მმართველობა.
აქტივობები
- პოლიტიკის კვლევისა და მეთოდოლოგიის ხარისხი
- კვლევისათვის თემატური პრიორიტეტების, ფორმატებისა და მეთოდების შექმნა
- შიდა და გარე კონტროლის სისტემების დანერგვა
- რედაქტირება და მთარგმნელობითი მომსახურება
- კვლევის შედეგების გავრცელების ორგანიზება
- IDFI-ის თანამშრომელთათვის კვლევით მეთოდებსა და ფორმატებზე ტრენინგების ჩატარება
- ონლაინ ბიბლიოთეკების გამოწერა
- კომუნიკაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობა
- გრძელვადიანი და მოკლევადიანი ცვლილების თეორიების შემუშავება
- კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება
- საჯარო პოლიტიკაზე IDFI-ის გავლენის სრულყოფილი ანალიზის მომზადება და წარდგენა
- IDFI-ის წარმომადგენლის გაგზავნა სასწავლო ვიზიტზე უცხოეთის წამყვან კვლევით ორგანიზაციაში
- IDFI-ის თანამშრომელთათვის კომუნიკაციის თემაზე ტრენინგის ჩატარება
- ვებ-დიზაინერის/დეველოპერის აყვანა
- საჯარო პოლიტიკაზე IDFI-ის გავლენის შესაფასებლად მედია მონიტორინგის ჩატარება
- შიდა განვითარება და მართვა
- ახალი მმართველი სტრუქტურის შექმნა, რომელიც შედგება მრჩეველთა საბჭოს, გამგეობისა და აღმასრულებელი დირექტორისაგან
- თემატური ინსტიტუციური მიმართულებების შექმნა, რომლებიც ასახავს ინსტიტუტის ჰიბრიდულ ხასიათს
- აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტის თანამდებობის შექმნა
- შიდა განვითარების ექსპერტის მოწვევა რეგულარული კონსულტაციისა და დახმარებისათვის
- გრანტების მოძიების ექსპერტების მოწვევა რეგულარული კონსულტაციისა და დახმარებისათვის
- PR-ისა და კომუნიკაციების მენეჯერის თანამდებობის შექმნა სრული განაკვეთით
- ყოველწლიური გუნდური შეხვედრების ორგანიზება თანამშრომელთათვის

საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს IDFI-ის როგორც კვლევითი ორგანიზაციის განვითარებას სამი კონკრეტული მიმართულებით: 1. კვლევების ხარისხი, 2. კომუნიკაცია და ადვოკატირება, და 3. შიდა განვითარება და მმართველობა.
იხილეთ მეტი →
|
საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში |
გაეროს განვითარების პროგრამა |
2015-2016 |
$45,335.70 |

პროექტის სახელწოდება: საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა ,,საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის" განხორციელების პროცესში
დონორი ორგანიზაცია: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება“ ფარგლებში
ქვეყანა: საქართველო.
პარტნიორი ორგანიზაცია: საქართველოს პარლამენტი
გრანტის რაოდენობა: 45,335.70 აშშ დოლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 28 დეკემბერი, 2015 - 28 აპრილი, 2016
2011 წლის სექტემბერში საქართველო შეუერთდა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივას. OGP წარმოადგენს მრავალმხრივ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს მთავრობების მხრიდან კონკრეტული ვალდებულებების შესრულება ღია მმართველობის, გამჭვირვალობის, მოქალაქეების ჩართულობის განვითარების, კორუფციასთან ბრძოლის, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით. ინიციატივა გულისხმობს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას იმისათვის, რომ მთავრობები უფრო ღია, ეფექტური და ანგარიშვალდებული გახადოს, რაც მოიტანს საზოგადოებრივი რესურსების უფრო ეფექტიან მართვას და ინკლუზიურ განვითარებას. ინიციატივას საფუძველი ჩაეყარა რვა დამფუძნებელი სახელმწიფოს მიერ, რომელთა შორის იყო აშშ და დიდი ბრიტანეთი. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) OGP-ის აქტიური მხარდამჭერია მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით საკანონმდებლო ღიაობის კომპონენტში.
საკუთარი წევრობის დასაწყისშივე საქართველომ OGP-ის 65 წევრ ქვეყანას შორის მიიღო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (15 ქულა მაქსიმალური 16-დან) ბიუჯეტის გამჭვირვალობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნების კუთხით. საქართველომ OGP-ის ფარგლებში საკუთარ თავზე აიღო სახელმწიფო სერვისების, სახელმწიფო შესყიდვების, საჯარო ფინანსების, სამართლის ადმინისტრირების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების სფეროებში გამჭვირვალე, შეთანხმებული პროცესების უზრუნველყოფის ვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა. სამი წლის განმავლობაში საქართველომ მიიღო და განახორციელა პირველი სამოქმედო გეგმა (2012-13), მონაწილეობა მიიღო OGP-ის მმართველი კომიტეტის არჩევნებში და მიიღო მეორე სამოქმედო გეგმა (2014-15). 2014 წლის სექტემბერში საქართველო ორი წლით აირჩიეს OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად.
რამდენადაც საქართველოს მთავრობამ მიაღწია გარკვეულ პროგრესს ღია მმართველობის პარტნიორობის ვალდებულებების შესრულების საკითხში, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გადაწყვიტა, ევროკავშირის დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში ,,საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში," მხარი დაეჭირა საქართველოს პარლამენტის მსგავსი აქტივობებისთვის. კერძოდ, საკანონმდებლო ღიაობის სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის. მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ ერთეული პარლამენტებია ჩართული ღია მმართველობის ინიციატივაში, შესაბამისად ამგვარი მიდგომა თავისთავად ინოვაციურია. საქართველოს პარლამენტის მხარდასაჭერად, UNDP თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) - საქართველოში წამყვან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობაში არის მთავრობასთან ერთად ჩართული.
პროცესი 2014 წლის დეკემბერში დაიწყო და 1 წელიწადზე ნაკლებ დროში მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნა. კერძოდ, 2015 წლის 12 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა ოფიციალურად განაცხადა ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში ჩართულობის მზაობა და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებულების თანახმად შეიქმნა ინტერ-ფრაქციული ჯგუფი. აღნიშნული ჯგუფი პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის ფრაქციების 11 წევრისგან შედგება და მისი მისია საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავება იყო. სამოქალაქო საზოგადოებასთან პარლამენტის უშუალო თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები იქნენ მოწვეული პროცესში ჩასართავად, მათ პარლამენტთან 2015 წლის 30 აპრილს თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს და იმავე დღეს პარლამენტმა საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციის რატიფიცირება მოახდინა. სამუშაო შეხვედრების შემდეგ, ინტერ-ფრაქციულმა სამუშაო ჯგუფმა და ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფმა (ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან დაკომპლექტებული) ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსია შეიმუშავეს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 17 ივლისს დაამტკიცა.
სამოქმედო გეგმის მიზანია, უზრუნველყოს "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) და საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციის პრინციპების შესაბამისად საქართველოს პარლამენტის ღიაობა და საპარლამენტო ინფორმაციის გამჭვირვალობა, აგრეთვე, ხელი შეუწყოს საპარლამენტო საქმიანობასა და საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. სამოქმედო გეგმის მიზანია უზრუნველყოს ,,ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) და საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციის პრინციპების შესაბამისად საქართველოს პარლამენტის ღიაობა და საპარლამენტო ინფორმაციის გამჭვირვალობა, აგრეთვე, ხელი შეუწყოს საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა OGP-ის 4 გამოწვევას პასუხობს 18 ვალდებულებით, რომელთა განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს საპარლამენტო ღიაობას: 1. საზოგადოების ჩართულობა, მათ შორის კანონპროექტებზე კომენტარის დატოვების შესაძლებლობით, პლენარულ სხდომებზე დასწრებითა და საკანონმდებლო წინადადებების წარდგენის თვალსაზრისით; 2. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მათ შორის კანონპროექტის განხილვისას პირველად ტექსტში შეტანილი ცვლილებების ხილვად ფორმატში ასახვა და დროული გამოქვეყნება საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე, რათა მოქალაქეებს შეეძლოთ კომენტარის დატოვება, ასევე, საპარლამენტო ინფორმაციაზე წვდომის გამარტივება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის; 3. ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენება, რათა გამოქვეყნებული ინფორმაცია მაქსიმალურად მარტივად ხელმისაწვდომი იყოს; 4. ანგარიშვალდებულება, მათ შორის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შექმნა და სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობა.
ამჟამად, OGP-ის 17 ვალდებულება განსახორციელებელია. პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭო იქნება პასუხისმგებელი ორგანო სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე და მიმდინარე პროცესების კოორდინირებაზე. საპარლამენტო ღიაობის პრინციპების დანერგვა პარლამენტის ვალდებულებას წარმოადგენს, ხოლო ახლად შექმნილ საბჭოს დასჭირდება მხარდაჭერა, რათა წარმატებით გაართვას თავი უფლება-მოვალეობებს.
საბოლოო მიზანი საპარლამენტო ღიაობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობაში.
კონკრეტული მიზნები 1. ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა. 2. საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა ,,საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის 2015-2016" ვალდებულებების განხორციელებაში.
მოსალოდნელი შედეგები 1. მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფუნქციონირების ეფექტიანობა. 2. საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის აღნიშნული 5 ვალდებულების კონცეფციის შექმნა და საბჭოს მიერ დამტკიცება.


იხილეთ პროექტის საბოლოო ანგარიში სრულად:
/public/upload/Meri/Supporting the Parliament of Georgia Final Report (GEO).pdf
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია საპარლამენტო ღიაობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობაში.
იხილეთ მეტი →
|
კახეთის მუნიციპალიტეტებში ელექტრონული გამჭვირვალობის გაუმჯობესების და თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა |
ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს |
2015-2016 |
$44,950 |

პროექტის სახელწოდება: კახეთის მუნიციპალიტეტებში ელექტრონული გამჭვირვალობის გაუმჯობესების და თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა
პროექტის დაფინანსება: ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF)
პროექტის კოდი: LDD/14/15-20078
მთლიანი ბიუჯეტი: $ 44, 950
პროექტის ხანგრძლივობა: 16 ოქტომბერი, 2015 – 16 აპრილი, 2016
პროექტის მიზანი
პროექტის მიზანს წარმოადგენს კახეთის თვითმმართველობებში ელექტრონული გამჭვირვალობის მექანიზმების დანერგვა, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და თვითმმართველობების საქმიანობაში საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფა.
პროექტის ამოცანები
პროექტში იდენტიფიცირებული ძირითადი ამოცანებია:
- კახეთის მუნიციპალიტეტებში საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების ნორმატიული ბაზის შექმნა და დახვეწა
- ელექტრონული გამჭვირვალობის მოდულების დანერგვა
- კახეთის მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფა
- საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების პროცედურების გამართვა
- თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულ პირთა შესაძლებლობების განვითარება
პროექტის აქტივობები
- კახეთის თვითმმართველობებში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ნორმატიული ბაზის კვლევა
- ელექტრონული გამჭვირვალობის კუთხით არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის კვლევა
- მოდელური საკანონმდებლო აქტების მომზადება და მათი დამტკიცების ადვოკატირება
- კახეთის მუნიციპალიტეტებისათვის ელექტრონული მოდულების მომზადება
- საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების წარმართვა


/public/upload/our_proj/final_report_kakheti_project.pdf
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანს წარმოადგენს კახეთის თვითმმართველობებში ელექტრონული გამჭვირვალობის მექანიზმების დანერგვა, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და თვითმმართველობების საქმიანობაში საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფა.
იხილეთ მეტი →
|
ინტერნეტ-თავისუფლების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში - გაგრძელება |
ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოსა და სომხეთში |
2015 |
€6,800 |
   
პროექტის სახელწოდება: ინტერნეტ-თავისუფლების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში - გაგრძელება პროექტის დაფინანსება: ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოსა და სომხეთში პროექტის ბიუჯეტი: მთლიანი ბიუჯეტი 13.066 ევრო (IDFI-ის ბიუჯეტი - 6.800 ევრო)
პროექტის ხანგრძლივობა: 1 ივლისი, 2015 – 30 ნოემბერი, 2015 კოორდინატორი ორგანიზაცია: Stichting Free Press Unlimited პარტნიორი ორგანიზაციები: Institute for Reporters' Freedom and Safety (IRFS), Azerbaijan Institute for Development of Freedom of Information (IDFI), Georgia Georgia Yerevan Press Club (YPC), Armenia
პროექტის აღწერა: პროექტის ფარგლებში მედია ანალიტიკოსები, მედია სამართლის სპეციალისტები, ინტერნეტ-აქტივისტები და ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპერტები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ერთად იმუშავებენ იმისათვის, რომ უპასუხონ ინტერნეტის თავისუფლების გამოწვევებს სამხრეთ კავკასიაში. პროფესიონალთა ეს ჯგუფი დაკავშირებული იქნება სამ ადგილობრივ ორგანიზაციასთან, კერძოდ IRFS, IDFI და YPC.
პროექტის მიზანი: პროექტი მიზნად ისახავს ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობას სამხრეთ კავკასიაში კვლევის, მონიტორინგის, ადვოკატირებისა და ტრენინგების გზით. მისი მიზანია გააფართოვოს და გააძლიეროს სიტყვის თავისუფლება რეგიონული პლატფორმის ჩამოყალიბებით, რაც კამპანიებისა და ისტორიების გაზიარების მეშვეობით ხელს შეუწყობს დემოკრატიულ ცვლილებებს.
პროექტის აქტივობები:
- მონიტორინგი და ანგარიშის მომზადება - ინტერნეტის თავისუფლება საქართველოში 2015
- www.freedomtointernet.com-ის შესახებ ცნობიერების ამაღლება

შენიშვნა: ეს არის უკვე დასრულებული პროექტის გაგრძელება. წინა პროექტის აქტივობების შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტი მიზნად ისახავს ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობას სამხრეთ კავკასიაში კვლევის, მონიტორინგის, ადვოკატირებისა და ტრენინგების გზით. მისი მიზანია გააფართოვოს და გააძლიეროს სიტყვის თავისუფლება რეგიონული პლატფორმის ჩამოყალიბებით, რაც კამპანიებისა და ისტორიების გაზიარების მეშვეობით ხელს შეუწყობს დემოკრატიულ ცვლილებებს.
იხილეთ მეტი →
|
საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის კონტროლი საქართველოში |
პროგრამა „მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში“ / ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო |
2015-2018 |
$94,700 |

პროექტის სახელწოდება: საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის კონტროლი საქართველოში დონორი ორგანიზაცია: შპს Deloitte Consulting, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სახელით, „მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში“ (G4G) No. AID- 114-C-14-00007 ხელშეკრულების თანახმად პროექტის ნომერი: RFA#2015 – 008 გრანტის ოდენობა: 94,700.00 USD პროექტის განხორციელების პერიოდი: 2015 წლის 21 სექტემბერი - 2018 წლის 21 სექტემბერი
პროექტის აღწერილობა
საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისთვის, რადგანაც ჩართულობა, მონაწილეობა და თანამშრომლობა ხელს უწყობს უფრო ეფექტური კანონებისა და პოლიტიკის გატარებას.
USAID-ის ახლად დაფინანსებული პროექტი „მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში“ გამიზნულია იმისთვის, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ხელი შეუწყოს კონსტრუქციულ დიალოგს საჯარო და კერძო სექტორებს შორის, და გააძლიეროს ორივე მხარის შესაძლებლობები იმისათვის რომ შედგეს საჯარო პოლიტიკისა და საკანონმდებლო საკითხებზე ეფექტური თანამშრომლობა. აღნიშნული მოიცავს მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების შესაძლებლობების განვითარებას, რომ გამოიყენონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა საჯარო პოლიტიკის კეთებისა და ადვოკატირების პროცესებში.
ზემოთაღნიშნულ პრინციპებთან შესაბამისად, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) შექმნის სტანდარტიზირებულ და ინსტიტუციონალურ პლატფორმას საჯარო-კერძო დიალოგისთვის (PPD). პლატფორმის მიზანია მომავალში მოიცვას საჯარო პოლიტიკისა და საკანონმდებლო პროცესები.
პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) შესახებ
პროექტი „მმართველობა განვითარებისთვის“ გახლავთ USAID-ის მიერ დაფინანსებული ხუთწლიანი პროექტი, რომელიც 2014 წლის აგვისტოდან ხორციელდება შპს Deloitte Consulting-ის მიერ.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას რათა საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმები დაიგეგმოს, განხორციელდეს და შესრულდეს სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში, ისე რომ მცირე და საშუალო საწარმოებს ქონდეთ თანაბარი პირობები ზრდისთვის.
G4G გააძლიერებს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის შესაძლებლობებს, იმისათვის რომ აღნიშნულმა მხარეებმა ეფექტურად ითანამშრომლონ რეფორმებზე ჩართულობისა და კონსულტაციების პროცესის საშუალებით.
ამ მიზნის მისაღწევად G4G მხარს დაუჭერს ინკლუზიურ და კონსტრუქციულ დიალოგს ხელისუფლების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. აღნიშნული დაეხმარება რეფორმების ეფექტურ ჩამოყალიბებას ეკონომიკური განვითარებისთვის ისეთ გარემოში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოს გამჭვირვალეობა და ანგარიშვალდებულება. G4G ხუთ კომპონენტს მოიცავს: (1) საჯარო და კერძო სექტორის ინკლუზიური დიალოგის ხელშეწყობა, (2) საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება რეფორმების შემუშავებისთვის, განხორციელებისთვისა და შესრულებისთვის, (3) წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესება სხვადასხვა მოპაექრე ინტერესების გათვალისწინებით, (4) ენერგეტო-პოლიტიკის ეკონომიკური მმართველობისა და ლიდერობის გაუმჯობესება, ელექტროენერგიის საზღვარგარეთ ვაჭრობის ჩათვლით, და (5) რეფორმების ადვოკატირებისთვის კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერება.
მიზანი
გრანტის მიზანია შექმნას და განახორციელოს „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის (PPD) კონტროლის მექანიზმი“. აღნიშნული მიზნისთვის შერჩეული საკვანძო სამინისტროების მიერ დაგეგმილი თითოეული მნიშვნელოვანი კანონი ან რეგულაცია შეფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენად და რა ხარისხით იყო უზრუნველყოფილი სამოქალაქო ჩართულობა. აღნიშნული გაიზომება საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ოთხი პარამეტრის შეფასებით:
- საჯარო პოლიტიკის შემუშავება და განვითარება
- საკანონმდებლო პროცესი და საჯარო პოლიტიკის პროექტის შემუშავება
- მარეგულირებელი ზემოქმედების შეფასება
- ინფორმაციის გავრცელება და კომენტარები საზოგადოების მხრიდან
აქტივობები
- საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის (PPD) კონტროლის მექანიზმის შემუშავება და მეთოდოლოგიის მომზადება
- საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის (PPD) კონტროლის მექანიზმის განხორციელება
- პერიოდული ანგარიშები კანონების შეფასების შესახებ
- საჯარო დისკუსიები
- წლიური ანგარიშები და დაჯილდოება
- ტრენინგები საჯარო მოხელეებისთვის
- ტრენინგები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის
- ინფორმაციის გავრცელება




საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია შექმნას და განახორციელოს „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის კონტროლის მექანიზმი.“ აღნიშნული მიზნისთვის შერჩეული საკვანძო სამინისტროების მიერ დაგეგმილი თითოეული მნიშვნელოვანი კანონი ან რეგულაცია შეფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენად და რა ხარისხით იყო უზრუნველყოფილი სამოქალაქო ჩართულობა.
იხილეთ მეტი →
|
სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება (2015-2016) |
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო |
2015-2016 |
€94,785 |

საგრანტო ხელშეკრულების სახელი: სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება
დონორი ორგანიზაცია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
გრანტის მიმღები ორგანიზაცია: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
პარტნიორი ორგანიზაცია: ბრემენის უნივერსიტეტი
მთლიანი საგრანტო თანხის ოდენობა: 94.785 €
საგრანტო ხელშეკრულების ვადა: 10 ივლისი, 2015 – 10 თებერვალი, 2016
მიზნები:
პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მაქსიმალურად ფართო სპექტრის დაინტერესების გამოწვევასა და მათი ცოდნის გაღრმავებას საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "საქართველო 2020"-თან დაკავშირებით. საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების გარდა, პროექტის ფარგლებში კრიტიკულად იქნება შეფასებული სტრატეგიის არსებული გამოწვევები და განხორციელების პროცესი, იმისათვის რომ მოხდეს ამ ეტაპზე არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია და შემუშავდეს საჭირო რეკომენდაციები.
არსებული მდგომარეობა:
სტრატეგია „საქართველო 2020“ მიმოიხილავს ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ეკონომიკური ზრდის ხელისშემშლელ ფაქტორებს და მათი გადაჭრის გზებს. ესენია კერძო სექტორის დაბალი კონკურენტუნარიანობა, ადამიანური რესურსების არასაკმარისად განვითარება (განათლების სისტემა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემა) და კრედიტების ხელმისაწვდომობის პრობლემა. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, დოკუმენტში საქართველოს მთავრობის მთავარ მიზნად დასახულია კერძო სექტორში კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერა, ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა და ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების უზრუნველყოფა. სტრატეგიაში ჩამოთვლილია ზემოაღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად 2020 წლამდე დაგეგმილი ღონისძიებები და დასახული მიზნები. მთავრობამ უკვე დაიწყო სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სხვადასხვა მიმართულებებით შესაბამისი რეფორმების გატარება, რაც გატარებული ღონისძიებების კრიტიკულ ანალიზის შესაძლებლობას იძლევა.
ღონისძიებები და აქტივობები:
• ანალიტიკოსების მხარდასაჭერი საქმიანობა:
o სამდღიანი გასვლითი სამუშაო შეხვედრის ორგანიზება და გასვლითი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში „საქართველო 2020“-ის შესახებ ლექციებისა და დისკუსიების ჩატარება;
o ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად ოთხი საუკეთესო ანალიტიკოსის შერჩევა და ოთხთვიანი სტიპენდიის გაცემა;
o პროექტის შემაჯამებელ ფორუმზე საუკეთესო ანალიტიკოსის დაჯილდოება.
• ლექტორების მიერ ჩატარებული ხუთი ბლოკ-კურსის ორგანიზება სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში (ბათუმი, ქუთაისი, თელავი, ახალციხე, თბილისი);
• საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ დოკუმენტთან "საქართველო 2020"-თან დაკავშირებით დისკუსიების ჩატარება შესაბამისი საზოგადოებრივი ჯგუფების მონაწილეობით. ორგანიზებული იქნება ხუთი საჯარო დისკუსია. დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იქნებიან როგორც შესაბამისი სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე იმ სფეროების წარმომადგენლები, რომლებსაც მთავრობის სტრატეგიული დოკუმენტი ეხება;
• 2016 წლის თებერვალში კონფერენციის ორგანიზება სტრატეგიული დოკუმენტ - "საქართველო 2020"-ის შესახებ. კონფერენციაზე ქართველ ექსპერტებთან ერთად მოწვეულნი იქნებიან საქართველოზე მომუშავე უცხოელი ექსპერტები (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით);
• პროექტის დასასრულს იგეგმება შემაჯამებელი პუბლიკაციის გამოცემა, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც ანალიტიკოსების კონკურსისთვის შექმნილი ნაშრომები, ასევე დარგის სპეციალისტების ანალიზი და რეკომენდაციები.
სამიზნე პირები:
პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ ანალიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, ქართველი მეცნიერები და სტუდენტები, ასევე სტრატეგიის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ქმედებებით დაინტერესებული სხვადასხვა ჯგუფები.
წარმატების ინდიკატორები:
პროექტის წარმატება გამოცდილი იქნება სხვადასხვა გზით. საზოგადოებრივი ჩართულობა განისაზღვრება პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებში სამიზნე ჯგუფების მონაწილეთა რაოდენობით და ჩართულობის ხარისხით. პრობლემების იდენტიფიკაციისა და რეკომენდაციების შემუშავებისათვის მოხდება საბოლოო ანგარიშის მომზადება და მისი გაცნობა მთავრობის წევრებისათვის.
რა ღონისძიებები არის დაგეგმილი საზოგადოებაში პროექტის ცნობადობის უზრუნველსაყოფად:
იმისათვის, რომ პროექტის ცალკეულმა ღონისძიებებმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრონ, მთელი პროექტის განმავლობაში იგეგმება კონტაქტი ქართულ მასმედიასთან (მაგ.: სატელევიზიო არხები, გაზეთები და ვებ-გვერდები). ერთის მხრივ, IDFI ფლობს ბეჭვდითი და ციფრული პრესის მრავალრიცხოვან წარმომადგენლებთან კონტაქტებს. მეორეს მხრივ კი, ინსტიტუტს წინა პროექტების ფარგლებში წარმატებით აქვს განხორციელებული მთელი რიგი საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიები (PR-კამპანიები).
  
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის სტრატეგიული დოკუმენტის - საქართველოს სოციალურ-ეკონომიური განვითარების სტრატეგია "საქართველო 2020", და მასში შემავალი მიზნების შესახებ საჯარო დისკუსიების სტიმულირება და მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდა.
იხილეთ მეტი →
|
ღია მონაცემები: ცვლილებებისა და ინოვაციების წყარო |
Tetra Tech ARD/შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო |
2015-2016 |
GEL56,584 |
დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში
პროექტის სახელწოდება: ,,ღია მონაცემები: ცვლილებებისა და ინოვაციების წყარო" დონორი ორგანიზაციები: Tetra Tech ARD, განმახორციელებელი შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) - ,,საქართველოში კარგი მმართველობის ინიციატივის" პროგრამა (USAID Good Governance Initiative in Georgia Project). ქვეყანა: საქართველო პროექტის ნომერი: GGI-G-002 გრანტის რაოდენობა: 56,584 ლარი პროექტის ხანგრძლივობა: 1 სექტემბერი, 2015 - 30 იანვარი, 2016
პროექტის აღწერილობა
საქართველოს მთავრობა ახორციელებს ღია მმართველობის პარტნიორობის 2014-2015 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ასახულ ღიაობისა და ანგარიშვალდებულების პოლიტიკას.
ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებისა თუ სხვა დაინტერესებული პირების მიერ მთავრობის ფუნქციონირებისა და პოლიტიკის განხორციელების უკეთ გაგების მიზნით, საქართველოს მთავრობა აქვეყნებს საჯარო მონაცემებს. ეს მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა, თუმცა საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ექსპლუატაციაში კარგად შესული. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წარმომადგენლები საჯარო სამთავრობო მონაცემებს ღია მონაცემებად აქცევენ ეს პოტენციალი შესაძლოა კარგად იქნას გამოყენებული. ინფორმაციის ვებ-გვერდი www.data.gov.ge კი, გამიზნულია სწორედ იმისათვის, რომ მან სამთავრობო ღია მონაცემების ერთ-ერთი მთავარი ვებ-გვერდის ფუნქცია შეასრულოს.
საქართველოს საჯარო დაწესებულებების მიერ ვებ-გვერდზე განსათავსებელად ინფორმაციის იშვიათად გამოქვეყნების გამო, ვებ-გვერდი www.data.gov.ge ამჟამად არ არის მონაცემებით მდიდარი.
ინფორმირებულობის საფუძვლიანი გაზრდის კამპანიით, პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ექსპერტიზისა და კონტროლის (მონიტორინგის) მეშვეობით www.data.gov.ge-ის ფუნქციური ეფექტურობის გაზრდას.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოში ღია მონაცემთა სტანდარტების განვითარებაზე წლებია აქტიურად მუშაობს და ღია მმართველობისა და ინფორმაციის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით პრობლემების ინდენტიფიცირებაში, კვლევებისა და რეკომენდაციების მომზადებაში მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. IDFI ასევე რეგულარულად აკონტროლებს ღია მონაცემთა ბაზის მონაცემთა გამოქვეყნების პრაქტიკას საქართველოში.
პროექტის ფარგლებში, IDFI-ის გუნდი, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების გამოყენებით, განსაზღვრავს საქართველოს საჯარო დაწესებულებებში არსებულ ღია სამთავრობო მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნება www.data.gov.ge ვებ-გვერდისათვის შესაძლებელი იყო;
ექსპერტების ჩართულობით, IDFI მონიტორინგს გაუწევს და შეაფასებს საქართველოს საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულებას, პროაქტიულობას, ეფექტურობას, სიცხადესა და გამოყენებადობის დონეს www.data.gov.ge ვებ-გვერდისათვის საჯარო მონაცემების გამოქვეყნებაში. ამასთანავე, ქვეყნის მმართველობის ღიაობასა და გამჭვირვალობის ხელშეწყობის კუთხით, IDFI შეაფასებს გამოქვეყნებული მონაცემების ხარისხს, გამოყენებადობასა და აღქმადობას; ისევე, როგორც გამოქვეყნებული მონაცემების სიზუსტესა და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობას.
იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს ღია მონაცემებთან დაკავშირებით მოქალაქეთა მოთხოვნებისა და მოლოდინების განისაზღვრა, IDFI გამართავს ერთ სამუშაო შეხვედრას თბილისში და სულ მცირე, ორ სამუშაო შეხვედრას ,,კარგი მმართველობის ინიციატივის" (GGI) პარტნიორ მუნიციპალიტეტებში. სამუშაო შეხვედრები ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას შემდეგ საკითხებზე: ა) მოქალაქეთა კომუნიკაციისთვის არსებული ელექტრონული პლატფორმები, მათ შორის www.my.gov.ge და www.data.gov.ge, ბ) www.data.gov.ge ვებ-გვერდისათვის საჯარო მონაცემების გამოქვეყნებისას საქართველოს საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების დონე.
IDFI მოამზადებს შუალედურ და საბოლოო ანგარიშებს, სადაც პროექტის ყველა შედეგს ასახავს. საბოლოო ანგარიშში, ასევე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთვის (DEA) მომზადდება რეკომენდაციები და შეთავაზებული იქნება, თუ როგორ გააუმჯობესოს პროცედურები ღია მონაცემთა მოთხოვნებსა და მონაცემთა ბაზებზე და გააუმჯობესდეს გამოქვეყნებული ღია მონაცემრბის ხარისხი. ამასთანავე, დასკვნითი ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებს საქართველოს საჯარო დაწესებულებებისთვის, რომ მათ მოახერხონ ანგარიშვალდებულებისა და პროაქტიულობის გაუმჯობესება www.data.gov.ge ვებ-გვერდისათვის საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების თვალსაზრისით. IDFI ორგანიზებას გაუწევს პროექტის საბოლოო პრეზენტაციას, სადაც წარმოადგენს პროექტის საბოლოო ანგარიშს, წარადგენს კვლევის შედეგებსა და რეკომენდაციებს; ღონისძიებას დაესწრება ყველა დაინტერესებული მხარე.
პროექტის წარმატებული განხორციელება ღია მონაცემთა ვებ-გვერდის www.data.gov.ge-ს ფუნქციურ შესაძლებლობებს განავითარებს საქართველოს საჯარო დაწესებულებების უფრო აქტიური და პასუხისმგებლიანი ჩართულობით. ასევე, პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საჯარო მონაცემების გამოქვეყნების პროცესის გაუმჯობესებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მთავრობის ღიაობა და ანგარიშვალდებულება და ამასთანავე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ბიზნესის განვითარება და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდა.
პროექტი ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მთავრობის ელექტრონულ პლატფორმებზე, მათ შორის: www.my.gov.ge და www.data.gov.ge-ზე.
მიზანი
პროექტის მიზანია www.data.gov.ge-ს განვითარების მხარდაჭერა და საქართველოს საჯარო სექტორში ღია მონაცემთა სტანდარტების დანერგვა. პროექტის მთავარი მიზნებია:
1. საქართველოს მთავრობის იმ მონაცემების, მონაცემთა ბაზის იდენტიფიცირება, რომლებიც ღია მონაცემთა ვებ-გვერდებზე უნდა განთავსდეს;
2. გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტის, ხარისხისა და აღქმადობის შეფასება;
3. www.data.gov.ge-ზე გამოსაქვეყნებლად, მონაცემებზე საჯარო ინტერესის იდენტიფიცირება;
4. რეკომენდაციების პაკეტის შედგენა www.data.gov.ge-ს განვითარებისა და საჯარო სექტორში ღია მონაცემების სტანდარტების დანერგვის მიზნით.
შეთავაზებული მეთოდი და სტრატეგია
1. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, IDFI შეისწავლის და აღწერს იმ მონაცემთა ბაზებს, რომელიც საჯარო დაწესებულებების განკარგულებაშია და მათი გამოქვეყნებით www.data.gov.ge უფრო სრულყოფილი და გამოყენებად წყარო იქნება.
2. პროექტის ფარგლებში IDFI არა მხოლოდ აღწერს არსებულ მონაცემთა ბაზებს, არამედ განსაზღვრავს/იდენტიფიცირებას მოახდენს ყველაზე მოთხოვნად და მნიშვნელოვან მონაცემთა ბაზებს. ამისათვის, IDFI საჯარო დაწესებულებებიდან გამოითხოვს მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ყველაზე მოთხოვნადი ინფორმაციის სტატისტიკურ მონაცემებს, იმგვარი კატეგორიების მიხედვით, როგორიც არის: რიგითი მოქალაქეები, ბიზნესმენები, ინვესტორები, ა.შ. პარალელურად, IDFI გამართავს საჯარო შეხვედრებს, რათა მოხდეს იმ მონაცემთა სიების ანალიზი, რომელსაც მოქალაქეები თუ სხვა დაინტერესებული მხარეები წარმოადგენენ www.data.gov.ge-ს ვებ-გვერდის გაუმჯობესებისთვის შესადგენ რეკომენდაციაში.
განხორციელების გზები
1. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების გამოყენებით IDFI საქართველოს საჯარო დაწესებულებში არსებული იმ ღია მონაცემების იდენტიფიცირებას მოახდენს, რომელთა გამოქვეყნება www.data.gov.ge-ს ვებ-გვერდზე შესაძლებელი იყო;
2. საჯარო დაწესებულებში არსებული ღია მონაცემების იდენტიფიცირების შემდეგ, IDFI განახორციელებს მონიტორინგს და შეაფასებს საქართველოს საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულებისა და პროაქტიულობის ხარისხ www.data.gov.ge-ს ვებ-გვერდისათვის საჯარო მონაცემთა გამოქვეყნებაში;
3. IDFI განახორციელებს მონიტორინგს და შეაფასებს საქართველოს საჯრო დაწესებულებების ეფექტურობის, სიზუსტისა და გამოყენებადობის ხარისხს www.data.gov.ge-ს ვებ-გვერდისათვის საჯარო მონაცემთა გამოქვეყნებაში;
4. www.data.gov.ge-ს მონიტორინგით, IDFI შეაფასებს გამოქვეყნებული მონაცემების ხარისხსა და აღქმადობას საქართველოს მთავრობის ღიაობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესების თვალსაზრისით;
5. IDFI გამოითხოვს ყველა სამართლებრივ დოკუმენტს, რათა შეაფასოს გამოქვეყნებული მონაცემების სიზუსტე და მათი შესაბამისობა წინასწარ დადგენილ სტანდარტებთან;
6. ღია მონაცემებზე საჯარო მოთხოვნებისა და მოლოდინის იდენტიფიცირების მიზნით, IDFI გამართავს ერთ სამუშაო შეხვედრას თბილისში და სულ მცირე, ორ სამუშაო შეხვედრას ,,კარგი მმართველობის ინიციატივის" (GGI) პარტნიორ მუნიციპალიტეტებში. სამუშაო შეხვედრები ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას, ისეთ თემებზე, როგორიც არის: ა) მოქალაქეთა კომუნიკაციისათვის არსებული ელექტრონული პლატფორმები, მათ შორის www.my.gov.ge-სა და www.data.gov.ge, ბ) www.data.gov.ge ვებ-გვერდისათვის საჯარო მონაცემების გამოქვეყნებისას საქართველოს საჯარო დაწესებულებებში ანგარიშვალდებულების დონე.
7. IDFI გამოაქვეყნებს შუალედურ და საბოლოო ანგარიშს, რომელშიც პროექტის ყველა შედეგი იქნება ასახული. საბოლოო ანგარიშში, ასევე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთვის (DEA) მომზადდება რეკომენდაციები. ამასთანავე, დასკვნითი ანგარიშში მოცემული იქნება რეკომენდაციები საქართველოს საჯარო დაწესებულებებისთვის, რათა მათ მოახერხონ ანგარიშვალდებულებისა და პროაქტიულობის გაუმჯობესება www.data.gov.ge-ის ვებ-გვერდისათვის საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების მიმართულებით.
სამოქმედო გეგმა

საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია www.data.gov.ge-ს განვითარების მხარდაჭერა და საქართველოს საჯარო სექტორში ღია მონაცემთა სტანდარტების დანერგვა. საქართველოს მთავრობა ახორციელებს ღია მმართველობის პარტნიორობის 2014-2015 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ასახულ ღიაობისა და ანგარიშვალდებულების პოლიტიკას.
იხილეთ მეტი →
|
ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მონიტორინგი და მხარდაჭერა (2015) |
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო |
2015-2016 |
$40,814.98 |

პროექტის სახელწოდება: ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მონიტორინგი და მხარდაჭერა პროექტის დაფინანსება: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო -OSGF პროექტის ბიუჯეტი: 40,814.98 USD პროექტის ხანგრძლივობა: 2015 წლის აპრილი - 2016 წლის თებერვალი
პროექტის აღწერა
2014 წელს განხორციელებული აქტივობებიდან უმნიშვნელოვანესია შემდეგი მიმართულებები: კერძო კომპანიის მიერ მაუწყებლობის ქსელის მშენებლობისთვის საჭირო სიხშირული ლოტების შესყიდვა და რეგიონული ტელევიზიებისთვის სიხშირეების უსასყიდლოდ გადაცემა, პროგრამების გასავრცელებლად ტელევიზიებისთვის საშუალო ევროპულ ფასთან 30-35%-ით დაბალი ტარიფის განსაზღვრა და კერძო საქსელო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყება; საზოგადოებრივი მაუწყებლობისთვის საჭირო ქსელის მშენებელი კომპანიის კონკურსის შედეგად გამოვლენა და აღნიშნული ქსელის მშენებლობის დაწყება; სოციალურად დაუცველი ბოლო მომხმარებლისთვის 220 000 ცალი რისივერების უფასოდ დარიგების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და ამ აპარატურის შესარჩევად კონკურსის შედეგად დაბალი საკონკურსო ფასის ფიქსაცია (40 ლარამდე); რეგიონული და ადგილობრივი ტელევიზიებისთვის ლიცენზიების უსასყიდლოდ გაცემა და მათთვის განკუთვნილი სიხშირეების ოპტიმიზაცია.
მიუხედავად აღნიშნული დადებითი შედეგებისა, სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი აქტივობების დიდი ნაწილი ვერ დასრულდა 2014 წლის ბოლოსთვის, რიგი სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო. დროულად ვერ მოხდა სამაუწყებლო ქსელის მშენებლობის დაწყება, ისევე როგორც რისივერების დარიგების პროცესის და საინფორმაციო კამპანიის დაწყება. შესაბამისად, ვერ მოხდა ამ პროცესის ადვოკატირების განხორციელება.
2015 წელი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პერიოდს საქართველოს ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლისთვის. ივნისსა და აგვისტოში ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს ეროვნული საეთერო მაუწყებლობის ანალოგური ქსელების გამორთვა. რეგიონული და ადგილობრივი მაუწყებლებისთვის ანალოგური გადამცემების გამორთვა უნდა დასრულდეს 2015 წლის 31 დეკემბერს, თუმცა მათი ამოქმედება მიმდინარე წლის ივლისისთვის იგეგმება. პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა საინფორმაციო კამპანიის ადვოკატირება და ხელშეწყობა.
2015 წლისთვის აუცილებელია ორგანიზაციის ჩართულობა და პროცესის ზედამხედველობა ქსელის აგების და სალიცენზიო პირობების შესრულების, ბოლო მომხმარებლებისთვის განკუთვნილი რისივერების დარიგების, ასევე ციფრული საეთერო მომსახურებისთვის განკუთვნილი ტერმინალების ბაზრის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით. ასევე 2015 წელს უნდა მოხდეს ცვლილებების შეტანა ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებში, პირველ რიგში კი "ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ" და "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონებში. აღნიშნული ცვლილებები განსაზღვრავს საეთერო, და ზოგადად სამაუწყებლო ბაზრის კონიუნქტურას და მომავალს. უმნიშვნელოვანესია აღნიშნულ პროცესში ინტენსიური მონაწიელობა, ჩართულობა და მისი მჭიდრო ადვოკატირება. საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის იმპლემენტაციის ანუ ე.წ. მეორე ეტაპის ადვოკატირება არანაკლებ მნიშვნელოვანია, სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებასთან ერთად. უმთავრესია, რომ სწორად და დაგეგმილი პროცედურების დაცვით მოხდეს პროცესის ბოლო ეტაპის წარმართვა.
პრიორიტეტულად მოგვაჩნია, რომ მჭიდროდ გაკონტროლდეს საქართველოში არსებული ეროვნული, ადგილობრივი და რეგიონული მაუწყებლების საეთერო სიგნალების ქსელთან წვდომის საკითხები, ე.წ. სისტემური და არასისტემური დაბრკოლებების გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის როლი. პროცესი, სამთავრობო გეგმის შესაბამისად დაიწყო 2014 წელს და სრულდება 2015 წლის ბოლოს.
მიზნები
მომდევნო 10 თვიან პერიოდში, ვფიქრობთ, რომ საქართველოს ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მონიტორინგის კუთხით, პროექტის ფარგლებში მოცული იქნება შემდეგი ძირითადი მიმართულებები:
- ციფრული საეთერო მაუწყებლობის პლატფორმაზე გადასვლის პროცესის დასკვნითი ეტაპის დემოკრატიულ ჩარჩოებში წარმართვა და პროცესში ქართული მედია ბაზრის ოპერატორების და მაუწყებლების ინტერესების მაქსიმალურად ასახვა; - ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის ტექნიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური მიმართულებების პრობლემური მხარეების და ბარიერების აღმოფხვრა აქტიური ჩართულობით; - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, სსიპ "ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს", ციფრული საეთერო ქსელის ლიცენზიანტების, შპს "საქართველოს ტელერადიოცენტრის", საქართველოს საზოგადეობრივი მაუწყებლის, მაუწყებლების საქმიანობის მონიტორინგი, პრობლემური მხარეების გამოკვეთა, რეკომენდაციების წარდგენა და აღნიშნული პროცესის ადვოკატირება.
ამოცანები
პროექტით განსაზღვრულ პერიოდში, ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის დასკვნითი ეტაპის წარმატებით განხორციელება ქართული მედია გარემოს გაუმჯობესების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანია. აქტივობები უნდა განხორციელდეს შემდეგი ოთხი მიმართულებით:
• ციფრული საეთერო მაუწყებლობის პლატფორმაზე გადასვლის საინფორმაციო კამპანიის პროცესის მონიტორინგი, ადვოკატირება და ხელშეწყობა რეკომენდაციების მომზადებით და წარდგენით, ასევე მაღალპროფესიონალური კვლევების საშუალებით, მოსახლეობის ინფორმირებულობის კამპანიის ეფექტურობის მონიტორინგი და მისი რეალიზაციის ეფექტურობის კვლევა; • ციფრული საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესთან დაკავშირებული სამართლებრივი ცვლილებების შემუშავების და მისი იმპლემენტაციის პროცესში ჩართულობა, შეფასება, რეკომენდაციების წარდგენა, განხორციელების ხელშეწყობა და ადვოკატირება; • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ "ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს", საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, შპს "საქართველოს ტელერადიო ცენტრის", სსიპ "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის", ციფრული საეთერო ქსელის კერძო ლიცენზიანტების (ეროვნული და ადგილობრივი დაფარვის ოპერატორების) იმ აქტივობების მონიტორინგი, რომელიც უკავშირდება ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს; • ციფრული საეთერო მაუწყებლობის მისაღებად განკუთვნილი აპარატურის დარიგების პროცესის მონიტორინგი, ბაზრის და მოსახლეობის მზაობის კვლევა, რეკომენდაციების მომზადება და მათი იმპლემენტაციის ადვოკატირება.
განხორციელების გზები
აქტივობამ პროექტის ფარგლებში უნდა მოიცვას შემდეგ ძირითადი მიმართულებები:
• შპს "საქართველოს ტელერადიო ცენტრის", შპს "სტერეო+"-ის და ადგილობრივი საეთერო ციფრული მაუწყებლობის ქსელების ლიცენზიანტების მიერ სალიცენზიო პირობების, მათ შორის მოსახლეობის დაფარვის, სატელევიზიო პროგრამების განთავსების და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების შესრულების მონიტორინგი, პრობლემური მხარეების კვლევა და განსახორციელებელი აქტივობების რეკომენდაციების წარდგენა; • სსიპ "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის", კომერციული მაუწყებლების ციფრულ საეთერო პლატფორმაზე გადასვლის საინფორმაციო კამპანიის სტრატეგიის, ასევე საკანონმდებლო ცვლილებების და დაგეგმილი აქტივობების კვლევა და რეკომენდაციების წარდგენა; • ციფრული მაუწყებლობის მხარდასაჭერად მოსახლეობის ინფორმირების საინფორმაციო კამპანიის მიმდინარეობის, მისი ინტენსივობის, მოსახლეობასთან კომუნიკაციის არხების ეფექტურობის და სხვა დაკავშირებული საკითხების შეფასება. საინფორმაციო კამპანიის ეფექტურობის და მოსახლეობის მზაობის ინდექსის დადგენა; • ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესთან დაკავშირებული სოციალურად დაუცველი მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინების, ასევე შშმ მომხმარებლების ინტეგრაციის და სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ღონისძიებების კვლევა და რეკომენდაციების განსაზღვრა არსებული ხარვეზების გამოსავლენად;
• ადგილობრივი ტელევიზიების ციფრულ საეთერო პლატფორმებზე გადასვლის პრობლემების კვლევა და რეკომენდაციების პრეზენტაცია;
• ციფრულ საეთერო სატელევიზიო ქსელში არხების განთავსების პირობების გამჭვირვალეობის, არადისკრიმინაციული და ხარჯებზე ორიენტირებული დაშვების პირობების შესახებ რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესის ხელშეწყობა და ადვოკატირება; • იმ პრობლემების კვლევა, რომელიც წარმოიშვება ბოლო მოხმარებების სუბსიდირებისას, ასევე ციფრული საეთერო ქსელის სიგნალების მიმღები აპარატურის დარიგებისას და ინსტალაციისას, ასევე სხვა პრობლემები დაკავშირებული მიმღები ანტენების ინსტალაციისას და სხვა ტექნიკური საკითხების მოწესრიგებასთან; • რისივერების პროგრამული უზრუნველყოფის ღიაობის და თავსებადობის საკითხების კვლევა და რეკომენდაციების წარმოდგენა; • სამაუწყებლო ქსელის განვითარების მდგომარეობის, აგების ვადების და ხარისხის კვლევა ე.წ. 20 სატესტო წერტილის შერჩევით; • ეთნიკური უმცირესობების ინტერესების დაცვის საკითხების კვლევა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში.
პროექტის რეალიზაცია მოხდება შემდეგი საშუალებების გამოყენებით: არსებული მდგომარეობის კვლევა ინფორმაციის გამოთხოვის, უშუალო შეხვედრების და მრგვალი მაგიდის საშუალებით, შედეგების და SWAT ანალიზი პრობლემური მიმართულებების გამოსაკვეთად, რეკომენდაციების წარდგენა შესაბამისი უწყებისათვის და პრეზენტაციების მოწყობა, კანონმდებლობის შემუშავების პროცესში ჩართვა და მისი პრაქტიკაში დანერგვის პროცესის დაკვირვება და ანალიზი. შედეგების შესახებ მომზადდება კვარტალური ანგარიშები და მიმართულების შესახებ ანგარიშები.
პროექტის მედია გაშუქება
პროექტის შუალედური ანგარიში


საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია 1) ციფრული საეთერო მაუწყებლობის პლატფორმაზე გადასვლის პროცესის დასკვნითი ეტაპის დემოკრატიულ ჩარჩოებში წარმართვა და პროცესში ქართული მედია ბაზრის ოპერატორების და მაუწყებლების ინტერესების მაქსიმალურად ასახვა; 2) ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის ტექნიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური მიმართულებების პრობლემური მხარეების და ბარიერების აღმოფხვრა აქტიური ჩართულობით; 3) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, სსიპ "ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს", ციფრული საეთერო ქსელის ლიცენზიანტების, შპს "საქართველოს ტელერადიოცენტრის", საქართველოს საზოგადეობრივი მაუწყებლის, მაუწყებლების საქმიანობის მონიტორინგი, პრობლემური მხარეების გამოკვეთა, რეკომენდაციების წარდგენა და აღნიშნული პროცესის ადვოკატირება.
იხილეთ მეტი →
|
ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საქართველო |
შპს მაგთიკომი |
2015 |
GEL35,000 |

პროექტის სახელწოდება: ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საქართველო დონორი ორგანიზაცია: შპს მაგთიკომი გრანტის ოდენობა: 35,000 ლარი პროექტის განხორციელების პერიოდი: აპრილი - დეკემბერი, 2015
პროექტის აღწერა
გაეროს მონაცემებით, საქართველომ სოფლიოს იმ 20 ქვეყანას შორისაა, სადაც მოსახლეობის დეპოპულაცია მიმდინარეობს. მძიმე ეკონომიკურმა პირობებმა და ქვეყანაში შექმნილმა არასტაბილურმა ვითარებამ კრიზისულ ზღვრამდე შეამცირა შობადობა და გაზარდა მოკვდაობა. თუ 1980-იან წლებში საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 94 ათასი ბავშვი იბადებოდა, ამჟამად ახალშობილთა რაოდენობა თითქმის განახევრდა.
ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს, რამაც დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორება უნდა გამოიწვიოს ქვეყანაში, წარმოდგენს სახელმწიფო სოციალური პოლიტიკა, სადაც განსაზღვრული იქნება სახელმწიფო დახმარებებისა და შეღავათების პროგრამები, ისევე, როგორც საზოგადოების აქტიური ჩართულობა ამ პრობლემის გადაწყვეტაში. სამწუხაროდ, დღემდე არსებული და მოქმედი სახელმწიფო დახმარების პროგრამები არაეფექტურად შეიძლება ჩაითვალოს, რასაც შედეგად მოყვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან აღნიშნულ პრობლემებზე მუშაობის გააქტიურება.
მიზანი
მოპოვებული საჯარო ინფორმაციის ანალიზისა და საერთაშორისო პრაქტიკის კვლევის საფუძველზე მრავალშვილიანი ოჯახების მხარდამჭერი სახელმწიფო პოლიტიკის შესამუშავებლად რეკომენდაციების წარმოდგენა და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის პროექტის მომზადება.
აქტივობები
- საქართველოს დემოგრაფიული მონაცემების ანალიზი
- დემოგრაფიული და სოციალური პოლიტიკის საერთაშორისო კარგი პრაქტიკის ანალიზი
- სახელმწიფო დახმარების და შეღავათების პროგრამისთვის რეკომენდაციებისა და საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია მოპოვებული საჯარო ინფორმაციის ანალიზისა და საერთაშორისო პრაქტიკის კვლევის საფუძველზე მრავალშვილიანი ოჯახების მხარდამჭერი სახელმწიფო პოლიტიკის შესამუშავებლად რეკომენდაციების წარმოდგენა და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის პროექტის მომზადება.
იხილეთ მეტი →
|
ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერა |
გაეროს განვითარების პროგრამა |
2014-2015 |
$149.700,30 |
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და საქართველოს პარლამენტი პროგრამის „საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
პროექტის სახელწოდება: „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერა“
დონორი ორგანიზაცია: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ქვეყანა: საქართველო. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება“ ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაცია: საქართველოს პარლამენტი გრანტის რაოდენობა: 149 700,30 აშშ დოლარი პროექტის ხანგრძლივობა: 10 დეკემბერი, 2014 – 30 ნოემბერი, 2015
მიმოხილვა
ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) წარმოადგენს მრავალმხრივ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს მთავრობების მხრიდან კონკრეტული ვალდებულებების შესრულება ღია მმართველობის, გამჭვირვალობის, მოქალაქეების ჩართულობის განვითარების, კორუფციასთან ბრძოლის, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით. ინიციატივა ასევე გულისხმობს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას იმისათვის, რომ მთავრობები უფრო ღია, ეფექტური და ანგარიშვალდებული გახადოს, რაც მოიტანს საზოგადოებრივი რესურსების უფრო ეფექტიან მართვას და ინკლუზიურ განვითარებას. ინიციატივას საფუძველი ჩაეყარა რვა დამფუძნებელი მთავრობის მიერ, რომელთა შორის იყო აშშ და დიდი ბრიტანეთი. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) OGP-ის აქტიური მხარდამჭერია მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით საკანონმდებლო ღიაობის კომპონენტში.
2011 წლის სექტემბერში საქართველო შეუერთდა OGP-ს. საკუთარი წევრობის დასაწყისშივე საქართველომ OGP-ის 65 წევრ ქვეყანას შორის მიიღო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (15 ქულა მაქსიმალური 16-დან) ბიუჯეტის გამჭვირვალობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნების კუთხით. მიუხედავად ამისა, საქართველომ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო მოქალაქეთა ჩართულობის კომპონენტში, რაც ხაზს უსვამს მოქალაქეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კომუნიკაციის შესაძლებლობების გაძლიერების საჭიროებას. საქართველოს მთავრობამ ვალდებულებად აიღო სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა, ისევე როგორც მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება, სახელმწიფო სერვისებისა და საჯარო სექტორში ანტიკორუფციული სისტემის გაუმჯობესება. როგორც OGP-ის წევრმა ქვეყანამ, საქართველომ საკუთარ თავზე აიღო სახელმწიფო სერვისების, სახელმწიფო შესყიდვების, საჯარო ფინანსების, სამართლის ადმინისტრირების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების სფეროებში გამჭვირვალე და შეთანხმებული პროცესების უზრუნველყოფის ვალდებულება. თითქმის სამი წლის განმავლობაში საქართველომ მოახერხა მიეღო და განეხორციელებინა პირველი სამოქმედო გეგმა (2012-13), მონაწილეობა მიეღო OGP-ის მმართველი კომიტეტის არჩევნებში, და მიეღო მეორე სამოქმედო გეგმა (2014-15). 2014 წლის სექტემბერში საქართველო ორი წლით იქნა არჩეული OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად.
საქართველოს 2014-15 წლების სამოქმედო გეგმა OGP-ის ფარგლებში მოიცავს 27 ვალდებულებასა და 16 პასუხისმგებელ დაწესებულებას. აღებული ვალდებულებები ეხმიანება OGP-ის ოთხ გამოწვევას: სახელმწიფო სერვისები, საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა, საზოგადოებრივი რესურსების მართვის გაუმჯობესება და უსაფრთხო გარემოს შექმნა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ორივე სამოქმედო გეგმა (2012-2013 და 2014-15) მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის აქტიური თანამშრომლობით შემუშავდა. მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თანამშრომლობდნენ ეროვნული საკოორდინაციო მექანიზმის - ფორუმის - მეშვეობით, რომლის თანათავმჯდომარე ხელისუფლების მხრიდან იუსტიციის სამინისტრო, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებიდან - IDFI-ია.
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გაწეული ადვოკატირების მიუხედავად, 2014-15 წლების სახელმწიფო სამოქმედო გეგმაში არ იქნა შეტანილი საქართველოს პარლამენტის ვალდებულება, რაც გულისხმობდა საკანონმდებლო პროცესებში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას მოქალაქეების პეტიციების სისტემის შექმნითა და მოქალაქეების მიერ კანონპროექტებზე კომენტარების დატოვების შესაძლებლობის უზრუნველყოფით.
უნდა ითქვას, რომ დემოკრატიულ პროცესებში სამოქალაქო მონაწილეობის მხრივ პარლამენტის ჩართულობა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა. პარლამენტი, როგორც დემოკრატიული ხელისუფლების წარმომადგენლობითი შტო, მოქალაქეებს უნდა აკავშირებდეს საჯარო პოლიტიკის პროცესთან და უნდა უზრუნველყოფდეს მათ ისეთი მეთოდებით, რითიც აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაკონტროლება იქნება შესაძლებელი. საბოლოოდ, სწორედ პარლამენტი, როგორც ადგილი, სადაც იმართება ინფორმირებული დებატები მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, არის პასუხისმგებელი დაპირისპირებულ ინტერესებს შორის კომპრომისის პოვნაზე, ამ კომპრომისებზე დაყრდნობით კანონების ამოქმედებასა და მათი წარმატებული განხორციელების უზრუნველყოფაზე. საპარლამენტო ღიაობის უზრუნველსაყოფად აღებული ვალდებულებები უნდა ასახავდეს მოქალაქეების უფლებას ღიაობაზე, მონაწილეობასა და ანგარიშვალდებულებაზე, ისევე როგორც უფრო ფართოდ, მოქალაქეებსა და პარლამენტს შორის ურთიერთობის გაღრმავების სურვილს.
OGP დიდ ყურადღებას აქცევს საკანონმდებლო ღიაობას, რაც OGP-ის ახალი მიმართულებაა (რადგანაც არსებული ვალდებულებების უმეტესობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ეხება). საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფი (Legislative Openness Working Group, LOWG) უზრუნველყოფს პარტნიორების მხრიდან ექსპერტულ მხარდაჭერასა და გამოცდილების გაზიარებას კონკრეტული მოთხოვნების შესაბამისად.
საბოლოო მიზანი
საქართველოს პარლამენტის ღიაობის და გამჭვირვალობის გაზრდა და საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუვნელყოფა OGP-ში პარლამენტის აქტიური ჩართულობის გზით.
კონკრეტული მიზნები
- პარლამენტის ცნობიერების ამაღლება ღია მმართველობის პარტნიორობისა და საკანონმდებლო ღიაობის თაობაზე
- საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავება და მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ
- საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის დაწყება
მოსალოდნელი შედეგები
- პარლამენტის წევრებმა და თანამშრომლებმა გააცნობიერონ ღია პარლამენტის კონცეფცია და გამჭვირვალე საკანონმდებლო პროცესების მნიშვნელობა
- შემუშავდეს ღია პარლამენტის კონცეფციის ინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია, ვალდებულებები და მექანიზმები და პარლამენტისთვის უზრუნველყოფილი იყოს მონიტორინგის საშუალებები
- საქართველოს პარლამენტის ღიაობამ და გამჭვირვალობამ დაიწყოს გაუმჯობესება საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების გახორციელების მეშვეობით
აქტივობების აღწერა
2014 წლის 1 დეკემბრიდან 2015 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს შემდეგი აქტივობები:,
- პარლამენტის ცნობიერების ამაღლება ღია მმართველობის პარტნიორობისა და საკანონმდებლო ღიაობის თაობაზე
- საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ კვლევის მომზადება ეროვნულ სამოქმედო გეგმებში პარლამენტთან დაკავშირებული ვალდებულებების თაობაზე
- OGP-ის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი სამუშაო შეხვედრის ორგანიზება
- საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავება და მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ
- საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების სფეროების განსაზღვრა
- საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შექმნა
- საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვარიანტის შექმნა
- საჯარო კონსულტაციების წარმართვა საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის დასასრულებლად
- სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის მოსაზრებების გაცვლისა და მონაწილეობის ხელშეწყობა OGP-თან დაკავშირებულ საერთაშორისო ღონისძიებებზე
- საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის დასრულება საქართველოს პარლამენტისთვის მისაღებად
- დაიწყოს საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესი
- სამუშაო ჯგუფის მხარდაჭერა სამოქმედო გეგმის განხორციელების საქმეში
- საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის დაწყება
პროექტის მედია გაშუქება
სამოქმედო გეგმა


იხილეთ პროექტის ანგარიში სრულად:
/public/upload/Meri/Project Report.pdf
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია საქართველოს პარლამენტის ღიაობის და გამჭვირვალობაის გაზრდა და საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა OGP-ში პარლამენტის აქტიური ჩართულობის გზით.
იხილეთ მეტი →
|
ღია მმართველობის პარტნიორობის ხელშეწყობა საქართველოში |
პროგრამა |
2014 |
GEL104.100 |

პროექტის სახელწოდება: ღია მმართველობის პარტნიორობის ხელშეწყობა საქართველოში
პროექტის დაფინანსება: შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), დემოკრატიული მმართველობა საქართველოში პროგრამა (G-3)
პროექტის ბიუჯეტი: 104100,00ლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 2014 წლის 22 ივლისი - 1 ნოემბერი
ზოგადი ინფორმაცია:
პარტნიორობა ღია მმართველობა (Open Government Partnership) საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოს მასშტაბით მთავრობათა გამჭვირვალობის ზრდას, გადაწყვეტილების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების თანამონაწილეობის ხელშეწყობას კორუფციასთან ბრძოლას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას იმისათვის, რომ მთავრობა გახდეს უფრო ღია ეფექტური და ანგარიშვალდებული.
გაერთიანება 2011 წელს აშშ-სა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით დაარსდა და 65 სახელმწიფოს აერთიანებს, მათ შორისაა საქართველო, რომელიც ადრეულ ეტაპზევე, 2011 წლის 20 სექტემბერს შეუერთდა პარტნიორობას. OGP-ს მართავს მმართველი კომიტეტი, რომლის წევრად საქართველო 2014 წელს აირჩიეს.
საქართველო, როგორც წევრი ქვეყანა OGP -ს მიზნების შესასრულებლად მუშაობს საჯარო სერვისების, სახელმწიფო შესყიდვების, საჯარო ფინანსების, საზოგადოების თანამონაწილეობის გაზრდის და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების კუთხით.
OGP -ს წევრი ქვეყნები აღებული ვალდებულებებით პასუხობენ პარტნიორობის 5 მთავარ გამოწვევას - 1. საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, 2. საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება, 3. საჯარო რესურსების უკეთესი მართვა 4. უსაფრთხო გარემოს შექმნა და 5. კორპორაციული ანგარიშვალდებულების ზრდა.
65 წევრი ქვეყნიდან საქართველომ ერთ ერთი ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო (15 ქულა 16 დან) საბიუჯეტო გამჭვირვალობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და ქონებრივი დეკლარაციების მიმართულებით. ერთადერთი კომპონენტი, სადაც საქართველომ დაბალი ქულა მიიღო სამოქალაქო ჩართულობაა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ უნდა გაძლიერდეს კომუნიკაცია მოქალაქეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
OGP-ის ფარგლებში 2014 წელს საქართველომ მეორე სამოქმედო გეგმა შეიმუშავა და ახალი ვალდებულებები აიღო. გეგმის შემუშავების პროცესს და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კოორდინირებას ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი და მისი სამდივნო უწევს, რომელიც ახალი ფორმატით 2014 წლის 15 იანვრიდან ფუნქციონირებს. ფორუმი შედგება სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან
პროექტის მიზნები:
პროექტი მიზნად ისახავს ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის მხარდაჭერას, რაც მოიცავს OGP-ის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო კამპანიის გამართვას. ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან OGP-ს სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესახებ შეხვედრას და ინფორმაციის მიწოდებას.
პროექტის აქტივობები:
• OGP-ს შესახებ საზოგადოების ამაღლების მიზნით, ვორქშოფები თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ტიპის აუდიტორიასთან • ღია მმართველობა საქართველოს ფორუმთან კოორდინაციით ბეჭდური მასალის - ფლაერების და 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის გამოცემა როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე • ბეჭდური მასალის გავრცელება უნივერსიტეტებში, ბიბლიოთეკებში, იუსტიციის სახლებსა და USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის ცენტრებში სხვდასხვა რეგიონებში • ვიდეოების დამზადება ღია მმართველობა საქართველოს ფორუმთან და მის სამდივნოსთან თემის, მესიჯისა და ქრონომეტრაჟის შეთანხმებით • ვიდეოების სხვადასხვა ფორმატში ჩაწერა ტელევიზიებსა და სოციალურ ქსელებში განსათავსებლად
განხორციელებული აქტივობები:
• OGP -ს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, დაიგეგმა და ჩატარდა 14 ვორქშოფი სტუდენტებთან, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან, შეხვედრები გაიმართა როგორც თბილისში ასევე რეგიონებში - ბათუმში, ქუთაისში, ახალციხესა და ყვარელში; • ღია მმართველობა საქართველოს ფორუმთან კოორდინაციით შემუშავდა და გამოიცა ფლაერები როგორც ქართულ ისე ინგლისურ ენაზე; • იუსტიციის სამინისტროს ჩართულობით შემუშავდა დიზაინი და დაიბეჭდა 2014-2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა სრული სახით ქართულ და ინგლისურ ენაზე; • დაიბეჭდა საქართველოს 2014-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემოკლებული ვარიანტი ბროშურის სახით, რომელსაც თან დაერთო ვიზუალური მასალა; • ბეჭდური მასალები დარიგდა უნივერსიტეტებში, ბიბლიოთეკებში, USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის ცენტრებში. ნაწილი გადაეცა იუსტიციის სამინისტროს საჯარო სტრუქტურებში გასავრცელებლად • მომზადდა სამი გრაფიკული ვიდეო, რომელიც სოციალური რეკლამის სახით განთავსდა ტელევიზიების ეთერში. პირველი მათგანი საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს ეხება, მეორე - ზოგადად OGP-ს, მესამე ვიდეო კი ორივეს აერთიანებს;
ბიუჯეტი:

ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა
ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის ბროშურა
ღია მმართველობა საქართველო 2014-2015 (ვიდეო)
ლიბცენტრის სტუდენტებისთვის OGP-ის შესახებ სემინარი გაიმართა
OGP-მ სამი წლის იუბილე იზეიმა
ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის შეხვედრა გაიმართა
OGP-ის შესახებ სტუდენტებისთვის კიდევ ერთი სემინარი გაიმართა
სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების შეხვერდა [VIDEO]
OGP-ის შესახებ სემინარები რეგიონებში გაიმართა
OGP-ის შესახებ სემინარი საქართველოს უნივერსიტეტსა და GIPA-ში გაიმართა
ახალი პოლიტიკა OGP-ს ქვეყნების პასუხისმგებლობის გასაზრდელად
OGP-ის ფორუმის მორიგ სამუშაო შეხვედრაზე სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის მექანიზმზე იმსჯელეს
შსს-ს ვებგვერდი უსინათლოთათვის ადაპტირებული გახდა
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტი მიზნად ისახავს ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის მხარდაჭერას, რაც მოიცავს OGP-ის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო კამპანიის გამართვას. ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან OGP-ს სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესახებ შეხვედრას და ინფორმაციის მიწოდებას.
იხილეთ მეტი →
|
ინტერნეტის თავისუფლება როგორც ადამიანის უფლება საქართველოში |
ნიდერლანდების სამეფოს საელჩო |
2014 |
€6,499.35 |

საგრანტო ხელშეკრულების სახელი: ინტერნეტის თავისუფლება როგორც ადამიანის უფლება საქართველოში დონორი ორგანიზაცია: ნიდერლანდების სამეფოს საელჩო გრანტის მიმღები ორგანიზაცია: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მთლიანი საგრანტო თანხის ოდენობა: 6499.35 € საგრანტო ხელშეკრულების ვადა: ნოემბერი - დეკემბერი, 2014
2014 წელს World Wide Web (www) 25 წლის ხდება. საუკუნის ბოლო მეოთხედის განმავლობაში ინტერნეტი შეეხო ჩვენი ცხოვრების ფაქტიურად ყველა ასპექტს, როგორიცაა კომუნიკაცია, სერვისები, განათლება, ახალი ამბები, გართობა, ბიზნესი, მმართველობა ა.შ. თუმცა, უდავო დადებით მხარეებთან ერთად, ინტერნეტმა ასევე მოიტანა ახალი გამოწვევები და საკამათო საკითხები: როგორ უნდა დავიცვათ ადამიანის უფლებები ინტერნეტში? უნდა იყოს თუ არა ინტერნეტი რეგულირებული? თუ კი, მაშინ როგორ, ვის მიერ და რამდენად?
მართალია ეს კითხვები საერთოა ყველა ქვეყნისთვის, მათ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭებათ იმ ქვეყნებისთვის, სადაც ადამიანის უფლებების დაცვა ოფლაინ-გამოწვევასაც წარმოადგენს. ამ მხრივ საქართველო, როგორც შედარებით ახალი დემოკრატია, ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ელ-მმართველობის კუთხით მიღწეული შთამბეჭდავი პროგრესის მიუხედავად, საქართველოში კვლავ არსებობს ისეთი საბაზისო პრობლემები, როგორიცაა ინტერნეტზე წვდომა, როდესაც მოსახლეობის მხოლოდ ნახევარზე ნაკლებს მიუწვდება ხელი World Wide Web-ზე. თუმცა, უმთავრეს პრობლემად რჩება ინტერნეტის განვითარების თაობაზე სტრატეგიული ხედვის არარსებობა. მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, აღნიშნულ საკითხებზე დისკუსიისა და დებატის შედარებით მცირე შესაძლებლობები ყოფილა.
ინტერნეტის, როგორც ადამიანის უფლების შესახებ საქართველოში არსებული ინფორმაციული ნაკლოვანების შევსების მიზნით დეკემბერი ყველაზე შესაფერისი დროა, რადგანაც ყოველწლიურად 10 დეკემბერს მსოფლიოში აღინიშნება ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღე. შესაბამისად, IDFI-მ ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზება გაუკეთა ღონისძიებას რომელიც მიზნად ისახავდა ინტერნეტის თავისუფლების, როგორც ადამიანის უფლების სხვადასხვა ასპექტების გარშემო დისკუსიის დაწყებასა და სივრცის შექმნას დებატებისთვის იმის თაობაზე თუ რამდენად, როდის და როგორ უნდა რეგულირდებოდეს ინტერნეტი.
აქტივობები:
დისკუსია „ინტერნეტი, როგორც ადამიანის უფლება“, 6 დეკემბერი, განათლების მულტიმედია ცენტრი (MEC)
- მოდერატორი: ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი, ჟურნალისტი, Georgia Today
- მთავარი მოხსენება: ქსანდერ ბოუმანი, სოციალური მედიის აქტივისტი (ნიდერლანდები) - ინტერნეტი, როგორც ადამიანის უფლება
პირველი პანელი: ინტერნეტის თავისუფლების გამოწვევები საქართველოში
- ინტერნეტის დაფარვის არეალი - დეივიდ ლი, მაგთიკომის პრეზიდენტი
- ფარული მიყურადება - ლაშა ტუღუში, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრი, გაზეთ რეზონანსის დამფუძნებელი და რედაქტორი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე.
- სიძულვილის ენა ინტერნეტში - გუბაზ კობერიძე, ევროპის საბჭოს კამპანიის „მოძრაობა სიძლვილის ენის წინააღმდეგ“ მონაწილე
- ცენზურა და საავტორო უფლებები - გიორგი გოგუა, ჟურნალისტი-ფოტოგრაფი, რადიო თავისუფლება
მეორე პანელი: ინტერნეტის რეგულირება - რა უნდა გაკეთდეს და რა არ უნდა გაკეთდეს?
- ზვიად ქორიძე - მედიაექსპერტი
- დავით კლდიაშვილი - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მდივანი, იურისტი
- თამთა ტეფნაძე - მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, GNCC
- ნინო სარიშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი.

ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტი მიზნად ისახავს ინტერნეტის თავისუფლების, როგორც ადამიანის უფლების სხვადასხვა ასპექტების გარშემო დისკუსიის დაწყებასა და სივრცის შექმნას დებატებისთვის იმის თაობაზე თუ რამდენად, როდის და როგორ უნდა რეგულირდებოდეს ინტერნეტი.
იხილეთ მეტი →
|
თბილისის მერიაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ახალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა |
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო |
2014-2015 |
$24,680 |

პროექტის სათაური: თბილისის მერიაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ახალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა პოექტის ფინანსური მხარდაჭრა: ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" (OSGF) პროექტის ბიუჯეტი: $ 24680 პროექტის ხანგრძლივობა: ოქტომბერი 2014 - თებერვალი 2015
პროექტის გრძელვადიანი ამოცანები
თბილისის მერიის ახალი ვებ-პორტალის კონცეფციის შექმნით და დანერგვით, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მოქალაქეებზე ორიენტირებული ინფორმაციული ვებ-სისტემის შექმნა.
პროექტის მიზნები:
- თბილისის მერიის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლება;
- საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტურობის და გამჭვირვალობის ხელშეწყობა;
- ელექტრონული დემოკრატიის სტანდარტების დამკვიდრებით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ხელშეწყობა;
- მოსახლეობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის ჩართულობით საჯარო დაწესებულებებზე საზოგადოებრივი კონტროლის გაუმჯობესება;
- მოსახლეობის ინფორმირებულება და საზოგადოების ჩარათულობის ინტენსივობის გაზრდა საჯარო სექტორის საქმიანობის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
პროექტის აღწერა
პროექტის განსაზღვრა (არსებული სიტუაციის ანალიზი)
წლების მანძილზე თბილისის მერიის მიმართ საზოგადოების მხრიდან ისმოდა კითხვები მისი საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით. ეს მნიშვნელოვნად გამოწვეული იყო მერიისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი არაკომერციული და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ ფინანსური და სხვა მსგავსი ტიპის მონაცემების არ არსებობით. ამასთანავე, ხშირ შემთხვევაში, ჟურნალისტებს და დაინტერესებულ პირებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა შეეფასებინათ მერიის გადაწყვეტილების მიმღები პირების მუშაობის ეფექტიანობა და დაკისრებული ვალდებულებების შესრულების ხარისხი, რაც დიდწილად საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვით იყო განპირობებული. გარდა ამისა, მოქალაქეები არ იყვნენ აღჭურვილნი იმ ბერკეტებითა და მექანიზმებით, რომლებიც მისცემდა მათ საკუთარი ქალაქის მართვაში მონაწილეობის სრულფასოვან საშუალებას.
ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ვფიქრობთ, უმნიშვნელოვანესია, ერთის მხრივ, მოქალაქეების ინფორმირება და მაქსიმალური ღიაობა თბილისის მერიის გარშემო არსებული ფინანსური და სხვა საკვანძო მონაცემების შესახებ. მეორე მხრივ, აღნიშნულმა უწყებამ უნდა დაიწყოს მოქალაქეების აქტიურობასა და ჩართულობაზე ორიენტირებული სერვისების დანერგვა. ამ ყველაფრის განხორციელებისთვის კი ახალი ვებ-პორტალის შექმნას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენს მიერ ქალაქ თბილისის მერიისთვის შეთავაზებული იქნა კონკრეტული ხედვა იმისა თუ რა მიგვაჩნია აუცილებლად არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად და ახალი მიდგომების დასანერგად.
პროექტის განხორციელების გზები
სტრატეგია
- თბილისის მერიის შიდა პროცედურების შესწავლა და ბიზნეს-პროცესების ლოგიკური ჩარჩოს განსაზღვრა;
- ახალი ვებ-პორტალისადმი არსებული საზოგადოებრივი მოთხოვნების განსაზღვრა;
- ვებ-პორტალის კონცეფციის და პროტოტიპის შემუშავება.
განხორციელების გზები
თბილისის მერიის შიდა პროცედურების შესწავლა და ბიზნეს-პროცესების ლოგიკური ჩარჩოს განსაზღვრა
თბილისის მერია წარმოადგენს სისტემურად ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მართვის კუთხით რთულ საჯარო დაწესებულებას. იმისთვის, რომ მოხდეს ვებ-პორტალის შინაარსობრივი კონტენტის განსაზღვრა, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტების უნიფიცირება, გამგეობების, კომერციული საწარმოებისა და არაკომერციული იურიდიული პირების შესახებ არსებული მონაცემების ერთ სისტემაში თავმოყრა და შესაბამისი პროცედურული დოკუმენტების შემუშავება, აუცილებელია შიდა ბიზნეს-პროცესების და მენეჯმენტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და გამოკვლევა.
პირველ ეტაპზე პროექტის ფარგლებში იგეგმება, მერიის შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან ერთად შიდა მენეჯერული პროცესების შესახებ ინფორმაციის მოგროვება და ანალიზი. მერიაში და მას დაქვემდებარებულ სტრუქტურულ თუ დამოკიდებულ ერთეულებში ინფორმაციის გაცვლის, დამუშავების და გამოქვეყნების პროცესების პირველადი შესწავლა აუცილებელია პორტალის გამართული ფუნქციონირების, პასუხისმგებლობების და ვალდებულებების გადანაწილების, ადმინისტრაციული რესურსებისა და ტექნიკური შესაძლებლობების შეფასების, არსებული და ახალი ელექტრონული სერვისების პორტალში ინტეგრირებისა და განვითარებისთვის.
ახალი ვებ-პორტალისადმი არსებული საზოგადოებრივი მოთხოვნების განსაზღვრა
ვებ-პორტალის კონცეფციის ფუნქციონალისა და კონტენტის განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია კარგად იქნეს გააზრებული მისი მომხმარებლების (როგორც სერვისების კუთხით ისე ინფორმაციის მიღების მსურველთა კუთხით) მოლოდინები და მოთხოვნები. ერთის მხრივ მნიშვნელოვანია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ხოლო მეორეს მხრივ მერია თბილისელებს სთავაზობს განსხვავებულ სერვისებსა თუ პროგრამებს. შესაბამისად, ვებ-პორტალში ინტეგრირებული უნდა იყოს როგორც საინფორმაციო კონტენტური ბლოკი, ისე სერვისების, აპლიკაციებისა თუ ჩართულობის მექანიზმების ბლოკიც. აქედან გამომდინარე აუცილებელია პრიორიტეტების განსაზღვრა ვებ-პორტალის ფუნქციონალური განაწილების კუთხით. საჯარო შეხვედრა შესაბამის დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან, დაგვეხმარება იმ დამატებითი ინდიკატორების შემუშავებაში, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას ტექნიკური დავალების პროექტის შექმნისას.
მნიშვნელოვანია აგრეთვე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის კვლევაც, რადგან მასზე დაყრდნობით იქნეს შეთავაზებული როგორც თანამედროვე ტექნიკური ისე ინოვაციური პროექტები. უცხოეთის ქვეყნების თვითმართველობების პორტალებზე დანერგილი ინოვაციური სისტემებისა თუ გამჭვირვალობის მექანიზმების ანალიზი დაეხმარება პროექტის გუნდს ერთის მხრივ თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებაში, მეორეს მხრივ არგუმენტირებული და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობილი კონცეპტუალური დოკუმენტის და რეკომენდაციების შემუშავებაში.
ვებ-პორტალის კონცეფციის შემუშავება და დანერგვის პროცესში მონაწილეობა
ადმინისტრაციული და მომხმარებლის მხარის შესწავლის შედეგად, მიღებული ინფორმაციისა და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე შემუშავებული იქნება პორტალის დეტალური აღწერილობა რაც გულისხმობს:
- პორტალის სტრუქტურის და ნავიგაციის აღწერის მომზადებას;
- პორტალის შემუშავებისთვის აუცილებელი ტექნიკური დავალების მომზადებას;
- საჯარო ინფორმაციის და ღია მონაცემების განყოფილების სტრუქტურის განსაზღვრას და მისი მართვის ოპტიმიზაციის გეგმას;
- ჩართულობის აპლიკაციების (პეტიციების პლატფორმა, გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ონლაინ პლატფორმა;
- საჯარო კონსულტაციების პლატფორმა) სტრუქტურის განსაზღვრას;
- ვებ-პორტალის სისტემური მოთხოვნების და კიბერ-უსაფრთხოების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური დავალების მომზადებას;
- კონტენტის გადანაწილების, ზოგადი ფუნქციონალის და ნავიგაციის აღმწერი HთML პროტოტიპის მომზადებას.
დასრულებული დოკუმენტი, რეკომენდაციები, ვებ-პორტალის პროტოტიპის მაკეტი და პროცედურული დოკუმენტები წარდგენილი იქნება თბილისის მერის სახელზე შემდგომში მისი ტექნიკური შექმნის მიზნით.
წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, შემუშავებული კონცეფციის ფარგლებში თბილისის მერია, კერძოდ კი ააიპ "თბილისის პორტალი" დაიწყებს მერიის ვებ-გვერდის შექმნის პროცესს. შესაბამისად ამ პროცესის სწორედ წარმართვისთვის, მნიშვნელოვანი იქნება მერიის თანამშრომლების კონსულტაციის გაწევა და შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი.
პროექტის შესრულების განრიგი

ბიუჯეტი

საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის ამოცანაა თბილისის მერიის ახალი ვებ-პორტალის კონცეფციის შექმნით და დანერგვით, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მოქალაქეებზე ორიენტირებული ინფორმაციული ვებ-სისტემის შექმნა.
იხილეთ მეტი →
|
სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება (2014-2015) |
ბრემენის უნივერსიტეტი |
2014-2015 |
€86,580 |
.bmp) 
საგრანტო ხელშეკრულების სახელი: სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება (ZigB) დონორი ორგანიზაცია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გრანტის მიმღები ორგანიზაცია: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი პარტნიორი ორგანიზაცია: ბრემენის უნივერსიტეტი მთლიანი საგრანტო თანხის ოდენობა: 86 580 € საგრანტო ხელშეკრულების ვადა: 10 ოქტომბერი, 2014-10 თებერვალი, 2015
მიზნები:
პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მაქსიმალურად ფართო სპექტრის დაინტერესების გამოწვევასა და მათი ცოდნის გაღრმავებას სტრატეგიულ დოკუმენტთან (საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“) დაკავშირებით, რათა ისინი მომავალში უფრო აქტიურად ჩაერთონ დისკუსიებში.
არსებული მდგომარეობა: სტრატეგიულ დოკუმენტში ხორციელდება ე. წ. „Growth Diagnostic Method“-ით იმ მთავარი პრობლემური სფეროების იდენტიფიცირება, რომლებიც ქართული ეკონომიკის ზრდას უშლიან ხელს. ესენია კერძო სექტორის დაბალი კონკურენტუნარიანობა, ადამიანური რესურსების არასაკმარისად განვითარება (განათლების სისტემა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემა) და კრედიტების ხელმისაწვდომობის პრობლემა. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, დოკუმენტში საქართველოს მთავრობის მთავარ მიზნად დასახულია კერძო სექტორში კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერა, ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა და ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების უზრუნველყოფა. სტრატეგიაში ჩამოთვლილია ზემოაღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად 2017 - 2020 წლების პერიოდისთვის დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები და დასახული მიზნები.
პროექტის კავშირი სხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ღონისძიებებსა და პროექტებთან: ვინაიდან მთავრობამ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროცესის არა თუ ორგანიზება, არამედ ინიცირებაც არ მოახდინა, არ არსებობს დუბლირების საშიშროება.
ღონისძიებები და აქტივობები:
- საქართველოსა და გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების დოცენტებისა და დოქტორანტების ბლოკ-კურსების ორგანიზება საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში (განსაკუთრებით რეგიონებში), მაგალითად, ბათუმის, ქუთაისის, თელავისა და სხვა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში. პროექტის ფარგლებში ორგანიზებული იქნება ოთხი ბლოკ-კურსი შემდეგ თემებზე: ფინანსური განვითარება, სოციალური დაცვის სისტემები, ეკონომიკური პოლიტიკა და კულტურის მენეჯმენტი.
- ქართველი ბლოგერებისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ანალიტიკოსების მხარდასაჭერი ქმედებები:
- ქართველი ბლოგერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ახალგაზრდა ანალიტიკოსებისთვის სამდღიანი ვორქშოპის ორგანიზება;
- ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად საუკეთესო ახალგაზრდა ქართველი ბლოგერებისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ანალიტიკოსების შერჩევა; სამთვიანი სტიპენდიების გაცემა;
- ქართველი ბლოგერებისთვის კონფერენციის („ბლოგერების დღე“) ორგანიზება და საუკეთესო ბლოგერების დაჯილდოება სხვადასხვა კატეგორიაში/საქმიანობის სფეროში;
- 2015 წლის თებერვალში კონფერენციის ორგანიზება თემაზე „სტრატეგიული დოკუმენტის - „საქართველო 2020“-ის პერსპექტივების მეცნიერული ანალიზი“. კონფერენციაზე ქართველ ექსპერტებთან ერთად მოწვეული იქნებიან ცნობილი გერმანელი ექსპერტები (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით).
- საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ დოკუმენტთან „საქართველო 2020“-თან დაკავშირებით დისკუსიების ჩატარება შესაბამისი საზოგადოებრივი ჯგუფების მონაწილეობით. ორგანიზებული იქნება სამი საჯარო დისკუსია. დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იქნებიან როგორც შესაბამისი სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე იმ სფეროების წარმომადგენლები, რომლებსაც მთავრობის სტრატეგიული დოკუმენტი ეხება. დისკუსიებზე განხილული იქნება მიმდინარე რეფორმები სოციალური დაცვის სისტემასა (ჯანდაცვისა და საპენსიო რეფორმები) და განათლების სფეროში, ასევე საქართველოს ფინანსური განვითარების კუთხით არსებული მდგომარეობა.
სამიზნე პირები: პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები (ბლოგერები, არასამთავრობო ორგანიზაციების ანალიტიკოსები), ქართველი მეცნიერები და სტუდენტები, ასევე სტრატეგიის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ქმედებებით დაინტერესებული სხვადასხვა ჯგუფები.
წარმატების ინდიკატორები: პროექტის წარმატება გამოცდილი იქნება სხვადასხვა გზით. კონფერენციებზე გავავრცელებთ კითხვარებს უშუალოდ მასში მონაწილე მკვლევარების/მეცნიერების მიერ უკუკავშირის (Feedback) მისაღებად. ასევე ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით დავაკვირდებით სტრატეგიული დოკუმენტის თაობაზე გამართულ საჯარო დებატებს. მოველით, რომ განსაკუთრებით კონფერენცია „სტრატეგიული დოკუმენტის - „საქართველო 2020“-ის პერსპექტივების მეცნიერული ანალიზი“ 2015
წლის თებერვალში ფართო საზოგადოებრივ გამოხმაურებას გამოიწვევს. ამასთან, სტიპენდიანტებისგან (ბლოგერები/არასამთავრობო ორგანიზაციების ანალიტიკოსები) სტიპენდიის მიღების დამთავრების შემდეგ მივიღებთ საბოლოო ანგარიშს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად უნდა განმარტავდეს თუ რისთვის იქნა სტიპენდია გამოყენებული და რამდენად შეუწყო ხელი მათ შემდგომ განვითარებას. ამას გარდა, ბლოკ-კურსების ფარგლებში უნდა მოხდეს კითხვარების გავრცელება, რისი მეშვეობითაც, მაგალითად შესაძლებელი იქნება აღნიშნულ კურსებზე თითოეული მონაწილის მიერ მიღებული ცოდნის დონის დადგენა.
რა ღონისძიებები არის დაგეგმილი საზოგადოებაში პროექტის ცნობადობის უზრუნველსაყოფად: იმისათვის, რომ პროექტის ცალკეულმა ღონისძიებებმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრონ, მთელი პროექტის განმავლობაში იგეგმება კონტაქტი ქართულ მასმედიასთან (მაგ.: სატელევიზიო არხები, გაზეთები და ვებ-გვერდები). ერთის მხრივ IDFI ფლობს ბეჭვდითი და ციფრული პრესის მრავალრიცხოვან წარმომადგენლებთან კონტაქტებს, მეორეს მხრივ კი ინსტიტუტს წინა პროექტების ფარგლებში წარმატებით აქვს განხორციელებული მთელი რიგი საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიები (PR-კამპანიები).


საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მაქსიმალურად ფართო სპექტრის დაინტერესების გამოწვევასა და მათი ცოდნის გაღრმავებას სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებით, რათა ისინი მომავალში უფრო აქტიურად ჩაერთონ დისკუსიებში.
იხილეთ მეტი →
|
საქართველოს საჯარო დაწესებულებების პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულების შესრულების პრაქტიკის გაუმჯობესება |
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო |
2014 |
$19,873.80 |

დონორი ორგანიზაცია: USAID კარგი მმართველობა საქართველოში (G3) პროგრამა
გრანტის მიმღები: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
პარტნიორი ორგანიზაცია: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
გრანტის No.: 493700.01-14-17-IDFI
კლიენტის No.: AID-114-TO-11-00001
MSI პროექტის No.: 493700.01
გრანტის ტიპი: ფიქსირებული ვალდებულების გრანტი
გრანტის რაოდენობა: GEL 34,779.14 (USD 19 873,80)
პერიოდი: 25 სექტემბერი – 27 ნოემბერი, 2014
მიზნები
ამ გრანტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს სამთავრობო ინსტიტუტებს რათა ეფექტურად მართონ ინფორმაციის თავისუფლების ვალდებები, ასევე ჩართოს სამოქალაქო საზოგადოება მონიტორინგში და გაასაჯაროვოს ინფორმაცია ინფორმაციის თავისუფლების ვალდებულების განხორციელებისა და არსებული შეზღუდვების შესახებ.
საქმიანობები
1. საქართველოში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების კვლევა: იმისათვის რათა შეფასდეს საჯარო სექტორის ონლაინ გამჭირვალობა IDFI გამოიკვლევს საქართველოს იმ სახელმწიფო დაწესებულებების ოფიციალურ ვებ გვერდებს, რომლებიც საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, ვალდებული არიან გამოაქვეყნონ ინფორმაცია მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის ფარგლებში. კვლევის შედეგად მიღებული მონაცემებით გაირკვევა, რამდენად აკმაყოფილებენ სამიზნე დაწესებულებები მთავრობის დადგენილებით „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ განსაზღვრულ ვალდებულებებს.
2. საქართველოს მთავრობის მიერ ინფორმაციის თავისუფლების ვალდებულების დაცვის სტატისტიკური კვლევა: საია შემდეგი დაწესებულებებისგან (საქართველოს სახელმწიფო კანცელარია, საქართველოს სამინისტროები, სახელმწიფო მინისტრთა აპარატები, საქართველოს პარლამენტი და საქართველოს უზენაესი სასამართლო) გამოითხოვს საჯარო ინფორმაციის ყველა მოთხოვნას, როგორც ელექტრონულს ასევე წერილობითს, რომელიც იქნა მიღებული 2013-2014 წლებში და ადმინისტრაციულ აქტებს რომელიც მოიცავს პასუხებს თითოეულ შემოსულ კითხვაზე.
არსებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, საია გამოყოფს დაწესებულების მიერ ყველაზე მოთხოვნად საკითხებს. ამგვარად, საზოგადოებრივი ინტერესის განსაზღვრით შესაძლებელი იქნება ელექტრონული გამჭვირვალობის პრაქტიკის შემდგომი განვითარებისთვის რეკომენდაციების შემუშავება. დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე გაცემული პასუხების გააანალიზებით კვლევითი ჯგუფი განსაზღვრავს იმ შესაძლო სფეროებს, რაც ამჟამად აფერხებს გამჭვრივალობასა და მოქალაქეზე ორიენტირებულ აქტივობებს, და საჭიროებს შემდგომ გაუმჯობესებას.
3. იმ 3 ქვეყნის გამოცდილების კვლევა, რომლებსაც აქვთ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გამოცდილება: გარდა ამისა, IDFI წარმოადგენს კვლევას შემდეგი ქვეყნების (იტალია, ახალი ზელანდია, კანადა) მიერ ინფორმაციის თავისუფლების ვალდებულების განხორციელების შესახებ. გაეროს უკანასკნელი, 2014 წლის ელ-მმართველობის კვლევის თანახმად ამ ქვეყნებს გააჩნიათ უმაღლესი ქულა ელექტრონული ინფორმაციისა და ელექტრონული მმართველობის მაჩვენებლებში.
4. ფოკუს ჯგუფები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში: იმისათვის რომ შეგროვდეს ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ურთიერთობის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ, და გათვალისწინებულ იყოს მათი პრაქტიკა და გამოცდილება, მოეწყობა სამი ფოკუს ჯგუფი: 2 თბილისში და 1 აჭარაში. ღონისძიებაზე იქნებიან მიწვეული არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
5. სამუშაო შეხვედრა საჯარო ინფორმაციის გაცემის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ: საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ჩატარდება სამუშაო შეხვედრა, სადაც წარდგენილი იქნება ზემოაღნიშნული კვლევის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო მაგალითები და მოცემული იქნება სტატისტიკური და ფოკუს ჯგუფის დისკუსიების შეჯამებული დასკვნები.
6. რეკომენდაციები საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, IDFI და საია წარმოადგენენ რეკომენდაციების ნუსხას, რომლის მიზანიც იქნება ინფორმაციის თავისუფლების მხრივ პარტნიორი სახელმწიფო დაწესებულებების პრაქტიკის გაუმჯობესება. რეკომენდაციების პაკეტი გადაეცემა ყველა სამიზნე საჯარო დაწესებულებას.
აღებული ვალდებულებები: პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების შდეგად:
- გამოქვეყნდება კვლევა სამიზნე საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის თავისუფლების ვალდებულების შესრულების თაობაზე
- მომზადდება პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ახალი ნუსხა
- მომზადდება საჯარო ინფორმაციის შესახებ არსებული საერთაშორისო გამოცდილების კვლევა
- შემუშავდება რეკომენდაციები სახელმწიფო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის თავისუფლების ვალდებულების შესრულების გაუმჯობესებისთვის
სამუშაო გეგმა:

პროექტის დეტალური ბიუჯეტი:
/public/upload/projects/IDFI-Budget-9-19-2014-UPD.pdf
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს სახელისუფლებო დაწესებულებებს, ეფექტურად მართონ ინფორმაციის თავისუფლების მხრივ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები, ჩართონ სამოქალაქო საზოგადოება ინფორმაციის თავისუფლების საკითხების განხორციელების მონიტორინგში, და გაასაჯაროვონო ინფორმაცია ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის განხორციელებისა და არსებული შეზღუდვების შესახებ.
იხილეთ მეტი →
|
საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის |
საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო |
2014 |
0 |
IDFI ჩართულია პროექტში მოხალისე პარტნიორის სახით
 
ზოგადი ინფორმაცია
IREX-ის მიერ დაფინანსებული Beyond Access პროგრამა მუშაობს მსოფლიო მაშტაბით, რათა ხელი შეუწყოს ბიბლიოთეკების როლს განვითარების პროცესში.დეღესდღეობით, განვითარებად ქვეყნებში 230,000-ზე მეტი საჯარო ბიბლიოთეკაა, მათ შორის დაახლოებით 500-მდესაქართველოში.მათი, როგორც საინფორმაციო ცენტრის, ისტორიული როლისაჯარო ბიბლიოთეკებს აქცევს იდეალურპარტნიორად საქართველოს განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე, რაც გულისხმობს: საზოგადოებრივი ჯანდაცვის, განათლების, სოფლისმეურნეობის და სამოქალაქო ჩართულობის გაუმჯობესებას. მთავრობას ზემოხსენებული მიზნების მიღწევა შეუძლია ბიბლიოთეკებში ინვესტირებით და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე (ICT) ხელმისაწვდომობის მნიშვნელობის დემონსტრირების გზით.
განვითარების მიზნებს შორის, საქართველოს მთავრობამ აიღო ვალებულება უზრუნველყოს მოსახლეობის წვდომა საჯარო სერვისებზე. მიზნის მისაღწევად იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვთარების სააგენტომ შეარჩია ის ძირითადი სერვისები, რომლებიც მოსახლეობას უნდა მიეწოდოს ელექტრონულად. სოფლის მოსახლეობის უმრავლესობას კი შეზღუდულად ან საერთოდ არ გააჩნია აღნიშნულ საჯარო სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა. პრობლემის გადასაჭრელად Beyond Access და მისი პარტნიორები ახორციელებენ პროექტს „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“, რომლის მიზანია ისეთი ბიბლიოთეკის მოდელის პილოტირება,რომლის საშუალებითაც სოფლის მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა მიიღოს სერვისები და საჭირო ინფორმაცია.
პროექტის მიზნები
- თანაბარი ხელმისაწვდომობა ინფორმაციასა დასერვისებზე,საჯარო სივრცის საშუალებით
- ეკონომიკურიშესაძლებლობების განვითარება ყველა დონეზე
- მოსახლეობის ონლაინჩართვა ადგილობივი მმართველობის საკითხებზეგადაწყვეტილების მიღების პროცესში
პროექტის ფაქტები
- პროექტის პარტნიორები: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
- 4 ბიბლიოთეკასთან მუშაობის მიზანია 20-30,000 ადგილობრივის აღნიშნულ პროცესებში ჩართვა
- ახალი სერვისების განვითარება ბიბლიოთეკაში ინფორმაციაზე წვდომით და მთავრობის რესურსების გამოყენებით
ბიბლიოთეკების მოდერნიზაცია
პროექტის პირველ ეტაპზე პილოტირება მოხდება ორ სოფლის და ორ მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში. ოთხივე ბიბლიოთეკა განახლდება, აღიჭურვება კომპიუტერული ტექნიკითა და უკაბელო ინტერნეტით და ხელახლა გაიხსნება.განახლებულიბიბლიოთეკებიმომხმარებელს შესთავაზებს ღიადა სასიამოვნო გარემოს, შეხვედრების ოთახებს და ინტერნეტთან წვდომის პუნქტებს.ეს საშუალებას მისცემს ბიბლიოთეკებს ემსახუროს მოსახლეობის საჭიროებებს და გახდეს საზოგადოებრივი ჩართულობის ადგილი, სადაც მოსახლეობას შესაძლებლობაექნება, ადგილობრივი ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების დახელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, განიხილოს ადგილობრივი საჭიროებები.
ბიბლიოთეკარების ტრენინგი
ხიდისთავის, ნუკრიანის, ხულოს და ზუგდიდის ბიბლიოთეკები საჭიროებენისეთ „თანამედროვე“ ბიბლიოთეკარებს, რომლებიც არა მხოლოდ იცნობენ განახლებული ბიბლიოთეკების სერვისებს, არამედ შეუძლიათ დახმარება გაუწიონ ბიბლიოთეკის ვიზიტორებს აღნიშნული სერვისების ეფექტურად გამოყენებაში. პროექტის მონაწილეები გაივლიან შესაბამისი ტრენინგების სამ ფაზას. პირველ ფაზა მოიცავს ძირითადი საინფორმაციო ტექნოლოგიების უნარ-ჩვევების განვითარებას და ამ უნარ-ჩვევებისსხვებისთვის გადაცემის მეთოდოლოგიას. მეორე ფაზა მოიცავს ახალი სერვისების გაცემას - ელექტრონულ საჯარო სერვისების ჩათვლით. ბოლო ფაზა კი ითვალისწინებსტრენინგებს ინფორმაციისწვდომაზე და პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაზე. აღნიშნული ტრენინგების საშუალებით, მონაწილეებიშეძლებენთემისთვის სასარგებლო პროექტების შედგენასა და განხორციელებას. ტრენინგებს გაივლიან, როგორც მონაწილე ოთხი ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარები, ასევე ახლოს მდებარე ბიბლიოთეკების, ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები, რათა ყველა სფეროს წარმომადგენელმა მიიღოს სარგებელი.
მოსახლეობის დაკავშირება საჯარო სერვისებთან
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან და კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით, ბიბლიოთეკებს ექნებათ შესაძლებლობა გასცენ შერჩეული ელექტრონული სერვისები, ხელმისაწვდომი გახადონ მობილური კომპანიის და ბანკის სერვისები, მოიცვან ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის მოქალაქეობა და მიგრაცია, სოციალური დახმარების პროგრამები და სხვა. სოფელ ხიდისთავის და სოფელ ნუკრიანის ბიბლიოთეკები შეძლებენ შესაბამისი საჯარო სერვისების გაცემას, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მეშვეობით. გარდა იმისა, რომ ბიბლიოთეკარებს შესაძლებლობა ექნებათ დაეხმარონ ბიბლიოთეკის ვიზიტორებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში, პროექტში ჩართული ბიბლიოთეკარები ასევე იმუშავებენ ინფორმაციის საჭიროებების გამოვლენის მიმართულებით და ასწავლიან მომხმარებლებს,როგორ მოიძიონ აღნიშნული ინფორმაცია, შესაბამისი რესურსების გამოყენებით.
/public/upload/pdf/Memorandum-Of-Understanding-IDFI-IREX-PSDA-GLA.pdf
პროექტის პარგლებში განხორციელებული აქტივობების მოკლე მიმოხილვა იხილეთ ბმულზე
იუსტიციის მინისტრმა პროექტი „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისათვის“ შეაჯამა
მოქალაქის პორტალის პრეზენტაცია ნუკრიანის საზოგადოებრივ ცენტრში
„ერთად შევეგებოთ ევროპას“ ხიდისთავის საზოგადოებრივ ცენტრში
ტიერი მანდონმა სოფელი ნუკრიანის საზოგადოებრივი ცენტრი დაათვალიერა
სოფელ ნუკრიანში ახალი ტიპის საზოგადოებრივი ცენტრი და ბიბლიოთეკა გაიხსნა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ახალი ტიპის საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია 1) თანაბარი ხელმისაწვდომობა ინფორმაციასა დასერვისებზე, საჯარო სივრცის საშუალებით; 2) ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარება ყველა დონეზე; და 3) მოსახლეობის ონლაინ ჩართვა ადგილობივი მმართველობის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
იხილეთ მეტი →
|
ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება |
საქართველოში აშშ-ის საელჩო |
2014-2015 |
$19,330 |


პროექტის სახელწოდება: ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება
პროექტის დაფინანსება: საქართველოში აშშ-ის საელჩო
პროექტის ბიუჯეტი: 19 330 დოლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 1 აგვისტო, 2014 – 30 მარტი, 2015
პროექტის მოკლე აღწერა
პროექტი „ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება“ განიზრახავს ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების გაუმჯობესებას. განსაკუთრებით, პროექტის მიზანია გაიზარდოს სტუდენტების, ახალგაზრდა აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების ცნობიერება იმ თანამედროვე მექანიზმების შესახებ, რომლებიც საჭიროა მთავრობის ანგარიშვალდებულების მისაღწევად და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან პირდაპირი კონტაქტის დასამყარებლად. ასევე, იგი მიზნად ისახავს მათი პრაქტიკული უნარების განვითარებას.
ხსენებული მიზნების მისაღწევად, პროექტის გუნდი გეგმავს ახალგაზრდებისთვის ტრენინგების (თბილისი), და საქართველოს 10 რეგიონის ფართო საზოგადოებისთვის დისკუსიების მოწყობას და ამ გზით, საჯარო დაწესებულებების მაღალი ანგარიშვალდებულების და მოქალაქეების წინადადებებისა და უკუკავშირისადმი მათი გახსნილობის მიღწევას.
ტრენინგები მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- საჯარო ინფორმაციის ელექტრონული გამოთხოვნა;
- საჯარო დაწესებულებების ელექტრონული საშუალებების (სოციალურ ქსელები, ვებ-გვერდები, ელ-ფოსტა, სადისკუსიო ფორუმები) ეფექტური ფუნქციონირების შემოწმებით სამთავრობო აქტივობების მონიტორინგის მეთოდოლოგია;
- მთავრობის გასაკონტროლებლად ღია წყაროების გამოყენება.
ტრენერები სემინარების დროს გამოიყენებენ როგორც ფორმალური, ასევე, არაფორმალურ მეთოდებს. ტრენინგში მონაწილეობა უფასოა.
საგანმანათლებლო აქტივობებთან ერთად, პროექტი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს პრაქტიკაში გამოიყენონ ახლადმიღებული ცოდნა, ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მუდმივი კონსულტაციების საფუძველზე ჩაატარონ საკუთარი მონიტორინგი და ამ დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით მოამზადონ ანალიტიკური სტატიები.
პროექტის სამიზნე აუდიტორიისა და გავლენის გასაზრდელად, IDFI გეგმავს 10 რეგიონში საჯარო დაწესებულებების ელექტრონული რესურსების მონიტორინგის შესახებ დისკუსიების ორგანიზებას. მსგავსი ღონისძიებები მოიცავს შემდეგ ქალაქებს: ახალციხე, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, თელავი, მარნეული, ოზურგეთი, რუსთავი, საგარეჯო, ქუთაისი. შეხვედრებისთვის გამოყენებული იქნება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები. დისკუსიაზე განიხილება ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის ურთიერთობასთან დაკავშირებული პრობლემები. მოწვეულნი იქნებიან მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საჯარო დაწესებულებების წარმომადგნელები. პროექტის საბოლოო პრეზენტაციაზე შეფასდება პროექტის შედეგები და დაჯილდოვდებიან საუკეთესო სტატიების ავტორები.
პროექტის დროითი ჩარჩო

პროექტის ბიუჯეტი

საგრანტო ხელშეკრულება
|
როექტის მიზანია გაიზარდოს სტუდენტების, ახალგაზრდა აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების ცნობიერება იმ თანამედროვე მექანიზმების შესახებ, რომლებიც საჭიროა მთავრობის ანგარიშვალდებულების მისაღწევად და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან პირდაპირი კონტაქტის დასამყარებლად. ასევე, იგი მიზნად ისახავს მათი პრაქტიკული უნარების განვითარებას.
იხილეთ მეტი →
|
ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მონიტორინგი და მხარდაჭერა (2014-2015) |
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო |
2014-2015 |
$60,645.04 |

პროექტის სახელწოდება: ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მონიტორინგი და მხარდაჭერა პროექტის დაფინანსება: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო -OSGF პროექტის ბიუჯეტი: 60 645,04 USD პროექტის ხანგრძლივობა: 2014 წლის აპრილი - 2015 წლის იანვარი
პროექტის აღწერა:
2013 წლის განმავლობაში IDFI-ის აქტიური ჩართულობით და მონაწილეობით ციფრულ საეთერო მაუწყებლობასთან დაკავშირებით განხორციელდა ინტენსიური და იმ ეტაპისათვის უმნიშვნელოვანესი აქტივობები, თუმცა მიუხედავად არსებითი პოზიტიური ცვლილებებისა დემონოპოლიზაციის, დაშვების ტარიფების გამჭვირვალობის, რეგიონული მედიის ინტერესების გათვალისწინების, კონკურენტული და ღია საკონკურსო პროცედურების დანერგვის და სხვა მიმართულებით, პრობლემები კვლავ მრავლად რჩება. 2014 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო სტრატეგიაში, მცირე გამონაკლისების გარდა, აისახა ჩვენი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წინადადებები, რეკომენდაციები და შენიშვნები, თუმცა გარკვეული პრობლემები სტრატეგიული ამოცანების განსაზღვრის ეტაპზეც კვლავ რჩება.
უმნიშვნელოვანესია ადვოკატირების ეტაპი, რადგან გარდა იმისა რომ უნდა მიღებულ იქნას მთელი რიგი გადაწყვეტილებები ბოლო მომხმარებლის მხარეს განსახორციელებელი აქტივობების მიმართულებით (ინფორმირება), უნდა მომზადდეს უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც კარდინალურად ცვლის მედია გარემოს ტექნოლოგიური და იურიდიულ ბაზისს. განსაკუთრებულ ყურადღებას და ჩართულობას მოითხოვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩასატარებელი კონკურის ციფრული მაუწყებლობის საეთერო პლატფორმის ოპერატორის შესარჩევად.
პრიორიტეტულია, რომ მჭიდროდ გაკონტროლდეს საქართველოში არსებული ეროვნული, ადგილობრივი და რეგიონული მაუწყებლების საეთერო სიგნალების ქსელთან წვდომის საკითხები, ე.წ. სისტემური და არასისტემური დაბრკოლებების გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის როლი. პროცესი, სამთავრობო გეგმის შესაბამისად უნდა დაიწყოს 2014 წელს. სრული კონკურენტული ბაზრის ფორმირება სავარაუდოდ უნდა დასრულდეს 2017 წლამდე, რამდენიმე ალტერნატიული ქსელის ფორმირებით, რა დროსაც საქართველოს მედია გარემოს სიჯანსაღისათვის უმნიშვნელოვანესია გაკონტროლდეს ციფრულ საეთერო ქსელთან დაშვების ტარიფები, დაშვების პირობების გამჭვირვალეობა და არადისკრიმინაციულობა, ისევე როგორც სამაუწყებლო კონტენტის ოპერატორების ტრანსლირებისთვის დადგენილი ტარიფების ხარჯებზე ორიენტირებულობა და გონივრულ
მომდევნო 7 თვიან პერიოდში, ვფიქრობთ, რომ საქართველოს ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მონიტორინგის კუთხით, პროექტის ფარგლებში მოცული იქნება შემდეგი მნიშვნელოვანი მიმართულებები:
- ციფრული საეთერო მაუწყებლობის პლატფორმაზე გადასვლის პროცესის დემოკრატიულ ჩარჩოებში და ქართული მედია ბაზრის ოპერატორების, ასევე ევროკავშირის დირექტივების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად წარმართვა, ხარვეზების გამოვლენა და ნაკლოვანებების აღმოფხვრის გზების განსაზღვრა;
- ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის ტექნიკური, კონკურენციის და ეკონომიკური მიმართულებების პრობლემური მხარეების და ბარიერების აღმოფხვრა;
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, სსიპ "ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს" საქმიანობის მონიტორინგი, არსებული პრაქტიკის და პროცესის რეგულირებისთვის მიღებული სამართლებრივი აქტების კვლევა და რეკომენდაციების წარდგენა და ადვოკატირება. საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ წინადადებების წარდგენა საქართველოს პარლამენტისათვის და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთვის.
პროექტის ამოცანები:
პროექტით განსაზღვრულ პერიოდში, ქართული მედია გარემოს გაუმჯობესების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანია აქტივობები უნდა განხორციელდეს შემდეგი ოთხი მიმართულებით:
• ციფრული საეთერო მაუწყებლობის პლატფორმაზე გადასვლის პროცესის მონიტორინგი, ადვოკატირება და ხელშეწყობა რეკომენდაციების მომზადებით და წარდგენით, ასევე მაღალპროფესიონალური კვლევების საშუალებით,
• მოსახლეობის ინფორმირებულობის ხელშეწყობის კამპანიის მონიტორინგი და მხარდაჭერა, მისი რეალიზაციის ეფექტურობის კვლევა;
• ციფრული საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის ფაქტობრივი სამუშაოების კვლევა, შეფასება, რეკომენდაციების წარდგენა, განხორციელების ხელშეწყობა და ადვოკატირება;
• საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ "ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს", საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, შპს "საქართველოს ტელერადიო ცენტრის", სსიპ "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის" იმ აქტივობების მონიტორინგი, რომელიც უკავშირდება ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს. მათი პრაქტიკის და სამართლებრივი აქტების კვლევა და მონიტორინგი, რეკომენდაციების წარდგენა და ადვოკატირება;
• საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესთან დაკავშირებული 2014-2015 წლების საქმიანობის მონიტორინგი, რეკომენდაციების მომზადება და მათი იმპლემენტაციის ადვოკატირება.
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის ფარგლებში მოცული იქნება შემდეგი მნიშვნელოვანი მიმართულებები: 1) ციფრული საეთერო მაუწყებლობის პლატფორმაზე გადასვლის პროცესის დემოკრატიულ ჩარჩოებში და ქართული მედია ბაზრის ოპერატორების, ასევე ევროკავშირის დირექტივების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად წარმართვა, ხარვეზების გამოვლენა და ნაკლოვანებების აღმოფხვრის გზების განსაზღვრა; და 2) ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის ტექნიკური, კონკურენციის და ეკონომიკური მიმართულებების პრობლემური მხარეების და ბარიერების აღმოფხვრა.
იხილეთ მეტი →
|
ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგის პროცესში ჩართული ტაჯიკი სპეციალისტებისთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარება. |
ღია საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლობა - თანადგომის ფონდი ტაჯიკეთში |
2014 |
$5,500 |

პროექტის სახელწოდება: ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგის პროცესში ჩართული ტაჯიკი სპეციალისტებისთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარება.
პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: ღია საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლობა - თანადგომის ფონდი ტაჯიკეთში
პროექტის ბიუჯეტი: 5 500,00 USD
პროექტის ხანგრძლივობა: 2014 წლის 7 იანვარი - 2014 წლის 31 იანვარი
პარტნიორი ორგანიზაციები: ტაჯიკეთის ანტიკორუფციული განათლებისა და ხელშეწყობის ცენტრი
პროექტის აღწერა: პროექტის მიზანს წარმოადგენს ტაჯიკი სპეციალისტებისათვის საქართველოში კორუფციის დასაძლევად განხორციელებული რეფორმების, ანტიკორუფციული სტრატეგიის, ახალი პროექტების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება.
პროექტის აქტივობები: პროექტის ფარგლებში ტაჯიკეთის ანტიკორუფციული სტრატეგიის მონიტორინგის პროცესში ჩართული სპეციალისტები ეწვევიან თბილისს. დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები საჯრო დაწესებულებების, არასმთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან. ტაჯიკი სპეციალისტები გაეცნობიან საჯარო სამსახურისა და ელექტრონული შესყიდვების სისტემის რეფორმისა და იუსტიციი სახლების კონცეფციას; მიიღებენ ინფორმაციას კორუფციის პრევენციისა და ადამიანურირესურსებისმართვის გაუმჯობესების მიზნით დანერგილ ელექტრონულ პროექტებსა და განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე; გაეცნობიან სამომავლო სტრატეგიას.
გაიმართება მრგვალი მაგიდა სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან საქართველოში კორუფციის დაძლევის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა და არსებული გამოწვევების შესახებ;
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანს წარმოადგენს ტაჯიკი სპეციალისტებისათვის საქართველოში კორუფციის დასაძლევად განხორციელებული რეფორმების, ანტიკორუფციული სტრატეგიის,ახალი პროექტების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება
იხილეთ მეტი →
|
საქართველოში სახელმწიფოს კუთვნილი საწარმოები და მათი ეფექტურობის კვლევა - ფოკუსი: სოფლის მეურნეობის სფერო |
აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტი / ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო |
2013-2014 |
$43,052.10 |
 
პროექტის სახელწოდება: საქართველოში სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიები და მათი ეფექტურობის კვლევა - ფოკუსი: სოფლის მეურნეობის სფერო
პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა “საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში” (G-PAC) პროექტის ბიუჯეტი: 43,052.10 აშშ დოლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 1 დეკემბერი, 2013 – 1 ივლისი, 2014;
პარტნიორები: გადასახადის გადამხდელთა კავშირი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
პროექტის აღწერა:
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გადასახადის გადამხდელთა კავშირთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის -“საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში” (G-PAC), ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს კვლევას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სოფლის მეურნეობის საწარმოების ეფექტიანობის შესახებ. პროექტის ფარგლებში შესწავლილი იქნება სოფლის მეურნეობის პროფილის სახელმწიფო საწარმოები, რომელშიც 50%-ზე მეტ წილს სახელმწიფო ფლობს. კვლევის მიზანია დადგინდეს ამ საწარმოების ეფექტიანობა და მათი არსებობის მიზანშეწონილობა. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, პროექტის ანალიტიკური გუნდი შეიმუშავებს რეკომენდაციების პაკეტს, რომელიც გადაეცემათ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს. პროექტის ფარგლებში მოხდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების მეტი გამჭვირვალობის ადვოკატირება.
პროექტის მიზანები:
- გაზარდოს სექტორის გამჭვირვალობა და მოახდინოს საჯარო დისკუსიების ინიცირება პრობლემის ირგვლივ სახელმწიფო საწარმოთა როლის და ოპერირების მიზნების შესახებ. ეს დაეხმარებათ პასუხისმგებელ საჯარო მოხელეებს, ექსპერტებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს სწორი ანალიზი გააკეთონ სექტორის სამომავლო პოლიტიკის ფორმირების პროცესში.
- შეისწავლოს სახელმწიფო საწარმოების წარსული და მიმდინარე ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც ხელს შეუწყობს საწარმოების უკეთეს მართვას და ამ საწარმოთა შესახებ სწორი და გონივრული გადაწყვეტილებების მიღებას.
- მოამზადოს ბაზარზე არსებული ანალიზი სოფლის მეურნეობის სექტორში და გამოკვეთოს სახელმწიფო საწარმოების როლი ბაზრის კონკურენციის ჭრილში.
- მოამზადოს რეკომენდაციების პაკეტი მთავრობისთვის სახელმწიფო საწარმოების შესახებ სამომავლო პოლიტიკის გატარების კუთხით.
პროექტის აქტივობები:
- მოხდება აუდიტორული ანგარიშების შესწავლა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
- ჩატარდება ინტერვიუები თანამდებობის პირებთან, საწარმოთა ხელმძღვანელებთან, ფერმერებთან კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტებთან თბილისსა და საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოები მდებარეობს.
- ექსპერტებისთვის, გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და კერძო სექტორის წარმომადგნელებისთვის გაიმართება დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში.
- პროექტის გუნდი შეისწავლის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების გამჭვირვალობის ზრდისთვის აუცილებელ სამართლებრივ საფუძვლებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს .
- ჩატარდება შეხვედრები მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან, მათთვის პროექტის შედეგებისა და რეკომენდაციების გაცნობის მიზნით.
ხელშეკრულება
საგრანტო ხელშეკრულება
|
პროექტის მიზანია დადგინდეს სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობა და მათი არსებობის მიზანშეწონილობა. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, პროექტის ანალიტიკური გუნდი შეიმუშავებს რეკომენდაციების პაკეტს, რომელიც გადაეცემათ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს. პროექტის ფარგლებში მოხდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების მეტი გამჭვირვალობის ადვოკატირება.
იხილეთ მეტი →
|