პროექტის მედია გაშუქება - ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მონიტორინგი და მხარდაჭერა (2015)

IDFI მედიაში 15 ოქტომბერი 2015

IDFI-ს მიერ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მხარდაჭერასა და მონიტორინგს აქტიურად აშუქებდნენ: რუსთავი2, მაესტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი, GARB, იმედი, მეორე არხი, რადიო თავისუფლება, რადიო მაესტრო, რადიო ფორტუნა, ინტერპრესნიუსი, ტაბულა, ლიბერალი, ნეტგაზეთი, გურია ნიუსი და სხვები. 

 

 IDFI-ს ექსპერტი, უჩა სეთური 29-30 სექტემბერს თბილისში გამართულ, ეუთოს მე-12 სამხრეთ კავკასიურ მედია კონფერენციას ესწრებოდა. შეხვედრაე მან გააკეთა მოხსენება „ციფრულ მაუწყებლობაზე საქართველოს გადასვლა და მისი გავლენა მედია პლურალიზმზე“. აღნისნული კონფერენციის შესახებ სიუჟეტი მოამზადა ტელეკომპანია ერთსულოვნებამ. უჩა სეთურის თქმით, კონფერენციაზე განხილული იყო რეგიონში არსებული ქვეყნების პრობლემები რომლებიც უკავშირდება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას და სხვა აქტუალურ საკითხებს, მაგალითად, მედიის მდგომარეობას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. 

 

1 ივლისს, როდესაც ანალოგური სიგნალი თბილისსა და მის შემოგარენში გაითიშა, რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც  საუბარია ზუსტი ინფორმაციის არ არსებობაზე იმის შესახებ, თუ რამდენი ოჯახი ვერ ახერხებს ქართული არხების ყურებას. 3 ივლისს, რუსთავი 2-მა გააშუქა რუსთავში ციფრული მაუწყებლობის სიგნალის მიღებისას წარმოქმნილი პრობლემები, ამავე სიუჟეტში IDFI-ის მედია და ტელეკომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი, უჩა სეთური საუბრობს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობა ანალოგური სიგნალის გათიშვას ქვეყნის მთლიან ტერიტორიაზე მომზადებული შეხვდეს. რუსთავი 2-მა, გორში სიგნალის გათიშვამდე, მოსახლეობასთან შეხვედრაც გააშუქა. 25 აგვისტოს, მცხეთა-თიანეთში ანალოგური სიგნალი გაითიშა. აღნიშნულის შესახებ რეგიონში შეხვედრა გაიმართა, რომელზეც IDFI-ის ანალიტიკოსი ნატა ძველიშვილი იმყოფებოდა. რუსთავი 2-ის სიუჟეტში ნატა ძველიშვილი აღნიშნავს, რომ ყველაზე ეფექტური კომუნიკაციის საშუალება მსგავსი ტიპის შეხვედრები აღმოჩნდა მოსახლეობის ინფორმირებისთვის. 

 

GDS-ის შუადღეში სტუმრად იყო IDFI-ის ანალიტიკოსი, ნატა ძველიშვილი, რომელმაც ისაუბრა თუ ვის ეხება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი და ვის სჭირდება დამატებითი მოწყობილობის, „სეტ ტოპ ბოქსის“ შეძენა. ასევე, მან პირდაპირ ეთერში ისაუბრა იმაზეც, თუ  როგორ უნდა დაუკავშირონ აღნიშნული რისივერი ტელევიზორს. ოდნავ მოგვიანებით, ამავე არხის შუადღეში საუბრობდა უჩა სეთური: "სეტ-ტოპ-ბოქსები ბაზარზე ხელმისაწვდომია. ნაწილი სთავაზობს მოსახლეობას ნულოვან განვადებას, ერთ-ერთი კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს სახლში მიტანის და დამონტაჟების სერვისს დამატებით ათი ლარის სანაცვლოდ, სოციალურად დაუცველებს რისივერები უკვე დაურიგდა, ხოლო დანარჩენ მოსახლეობას აქვს საშუალება აარჩიოს ფასის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით მისთვის ოპტიმალური სეტ-ტოპ-ბოქსი"- განმარტა მან.

 

იმედმა ჯერ კიდევ ანალოგური სიგნალის გათიშვამდე მოამზადა სიუჟეტი, სადაც IDFI-ის მედია ექსპერტი, უჩა სეთური ანალოგური სიგნალის გამორთვასთან დაკავშირებულ მოსალოდნელ დაბრკოლებებზე საუბრობს. იმედის ეთერით უჩა სეთურმა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში გარკვეულ ხარვეზებზე კვლავ ისაუბრა და მოსახლეობას ურჩია, რომ რისივერები დროულად შეიძინონ, რათა საქართველომ სხვა ქვეყნების პრაქტიკა არ გაიმეოროს. მოგვიანებით, როცა ეტაპობრივად დაიწყო თბილისსა და მის შემოგარენში ანალოგური სიგნალის გათიშვა, იმედმა თავის მორიგ სიუჟეტში ანალოგური სიგნალის გათიშვის შემდეგ წამოჭრილ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. ამავე სიუჟეტში უჩა სეთურმა პრობლემათა გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა. მცხეთა-თიანეთის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შესახებ გამართული შეხვედრა გააშუქა იმედმაც, სიუჟეტში ნატა ძველიშვილი შეხვედრის დეტალებზე საუბრობს. 

 

მაესტროს საქმიანი დილის ეთერში IDFI-ის ანალიტიკოსი, ნატა ძველიშვილი ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს მიერ განხორციელებული საინფორმაციო კამპანიის უარყოფით მხარეებზე საუბრობს. აღნიშნავს, რომ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე ანალოგური სიგნალის გათიშვის წინა პერიოდში არც თუ ისე მაღალია, რისი გამომწვევიც არაეფექტური საინფორმაციო კამპანიაა. მას შემდეგ, რაც ციფრულ მაუწყებაზე გადასვლის თარიღმა 17 ივნისიდან ორი კვირით, 1 ივლისამდე გადაიწია, უჩა სეთურმა მოსახლეობას ურჩია, ეს დრო სეტ-ტოპ-ბოქსების შესაძენად გამოიყენონ.  ამავე ტელევიზიის მიერ მომზადდა სიუჟეტი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე ერთი დღით ადრე. 25 აგვისტოს, თიანეთში გამართული შეხვედრის შესახებ სიუჟეტი მომზადდა მაესტროს მიერ.  

 

იმავე საკითხზე ბევრად ადრე ნატა ძველიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ საინფორმაციო კამპანია გაცილებით ადრე უნდა დაეწყო ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს. ასევე, საუბრობდა, რომ ამ კამპანიის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება საზღვრისპირა სოფლებს უნდა დათმობოდათ.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში არა ერთხელ იყო მიწვეული უჩა სეთურიც. ეკონომეტრის ეთერში იგი ქართულ ბაზარზე რისივერების მაჩვენებელზე, მოსახლეობის ინფორმირებულობასა და ქვეყნის მთლიანი მასშტაბით ანალოგური სიგნალის გათიშვის სავარაუდო ვადებზე საუბრობდა. საზოგადოებრივი მაუწყებელი თბილისში ანალოგური სიგნალის გათიშვის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზეც მუშაობდა. 6 ივლისის სიუჟეტში მაუწყებელმა IDFI-ის მონაწილეობით შიდა ქართლში სიგნალის გათიშვამდე გამართული საინფორმაციო ტიპის შეხვედრაც გააშუქა. 7 ივლისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით, IDFI-ის ანალიტიკოსი ნატა ძველიშვილი საუბრობდა. მისი თქმით, არც ბაზარზე და არც სქსელის მდგრადობის თვალსაზრისით პრობლემები არ შეინიშნება. მოგვიანებით, 8 ივლისს, სიგნალის გათიშვის შემდგომ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით, უჩა სეთურმა მოსახლეობას საჭირო რეკომენდაციები მიაწოდა. IDFI-ის ვიზიტი რეგიონებში ციფრულ მაუწყებლობლობასთან დაკავშირებით, ციფრული მაუწყებლობის სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების საქმეთა სამინისტროს წამომადგენლებთან ერთად, ასევე შუქდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით. შეხვედრები გაიმართა ფოთსა და ზესტაფონში, სადაც იმყოფებოდა ნატა ძველიშვილი. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სიუჟეტი მომზადდა მცხეთა-თიანეთში, 25 აგვისტოს ანალოგური სიგნალის გათიშვასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდა IDFI-ის ანალიტიკოსი, ნატა ძველიშვილი. 

 

შეხვედრა გორში TV Dia-ს მიერაც იქნა გაშუქებული. აღნიშნული ტელეკომპანიის სიუჟეტში, ნატა ძველიშვილმა მოსახლეობას და შეხვედრაზე დამსწრეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ ვის დასჭირდება სეტ-ტოპ-ბოქსები და სად შეიძლება მათი შეძენა.

 

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი მეორე არხმაც გააშუქა. "არგუმენტების დრო"-ში სტუმრად იყო უჩა სეთური, რომელმაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებული ყველა დეტალი განიხილა. მათ შორის, ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს ჩართულობაზე ამ პროცესში და აღნიშნა, რომ ყველაფერი კერძო ინვესტიციების წყალობით განხორციელდა, ვინაიდან სახელმწიფომ სახსრები არ დახარჯა. 

 

ტელეკომპანია კავკასიამ მოსახლეობას აუწყა, რომ ჯერ კიდევ 1 ივლისამდე, ციფრული სიგნალი ჩართული იყო და შეეძლოთ სეტ-ტოპ-ბოქსების შეძენა არ გადაედოთ. 

 

ჯერ კიდევ 30 აპრილს, რადიო ფორტუნას "რაკურსის" ეთერით, ნატა ძველიშვილმა ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ დროულად მოხდება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა და ამ მხრივ საქართველო იქნება გამორჩეულად სანიმუშო, თუ მან ყველაზე მოკლე ვადაში მოახერხა ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლა. 

 

ციფრულზე გადასვლის პროცესი არც ბეჭდურ მედიას დაუტოვებია უყურადღებოდ. გამოქვეყნდა არა ერთი სტატია სხვადასხვა მედიასაშუალების ვებგვერდზე: Liberali.ge, Netgazeti.ge, newspress.ge, gurianews.ge, Radiotavisufleba.ge, Epn.ge და სხვები. 

 

Liberali.ge-მ 22 ივნისს ვრცელი სტატია გამოაქვეყნა ციფრული მაუწყებლობის შეცვლილ თარიღთან დაკავშირებით. სტატიაში უჩა სეთურის ვრცელი კომენტარი გვხვდება ციფრული სიგნალის გასავრცელებლად საქსელო მზაობის შესახებ. ასევე, საუბარია იმაზე, რომ IDFI-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია ციფრული მაუწყებლობისათვის საჭირო მიმღებების ქართულ ბაზარზე გავრცელებასთან დაკავშირებით. 

 

Netgazeti.ge ავრცელებს სტატიას ანალოგური სიგნალის გათიშვის შემდგომ და წერს, რომ რუსთავის მოსახლეობას ციფრული სიგნალის მიღებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემა შეექმნა. ამავე სტატიაში, აღნიშნულ საკითხზე უჩა სეთური საუბრობს. მისი თქმით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული პრობლემა ეხებოდა რისივერებს, თუმცა IDFI-ს მიერ შემოწმებულ იქნა 10 წერტილი რუსთავში და აღმოჩნდა, რომ ხელმისაწვდომია ყველა არხი. მან ურჩია მოსახლეობას, ანტენები სახურავებზე განეთავსებინათ, სიგნალის სრულყოფილად მისაღებად.

 

Newspress.ge სტატიაში ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს, IDFI-სა და ეროვნული კომისიის თანამშრომლობაზე წერს და შიდა ქართლის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

 

Radiotavisufleba.ge-ს სტატიაში უჩა სეთურმა კიდევ ერთხელ განმარტა ის უპირატესობები, რაც ციფრულ მაუწყებლობას აქვს.

 

Epn.ge: "IDFI-მ ქართულ ბაზარზე არსებულ, ციფრული მაუწყებლობისთვის საჭირო „სეტ ტოპ ბოქსებთან“ დაკავშირებით მონიტორინგი ჩაატარა."- წერს ექსპრესნიუსი.
მონიტორინგის შედეგები დაწვრილებითაა განხილული EPN.ge-ს სტატიაში.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024