ინტერნეტის თავისუფლება როგორც ადამიანის უფლება საქართველოში

პროექტები | დასრულებული პროექტები 30 ნოემბერი 2014

 

საგრანტო ხელშეკრულების სახელი: ინტერნეტის თავისუფლება როგორც ადამიანის უფლება საქართველოში
დონორი ორგანიზაცია: ნიდერლანდების სამეფოს საელჩო
გრანტის მიმღები ორგანიზაცია: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
მთლიანი საგრანტო თანხის ოდენობა: 6499.35 €
საგრანტო ხელშეკრულების ვადა: ნოემბერი - დეკემბერი, 2014

 

2014 წელს World Wide Web (www) 25 წლის ხდება. საუკუნის ბოლო მეოთხედის განმავლობაში ინტერნეტი შეეხო ჩვენი ცხოვრების ფაქტიურად ყველა ასპექტს, როგორიცაა კომუნიკაცია, სერვისები, განათლება, ახალი ამბები, გართობა, ბიზნესი, მმართველობა ა.შ. თუმცა, უდავო დადებით მხარეებთან ერთად, ინტერნეტმა ასევე მოიტანა ახალი გამოწვევები და საკამათო საკითხები: როგორ უნდა დავიცვათ ადამიანის უფლებები ინტერნეტში? უნდა იყოს თუ არა ინტერნეტი რეგულირებული? თუ კი, მაშინ როგორ, ვის მიერ და რამდენად?


მართალია ეს კითხვები საერთოა ყველა ქვეყნისთვის, მათ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭებათ იმ ქვეყნებისთვის, სადაც ადამიანის უფლებების დაცვა ოფლაინ-გამოწვევასაც წარმოადგენს. ამ მხრივ საქართველო, როგორც შედარებით ახალი დემოკრატია, ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ელ-მმართველობის კუთხით მიღწეული შთამბეჭდავი პროგრესის მიუხედავად, საქართველოში კვლავ არსებობს ისეთი საბაზისო პრობლემები, როგორიცაა ინტერნეტზე წვდომა, როდესაც მოსახლეობის მხოლოდ ნახევარზე ნაკლებს მიუწვდება ხელი World Wide Web-ზე. თუმცა, უმთავრეს პრობლემად რჩება ინტერნეტის განვითარების თაობაზე სტრატეგიული ხედვის არარსებობა. მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, აღნიშნულ საკითხებზე დისკუსიისა და დებატის შედარებით მცირე შესაძლებლობები ყოფილა.


ინტერნეტის, როგორც ადამიანის უფლების შესახებ საქართველოში არსებული ინფორმაციული ნაკლოვანების შევსების მიზნით დეკემბერი ყველაზე შესაფერისი დროა, რადგანაც ყოველწლიურად 10 დეკემბერს მსოფლიოში აღინიშნება ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღე. შესაბამისად, IDFI-მ ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზება გაუკეთა ღონისძიებას რომელიც მიზნად ისახავდა ინტერნეტის თავისუფლების, როგორც ადამიანის უფლების სხვადასხვა ასპექტების გარშემო დისკუსიის დაწყებასა და სივრცის შექმნას დებატებისთვის იმის თაობაზე თუ რამდენად, როდის და როგორ უნდა რეგულირდებოდეს ინტერნეტი.

 

აქტივობები:


დისკუსია „ინტერნეტი, როგორც ადამიანის უფლება“, 6 დეკემბერი, განათლების მულტიმედია ცენტრი (MEC)

 

 

პირველი პანელი: ინტერნეტის თავისუფლების გამოწვევები საქართველოში

 

  • ინტერნეტის დაფარვის არეალი - დეივიდ ლი, მაგთიკომის პრეზიდენტი
  • ფარული მიყურადება - ლაშა ტუღუში, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრი, გაზეთ რეზონანსის დამფუძნებელი და რედაქტორი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე.
  • სიძულვილის ენა ინტერნეტში - გუბაზ კობერიძე, ევროპის საბჭოს კამპანიის „მოძრაობა სიძლვილის ენის წინააღმდეგ“ მონაწილე
  • ცენზურა და საავტორო უფლებები - გიორგი გოგუა, ჟურნალისტი-ფოტოგრაფი, რადიო თავისუფლება

 

მეორე პანელი: ინტერნეტის რეგულირება - რა უნდა გაკეთდეს და რა არ უნდა გაკეთდეს?

 

  • ზვიად ქორიძე - მედიაექსპერტი
  • დავით კლდიაშვილი - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მდივანი, იურისტი
  • თამთა ტეფნაძე - მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, GNCC
  • ნინო სარიშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელშეკრულება

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024