ინტერნეტი, როგორც ადამიანის უფლება

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ანალიზი 8 დეკემბერი 2014

შაბათს, 6 დეკემბერს, განათლების მულტიმედია ცენტრში გაიმართა დისკუსია სახელწოდებით „ინტერნეტი, როგორც ადამიანის უფლება“. ღონისძიება საქართველოში ნიდერლანდების საელჩოსა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ იყო ორგანიზებული და უკავშირდებოდა World Wide Web-ის (www) 25 წლისთავს და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, რომელიც ყოველ 10 დეკემბერს აღინიშნება.


დისკუსიის მთავარი მიზანი იყო იმ პრობლემატური საკითხების განხილვა, რომლებიც ინტერნეტ სივრცეში ადამიანის უფლებებს ზღუდავს, კერძოდ, სიძულვილის ენა, ფარული მიყურადება, ცენზურა, საავტორო უფლებები და სხვა.


ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში, ჰანს ჰორბახმა და IDFI-ს დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.


ჰოლანდიელმა სოციალური მედიის აქტივისტმა, ქსანდერ ბოუმანმა დამსწრეებს ინტერნეტ სივრცეში ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო პრაქტიკაზე ისაუბრა, შემდეგ კი პირველ პანელში მოწვეულმა სპიკერებმა საქართველოში არსებულ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება.

ლაშა ტუღუშმა, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, რომ საქართველოში თითოეული მოქალაქე არის ფარული მიყურადების ობიექტი, მათ შორის ინტერნეტში. დევიდ ლიმ, მაგთიკომის პრეზიდენტმა, რომელმაც მოხსენება საქართველოში ინტერნეტ დაფარვის არეალზე გააკეთა, აღნიშნა, რომ მას და მის კომპანიას არასდროს, არავისთვის მოუსმენია. 


გუბაზ კობერიძის, მოძრაობა „სიძულვილის ენის წინააღმდეგ“ აქტივისტის სასაუბრო თემა იყო სიძულვილის ენა ინტერნეტში. მან აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლების და სიძულვილის ენის გამიჯვნა ძალიან მარტივია, თუმცა კონტროლი - საკმაოდ რთული, განსაკუთრებით, თუ საქმე ეხება სოციალურ ქსელებში შექმნილ დახურულ ჯგუფებს. თემა გააგრძელა რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა, გიორგი გოგუამ, რომელმაც ცენზურასა და საავტორო უფლებებზე ისაუბრა. მისი თქმით, იმის კონტროლი და ცენზურა, რაც სოციალური ქსელების დახურულ ჯგუფებში იწერება, თითქმის შეუძლებელია, მაგრამ აუცილებელია გარკვეული ფილტრების არსებობა.


დისკუსიის მეორე პანელის მთავარი თემა რეგულაციები იყო. მოწვეულმა სპიკერებმა: მედია ექსპერტმა ზვიად ქორიძემ, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა თამთა ტეფნაძემ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა ნინო სარიშვილმა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მდივანმა დავით კლდიაშვილმა წამოჭრილი პრობლემატური საკითხების მოგვარების გზებზე ისაუბრეს.


თამთა ტეფნაძემ აღნიშნა, რომ როდესაც ინტერნეტ პროვაიდერები სათანადოდ არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა მიმართონ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს. ზვიად ქორიძის აზრით, ინტენეტი ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც სხვა უფლებები. დავით კლდიაშვილმა ინტერნეტში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხზე სამართლებრივ ჭრილში ისაუბრა, ხოლო ნინო სარიშვილმა თავისი მოხსენების მნიშვნელოვანი ნაწილი ფარული მიყურადების საკითხს დაუთმო.


დისკუსიაში აქტიურად იყო ჩართული დამსწრე საზოგადოება, რომელთა კითხვებისთვის ყოველი გამომსვლელის შემდეგ იყო დრო გამოყოფილი.


დისკუსია უზრუნველყოფილი იყო ლაივსტრიმით, ასევე, ღონისძიების მიმდინარეობის და მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ ინფორმაცია და ფოტოები ოპერატიულად თავსდებოდა IDFI-ს ფეისბუქ გვერდსა თუ ტვიტერის ანგარიშზე.

იხილეთ ფოტოკოლაჟი

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024