ინტერნეტ-თავისუფლების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში - გაგრძელება

პროექტები | დასრულებული პროექტები 14 ოქტომბერი 2015

 

 

პროექტის სახელწოდება: ინტერნეტ-თავისუფლების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში - გაგრძელება
პროექტის დაფინანსება: ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოსა და სომხეთში
პროექტის ბიუჯეტი: მთლიანი ბიუჯეტი 13.066 ევრო (IDFI-ის ბიუჯეტი - 6.800 ევრო)

პროექტის ხანგრძლივობა: 1 ივლისი, 2015 – 30 ნოემბერი, 2015
კოორდინატორი ორგანიზაცია: Stichting Free Press Unlimited
პარტნიორი ორგანიზაციები: Institute for Reporters' Freedom and Safety (IRFS), Azerbaijan
Institute for Development of Freedom of Information (IDFI), Georgia
Georgia Yerevan Press Club (YPC), Armenia

 

პროექტის აღწერა: პროექტის ფარგლებში მედია ანალიტიკოსები, მედია სამართლის სპეციალისტები, ინტერნეტ-აქტივისტები და ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპერტები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ერთად იმუშავებენ იმისათვის, რომ უპასუხონ ინტერნეტის თავისუფლების გამოწვევებს სამხრეთ კავკასიაში. პროფესიონალთა ეს ჯგუფი დაკავშირებული იქნება სამ ადგილობრივ ორგანიზაციასთან, კერძოდ IRFS, IDFI და YPC.

 

პროექტის მიზანი: პროექტი მიზნად ისახავს ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობას სამხრეთ კავკასიაში კვლევის, მონიტორინგის, ადვოკატირებისა და ტრენინგების გზით. მისი მიზანია გააფართოვოს და გააძლიეროს სიტყვის თავისუფლება რეგიონული პლატფორმის ჩამოყალიბებით, რაც კამპანიებისა და ისტორიების გაზიარების მეშვეობით ხელს შეუწყობს დემოკრატიულ ცვლილებებს.

 

პროექტის აქტივობები:

  • მონიტორინგი და ანგარიშის მომზადება - ინტერნეტის თავისუფლება საქართველოში 2015
  • www.freedomtointernet.com-ის შესახებ ცნობიერების ამაღლება

 

 

შენიშვნა: ეს არის უკვე დასრულებული პროექტის გაგრძელება. წინა პროექტის აქტივობების შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. 

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

საქართველოს მიგრაციის განახლებული სტატისტიკა და დემოგრაფიული ტენდენციები (2015-2024)

19.11.2026

ევროკომისიის 2026 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ: დემოკრატიული უკუსვლის გაღრმავება, ახალი შემზღუდველი მექანიზმები და ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივა

11.11.2026

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024