ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა

17 სექტემბერი 2018 image

გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგი – სახელმწიფო შესყიდვების რეფორმების გაძლიერება ღია მმართველობის პარტნიორობის გამოყენებით

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) სულ უფრო პოპულარული ხდება მთელს მსოფლიოში. ამ პოპულარობასთან ერთად იზრდება იმ საკითხთა მრავალფეროვნება, რასაც OGP-ის სამოქმედო გეგმები მოიცავს. სახელმწიფო შესყიდვები ერთ-ერთი ასეთი სფეროა. დღესდღეობით, OGP-ში ძალზედ ცოტაა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სამაგალითო ვალდებულება, თუმცა ეს შეიძლება სულ მალე შეიცვალოს.

4 სექტემბერი 2018 image

საგარეო საქმეთა სამინისტროს საეჭვო შესყიდვა

2017 წელს, საქართველოს მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოუყო 737,000 ლარი (განკარგულება N1616, 03.08.17) სამინისტროსათვის სარგებლობის უფლებით არსებობის ვადით ქ. თბილისში, ლეონიძის ქ. N3-ში მდებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, საექსპერტიზო სამუშაოებთან და მდგრადობის კვლევასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებისთვის.

3 სექტემბერი 2018 image

გამჭვირვალე საჯარო შესყიდვები - საინფორმაციო ბიულეტენი - გამოცემა I

.

30 ივლისი 2018 image

საქართველოსთვის საჯარო დაწესებულებებისა და ბიუჯეტისთვის უსასყიდლოდ გაწეული ფინანსური დახმარება:1995-2017

1995-2017 წლებში საქართველოს საჯარო დაწესებულებებისთვის უსასყიდლოდ გაწეული ფინანსური დახმარება 2,4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოს ყველაზე მეტი უსასყიდლო ფინანსური დახმარება აშშ-მ გამოუყო, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან კი ევროკავშირმა. 1995-2017 წლებში  სახელმწიფო უწყებებს სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული აქვთ მიზნობრივი დაფინასება/ფულადი გრანტი-221,34 მილიონი აშშ დოლარი.

30 ივლისი 2018 image

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯვის მიმოხილვა: 2013-2017 წლები

IDFI-ის კვლევამ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯების შემდეგი ტენდენციები გამოავლინა: 2013 წლიდან 2017 წლამდე, ჯამში საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაიცა 595 მლნ ლარზე მეტი. ამ პერიოდში, ყველაზე მეტი თანხა გაიცა 2016 წელს - 172 მლნ ლარზე მეტი; ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა დაგეგმილთან შედარებით იზრდებოდა მინიმუმ 80%-ით; ა.შ. 

23 ივლისი 2018 image

როგორ შეიძლება სახელმწიფო შესყიდვების სისტემამ გაზარდოს მთავრობის ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა

2018 წლის ივლისში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), თბილისში გამართულ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) რიგით მე-5 გლობალურ სამიტზე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დისკუსია გამართა.

7 ივნისი 2018 image

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯვის მიმოხილვა: 2013-2017 წლებში

ყოველწლიურად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში იქმნება სარეზერვო ფონდები, რომლებიც გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად გამოიყენება. თავისი არსიდან გამომდინარე, სარეზერვო ფონდების რესურსები ძირითადად ფორს-მაჟორულ სიტუაციებზე უნდა იხარჯებოდეს, მაგალითად, სტიქიური უბედურებები, ეპიდემიები, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფები.

31 მაისი 2018 image

2015-2017 წლებში საზღვარგარეთ სამკურნალოდ დაფინანსებული პაციენტები

2015-2017 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზღვარგარეთ სამკურნალოდ ჯამში 1,191 პაციენტი დაფინანსდა, რაზეც 14.4 მლნ ლარი დაიხარჯა; 2015-2017  წლებში პაციენტების უმეტესობას (35%) საზღვარგარეთ მკურნალობა ონკოლოგიის დაავადების გამო უფინანსდებოდათ; 2015-2017 წლებში საშუალოდ ყველაზე დიდი თანხით (18 867,5 ლარი) ფინანსდებოდა ღვიძლის და თირკმლის პათოლოგიით (ტრანსპლანტაცია) დაავადებულთა მკურნალობა, ხოლო ყველაზე მცირე თანხით (7 273,1 ლარი) ოფთალმოლოგიის მკურნალობა.  

31 მაისი 2018 image

2017 წელს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზების მაჩვენებლები

2017 წელს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ რეალიზებული იქნა 1,695 უძრავი ქონება, საიდანაც 1,258 საცხოვრებელი ფართია; რეალიზებული იპოთეკით დატვირთული ქონების მაჩვენებლებიდან, კრედიტორებს ყველაზე ხშირად წარმოადგენენ ფიზიკური პირები (649 შემთხვევა) და კომერციული ბანკები (625 შემთხვევა).

31 მაისი 2018 image

C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის შედეგები

ამოქმედებიდან 2017 წლის ოქტომბრამდე „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში“ დარეგისტრირდა 43,000-მდე პირი, ჩაერთო 42,000-მდე პაციენტი, დაასრულა მკურნალობა36,000-ზე მეტმა პაციენტმა.