ბიუჯეტის პროექტის მიმოხილვა 2021

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | აქტუალური თემები | ანალიზი 11 დეკემბერი 2020

COVID-19 პანდემიის შედეგად არსებული გამოწვევების ფონზე, როდესაც სახელმწიფოს როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა ეკონომიკურ- სოციალურმა პოლიტიკამ უნდა შეარბილოს დარტყმა ეკონომიკაზე და პოსტპანდემიის პერიოდში ხელი შეუწყოს კრიზისის დაძლევას, IDFI-იმ საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი მიმოიხილა.

 

იმ პირობებში, როდესაც მოსალოდნელია, რომ ეკონომიკა შემცირდეს -6%-ით და აღნიშნული შემცირება 1990-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა ისტორიულად ასეთ მინიმალურ მაჩვენებელზე (2008 წლის ომის პირობებშიც კი), განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ადეკვატური და მოქნილი იქნება ხელისუფლების ნაბიჯები მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის ნაწილში.

 

ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა საქართველოს ეკონომიკის ტურიზმზე დამოკიდებულება და დღეის მდგომარეობით, ტურიზმი მკვეთრად შემცირებულია. ასევე, მომდევნო წელს არ არის მოსალოდნელი ტურიზმის მნიშვნელოვნად აღდგენა და ეკონომიკაში ამ სეგმენტის წილის მიახლოვება შარშანდელ მაჩვენებელთან, შესაბამისად, თვითდასაქმებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებიც საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე ეკონომიკურად დაუცველ ფენას წარმოადგენს, რჩება შემცირებული შემოსავლების პირობებში. 

 

ბიზნესი, განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც  მიბმულია ტურიზმზე და სრულიად შემოსავლის გარეშეა დარჩენილი, დღევანდელი გადმოსახედიდან, სავარაუდოდ, ვერც მომავალი წლიდან შეძლებს მნიშვნელოვან აღდგენას, რაც გამოიწვევს ქვეყანაში უმუშევრობის დონის ზრდას და ეს აისახება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

 

საგარეო ვალის ზრდა მნიშვნელოვნად ამცირებს ქვეყნის შესაძლებლობებს, ერთის მხრივ,  გაზარდოს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება მომავალში და მეორეს მხრივ, კრიზისის გაგრძელების შემთხვევაში ეკონომიკას შეუნარჩუნდეს ე.წ. „უსაფრთხოების ბალიში“. ხოლო საგარეო ვალის მომსახურების საპროცენტო ხარჯის ზრდა ამცირებს ბიუჯეტის განკარგვად შემოსავლებს.

 

პენსიის ოდენობის გაზრდა შეამსუბუქებს პირველადი მოხმარების საგნებზე და მედიკამენტებზე ფასების ზრდის წნეხს, მაგრამ არსებული პენსია არ იძლევა საშუალებას უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის ძირითადი საჭიროებები. თუმცა, იმის გათვალისწინებით რომ საპენსიო ხარჯების წილი მთლიან ბიუჯეტის ხარჯების 14%-ია, პენსიის მნიშვნელოვანი ზრდა რთულად წარმოსადგენია.

 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის. საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯების გადაჯგუფება უნდა მოხდეს იმ ფორმით, რომ აღნიშნული პროგრამა იყოს განკუთვნილი სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის და საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარები არ ირიცხებოდნენ კერძო დაზღვევის ბენეფეციარებად.

 

არსებულ ფონზე, როდესაც არ არის დაგეგმილი არცერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმა, რომელიც საქართველოში საინვესტიციო კლიმატს გააუმჯობესებდა და გაზრდიდა ბიზნესის თავისუფლების ხარისხს, IDFI მიიჩნევს რომ ხელისუფლებამ უნდა შეამციროს ხარჯები სახელმწიფო მმართველობაზე, განსაკუთრებით ხარჯების სამომხმარებლო ნაწილი, რომელიც პირდაპირ იმპორტის წახალისებას უწყობს ხელს და ზრდის ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინებას.

 

ძირითადი მიგნებები

 

მაღალია ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების დანაკლისის რისკი. 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია საგადასახადო შემოსავლების 10.3 მლრდ. ლარამდე ზრდა. აღნიშნული +15.2%-ით მეტია 2020 წლის მაჩვენებელზე, რაც ზრდის დეფიციტის რისკებს ლოქდაუნის პირობებში და მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით.

 

იზრდება სახელმწიფო ვალი. 2021 წლისათვის სახელმწიფო ვალი ჯამურად 33.7 მლრდ. ლარამდე იზრდება  და მოსალოდნელია მშპ-ს 60%-ს გადააჭარბოს. ვალი +1.4 მლრდ. ლარით და +7 მლრდ. ლარით გაიზარდა 2019 და 2020 წლებში, შესაბამისად 2021 წელს მოსალოდნელია მისი +2.5 მლრდ. ლარით გაზრდა.

 

2021 წელს იზრდება ვალის მომსახურების ხარჯი რაც ბიუჯეტის 7.2%-ს შეადგენს. ბიუჯეტს ვალის მომსახურების ტვირთი 918 მლნ. ლარამდე ეზრდება 2021 წელს (+314 მლნ. ლარი 2019 წელთან შედარებით). ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების პირობებში ვალის ტვირთი მოსალოდნელია კიდევ უფრო გაიზარდოს.

 

იზრდება სახელმწიფო მმართველობის ხარჯები. 2021 წელს საჯარო მოხელეების რაოდენობა არ მცირდება, ხოლო ხელფასები იზრდება წ.წ. +4%-ით 1.61 მლრდ. ლარამდე. შესაბამისად, საჯარო სექტორისთვის გათვალისწინებული ხარჯები კიდევ უფრო მეტად იზრდება. დანახარჯები საქონელსა და მომსახურებაზე წ.წ. +10%-ით იზრდება და 1.7 მლრდ. ლარს მიაღწევს 2021 წელს.

 

სოციალური დანახარჯები კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა. 2021 წელს სოციალური ხარჯები უმნიშვნელოდ მცირდება (-1% წ.წ.).2020 წელს სოციალური დანახარჯები 35%-ით გაიზარდა 2019 წელთან შედარებით.

 

არსებული ბიუჯეტი მოსალოდნელია არ ეყოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. 2020 წელთან შედარებით არ შეიცვალა ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე და 800 მლნ ლარით განისაზღვრა 2021 წელს. შესაბამისად, გადადებული მოთხოვნის გათვალისწინებით და მედიკამენტებზე და სამედიცინო მომსახურებაზე ფასების ზრდის ფონზე, მომავალი წლის ბოლოს დამატებითი რესურსის მობილიზება შეიძლება გახდეს საჭირო აღნიშნული პროგრამის დასაფინანსებლად.

 

საპენსიო დანახარჯებს ბიუჯეტში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს.  2021 წელს, პენსიის საშუალოდ 10%-იანი ზრდის ფონზე, საპენსიო დანახარჯები მთლიანი საბიუჯეტო გადასახდელების 14.1%-მდე იზრდება (2.6 მლრდ. ლარი)  +0.1 პ.პ-ით 2020 წელთან შედარებით.


 

რეკომენდაციები

 

საბიუჯეტო შემოსავლები უნდა დაიგეგმოს ალტერნატიული სცენარის გათვალისწინებით.

 

მნიშვნელოვანია, საგადასახადო შემოსავლები დაიგეგმოს სტრესული სცენარით, რომელიც  გაითვალისწინებს პანდემიის შედეგად მოსალოდნელ რისკებს ეკონომიკურ ზრდაზე 2021 წლისათვის და საგადასახადო დანაკლისის შევსების წყარო წინასწარ უნდა იყოს წარმოდგენილი.

 

მთავრობამ უნდა წარმოადგინოს სახელმწიფო ვალის შემცირების გეგმა.

 

მთავრობამ უნდა წარმოადგინოს სახელმწიფო ვალის შემცირების (მშპ-თან მიმართებაში) დეტალური გეგმა, რომლის ერთ-ერთი წყარო მშპ-ს ზრდის გარდა შესაძლებელია იყოს სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია.

 

პენსიის ზრდის ინდექსაცია შეამცირებს გაუთვალისწინებელ ხარჯებს მომავალში.

 

პენსიის ზრდა ხორციელდება ერთჯერადად და არ არის წინასწარ განზრახული. შესაბამისად, ეს უარყოფითად აისახება ბიუჯეტის ხარჯების პროგნოზირებაზე.

 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კორექტირებას საჭიროებს.

 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე უნდა განისაზღვროს მოსალოდნელი დანაკლისი მედიკამენტების და სამედიცინო მომსახურების ფასების ზრდის ფონზე. ასევე, გადადებული მოთხოვნის ეფექტის გათვალისწინებით.

 

საჯარო მმართველობის ხარჯების შემცირება ბიუჯეტის დეფიციტის რისკებს შეარბილებს.

 

საჯარო მმართველობაზე არსებულ დანახარჯებში მნიშვნელოვანია საქონელზე და მომსახურებაზე არსებული ხარჯების შემცირება, რომელიც ხელს შეუწყობდა ბიუჯეტის დეფიციტური რისკების შემცირებას, საგადასახადო შემოსავლებში მოსალოდნელი დანაკლისის ფონზე.

 

საჯარო მმართველობის ხარჯების შემცირება ბიუჯეტის დეფიციტის რისკებს შეარბილებს.

 

საჯარო მმართველობაზე არსებულ დანახარჯებში მნიშვნელოვანია საქონელზე და მომსახურებაზე არსებული ხარჯების შემცირება, რომელიც ხელს შეუწყობდა ბიუჯეტის დეფიციტური რისკების შემცირებას, საგადასახადო შემოსავლებში მოსალოდნელი დანაკლისის ფონზე.

 

პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა პროაქტიულ სახელმწიფო მმართველობას მოითხოვს.  

 

საგარეო ვალის მნიშვნელოვნად ზრდა ამცირებს კრიზისის დაძლევის შესაძლებლობებს მომდევნო წლებში. პრაქტიკულად გაჩერებული ტურიზმის სექტორის და შემცირებული საგარეო ინვესტიციების ფონზე, აუცილებელია ეკონომიკის სექტორული რეფორმირება. პოსტ-პანდემიური კრიზისის დასაძლევად, სახელმწიფოს მხრიდან, აქტიური ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, კარგი შესაძლებლობაა ბიზნესის თავისუფლების ხარისხის გაზრდისთვის, განახლებული საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებისთვის და კერძო სექტორის ხელშეწყობისათვის, რომ მოახდინოს ტურიზმის სექტორის ტრანსფორმაცია.

 

/public/upload/Article/Budget2021FInal.pdf

 

___

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024