ინფექციური დაავადებების სტატისტიკა საქართველოში

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | აქტუალური თემები | ანალიზი 25 მარტი 2020

2020 წლის 11 მარტს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ახალი კორონავირუსი (СOVID-19) პანდემიად გამოაცხადა. დღეის მდგომარეობით მსოფლიოს 190 ქვეყანაში  აღნიშნული ვირუსის  400 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, რომლის შედეგად 20 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.  ახალი კორონავირუსის შედეგად დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მაჩვენებლები ყოველდღიურად მნიშვნელოვნად იზრდება და  მისი საბოლოო შედეგების პროგნოზი შეუძლებელია.  სხვა ქვეყნებთან ერთად, ამ გლობალური გამოწვევის წინაშე დგას საქართველოც. ქვეყნების მიხედვით არსებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე ქვეყანა პანდემიასთან ბრძოლას წარმატებით ართმევს თავს. თუმცა, მისი საბოლოო გამკლავება როგორც ხელისუფლების, ასევე თითოეული მოქალაქის მიერ მნიშვნელოვან ძალისხმევას და მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას მოითხოვს. 

 

უახლესი ისტორიის მანძილზე, 2009 წელს, პანდემიად ასევე გამოცხადდა ე.წ. ღორის გრიპის (H1N1) ვირუსი, რომელიც 2010 წლის აგვისტოში დასრულდა. პანდემიის დროს საქართველოში 120 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 18 გარდაიცვალა. მომდევნო წლებში H1N1-ის პანდემია სეზონურ გრიპად იქცა, რომელსაც როგორც სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს კვლავ გააჩნია მძიმე შემთხვევების გამოწვევის მაღალი უნარი. როგორც საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები აჩვენებს  2010 წლის შემდეგ იგივე შტამის A/H1p ქვეტიპის ვირუსის შედეგად, საქართველოში დაიღუპა 133 ადამიანი, საიდანაც ყველაზე მეტი (46), 2015-2016 წლების გრიპის სეზონს უკავშირდება.

 

ახალი კორონა ვირუსის პანდემიის ფონზე,  ინტერესს იწვევს ბოლო წლებში ქვეყანაში  ინფექციური დაავადებების გავრცელების სტატისტიკური მონაცემები. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრმა, ქვეყანაში და განსაკუთრებით აღნიშნულ სამსახურში არსებული ფორსმაჟორული სიტუაციის მიუხედავად, შეინარჩუნა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი სტანდარტი და IDFI-ს სრულყოფილად მიაწოდა უწყებაში დაცული ინფორმაცია.  კერძოდ, მიღებული მონაცემების მიხედვით:

 

- 2010-2019 წლების გრიპის სეზონებზე, ლაბორატორიულად სულ დადასტურებულია  A ტიპის გრიპის 2549 და B ტიპის გრიპის 1088 შემთხვევა.

 

- 2018-2019 წლების სეზონზე ლაბორატორიულად დადასტურებულია A ტიპის - 462 შემთხვევა, ხოლო B ტიპის - მხოლოდ 3 შემთხვევა.

 

- 2010-2019 წლების გრიპის სეზონებზე, ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპით, გამოწვეულია სიკვდილის 165 შემთხვევა, საიდანაც ყველაზე დიდი მაჩვენებელი (47)  2015-2016 წლების გრიპის სეზონზე მოდის. 

 

- გრიპით გამოწვეული სიკვდილის 93% A ტიპის ვირუსს უკავშირდება, საიდანაცე.წ. ღორის გრიპის (A/H1p) ქვეტიპი დომინირებს.

 

- ბოლო წლებში ეპიდემიოლოგიური აფეთქებით ხასიათდებოდა წითელას ინფექციური დაავადება.  2019 წელს წითელას 3 918 შემთხვევა არის აღრიცხული, ხოლო 2018 წელს - 2 199.

 

- საქართველოში წითურას ყველაზე მეტი შემთხვევა 2013 წელს გამოვლინდა - 224. ეს მაჩვენებელი 2015 წლისთვის 100-მდე შემცირდა, ხოლო 2016 წლის შემდეგ მხოლოდ ერთეული შემთხვევები არის გამოვლენილი;

 

- 2019 წელს გამოვლენილია ინფექციური წარმოშობის დიარეების 15 335 შემთხვევა, რაც დაახლოებით ორჯერ ნაკლებია 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე;

 

- 2019 წელს დაახლოებით ორჯერ მეტი ინფექციური წარმოშობის დიარეების შემთხვევაა აღრიცხული აჭარის და იმერეთის რეგიონში ვიდრე თბილისში;

 

- 2012 წლის შემდეგ ვირუსული ჰეპატიტის შემთხვევები ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება, რაც უმეტესწილად განპირობებულია მსგავსი სახის დაავადების მკურნალობაზე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომობის და შესაბამისად მიმართვიანობის ზრდით;

 

ინფექციური დაავადებების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ბოლო წლებში მსგავსი დაავადებების გავრცელების კონტროლის  თვალსაზრისით ქვეყანას მნიშვნელოვანი  შეფერხებები არ ჰქონია და ცალკეულ გამოწვევებს, მაგალითად წითელას ეპიდემიოლოგიური აფეთქებები, წარმატებით ართმევდა თავს. 

 

მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით  ახალი კორონა ვირუსის პანდემიის შედეგად ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების მასშტაბები მნიშვნელოვნად აღემატება სტატიაში განხილულ საკითხებს, IDFI იმედს გამოთქვამს რომ, ქვეყანა შეძლებს არსებული კრიზისული მდგომარეობიდან ეფექტიან  გამოსვლას. ამასთან, მსოფლიოში არსებული მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, IDFI  მოუწოდებს  საქართველოს თითოეულ მოქალაქეს  მაღალი საზოგადოებრივი პასუხისგებლობის გამოჩენისკენ, რაც შესაბამისი უწყებების მიერ ახალი კორონა ვირუსის პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით გაცემული რეკომენდაციების ზედმიწნევით შესრულებაში გამოიხატება. 

 

 

/public/upload/Blogs/Final.pdf

 

__

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024