ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა

14 იანვარი 2015 image

ლაივ დისკუსიების სერია პროექტ საქართველო 2020-ის ფარგლებში

"სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება (ZigB)" ფარგლებში, პროექტის მონაწილე დავით ჩიხლაძე აწყობს ლაივ დისკუსიების სერიას, რომელიც შეეხება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას, წარმატების ინდიკატორებს და სამოქმედო გეგმებს.

 

6 იანვარი 2015 image

სალექციო კურსი - საქართველო 2020 და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

პროექტის ფარგლებში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ოთხდღიან სალექციო კურსში “საქართველო 2020 და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები“. სალექციო კურსს გაუძღვება ბრემენის უნივერსიტეტის დოქტორანტი სებასტიან ტიდემანი.

6 იანვარი 2015 image

სალექციო კურსი - საბაზრო ეკონომიკის ქართული სისტემა, 2003-2012

პროექტის ფარგლებში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ოთხდღიან სალექციო კურსში „საბაზრო ეკონომიკის ქართული სისტემა, 2003-2012“. სალექციო კურსს გაუძღვება ბრემენის უნივერსიტეტის დოქტორი გიორგი ხიშტოვანი.

 

17 დეკემბერი 2014 image

სალექციო კურსების სერია პროექტ საქართველო 2020-ის ფარგლებში დაიწყო

„ტრანსფორმაციის 25 წელი - აღმოსავლეთ ევროპა და საქართველო“- წარმოადგენს სალექციო კურსების სერიას, რომელზეც დასწრების სურვილი 250 სტუდენტმა გამოთქვა. 

3 დეკემბერი 2014 image

ინფორმაციის კომისიონერთა საერთაშორისო გამოცდილება

ინფორმაციის თავისუფლების ცენტრმა 2014 წელს ჩაატარა კვლევა და შეისწავლა სხვადასხვა ქვეყნის ინფორმაციის კომისიონერთა გამოცდილება. ინფორმაციის კომისიონერთა საერთაშორისო ქსელის მეშვეობით მათ გაეგზავნათ კითხვები, მიღებული პასუხების საფუძველზე კი შედგენილ იქნა სტატისტიკური მონაცემები. კვლევა სწორედ აღნიშნული მონაცემების შესახებ აწვდის მკითხველს ინფორმაციას.

28 ნოემბერი 2014 image

სალექციო კურსების სერია პროექტ საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება ფარგლებში

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბრემენის უნივერსიტეტი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით პროექტ „საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“ ფარგლებში სტუდენტებს სთავაზობს სალექციო კურსების სერიას. 

25 ნოემბერი 2014 image

საქართველო 2020 - გასვლითი შეხვედრა

21-22-23 ნოემბერს ჩატარდა გასვლითი სამუშაო შეხვედრა ყვარელში, სასტუმრო „როიალ ბატონში“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კონკურსის შემდგომ ეტაპზე გადასულმა კანდიდატებმა (სულ 12-მა კანდიდატმა). 

16 ოქტომბერი 2014 image

პარლამენტის შენობის განახლების ხარჯები

2009 წელს საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ქალაქი ქუთაისი გამოცხადდა საპარლამენტო ქალაქად

11 სექტემბერი 2014 image

საქართველოში სახელმწიფოს კუთვნილი საწარმოები და მათი ეფექტიანობის კვლევის პრეზენტაცია

ოთხშაბათს, 10 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და გადასახადის გადამხდელთა კავშირის (TPU) ორგანიზებით გამართა პროექტის „საქართველოში სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიები და მათი ეფექტურობის კვლევა - ფოკუსი: სოფლის მეურნეობის სფერო“ საბოლოო პრეზენტაცია.

9 სექტემბერი 2014 image

სახელმწიფო საწარმოები საქართველოში და მათი ეფექტიანობა - სოფლის მეურნეობის დარგის ანალიზი მოკლე ვერსია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და გადასახადის გადამხდელთა კავშირი (TPU) 2013 წლის დეკემბრიდან ახორციელებენ პროექტს „საქართველოში სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიები და მათი ეფექტურობის კვლევა - ფოკუსი: სოფლის მეურნეობის სფერო“.