ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა

27 იანვარი 2017 image

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შეფასება

სახელმწიფო შესყიდვების კანონში შემოთავაზებული ცვლილებების უმეტესობა დადებითი და სასარგებლოა. ცვლილებები ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში ხორციელდება და ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში, გააუმჯობესებს შესყიდვების კანონმდებლობას და გააჯანსაღებს შესყიდვების პროცესს. თუმცა, კანონპროექტი მაინც შეიცავს რისკებს. კერძოდ, გასაჩივრების წესში დაგეგმილი ცვლილებები შეიძლება საბოლოოდ უარყოფითად აისახოს დარღვევების აღმოჩენისა და გასაჩივრების პროცესზე. დაგეგმილი ცვლილებები ქმნის დამატებით ბარიერებს გასაჩივრებისთვის, რასაც შეიძლება მოჰყვეს საჩივრების რაოდენობის შემცირება სამართლიანი საჩივრების შემცირების ხარჯზე. ამიტომ, კანონპროექტის ავტორებმა უფრო დეტალურად უნდა დაასაბუთონ ამ ბარიერების შემოღების საჭიროება.

8 დეკემბერი 2016 image

საქართველო-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობები 2008-2016 წლებში

საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშნელოვანი წყარო რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები დიდი ქართული დიასპორაა. თუმცა სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით 2014 წლიდან რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნად იკლებს, ხოლო გადარიცხული თანხები იმატებს.  აღნიშნული უარყოფით გავლენას  ახდენს  საქართველოს ეკონომიკის, მათ შორის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის, სტაბილურობაზე.

7 დეკემბერი 2016 image

საქართველო 2017 წლის ბიზნესის კეთების ინდექსში

2017 წლის ბიზნესის კეთების ინდექსის მიხედვით, საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა. 2016 წლის ინდექსში მას 189 ქვეყნიდან 24-ე ადგილი ეკავა. საქართველომ მრავალ კატეგორიაში გააუმჯობესა საკუთარი მაჩვენებელი. ყველაზე მეტი წინსვლა დაფიქსირდა ინსტიტუციური სტრუქტურის დახვეწისა და მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესებაში. თუმცა, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები. საქართველოს სუსტი მხარეებია მთავრობისა და კერძო სექტორის მიერ განათლებისა და კვლევის სუსტი მხარდაჭერა და ბიზნესში ინოვაციების შეზღუდული გამოყენება.

29 ნოემბერი 2016 image

2013 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიები

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა სისხლისსამართლებრივი წესით დასჯად ქმედებას წარმოადგენს. აღნიშნული დანაშაულის ჩადენა: ”ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე“. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, შეისწავლოს საქმის დეტალები და დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. 

25 ნოემბერი 2016 image

საქართველო-რუსეთის ფედერაციის მოლაპარაკებები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) საკითხებზე 5 წლის შემდეგ

164 წევრი ქვეყნისგან შემდგარი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია მოწოდებულია გაამარტივოს და ჰარმონიზაცია გაუკეთოს სავაჭრო ურთიერთობებს მსოფლიო მასშტაბით და იმოქმედოს, როგორც დავების მოგვარების ინსტიტუტმა. საქართველო 2000 წლის 14 ივლისიდან ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრია. რუსეთის ფედერაციას ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად 18 წლიანი მოლაპარაკებები დასჭირდა.

22 ნოემბერი 2016 image

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მართვა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საქართველოში

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის - საქართველოს ეროვნული პლატფორმის ფარგლებში ერთობლივად მოამზადა სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მართვა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება“, რომელიც 2016 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე წარედგინა საქართველოს მთავრობას.

15 სექტემბერი 2016 image

თბილისის საკრებულოს ბიუროკრატია

უკანასკნელი წლების განმავლობაში თბილისის საკრებულოს დაფინანსება ყოველწლიურად მატულობს: 2011 წელი - 6,072,200 ლარი; 2012 წელი - 6,131,800 ლარი; 2013 წელი - 10,029,700 ლარი; 2014 წელი - 13,351,400 ლარი; 2015 წელი - 13,633,300 ლარი; 2016 წლის გეგმა - 14,052,000 ლარი. 

28 ივლისი 2016 image

საქართველოს ექსპორტის პრობლემები და ექსპორტის წამახალისებელი პროგრამები

ბოლო ორი წელია საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა საგრძნობლად შემცირდა. განსაკუთრებით ეს ეხება ექსპორტს. მოცემულ სტატიაში საუბარია ექსპორტის მაჩვენებლების, ასევე, ბოლო წლების დინამიკის და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ. ანალიზის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა მსჯელობას იმის თაობაზე, თუ რა ღონისძიებები განიხილება პრაქტიკაში ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით სხვადასხვა ქვეყანაში და რა ინსტრუმენტებს მიმართავს საქართველო დღესდღეობით.

25 ივლისი 2016 image

საქართველოს პროკურატურის ხარჯები (2011-2015)

2012 წლის შემდგომ საქართველოს პროკურატურაში დასაქმებულ თანამშრომელთა ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა  ამ უწყების ადმინისტრაციული ხარჯებიც. პროკურატურის შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად აღემატება დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის ტემპს. 

4 ივლისი 2016 image

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გამოწვევები და მათი დაძლევის გზები

IDFI-ის მიერ მომზადებული პოლიტიკის ნარკვევი მიმოიხილავს საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გამოწვევებს და მათი დაძლევის შესაძლო საშუალებებს. ნარკვევში საუბარია, თუ რა თანხა უჯდება ბიუჯეტს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რა განაპირობებს პროგრამის არაგეგმიურ ხარჯებს და რა გავლენა იქონია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ კერძო სადაზღვევო ბიზნესზე. ნარკვევის ავტორები ასევე საუბრობენ იმ საფრთხეებზე რის წინაშეც დგას პროგრამა და ამ პრობლემის დასაძლევად ხელისუფლებას კონკრეტულ რეკომენდაციებს სთავაზობენ.