ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა

19 ოქტომბერი 2017 image

თბილისის მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა რაოდენობა და ადმინისტრაციული ხარჯები

კვლევაში წარმოდგენილია ქალაქ თბილისის მერიიდან და საკრებულოდან მიღებული მონაცემების ანალიზი, რომელიც ასახავს 2011-2016 წლებში თბილისის მერიის სისტემისა და საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯების მიმოხილვას.

10 ოქტომბერი 2017 image

ქ. თბილისის საკრებულოს ავტომობილების გამოყენების პრაქტიკა

ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზე რიცხული ავტომობილების დაჯარიმების ბოლო შვიდი წლის სტატისტიკის ანალიზმა აჩვენა, რომ ავტომობილების პარკირების სისტემა თავად საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზეც (გალაქტიონ ტაბიძის ქუჩაზა) კი მოუწესრიგებელია. საკრებულოს ავტომობილებისთვის არასწორი პარკირებისათვის გამოწერილი ჯარიმების ნახევარი სწორედ ამ ქუჩაზე არის გამოწერილი.

30 აგვისტო 2017 image

საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონპროექტი ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს

IDFI მიესალმება ახალი კანონპროექტის შემუშავებას, რომლის საშუალებითაც დაგეგმილია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების მოწესრიგება, როგორიც არის პრემიების და დანამატების გაცემის შეზღუდვა. პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, IDFI მიიჩნევს, რომ ახალი კანონი სრულად ვერ ეხმიანება საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებასთან დაკავშირებით წლების განმალობაში დაგროვილ გამოწვევებს და აუცილებელია მის პარლამენტში წარდგენამდე შეიცვალოს რამდენიმე აუცილებელი საკითხი.

15 მაისი 2017 image

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის აღსრულების შეფასება

კვლევის მიზანია საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ანალიზი, კანონმდებლობის აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემების გამოვლენა, მისი ფუნქციონირების შეფასება, მისი სუსტი და ძლიერი მხარეების გამოვლენა და პრობლემების გადასაწყვეტად რეკომენდაციების წარდგენა. კვლევა დაფუძნებულია საქართველოს სახელწმიფო შესყიდვების კანონმდებლობის შეფასებაზე, რომელიც ჩატარდა პროექტ „გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგის“ ფარგლებში.

15 მაისი 2017 image

სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეფასება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - საერთაშორისო კონფერენცია

13 მაისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ბუდაპეშტის ღია საზოგადოების ინსტიტუტის (OSI) მხარდაჭერით უმასპინძლა კონფერენციას: „სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეფასება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.“

11 აპრილი 2017 image

ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის ახალი სისტემა – IDFI-ის შეფასება

IDFI კიდევ ერთხელ მიესალმება საქართველოს მთავრობისა და საჯარო სამსახურის ბიუროს ძალისხმევას, აღმოფხვრან თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების სისტემაში არსებული ხარვეზები. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქცია შესაძლებლობას იძლევა, თანამდებობის პირთა დეკლარაციები აღარ ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს და რეალურად მოწმდებოდეს დეკლარაციებში მოცემული მონაცემთა სისწორე.

 

23 მარტი 2017 image

მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პოლიტიკა საქართველოში

პოლიტიკის ნარკვევის მიზანია საქართველოში დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების მიზნით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესწავლა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველოში ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების შემუშავება.

23 თებერვალი 2017 image

საქართველო 2017 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

2017წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო 10 ადგილით დაწინაურდა და ამჟამად 180ქვეყანას შორის 13-ე ადგილზეა, რითიც წინ უსწრებს ყველა მეზობელ და თითქმის ყველა ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყანას. ევროპის მასშტაბით საქართველო მე-5 ადგილზეა და ჩამორჩება მხოლოდ შვეიცარიას, ესტონეთს, ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთს.

9 თებერვალი 2017 image

მუდმივი საცხოვრებლის მოლოდინში მყოფი დევნილი ოჯახები - შეზღუდული სახელმწიფო რესურსი თუ არასაკმარისი პოლიტიკური ნება

საქართველოში 90-იან წლებში განვითარებული მოვლენებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემებით, 2014 წლის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებულია 86,283 დევნილი ოჯახი (259,247 პირი).   

 

7 თებერვალი 2017 image

ლარის გაუფასურების მიზეზები

სტატიაში წარმოგიდგენთ ლარის გაუფასურების მიზეზების დეტალურ მიმოხილვას. რა ფაქტორებმა გამოიწვია ლარის გაუფასურება და რამ არა?მართალია, 2013 წლის დასაწყისიდან დღემდე ლარი დოლართან მიმართებაში 69%-ით გაუფასურდა, მთლიანობაში, საქართველოს ყველა სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებაში ლარი მხოლოდ 4.1%-ით არის გაუფასურებული. ეს ხაზს უსვამს, ერთი მხრივ, იმას, რომ დოლარის გამყარება გლობალური ტენდენციაა, ხოლო, მეორე მხრივ, იმას, რომ ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მეტ ნაკლებად ყველა ვალუტა გაუფასურდა. ამ ფონზე ლარის გაუფასურების შეჩერება ხელოვნური ინტერვენციებით შესაძლოა ცუდი შედეგების მომტანიც კი ყოფილიყო. ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი უარყოფითი სავაჭრო ბალანსია - სხვაობა იმპორტსა და ექსპორტს შორის. შესაბამისად, გრძელვადიან პერიოდში ლარის კურსის სტაბილურობა, პირველ რიგში, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად გაიზრდება ეკონომიკა.