გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგი - მეთოდოლოგია

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | პოლიტიკის დოკუმენტები | რეგიონული და გლობალური საქმიანობა 31 მაისი 2018

IDFI-ის მიერ მომზადებული გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგი (TPPR) არის სახელმწიფო შესყიდვების სისტემების შეფასების უნივერსალური მეთოდოლოგია, რომლის მიზანია სახელმწიფო შესყიდვების სამართლებრივი ჩარჩოების, ისევე როგორც მათი აღსრულების ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენა.

 

მეთოდოლოგია შედგება 64 ინდიკატორისგან, რომელსაც თანაბარი ღირებულება აქვთ (თითო ქულა). ინდიკატორების ნაწილი ჩაშლილია დამატებით ქულობრივ კომპონენტებად.

 

მეთოდოლოგია მოიცავს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ყველა ძირითად კომპონენტს, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამჭვირვალობას.

 

მეთოდოლოგიის ინდიკატორების შერჩევა მეტწილად ეფუძნებოდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, საერთაშორისო სტანდარტებს და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებულ სხვა მეთოდოლოგიებს, როგორიცაა:

 

- ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მეთოდოლოგია და სტანდარტი;

 

- მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შეთანხმება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (GPA);

 

- ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მეთოდოლოგია და პრინციპები;

 

- ევროკავშირის სტანდარტი (დირექტივა 2014/24 / EU);

 

- ღია ხელშეკრულებების მონაცემთა სტანდარტი (OCDS).

 

მეთოდოლოგია მომზადდა ღია საზოგადოების ინსტიტუტის - ბუდაპეშტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024