საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უცხოელებისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის სტატისტიკის ანალიზი

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 30 მაისი 2018

2014 წლიდან 2017 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სულ 27,400-ჯერ უთხრეს უარი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლაზე. 2014-2016 წლების მონაცემები ცხადყოფს, რომ უარის თქმის ფაქტების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდებოდა. კერძოდ, 2014 წელს საზღვრის კვეთაზე სულ 8,819 უარი დაფიქსირდა, 2015 წლის მაჩვენებელი 8,405-მდე ჩამოვიდა, 2016 წელს კი წინა წელთან შედარებით 32%-იანი კლება დაფიქსირდა და 5,711-ს გაუტოლდა. 2017 წელს პირველ ცხრა თვეში კი სულ 4,465-ჯერ უთხრეს უცხოელებს უარი ქვეყანაში შემოსვლაზე.

 

ძირითადი ტენდენციები:


- 2014 წლიდან 2017 წლამდე მცირდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების საზღვარზე არ შემოშვების რაოდენობა;


- ბოლო ორ წელს ყველაზე მეტჯერ ინდოეთის მოქალაქეებს უთხრეს უარი საზღვრის გადმოკვეთაზე;


- 2015 წელს უარის თქმის რაოდენობის ყველაზე მაღალი წილი თურქეთისა (33%) და აზერბაიჯანის (13%) მოქალაქეებზე მოდიოდა;


- ბოლო ოთხ წელიწადში ყველაზე მეტი უარი გაიცა თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ირანისა და ინდოეთის მოქალაქეებზე. ამ ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის ბოლო წლებში უარის თქმის 58%;


- სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აღრიცხავს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლებს.

 

ანალიზი მომზადებულია პროექტის -„საზოგადოების გაძლიერება კარგი მართველობის ხელშეწყობისთვის“- ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. კვლევის შინაარსზე პასუხისმგებელია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას.

 

 

 

 

/public/upload/pdf/Refusal-to-enter-Georgia_article_final.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024