საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უცხოელებისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის სტატისტიკის ანალიზი

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 30 მაისი 2018

2014 წლიდან 2017 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სულ 27,400-ჯერ უთხრეს უარი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლაზე. 2014-2016 წლების მონაცემები ცხადყოფს, რომ უარის თქმის ფაქტების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდებოდა. კერძოდ, 2014 წელს საზღვრის კვეთაზე სულ 8,819 უარი დაფიქსირდა, 2015 წლის მაჩვენებელი 8,405-მდე ჩამოვიდა, 2016 წელს კი წინა წელთან შედარებით 32%-იანი კლება დაფიქსირდა და 5,711-ს გაუტოლდა. 2017 წელს პირველ ცხრა თვეში კი სულ 4,465-ჯერ უთხრეს უცხოელებს უარი ქვეყანაში შემოსვლაზე.

 

ძირითადი ტენდენციები:


- 2014 წლიდან 2017 წლამდე მცირდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების საზღვარზე არ შემოშვების რაოდენობა;


- ბოლო ორ წელს ყველაზე მეტჯერ ინდოეთის მოქალაქეებს უთხრეს უარი საზღვრის გადმოკვეთაზე;


- 2015 წელს უარის თქმის რაოდენობის ყველაზე მაღალი წილი თურქეთისა (33%) და აზერბაიჯანის (13%) მოქალაქეებზე მოდიოდა;


- ბოლო ოთხ წელიწადში ყველაზე მეტი უარი გაიცა თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ირანისა და ინდოეთის მოქალაქეებზე. ამ ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის ბოლო წლებში უარის თქმის 58%;


- სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აღრიცხავს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლებს.

 

ანალიზი მომზადებულია პროექტის -საზოგადოების გაძლიერება კარგი მართველობის ხელშეწყობისთვის“ფარგლებშირომელიც დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერკვლევის შინაარსზე პასუხისმგებელია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას.

 

 

 

 

/public/upload/pdf/Refusal-to-enter-Georgia_article_final.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024