კიდევ ერთი ნაბიჯი საარქივო მასალების ხელმისაწვდომობისკენ
ოფიციალური ცნობით, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი ამა წლის 1 მაისამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგენს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის #506 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის პაკეტს, რომელშიც მათ შორის, გათვალისწინებული იქნება დოკუმენტების ან მათი ციფრული ასლების მკვლევრებისთვის ეროვნული არქივის დარბაზში უფასოდ გაცემა.