მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ პირებზე სოციალური დახმარებების გაცემის პრაქტიკა
2022 წლის 3 ოქტომბერს, ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამ სცადა გაესაჯაროებინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხარაგაულში სოციალური შემწეობის თანხებს ადგილობრივი მაღალი თანამდებობის პირების ოჯახის წევრები იღებენ, თუმცა ფაქტს ხმაური მოჰყვა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი წარმომადგენელი სხდომიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.