ადგილობრივი მმართველობა

12 ივლისი 2022 image

მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზების საბაზისო კვლევა: ლოკალიზების პერსპექტივები საქართველოში

2015 წლის სექტემბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ A/RES/70/1 რეზოლუციით მიიღო „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“. დოკუმენტი იმავე წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში.

12 ივლისი 2022 image

მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზების პრაქტიკული სახელმძღვანელო

მდგრადი განვითარების მიზნების უნივერსალური ბუნებიდან გამომდინარე, საჭიროა მათი მორგება ადგილობრივ კონტექსტსა და სპეციფიკურ საჭიროებებს, რათა მიზნების განხორციელებამ რეალური ზეგავლენა იქონიოს ადგილობრივ მოსახლეობაზე. 

 

24 მაისი 2022 image

IDFI-მ ქედის, სენაკის, ონისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის SDG-ების ლოკალიზების შესახებ ტრენინგები გამართა

2022 წლის 17-20 მაისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ქედის, სენაკის, ონისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების მერიისა და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებისთვის მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ლოკალიზების შესახებ ონლაინ ტრენინგები გამართა.

18 აპრილი 2022 image

სახელმძღვანელო ღია ადგილობრივი მმართველობისა და საჯარო სამსახურში ეთიკის წესების შესახებ

ევროპის საბჭო, 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“.  პროექტის უმთავრესი მიზანია მოქალაქეთა ჩართულობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება ადგილობრივ დონეზე. 

 

30 მარტი 2022 image

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) როლი პოლიტიკის შემუშავების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობისთვის

ღია მმართველობის პარტნიორობა ოთხ ფუნდამენტურ ღირებულებას ეყრდნობა - ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მოქალაქეთა ჩართულობა, ანგარიშვალდებულება და ტექნოლოგია და ინოვაცია. ქვეყნების მიერ აღებული ვალდებულებები და სამოქმედო გეგმებში გაწერილი ინიციატივები სწორედ ამ კატეგორიების მიხედვით ნაწილდება.

1 მარტი 2022 image

ახმეტისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიებმა გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიული დოკუმენტები დაამტკიცეს

25 და 28 თებერვალს, შესაბამისად, ახმეტისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების მერების ბრძანებით გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების ადგილობრივი სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები დამტკიცდა.

24 თებერვალი 2022 image

IDFI-მ ლანჩხუთისა და ამბროლაურის მერიის თანამშრომლებისთვის ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების საკითხებზე ტრენინგი ჩაატარა

16-21 თებერვალს, IDFI-მ ლანჩხუთის და ამბროლაურის მერიების, ასევე მათ დაქვემდებარებაში მყოფი იურიდიული პირების თანამშრომლებისთვის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების საკითხებზე ონლაინ ტრენინგი ჩაატარა.

26 იანვარი 2022 image

ამბროლაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებმა გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები მიიღეს

2022 წლის 13 და 18 იანვარს, ამბროლაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მერების ბრძანებებით, 2022-2025 წლების გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები დამტკიცდა.

17 იანვარი 2022 image

იმერეთის რეგიონში სპორტის მუნიციპალური პოლიტიკის და მერიებს დაქვემდებარებული სპორტული ორგანიზაციების საქმიანობის ანალიზი

წინამდებარე დოკუმენტში გაანალიზებულია იმერეთის რეგიონის 11 მუნიციპალიტეტის (12-დან) სპორტის პოლიტიკა და პროგრამული ხარჯები, ასევე მიმოხილულია მერიებს დაქვემდებარებული სპორტული ორგანიზაციების -არაკომერციული (ააიპ) და შეზღუდული პასუხისმგებლობის (შპს) იურიდიული პირების საქმიანობის არაერთი ასპექტი.

23 დეკემბერი 2021 image

ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტების ანალიზი

2019 წლიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტების დაფინანსების სისტემა შეიცვალა.  შედეგად, ადგილობრივ თვითმმართველობებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გათანაბრებითი ტრანსფერი აღარ გაიცემა, საშემოსავლო გადასახადი სრულად სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართება, ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობებზე დღგ-ს სახით მიღებული შემოსავლების 19% ნაწილდება.