ამბროლაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებმა გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები მიიღეს

სიახლეები | სტატია | ადგილობრივი მმართველობა 26 იანვარი 2022

2022 წლის 13 და 18 იანვარს, ამბროლაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მერების ბრძანებებით, 2022-2025 წლების გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები დამტკიცდა. სტრატეგიული დოკუმენტები მიზნად ისახავს მერიებში დაიხვეწოს მმართველობითი პროცესები, დაინერგოს ღიაობის, გამჭვირვალობის, ეთიკისა და კეთილსინდისიერების მაღალი სტანდარტები, პრაქტიკაში ეფექტურად განხორციელდეს ადგილობრივი დონეზე მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები.

 

დოკუმენტები ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში” (USAID GGI), ფინანსური მხარდაჭერითა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მონაწილეობით მომზადდა.

 

მერიებმა ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული მმართველობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დასანერგად რვა ძირითადი სტრატეგიული მიმართულება განსაზღვრეს:

 

- გამჭვირვალობა

 

- საჯარო ეთიკა და კეთილსინდისიერება

 

- შიდა აუდიტი და შიდა ფინანსური კონტროლი

 

- ადამიანური რესურსები

 

- მოქალაქეთა ჩართულობა და ანგარიშვალდებულება 

 

- ნებართვები და ქონების განკარგვა

 

- მერიის სახელმწიფო შესყიდვები

 

- მერიის მონაწილეობით დაფუძნებული ან/და მმართველობაში მყოფი იურიდიული პირები

 

სტრატეგიული დოკუმენტები შემუშავდა მტკიცებულებებზე დაფუძნებული და ინკლუზიური მიდგომების გათვალისწინებით. ამისთვის, ამბროლაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მერიების წინაშე გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების კუთხით არსებული გამოწვევების გამოსავლენად მომზადდა კორუფციული რისკების  შეფასების ანგარიში. აღნიშნული განხორციელდა წინასწარ შემუშავებული კორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგიის საფუძველზე. ამბროლაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მერიები კორუფციული რისკების გამოვლენისა და მათი პრევენციისთვის შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვისას სწორედ აღნიშნული მეთოდოლოგიით იხელმძღვანელებენ. 

 

ორივე მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, კორუფციული რისკების შეფასების ანგარიში მომზადდა მერიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით. შესწავლილ იქნა გამჭვირვალობის კუთხით არსებული მიდგომები და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი, ადამიანური რესურსების მართვა, საჯარო სამსახურის ეთიკა, სახელმწიფო შესყიდვები, შიდა ფინანსური კონტროლის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის ხარისხი და არსებული გამოწვევები. ამისთვის გაანალიზდა არსებული ანტიკორუფციული საკანონმდებლო ჩარჩო და პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები, ასევე, საქართველოსთან მიმართებაში დემოკრატიული მმართველობის საკითხებზე მომზადებული ანგარიშები და რეკომენდაციებია, მათ შორის OECD-ACN/GRECO-ს მონიტორინგი ანგარიშები და სტანდარტები. ამავდროულად, გამოყენებულ იქნა საქართველოს აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიშები, ასევე, მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიშები და რეკომენდაციები.   ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების გასათვალისწინებლად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების მონაწილეობით, ჩატარდა ფოკუს-ჯგუფ შეხვედრები.

 

ორივე მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიის შესახებ მოეწყო საჯარო განხილვა, სადაც ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები და მერიების წარმომადგენლებისთვის შეეთავაზებინათ ახალი ინიციატივები.

 

მიღებული სტრატეგიული დოკუმენტების სრულყოფილად აღსრულება შესაძლებლობას მისცემთ ორივე მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს უკეთ უპასუხონ ადგილობრივ გამოწვევებსა და მოქალაქეების საჭიროებებს, გააუმჯობესონ მმართველობის სისტემა, გაზარდონ საზოგადოების ნდობა, შეამცირონ კორუფციული რისკები და გააუმჯობესონ მუნიციპალური სერვისების მიწოდების ხარისხი. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) სამუშაო ჯგუფს ერთობლივი ანგარიში წარუდგინეს

17.06.2025

საერთაშორისო მხარდაჭერის ირიბი აკრძალვა საქართველოში (ახალი ცვლილებები „გრანტების შესახებ” კანონში)

12.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024